1845 წელს ირლანდიაში,
კარტოფილის დიდ მინდვრებში,
სოკოვანი დაავადება გავრცელდა,
რამაც მთელი მოსავალი დააავადა.
შედეგი დამანგრეველი იყო.
1 მილიონი ადამიანი
შიმშილისგან გარდაიცვალა,
მილიონზე მეტს კი,
ირლანდიის დატოვება მოუწია.
დღესდღეობით მსგავსი კატასტროფების
თავიდან ასაცილებლად პესტიციდებს ვიყენებთ.
ეს ადამიანის მიერ შექმნილი ქიმიკატებია,
რომელთა მეშვებითაც ვაკონტროლებთ
მწერებს,
სარეველა ბალახებს,
სოკოს,
მღრღნელებს,
და ბაქტერიებს,
რომლებიც საფრთხეს უქმნიან
საკვებ მარაგს.
ეს ქიმიკატები საკვების
განუყოფელი ნაწილი გახდა.
მოსახლეობის ზრდასთან ერთად,
მონოკულტურა
ეფექტურად უზრუნველყოფდა
ხალხის გამოკვებას.
თუმცა, ამან ჩვენი საკვები პროდუქტები
პარაზიტებისგან დაუცველი დატოვა.
ამიტომ, ჩვენ უფრო დამოკიდებულნი
გავხდით პესტიციდებზე.
დღესდღეობით, ყოველწლიურად,
დაახლოებით 2 მილიარდ კგ-ზე მეტ
პესტიციდს ვავრცელებთ დედამიწაზე,
არასასურველი სტუმრების
თავიდან მოსაშორებლად.
სასოფლო-სამეურნეო ისტორიას
უკვე დიდი ხანია ახსოვს
პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლა,
განსაკუთრებით კი მწერებთან.
ათასობით წლის წინანდელ
ჩანაწერებში ვხედავთ,
რომ პარაზიტების მოსაშორებლად
მოსავლის აღების შემდეგ,
ადამიანები მინდვრებს წვავდნენ.
ისიც კი დასტურდება, რომ ანტიკურ დროში,
ადამიანები ამისთვის
სხვა მწერებს იშველიებდნენ.
ძ.წ. 300 წელს, ჩინელმა ფერმერებმა
ფორთოხლის ხეხილებში
სპეციალურად გაამრავლეს მტაცებელი ჭიები,
რომ ხეები სხვა მწერებისგან დაეცვათ.
შემდეგ, უკვე მეურნეობის
განვითარებასთან ერთად,
დავიწყეთ დარიშხანის, სპილენძის
და ტყვიის წამლების გამოყენება.
მაგრამ ეს ყველაფერი
ადამიანისთვისაც ძალიან მავნე იყო.
უსაფრთხო პროდუქციაზე
მოთხოვნის გაზრდასთან ერთად,
ეფექტური ქიმიკატების საჭიროებაც გაიზარდა,
რომლითაც ფართო მასშტაბებში
შევძლებდით პატაზიტების კონტროლს.
ასე გადავედით ქიმიური
პესტიციდების ერაში.
1948 წელს, შვეიცარელი ქიმიკოსი,
პოლ ჰერმან მიულერი,
ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.
დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანის (DDT)
აღმოჩენისთვის,
ამ ახალი მოლეკულით შესაძლებელი იყო
მწერების შეუდარებლად მძლავრი კონტროლი.
თუმცა 1950 წლიდან ისინი უკვე
რეზისტენტულები გახდნენ.
კიდევ უარესი, ქიმიკატებმა
ჩიტების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა,
მოწამლა წყლის რესურსები
და საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობასაც
შეეხო გრძელვადიან პერსპექტივაში.
1972-სთვის აშშ-ი DDT აიკრძალა,
მაგრამ მისი კვალი,
დღესაც კი შეიმჩნევა გარემოში.
მას შემდეგ, ქიმიკოსები
აქტიურად ეძებენ ალტერნატივას.
ყოველ ახალ აღმოჩენასთან ერთად,
იმავე პრობლემას აწყდებიან:
სახეობის სწრაფ ევოლუციას.
პესტიციდები ანადგურებენ პარაზიტებს,
თუმცა რჩებიან ყველაზე გამძლეები,
რომლებიც შემდეგ თავის,
პესტიციდის მიმართ გამძლე გენებს,
შემდეგ თაობას გადასცემენ.
სწორედ ამან გამოიწვია
ისეთი სუპერ ხოჭოების გაჩენა,
როგორიც კოლორადოს კარტოფილის ხოჭოა,
რომელიც 50 სხვადასხვა ინსექტიციდის
მიმართაა გამძლე.
კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ
ამ ბრძოლაში სხვა ხოჭოებიც ზარალდებიან.
ზოგი მათგანი თვითონ ებრძვის მცენარის
პარაზიტებს და პოლინატორებს.
ასე რომ, მათ განადგურებასთან ერთად,
დამხმარე ძალასაც ვანადგურებთ.
დროთა განმავლობაში
პესტიციდები გაუმჯობესდა
და ახლა უკვე მკაცრი უსაფრთხოების
ნორმებით რეგულირდება,
თუმცა, მაინც არის წყლისა
და მიწის დაბინძურების,
ველურ ბუნებაზე გავლენის მოხდენის,
და ჩვენთვის ზიანის მოყენების საშიშროება.
ამ ყველა რისკის გათვალისწინებით,
რატომ ვაგრძელებთ პესტიციდების გამოყენებას?
მიუხედავად იმისა, რომ იდეალური არაა,
ამ ეტაპზე, ეს მაინც საუკეთესო ვარიანტია
სამეურნეო კატასტროფების
თავიდან ასაცილებლად.
თავი რომ დავანებოთ კოღოთი
გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლას.
დღეს მეცნიერები პარაზიტებთან ბრძოლის
ახალ სტრატეგიებს ამუშავებენ.
ეძებენ ბალანსს, საკვებზე მოთხოვნასა
და გარემოს დაბინძურების პრობლემებს შორის.
ბუნება შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა.
ბუნებრივი მცენარის
და სოკოს ქიმიკატებით დაწყებული,
მცენარის დამცველი სხვა მწერების
გამრავლებით დამთავრებული.
ჩვენ ასევე ვიშველიებთ თანამედროვე
ტექნოლოგიას, მაგალითად დრონებს.
რომლებიც მოსავლის მინდვრების თავზე
საფრენადაა დაპროგრამებული
და GPS-სა და სენსორების დახმარებით,
უფრო დამიზნებით ასხამენ პესტიციდებს,
რაც გარემოზე უარყოფით გავლენას ამცირებს.
ჩვენ თუ გავაერთიანებთ
ბიოლოგიის ცოდნას, გარემოზე ზრუნვას
და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს,
უფრო დიდი შანსი გვექნება,
რომ ვიპოვოთ გლობალური გამოსავალი.
ქიმიური პესტიციდები თავის საეჭვო
რეპუტაციას ალბათ ვეღარ უშველიან,
მაგრამ მათი დახმარებით
თამამად შეგვიძლია ვთქვათ,
რომ სამეურნეო კატასტროფები
წარსულს ჩაბარდა.