ნამდვილად გვჭირდება პესტიციდები? - ფერნან პერეზ-გალვეზი
-
0:07 - 0:101845 წელს ირლანდიაში,
კარტოფილის დიდ მინდვრებში, -
0:10 - 0:13სოკოვანი დაავადება გავრცელდა,
-
0:13 - 0:17რამაც მთელი მოსავალი დააავადა.
-
0:17 - 0:19შედეგი დამანგრეველი იყო.
-
0:19 - 0:221 მილიონი ადამიანი
შიმშილისგან გარდაიცვალა, -
0:22 - 0:26მილიონზე მეტს კი,
ირლანდიის დატოვება მოუწია. -
0:26 - 0:31დღესდღეობით მსგავსი კატასტროფების
თავიდან ასაცილებლად პესტიციდებს ვიყენებთ. -
0:31 - 0:35ეს ადამიანის მიერ შექმნილი ქიმიკატებია,
რომელთა მეშვებითაც ვაკონტროლებთ -
0:35 - 0:36მწერებს,
-
0:36 - 0:37სარეველა ბალახებს,
-
0:37 - 0:38სოკოს,
-
0:38 - 0:39მღრღნელებს,
-
0:39 - 0:40და ბაქტერიებს,
-
0:40 - 0:42რომლებიც საფრთხეს უქმნიან
საკვებ მარაგს. -
0:42 - 0:45ეს ქიმიკატები საკვების
განუყოფელი ნაწილი გახდა. -
0:45 - 0:47მოსახლეობის ზრდასთან ერთად,
მონოკულტურა -
0:47 - 0:52ეფექტურად უზრუნველყოფდა
ხალხის გამოკვებას. -
0:52 - 0:57თუმცა, ამან ჩვენი საკვები პროდუქტები
პარაზიტებისგან დაუცველი დატოვა. -
0:57 - 1:00ამიტომ, ჩვენ უფრო დამოკიდებულნი
გავხდით პესტიციდებზე. -
1:00 - 1:02დღესდღეობით, ყოველწლიურად,
-
1:02 - 1:05დაახლოებით 2 მილიარდ კგ-ზე მეტ
პესტიციდს ვავრცელებთ დედამიწაზე, -
1:05 - 1:09არასასურველი სტუმრების
თავიდან მოსაშორებლად. -
1:09 - 1:11სასოფლო-სამეურნეო ისტორიას
უკვე დიდი ხანია ახსოვს -
1:11 - 1:14პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლა,
განსაკუთრებით კი მწერებთან. -
1:14 - 1:17ათასობით წლის წინანდელ
ჩანაწერებში ვხედავთ, -
1:17 - 1:20რომ პარაზიტების მოსაშორებლად
მოსავლის აღების შემდეგ, -
1:20 - 1:23ადამიანები მინდვრებს წვავდნენ.
-
1:23 - 1:26ისიც კი დასტურდება, რომ ანტიკურ დროში,
-
1:26 - 1:30ადამიანები ამისთვის
სხვა მწერებს იშველიებდნენ. -
1:30 - 1:33ძ.წ. 300 წელს, ჩინელმა ფერმერებმა
ფორთოხლის ხეხილებში -
1:33 - 1:38სპეციალურად გაამრავლეს მტაცებელი ჭიები,
რომ ხეები სხვა მწერებისგან დაეცვათ. -
1:38 - 1:41შემდეგ, უკვე მეურნეობის
განვითარებასთან ერთად, -
1:41 - 1:46დავიწყეთ დარიშხანის, სპილენძის
და ტყვიის წამლების გამოყენება. -
1:46 - 1:50მაგრამ ეს ყველაფერი
ადამიანისთვისაც ძალიან მავნე იყო. -
1:51 - 1:54უსაფრთხო პროდუქციაზე
მოთხოვნის გაზრდასთან ერთად, -
1:54 - 1:56ეფექტური ქიმიკატების საჭიროებაც გაიზარდა,
-
1:56 - 2:00რომლითაც ფართო მასშტაბებში
შევძლებდით პატაზიტების კონტროლს. -
2:00 - 2:04ასე გადავედით ქიმიური
პესტიციდების ერაში. -
2:05 - 2:081948 წელს, შვეიცარელი ქიმიკოსი,
პოლ ჰერმან მიულერი, -
2:08 - 2:11ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.
-
2:11 - 2:17დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანის (DDT)
აღმოჩენისთვის, -
2:17 - 2:23ამ ახალი მოლეკულით შესაძლებელი იყო
მწერების შეუდარებლად მძლავრი კონტროლი. -
2:23 - 2:28თუმცა 1950 წლიდან ისინი უკვე
რეზისტენტულები გახდნენ. -
2:28 - 2:32კიდევ უარესი, ქიმიკატებმა
ჩიტების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, -
2:32 - 2:35მოწამლა წყლის რესურსები
-
2:35 - 2:40და საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობასაც
შეეხო გრძელვადიან პერსპექტივაში. -
2:40 - 2:451972-სთვის აშშ-ი DDT აიკრძალა,
-
2:45 - 2:49მაგრამ მისი კვალი,
დღესაც კი შეიმჩნევა გარემოში. -
2:49 - 2:52მას შემდეგ, ქიმიკოსები
აქტიურად ეძებენ ალტერნატივას. -
2:52 - 2:56ყოველ ახალ აღმოჩენასთან ერთად,
იმავე პრობლემას აწყდებიან: -
2:56 - 2:58სახეობის სწრაფ ევოლუციას.
-
2:58 - 3:01პესტიციდები ანადგურებენ პარაზიტებს,
-
3:01 - 3:05თუმცა რჩებიან ყველაზე გამძლეები,
-
3:05 - 3:08რომლებიც შემდეგ თავის,
პესტიციდის მიმართ გამძლე გენებს, -
3:08 - 3:10შემდეგ თაობას გადასცემენ.
-
3:10 - 3:13სწორედ ამან გამოიწვია
ისეთი სუპერ ხოჭოების გაჩენა, -
3:13 - 3:15როგორიც კოლორადოს კარტოფილის ხოჭოა,
-
3:15 - 3:19რომელიც 50 სხვადასხვა ინსექტიციდის
მიმართაა გამძლე. -
3:19 - 3:23კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ
ამ ბრძოლაში სხვა ხოჭოებიც ზარალდებიან. -
3:23 - 3:29ზოგი მათგანი თვითონ ებრძვის მცენარის
პარაზიტებს და პოლინატორებს. -
3:29 - 3:33ასე რომ, მათ განადგურებასთან ერთად,
დამხმარე ძალასაც ვანადგურებთ. -
3:34 - 3:36დროთა განმავლობაში
პესტიციდები გაუმჯობესდა -
3:36 - 3:39და ახლა უკვე მკაცრი უსაფრთხოების
ნორმებით რეგულირდება, -
3:39 - 3:42თუმცა, მაინც არის წყლისა
და მიწის დაბინძურების, -
3:42 - 3:44ველურ ბუნებაზე გავლენის მოხდენის,
-
3:44 - 3:46და ჩვენთვის ზიანის მოყენების საშიშროება.
-
3:46 - 3:50ამ ყველა რისკის გათვალისწინებით,
რატომ ვაგრძელებთ პესტიციდების გამოყენებას? -
3:50 - 3:52მიუხედავად იმისა, რომ იდეალური არაა,
-
3:52 - 3:54ამ ეტაპზე, ეს მაინც საუკეთესო ვარიანტია
-
3:54 - 3:57სამეურნეო კატასტროფების
თავიდან ასაცილებლად. -
3:57 - 4:00თავი რომ დავანებოთ კოღოთი
გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლას. -
4:00 - 4:04დღეს მეცნიერები პარაზიტებთან ბრძოლის
ახალ სტრატეგიებს ამუშავებენ. -
4:04 - 4:08ეძებენ ბალანსს, საკვებზე მოთხოვნასა
-
4:08 - 4:10და გარემოს დაბინძურების პრობლემებს შორის.
-
4:10 - 4:13ბუნება შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა.
-
4:13 - 4:17ბუნებრივი მცენარის
და სოკოს ქიმიკატებით დაწყებული, -
4:17 - 4:21მცენარის დამცველი სხვა მწერების
გამრავლებით დამთავრებული. -
4:21 - 4:24ჩვენ ასევე ვიშველიებთ თანამედროვე
ტექნოლოგიას, მაგალითად დრონებს. -
4:24 - 4:27რომლებიც მოსავლის მინდვრების თავზე
საფრენადაა დაპროგრამებული -
4:27 - 4:29და GPS-სა და სენსორების დახმარებით,
-
4:29 - 4:32უფრო დამიზნებით ასხამენ პესტიციდებს,
-
4:32 - 4:36რაც გარემოზე უარყოფით გავლენას ამცირებს.
-
4:36 - 4:37ჩვენ თუ გავაერთიანებთ
-
4:37 - 4:41ბიოლოგიის ცოდნას, გარემოზე ზრუნვას
-
4:41 - 4:43და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს,
-
4:43 - 4:45უფრო დიდი შანსი გვექნება,
-
4:45 - 4:47რომ ვიპოვოთ გლობალური გამოსავალი.
-
4:47 - 4:51ქიმიური პესტიციდები თავის საეჭვო
რეპუტაციას ალბათ ვეღარ უშველიან, -
4:51 - 4:52მაგრამ მათი დახმარებით
-
4:52 - 4:54თამამად შეგვიძლია ვთქვათ,
-
4:54 - 4:56რომ სამეურნეო კატასტროფები
წარსულს ჩაბარდა.
- Title:
- ნამდვილად გვჭირდება პესტიციდები? - ფერნან პერეზ-გალვეზი
- Description:
-
მთელიანი ლექცია: http://ed.ted.com/lessons/do-we-really-need-pesticides-fernan-perez-galvez
ყოველწლიურად ჩვენ 2 მილიარდ კილოგრამზე მეტ პესტიციდს ვავრცელებთ დედამიწაზე, იმისთვის, რომ ვებრძოლოთ მწერებს, სარეველა ბალახებს, სოკოს და ბაქტერიებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკვებ მარაგს.
კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენად გვიღირს პესტიციდების გამოყენება თუ გავითვალისწინებთ გარემოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს? ფერნან პერეზ-გალვეზი განიხილავს, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს.ლექცია: ფერნან პერეზ-გალვეზი, ანიმაცია: მაითი ოქი
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TED-Ed
- Duration:
- 05:18
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do we really need pesticides? - Fernan Pérez-Gálvez |