Return to Video

მომდევნო ნაბიჯი ნანოტექნოლოგიაში

  • 0:00 - 0:04
    მოდი წარმოვიდგინოთ მოქანდაკე,
    რომელიც ქანდაკებას ქმნის,
  • 0:04 - 0:06
    უბრალოდ თავისი სატეხით კვეთს.
  • 0:06 - 0:09
    მიქელანჯელომ ეს ეფექტურად აღწერა,
    როდესაც თქვა:
  • 0:09 - 0:12
    "ქვის ყოველი ბლოკის შიგნით ქანდაკებაა
  • 0:12 - 0:15
    და მოქანდაკის ამოცანაა ის აღმოაჩინოს".
  • 0:15 - 0:18
    რა იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყო
  • 0:18 - 0:20
    და არა მყარი ქვის ბლოკებისგან,
  • 0:20 - 0:23
    არამედ მტვრის მილიონობით ნაწილაკისგან
  • 0:23 - 0:26
    როგორღაც ქანდაკება შეეწებებინა.
  • 0:26 - 0:27
    ვიცი, ეს აბსურდული იდეაა
  • 0:27 - 0:29
    და ალბათ შეუძლებელიც.
  • 0:29 - 0:32
    მტვრის ნაწილაკებისაგან
    ქანდაკების მიღების ერთადერთი გზაა,
  • 0:32 - 0:34
    როცა ქანდაკება თავისით შენდება.
  • 0:34 - 0:38
    მილიონობით ნაწილაკს,
    როგორღაც რომ ვაიძულოთ
  • 0:38 - 0:40
    ქანდაკებად შეერთდეს.
  • 0:40 - 0:42
    რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს,
  • 0:42 - 0:46
    თითქმის ამავე პრობლემაზე
    ვმუშაობ ლაბორატორიაში.
  • 0:46 - 0:47
    უბრალოდ ქვით კი არ ვაშენებ,
  • 0:47 - 0:49
    არამედ ნანომასალებით.
  • 0:49 - 0:53
    ისინი წარმოუდგენლად მცირე,
    განსაცვიფრებელი ობიექტებია.
  • 0:53 - 0:56
    ისეთი მცირე, რომ ეს პულტი
    ნანონაწილაკი რომ ყოფილიყო,
  • 0:56 - 0:59
    მაშინ ადამიანის თმა,
    მთლიანად ამ ოთახის ზომა იქნებოდა.
  • 0:59 - 1:03
    ისინი იმ დარგის მამოძრავებელი ძალაა,
    რომელსაც დღეს ნანოტექნოლოგიას ვეძახით,
  • 1:03 - 1:05
    რომელზეც დარწმუნებული ვარ,
    რომ ყველას გვსმენია
  • 1:05 - 1:08
    თუ როგორ შეცვლის ის ყველაფერს.
  • 1:08 - 1:09
    როდესაც მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი,
  • 1:09 - 1:13
    ყველაზე მაგარი დრო იყო
    ნანოტექნოლოგიაში სამუშაოდ.
  • 1:13 - 1:16
    სამეცნიერო გარღვევები გამუდმებით ხდებოდა.
  • 1:16 - 1:17
    ხმაურიანი კონფერენციები იყო
  • 1:17 - 1:21
    და სპონსორებისგან
    ტონობით ფული შემოდიოდა.
  • 1:21 - 1:22
    მიზეზი ისაა,
  • 1:22 - 1:24
    რომ უზომოდ პატარა ნაწილაკებზე,
  • 1:24 - 1:27
    იმისგან განსხვავებყლი ფიზიკის წესები
    მოქმედებს, რაც ჩვეულებრივი ზომის საგნებზე,
  • 1:27 - 1:29
    ისეთებზე, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება.
  • 1:29 - 1:31
    ფიზიკაში ამას კვანტურ მექანიკას ვეძახით,
  • 1:31 - 1:34
    რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ
    მცირედი ცვლილების შეტანით,
  • 1:34 - 1:36
    როგორიცაა რამდენიმე ატომის დამატება
    ან მოცილება,
  • 1:37 - 1:39
    ან მასალის გადაგრეხა,
  • 1:39 - 1:41
    შეგვიძლია ნაწილაკები
    ზუსტ ქმედებებზე მოვმართოთ.
  • 1:41 - 1:43
    ეს იდეალური ინსტრუმენტივითაა.
  • 1:43 - 1:46
    გრძნობთ, რომ თითქოს
    ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ...
  • 1:46 - 1:47
    და ჩვენ ასეც ვაკეთებდით
  • 1:47 - 1:50
    ჩვენში, ჩემი თაობის
    მაგისტრანტებს ვგულისხმობ.
  • 1:50 - 1:54
    ვცდილობდით ნანომასალისგან
    სწრაფი კომპიუტერები შეგვექმნა.
  • 1:54 - 1:57
    კვანტურ წერტილებს ვქმნიდით,
    რომლებიც როდესმე თქვენს სხეულში შეაღწევდა
  • 1:57 - 1:59
    დაავადების იპოვიდა და დაამარცხებდა.
  • 1:59 - 2:02
    ისეთი ჯგუფებიც კი არსებობდნენ,
    რომლებიც ცდილობდნენ
  • 2:02 - 2:05
    ნახშირბადის ნანომილებისგან
    კოსმოსში მიმავალი ლიფტი შეექმნათ.
  • 2:05 - 2:06
    შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეს მართლაც ასეა.
  • 2:07 - 2:09
    ასეა თუ ისე, ვიფიქრეთ
    ეს გავლენას მოახდენდა
  • 2:09 - 2:12
    მეცნიერების ყველა დარგსა და ტექნლოგიაზე:
    კომპიუტერული სფეროდან მედიცინამდე
  • 2:12 - 2:13
    და უნდა ვაღიარო,
  • 2:13 - 2:16
    რომ სრულად გავყევი ამ დინებას...
  • 2:16 - 2:18
    ბოლომდე.
  • 2:19 - 2:20
    მაგრამ ეს 15 წლის წინ იყო
  • 2:22 - 2:25
    საოცარი სამეცნიერო საქმე შესრულდა,
    ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაო.
  • 2:25 - 2:26
    ბევრი რამ ვისწავლეთ.
  • 2:26 - 2:30
    ვერ შევძელით ეს მეცნიერება
    ახალ ტექნოლოგიებში გამოგვეყენებინა.
  • 2:30 - 2:33
    ტექნოლოგიებში, რომლებიც
    ხალხზე მოახდენდა გავლენას
  • 2:33 - 2:35
    და მიზეზი ისაა, რომ ეს ნანომასალები
  • 2:36 - 2:37
    ორლესულა ხმლებივითაა.
  • 2:37 - 2:39
    ზუსტად ის, რის გამოც ისინი
    ასეთი საინტერესოა,
  • 2:39 - 2:41
    მათი მცირე ზომა,
  • 2:41 - 2:43
    ასევე მათთან მუშაობას შეუძლებელს ხდის.
  • 2:43 - 2:47
    ეს თითქმის იგივეა, რაც მტვრის
    ნაწილაკებისგან ქანდაკება შექმნა.
  • 2:47 - 2:51
    უბრალოდ საკმარისად პატარა ხელსაწყოები
    არ გვაქვს მათთან სამუშაოდ,
  • 2:51 - 2:53
    მაგრამ რომც გვქონოდა,
    მაინც აზრი არ ექნებოდა,
  • 2:53 - 2:57
    რადგან მილიონობით ნაწილაკს
    სათითაოდ ვერ შევაერთებდით
  • 2:57 - 2:58
    ტექნოლოგიის შესაქმნელად.
  • 2:59 - 3:00
    ამის გამო,
  • 3:00 - 3:02
    ყველა იმედი და მთელი მღელვარება
  • 3:02 - 3:05
    უბრალოდ იმედად და მღელვარებად დარჩა.
  • 3:05 - 3:08
    ჩვენ არ გავქვს დაავადებასთან
    მებრძოლი არანაირი ნანობოტები,
  • 3:08 - 3:09
    არანაირი ლიფტი კოსმოსისკენ
  • 3:09 - 3:13
    და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს,
    რანაირი ახალი ტიპის კომპიუტერები.
  • 3:13 - 3:17
    ეს უკანასკნელი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
  • 3:17 - 3:18
    ჩვენ მივეჩვიეთ,
  • 3:18 - 3:21
    რომ კომპიუტერული წინსვლა
    უსაზღვროდ უნდა გრძელდებოდეს.
  • 3:21 - 3:23
    ამ იდეაზე მთელი ეკონომიკები ავაშენეთ.
  • 3:24 - 3:25
    ეს ტემპი იმიტომ არსებობს,
  • 3:25 - 3:27
    რომ სულ უფრო მეტი და მეტი მოწყობილობა
  • 3:27 - 3:29
    შეგვიძლია დავატიოთ ერთ ჩიპზე.
  • 3:29 - 3:32
    რაც უფრო პატარავდება ეს
    მოწყობილებები ზომაში,
  • 3:32 - 3:34
    მით უფრო სწრაფი ხდება,
    ნაკლებ ენერგიას მოიხმარს
  • 3:34 - 3:35
    და იაფდება.
  • 3:35 - 3:39
    ეს ერთობლიობა გვაძლევს
    ამ წარმოუდგენელ ტემპს.
  • 3:39 - 3:41
    მაგალითისთვის:
  • 3:41 - 3:46
    ოთახის ზომის კომპიუტერი რომ ავიღოთ,
    რომელმაც სამი კაცი
  • 3:46 - 3:49
    მთვარეზე გაუშვა და დააბრუნა
    და როგორღაც დავპრესოთ.
  • 3:49 - 3:52
    თავის დროზე მსოფლიოს უძლიერესი
    კომპიუტერი რომ დავპრესოთ,
  • 3:52 - 3:54
    ისე რომ სმარტფონის ზომის გახდეს...
  • 3:54 - 3:56
    თქვენი ჩვეულებრივი სმარტფონი,
  • 3:56 - 3:59
    რომელზეც 300$ დახარჯეთ
    და რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ცვლით,
  • 3:59 - 4:01
    ამ კომპიუტერს გააცამტვერებდა.
  • 4:01 - 4:03
    იმედები გაგიცრუვდებოდათ.
  • 4:03 - 4:06
    ის ვერ შეძლელბდა იმას,
    რასაც თქვენი სმარტფონი აკეთებს,
  • 4:06 - 4:07
    ნელი იქნებოდა.
  • 4:07 - 4:09
    მასზე ვერაფერს ჩაწერდით.
  • 4:09 - 4:12
    თუ გაგიმართლებდათ,
    ალბათ "მოსიარულე მკვდრების" ეპიზოდის
  • 4:12 - 4:14
    პირველი ორი წუთის ყურებას შეძლებდით.
  • 4:14 - 4:15
    (სიცილი)
  • 4:15 - 4:17
    საქმე იმაშია, რომ პროგრესი არაა
    თანდათანობითი.
  • 4:17 - 4:19
    პროგრესი დაუცხრომელია.
  • 4:19 - 4:20
    ის ექსპონენციალურია.
  • 4:20 - 4:22
    პროგრესი ზრდადია წლიდან წლამდე
  • 4:22 - 4:24
    და როდესაც ერთი თაობის ტექნოლოგიებს
  • 4:24 - 4:26
    მომდევნო თაობისას ადარებთ
  • 4:26 - 4:28
    ისინი თითქმის ამოუცნობია.
  • 4:28 - 4:31
    ჩვენ ვალდებულები ვართ ეს
    პროგრესი გავაგრძელოთ.
  • 4:31 - 4:34
    გვინდა იგივე ვთქვათ დღეიდან
    10, 20, 30 წლის შემდეგაც:
  • 4:35 - 4:37
    შეხედეთ რას მივაღწიეთ
    გასული 30 წლის მანძილზე.
  • 4:37 - 4:40
    თუმცა, ვიცით, რომ ეს პროგრესი
    უსასრულოდ შეიძლება ვერ გაგრძელდეს.
  • 4:40 - 4:42
    ფაქტობრივად,
    "წვეულება" ნელ-ნელა ცხრება
  • 4:42 - 4:45
    და ახლა რაღაც "ბოლო ჭიქის დალევას" ჰგავს.
  • 4:45 - 4:46
    თუ ღრმად ჩავიხედავთ,
  • 4:46 - 4:49
    ბევრი ნიშნით,
    როგორიცაა სისწრაფე და წარმადობა,
  • 4:49 - 4:51
    პროგრესი უკვე შეჩერდა.
  • 4:52 - 4:54
    თუ გვინდა, რომ "წვეულება" გაგრძელდეს,
  • 4:54 - 4:56
    ის უნდა ვაკეთოთ,
    რაც ყოველთვის შეგვეძლო.
  • 4:56 - 4:58
    ინოვაცია.
  • 4:58 - 5:00
    ჩვენი ჯგუფის როლი და მისია
  • 5:00 - 5:03
    ნახშირბადის ნანომილების საშუალებით
    სიახლეების დანერგვაა,
  • 5:03 - 5:07
    რადგან ვფიქრობთ, რომ ეს პროგრესის
    სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მოგცემს.
  • 5:07 - 5:09
    მათ სახელი ზუსტად აღწერს,
  • 5:09 - 5:11
    ნახშირბადის ატომების უმცირესი ზომის,
    ღრუ მილები.
  • 5:11 - 5:14
    მათი ეს ნანოგანზომილება,
    უმცირესი ზომა,
  • 5:14 - 5:17
    ნანომილებს გამორჩეულ
    ელექტრონულ თვისებებს სძენს.
  • 5:17 - 5:21
    მეცნიერება გვეუბნება,
    რომ თუ მათ კომპიუტერებში გამოვიყენებთ,
  • 5:21 - 5:24
    წარმადობაში 10-ჯერადი
    გაუმჯობესება გვექნება.
  • 5:24 - 5:28
    ეს რამდენიმე ტექნოლიგიურ
    თაობაზე ნახტომია.
  • 5:29 - 5:30
    ასე რომ ეს ჩვენ გვაქვს.
  • 5:30 - 5:32
    ჩვენ გვაქვს ძალიან
    მნიშვნელოვანი პრობლემა
  • 5:32 - 5:35
    და პრინციპში გვაქვს იდეალური გამოსავალი.
  • 5:35 - 5:36
    მეცნიერება მოგვიწოდებს:
  • 5:36 - 5:39
    "ეს უნდა გავაკეთოთ
    ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად"
  • 5:41 - 5:43
    კარგი. მოდი დავიწყოთ.
  • 5:43 - 5:44
    მოდი გავაკეთოთ ეს.
  • 5:44 - 5:47
    მაგრამ ისევ ორლესულა ხმალს ვეჯახებით.
  • 5:47 - 5:51
    ეს "იდეალური გამოსავალი" შეიცავს მასალას,
    რომელთანაც მუშაობა შეუძლებელია.
  • 5:51 - 5:55
    ერთი კომპიუტერული ჩიპის შესაქმნელად
    მილიარდობით მათგანი უნდა ავაწყო.
  • 5:55 - 5:59
    ეს თითქოს მუდმივი თავსატეხია.
  • 5:59 - 6:01
    ამ ეტაპზე ვთქვით:
    "მოდი, უბრალოდ შევჩრდეთ.
  • 6:01 - 6:03
    მოდი, სხვა გზა ვცადოთ.
  • 6:03 - 6:06
    მოდი, გავარკვიოთ რა გვაკლია.
  • 6:06 - 6:07
    რა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით?
  • 6:07 - 6:09
    რა არის რაც უნდა გაკეთდეს
    და ვერ ვაკეთებთ?"
  • 6:09 - 6:11
    ფილმ "ნათლიმამის" მსგავსად,
  • 6:11 - 6:14
    როდესაც ფრედო საკუთარ ძმას,
    მაიკლს უღალატებს ,
  • 6:14 - 6:15
    ყველამ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო,
  • 6:15 - 6:17
    ფრედო უნდა წავიდეს.
  • 6:17 - 6:18
    (სიცილი)
  • 6:18 - 6:20
    მაგრამ მაიკლი... მას აყოვნებს.
  • 6:20 - 6:21
    კარგით, მივხვდი.
  • 6:21 - 6:23
    მათი დედა ჯერ კიდევ ცოცხალია
    და ეს მას გაანაწყენებს.
  • 6:23 - 6:25
    მაშ, ჩვენ ვიკითხეთ:
  • 6:25 - 6:27
    "რა არის ფრედო ჩვენ შემთხვევაში?"
  • 6:27 - 6:28
    რას ვერ ვუმკლავდებით?
  • 6:28 - 6:30
    რას არ ვაკეთებთ ისეთს,
  • 6:30 - 6:33
    რაც წარმატების მისაღწევადაა საჭირო?
  • 6:33 - 6:37
    ამაზე პასუხი არის,
    რომ ქანდაკება თავისით უნდა აიგოს
  • 6:37 - 6:39
    და ამის საშუალება როგორღაც უნდა ვიპოვოთ:
  • 6:39 - 6:43
    დავარწმუნოთ მილიარდობით ნაწილაკი,
  • 6:43 - 6:46
    რომ თავისით მოახერხოს ტექნოლოგიად აწყობა.
  • 6:46 - 6:50
    ჩვენ ამას მათ მაგივრად ვერ გავაკეთებთ,
    ეს თვითონ უნდა მოახერხონ.
  • 6:50 - 6:53
    ეს რთული და არატრივიალური გზაა,
  • 6:53 - 6:56
    მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი.
  • 6:56 - 6:59
    როგორც აღმოჩნდა,
    ეს პრობლემა არც ისე უცხოა.
  • 7:00 - 7:01
    ჩვენ უბრალოდ, ასე არაფერს ვაშენებთ.
  • 7:01 - 7:03
    ადამიანები ასე არაფერს არ აშენებენ.
  • 7:03 - 7:07
    მაგრამ თუ მიმოიხედავთ,
    მის მაგალითები ყველგანაა.
  • 7:07 - 7:10
    დედაბუნება ყველაფერს ასე ქმნის.
  • 7:10 - 7:12
    ყველაფერი საძირკველიდანაა შექმნილი.
  • 7:12 - 7:13
    შეგიძლიათ პლაჟზე წახვიდეთ,
  • 7:14 - 7:17
    სადაც მარტივ ორგანიზმებს იპოვით,
    რომლებიც პროტეინებს იყენებენ...
  • 7:17 - 7:18
    ძირითადად მოლეკულები...
  • 7:18 - 7:20
    იმისთვის რომ ქვიშის სტრუქტურები შექმნან,
  • 7:20 - 7:21
    უბრალოდ ზღვიდან გამორიყვით.
  • 7:22 - 7:25
    ისინი არაჩვეულრბრივ, რადიკალურად
    განსხვავებულ არქიტექტურას ქმნიან.
  • 7:25 - 7:28
    ბუნება ჩვენსავით უხეში არ არის,
    უბრალოდ რომ ჩეხოს.
  • 7:28 - 7:29
    ის ელეგანტური და ჭკვიანია.
  • 7:29 - 7:32
    იმით აშენებს, რაც ხელმისაწვდომია,
    მოლეკულას მოლეკულას ადებს
  • 7:32 - 7:35
    და ისეთი სირთულის
    და განსხვავებების სტრუქტურებს ქმნის,
  • 7:35 - 7:37
    რომელსაც ვერც კი მივუახლოდებით.
  • 7:37 - 7:39
    ის უკვე ნანო ტექნოლოგიით მუშაობს,
  • 7:39 - 7:42
    აგერ უკვე მილიონობით წლებია.
  • 7:42 - 7:44
    ჩვენ ამ "წვეულებაზე" დაგვაგვიანდა.
  • 7:44 - 7:48
    გადავწყვიტეთ ის ხელსაწყო
    გამოგვეყენებინა, რომელსაც ბუნება იყენებს
  • 7:48 - 7:50
    და ეს არის ქიმია.
  • 7:50 - 7:51
    ქიმია არის ის, რაც გვაკლია.
  • 7:51 - 7:54
    ამ შემთხვევაში ქიმია მუშაობს,
  • 7:54 - 7:57
    რადგანაც ეს ნანოგანზომილების ობიექტები
    იმავე ზომის არიან რაც მოლეკულები.
  • 7:57 - 8:00
    ამიტომაც შეგვიძლია ისინი
    ნანოობიექტების სამართავად გამოვიყენოთ,
  • 8:00 - 8:02
    როგორც ხელსაწყო.
  • 8:02 - 8:04
    ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ ლაბორატორიაში.
  • 8:04 - 8:07
    ჩვენ შევქმენით ქიმია,
    რომელიც აღწევს მტვრის ნაწილაკებში
  • 8:07 - 8:09
    და ნანონაწილაკებში
  • 8:09 - 8:11
    და ამოათრევს ზუსტად იმ ნაწილაკებს
    რომლებიც გვჭირდება.
  • 8:11 - 8:15
    შემდეგ, ქიმიით შეგვიძლია
    ეს მილიარდობით ნაწილაკი
  • 8:15 - 8:17
    ისეთ სტრუქტურად განვალაგოთ
    რომლითაც სქემა აიგება.
  • 8:17 - 8:19
    თუ ამის გაკეთებას შევძლებთ,
  • 8:19 - 8:22
    შევძლებთ შევქმნათ სქემები,
    რომლებიც ბევრჯერ სწრაფი იქნება იმაზე,
  • 8:22 - 8:25
    რაც ვინმეს გაუკეთებია
    ნანომასალის გამოყენებით.
  • 8:25 - 8:27
    ქიმიაა ის ხელსაწყო, რომელიც გვაკლია
  • 8:27 - 8:30
    ყოველდღიურად ჩვენი ხელსაწყო
    უფრო მახვილი და ზუსტი ხდება...
  • 8:30 - 8:31
    და საბოლოოდ
  • 8:31 - 8:34
    ვმედოვნებთ, რომ ეს რამდენიმე
    წლის განმავლობაში მოხდება...
  • 8:34 - 8:37
    შეგვეძლება ერთ-ერთი თავდაპირველი
    იმედი გავამართლოთ.
  • 8:37 - 8:39
    კომპიუტერული სფერო
    მხოლოდ ერთი მაგალითია.
  • 8:39 - 8:42
    ისეთი, რომელიც მე მაინტერესებს
    და ჩემს ჯგუფს აინტერესებს,
  • 8:42 - 8:46
    მაგრამ არსებიბს სხვებიც,
    განახლებად ენერგიაში, მედიცინაში,
  • 8:46 - 8:48
    სამშენებლო მასალებში,
  • 8:48 - 8:51
    სადაც მეცნიერება გვიკარნახებს,
    რომ ნანოტექნოლოგიისკენ წავიდეთ.
  • 8:51 - 8:53
    იქ არის უდიდესი სარგებელი.
  • 8:54 - 8:55
    მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვაპირებთ,
  • 8:55 - 8:59
    დღევანდელ და მომავალ მეცნიერებს
    ახალი ხელსაწყოები დასჭირდებათ.
  • 8:59 - 9:01
    ისეთი ხელსაწყოები, როგორებიც აღვწერე.
  • 9:01 - 9:05
    მათ დასჭირდებათ ქიმიის მოშველიება.
  • 9:05 - 9:08
    მეცნიერების ხიბლი ისაა,
    რომ თუ ერთხელ ამ ხელსაწყოებს შექმნით,
  • 9:08 - 9:10
    ისინი დაგვრჩება.
  • 9:10 - 9:11
    იარსებებს სამდამოდ
  • 9:11 - 9:14
    და ყველას ნებისმიერ ადგილას,
    შეუძლია აიღოს და გამოიყენოს ისინი.
  • 9:14 - 9:17
    ნანოტქნოლოგიური იმედების გამართლებაში.
  • 9:17 - 9:20
    გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ.
    ვაფასებ ამას.
  • 9:20 - 9:22
    (აპლოდისმენტები)
Title:
მომდევნო ნაბიჯი ნანოტექნოლოგიაში
Speaker:
ჯორჯ ტულევსკი
Description:

ყოველწლიურად კომპიუტერის სილიკონის ჩიპი, ზომაში ნახევრდება და ორმაგად მძლავრი ხდება, რაც ჩვენს მოწყობილობებს უფრო მობილურს და ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ რა მოხდება, როდესაც ჩიპები მინიმალურ ზომას მიაღწევენ? ჯორჯ ტულევსკი ნანომასალების უხილავ და ხელუხლებელ სამყაროს იკვლევს. მისი მიმდინარე სამუშაო, ისეთი ქიმიური პროცესების შექმნაა, რომელთა საშუალებით მილიარდობით ნახშირბადის ნანომილი სქემისთვის საჭირო სტრუქტურად აიწყობა. ისევე როგორც ბუნებრივი ორგანიზმები ქმნიან რთულ, მრავალფერივან და ელეგანტურ სტრუქტურებს. იქნებ ამაშია მომავალი თაობის კომპიუტერების საიდუმლო?

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
09:35

Georgian subtitles

Revisions Compare revisions