Return to Video

კლიმატური ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, ატომური ენერგია გვჭირდება

  • 0:00 - 0:04
    მარტივია დაივივიწყოთ, რომ გასულ ღამეს,
  • 0:04 - 0:08
    ერთი მილიარდი ადამიანი ელექტროენერგიის
    გარეშე წავიდა დასაძინებლად.
  • 0:08 - 0:10
    ერთი მილიარდი.
  • 0:10 - 0:15
    ორ-ნახევარ მილიარდ ადამიანს
    სამზარეულო საწვავსა,
  • 0:15 - 0:18
    ან გათბობაზე წვდომა არ ჰქონდა.
  • 0:18 - 0:21
    ეს ის პრობლემებია,
    რომლებიც განვითარებად სამყაროს აქვს
  • 0:21 - 0:24
    და ჩვენთვის მარტივია არ თანავუგრძნოთ
  • 0:24 - 0:26
    იმ ადამიანებს, რომლებიც
    თითქოს ჩვენგან ასე შორს არიან.
  • 0:26 - 0:30
    მაგრამ ჩვენ სამყაროშიც,
    განვითარებულ სამყაროში,
  • 0:30 - 0:33
    ვხედავთ ეკონომიკის სტაგნაციას,
  • 0:33 - 0:36
    რომელიც ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების
    ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
  • 0:36 - 0:39
    ეკონომიკის ყველა დარგში ვხედავთ ამას,
  • 0:40 - 0:43
    სადაც ჩართულმა ადამიანებმა
    მომავლის იმედი დაკარგეს
  • 0:43 - 0:45
    და სასოწარკვეთილები არიან
    აწმყოსთან მიმართებით.
  • 0:45 - 0:48
    ამის მაჩვენებელია ბრექსიტი.
  • 0:48 - 0:51
    ეს ჩანს ჩემ ქვეყანაში,
    სანდერს/ტრამპის კამპანიებში.
  • 0:52 - 0:55
    მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი,
  • 0:55 - 0:59
    რომლებიც განვითარებად სამყაროს
    უახლოვდებიან,
  • 0:59 - 1:00
    მაგალითად ჩინეთში,
  • 1:00 - 1:03
    ვხედავთ სირთულეებს,
    რომელიც პრეზიდენტ შის აქვს
  • 1:03 - 1:08
    როცა ის ქვანახშირის ინდუსტრიაში
    დასაქმებიდან უამრავ ადამიანს ათავისუფლებს,
  • 1:08 - 1:11
    რომლებიც საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ.
  • 1:11 - 1:15
    როცა ჩვენ, როგორც საზოგადოება
    ვარკვევთ თუ როგორ მოვაგვაროთ
  • 1:15 - 1:18
    განვითარებული და განვითარებადი
    სამყაროს პრობლემები,
  • 1:18 - 1:21
    ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ
  • 1:21 - 1:26
    და გავაკონტროლოთ ჩვენი
    გადაწყვეტილებების გავლენა გარემოზე.
  • 1:26 - 1:29
    ჩვენ ამ პრობლემაზე 25 წელია ვმუშაობთ,
    რიოს შემდეგ,
  • 1:29 - 1:31
    კიოტოს ოქმით.
  • 1:31 - 1:34
    ჩვენი უახლესი ნაბიჯი პარიზის ხელშეკრულება
  • 1:35 - 1:37
    და შემდგომი კლიმატური შეთანხმებებია,
  • 1:37 - 1:40
    რომელთა რატიფიკაციაც
    მსოფლიო ერების მიერ ხდება.
  • 1:40 - 1:42
    ვფიქრობ, შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ,
  • 1:42 - 1:45
    რომ ეს შეთანხმებები, რომლებიც
    ნებაყოფლობით შეზღუდვებზეა,
  • 1:45 - 1:48
    სადაც ერებმა თავად თქვეს,
    რისი გაკეთება შეუძლიათ,
  • 1:48 - 1:53
    მხარეების დიდი უმრავლესობისგან
    რეალურია და მოსალოდნელი.
  • 1:53 - 1:55
    სამწუხარო არის ის, რომ ახლა,
  • 1:55 - 1:59
    ეს კლიმატური შეთანხმებები რა შედეგებზე
    უნდა იყოს პასუხისმგებელი,
  • 1:59 - 2:03
    ამის დამოუკიდებელ ანალიზს თუ გადავხედავთ,
  • 2:03 - 2:07
    პრობლემის მასშტაბები
    ჩვენთვის ნათელი ხდება.
  • 2:07 - 2:11
    ეს შეერთებული შტატების ენერგეტიკის
    საინფორმაციო სააგენტოს შეფასებაა,
  • 2:11 - 2:13
    თუ რა მოხდება,
    ქვეყნებმა პარიზში დადებული
  • 2:13 - 2:16
    კლიმატთან დაკავშირებული
    ვალდებულებები რომ განახორციელონ,
  • 2:16 - 2:21
    დღევანდელი დღიდან 2040 წლამდე.
  • 2:21 - 2:25
    ის მსოფლიოში გამოყოფილი
    ნახშირორჟანგის რაოდენობას აჩვენებს
  • 2:25 - 2:28
    მომდენო 30 წლის განმავლობაში.
  • 2:28 - 2:32
    სამი რამეა, რასაც უნდა შეხედოთ
    და შეაფასოთ.
  • 2:32 - 2:35
    პირველი, მომდევნო 30 წლის განმავლობაში
  • 2:35 - 2:39
    ნახშირორჟანგის გამოყოფის
    ზრდაა მოსალოდნელი.
  • 2:39 - 2:42
    კლიმატის კონტროლისთვის,
  • 2:42 - 2:45
    ნახშირორჟანგის გამოყოფა
    ნულამდე უნდა დავიდეს,
  • 2:46 - 2:50
    რადგან მათი დაგროვება იწვევს
    პლანეტაზე ტემპერატურის ზრდას.
  • 2:50 - 2:55
    ეს აჩვენებს, რომ წიაღისეულ საწვავთან
    მარათონს ვაგებთ.
  • 2:56 - 2:57
    მეორე, რაც უნდა შეამჩნიოთ არის ის,
  • 2:57 - 3:02
    რომ გამოყოფის ძირითადი ზრდა
    განვითარებადი ქვეყნებიდან
  • 3:02 - 3:05
    ჩინეთიდან, ინდოეთიდან
    და დანარჩენი მსოფლიოდან მომდინარეობს,
  • 3:05 - 3:09
    რომელიც სამხრეთ აფრიკას,
    ინდონეზიასა და ბრაზილიას მოიცავს,
  • 3:09 - 3:12
    რადგან ამ ქვეყნების უმეტესობა
    თავიანთ ხალხს
  • 3:12 - 3:15
    დაბალი დონის ცხოვრებისკენ მიაქანებს,
  • 3:15 - 3:20
    რაც ჩვენ, განვითარებულ ქვეყნებში,
    თავისთავად მოცემულობად მიგვაჩნია.
  • 3:20 - 3:23
    და ბოლო, რაც ყურადღება მისაქცევია,
  • 3:23 - 3:25
    არის ის, რომ ყოველ წელს
  • 3:25 - 3:32
    დაახლოებით 10 გიგატონა ნახშირბადი
    ემატება ატმოსფეროს
  • 3:33 - 3:36
    და შემდეგ ოკეანესა და მიწას ერევა.
  • 3:36 - 3:41
    ის ემატება 550 გიგატონა
    უკვე არსებულ ნახშირბადს.
  • 3:42 - 3:44
    30 წლის შემდეგ,
  • 3:44 - 3:48
    ჩვენ ჰაერში 850 გიგატონა
    ნახშირბადი გვექნება
  • 3:49 - 3:51
    და ალბათ, გრძელი გზის გავლა მოგვიწევს,
  • 3:51 - 3:58
    ზედაპირის გლობალური ტემპერატურის ზრდა
    2-4 გრადუსამდე რომ შევზღუდოთ,
  • 3:58 - 4:01
    შევაჩეროთ ოკეანის დაჟანგვა
  • 4:01 - 4:04
    და ზღვის დონის ზრდა.
  • 4:04 - 4:08
    ეს პერსპექტივა,
    ადამიანის მიერაა შექმნილი,
  • 4:08 - 4:11
    საზოგადოების ქმედებების შედეგია
  • 4:11 - 4:14
    და ჩვენვე არ უნდა შევეგუოთ,
    არამედ უნდა შევცვალოთ.
  • 4:14 - 4:18
    თუმცა, ამ პრობლემის მასშტაბები
    უნდა გვესმოდეს.
  • 4:18 - 4:21
    სხვადასხვა ერები ენერგიის
    სხვადასხვა წყაროს ირჩევენ.
  • 4:21 - 4:24
    ეს დამოკიდებულია მათ ბუნებრივ რესურსებზე.
  • 4:24 - 4:25
    მათ კლიმატზე.
  • 4:25 - 4:30
    განვითარების გზაზე, რომელსაც ისინი,
    როგორც საზოგადოებები მიჰყვებიან.
  • 4:31 - 4:34
    ასევე იმაზე, თუ პლანეტის ზედაპირის
    რომელ ნაწილში არიან.
  • 4:34 - 4:37
    არიან ისინი იქ,
    სადაც უმეტეს დროს სიბნელეა,
  • 4:37 - 4:39
    თუ არიან ისინი შუა განედებზე?
  • 4:39 - 4:43
    ბევრი რამ დამოკიდებულია
    ქვეყნების არჩევანზე
  • 4:43 - 4:47
    და თითოეული მათგანი განსხვავებულ
    არჩევანს აკეთებს.
  • 4:47 - 4:50
    უდიდესი რამ, რაც უნდა შევაფასოთ,
  • 4:50 - 4:53
    არის ის არჩევანი,
    რომელიც ჩინეთმა გააკეთა.
  • 4:53 - 4:55
    ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება,
  • 4:55 - 4:58
    რომ არჩევანს ქვანახშირზე შეაჩერებს.
  • 4:58 - 5:00
    შეერთებულ შტატებს აქვს ალტერნატივა.
  • 5:00 - 5:04
    ფიქლის გაზის გამოგონების შედეგად,
  • 5:04 - 5:06
    რომელიც ჩვენ შტატებში გვაქვს.
  • 5:06 - 5:08
    მას შეუძლია ბუნებრივ აირზე იმუშაოს,
  • 5:08 - 5:10
    ეს ქმნის ალტერნატივას.
  • 5:10 - 5:14
    ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და
    განვითარების ორგანიზაციას არჩევანი აქვს.
  • 5:14 - 5:18
    მათ აღდგენადი ენერგიის წყარო აქვთ,
    რომელიც გერმანიაში შეუძლიათ განათავსონ,
  • 5:18 - 5:20
    რადგან საკმარისად მდიდარია ამისათვის.
  • 5:20 - 5:25
    ფრანგები და ბრიტანელები
    ატომური ენერგიის მიმართ იჩენენ ინტერესს.
  • 5:25 - 5:28
    აღმოსავლეთ ევროპა,
    ჯერ კიდევ, ძლიერ ერთგული რჩება
  • 5:28 - 5:30
    ბუნებრივი აირის და ქვანახშირის მიმართ
  • 5:30 - 5:33
    იმ ბუნებრივი აირის,
    რომელიც რუსეთიდან მოდის,
  • 5:33 - 5:35
    მთელი მისი პრობლემებით.
  • 5:36 - 5:38
    ჩინეთს უფრო ნაკლები არჩევანი აქვს
  • 5:38 - 5:41
    და უფრო რთული სიტუაცია
    პრობლემის გადასაწყეტად.
  • 5:42 - 5:45
    თუ შეხედავთ ჩინეთს
    და ჰკითხავთ საკუთარ თავს,
  • 5:45 - 5:47
    რატომ იყო ნახშირი მისთვის
    ასეთი მნიშვნელოვანი,
  • 5:47 - 5:49
    უნდა გაიხსენოთ ჩინეთმა რა გააკეთა.
  • 5:50 - 5:53
    ჩინეთმა ხალხი მიიყვანა ენერგიამდე,
    ენერგია კი არ მიიყვანა ხალხამდე.
  • 5:53 - 5:56
    მან სოფლების ელექტროფიკაცია
    კი არ მოახდინა,
  • 5:56 - 5:58
    არამედ უბრანიზება განიცადა.
  • 5:58 - 6:02
    ურბანიზება მოხდა დაბალანაზღაურებადი
    მუშახელისა და დაბალფასიანი ენერგიის ხარჯზე
  • 6:02 - 6:04
    ექსპორტის ინდუსტრიის შექმნით,
  • 6:04 - 6:07
    რომელსაც უდიდესი ზრდა შეუძლია დააფინანსოს.
  • 6:08 - 6:10
    თუ ჩინეთის მაგალითს შევხედავთ,
  • 6:10 - 6:14
    ყველამ ვიცით, რომ ჩინეთში კეთილდღეობის
    დონე მკვეთრად გაიზარდა
  • 6:15 - 6:19
    1980 წელს ჩინეთის მოსახლეობის 80%
  • 6:19 - 6:22
    უკიდურესი სიღარიბის
    ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა,
  • 6:22 - 6:27
    იმ ზღვარს ქვემოთ, როცა ადამიანზე
    დღეში 1.90$ მოდის.
  • 6:27 - 6:30
    2000 წლისთვის კი, ჩინეთის მოსახლეობის
  • 6:30 - 6:35
    მხოლოდ 20% ცხოვრებდა
    უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
  • 6:35 - 6:37
    შესანიშნავი მიღწევაა
  • 6:38 - 6:41
    და უნდა ვაღიაროთ, რომ გარკეული
    სამოქალაქო თავისუფლების ხარჯზე,
  • 6:41 - 6:44
    რომელიც რთული მისაღები
    იქნებოდა დასავლურ სამყაროში.
  • 6:44 - 6:47
    ამ სიმდიდრის გავლენამ,
  • 6:48 - 6:51
    ადამიანებს საშუალება მისცა
    უკეთესი საკვები მიეღოთ;
  • 6:51 - 6:54
    გაეყვანათ წყლის მილები;
  • 6:54 - 6:57
    გაეყვანათ კანალიზაციის მილები;
  • 6:57 - 7:00
    მკვეთრად შემცირებულიყო
    კუჭ-ნაწლავის დაავადებები,
  • 7:00 - 7:04
    თუმცა გარკვეულწილად
    ჰაერის დაბინძურების ხარჯზე.
  • 7:04 - 7:06
    მაგრამ 1980 წელს და დღესაც,
  • 7:06 - 7:11
    ჩინეთში ნომერ პირველი დამღუპველი
    შენობებს შიგნით დაბინძურებული ჰაერია,
  • 7:11 - 7:16
    რადგან ადამიანებს წვდომა არ აქვთ სუფთა
    სამზარეულოსა და სათბურ საწვავზე.
  • 7:16 - 7:20
    დათვლილია, რომ 2040 წელს,
  • 7:20 - 7:25
    ჩინეთში 200 მილიონ ადამიანს
  • 7:25 - 7:29
    სუფთა სამზარეულო საწვავზე
    წვდომა ჯერ კიდევ არ ექნება.
  • 7:29 - 7:33
    მათ სამაგალითო გზა აქვთ გავლილი.
  • 7:33 - 7:38
    ინდოეთმა ასევე უნდა გაუსწოროს
    ხალხის საჭიროებებს თვალი
  • 7:38 - 7:41
    და ის ამის გაკეთებას ქვანახშირის
    დაწვით აპირებს.
  • 7:41 - 7:46
    როდესაც ინდოეთში ნახშირის წვის შესახებ,
    EIA-ს პროგნოზებს ვუყურებთ,
  • 7:46 - 7:52
    ინდოეთი თითქმის 4-ჯერ მეტ ენერგიას
    ქვანახშირისგან მოიმარაგებს,
  • 7:52 - 7:55
    ვიდრე აღდგენადი ენერგიისაგან.
  • 7:55 - 7:58
    არა იმიტომ, რომ ალტერნატიული
    საშუალებები არ იციან,
  • 7:58 - 8:02
    არამედ იმიტომ, რომ მდიდარ ქვეყნებს
    არჩვენის საშუალება აქვთ,
  • 8:02 - 8:06
    ღარიბი ქვეყნები კი აკეთებენ,
    რაც სავალდებულოა.
  • 8:06 - 8:11
    რა შეგვიძლია გავაკეთოთ ნახშირის გამოყოფის
    დროზე შესაჩერებლად?
  • 8:11 - 8:16
    რა შეგვიძლია გავაკეთოთ,
    რომ არსებული პროგნოზი შევცვლოთ?
  • 8:16 - 8:21
    რადგან ეს პროგნოზი შეგვიძლია შევცვალოთ,
    თუ ამის სურვილი გვექნება.
  • 8:21 - 8:25
    პირველ რიგში, პრობლემის მასშტაბზე
    უნდა დავფიქრდეთ.
  • 8:25 - 8:27
    მიმდინარე წელსა და 2040 წელს შორის,
  • 8:27 - 8:33
    800-დან 1600-მდე ახალი ნახშირის საწარმო
    იქნება აშენებული მსოფლიოში.
  • 8:33 - 8:39
    ამ კვირაში, ერთიდან სამამდე 1 გიგავატიანი
    სიმძლავრის ქვანახშირის საწარმო
  • 8:39 - 8:42
    ირთვება მსოფლიოში.
  • 8:42 - 8:46
    ეს ხდება, იმის მიუხედავად რა გვინდა,
  • 8:46 - 8:49
    რადგან ადამიანები,
    რომლებიც საკუთარ ქვეყნებს მართავენ,
  • 8:49 - 8:51
    თავისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოდიან
  • 8:51 - 8:56
    და გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება
    მათი მოქალაქეების ინტერესებშია
  • 8:56 - 9:00
    და ესეც მოხდება
    თუ მათ უკეთესი ალტერნატივა არ ექნებათ.
  • 9:00 - 9:03
    ყოველი 100 ასეთი ნახშირის საწარმოზე
  • 9:03 - 9:06
    დაიხარჯება დედამიწის კლიმატის ბიუჯეტის
  • 9:06 - 9:09
    1%-დან 3%-მდე.
  • 9:09 - 9:13
    ასე რომ, ყოველდღე სახლში მისვლისას,
    როცა ფიქრობთ რა მოიმოქმედოთ
  • 9:13 - 9:15
    გლობალურ დათბობის წინააღმდეგ,
  • 9:15 - 9:16
    კვირის ბოლოს გახსოვდეთ,
  • 9:16 - 9:21
    რომ ვიღაცამ ნახშირის საწარმო ჩართო,
    რომელიც 50 წელი იმუშავებს
  • 9:21 - 9:26
    და მისი შეცვლის საშუალებას არ მოგცემთ.
  • 9:26 - 9:30
    ის, რაც დაგვავიწყდა არის,
    რაზეც ვინოდ ხოსლა საუბრობდა.
  • 9:30 - 9:33
    ეთნიკურად ინდოელი,
    მაგრამ ამერიკელი კაპიტალისტი
  • 9:33 - 9:37
    მან ჯერ კიდევ ადრეულ 2000-იანებში თქვა:
  • 9:37 - 9:40
    თუ ჩინეთის და ინდოეთის
    წიაღისეული საწვავისგან ჩამოშორება გინდოდათ
  • 9:40 - 9:45
    უნდა შეგექმნათ ტექნოლოგია,
    რომელიც "ჩინდიოეთის" ტესტს ჩააბარებდა.
  • 9:45 - 9:48
    "ჩინდოეთი" ორი სიტყვის შეერთებაა.
  • 9:48 - 9:50
    პირველ რიგში,
    ის შესრულებადი უნდა ყოფილიყო,
  • 9:50 - 9:54
    რაც ტექნიკურად ნიშნავს, რომ მათ
    ამის დანერგვა თავისთან უნდა შეძლებოდათ
  • 9:54 - 9:59
    და მათ მოსახლეობას ეს უნდა მიეღო.
  • 9:59 - 10:05
    მეორე: ტექნოლოგია მასშტაბებში
    გაფართოებადი უნდა ყოფილიყო,
  • 10:05 - 10:10
    რომ ისეთივე სარგებელი მოეტანა
    და იმავე გრაფიკით,
  • 10:10 - 10:12
    როგორც წიაღისეულ საწვავს
  • 10:12 - 10:16
    და შეძლებოდათ იმ ცხოვრებით ტკბობა,
    რომელსაც ჩვენ მოცემულობად მივიჩნევთ.
  • 10:16 - 10:19
    მესამე: ის ფინანსურად თვითკმარი
    უნდა ყოფილიყო,
  • 10:19 - 10:22
    სუბსიდიების გარეშე.
  • 10:22 - 10:24
    მას საკუთარი თავის შენახვა უნდა შეძლებოდა,
  • 10:24 - 10:28
    ის ვერ იმუშავებდა ამდენი ხალხისთვის,
  • 10:28 - 10:32
    თუ ეს ქვეყნები თხოვნას დაუწყებდნენ,
  • 10:32 - 10:35
    ან თუ ზოგიერთი ქვეყანა ვაჭრობაზე
    უარით დაემუქრებოდა,
  • 10:35 - 10:40
    იმის სანაცვლოდ,
    რომ მათ ტექნოლოგია შეეცვალათ.
  • 10:40 - 10:42
    თუ "ჩინდიოეთის" ტესტს შეხედავთ,
  • 10:42 - 10:45
    ჩვენ უბრალოდ არ მოგვიფიქრებია
    ალტერნატივები,
  • 10:45 - 10:47
    რომლებიც ამ ტესტს შეესაბამება.
  • 10:47 - 10:51
    EIA-ს პროგნოზი შემდეგს გვეუბნება:
  • 10:51 - 10:55
    ჩინეთი აშენებს 800 გიგავატ ნახშირის,
  • 10:55 - 10:58
    400 გიგავატ ჰიდრო
  • 10:58 - 11:01
    და დაახლოებით 200 გიგავატ
    სიმძლავრის ატომურ სადგურებს
  • 11:01 - 11:04
    ასევე ენერგო ეკვივალენტურად
    ჩასანაცვლებლად,
  • 11:04 - 11:08
    დაახლოებით 100 გიგავატ
    აღდგენადი ენერგიისას.
  • 11:08 - 11:10
    800 გიგავატიანი ნახშირის სადგური.
  • 11:10 - 11:12
    ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა,
    რომ ამის ხარჯი,
  • 11:12 - 11:14
    სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთ იციან.
  • 11:14 - 11:17
    ასევე ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესად იციან
    მათი საჭიროებები,
  • 11:17 - 11:20
    მაგრამ ესაა რასაც მიზნად ისახავენ
    2040 წლისთვის,
  • 11:20 - 11:23
    თუ უკეთეს ალტერნატივას არ შევთავაზებთ.
  • 11:23 - 11:25
    უკეთეს ალტერნატივას,
  • 11:25 - 11:27
    რომელიც "ჩინდოეთის" ტესტს ჩააბარებდა.
  • 11:27 - 11:30
    თუ ყველა არსებულ ალტერნატივას გადახედავთ,
  • 11:30 - 11:32
    ამ ტესტის ჩაბარების
    ორი რეალური კანდიდატია.
  • 11:32 - 11:36
    პირველი, ახალ ატომურ სადგურებს ეხება,
    რომელზეც რამდენიმე წუთში ვიტყვი
  • 11:36 - 11:39
    ეს ატომური სადგურების ახალი თაობაა,
    რომლებიც შემუშავების პროცესშია
  • 11:39 - 11:40
    მთელ მსოფლიოში
  • 11:40 - 11:44
    და ადამიანები, ვინც ამას ქმნიან ამბობენ,
  • 11:44 - 11:48
    რომ საცდელ მდგომარეობამდე მათი მიყვანა,
    2025 წლისათვისაა შესაძლებელი
  • 11:48 - 11:52
    და თუ ნება იქნა გაფართოებადია
    2030 წლისათვის.
  • 11:52 - 11:55
    მეორე ალტერნატივა, რომელიც დროზე მოესწრება
  • 11:55 - 11:58
    დიდი ზომის მზის ელექტროსადგურებია,
    რომლებიც ბუნებრივი აირითაა დაზღვეული,
  • 11:58 - 12:00
    რომელიც შეგვიძლია დღეს გამოვიყენოთ.
  • 12:01 - 12:04
    ბატარეების მაგივრად, რომლებიც
    ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
  • 12:04 - 12:08
    მაშ, რა აფერხებს ახალ ატომურ სადგურებს?
  • 12:08 - 12:12
    მოძველებული რეგულაციები და აზროვნება.
  • 12:12 - 12:16
    ჩვენ არ გამოგვიყენებია უახლესი მეცნიერული
    აზროვნება რადიაციულ ჯანმრთელობაზე
  • 12:16 - 12:19
    რომ გადავიაზრით როგორ
    ვესაუბრებით ამაზე საზოგადოებას
  • 12:19 - 12:22
    და როგორ ვმართავთ
    ახალი ბირთვული რეაქტორების ტესტირებას.
  • 12:22 - 12:24
    ჩვენ ახალი სამიცნიერო ცოდნა გვაქვს,
  • 12:24 - 12:31
    რომელიც ატომური ინდუსტრიის რეგულრების
    გასაუმჯობესებლად უნდა გამოვიყენოთ.
  • 12:31 - 12:34
    ასევე ჩვენ გვაქვს აზროვნება,
  • 12:34 - 12:36
    რომლის თანახმადაც
    ატომური სადგურის აგებას,
  • 12:36 - 12:39
    25 წელი და 2-დან 5 მილიარდამდე
    დოლარი სჭირდება.
  • 12:39 - 12:42
    ეს ისტორიულად,
    სამხედრო აზროვნებიდან მომდინარეობს,
  • 12:42 - 12:45
    ადგილებიდან სადაც
    ატომური ენერგია წარმოიშვა.
  • 12:45 - 12:47
    ეს ახალი ატომური საწარმოები ამბობენ,
  • 12:47 - 12:51
    რომ შეუძლიათ კილოვატსაათი ენერგია
    5 ცენტად მოგვაწოდონ.
  • 12:51 - 12:54
    ეს შეუძლიათ 100 გიგავატისთვის წელიწადში.
  • 12:54 - 12:57
    მათ საცდელად ამის გაშვება
    2025 წლისათვის შეუძლიათ
  • 12:57 - 13:00
    და საშუალებას თუ მივცემთ
  • 13:00 - 13:03
    შეუძლიათ სრულ მასშტაბებამდე
    2030 წლისთვის გააფართოვონ.
  • 13:04 - 13:08
    ამ წუთს ჩვენ ფაქტიურად სასწაულს ველით
  • 13:08 - 13:10
    და ის რაც გვჭირდება არჩევანის საშუალებაა.
  • 13:10 - 13:13
    თუ ეს ვერ მოხდება უსაფრთხოდ,
    თუ ეს ვერ მოხდება იაფად,
  • 13:13 - 13:15
    მაშინ ის არ უნდა დაინერგოს.
  • 13:15 - 13:18
    ის რაც თქვენგან მინდა
    არა იდეის გავრცელებაა,
  • 13:18 - 13:20
    არამედ ის, რომ მისწეროთ
    თქვენს ლიდერებს,
  • 13:20 - 13:24
    მისწეროთ არასამთავრობო ორგანიზაციების
    ხელმძღვანელებს, რომლებსაც მხარს უჭერთ
  • 13:24 - 13:27
    და უთხარით რომ თქვენ მოგცენ
    არჩევანის საშუალება და არა წარსულს
  • 13:27 - 13:29
    დიდი მადლობა.
  • 13:29 - 13:33
    (აპლოდისმენტები)
Title:
კლიმატური ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, ატომური ენერგია გვჭირდება
Speaker:
ჯო ლასიტერი
Description:

ჯო ლასიტერი სიღრმისეულად მოაზროვნე და პირდაპირი პიროვნებაა, რომელიც კონცენტრირდება დაბალ ხარჯიანი ენერგიის სუფთა, დაცული და ნახშირბად-ნეიტრალური წყაროების განვითარებაზე. მსოფლიოს ენერომომარაგების მისეული ანალიზი, ატომური ენერგიის მწვავე საკითზე ფოკუსირდება, მათ შორის ატომური სადგურების ახალ დიზაინებზე, რომლებიც ეკონომიკურ კონკურენციას გაუწევენ წიაღისეულ საწვავს. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ატომური ენერგია უფრო უსაფრთხო და იაფი გავხადოთ, ვიდრე ეს წარსულში იყო, ამბობს ლასიტერი. ახლა, ჩვენ გეზი ამ მიმართულებით უნდა ავიღოთ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
13:46

Georgian subtitles

Revisions