Return to Video

როგორ ახსნით ცნობიერებას?

  • 0:01 - 0:03
    ამ წამს
  • 0:03 - 0:06
    თქვენ თავში ფილმია გაშვებული.
  • 0:06 - 0:09
    ეს საოცარი მრავალნაკადიანი ფილმია.
  • 0:09 - 0:12
    ის სამგანზომილებიანია, სივრცული ხმით,
  • 0:12 - 0:14
    იმაზე რასაც ხედავთ და გესმით ამჟამად.
  • 0:14 - 0:17
    მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
  • 0:17 - 0:22
    თქვენს ფილმს აქვს სუნი, გემო და შეხება.
  • 0:22 - 0:25
    მას აქვს თქვენი სხეულის შეგრძნება,
  • 0:25 - 0:29
    ტკივილი, შიმშილი, ორგაზმი.
  • 0:29 - 0:31
    მას აქვს ემოციები,
  • 0:31 - 0:34
    სიბრაზე და ბედნიერება.
  • 0:34 - 0:38
    მას აქვს მეხსიერება.
    მაგალითად თქვენი ბავშვობის მოგონებები,
  • 0:38 - 0:41
    რომელიც გახსენდებათ.
  • 0:41 - 0:45
    და მას ახლავს მუდმივი ხმა,
  • 0:45 - 0:50
    ცნობიერების თქვენ ნაკადში.
  • 0:50 - 0:55
    ამ ფილმის შუაგულში თქვენ ხართ,
  • 0:55 - 0:59
    რომელიც ამ ყველაფერს უშუალოდ გამოცდით.
  • 0:59 - 1:05
    ეს ფილმი თქვენი ცნობიერების ნაკადია.
  • 1:05 - 1:06
    სუბიექტი,
  • 1:06 - 1:11
    რომელიც გონებას და მსოფლიოს შეიგრძნობს.
  • 1:11 - 1:14
    ცნობიერება ადამიანის არსებობის,
  • 1:14 - 1:16
    ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტია.
  • 1:16 - 1:19
    ყოველი ჩვენგანი ცნობიერია.
  • 1:19 - 1:21
    ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი შიდა ფილმი.
  • 1:21 - 1:24
    თქვენც, თქვენც და თქვენც,
  • 1:24 - 1:28
    სხვა არაფერთან გვაქვს ამაზე უშუალო შეხება.
  • 1:28 - 1:31
    სულ ცოტა საკუთარ ცნობიერებასთან
    უშუალო შეხებაში ვარ,
  • 1:31 - 1:35
    დარწმუნებული არ ვარ თქვენ ცნობიერებაზე.
  • 1:35 - 1:39
    ცნობიერება ასევე ისაა,
    რაც ღირებულს ხდის ცხოვრებას.
  • 1:39 - 1:42
    ცნობიერები რომ არ ვიყოთ,
    არაფერს ექნებოდა აზრი და ფასი
  • 1:42 - 1:46
    ჩვენ ცხოვრებაში.
  • 1:46 - 1:47
    მაგრამ ამავე დროს,
  • 1:47 - 1:51
    ცნობიერება
    ყველაზე იდუმალი მოვლენაა სამყაროში.
  • 1:51 - 1:54
    რატომ ვართ ცნობიერები?
  • 1:54 - 1:56
    რატომ გვაქვს ეს შიდა ფილმი?
  • 1:56 - 1:58
    რატომ არ ვართ უბრალოდ რობოტები,
  • 1:58 - 2:00
    რომლებიც ყველა შემავალ სიგნალს ამუშავებენ
  • 2:00 - 2:02
    და საპასუხო რეაქციას აბრუნებენ,
  • 2:02 - 2:06
    რამე შიდა ფილმის შეგრძნების გარეშე?
  • 2:06 - 2:09
    ამჟამად ამ კითხვებზე პასუხი
  • 2:09 - 2:11
    არავინ იცის.
  • 2:11 - 2:14
    მინდა გითხრათ, რომ ცნობიერების
    მეცნიერებაში ინტეგრირებისთვის,
  • 2:14 - 2:19
    გარკვეული რადიკალური იდეები
    შეიძლება იყოს საჭირო.
  • 2:19 - 2:22
    ზოგი ამბობს,
    რომ ცნობიერების მეცნიერული შესწავლა
  • 2:22 - 2:24
    შეუძლებელია.
  • 2:24 - 2:28
    მეცნიერება თავისი არსით ობიექტურია.
  • 2:28 - 2:31
    ცნობიერება კი, თავისი არსით - სუბიექტური.
  • 2:31 - 2:36
    ამიტომ შეუძლებელია არსებობდეს
    ცნობიერების მეცნიერება.
  • 2:36 - 2:39
    მე-20 საუკუნეში უმეტესად
    ეს მოსაზრება დომინირებდა.
  • 2:39 - 2:43
    ფსიქოლოგები ქცევებს ობიექტურად იკვლევდნენ,
  • 2:43 - 2:47
    ნეირომეცნერები ტვინს ობიექტურად იკვლევდნენ
  • 2:47 - 2:50
    და ცნობიერებას არავინ არც კი ახსენებდა.
  • 2:50 - 2:53
    30 წლის წინაც კი, როცა TED შეიქმნა,
  • 2:53 - 2:55
    ძალიან ცოტა სამეცნიერო მასალა
  • 2:55 - 2:58
    არსებობდა ცნობიერებაზე.
  • 2:58 - 3:00
    დაახლოებით 20 წლის წინ,
  • 3:00 - 3:03
    ამ ყველაფრის ცვლილება დაიწყო.
  • 3:03 - 3:05
    ფრანსის კრიკისნაირმა ნეირომეცნიერებმა
  • 3:05 - 3:08
    როჯერ პენროუზისნაირმა ფიზიკოსებმა თქვეს,
  • 3:08 - 3:10
    რომ დროა მეცნიერებამ
  • 3:10 - 3:13
    ცნობიერებას შეუტიოს.
  • 3:13 - 3:15
    მას შემდეგ, ცნობიერებაზე
  • 3:15 - 3:18
    სამეცნიერო მუშაობის
  • 3:18 - 3:19
    ნამდვილი ბუმი დაიწყო.
  • 3:19 - 3:21
    ეს მუშაობა შესანიშნავი და დიდებულია,
  • 3:21 - 3:23
    მაგრამ მას ასევე ზოგიერთი ფუნდამენტური
  • 3:23 - 3:27
    შეზღუდვა ახასიათებს ჯერ-ჯერობით.
  • 3:27 - 3:29
    ბოლო წლებში
  • 3:29 - 3:31
    ცნობიერების მეცნიერებაში
    მთავარი მიმართულება
  • 3:31 - 3:34
    არის კორელაციების ძიება.
  • 3:34 - 3:37
    კორელაციების ძიება
    ტვინის გარკვეულ უბნებს
  • 3:37 - 3:41
    და ცნობიერების
    გარკვეულ მდგომარეობებს შორის.
  • 3:41 - 3:42
    ჩვენ ეს ვნახეთ,
  • 3:42 - 3:44
    ნენსი კენვიშერის შესანიშნავ ნაშრომში,
  • 3:44 - 3:47
    რომელიც მან
    რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინა.
  • 3:47 - 3:51
    ამჟამად ჩვენ ბევრად უკეთ ვიცით, მაგალითად,
  • 3:51 - 3:53
    ტვინის ის ნაწილები,
    რომლებიც სახეების დანახვის
  • 3:53 - 3:56
    ცნობიერ შეგრძნებებს შეესბამება,
  • 3:56 - 4:00
    ან ტკივილის შეგრძნებებს,
  • 4:00 - 4:02
    ან ბედნიერების განცდებს.
  • 4:02 - 4:05
    მაგრამ ეს ისევ კორელაციების მეცნიერებაა.
  • 4:05 - 4:08
    ეს არაა ახსნების მეცნიერება.
  • 4:08 - 4:11
    ჩვენ ვიცით, რომ ტვინის ეს ნაწილები
  • 4:11 - 4:15
    გარკვეულ ცნობიერ გამოცდილებას შეესაბამება,
  • 4:15 - 4:18
    მაგრამ არ ვიცით რატომაა ასე.
  • 4:18 - 4:21
    ამაზე ვამბობ ხოლმე,
  • 4:21 - 4:24
    რომ ასეთი ნეირომეცნიერება
  • 4:24 - 4:26
    პასუხსობს ზოგიერთ კითხვებს,
  • 4:26 - 4:28
    რომლებიც გაგვაჩნია ცნობიერებაზე.
  • 4:28 - 4:32
    კითხვებს იმაზე,
    თუ რას აკეთებენ ტვინის გარკვეული უბნები
  • 4:32 - 4:34
    და რასთან არიან კორელაციაში,
  • 4:34 - 4:37
    მაგრამ გარკვეული აზრით,
    ეს მარტივი პრობლემებია.
  • 4:37 - 4:39
    ნეირომეცნიერებს არ ვაკნინებ.
  • 4:39 - 4:42
    სინამდვილეში ცნობიერებაში
    არ არსებობს მარტივი პრობლემები,
  • 4:42 - 4:46
    მაგრამ ეს კვლევები არ ეხმიანება
    რეალურ იდუმალებას,
  • 4:46 - 4:48
    რომელიც მთავარია ამ საკითხში:
  • 4:48 - 4:53
    რატომ უნდა ახლავდეს ტვინში
  • 4:53 - 4:56
    ყველა ფიზიკური პროცესს
    საერთოდ ცნობიერება?
  • 4:56 - 4:59
    რატომ არსებობს ეს შიდა სუბიექტური ფილმი?
  • 4:59 - 5:02
    ამჟამად ჩვენ
    ნამდვილად არ გვაქვს წარმოდგენა ამაზე.
  • 5:02 - 5:04
    თქვენ შეიძლება თქვათ,
  • 5:04 - 5:08
    მივცეთ ნეირომეცნიერებას რამდენიმე წელი
    და აღმოჩნდება,
  • 5:08 - 5:11
    რომ ეს ელემენტებისგან წარმოქმნილი
    მორიგი გაუთვალისწინებელი მოვლენაა,
  • 5:11 - 5:16
    როგორც საცობები, ან ქარიშხალი,
  • 5:16 - 5:19
    როგორც სიცოცხლე და ასე გავარკვევთ.
  • 5:19 - 5:22
    ასეთი გაუთვალისწინებელი
    მოვლენის კლასიკური შემთხვევები
  • 5:22 - 5:24
    ყველა ქცევითია,
  • 5:24 - 5:27
    როგორ იქცევა საცობი,
  • 5:27 - 5:28
    როგორ ფუნქციონირებს ქარიშხალი,
  • 5:28 - 5:30
    როგორ მრავლდებიან ცოცხალი ორგანიზმები,
  • 5:30 - 5:34
    როგორ განიცდიან ადაპტაციას
    და მეტაბოლიზმს.
  • 5:34 - 5:36
    ყველა კითხვა ობიექტურ ფუნქციონირებაზეა.
  • 5:36 - 5:39
    შეიძლება ეს ადამიანის ტვინზე გამოიყენო,
  • 5:39 - 5:40
    რაღაც ქცევების
  • 5:40 - 5:42
    და ადამიანის ტვინის ფუნქციების,
  • 5:42 - 5:44
    როგორც გაუთვალისწინებელი
    მოვლენის ასახსნელად:
  • 5:44 - 5:48
    როგორ დავდივართ, როგორ ვლაპარაკობთ,
    როგორ ვთამაშობთ ჭადრაკს,
  • 5:48 - 5:51
    ქცევების შესახებ
    ყველა ამ კითხვის საპასუხოდ.
  • 5:51 - 5:53
    მაგრამ როცა საქმე ცნობიერებაზე მიდგება,
  • 5:53 - 5:54
    კითხვები ქცევაზე,
  • 5:54 - 5:57
    მარტივ პრობლემებს ეკუთვნის.
  • 5:57 - 5:59
    როცა საქმე რთულ პრობლემაზე მიდგება,
  • 5:59 - 6:01
    ანუ კითხვაზე თუ რატომ ახლავს
  • 6:01 - 6:03
    ყველა ამ ქცევას
  • 6:03 - 6:06
    სუბიექტური გამოცდილება?
  • 6:06 - 6:08
    და აქ უკვე გაუთვალისწინებელი მოვლენის
  • 6:08 - 6:09
    სტანდარტული პარადიგმა,
  • 6:09 - 6:12
    ასევე ნეირომეცნიერების
    სტანდარტული პარადიგმებიც,
  • 6:12 - 6:17
    ხელშესახებს ვერაფერს გვეუბნება.
  • 6:17 - 6:20
    მე სულით მეცნიერ-მატერიალისტი ვარ.
  • 6:20 - 6:24
    მსურს არსებობდეს
    ცნობიერების მეცნიერული თეორია,
  • 6:24 - 6:27
    რომელიც მუშაობს
  • 6:27 - 6:29
    და დიდი ხნის მანძილზე
  • 6:29 - 6:31
    კედელს ვურტყამდი თავს,
  • 6:31 - 6:33
    რომ ცნობიერების თეორია შემექმნა,
  • 6:33 - 6:35
    წმინდა ფიზკურ ტერმინებში,
  • 6:35 - 6:36
    რომელიც იმუშავებდა.
  • 6:36 - 6:38
    მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი,
  • 6:38 - 6:42
    რომ ეს
    სისტემატური პრობლემების გამო არ გამოდის.
  • 6:42 - 6:44
    ეს გრძელი ისტორიაა,
  • 6:44 - 6:46
    მაგრამ ძირითადი აზრი ისაა,
  • 6:46 - 6:49
    რომ გამამარტივებელი ახსნები
  • 6:49 - 6:51
    ფიზკიკურ ტერმინებში,
    ტვინის ტერმინებში,
  • 6:51 - 6:54
    არის სისტემის ფუნქციონირებაზე,
  • 6:54 - 6:56
    მის სტრუქტურაზე და დინამიკაზე,
  • 6:56 - 6:58
    ქცევაზე რომელსაც ის წარმოშობს,
  • 6:58 - 7:00
    მშევნიერია
    მარტივი პრობლემების გადასაჭრელად...
  • 7:00 - 7:02
    როგორ ვიქცევით, როგორ ვფუნქციონირებთ,
  • 7:02 - 7:06
    მაგრამ როცა
    საქმე სუბიექტურ გამოცდილებას ეხება...
  • 7:06 - 7:09
    რატომ ვგრძნობთ ამას,
    როგორც რაღაცას შიგნიდან?
  • 7:09 - 7:11
    ეს რაღაც ფუნდამენტურად ახალია
  • 7:11 - 7:15
    და ყოველთვის ჩნდება ახალი კითხვა.
  • 7:15 - 7:21
    ამიტომ ვფიქრობ გარკვეულ ჩიხში ვართ.
  • 7:21 - 7:24
    ჩვენ მიჩვეული ვართ
    ახსნების შესანიშნავ ჯაჭვს,
  • 7:24 - 7:27
    როცა ფიზიკა ხსნის ქიმიას,
  • 7:27 - 7:31
    ქიმია ხსნის ბიოლოგიას,
  • 7:31 - 7:35
    ბიოლოგია ხსნის ფსიქოლოგიის ნაწილებს,
  • 7:35 - 7:36
    მაგრამ ცნობიერება
  • 7:36 - 7:39
    ამ სურათში ვერ თავსდება.
  • 7:39 - 7:41
    ერთის მხრივ, მოცემულობაა,
  • 7:41 - 7:43
    რომ ჩვენ ცნობიერები ვართ.
  • 7:43 - 7:44
    მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვიცით
  • 7:44 - 7:48
    როგორ ჩავსვათ ის
    მსოფლიოს ჩვენ მეცნიერულ წარმოდგენაში.
  • 7:48 - 7:50
    ვფიქრობ, რომ ამჟამად ცნობიერება
  • 7:50 - 7:52
    გარკვეული ანომალიაა.
  • 7:52 - 7:54
    ისეთი, რომლის ინტერგაციაც
  • 7:54 - 7:58
    მსოფლიოს ჩვენეულ წარმოდგენაში
    უნდა მოვახდინოთ მაგრამ ჯერ არ ვიცით როგორ.
  • 7:58 - 8:00
    როცა ასეთ ანომალიას ვეჯახებით,
  • 8:00 - 8:03
    რადიკალური იდეები შეიძლება გახდეს საჭირო.
  • 8:03 - 8:06
    და მგონი გვჭირდება ერთი-ორი ისეთი იდეა,
  • 8:06 - 8:09
    რომელიც თავიდან გიჟური ჩანს
  • 8:09 - 8:12
    სანამ ცნობიერებას
  • 8:12 - 8:14
    მეცნიერულად ავხსნით.
  • 8:14 - 8:15
    არსებობს ამ გიჟური აზრების
  • 8:15 - 8:18
    რამდენიმე კანდიდატი.
  • 8:18 - 8:22
    ჩემს მეგობარს დენ დენეტს,
    რომელიც აქ არის, აქვს ასეთი იდეა.
  • 8:22 - 8:25
    მისი გიჟური იდეაა, რომ არ არსებობს
  • 8:25 - 8:26
    ცნობიერების რთული პრობლემა.
  • 8:26 - 8:30
    შიდა სუბიექტური ფილმის მთელი იდეა
  • 8:30 - 8:34
    რაღაც ტიპის ილუზიით,
    ან გაუგებრობითაა განპირობებული.
  • 8:34 - 8:36
    რისი ახსნაც ჩვენ სინამდვილეში გვჭირდება
  • 8:36 - 8:39
    არის ობიექტური ფუნქციონალობა
    და ტვინის ქცევა
  • 8:39 - 8:41
    და ყველაფერი ახსნილი იქნება,
  • 8:41 - 8:44
    რისი ახსნაცაა საჭირო.
  • 8:44 - 8:46
    მე მას წარმატებას ვუსურვებდი.
  • 8:46 - 8:48
    ეს ისეთი რადიკალური იდეაა,
  • 8:48 - 8:50
    რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ,
  • 8:50 - 8:53
    თუ გვინდა, რომ ტვინის დონეზე დაყვანილი
  • 8:53 - 8:56
    ცნობიერების თეორია გვქონდეს.
  • 8:56 - 8:58
    ამავდროულად, ჩემთვის და სხვა ბევრისთვის,
  • 8:58 - 9:00
    ეს წარმოდგენა ზემდეტად ახლოსაა
  • 9:00 - 9:02
    ცნობიერების მოცემულობის უარყოფასთან,
  • 9:02 - 9:04
    იმისთვის რომ ამით დავკმაყოფილდეთ.
  • 9:04 - 9:07
    ამიტომ მე სხვა მიმართულებით მივდივარ.
  • 9:07 - 9:08
    დარჩენილ დროში,
  • 9:08 - 9:11
    მინდა ორი გიჟური იდეა განვიხილო,
  • 9:11 - 9:15
    რომლებიც ვფიქრობ
    გარკვეული იმედის მომცემია.
  • 9:15 - 9:16
    პირველი გიჟური იდეაა,
  • 9:16 - 9:21
    რომ ცნობიერება ფუნდამენტური მოვლენაა.
  • 9:21 - 9:24
    ფიზიკოსები ზოგჯერ
    სამყაროს ზოგიერთ ასპექტს,
  • 9:24 - 9:26
    მის ფუნდამენტურ შემადგენელ ნაწილად იღებენ:
  • 9:26 - 9:30
    სივრცე, დრო და მასა.
  • 9:30 - 9:33
    ისინი აყალიბებენ ფუნდამენტურ კანონებს,
    რომელიც მათ მართავს,
  • 9:33 - 9:37
    როგორც გრავიტაციის კანონი,
    ან ქვანტური მექანიკა.
  • 9:37 - 9:39
    ეს ფუნდამენტური თვისებები და კანონები,
  • 9:39 - 9:43
    არ აიხსნება რამე უფრო საბაზისო დონეზე,
  • 9:43 - 9:45
    არამედ ისინი მიღებულია, როგორც პირიმიტიული
  • 9:45 - 9:49
    და შემდეგ მასზე აგებ სამყაროს სურათს.
  • 9:49 - 9:54
    პერიოდულად, ამ ფუნდამენტური სიდიდეების
    რაიდენობა იზრდება.
  • 9:54 - 9:56
    მე-19 საუკუნეში მაქსველმა აღმოაჩინა,
  • 9:56 - 10:00
    რომ ელექტრომაგნიტური მოვლენის ახსნა
  • 10:00 - 10:02
    არსებული ფუნდამენტური სიდიდეებით,
  • 10:02 - 10:05
    სივრცით, დროით, მასით, ნიუტონის კანონებით,
    შეუძლებელია.
  • 10:05 - 10:08
    ამიტომ მან ჩამოაყალიბა ელექტრომაგნიტურობის
  • 10:08 - 10:09
    ფუნდამენტური კანონები
  • 10:09 - 10:12
    და ელექტრული მუხტი,
  • 10:12 - 10:14
    როგორც ფუნდამენტური ელემენტი,
  • 10:14 - 10:16
    რომელსაც ეს კანონები მართავენ.
  • 10:16 - 10:20
    ვფიქრობ, ეს მდგომარეობა გვაქვს
  • 10:20 - 10:21
    ცნობიერებასთან მიმართებაშიც.
  • 10:21 - 10:24
    თუ ცნობერებას ვერ ვხსნით
  • 10:24 - 10:26
    არსებული ფუნდამენტური სიდიდეებით
  • 10:26 - 10:29
    სივრცე, დრო, მასა, მუხტი...
  • 10:29 - 10:32
    მაშინ ლოგიკის ძალით,
    ეს სია უნდა გავაფართოვოთ.
  • 10:32 - 10:35
    ბუნებრივი იქნებოდა ცნობიერება,
  • 10:35 - 10:38
    თავად მიგვეღო,
    როგორც ფუნდამენტური მოვლენა.
  • 10:38 - 10:41
    ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილი.
  • 10:41 - 10:44
    ეს არ ნიშნავს,
    რომ მას მეცნიერებაში ვეღარ გამოიყენებ.
  • 10:44 - 10:48
    ეს მისი მეცნიერულად შესწავლის გზას ხსნის.
  • 10:48 - 10:50
    ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება
  • 10:50 - 10:53
    ცნობიერების მმართავი
    ფუნდამენტური კანონების შესწავლა.
  • 10:53 - 10:55
    კანონების, რომელიც ცნობიერებას აკავშირებს
  • 10:55 - 10:58
    სხვა ფუნდამენტურ სიდიდეებთან:
    სივრცე, დრო, მასა,
  • 10:58 - 11:01
    ფიზიკურ პროცესებთან.
  • 11:01 - 11:03
    ფიზიკოსები ზოგჯერ ამბობენ,
  • 11:03 - 11:06
    რომ ფუნდამენტური კანონები
    ისეთი მარტივი უნდა იყოს,
  • 11:06 - 11:10
    რომ მათი დაწერა მაისურზე შეიძლებოდეს.
  • 11:10 - 11:12
    ვფიქრობ, დაახლოებით ეს მდგომარეობა გვაქვს
  • 11:12 - 11:13
    ცნობიერებასთან მიმართებაში.
  • 11:13 - 11:16
    ისეთი მარტივი
    ფუნდამენტური კანონები უნდა აღმოვაჩინოთ,
  • 11:16 - 11:18
    რომ მათი დაწერა მაისურზე შეიძლებოდეს.
  • 11:18 - 11:20
    ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს კანონები,
  • 11:20 - 11:24
    მაგრამ ესაა, რასაც ვეძებთ.
  • 11:24 - 11:26
    შემდეგი გიჟური იდეაა,
  • 11:26 - 11:29
    რომ ცნობიერება შეიძლება უნივესრალური იყოს.
  • 11:29 - 11:33
    ყველა სისტემას შეიძლება ჰქონდეს
  • 11:33 - 11:36
    ცნობიერება რაღაც დოზით.
  • 11:36 - 11:39
    ამ წარმოდგენას
    ზოგჯერ პანფსიქიზმს უწოდებენ:
  • 11:39 - 11:42
    "პან" - ყველა და "ფსიქ" - გონება,
  • 11:42 - 11:44
    ყველა სისტემა ცნობიერია,
  • 11:44 - 11:48
    არა მხოლოდ ადამიანები, ძაღლები, თაგვები,
    ბუზები,
  • 11:48 - 11:51
    არამედ რობ ნაითის მიკრობებიც კი,
  • 11:51 - 11:53
    ელემენტარული ნაწილაკები.
  • 11:53 - 11:56
    ფოტონებსაც კი აქვთ რაღაც დოზით ცნობიერება.
  • 11:56 - 11:59
    ეს იმას არ ნიშნავს,
    რომ ფოტონებს ინტელექტი აქვთ,
  • 11:59 - 12:01
    ან აზროვნებენ.
  • 12:01 - 12:02
    ისე არ არის, რომ ფოტონი
  • 12:02 - 12:03
    მღელვარებისგან განადგურებულია,
  • 12:03 - 12:07
    რადგან ფიქრობს: "აჰ, მე ყოველთვის
    სინათლის სიჩქარით დავფრინავ.
  • 12:07 - 12:10
    ვერასდროს ვანელებ, რომ ვარდები დავყნოსო."
  • 12:10 - 12:12
    არა, ასე არ არის.
  • 12:12 - 12:15
    მაგრამ აზრი ისაა, რომ ფოტონებს
  • 12:15 - 12:18
    შეიძლება რაღაც დოზით ჰქონდეთ
    სუბიქეტური გრძნობები.
  • 12:18 - 12:22
    რაღაც პრიმიტიული წინაცნობიერების მაგვარი.
  • 12:22 - 12:25
    ეს შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერდეს.
  • 12:25 - 12:27
    რატომ უნდა ფიქრობდეს ვიღაც
    ასეთ გიჟურ რამეს?
  • 12:27 - 12:31
    ამის ნაწილობრივი მიზეზია
    პირველი გიჟური იდეა,
  • 12:31 - 12:33
    რომ ცნობიერება ფუნდამენტურია.
  • 12:33 - 12:37
    თუ ფუნდამენტურია,
    როგორც სივრცე, დრო და მასა,
  • 12:37 - 12:40
    ბუნებრივია ვივარაუდოთ,
    რომ შეიძლება უნივერსალურიც იყოს,
  • 12:40 - 12:42
    როგორც ისინი.
  • 12:42 - 12:44
    ასევე უნდა აღვნიშნოთ,
    რომ მართალია ეს იდეა
  • 12:44 - 12:46
    არაინტუიციურად გვეჩვენება,
  • 12:46 - 12:49
    მაგრამ ის ნაკლებად არაინტუიციურია
  • 12:49 - 12:50
    სხვა კულტურების ხალხისთვის,
  • 12:50 - 12:52
    სადაც ადამიანის ტვინი
  • 12:52 - 12:55
    გაცილებით უფრო შერწყმულია ბუნებასთან.
  • 12:55 - 12:58
    ამ იდეის უფრო სიღრისეული მიზეზია,
  • 12:58 - 13:01
    რომ ალბათ ცნობიერების
    ფიზიკურ პროცესებთან დამაკავშირებელი
  • 13:01 - 13:03
    ფუნდამენტური კანონების აღმოჩენის
  • 13:03 - 13:05
    ყველაზე მარტივი და ქმედითი გზა,
  • 13:05 - 13:08
    ცნობიერების ინფორმაციასთან დაკავშირებაა.
  • 13:08 - 13:10
    სადაც ინფორმაციის დამუშავება ხდება,
  • 13:10 - 13:11
    იქაა ცნობიერებაც.
  • 13:11 - 13:14
    ინფორმაციის რთული დამუშავება,
    როგორც ადამიანში,
  • 13:14 - 13:15
    რთულ ცნობიერებას შეესაბამება.
  • 13:15 - 13:17
    მარტივი ინფორმაციის დამუშავება,
  • 13:17 - 13:19
    მარტივ ცნობიერებას.
  • 13:19 - 13:22
    განსაკუთრებით სასიხარულოა,
    რომ ბოლო წლებში
  • 13:22 - 13:25
    ნეირომეცნიერმა, ჯულიო ტონონიმ,
  • 13:25 - 13:26
    მსგავსი თეორია აიტაცა
  • 13:26 - 13:28
    და მათემატიკურ თეორიასთან
  • 13:28 - 13:30
    მისი დეტალური შერწყმა განახორციელა.
  • 13:30 - 13:32
    მან ინფორმაციის ინტეგრაციის
  • 13:32 - 13:33
    მათემატიკური ზომა შემოიღო,
  • 13:33 - 13:35
    რომელსაც "ფი" დაარქვა,
  • 13:35 - 13:37
    რომელიც სისტემაში ინტეგრირებულ
  • 13:37 - 13:38
    ინფორმაციის რაოდენობას ზომავს.
  • 13:38 - 13:41
    ტონონი ვარაუდობს რომ "ფი"
  • 13:41 - 13:43
    ცნობიერების დონეებს შეესაბამება.
  • 13:43 - 13:44
    მაგალითად, ადამიანის ტვინი,
  • 13:44 - 13:46
    არის წარმოუდგენლად დიდი
    ინფორმაციის ინტეგრაცია
  • 13:46 - 13:48
    და "ფი"-ს სიდიდეც მაღალია,
  • 13:48 - 13:50
    უმაღალესი დონის ცნობიერებით.
  • 13:50 - 13:53
    თაგვში, საშუალო ინფორმაციის ინტეგრაციაა,
  • 13:53 - 13:54
    მაინც მნიშვნელოვანია,
  • 13:54 - 13:56
    საკმაო ცნობიერებით.
  • 13:56 - 13:59
    მაგრამ როცა ქვედა დონეზე ჩადიხართ,
    ჭიების,
  • 13:59 - 14:02
    ან მიკრობების, ნაწილაკების დონეზე,
  • 14:02 - 14:04
    "ფი"-ს სიდიდე ეცემა.
  • 14:04 - 14:06
    ინფორმაციის ინტეგრაცია ეცემა,
  • 14:06 - 14:08
    მაგრამ ნოლი მაინც არ არის.
  • 14:08 - 14:10
    ტონონის თეორიის თანამხად,
  • 14:10 - 14:12
    ცნობიერების დონე,
  • 14:12 - 14:14
    მაინც არანულოვანი იქნება.
  • 14:14 - 14:16
    პრაქტიკულად ის გვთავაზობს
  • 14:16 - 14:19
    ცნობიერების ფუნდამენტურ კანონს:
    მაღალი "ფი" - მაღალი ცნობიერება.
  • 14:19 - 14:22
    არ ვიცი ეს თეორია სწორია თუ არა,
  • 14:22 - 14:25
    მაგრამ ეს ალბათ ცნობიერების მეცნიერებაში
  • 14:25 - 14:27
    წამყვანი თეორიაა ამჟამად
  • 14:27 - 14:29
    და ის მთელი რიგი მეცნიერული მონაცემების
  • 14:29 - 14:32
    ინტეგრირებისთვის გამოიყენება
  • 14:32 - 14:34
    და მაისურზე დასაწერადაც
  • 14:34 - 14:37
    საკმარისად მარტივია.
  • 14:37 - 14:40
    კიდევ ერთი საბოლოო მიზეზი იმისა,
  • 14:40 - 14:42
    რომ პანფსიქიმზი შეიძლება დაგვეხმაროს
  • 14:42 - 14:45
    ცნობიერების ფიზიკურ სამყაროში
    ინტეგრირებისთვის.
  • 14:45 - 14:48
    ფიზიკოსები და ფილოსოფოსები
    ხშირად ამჩნევენ,
  • 14:48 - 14:51
    რომ ფიზიკა საოცრად აბსტრაქტულია.
  • 14:51 - 14:53
    ის ფორმულების გროვით
  • 14:53 - 14:55
    აღწერს რეალობას,
  • 14:55 - 14:58
    თუმცა არაფერს გვეუბნება იმაზე,
  • 14:58 - 14:59
    თუ რა უდევს საფუძვლად.
  • 14:59 - 15:01
    როგორც სტივენ ჰოკინდი ამბობს:
  • 15:01 - 15:05
    "რა აცოცხლებს ამ ფორმულებს?"
  • 15:05 - 15:08
    პანფსიქიზმის გადმოსახედიდან,
  • 15:08 - 15:11
    ფიზიკის ფორმულები
    შეგვიძლია დავტოვოთ როგორც არის
  • 15:11 - 15:12
    და გამოვიყენოთ ისინი
  • 15:12 - 15:14
    ცნობიერების ნაკადის აღსაწერად.
  • 15:14 - 15:16
    ესაა რასაც ფიზიკა საბოლოო ჯამში აკეთებს.
  • 15:16 - 15:18
    აღწერს ცნობიერების ნაკადს.
  • 15:18 - 15:20
    ამ წარმოდგენით,
  • 15:20 - 15:24
    ცნობიერება აცოცხლებს ფორმულებს.
  • 15:24 - 15:26
    ამ წარმოდგენით ცნობიერება არ გადის
  • 15:26 - 15:27
    ფიზიკური სამყაროს გარეთ,
  • 15:27 - 15:29
    როგორც რაღაც გარეშე მოვლენა.
  • 15:29 - 15:32
    ის იქვეა მის შუაგულში.
  • 15:32 - 15:35
    ვფიქრობ პანფსიქიზმს
  • 15:35 - 15:38
    აქვს პოტენციალი შეცვალოს
    ბუნების მიმართ
  • 15:38 - 15:40
    ჩვენი დამოკიდებულება.
  • 15:40 - 15:43
    მას შეიძლება საკმაოდ სერიოზული სოციალური
  • 15:43 - 15:46
    და ეთიკური შედეგებიც მოყვეს.
  • 15:46 - 15:48
    ზოგიერთი მათგანი
    შეიძლება არაინტუიციური იყოს.
  • 15:48 - 15:51
    მე ვფიქრობდი,
    რომ არ უნდა მეჭამა ისეთი რამ,
  • 15:51 - 15:54
    რასაც ცნობიერება გააჩნია.
  • 15:54 - 15:56
    შესაბამისად ვეგეტარიანელი უნდა ვიყო.
  • 15:56 - 15:59
    მაგრამ თუ პანფსიქისტი ხართ
    და იგივე წარმოდგენა გაქვთ,
  • 15:59 - 16:02
    ძალიან მშიერი დარჩებით.
  • 16:02 - 16:03
    ამიტომ, რომ დავფიქრეთ,
  • 16:03 - 16:05
    ეს ჩვენს წარმოდგენებს შეცვლის,
  • 16:05 - 16:07
    ეთიკური და მორალური მსჯელობისას,
  • 16:07 - 16:08
    მნიშვნელობა ექნება
  • 16:08 - 16:12
    არა იმდენად ცნობიერების ფაქტს,
  • 16:12 - 16:16
    არამედ მის ხარისხს და სირთულეს.
  • 16:16 - 16:18
    ასევე ბუნებრივია
    დავინტერესდეთ ცნობიერებით
  • 16:18 - 16:20
    სხვა სისტემებშიც, მაგალითად კომპიუტერში.
  • 16:20 - 16:22
    ხელოვნური ინტელექტის სისტემებში
  • 16:22 - 16:26
    ფილმში "ის", სამანტა
  • 16:26 - 16:27
    ცნობიერია?
  • 16:27 - 16:28
    თუ ინფორმაციულ,
  • 16:28 - 16:30
    პანფსიქიკურ ხედვას იზიარებთ,
  • 16:30 - 16:33
    მას ნამდვილად აქვს
    რთული ინფორმაციის დამუშავება
  • 16:33 - 16:35
    და ინტეგრაცია,
  • 16:35 - 16:37
    პასუხიც დიდი ალბათობით იქნება,
    რომ დიახ, ის ცნობიერია.
  • 16:37 - 16:40
    თუ ეს მართალია,
  • 16:40 - 16:43
    ეს სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს აღძრავს
  • 16:43 - 16:46
    როგორც ინტელექტის მქონე
    კომპიუტერების შექმნის
  • 16:46 - 16:49
    ისე მათი გამორთვის საქმეში.
  • 16:49 - 16:51
    ბოლოს, შეიძლება ვიკითხოთ
  • 16:51 - 16:53
    მთელი ჯგუფების ცნობიერებაზე,
  • 16:53 - 16:55
    პლანეტის ცნობიერებაზე.
  • 16:55 - 16:58
    აქვს თუ არა კანადას
    მისი საკუთარი ცნობიერება?
  • 16:58 - 17:00
    ან უფრო ლოკალურ დონეზე,
  • 17:00 - 17:01
    ურთიერთქმედ ჯგუფს,
  • 17:01 - 17:04
    როგორც TED კონფერეცნიის მაყურებლებს.
  • 17:04 - 17:07
    გვაქვს ამ წამს
    კოლექტიური TED ცნობიერება,
  • 17:07 - 17:09
    შიდა ფილმი
  • 17:09 - 17:11
    კოლექტიური TED ჯგუფისთვის,
  • 17:11 - 17:13
    რომელიც განსხვავდება თითოეული ჩვენგანის
  • 17:13 - 17:14
    შიდა ფილმისგან?
  • 17:14 - 17:16
    მე არ ვიცი პასუხი ამ კითხვაზე,
  • 17:16 - 17:18
    მაგრამ ვფიქრობ ღირს მაინც,
  • 17:18 - 17:20
    ის სერიოზულად მივიღოთ.
  • 17:20 - 17:22
    მაშ, ეს პანფსიქიკური ხედვა
  • 17:22 - 17:24
    რადიკალურია
  • 17:24 - 17:26
    და არ ვიცი სწორია თუ არა.
  • 17:26 - 17:28
    მე პრინციპში დარწმუნებული
  • 17:28 - 17:30
    უფრო პირველ გიჟურ იდეაში ვარ,
  • 17:30 - 17:32
    რომ ცნობიერება ფუნდამენტურია,
  • 17:32 - 17:34
    ვიდრე მეორეში,
  • 17:34 - 17:36
    რომ ის უნივერსალურია.
  • 17:36 - 17:38
    ეს ხედვა უამრავ კითხვას
  • 17:38 - 17:40
    და უამრავ გამოწვევას აღძრავს,
  • 17:40 - 17:41
    როგორც მაგალითად, როგორ ერთიანდებიან
  • 17:41 - 17:43
    ეს თითოეული პატარა ცნობიერებები
  • 17:43 - 17:45
    დიდ რთულ ცნობიერებაში,
  • 17:45 - 17:47
    რომელიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს.
  • 17:47 - 17:49
    თუ ჩვენ ამ კითხვებს ვუპასუხებთ,
  • 17:49 - 17:50
    მაშინ ვფიქრობ
  • 17:50 - 17:54
    ცნობიერების
    სერიოზული თეორიის შექმნის გზაზე ვიქნებით,
  • 17:54 - 17:57
    თუ არა და ეს ალბათ ყველაზე რთული პრობლემაა
  • 17:57 - 17:59
    მეცნიერებასა და ფილოსოფიაში.
  • 17:59 - 18:02
    შეუძლებელია მისი ერთ ღამეში გადაწყვეტა,
  • 18:02 - 18:06
    მაგრამ ვფიქრობ საბოლოოდ მას გადავწყევტთ.
  • 18:06 - 18:09
    ცნობიერების ახსნა,
    ვფიქრობ, საკვანძო საკითხია,
  • 18:09 - 18:11
    როგორც სამყაროს,
  • 18:11 - 18:14
    ისე საკუთარი თავის შეცნობისთვის.
  • 18:14 - 18:17
    შეიძლება ამისთვის
    მხოლოდ ერთი სწორი გიჟური იდეა დაგვჭირდეს.
  • 18:17 - 18:19
    მადლობა
  • 18:19 - 18:20
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ ახსნით ცნობიერებას?
Speaker:
დევიდ ჩალმერსი
Description:

ცნობიერება ჩვენი არსებობის ფუნდამენტური ასპექტია, ამბობს ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი: "სხვა არაფერთან გვაქვს ამაზე უშუალო შეხება, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე იდუმალი მოვლენაა სამყაროში." ის გვიზიარებს ჩვენს თავებში გაშვებული ფილმის გააზრების ზოგიერთ ხერხს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
18:37

Georgian subtitles

Revisions