Return to Video

გინდათ ბავშვებმა კარგად ისწავლონ? კარგად გამოკვებეთ ისინი

  • 0:01 - 0:03
    მე შეფ-მზარეული
  • 0:03 - 0:05
    და სასურსათო პოლიტიკის ექსპერტი ვარ,
  • 0:05 - 0:08
    მაგრამ პედაგოგების ოჯახიდან მოვდივარ.
  • 0:08 - 0:12
    ჩემი და ინკლუზიური განათლების
    პედაგოგია ჩიკაგოში.
  • 0:12 - 0:16
    მამა 25 წელი მეხუთე კლასელებს ასწავლიდა
    და ახლახანს პენსიაზე გავიდა.
  • 0:16 - 0:19
    ბიძა და დეიდა პროფესორები იყვნენ.
  • 0:19 - 0:20
    ჩემი ყველა ბიძაშვილი ასწავლის.
  • 0:20 - 0:24
    ჩემ ოჯახში ჩემ გარდა,
    პრაქტიკულად ყველა ასწავლის.
  • 0:25 - 0:30
    მათ მასწავლეს, რომ სწორი პასუხების
    მიღების ერთადერთი გზა,
  • 0:30 - 0:33
    სწორი კითხვების დასმაა.
  • 0:33 - 0:35
    მაშ, რა არის სწორი კითხვები,
  • 0:35 - 0:41
    როდესაც საქმე ჩვენი ბავშვების აკადემიური
    მოსწრების გაუმჯობესებას ეხება?
  • 0:41 - 0:44
    ცხადია, ბევრი მნიშვნელოვანი
    კითხვა არსებობს,
  • 0:44 - 0:47
    მაგრამ ვფიქრობ,
    შეგვიძლია შემდეგით დავიწყოთ:
  • 0:47 - 0:49
    როგორ ფიქრობთ, რა კავშირია
  • 0:49 - 0:52
    ბავშვების მზარდ გონებასა
  • 0:52 - 0:54
    და მათ მზარდ სხეულს შორის?
  • 0:55 - 0:58
    რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან,
  • 0:58 - 1:03
    თუ მათი კვების რაციონი შაქრით სავსეა
    და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი?
  • 1:03 - 1:05
    რის სწავლას შეძლებენ,
  • 1:05 - 1:10
    თუ მათი სხეულები
    პირდაპირი გაგებით შიმშილობენ?
  • 1:10 - 1:14
    და ყველა იმ რესურით,
    რომელსაც სკოლებში ვდებთ,
  • 1:14 - 1:16
    უნდა შევჩერდეთ და საკუთარ თავებს ვკითხოთ:
  • 1:16 - 1:20
    ნამდვილად ვუწყობთ ჩვენს ბავშვებს ხელს
    წარმატების მიღწევაში?
  • 1:20 - 1:22
    რამდენიმე წლის წინ,
  • 1:22 - 1:25
    მზარეულების კონკურს "დაჭრილში"
    ჟიურის წევრი ვიყავი.
  • 1:25 - 1:28
    ოთხი შეფ მზარეული
    საუკეთესო კერძის მომზადებაში
  • 1:28 - 1:32
    საიდუმლო ინგრედიენტებით
    ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
  • 1:32 - 1:35
    ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით,
    ყველაფერი განსაკუთრებული იყო.
  • 1:35 - 1:38
    ოთხი მეტისმეტად ბეჯითი მზარეულის ნაცვლად,
  • 1:38 - 1:41
    რომელიც ყურადღების ცენტრში
    მოხვედრას ცდილობს...
  • 1:41 - 1:43
    რაზეც მე არაფერი ვიცი...
  • 1:43 - 1:45
    (სიცილი)
  • 1:45 - 1:48
    ისინი სკოლის შეფ-მზარეულები იყვნენ.
  • 1:48 - 1:51
    აი, ის ქალები, ადრე "ბუფეტის ქალს"
    რომ ვეძახდით,
  • 1:51 - 1:54
    მაგრამ მოვითხოვ
    "სკოლის შეფ-მზარეულები" დავუძახოთ.
  • 1:54 - 1:57
    ეს ქალები... ღმერთმა დალოცოს ისინი...
  • 1:57 - 2:01
    დღეებს ათასობით ბავშვისთვის საჭმლის
    მზადებაში ატარებენ.
  • 2:01 - 2:05
    საუზმე და ლანჩი, მხოლოდ 2,68 დოლარად.
  • 2:05 - 2:09
    საიდანაც მხოლოდ 1 დოლარი მიდის საჭმელზე.
  • 2:11 - 2:14
    ამ ეპიზოდში, მთავარი კერძის საიდუმლო
    ინგრედიენტი კინოა იყო.
  • 2:14 - 2:15
    ვიცი, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ,
  • 2:15 - 2:17
    რაც უმეტეს თქვენგანს სკოლაში უჭამია
  • 2:17 - 2:20
    და კვებაში დიდი პროგრესი განვიცადეთ,
  • 2:20 - 2:23
    თუმცა კინოა ჯერ კიდევ არ არის ძირითადი
    პროდუქტი სკოლების სასადილოებში.
  • 2:23 - 2:25
    (სიცილი)
  • 2:25 - 2:27
    ასე რომ, ეს გამოწვევა იყო.
  • 2:27 - 2:30
    კერძი, რომელიც არასდროს დამავიწყდება,
  • 2:30 - 2:31
    ქალმა, სახელად შერილ ბარბარამ მოამზადა.
  • 2:31 - 2:33
    შერილი კონექტიკუტის საშუალო სკოლაში,
  • 2:33 - 2:35
    დიეტოლოგიის დირექტორი იყო.
  • 2:35 - 2:38
    მან გემრიელი პასტა მოამზადა,
    რომელიც შესანიშნავი იყო.
  • 2:38 - 2:40
    ეს იყო პაპარდელე იტალიური სოსისით,
  • 2:40 - 2:43
    ხუჭუჭა კომბოსტოთი და პარმეზანის ყველით.
  • 2:43 - 2:46
    ისეთი გემრიელი იყო, როგორც რესტორნის,
  • 2:46 - 2:52
    თუმცა მან კერძში კინოა თითქმის უმი ჩაყარა.
  • 2:52 - 2:54
    უცნაური არჩევანი იყო,
  • 2:54 - 2:57
    და კერძი ძალიან ხრაშუნა გამოვიდა.
  • 2:57 - 2:59
    (სიცილი)
  • 3:00 - 3:05
    სატელევიზიო გადაცემაში მონაწილე
    ჩვეული ჟიურის როლი მოვირგე
  • 3:05 - 3:07
    და ვკითხე ეს რატომ გააკეთა.
  • 3:07 - 3:11
    შერილმა მიპასუხა: "პირველ რიგში,
    არ ვიცი რა არის კინოა".
  • 3:11 - 3:12
    (სიცილი)
  • 3:12 - 3:16
    "მაგრამ ვიცი, რომ ორშაბათია
  • 3:16 - 3:19
    და რომ ჩვენ სკოლაში
  • 3:19 - 3:22
    ამ დღეს სულ პასტას ვამზადებ".
  • 3:22 - 3:26
    შერილმა განმარტა, რომ უმეტეს ბავშვს
  • 3:26 - 3:30
    ვიკენდებზე საკვები არ ჰქონდა.
  • 3:30 - 3:33
    საკვები არ ჰქონდა შაბათს
  • 3:33 - 3:36
    საკვები არ ჰქონდა კვირას.
  • 3:36 - 3:39
    ასე რომ, ის პასტას ამზადებდა
  • 3:39 - 3:44
    ანუ ისეთ რამეს, რასაც
    მოსწავლეები ნამდვილად შეჭამდნენ.
  • 3:46 - 3:50
    როგორც მან თქვა
    "რაღაც, რაც მათ ფერდებს ამოავსებდა"
  • 3:50 - 3:53
    რაღაც, რაც მათ გააძღობდა.
  • 3:54 - 3:58
    შერილმა მოყვა, რომ როცა ორშაბათი მოვა
  • 3:58 - 4:01
    მოსწავლეები იმდენად მშივრები არიან,
  • 4:01 - 4:05
    რომ სწავლაზე
    ფიქრის დაწყებაც კი არ შეუძლიათ.
  • 4:05 - 4:11
    საჭმელი ერთადერთი რამ იყო,
    რაზეც ფიქრობდნენ,
  • 4:11 - 4:13
    ერთადერთი რამ.
  • 4:13 - 4:16
    საუბედუროდ, სტატისტიკაც ამას გავჩვენებს.
  • 4:16 - 4:20
    მოდით, ეს ბავშვის თვალსაზრისით განვიხილოთ
  • 4:21 - 4:22
    და დღის ყველაზე მნიშვნელოვან საკვებზე,
  • 4:22 - 4:24
    საუზმეზე გავამახვილოთ ყურადღება,
  • 4:24 - 4:26
    გაიცანით ელისონი.
  • 4:26 - 4:27
    ის 12 წლისაა.
  • 4:27 - 4:29
    ის უჩვეულოდ ჭკვიანია
  • 4:29 - 4:31
    და როდესაც გაიზრდება,
    უნდა რომ ფიზიკოსი გახდეს.
  • 4:31 - 4:33
    ელისონის სკოლას,
  • 4:33 - 4:35
    საკვები ნივთიერებებით მდიდარი
    საუზმე რომ ჰქონდეს,
  • 4:35 - 4:37
    ყველა მოსწავლისთვის,
  • 4:37 - 4:39
    ამას შემდეგი რამეები მოყვება.
  • 4:39 - 4:42
    შანსი, რომ მან მიიღოს საკვები
    ნივთიერებებით მდიდარი საჭმელი:
  • 4:42 - 4:45
    მეტი ხილითა და რძით
    და ნაკლები შაქრითა და მარილით,
  • 4:45 - 4:48
    მკვეთრად გაიზრდება.
  • 4:48 - 4:51
    ელისონი ნაკლებად იქნება
    სიმსუქნისკენ მიდრეკილი.
  • 4:51 - 4:53
    ნაკლებად იავადმყოფებს,
  • 4:53 - 4:56
    ნაკლებად ექნება მღელვარება და დეპრესია
  • 4:56 - 4:58
    ექნება უკეთესი ქცევა,
  • 4:58 - 5:01
    უკეთესი დასწრება
    და უფრო ხშირად გამოცხადდება დროულად.
  • 5:01 - 5:03
    რატომ?
  • 5:03 - 5:06
    იმიტომ რომ კარგი საჭმელი ელოდება სკოლაში.
  • 5:06 - 5:09
    ჯამში ელისონს უკეთესი ჯანმრთელობა ექნება,
  • 5:09 - 5:12
    ვიდრე საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეს.
  • 5:12 - 5:14
    რაც შეეხება ბავშვს,
  • 5:14 - 5:17
    რომელსაც საკვები ნივთიერებებით
    მდიდარი საუზმე არ ელოდება სკოლაში.
  • 5:17 - 5:18
    გაიცანოთ ტომი
  • 5:18 - 5:21
    ის ასევე 12 წლისაა და შესანიშნავი ბავშვია.
  • 5:21 - 5:23
    მას უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს.
  • 5:23 - 5:25
    ბაღში მყოფი ტომი,
  • 5:25 - 5:28
    უკვე ჩამორჩა მათემატიკაში.
  • 5:28 - 5:30
    როცა მესამე კლასშია,
  • 5:30 - 5:33
    მათემატიკისა და კითხვაში
    დაბალ ქულებს იღებს.
  • 5:34 - 5:36
    11 წლისთვის,
  • 5:36 - 5:40
    სავარაუდოდ ტომს კლასში ჩარჩენა მოუწევს.
  • 5:41 - 5:45
    კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებსაც
    სტაბილური კვების რეჟიმი არ აქვთ,
  • 5:45 - 5:47
    განსაკუთრებით კი საუზმის შემთხვევაში,
  • 5:47 - 5:50
    საერთო ჯამში, სუსტი კოგნიტური
    ფუნქციონირება ახასიათებთ.
  • 5:51 - 5:53
    რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა?
  • 5:54 - 5:56
    სამწუხაროდ ის საყოველთაოა.
  • 5:57 - 5:59
    ორ სტატისტიკურ მონაცემს მოვიტან,
  • 5:59 - 6:01
    რომელიც თითქოს ერთმანეთის საპირისპიროა,
  • 6:02 - 6:04
    მაგრამ რეალურად ერთი მონეტის ორი მხარეა.
  • 6:04 - 6:06
    ერთის მხრივ,
  • 6:06 - 6:10
    6-დან ერთი ამერიკელი
    არასაკმარისად იკვებება,
  • 6:10 - 6:13
    16 მილიონი ბავშვის ჩათვლით,
    რაც თითქმის 20%-ია.
  • 6:13 - 6:15
    მათ არ აქვთ საკმარისი საკვები.
  • 6:15 - 6:17
    მხოლოდ აქ, ნიუ-იორკში
  • 6:18 - 6:24
    ყოველწლიურად 474 000
    არასრულწლოვანი შიმშილს ებრძვის.
  • 6:25 - 6:26
    ეს სიგიჟეა.
  • 6:27 - 6:28
    მეორეს მხრივ,
  • 6:28 - 6:31
    არასწორი კვება,
    თავიდან აცილებადი სიკვდილიანობის
  • 6:31 - 6:35
    და დაავადებების
    მთავარი გამომწვევია ამ ქვეყანაში.
  • 6:36 - 6:39
    იმ ბავშვების მესამედი,
    რომლებზეც ამ საღამოს ვსაუბრობთ,
  • 6:39 - 6:43
    დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე არიან.
  • 6:43 - 6:46
    აღსაქმელად რთულია,
  • 6:46 - 6:49
    მაგრამ რეალურად,
    ერთიდაიგივე ბავშვებზეა ლაპარაკი.
  • 6:49 - 6:52
    ბავშვები არაჯანსაღ და
    იაფფასიან კალორიებს იღებენ,
  • 6:52 - 6:57
    რომლებიც მათ წრეშია
    და რომლებზეც მათ ოჯახებს მიუწვდებათ ხელი.
  • 6:58 - 7:03
    მაგრამ თვის ბოლოსთვის საკვების კუპონები
    ილევა, ან სამუშაო საათები მცირდება
  • 7:03 - 7:07
    და მათ საბაზისო საკვების ფული არ აქვთ.
  • 7:08 - 7:11
    ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა.
    ასე არაა?
  • 7:11 - 7:14
    გვაქვს ამის პასუხები.
  • 7:14 - 7:18
    თეთრ სახლში ჩემი სამუშაოს ფარგლებში
    ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა,
  • 7:18 - 7:21
    რომ ყველა სკოლაში,
    რომელსაც 40%-ზე მეტი
  • 7:21 - 7:23
    დაბალ შემოსავლიანი
    ოჯახის ბავშვები ჰყავდათ,
  • 7:23 - 7:27
    ყველა მოსწავლეს საუზმითა
    და ლანჩით ვემსახურებოდით უფასოდ.
  • 7:28 - 7:31
    ეს პროგრამა წარმოუდგენლად წარმატებული იყო,
  • 7:31 - 7:35
    რადგან ბავშვების საკვები ნივთიერებებით
    გაჯერებული საუზმით უზრუნველყოფისას,
  • 7:35 - 7:38
    ის ძალიან რთული ბარიერის
    დაძლევაში დაგვეხმარა.
  • 7:38 - 7:41
    ეს იყო სტიგმის ბარიერის დაძლევა.
  • 7:41 - 7:47
    სკოლები ბავშვებს საუზმით,
    სწავლის დაწყებამდე ემსახურებოდნენ.
  • 7:49 - 7:53
    ეს მხოლოდ ღარიბი ბავშვებისთვის ხდებოდა.
  • 7:53 - 7:58
    ამიტომ ყველამ იცოდა ვის უჭირდა
    და ვის სჭირდებოდა მთავრობის დახმარება.
  • 7:58 - 8:03
    ყველა ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს მისი
    მშობლები რამდენად შეძლებულები არიან,
  • 8:03 - 8:05
    საკმაოდ ამაყია.
  • 8:05 - 8:07
    მაშ, რა მოხდა?
  • 8:07 - 8:10
    სკოლებმა, რომლებმაც ეს პროგრამა დანერგეს,
  • 8:10 - 8:15
    მათემატიკასა და კითხვის შედეგებში
    17,5%-იანი ზრდა განიცადეს.
  • 8:15 - 8:18
    17,5%-იანი
  • 8:18 - 8:21
    კვლევა გვაჩვენს,
    რომ როდესაც ბავშვებს სტაბილური,
  • 8:21 - 8:24
    საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე აქვთ,
  • 8:24 - 8:28
    მათ მიერ უნივერსიტეტის დამთავრების
    ალბათობა 20%-ით იზრდება.
  • 8:28 - 8:30
    20%-ით.
  • 8:31 - 8:34
    როდესაც ჩვენს შვილებს ვკვებავთ,
    ისე როგორც საჭიროა,
  • 8:34 - 8:40
    ამით წარმატების პირობებს ვუქმნით,
    კლასშიც და მის მიღმაც
  • 8:41 - 8:44
    შეგიძლიათ არ მენდოთ,
  • 8:44 - 8:47
    მაგრამ დონა მარტინს უნდა ესაუბროთ.
  • 8:47 - 8:49
    მიყვარს დონა მარტინი.
  • 8:50 - 8:53
    დონა მარტინი ბურკეს სკოლის
    კვების დირექტორია
  • 8:53 - 8:56
    ვეინესბოროში, ჯორჯიის შტატში.
  • 8:56 - 8:59
    ბურკე ერთ-ერთ უღარიბესი რეგიონია,
  • 8:59 - 9:01
    სიღარიბით ბოლოდან მეხუთე შტატში ქვეყანაში
  • 9:01 - 9:08
    და დონას სტუდენტების თითქმის 100%
    სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
  • 9:08 - 9:10
    რამდენიმე წლის წინ,
  • 9:10 - 9:14
    დონამ გადაწყვიტა ახალი
    დასანერგი სტანდარტები გაეუმჯობესებინა
  • 9:14 - 9:18
    და კვების სტანდარტების ძირეული
    ცვლილება მოეხდინა.
  • 9:18 - 9:21
    მან გააუმჯობესა კვება,
    დაამატა ხილ-ბოსტნეული და მარცვლეული.
  • 9:21 - 9:24
    უზრუნველყო საუზმე
    ყველა მისი მოსწავლისათვის კლასშივე
  • 9:24 - 9:26
    და დანერგა სადილის პროგრამა.
  • 9:26 - 9:28
    რატომ?
  • 9:28 - 9:33
    სახლში დაბრუნებული მისი
    მოსწავლეების უმეტესობას სადილი არ ჰქონდა,
  • 9:33 - 9:36
    მაშ, რა მოჰყვა ამას?
  • 9:36 - 9:39
    ბავშვებს მოეწონათ საკვები.
  • 9:39 - 9:41
    მათ მოეწონათ უკეთესი კვება
  • 9:41 - 9:43
    და ის, რომ მშივრები აღარ იყვნენ.
  • 9:43 - 9:47
    დონას მოულოდნელი მხარდამჭერი გამოუჩნდა.
  • 9:47 - 9:50
    მისი სახელი ერიკ პარკერია.
  • 9:50 - 9:53
    ის საფეხბურთო გუნდის, ბურკის რეგიონის
    "დათვების" მთავარი მწვრთნელი იყო.
  • 9:53 - 9:56
    მწვრთნელი პარკერი წლების
    განმავლობაში საშუალო გუნდებს წვრთნიდა.
  • 9:56 - 9:59
    "დათვები" თითქმის სულ
    ცხრილის შუაში ამთავრებდნენ.
  • 9:59 - 10:01
    ეს დიდი იმედგაცრუება იყო,
  • 10:01 - 10:04
    ფეხბურთით ერთ-ერთი
    ყველაზე გატაცებული შტატისთვის.
  • 10:04 - 10:09
    მაგრამ იმ წელს,
    როდესაც დონამ მენიუ შეცვალა,
  • 10:09 - 10:12
    "დათვებმა" არა მხოლოდ
    მათი დივიზიონი მოიგეს,
  • 10:12 - 10:16
    არამედ ფიჩის რეგიონის
    "ტროიანელების" დამარცხებით,
  • 10:16 - 10:19
    ანგარიშით 28-14,
    შტატის ჩემპიონებიც გახდნენ
  • 10:19 - 10:21
    (სიცილი)
  • 10:21 - 10:24
    მწვრთნელმა პარკერმა,
  • 10:24 - 10:29
    ეს წარმატება
    დონა მარტინის დამსახურებად ჩათვალა.
  • 10:29 - 10:32
    როცა ბავშვებს საბაზისო
    კვებით უზრუნველვყოფთ,
  • 10:32 - 10:34
    ისინი წარმატებას აღწევენ.
  • 10:34 - 10:40
    ეს არა მხოლოდ შერილ ბარბარების
    და დონა მარტინების საზრუნავია,
  • 10:40 - 10:43
    არამედ ჩვენი ყველასი.
  • 10:43 - 10:48
    ჩვენი ბავშვების საბაზისო კვება,
    მხოლოდ დასაწყისია.
  • 10:48 - 10:51
    ის რაც აღვწერეთ,
  • 10:51 - 10:55
    სინამდვილეში ბევრი ყველაზე პრობლემური
    საკითხის გადაწყვეტის მოდელია.
  • 10:55 - 11:01
    თუ სათანადოდ გამოკვების
    მარტივ მიზანს დავისახავთ,
  • 11:01 - 11:05
    მსოფლიო უფრო სტაბილური და დაცული გახდება;
  • 11:05 - 11:09
    ეკონომიკურ პროდუქტიულობას
    მკვეთრად გავაუმჯობესებთ;
  • 11:09 - 11:11
    გარდავქმნით ჯანდაცვის სისტემას;
  • 11:11 - 11:14
    და შევძლებთ უზრუნველვყოთ,
  • 11:14 - 11:17
    რომ დედამიწაზე არსებული რესუსრსი
    მომავალ თაობებს ეყოთ.
  • 11:17 - 11:22
    საკვები არის საკითხი,
    რომელშიც კოლექტიური მცდელობები
  • 11:22 - 11:26
    უდიდეს გავლენას მოახდენს.
  • 11:26 - 11:29
    ასე რომ, საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ:
    რა არის სწორი კითხვა?
  • 11:29 - 11:33
    რა მოხდება თუ მეტი
    საკვები ნივთიერებებით სასვე
  • 11:33 - 11:37
    და ეკოლოგიურად მოყვანილ საჭმელს შევჭამთ?
  • 11:37 - 11:40
    რა გავლენა ექნება ამას?
  • 11:40 - 11:41
    ვფიქრობ, შერილ ბარბარამ,
  • 11:42 - 11:43
    დონა მარტინმა,
  • 11:43 - 11:46
    მწვრთნელმა პარკერმა
    და ბურკეს რეგიონის "დათვებმა"
  • 11:46 - 11:48
    იციან ამაზე პასუხი.
  • 11:48 - 11:50
    დიდი მადლობა.
  • 11:50 - 11:54
    (აპლოდისმენტები)
Title:
გინდათ ბავშვებმა კარგად ისწავლონ? კარგად გამოკვებეთ ისინი
Speaker:
სემ კასი
Description:

რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან, როცა ისინი ან მშივრები არიან, ან მათი კვების რაციონი, შაქრით სავსეა და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი? თეთრი სახლის ყოფილი შეფმზარეული და სასურსათო პოლიტიკის ექსპერტი სემ კასი მსჯელობს სკოლის როლზე მოსწავლეების არა მხოლოდ გონების, არამედ სხეულის კვებაშიც.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:02

Georgian subtitles

Revisions Compare revisions