1 00:00:01,082 --> 00:00:03,824 "ჯერ"-ის ძალა. 2 00:00:03,824 --> 00:00:05,928 მე გავიგე, რომ ჩიკაგოში, ერთ-ერთ სკოლაში, 3 00:00:05,928 --> 00:00:10,771 მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ გარკვეული რაოდენობის კურსები დასამთავრებლად 4 00:00:10,771 --> 00:00:16,077 და თუ ვერ ჩააბარებენ, იღებენ შეფასებას "ჯერ არა". 5 00:00:16,077 --> 00:00:18,445 ვიფიქრე რომ ეს არაჩვეულებრივია, 6 00:00:18,445 --> 00:00:22,340 რადგან თუ შენ იღებ ჩამჭრელ შეფასებას, შენ ფიქრობ, მე არაფერი ვარ, მე არსად ვარ. 7 00:00:22,340 --> 00:00:25,279 მაგრამ თუ შენ იღებ "ჯერ არა"-ს, 8 00:00:25,279 --> 00:00:28,798 შენ ხვდები, რომ სწავლის მრუდზე ხარ. 9 00:00:28,798 --> 00:00:32,142 ეს მომავლისკენ გზას გისახავს. 10 00:00:32,142 --> 00:00:40,224 "ჯერ არა" კარიერის დასაწყისში კრიტიკული მომენტის განჭვრეტაშიც დამეხმარა, 11 00:00:40,224 --> 00:00:42,105 ნამდვილად გადამწყვეტ მომენტში. 12 00:00:42,105 --> 00:00:44,093 მე მინდოდა მენახა, 13 00:00:44,093 --> 00:00:49,098 როგორ ართმევდნენ ბავშვები თავს, გამოწვევებს და სირთულეებს, 14 00:00:49,098 --> 00:00:52,139 ამიტომ 10 წლისებს მივეცი ამოცანები, 15 00:00:52,139 --> 00:00:57,348 რომლებიც სულ ცოტა რთულები იყო მათთვის. 16 00:00:57,348 --> 00:01:02,108 ზოგიერთ მათგანს გასაოცრად დადებითი რეაქცია ჰქონდა. 17 00:01:02,108 --> 00:01:05,839 მათ თქვეს: "მე მიყვარს გამოწვევები", 18 00:01:05,839 --> 00:01:11,127 ან: "იცი?! იმედი მქონდა, რომ ეს ინფორმატიული იქნებოდა". 19 00:01:11,127 --> 00:01:17,273 მათ გაიგეს, რომ მათი შესაძლებლობები შეიძლებოდა განვითარებულიყო. 20 00:01:17,273 --> 00:01:21,218 მათ ჰქონდათ, როგორც მე ამას ვუწოდებ - "ზრდის მენტალიტეტი". 21 00:01:21,218 --> 00:01:26,599 მაგრამ სხვა მოსწავლეებმა ტრაგიკულად აღიქვეს ეს ყველაფერი. 22 00:01:26,599 --> 00:01:31,163 მათი, შედარებით "ფიქსირებული მენტალიტეტის" გადმოსახედიდან, 23 00:01:31,163 --> 00:01:38,466 მათ ინტელექტს გამოცდა მოუწყეს და თავი ვერ გაართვეს. 24 00:01:38,466 --> 00:01:42,887 "ჯერ"-ის ძალით ტკბობის მაგივრად, 25 00:01:42,887 --> 00:01:47,166 ისინი "ახლა" -ს ტირანიაში ჩაეფლენ. 26 00:01:47,166 --> 00:01:49,607 რას იზამენ ისინი შემდეგში? 27 00:01:49,607 --> 00:01:52,025 მე გეტყვით რასაც იზამენ. 28 00:01:52,025 --> 00:01:57,533 ერთ კვლევაში მათ გვითხრეს, რომ თუ შემდეგ ტესტში ჩაიჭრებოდნენ, 29 00:01:57,533 --> 00:02:02,324 შემდეგ ჯერზე გადაიწერდნენ, იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი ემეცადინათ. 30 00:02:02,324 --> 00:02:04,774 ერთ-ერთ სხვა კვლევაში ჩაჭრის შემდეგ, 31 00:02:04,774 --> 00:02:08,476 ისინი ეძებდნენ ვინმეს, ვინც მათზე ცუდად დაწერა ტესტი, 32 00:02:08,476 --> 00:02:13,116 რათა თავი კარგად ეგრძნოთ 33 00:02:13,116 --> 00:02:19,046 და ყველა მომდევნო კვლევის თანახმად. ისინი გაურბოდნენ სირთულეებს. 34 00:02:19,046 --> 00:02:24,692 მეცნიერებმა გაზომეს ტვინის ელექტრული აქტივობა იმ დროს, 35 00:02:24,692 --> 00:02:28,130 როცა სტუდენტები აწყდებოდნენ შეცდომებს. 36 00:02:28,130 --> 00:02:32,198 მარცხნივ თქვენ ხედავთ ფიქსირებული მენტალიტეტის მქონე სტუდენტებს. 37 00:02:32,198 --> 00:02:34,335 თითქმის საერთოდ არაა აქტივობა. 38 00:02:34,335 --> 00:02:36,811 ისინი გაურბიან შეცდომებს. 39 00:02:36,811 --> 00:02:39,694 ისინი არ ერთვებიან. 40 00:02:39,694 --> 00:02:43,365 მაგრამ აი მარჯვნივ, არის სტუდენტები ზრდის მენტალიტეტით, 41 00:02:43,365 --> 00:02:47,206 აზრით, რომ შესაძლებლობები შეიძლება განავითარო. 42 00:02:47,206 --> 00:02:49,310 ისინი ღრმად ერთვებიან. 43 00:02:49,310 --> 00:02:52,445 მათი ტვინი აღტაცებულია "ჯერ"-ით. 44 00:02:52,445 --> 00:02:53,963 ისინი ღრმად ერთვებიან. 45 00:02:53,963 --> 00:02:56,857 ისინი ამუშავებენ შეცდომას. 46 00:02:56,857 --> 00:03:01,235 ისინი სწავლობენ შეცდომაზე და ასწორებენ მას. 47 00:03:01,695 --> 00:03:04,600 როგორ ვზრდით ჩვენს შვილებს? 48 00:03:04,600 --> 00:03:09,205 "ახლა"-სთვის უფრო ვზრდით, იმის მაგივრად რომ "ჯერ"-ისთვის გავზარდოთ? 49 00:03:09,205 --> 00:03:14,358 ათიანების მიღებით შეპყრობილ ბავშვებს ვზრდით? 50 00:03:14,358 --> 00:03:19,642 ისეთ ბავშვებს ვზრდით, რომ არ იციან როგორ იოცნებონ დიდ რამეზე? 51 00:03:19,642 --> 00:03:26,437 მათი ყველაზე დიდი მიზანი შემდეგი კარგი ნიშანი, ან შემდეგი კარგი ქულაა ტესტზე? 52 00:03:27,127 --> 00:03:32,262 მიჰყვებათ თან მომავალში, 53 00:03:32,262 --> 00:03:36,222 ეს მუდმივი დამტკიცების მოთხოვნილება? 54 00:03:36,222 --> 00:03:39,886 შეიძლება ასეა, რადგან დამქირავებლები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: 55 00:03:39,886 --> 00:03:43,204 "ჩვენ უკვე აღვზარდეთ მომუშავეების თაობა, 56 00:03:43,204 --> 00:03:47,449 რომლებიც ერთ დღესაც ვერ ძლებენ 57 00:03:47,449 --> 00:03:50,321 ჯილდოს გარეშე." 58 00:03:50,321 --> 00:03:53,469 აბა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? 59 00:03:53,469 --> 00:03:57,417 შეგვიძლია ავაგოთ ხიდი "ჯერ"-მდე? 60 00:03:57,417 --> 00:03:59,284 აი, ცოტა რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. 61 00:03:59,284 --> 00:04:03,406 პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ ჭკვიანურად, 62 00:04:03,406 --> 00:04:06,406 მათი ინტელქეტის და ნიჭის ქების გარეშე. 63 00:04:06,406 --> 00:04:10,091 რადგან ეს გზა არ გამოდგა. აღარ გააკეთოთ ეს, 64 00:04:10,275 --> 00:04:14,506 არამედ შევაქოთ პროცესი, რომელშიც ბავშვები ერთვებიან: 65 00:04:14,506 --> 00:04:18,928 მათი მონდომება, მათი სტრატეგიები, მათი კონცენტრაცია, მათი უდრეკობა, 66 00:04:18,928 --> 00:04:20,793 მათი განვითარება. 67 00:04:20,793 --> 00:04:22,344 ეს პროცესის შექება 68 00:04:22,344 --> 00:04:27,344 ქმნის ბავშვებს, რომლებიც არიან გამბედავები და გამძლეები. 69 00:04:27,344 --> 00:04:30,195 ამის გარდა სხვა გზებიცაა, რომ "ჯერ"-ს შევუწყოთ ხელი. 70 00:04:30,195 --> 00:04:34,332 ჩვენ ცოტა ხნის წინ შევქმენით გუნდი თამაშების მეცნიერებთან ერთად, 71 00:04:34,332 --> 00:04:36,838 რომლებიც ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან არიან, 72 00:04:36,838 --> 00:04:42,077 იმისათვის რომ შეგვექმნა ახალი მათემატიკური თამაში "ჯერ"-ის წასახალისებლად. 73 00:04:42,077 --> 00:04:46,073 ამ ონლაინ თამაშში, სტუდენტები ჯილდოვდებოდნენ ძალისხმევისათვის, 74 00:04:46,073 --> 00:04:50,663 სტრატეგიისა და პროგრესისთვის. ჩვეულებრივ მათემატიკური თამაში, 75 00:04:50,978 --> 00:04:55,299 გაჯილდოვებს სწორად გაცემული პასუხებისთვის, 76 00:04:55,299 --> 00:04:58,268 მაგრამ ჩვენი თამაში აჯილდოვებდა პროცესს. 77 00:04:58,268 --> 00:05:00,738 და ჩვენ მივიღეთ მეტი ძალისხმევა, 78 00:05:00,738 --> 00:05:03,024 მეტი სტრატეგია, 79 00:05:03,024 --> 00:05:07,297 მეტი ჩართულობა უფრო დიდი დროის განმავლობაში 80 00:05:07,297 --> 00:05:12,690 და უფრო დიდი შეუპოვრობა, როცა ისინი აწყდებოდნენ ძალიან, ძალიან რთულ ამოცანებს. 81 00:05:13,280 --> 00:05:16,483 ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: "ჯერ", ან "ჯერ არა", 82 00:05:16,483 --> 00:05:20,280 აძლევენ ბავშვებს თავდაჯერებულობას, 83 00:05:20,280 --> 00:05:27,266 უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას. 84 00:05:27,266 --> 00:05:32,070 ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. 85 00:05:32,070 --> 00:05:35,236 ერთ კვლევაში, ჩვენ მათ ვასწავლეთ, 86 00:05:35,236 --> 00:05:39,494 რომ ყოველ ჯერზე, როცა ისინი დატოვებდნენ საკუთარ კომფორტის ზონას, 87 00:05:39,494 --> 00:05:42,824 იმისათვის რომ ესწავლათ რაიმე ახალი და რთული, 88 00:05:42,824 --> 00:05:48,567 მათი ნეირონები ტვინში ახალ და უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებდნენ 89 00:05:48,567 --> 00:05:52,192 და ასე, დროსთან ერთად ისინი გახდებოდნენ უფრო გონიერები. 90 00:05:52,192 --> 00:05:54,993 ხო და შეხედეთ რა მოხდა: ამ კვლევაში, 91 00:05:54,993 --> 00:05:58,592 სტუდენტები, რომლებსაც არ ვასწავლეთ ასეთი ზრდის მენტალიტეტი, 92 00:05:58,592 --> 00:06:04,223 აგრძელებდნენ უფრო და უფრო დაბალი ნიშნების მიღებას სკოლის რთულ პერიოდში, 93 00:06:04,223 --> 00:06:10,427 მაგრამ ისინი, რომლებსაც ეს ვასწავლეთ, აღწევდნენ ნიშნების მკვეთრ გაუმჯობესებას. 94 00:06:11,187 --> 00:06:17,302 ჩვენ ასეთი ტიპის განვითარება, ათასობით ბავშვისთვის ვაჩვენეთ, 95 00:06:17,302 --> 00:06:23,279 განსაკუთრებით პრობლემების მქონე მოსწავლეებში. 96 00:06:23,839 --> 00:06:27,541 ხო და მოდით ვილაპარაკოთ თანასწორობაზე. 97 00:06:28,291 --> 00:06:32,553 ჩვენ ქვეყანაში, არიან სტუდენტების ჯგუფები, 98 00:06:32,553 --> 00:06:35,372 რომლებიც ქრონიკულად ცუდად სწავლობენ. 99 00:06:35,372 --> 00:06:38,354 მაგალითად, ბავშვები გარეუბნებიდან, 100 00:06:38,354 --> 00:06:42,197 ან ბავშვები ადგილობრივი ამერიკელების დასახლებებიდან. 101 00:06:42,197 --> 00:06:46,043 ისინი ისეთ ცუდ შედეგებს იღებდნენ და იმდენი ხნის განმავლობაში, 102 00:06:46,043 --> 00:06:49,043 რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს გარდაუვალია, 103 00:06:49,043 --> 00:06:52,862 მაგრამ როცა განმანათლებლები ქმნიან "ჯერ"-ით გაჟღენთილ, 104 00:06:52,892 --> 00:06:57,442 ზრდის მენტალიტეტზე აგებულ კლასებს, 105 00:06:57,442 --> 00:07:00,727 თანასწორობა იქმნება. 106 00:07:00,727 --> 00:07:05,027 აი რამდენიმე მაგალითი. 107 00:07:05,027 --> 00:07:11,157 ერთ წელიწადში, ჰარლემის, ნიუ იორკის ერთ-ერთი საბავშო ბაღის კლასმა 108 00:07:11,157 --> 00:07:18,634 95% შეფასება აჩვენა ეროვნული მიღწევების ტესტში. 109 00:07:18,634 --> 00:07:25,870 ამ ბავშვების დიდ ნაწილს, ფანქრის დაჭერაც კი არ შეეძლო სკოლაში რომ მოვიდნენ. 110 00:07:25,872 --> 00:07:30,606 ერთ წელიწადში, მეოთხე კლასის მოსწავლეები, სამხრეთ ბრონქსში, 111 00:07:30,606 --> 00:07:33,497 ბევრად უფრო დაბალი მიღწევებით 112 00:07:33,497 --> 00:07:39,266 გახდნენ ნომერი პირველი მეოთხე კლასი, ნიუ იორკის შტატში 113 00:07:39,266 --> 00:07:43,240 შტატის მათემატიკის ტესტში. 114 00:07:43,240 --> 00:07:47,179 დაახლოებით ერთ, ერთნახევარ წელში, 115 00:07:47,179 --> 00:07:52,672 ადგილობრივი ამერიკული დასახლების სკოლის მოსწავლეები, 116 00:07:52,672 --> 00:07:59,471 მათი რაიონის ბოლო ადგილიდან ავიდნენ სულ პირველამდე, 117 00:07:59,471 --> 00:08:05,193 და ეს რაიონი, სიეტლის მდიდარ ნაწილებსაც მოიცავდა. 118 00:08:05,193 --> 00:08:12,484 ანუ ადგილობრივმა ბავშვებმა გაუსწრეს "მაიკროსოფთის ბავშვებს". 119 00:08:12,484 --> 00:08:15,731 ეს იმიტომ მოხდა, რომ მათთვის ძალისხმევის და სირთულის 120 00:08:15,731 --> 00:08:20,368 მნიშვნელობა შეიცვალა: 121 00:08:20,368 --> 00:08:24,800 მანამდე, ძალისხმევა და სირთულე, 122 00:08:24,800 --> 00:08:29,743 მათ თავს სულელად აგრძნობინებდა, თავის დანებებას ანდომებდა, 123 00:08:29,743 --> 00:08:33,207 მაგრამ ახლა მათთვის ძალისხმევა და სირთულე - 124 00:08:33,207 --> 00:08:37,203 ის დროა, როცა მათი ნეირონები ახალ კავშირებს ქმნიან, 125 00:08:37,203 --> 00:08:38,968 უფრო ძლიერ კავშირებს. 126 00:08:38,968 --> 00:08:42,509 აი, ამ დროს ხდებიან ისინი უფრო გონიერები. 127 00:08:42,509 --> 00:08:47,852 ცოტა ხნის წინ 13 წლის ბიჭისგან წერილი მივიღე. 128 00:08:47,852 --> 00:08:51,761 ის ამბობდა: "ძვირფასო პროფესორო დვეკ, 129 00:08:51,761 --> 00:08:58,395 მე ვაფასებ, რომ თქვენი ნაწერი სოლიდურ სამეცნიერო კვლევაზეა დაფუძნებული 130 00:08:58,395 --> 00:09:03,981 და ამიტომ გადავწვიტე გამოვიყენო. 131 00:09:03,981 --> 00:09:07,736 მე მეტ ძალისხმევას ვდებ ჩემი სკოლის დავალებებში, 132 00:09:07,736 --> 00:09:10,867 ჩემ ურთიერთობებში ოჯახთან 133 00:09:10,867 --> 00:09:15,302 და ჩემ ურთიერთობებში ბავშვებთან სკოლაში 134 00:09:15,302 --> 00:09:22,116 და მე უზარმაზარი გაუმჯობესება მქონდა ყველა ამ სფეროში. 135 00:09:22,116 --> 00:09:27,585 ახლა ვხვდები, რომ აქამდე ცხოვრება გამიფლანგავს" 136 00:09:29,155 --> 00:09:34,785 მოდი აღარ გავფლანგოთ მეტი ცხოვრება, 137 00:09:34,785 --> 00:09:38,727 რადგან როცა ჩვენ უკვე ვიცით, 138 00:09:38,727 --> 00:09:44,049 რომ შესაძლებლობების ასეთი ზრდა შეიძლება, 139 00:09:44,049 --> 00:09:50,498 ყველა ბავშვის ფუნდამენტური ადამიანური უფლება ხდება, 140 00:09:50,498 --> 00:09:56,933 იცხოვროს ისეთ ადგილებში, სადაც ეს ზრდა იქმნება, 141 00:09:56,933 --> 00:10:03,041 იცხოვროს ადგილებში, რომლებიც სავსეა "ჯერ"-ით! 142 00:10:03,041 --> 00:10:04,718 მადლობა. 143 00:10:04,718 --> 00:10:07,499 (აპლოდისმენტები)