Return to Video

გამოკლება 2

  • 0:00 - 0:05
    მოდით, გავიხსენოთ, რა ვიცით გამოკლებაზე...
  • 0:05 - 0:09
    რას ნიშნავს ხუთს მინუს სამი?
  • 0:09 - 0:22
    დავუშვათ, გვაქვს ხუთი ცალი კენკრა
    ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.
  • 0:22 - 0:32
    ამისთვის სამის გამოკლება ნიშნავს
    სამი ცალი კენკრის აქედან აღებას.
  • 0:32 - 0:40
    ეს სამი ცალი კენკრა რომ მოვაშოროთ...
    რამდენი კენკრა დაგვრჩება?
  • 0:40 - 0:46
    დაგვრჩება ეს ორი ცალი კენკრა
    ანუ ხუთს მინუს სამი არის ორი.
  • 0:46 - 0:56
    ეს განტოლება მეორენაირად
    ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:
  • 0:56 - 1:00
    დაფიქრდით, რა სხვაობაა
    ხუთსს და სამს შორის.
  • 1:00 - 1:05
    მე მაქვს ხუთი ცალი კენკრა,
  • 1:05 - 1:12
    შენ კი, დავუშვათ, სამი ცალი კენკრა გაქვს
  • 1:12 - 1:19
    ხუთს მინუს სამის წარმოსადგენად დავფიქრდეთ,
    მე შენზე რამდენით მეტი კენკრა მაქვს?
  • 1:19 - 1:30
    ეს კენკრები ორივეს გვაქვს, თუმცა მე მაქვს
    ეს ორი კენკრა, რომელიც შენ არ გაქვს
  • 1:30 - 1:33
    ანუ, შენზე ორით მეტი კენკრა მაქვს...
  • 1:33 - 1:54
    ეს განტოლება რიცხვთა წრფეზეც შეგვიძლია,
    გამოვსახოთ
  • 1:54 - 2:03
    დავყოფ ერთეულებად შვიდამდე
  • 2:03 - 2:10
    თუ ხუთს სამს ვართმევთ, ეს ნიშნავს, რომ
    ჩვენ ვიწყებთ ხუთზე...
  • 2:10 - 2:15
    ხუთს პლუს სამი რომ განგვეხილა, მაშინ
    სამით მარჯვნივ გადავიდოდით, რადგან
  • 2:15 - 2:17
    ჩემი საგნების რაოდენობას გავზრდიდი
  • 2:17 - 2:21
    ახლა კი სამს ვაკლებთ, ანუ საგნების
    რაოდენობას ვამცირებთ
  • 2:21 - 2:28
    შევამციროთ ერთით, ორით, სამით
    მივალთ ორამდე.
  • 2:28 - 2:39
    პირველ შემთხვევაში სამს ვართმევ ხუთს, აქ
    კი ვიგებ, რამდენით მეტია ხუთი სამზე
  • 2:39 - 2:44
    ეს ორი გზით შეგვიძლია ამოვხსნათ,
    თუმცა პასუხს ერთსა და იმავეს მივიღებთ.
  • 2:44 - 2:58
    დავხატავ მეორე რიცხვთა წრფეს და დავყოფ
    ერთეულებად
  • 2:58 - 3:06
    წრფეზე ხუთი აქ იქნება მოთავსებული...
  • 3:06 - 3:13
    სამი აქ იქნება მოთავსებული.
  • 3:13 - 3:37
    ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, თუ რა
    განსხვავებაა ხუთსა და სამს შორის.
  • 3:37 - 3:43
    ამის გასაგებად უნდა დავსვათ შეკითხვა:
    რამდენი უნდა მიუმატო სამს ხუთის მისაღებად?
  • 3:43 - 3:51
    რამდენითაა განსხვავებული ხუთი სამისგან?
    ხუთამდე მისასვლელად ორით უნდა გადახვიდე.
  • 3:51 - 4:09
    განსხვავება ხუთსა და სამს შორის
    არის ორი.
  • 4:09 - 4:17
    მინდა, დაგანახოთ განსხვავება გამოკლებასა
    და განსხვავებას შორის.
  • 4:17 - 4:24
    რადგან გამოკლების ორნაირი ხერხი გვაქვს,
    თუმცა ბოლოს შედეგი მაინც ერთი და იგივეა.
  • 4:24 - 4:31
    გადავიდეთ სხვა რიცხვებზე.
    შვიდს მინუს ოთხი.
  • 4:31 - 4:52
    დავუშვათ, მაქვს შვიდმეტრიანი მორი...
    სახაზავი რომ მიმედო ასეთი იქნებოდა.
  • 4:52 - 4:58
    და აქედან ოთხი მეტრი უნდა მოვაჭრა.
  • 4:58 - 5:03
    რომ მოვაჭრა ოთხი მეტრი, რამხელა
    მორი დამრჩება?
  • 5:03 - 5:18
    მთელ ამ ნაწილს ვაჭრი, ვაშორებ, ვაქრობ...
  • 5:18 - 5:29
    ოთხი მეტრის მოჭრის შემდეგ დამრჩება
    სამმეტრიანი მორი
  • 5:29 - 5:34
    შვიდს მინუს ოთხი უდრის სამს
  • 5:34 - 5:41
    ხედავთ? ჩვენ დავინახეთ გამოკლება, როგორც
    ნაწილის წართმევა.
  • 5:41 - 5:47
    შემიძლია გამოკლებას სხვანაირადაც მივუდგე
  • 5:47 - 6:07
    შვიდს მინუს ოთხი
    კვლავ, ავიღებ შვიდმეტრიან მორს
  • 6:07 - 6:14
    ახლა კი მოჭრის მაგივრად შევადაროთ ეს მორი
    მეორე, ოთხმეტრიან მორს.
  • 6:14 - 6:23
    პირველი მორი შვიდმეტრიანია
    ეს მეორე მორი - ოთხმეტრიანი.
  • 6:23 - 6:28
    შვიდს მინუს ოთხი შეგიძლია განიხილო, როგორც
    შვიდმეტრიანი მორისთვის ოთხი მეტრის მოჭრა
  • 6:28 - 6:33
    ან როგორც განსხვავება შვიდმეტრიან და
    ოთხმეტრიან მორებს შორის.
  • 6:33 - 6:39
    რა არის განსხვავება? ოთხმეტრიანი
    მორისგან შვიდმეტრიანის მისაღებად
  • 6:39 - 6:52
    მეორე მორს უნდა მივუმატო როგორმე
    სამმეტრიანი მორი, რომ მივიღო შვიდმეტრიანი.
  • 6:52 - 7:00
    ეს იყო გამოკლებისადმი ორი განსხვავებული
    მიდგომა.
  • 7:00 - 7:10
    ახლ კი მინდა, რომ უფრო რთულ მაგალითებზე
    გადავიდეთ
  • 7:10 - 7:16
    განვიხილოთ 17-ს მინუს ცხრა
  • 7:16 - 7:27
    ამასაც ამოხსნის ორი გზა აქვს.
    შეგვიძლია დავხატოთ 17 ნივთი, ვთქვათ, ჩიფსი
  • 7:27 - 7:45
    ეს არის 17 ჩიფსი
    ახლა უნდა ავიღო ცხრა ცალი
  • 7:45 - 7:56
    რამდენი დამრჩება? დამრჩება რვა.
    ანუ 17-ს მინუს ცხრა არის რვა.
  • 7:56 - 8:07
    თუმცა ამან დიდი ხანი წაგვართვა და თანაც,
    ბევრად მეტი ნივთის დახატვა გამიჭირდებოდა
  • 8:07 - 8:18
    მეორე გზა არის ამის რიცხვთა წრფით ამოხსნა
    დავხაზოთ, აქ აღვნიშნოთ 18.
  • 8:18 - 8:30
    17, 16, 15, 14, 13, 12, 11, 10, ცხრა, რვა
  • 8:30 - 8:36
    შემიძლია, ნულამდე ჩავიდე
  • 8:36 - 8:40
    ვიწყებთ 17-ზე და უნდა წავართვათ
    ცხრა.
  • 8:40 - 8:50
    ამიტომ, უნდა გადავინაცვლო ცხრა ერთეულით
    მარცხნივ.
  • 8:50 - 8:57
    დაგვრჩება რვა.
    ჩემი აზრით, ეს მეთოდი პირველზე უკეთესია.
  • 8:57 - 9:12
    თუმცა ყოველჯერზე ასე არ უნდა მოიქცე, დრო
    რომ გავა, უნდა დაიმახსოვრო და გაითავისო ეს
  • 9:12 - 9:20
    გადავიდეთ შვიდმეტს მინუს რვაზე
    არის ცხრა
  • 9:20 - 9:27
    ეს იმიტომ, რომ რვას პლიუს ცხრა არის 17
  • 9:27 - 9:35
    ჩვიდმეტს მინუს ცხრა იქნება რვა
    ჩვიდმეტს მინუს რვა კი იქნება ცხრა
  • 9:35 - 9:42
    ჩვიდმეტს მინუს რვის გარჩევისას, ვამბობ რომ
    თუ ამ რიცხვს რვას მიუმატებ, 17-ს მიიღებ
  • 9:42 - 9:49
    ჩვიდმეტს მინუს ცხრის შემთხვევაში, ვამბობ,
    რომ თუ რიცხვს ცხრას მიუმატებ, მიიღებ 17-ს
  • 9:49 - 9:57
    სამივე, თითქოს, ერთსა და იმავე რაღაცას
    ამბობს, რომ რვას პლუს ცხრა არის 17.
  • 9:57 - 10:05
    განსხვავება 17-სა და ცხრას შორის არის რვა
    განსხვავება 17-სა და რვას შორის არის ცხრა
  • 10:05 - 10:18
    კარგი იქნება, თუ ასეთი მაგალითების
    ამოხსნისას რიცხვთა წრფეს წარმოიდგენ.
  • 10:18 - 10:30
    როცა ამას გაითავისებ, შემდეგ გასწავლი,
    როგორ უნდა გამოთვალო ნებისმიერი გამოკლება
  • 10:30 - 10:37
    განვიხილოთ 13-ს მინუს ხუთი.
  • 10:37 - 11:06
    მხოლოდ რიცხვთა წრფეს დავხატავ და დავნომრავ.
    13 იქნება ყველაზე დიდი რიცხვი წრფეზე
  • 11:06 - 11:11
    დავიწყოთ 13-ით და მისგან უნდა ავიღოთ ხუთი
  • 11:11 - 11:21
    რომ ავიღოთ ხუთი მივალთ რვამდე
  • 11:21 - 11:30
    ანუ 13-ს მინუს ხუთი უდრის რვას.
  • 11:30 - 11:40
    მეორე მიდგომა: ვიცი სად არის 13 წრფეზე.
    ისიც ვიცი თუ სად არის ხუთი.
  • 11:40 - 11:43
    რა უნდა მივუმატო ხუთს რომ მივიღო 13?
  • 11:43 - 11:52
    უნდა გადავიდე რვით მარჯვნივ, ანუ, უნდა
    მივუმატო რვა, რომ მივიღო 13
  • 11:52 - 11:56
    ხუთს პლუს რვა უდრის 13-ს
  • 11:56 - 12:05
    ეს მეუბნება, რომ 13-ს მინუს რვა ხუთია,
    ხოლო 13-ს მინუს ხუთი - რვა.
  • 12:05 - 12:14
    როგორღაც, ეს სამივე გამოსახულება
    ერთსა და იმავე რამეს მეუბნება.
  • 12:14 - 12:32
    თუ გინდა, რომ გაივარჯიშო, ეცადე, შენით
    გამოაკლო რიცხვს რაიმე ერთნიშნა რიცხვი
Title:
გამოკლება 2
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
12:32
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Subtraction 2
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Subtraction 2
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Subtraction 2
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Subtraction 2
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Subtraction 2
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Subtraction 2
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Subtraction 2
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Subtraction 2
Show all

Georgian subtitles

Revisions