Return to Video

რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება

  • 0:03 - 0:07
    მე გავიზარდე ჩემს ტყუპისცალთან ერთად,
  • 0:07 - 0:10
    რომელიც იყო ძალიან მოსიყვარულე ძმა.
  • 0:10 - 0:14
    იყო ტყუპისცალი, ნიშნავს იყო ექსპერტი
  • 0:14 - 0:17
    ფავორიტიზმის შემჩნევაში.
  • 0:17 - 0:22
    თუ მისი ნამცხვარი იყო ცოტათი მაინც
    დიდი ჩემსაზე, მე მიჩნდებოდა შეკითხვები.
  • 0:22 - 0:27
    თან მე აშკარად არ მშიოდა.
  • 0:27 - 0:29
    (სიცილი)
  • 0:29 - 0:35
    როცა ფსიქოლოგი გავხდი,
    შევამჩნიე რამდენიმე ტიპის ფავორიტიზმი,
  • 0:35 - 0:40
    თუ რამდენად უფრო მეტად ვაფასებთ
    ჩვენ სხეულს გონებასთან შედარებით
  • 0:40 - 0:44
    9 წელი ვისწავლე უნივერსიტეტში
  • 0:44 - 0:47
    ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად;
  • 0:47 - 0:49
    და ჩემი სავიზიტო ბარათის ნახვისას
  • 0:49 - 0:51
    ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება:
  • 0:51 - 0:57
    "ოჰ, ფსიქოლოგი,
    ანუ ნამდვილი ექიმი არ ხართ",
  • 0:57 - 0:59
    ისე თითქოს ესეც უნდა ეწეროს ჩემს ბარათზე.
  • 0:59 - 1:03
    (სიცილი)
  • 1:03 - 1:07
    თვალსაჩინოა - სხეულს უპირატესობას ვანიჭებთ
  • 1:07 - 1:10
    გონებასთან შედარებით.
  • 1:10 - 1:11
    ამას წინათ მეგობრის სახლში ვიყავი,
  • 1:11 - 1:14
    მისი 5 წლის შვილი დასაძინებლად ემზადებოდა;
  • 1:14 - 1:18
    იგი იდგა სკამზე და იხეხავდა კბილებს,
  • 1:18 - 1:20
    როცა მოსრიალდა, ჩამოვარდა
  • 1:20 - 1:22
    და ფეხი გაიკაწრა.
  • 1:22 - 1:24
    1 წუთიანი ტირილის შემდეგ ის წამოდგა,
  • 1:24 - 1:28
    აბობღდა სკამზე და გამოაღო ყუთი,
  • 1:28 - 1:32
    რომ გამოეტანა ბინტი და დაედო ჭრილობაზე.
  • 1:32 - 1:35
    პატარა ალბათ თასმებსაც ძლივს იკრავდა,
  • 1:35 - 1:38
    თუმცა ესმოდა ჭრილობის დაფარვის აუცილებლობა
  • 1:38 - 1:40
    ინფექციისგან თავის დასაცავად;
  • 1:40 - 1:42
    და იცოდა კბილების გახეხვის მნიშვნელობა
  • 1:42 - 1:43
    დღეში ორჯერ.
  • 1:43 - 1:46
    ჩვენ ყველამ ვიცით სხეულის გაფრთხილება,
  • 1:46 - 1:49
    და კბილების ჰიგიენის შენარჩუნება, ხო ასეა?
  • 1:49 - 1:53
    ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით ხუთი წლიდან.
  • 1:53 - 1:55
    მაგრამ ვიცით თუ არა რამე
  • 1:55 - 1:58
    ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე?
  • 1:58 - 2:00
    სრულებით არაფერი.
  • 2:00 - 2:02
    რას ვასწავლით შვილებს
  • 2:02 - 2:05
    ემოციური ჰიგიენის შესახებ?
  • 2:05 - 2:07
    არაფერს.
  • 2:07 - 2:11
    დაუჯრებელია, რომ მეტ დროს ვუთმობთ კბილებს,
  • 2:11 - 2:14
    ვიდრე გონებას.
  • 2:14 - 2:17
    რატომაა ფიზიკური ჯანმრთელობა
  • 2:17 - 2:19
    უფრო მნიშვნელოვანი
  • 2:19 - 2:21
    ვიდრე ფსიქოლოგიური?
  • 2:21 - 2:27
    უფრო ხშირად ფსიქოლოგიურ ტრავმებს ვიღებთ,
    ვიდრე ფიზიკურს
  • 2:27 - 2:28
    მაგ: წარუმატებლობის, ურაყოფის
  • 2:28 - 2:31
    ან მარტოობის ტრავმებს.
  • 2:31 - 2:32
    ეს ტრავმები გაუარესდება
  • 2:32 - 2:34
    თუ ყურაღებას არ მივაქცევთ,
  • 2:34 - 2:36
    მათ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა
  • 2:36 - 2:37
    ჩვენს ცხოვრებაზე.
  • 2:37 - 2:39
    მიუხედავად იმისა, რომ არსებობს
  • 2:39 - 2:41
    მეცნიერულად დამტკიცებული საშუალებები
  • 2:41 - 2:44
    რისი დახმარებითაც შესაძლებელია მსგავსი
  • 2:44 - 2:46
    ფსიქოლოგიური ტრამვების მკურნალობა,
  • 2:46 - 2:47
    ჩვენს ხელს არ ვანძრევთ.
  • 2:47 - 2:50
    აზრადაც არ მოგვდის, რომ რამე ვიღონოთ.
  • 2:50 - 2:53
    "ოჰ, გრძნობ დეპრესიას? უკუაგდე,
  • 2:53 - 2:55
    ეს ყველაფერი მხოლოდ შენს თავში ხდება".
  • 2:55 - 2:58
    წარმოიდგინეთ ფეხმოტეხილს იგივე უთხრათ:
  • 2:58 - 3:01
    "ოჰ, გაიარე, ეს ყველაფერი შენს ფეხშია".
  • 3:01 - 3:03
    (სიცილი)
  • 3:03 - 3:09
    დროა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ
    ჯანმრთელობას შორის, ნაპრალი შევამციროთ.
  • 3:09 - 3:12
    დროა ისინი გავათანაბროთ,
  • 3:12 - 3:15
    როგორც ტყუპები.
  • 3:15 - 3:19
    გეტყვით იმასაც, რომ ჩემი ძმაც ფსიქოლოგია.
  • 3:19 - 3:22
    ასე რომ, ისიც არა არის ნამდვილი ექიმი.
  • 3:22 - 3:24
    (სიცილი)
  • 3:24 - 3:26
    თუმცა ჩვენ ერთად არ გვისწავლია.
  • 3:27 - 3:30
    ყველაზე რთული რამ, რაც გამიკეთებია
  • 3:30 - 3:31
    იყო საცხოვრებლად გადასვლა
  • 3:31 - 3:33
    ატლანტიკის გაღმა - ქალაქ ნიუ იორკში
  • 3:33 - 3:36
    რომ მიმეღო დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
  • 3:36 - 3:39
    პირველად მაშინ მოგვიწია ცალ-ცალკე ცხოვრება
  • 3:39 - 3:42
    და ეს განშორება იყო მტკივნეული ორივესთვის.
  • 3:42 - 3:45
    მაგრამ როცა ის იყო ოჯახთან, მეგობრებთან,
  • 3:45 - 3:49
    მე ვიყავი მარტო ახალ ქვეყანაში.
  • 3:49 - 3:50
    ჩვენ მოგვენატრა ერთამანეთი,
  • 3:50 - 3:53
    თუმცა მაშინ საერთაშორისო ზარები იყო ძვირი
  • 3:53 - 3:59
    ამიტომ კვირაში მხოლოდ ხუთ წუთს ვსაუბრობდით
  • 3:59 - 4:00
    როცა ჩვენი დაბადების დღე მოახლოვდა,
  • 4:00 - 4:01
    ეს იყო პირველად,
  • 4:01 - 4:03
    როცა ერთად არ გავატარებდით დროს,
  • 4:03 - 4:07
    ამიტომ გადავწყვიტეთ 10 წუთი საუბრის
    ფუფუნება მიგვეცა ჩვენი თავისთვის.
  • 4:07 - 4:12
    მთელი დილა ტელეფონის ზარს ველოდებოდი
  • 4:12 - 4:16
    და ველოდებოდი, ველოდებოდი...
  • 4:16 - 4:18
    მაგრამ ტელეფონმა არ დარეკა.
  • 4:18 - 4:20
    ვიფიქრე დროის სხვაობის გამო,
  • 4:20 - 4:21
    "ალბათ მეგობრებთანაა
  • 4:21 - 4:23
    და დარეკავს მოგვიანებით".
  • 4:23 - 4:25
    მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა.
  • 4:25 - 4:27
    მაგრამ მან არ დარეკა.
  • 4:27 - 4:32
    და მივხვდი, რომ 10 თვის განშორების შემდეგ
  • 4:32 - 4:36
    მას აღარ ვენატრებოდი ისე, როგრც მე ის.
  • 4:36 - 4:38
    მე ვიცოდი რომ ის დარეკავდა დილით,
  • 4:38 - 4:42
    მაგრამ ის ღამე იყო
    ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი,
  • 4:42 - 4:45
    გრძელი ღამე ჩემს ცხოვრებაში.
  • 4:45 - 4:47
    მე გავიღვიძე მეორე დილას,
  • 4:47 - 4:49
    დავხედე ტლეფონს და აღმოვაჩინე,
  • 4:49 - 4:51
    რომ ყურმილი შემთხვევით ამომეგდო ბუდიდან
  • 4:51 - 4:55
    როცა წინა დღეს ვფორიაქობდი ზარის მოლოდინში
  • 4:55 - 4:56
    წამოვფორთხიალდი საწოლიდან,
  • 4:56 - 4:57
    სწორად დავდე ყურმილი
  • 4:57 - 5:00
    და წამის შემდეგ ტელეფონმა დარეკა,
  • 5:00 - 5:04
    და ეს იყო ჩემი ძმა, ძალიან გაბრაზებული.
  • 5:04 - 5:06
    (სიცილი)
  • 5:06 - 5:07
    ეს იყო მისთვისაც
  • 5:07 - 5:09
    უსევდიანესი და უგრძესი ღამე.
  • 5:09 - 5:10
    მე შევეცადე ამეხსნა რა მოხდა,
  • 5:10 - 5:12
    მაგრამ მან მითხრა:
  • 5:12 - 5:15
    "მე არ მესმის; თუ ნახე არ გირეკავდი,
  • 5:15 - 5:19
    რატომ ყურმილი არ აიღე და არ დამირეკე?"
  • 5:19 - 5:24
    ის მართალი იყო. რატომ არ დავრეკე?
  • 5:24 - 5:27
    მაშინ პასუხი არ მქონდა, მაგრამ ახლა მაქვს,
  • 5:27 - 5:32
    და ის მარტივია: მარტოობა.
  • 5:32 - 5:36
    მარტოობა ქმნის ღრმა ფსიქოლოგიურ ჭრილობას,
  • 5:36 - 5:38
    რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას
  • 5:38 - 5:40
    და ამღვრევს აზროვნებას.
  • 5:40 - 5:43
    ის გვარწმუნებს იმაში, რომ გარშემომყოფთ
  • 5:43 - 5:46
    რეალუტზე ნაკლებად ვაინტერესებთ.
  • 5:46 - 5:47
    ის გვაშინებს გამოვხატოთ ინტერესი
  • 5:47 - 5:49
    ადამიანების მიმართ;
  • 5:49 - 5:51
    რატომ უნდა გაწირო თავი უარყოფისთვის
  • 5:51 - 5:52
    და გულნატკენი დარჩე,
  • 5:52 - 5:57
    როცა გული უკვე საკმარისზე მეტადაა ნატკენი
  • 5:57 - 5:59
    იმ დროს მე ჩაჭიდებული ვიყავი მარტოობას,
  • 5:59 - 6:02
    მაგრამ ადამიანების გარემოცვაში
  • 6:02 - 6:04
    ამას ვერ ვგრძნობდი.
  • 6:04 - 6:09
    თუმცა მარტოობის განმარტება სუბიექტურია.
  • 6:09 - 6:12
    ის დამოკიდებულია იმაზე, გრძნობთ თუ არა
  • 6:12 - 6:15
    ემციურ და სოციალურ გარიყულობას.
  • 6:15 - 6:17
    და მე ვგრძნობდი.
  • 6:17 - 6:20
    ძალიან ბევრი კვლევებია მარტოობაზე
  • 6:20 - 6:24
    და შედეგები შემაძრწუნებელია.
  • 6:24 - 6:26
    მარტოობა მხოლოდ უბედურს კი არ გაგხდით,
  • 6:26 - 6:28
    ის მოგკლავთ.
  • 6:28 - 6:29
    მე არ ვხუმრობ.
  • 6:29 - 6:33
    ქრონიკული მარტოობა
    ზრდის შანსს მოკვდეთ ადრე
  • 6:33 - 6:37
    14 პროცენტით.
  • 6:37 - 6:39
    მარტოობა იწვევს მაღალ წნევას,
  • 6:40 - 6:41
    ქოლესტერინის მაღალ დონეს
  • 6:41 - 6:45
    და აფერხებს იმუნური სისტემის მუშაობას.
  • 6:45 - 6:49
    ის დაუცველს გხდით დაავადებების მიმართ.
  • 6:49 - 6:51
    მეცნიერებმა დაასკვნეს,
  • 6:51 - 6:53
    რომ ქრონიკული მარტოობა შეიცავს
  • 6:53 - 6:56
    ისეთივე დიდ რისკს
  • 6:56 - 6:57
    შენი გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის
  • 6:57 - 7:00
    და ცხოვრებისთვის, რამდენსაც სიგარეტი.
  • 7:00 - 7:03
    ამჟამად სიგარეტის კოლოფი გვაფთხილებს,
  • 7:03 - 7:05
    "ამან შეიძლება მოგკლათ".
  • 7:05 - 7:07
    მაგრამ მარტოობა არ გვაძლევს მსგავს მესიჯს.
  • 7:07 - 7:09
    ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტი მივანიჭოთ
  • 7:09 - 7:12
    ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას,
  • 7:12 - 7:15
    და პრაქტიკაში დავნერგოთ ემოციური ჰიგიენა.
  • 7:15 - 7:18
    რადგან შეუძლებელია უმკურნალოთ
    ფსიქოლოგიურ ჭრილობას
  • 7:18 - 7:22
    თუ არც იცით რომ ტრავმირებული ხართ.
  • 7:22 - 7:25
    მარტოობა არ არის ერთადერთი
    ფსიქოლოგიური ჭრილობა,
  • 7:25 - 7:28
    რომელიც ამახინჯებს ჩვენს აღქმას
    და სწორი გზიდან გადავყავართ.
  • 7:28 - 7:32
    წარუმატებლობაც ზუსტად ამას აკეთებს.
  • 7:32 - 7:34
    ერთხელ ვეწვიე მზრუნველობის ცენტრს
  • 7:34 - 7:39
    სადაც ვნახე ერთნაირი სათამაშოებით
    მოთამაშე სამი ბავშვი.
  • 7:39 - 7:44
    უნდა გაგეწია წითელი ღილაკი
    და იქიდან ამოხტებოდა საყვარელი ძაღლუკა.
  • 7:44 - 7:49
    გოგონამ ჯერ სცადა იისფერი
    ღილაკის გამოწევა, მერე დაჭერა
  • 7:49 - 7:53
    რის შემდეგაც უკან გადგა და ყუთს დაუწყო
    ყურება მოცახცახე ტუჩებით.
  • 7:53 - 7:56
    მის გვერდით მდგომი ბიჭუნა ამას შეესწრო,
  • 7:56 - 8:01
    და ყუთს არც კი შეხებია ისე მორთო ჩხავილი.
  • 8:01 - 8:05
    ამასობაში, სხვა გოგონამ ყველაფერი
    სცადა რაც კი მოაფიქრდა,
  • 8:05 - 8:06
    მანამ სანამ არ გაწია წითელი ღილაკი,
  • 8:06 - 8:11
    საყვარელი ძაღლუკა ამოხტა,
    და გოგონა აწივლდა სიხარულისგან.
  • 8:11 - 8:14
    მოკლედ, სამი პატარა იდენტური სათამაშოთი,
  • 8:14 - 8:18
    მაგრამ განსხვავებული რეაქციით
    წარუმატებლობის მიმართ.
  • 8:18 - 8:22
    პირველ ორ ბავშვს თავისუფლად შეეძლო
    წითელ ღილაკის გაცურება.
  • 8:22 - 8:26
    ერთადერთი რამ, რამაც შეაჩერა ისინი
    წარმატების მიღწევისაგან
  • 8:26 - 8:30
    იყო მათი გონება, რომელმაც ისინი
    დაარწმუნა რომ მათ არ შეეძლოთ.
  • 8:30 - 8:34
    ზუსტად ასე ხდება ზრდასრულებთანაც
    ძალიან ხშირად.
  • 8:34 - 8:40
    ჩვენ გვაქს არასრულყოფილი გრძნობები
    და რწმენები, რომლებიც თავს იჩენენ მაშინ,
  • 8:40 - 8:44
    როცა ჩვენ პირისპირ ვხვდებით
    იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს.
  • 8:44 - 8:47
    იცით როგორ რეაგირებს
    თვენი გონება წარუმატებლობაზე?
  • 8:47 - 8:48
    აუცილებლად უნდა იცოდეთ.
  • 8:48 - 8:52
    რადგან თუ თქვენი გონება გარწმუნებთ,
    რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება
  • 8:52 - 8:54
    და თქვენ გჯერათ ამის,
  • 8:54 - 8:57
    მაშინ თქვენ ზუსტად იმ ორი ბავშვივით
    უძლურად იგრძნობთ თავს
  • 8:57 - 9:01
    და მალევე შეწყვეტთ ცდას,
    ან საერთოდ არ ეცდებით.
  • 9:01 - 9:04
    რის შემდეგაც უფრო დარწმუნდებით,
    რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ.
  • 9:04 - 9:07
    ამიტომაც ბევრი ადამიანი ფუნქციონირებს
  • 9:07 - 9:09
    რეალური შესაძლებლობების ზღვარს ქვემოთ.
  • 9:09 - 9:11
    როდესღაც ერთმა წარუმატებლობამ
  • 9:12 - 9:16
    დაარწმუნა ისინი, რომ მათ არ შეუძლიათ
    წარმატების მიღწევა და მათ ამის სჯერათ.
  • 9:17 - 9:22
    როცა რაღაცაში ვრწმუნდებით,
    ძალიან რთულია ამის შეცვლა.
  • 9:22 - 9:26
    მე ეს მტკივნეული გაკვეთილი,
    თინეიჯერობის დროს ძმასთან ერთად მივიღე.
  • 9:26 - 9:29
    ღამე მანქანით მივდიოდით ჩაბნელებულ ქუჩაზე,
    მეგობრებთან ერთად,
  • 9:29 - 9:31
    როცა პოლიციის მანქანამ გაგვაჩერა.
  • 9:31 - 9:34
    ტერიტორიაზე ძარცვა იყო მომხდარი
    და ეჭვმიტანილს ეძებდნენ.
  • 9:34 - 9:38
    პოლიციეილი მოუახლოვდა მანქანას
    და ფანარი მიანათა ჯერ მძღოლს,
  • 9:38 - 9:43
    შემდეგ წინა სავარძელზე მჯდომ
    ჩემს ძმას და შემდეგ მე;
  • 9:43 - 9:45
    მან თვალები ფართოდ დაჭყიტა და მითხრა,
  • 9:45 - 9:47
    " სად მინახავს შენი სახე?"
  • 9:47 - 9:50
    (სიცილი)
  • 9:50 - 9:54
    და მე ვუპასუხე, "წინა სავარძელში"
  • 9:54 - 9:56
    (სიცილი)
  • 9:56 - 9:59
    მაგრამ მან ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო
  • 9:59 - 10:01
    და იფიქრა რომ ნარკოტიკების
    ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.
  • 10:01 - 10:02
    (სიცილი)
  • 10:02 - 10:05
    მან გადმომათრია მანქანიდან, გამჩხრიკა
  • 10:05 - 10:07
    და მიმიყვანა
    თავის მანქანასთან;
  • 10:07 - 10:10
    მხოლოდ ჩემი სუფთა კრიმინალური ისტორიის
    გადამოწმების შემდეგ,
  • 10:10 - 10:14
    შევძელი წინა სავარძელში მჯდომი
    ჩემი ტყუპისცალი მეჩვენებინა.
  • 10:14 - 10:18
    მაშინაც კი, როცა გაგვიშვა და დავიძარით,
    მისი გამომეტყველებიდან ჩანდა,
  • 10:18 - 10:23
    რომ დარწმუნებული იყო
    დამნაშავეს უშვებდა.
  • 10:23 - 10:27
    რთულია შეხედულების შეცვლა,
    მას შემდეგ რაც რაღაცაში ვრწმუნდებით.
  • 10:27 - 10:32
    ამიტომ ბუნებრივია იგრძნოთ თავი
    დემორალიზებულად წარუმატებლობის შემდეგ.
  • 10:32 - 10:35
    მაგრამ არ უნდა მისცეთ
    თავს უფლება დარწმუნდეთ,
  • 10:35 - 10:39
    რომ არ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა.
    თქვენ უნდა ებრძოლოთ უძლურობის გრძნობას.
  • 10:39 - 10:42
    თქვენ უნდა დაამყაროთ კონტროლი სიტუაციაზე;
  • 10:42 - 10:47
    და უნდა დაამსხვრიოთ ნეგატიური წრე მანამ,
    სანამ ის დაიწყება.
  • 10:48 - 10:51
    ჩვენი გონება და ჩვენი გრძნობები,
  • 10:51 - 10:54
    ისინი არ არიან ისეთი სანდო მეგობრები,
    როგორც ჩვენ ადრე მიგვაჩნდა.
  • 10:54 - 10:56
    ისინი გვანან მერყევი ხასიათის მეგობარს,
  • 10:56 - 11:02
    რომელსაც შეუძლია იყოს მხარდამჭერი ახლა
    და უსიამოვნო მეორე წუთს.
  • 11:02 - 11:04
    ერთხელ მე ვმუშაობდი ქალთან,
  • 11:04 - 11:08
    რომელიც 20 წლიანი ოჯახური ცხოვრების
    და უსიამოვნო განქორწინების შემდეგ,
  • 11:08 - 11:10
    სობოლოოდ, მზად იყო
    მისი პირველი პაემანისთვის.
  • 11:10 - 11:15
    მან გაიცნო მამაკაცი ინტერნეტით, რომელიც
    სასიამოვნო, წარმატებული პიროვნება ჩანდა,
  • 11:15 - 11:19
    და ყველაზე მნიშვნელოვანი - იგრძნობოდა,
    რომ მას ძალიან მოსწონდა ეს ქალი.
  • 11:19 - 11:22
    სწორედ ამიტომ ქალი იყო გახარებული,
    იყიდა ახალი კაბა,
  • 11:22 - 11:26
    და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს დასალევად
    ნიუ იორკის ძვირადღირებულ ბარში.
  • 11:26 - 11:29
    პაემნის ათი წუთის შემდეგ
    კაცი წამოდგება და ეუბნება ქალს,
  • 11:29 - 11:33
    "ჩემთვის საიტერესო არ ხარ",
    და ტოვებს ბარს.
  • 11:33 - 11:38
    დაუარება ძალიან მტკივნეულია.
  • 11:38 - 11:42
    გულნატკენს მოძრაობა არ შეეძლო;
    მან მხოლოდ მეგობართან დარეკვა შეძლო.
  • 11:42 - 11:47
    და აი მეგობარმა რა უთხრა:
    "აბა შენ რას ელოდი?
  • 11:47 - 11:50
    შენ გაქვს ფართე თეძოები,
    საინტერესოს არაფერს ამბობ,
  • 11:50 - 11:53
    და ასეთი მომხიბვლელი, წარმატებული კაცი
  • 11:53 - 11:57
    რატომ შეხვდება შენნაირ წარუმატებელს?"
  • 11:57 - 12:00
    შოკისმომგვრელია ხომ, რომ მეგობარი
    შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს?
  • 12:00 - 12:03
    მაგრამ
    ბევრად ნაკლებად შოკისმომგვრელი იქნება,
  • 12:03 - 12:06
    თუ გეტყვით, რომ ეს არ იყო მეგობარი,
    რომელმაც ეს თქვა.
  • 12:06 - 12:09
    ეს იყო ის, რაც ქალმა საკუთარ თავს უთხრა.
  • 12:09 - 12:13
    ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებთ,
    განსაკუთრებით დაუარების შემდეგ.
  • 12:13 - 12:16
    ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ჩვენს
    ნაკლოვანებებზე და წუნებზე,
  • 12:16 - 12:18
    წარმოვიგენთ, თუ როგორები
  • 12:18 - 12:19
    უნდა ვიყოთ, როგორები არა.
  • 12:19 - 12:21
    ჩვენ ვლანძღავთ საკუთარ თავს,
  • 12:21 - 12:24
    შეიძლება არა ასე უხეშად,
    მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას.
  • 12:24 - 12:28
    საინტერესოა, რომ ამას ვაკეთებთ მაშინ,
    როცა ჩვენი თვითშეფასება ისედაც ცუდ დღეშია.
  • 12:28 - 12:31
    რატომ გვინდა რომ უფრო მეტად დავზიანდეთ?
  • 12:31 - 12:34
    ჩვენ განზრახ არ გავამწვავებდით
    ჩვენსავე ფიზიკურ ტრავმას.
  • 12:34 - 12:37
    მკლავზე ჭრილობის მიღებისას
    არ გადაწყვეტდი, "ოჰ, მე ვიცი!
  • 12:37 - 12:41
    ავიღებ დანას და შევხედავ
    რამდენად ღრმად ჩავალ ჭრილობაში."
  • 12:41 - 12:44
    თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ
    ფსიქოლოგიური ტრავმების დროს.
  • 12:44 - 12:48
    რატომ? უხეირო ემოციური ჰიგიენის გამო.
  • 12:48 - 12:49
    იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არაა
  • 12:49 - 12:51
    ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა.
  • 12:51 - 12:54
    კვლევებიდან ვიცით რომ,
    როცა თქვენი თვითშეფასების უნარი დაბალია,
  • 12:54 - 12:57
    თქვენ მეტად დაუცველი ხართ
    სტრესის და შფოთვის მიმართ,
  • 12:57 - 13:00
    წარუმატებლობა, და დაუარება
    უფრო მტკივნეულია
  • 13:00 - 13:03
    და კარგად გახდომას სჭირდება მეტი დრო.
  • 13:03 - 13:06
    ამიტომ როცა გაუარებენ,
    პირველი რასაც უნდა აკეთებდეთ
  • 13:06 - 13:13
    ახალი ძალები შემატოტ თქვენს თვითშეფასებას
    და არა გაანადგუროთ იგი ბოლომდე.
  • 13:13 - 13:15
    როცა ემოციურ ტკივილში იმყოფებით
  • 13:15 - 13:22
    მოექეცით საკუთარ თავს ისე,
    როგორ ნამდვილი მეგობარი მოგექცეოდათ.
  • 13:23 - 13:28
    ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი
    არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ჩვევები,
  • 13:28 - 13:32
    რომელთაგან ერთ-ერთია რუმინაცია
  • 13:32 - 13:35
    ანუ, ერთი და იგივეს გონებაში გადაღეჭვა;
  • 13:35 - 13:39
    მაგ: როცა უფროსი გიყვირებთ,
    ან პროფესორი სულელად გამოგიყვანთ,
  • 13:39 - 13:42
    ან ეჩხუბეთ მეგობარს
  • 13:42 - 13:46
    და დღეების განმავლობაში
    ამას განუწყვეტლივ ატრიალებთ,
  • 13:46 - 13:48
    ხანდახან რამოდენიმე კვირაც.
  • 13:48 - 13:54
    მსგავსი რუმინაციული ქმედება,
    შეიძლება ჩვევაში გადავიდეს,
  • 13:54 - 13:56
    და ეს ძვირად დაგიჯდებათ.
  • 13:56 - 14:00
    დახარჯოთ თქვენი დრო ნეგატიურ ფიქრებზე
  • 14:00 - 14:03
    ნიშნავს აღმოჩნდეთ შემდეგი რისკის ქვეშ:
  • 14:04 - 14:05
    კლინიკური დეპრესია,
  • 14:05 - 14:06
    ალკოჰოლიზმი,
  • 14:06 - 14:09
    საჭმლის გადამუშავებასთან
    დაკავშირებული პრობლემები.
  • 14:09 - 14:10
    ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
  • 14:11 - 14:16
    პრობლემა - ხშირად გვეჩვენება, რომ
    რაღაც ფიქრი განუწყვეტლივ უნდა ვღეჭოთ.
  • 14:16 - 14:18
    ამიტომ რთულია ამ ჩვევის მოშრება.
  • 14:18 - 14:22
    მე მაქვს ამის გამოცდილება: ერთი წლის წინ,
  • 14:22 - 14:24
    მე მქონდა ეს ჩვევა.
  • 14:24 - 14:31
    ჩემ ძმას დაუდგინეს მესამე სტადიის სიმსივნე
  • 14:31 - 14:33
    მისი ავადმყოფობა იყო ძალიან აგრესიული
  • 14:33 - 14:37
    მთელ სხეულზე ეტყობოდა დაავადების კვალი,
  • 14:37 - 14:42
    ამიტომ მას სასწრაფოდ უნდა დაეწყო
    ქიმიოთერაპიის კურსი
  • 14:42 - 14:46
    და მე მუდმივად ვფიქრობდი,
    თუ როგორ დღეში იყო ის;
  • 14:46 - 14:50
    ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ იტანჯებოდა;
  • 14:50 - 14:54
    მიუხედავ იმისა, რომ მას ერთხელაც
    არ დაუწუწუნია.
  • 14:54 - 14:57
    მას ჰქონდა ძალიან დადებითი დამოკიდებულება.
  • 14:57 - 15:00
    მისი ფსიქოლოგიური სიჯანსაღე გასაოცარი იყო.
  • 15:00 - 15:05
    მე კიდევ ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი,
    მაგრამ არა ფსიქოლოგიურად.
  • 15:05 - 15:07
    თუმცა მე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა.
  • 15:07 - 15:11
    კვლევების თანახმად, ორი წუთით
    ყურადღების გადატანაც კი საკმარია,
  • 15:11 - 15:14
    რომ გავუმკლავდეთ ცდუნებას
    ვიფიქროთ რაღაც ცუდზე.
  • 15:14 - 15:16
    ამიტომ ყოველთვის, როცა მქონდა სევდიანი,
  • 15:16 - 15:18
    გამაღიზიანებელი, ნეგატიური აზრები,
  • 15:18 - 15:22
    მე ვაიძულე საკუთარ თავს სხვა
    რამეზე გადამეტანა ყურადღება.
  • 15:22 - 15:27
    ერთ კვირაში ჩემი შეხედულებები შეიცვალა
  • 15:27 - 15:30
    და ის გახდა უფრო პოზიტიური, იმედიანი.
  • 15:32 - 15:36
    9 კვირიანი ქიმიო-კუსის შემდეგ
  • 15:36 - 15:39
    ჩვენ მივიღეთ გამოკვლევის შედეგები.
  • 15:39 - 15:42
    სიმსივნე არსად იყო.
  • 15:42 - 15:45
    მას კიდევ 3 ქიმიო-კურსი უნდა გაეკეთებინა,
  • 15:45 - 15:48
    მაგრამ გამოჯანმრთელების იმედები უკვე იყო.
  • 15:48 - 15:52
    ეს ფოტო ორი კვირის წინაა გადაღებული.
  • 15:54 - 15:57
    იმოქმედოთ როცა მარტოსულად გრძნობთ თავს,
  • 15:57 - 16:00
    შეცვალოთ რეაქცია წარუმატებლობაზე,
  • 16:00 - 16:03
    გაუფრთხილდეთ თქვენს თვითშეფასებას,
  • 16:03 - 16:05
    ებრძოლოთ ნეგატიურ აზრებს,
  • 16:05 - 16:08
    თქვენ არა მხოლოდ განკურნავთ
    ფსიქოლოგიურ ჭრილობებს
  • 16:08 - 16:12
    არამედ გააძლიერებთ თქვენს ემოციურ
    მდგრადობას და მეტად გაძლიერდებით.
  • 16:13 - 16:17
    ასეული წლების წინ ადამიანებმა დაიწყეს
    პირადი ჰიგიენის დაცვა
  • 16:17 - 16:21
    და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა
    50%-ზე მეტით
  • 16:21 - 16:24
    სულ რამოდენიმე ათწლეულში.
  • 16:24 - 16:28
    მჯერა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი
    ზუსტად ასე გაუმჯობესდება
  • 16:28 - 16:32
    თუ დავიცავთ ემოციურ ჰიგიენას.
  • 16:32 - 16:34
    შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო
  • 16:34 - 16:37
    სადაც ყველა ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელია?
  • 16:37 - 16:40
    სადაც ნაკლებადაა მარტოობა და დეპრესია?
  • 16:40 - 16:43
    სადაც იციან თუ
    როგორ გადაილახოს წარუმატებლობა?
  • 16:43 - 16:46
    სადაც ყველა თავს გრძნობს უკეთ,
    უფრო ენერგიულად?
  • 16:46 - 16:50
    სადაც თავს გრძნობენ მეტად ბედნიერად,
    რეალიზებულად?
  • 16:50 - 16:54
    მე შემიძლია, რადგან მე ასეთ სამყაროში
    მსურს ცხოვრება,
  • 16:54 - 16:58
    და სწორედ ასეთ სამყაროში უნდა ცხოვრება
    ჩემს ძმას.
  • 16:58 - 17:02
    თუ ეს მხოლოდ ახლა გაიგეთ
    და შეძლებთ შეცვალოთ რამოდენიმე ჩვევა,
  • 17:02 - 17:06
    ეს იქნება სამყარო სადაც ჩვენ ყველანი
    შევძლებთ ცხოვრებას.
  • 17:06 - 17:08
    დიდი მადლობა.
  • 17:08 - 17:11
    (აპლოდისმენტი)
Title:
რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება
Speaker:
გაი ვინჩი
Description:

ჩვენ ყველა მივდივართ ექიმთან როცა გაციებული ვართ, ან ხანგრძლივ ტკივილს ვგრძნობთ. თუ ასეა, მაშინ რატომ არ მივდივართ სპეციალისტთან როცა ვგრძნობთ ემოციურ ტკივილს: დანაშაულის და დანაკარგის გრძნობას, მარტოობას? მრავალი ჩვენთაგანი საკუთარი ძალებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურობაში გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ამბობს გაი ვინჩი. მაგრამ შეგვიძლია ასე არ მოვიქცეთ. გაი საინტერესო წინადადებებს გვიზიარებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემოციური ჰიგიენის პრაქტიკაში დანერგვა - გავუფრთხილდეთ ჩვენს ემოციებს, ჩვენს გონებას ისეთივე გულმოდგინებით როგორ ყურადღებასაც ვიჩენთ ჩვენი სხეულის მიმართ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
17:24

Georgian subtitles

Revisions