Return to Video

გაუმჯობესების რწმენის ძალა

  • 0:01 - 0:04
    "ჯერ"-ის ძალა.
  • 0:04 - 0:06
    მე გავიგე, რომ ჩიკაგოში, ერთ-ერთ სკოლაში,
  • 0:06 - 0:11
    მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ გარკვეული
    რაოდენობის კურსები დასამთავრებლად
  • 0:11 - 0:16
    და თუ ვერ ჩააბარებენ,
    იღებენ შეფასებას "ჯერ არა".
  • 0:16 - 0:18
    ვიფიქრე რომ ეს არაჩვეულებრივია,
  • 0:18 - 0:22
    რადგან თუ შენ იღებ ჩამჭრელ შეფასებას,
    შენ ფიქრობ, მე არაფერი ვარ, მე არსად ვარ.
  • 0:22 - 0:25
    მაგრამ თუ შენ იღებ "ჯერ არა"-ს,
  • 0:25 - 0:29
    შენ ხვდები, რომ სწავლის მრუდზე ხარ.
  • 0:29 - 0:32
    ეს მომავლისკენ გზას გისახავს.
  • 0:32 - 0:40
    "ჯერ არა" კარიერის დასაწყისში კრიტიკული
    მომენტის განჭვრეტაშიც დამეხმარა,
  • 0:40 - 0:42
    ნამდვილად გადამწყვეტ მომენტში.
  • 0:42 - 0:44
    მე მინდოდა მენახა,
  • 0:44 - 0:49
    როგორ ართმევდნენ ბავშვები თავს,
    გამოწვევებს და სირთულეებს,
  • 0:49 - 0:52
    ამიტომ 10 წლისებს მივეცი ამოცანები,
  • 0:52 - 0:57
    რომლებიც სულ ცოტა
    რთულები იყო მათთვის.
  • 0:57 - 1:02
    ზოგიერთ მათგანს
    გასაოცრად დადებითი რეაქცია ჰქონდა.
  • 1:02 - 1:06
    მათ თქვეს: "მე მიყვარს გამოწვევები",
  • 1:06 - 1:11
    ან: "იცი?! იმედი მქონდა,
    რომ ეს ინფორმატიული იქნებოდა".
  • 1:11 - 1:17
    მათ გაიგეს, რომ მათი შესაძლებლობები
    შეიძლებოდა განვითარებულიყო.
  • 1:17 - 1:21
    მათ ჰქონდათ, როგორც მე ამას ვუწოდებ -
    "ზრდის მენტალიტეტი".
  • 1:21 - 1:27
    მაგრამ სხვა მოსწავლეებმა ტრაგიკულად
    აღიქვეს ეს ყველაფერი.
  • 1:27 - 1:31
    მათი, შედარებით "ფიქსირებული
    მენტალიტეტის" გადმოსახედიდან,
  • 1:31 - 1:38
    მათ ინტელექტს გამოცდა მოუწყეს
    და თავი ვერ გაართვეს.
  • 1:38 - 1:43
    "ჯერ"-ის ძალით ტკბობის მაგივრად,
  • 1:43 - 1:47
    ისინი "ახლა" -ს ტირანიაში ჩაეფლენ.
  • 1:47 - 1:50
    რას იზამენ ისინი შემდეგში?
  • 1:50 - 1:52
    მე გეტყვით რასაც იზამენ.
  • 1:52 - 1:58
    ერთ კვლევაში მათ გვითხრეს,
    რომ თუ შემდეგ ტესტში ჩაიჭრებოდნენ,
  • 1:58 - 2:02
    შემდეგ ჯერზე გადაიწერდნენ,
    იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი ემეცადინათ.
  • 2:02 - 2:05
    ერთ-ერთ სხვა კვლევაში ჩაჭრის შემდეგ,
  • 2:05 - 2:08
    ისინი ეძებდნენ ვინმეს,
    ვინც მათზე ცუდად დაწერა ტესტი,
  • 2:08 - 2:13
    რათა თავი კარგად ეგრძნოთ
  • 2:13 - 2:19
    და ყველა მომდევნო კვლევის თანახმად.
    ისინი გაურბოდნენ სირთულეებს.
  • 2:19 - 2:25
    მეცნიერებმა გაზომეს ტვინის ელექტრული
    აქტივობა იმ დროს,
  • 2:25 - 2:28
    როცა სტუდენტები აწყდებოდნენ შეცდომებს.
  • 2:28 - 2:32
    მარცხნივ თქვენ ხედავთ ფიქსირებული
    მენტალიტეტის მქონე სტუდენტებს.
  • 2:32 - 2:34
    თითქმის საერთოდ არაა აქტივობა.
  • 2:34 - 2:37
    ისინი გაურბიან შეცდომებს.
  • 2:37 - 2:40
    ისინი არ ერთვებიან.
  • 2:40 - 2:43
    მაგრამ აი მარჯვნივ,
    არის სტუდენტები ზრდის მენტალიტეტით,
  • 2:43 - 2:47
    აზრით, რომ შესაძლებლობები შეიძლება
    განავითარო.
  • 2:47 - 2:49
    ისინი ღრმად ერთვებიან.
  • 2:49 - 2:52
    მათი ტვინი აღტაცებულია "ჯერ"-ით.
  • 2:52 - 2:54
    ისინი ღრმად ერთვებიან.
  • 2:54 - 2:57
    ისინი ამუშავებენ შეცდომას.
  • 2:57 - 3:01
    ისინი სწავლობენ შეცდომაზე
    და ასწორებენ მას.
  • 3:02 - 3:05
    როგორ ვზრდით ჩვენს შვილებს?
  • 3:05 - 3:09
    "ახლა"-სთვის უფრო ვზრდით,
    იმის მაგივრად რომ "ჯერ"-ისთვის გავზარდოთ?
  • 3:09 - 3:14
    ათიანების მიღებით
    შეპყრობილ ბავშვებს ვზრდით?
  • 3:14 - 3:20
    ისეთ ბავშვებს ვზრდით,
    რომ არ იციან როგორ იოცნებონ დიდ რამეზე?
  • 3:20 - 3:26
    მათი ყველაზე დიდი მიზანი შემდეგი კარგი
    ნიშანი, ან შემდეგი კარგი ქულაა ტესტზე?
  • 3:27 - 3:32
    მიჰყვებათ თან მომავალში,
  • 3:32 - 3:36
    ეს მუდმივი დამტკიცების მოთხოვნილება?
  • 3:36 - 3:40
    შეიძლება ასეა, რადგან დამქირავებლები
    მოდიან ჩემთან და მეუბნებიან:
  • 3:40 - 3:43
    "ჩვენ უკვე აღვზარდეთ მომუშავეების თაობა,
  • 3:43 - 3:47
    რომლებიც ერთ დღესაც ვერ ძლებენ
  • 3:47 - 3:50
    ჯილდოს გარეშე."
  • 3:50 - 3:53
    აბა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
  • 3:53 - 3:57
    შეგვიძლია ავაგოთ ხიდი "ჯერ"-მდე?
  • 3:57 - 3:59
    აი, ცოტა რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.
  • 3:59 - 4:03
    პირველ რიგში,
    ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ ჭკვიანურად,
  • 4:03 - 4:06
    მათი ინტელქეტის და ნიჭის ქების გარეშე.
  • 4:06 - 4:10
    რადგან ეს გზა არ გამოდგა.
    აღარ გააკეთოთ ეს,
  • 4:10 - 4:15
    არამედ შევაქოთ პროცესი, რომელშიც
    ბავშვები ერთვებიან:
  • 4:15 - 4:19
    მათი მონდომება, მათი სტრატეგიები,
    მათი კონცენტრაცია, მათი უდრეკობა,
  • 4:19 - 4:21
    მათი განვითარება.
  • 4:21 - 4:22
    ეს პროცესის შექება
  • 4:22 - 4:27
    ქმნის ბავშვებს,
    რომლებიც არიან გამბედავები და გამძლეები.
  • 4:27 - 4:30
    ამის გარდა სხვა გზებიცაა,
    რომ "ჯერ"-ს შევუწყოთ ხელი.
  • 4:30 - 4:34
    ჩვენ ცოტა ხნის წინ შევქმენით გუნდი
    თამაშების მეცნიერებთან ერთად,
  • 4:34 - 4:37
    რომლებიც
    ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან არიან,
  • 4:37 - 4:42
    იმისათვის რომ შეგვექმნა ახალი მათემატიკური
    თამაში "ჯერ"-ის წასახალისებლად.
  • 4:42 - 4:46
    ამ ონლაინ თამაშში, სტუდენტები
    ჯილდოვდებოდნენ ძალისხმევისათვის,
  • 4:46 - 4:51
    სტრატეგიისა და პროგრესისთვის.
    ჩვეულებრივ მათემატიკური თამაში,
  • 4:51 - 4:55
    გაჯილდოვებს სწორად
    გაცემული პასუხებისთვის,
  • 4:55 - 4:58
    მაგრამ ჩვენი თამაში აჯილდოვებდა პროცესს.
  • 4:58 - 5:01
    და ჩვენ მივიღეთ მეტი ძალისხმევა,
  • 5:01 - 5:03
    მეტი სტრატეგია,
  • 5:03 - 5:07
    მეტი ჩართულობა
    უფრო დიდი დროის განმავლობაში
  • 5:07 - 5:13
    და უფრო დიდი შეუპოვრობა, როცა ისინი
    აწყდებოდნენ ძალიან, ძალიან რთულ ამოცანებს.
  • 5:13 - 5:16
    ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ
    სიტყვები: "ჯერ", ან "ჯერ არა",
  • 5:16 - 5:20
    აძლევენ ბავშვებს თავდაჯერებულობას,
  • 5:20 - 5:27
    უსახავენ მათ გზას მომავლისკენ,
    რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას.
  • 5:27 - 5:32
    ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია
    მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა.
  • 5:32 - 5:35
    ერთ კვლევაში, ჩვენ მათ ვასწავლეთ,
  • 5:35 - 5:39
    რომ ყოველ ჯერზე, როცა ისინი
    დატოვებდნენ საკუთარ კომფორტის ზონას,
  • 5:39 - 5:43
    იმისათვის რომ ესწავლათ
    რაიმე ახალი და რთული,
  • 5:43 - 5:49
    მათი ნეირონები ტვინში ახალ
    და უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებდნენ
  • 5:49 - 5:52
    და ასე, დროსთან ერთად ისინი
    გახდებოდნენ უფრო გონიერები.
  • 5:52 - 5:55
    ხო და შეხედეთ რა მოხდა: ამ კვლევაში,
  • 5:55 - 5:59
    სტუდენტები, რომლებსაც არ ვასწავლეთ
    ასეთი ზრდის მენტალიტეტი,
  • 5:59 - 6:04
    აგრძელებდნენ უფრო და უფრო დაბალი
    ნიშნების მიღებას სკოლის რთულ პერიოდში,
  • 6:04 - 6:10
    მაგრამ ისინი, რომლებსაც ეს ვასწავლეთ,
    აღწევდნენ ნიშნების მკვეთრ გაუმჯობესებას.
  • 6:11 - 6:17
    ჩვენ ასეთი ტიპის განვითარება,
    ათასობით ბავშვისთვის ვაჩვენეთ,
  • 6:17 - 6:23
    განსაკუთრებით
    პრობლემების მქონე მოსწავლეებში.
  • 6:24 - 6:28
    ხო და მოდით ვილაპარაკოთ თანასწორობაზე.
  • 6:28 - 6:33
    ჩვენ ქვეყანაში,
    არიან სტუდენტების ჯგუფები,
  • 6:33 - 6:35
    რომლებიც ქრონიკულად ცუდად სწავლობენ.
  • 6:35 - 6:38
    მაგალითად, ბავშვები გარეუბნებიდან,
  • 6:38 - 6:42
    ან ბავშვები
    ადგილობრივი ამერიკელების დასახლებებიდან.
  • 6:42 - 6:46
    ისინი ისეთ ცუდ შედეგებს იღებდნენ
    და იმდენი ხნის განმავლობაში,
  • 6:46 - 6:49
    რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს,
    რომ ეს გარდაუვალია,
  • 6:49 - 6:53
    მაგრამ როცა განმანათლებლები ქმნიან
    "ჯერ"-ით გაჟღენთილ,
  • 6:53 - 6:57
    ზრდის მენტალიტეტზე აგებულ კლასებს,
  • 6:57 - 7:01
    თანასწორობა იქმნება.
  • 7:01 - 7:05
    აი რამდენიმე მაგალითი.
  • 7:05 - 7:11
    ერთ წელიწადში, ჰარლემის, ნიუ იორკის
    ერთ-ერთი საბავშო ბაღის კლასმა
  • 7:11 - 7:19
    95% შეფასება აჩვენა
    ეროვნული მიღწევების ტესტში.
  • 7:19 - 7:26
    ამ ბავშვების დიდ ნაწილს, ფანქრის დაჭერაც
    კი არ შეეძლო სკოლაში რომ მოვიდნენ.
  • 7:26 - 7:31
    ერთ წელიწადში, მეოთხე კლასის
    მოსწავლეები, სამხრეთ ბრონქსში,
  • 7:31 - 7:33
    ბევრად უფრო დაბალი მიღწევებით
  • 7:33 - 7:39
    გახდნენ ნომერი პირველი მეოთხე კლასი,
    ნიუ იორკის შტატში
  • 7:39 - 7:43
    შტატის მათემატიკის ტესტში.
  • 7:43 - 7:47
    დაახლოებით ერთ, ერთნახევარ წელში,
  • 7:47 - 7:53
    ადგილობრივი ამერიკული დასახლების
    სკოლის მოსწავლეები,
  • 7:53 - 7:59
    მათი რაიონის ბოლო ადგილიდან
    ავიდნენ სულ პირველამდე,
  • 7:59 - 8:05
    და ეს რაიონი,
    სიეტლის მდიდარ ნაწილებსაც მოიცავდა.
  • 8:05 - 8:12
    ანუ ადგილობრივმა ბავშვებმა
    გაუსწრეს "მაიკროსოფთის ბავშვებს".
  • 8:12 - 8:16
    ეს იმიტომ მოხდა, რომ მათთვის
    ძალისხმევის და სირთულის
  • 8:16 - 8:20
    მნიშვნელობა შეიცვალა:
  • 8:20 - 8:25
    მანამდე, ძალისხმევა და სირთულე,
  • 8:25 - 8:30
    მათ თავს სულელად აგრძნობინებდა,
    თავის დანებებას ანდომებდა,
  • 8:30 - 8:33
    მაგრამ ახლა მათთვის
    ძალისხმევა და სირთულე -
  • 8:33 - 8:37
    ის დროა, როცა მათი ნეირონები
    ახალ კავშირებს ქმნიან,
  • 8:37 - 8:39
    უფრო ძლიერ კავშირებს.
  • 8:39 - 8:43
    აი, ამ დროს ხდებიან ისინი უფრო გონიერები.
  • 8:43 - 8:48
    ცოტა ხნის წინ 13 წლის ბიჭისგან
    წერილი მივიღე.
  • 8:48 - 8:52
    ის ამბობდა: "ძვირფასო პროფესორო დვეკ,
  • 8:52 - 8:58
    მე ვაფასებ, რომ თქვენი ნაწერი სოლიდურ
    სამეცნიერო კვლევაზეა დაფუძნებული
  • 8:58 - 9:04
    და ამიტომ გადავწვიტე გამოვიყენო.
  • 9:04 - 9:08
    მე მეტ ძალისხმევას ვდებ ჩემი სკოლის
    დავალებებში,
  • 9:08 - 9:11
    ჩემ ურთიერთობებში ოჯახთან
  • 9:11 - 9:15
    და ჩემ ურთიერთობებში ბავშვებთან სკოლაში
  • 9:15 - 9:22
    და მე უზარმაზარი გაუმჯობესება მქონდა
    ყველა ამ სფეროში.
  • 9:22 - 9:28
    ახლა ვხვდები,
    რომ აქამდე ცხოვრება გამიფლანგავს"
  • 9:29 - 9:35
    მოდი აღარ გავფლანგოთ მეტი ცხოვრება,
  • 9:35 - 9:39
    რადგან როცა ჩვენ უკვე ვიცით,
  • 9:39 - 9:44
    რომ შესაძლებლობების ასეთი ზრდა შეიძლება,
  • 9:44 - 9:50
    ყველა ბავშვის ფუნდამენტური ადამიანური
    უფლება ხდება,
  • 9:50 - 9:57
    იცხოვროს ისეთ ადგილებში,
    სადაც ეს ზრდა იქმნება,
  • 9:57 - 10:03
    იცხოვროს ადგილებში,
    რომლებიც სავსეა "ჯერ"-ით!
  • 10:03 - 10:05
    მადლობა.
  • 10:05 - 10:07
    (აპლოდისმენტები)
Title:
გაუმჯობესების რწმენის ძალა
Speaker:
ქეროლ დვეკი
Description:

ქეროლ დვეკი იკვლევს "ზრდის მენტალიტეტს" - იდეას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი გონების უნარი შეისწავლოს და გადაჭრას პრობლემები. ამ საუბარში, ქეროლი აღწერს ზედმეტად რთული პრობლემების გადაჭრის ორ მიდგომას. განა არ ხართ საკმარისად ჭკვიანი რომ გადაჭრათ... თუ უბრალოდ ჯერ არ გადაგიჭირიათ? ქეროლის ეს გამოსვლა არაჩვეულებრივი შესავალია ამ გავლენიანი სფეროსთვის.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
10:20

Georgian subtitles

Revisions