1 00:00:00,000 --> 00:00:03,735 მოდი წარმოვიდგინოთ მოქანდაკე, რომელიც ქანდაკებას ქმნის, 2 00:00:03,760 --> 00:00:06,136 უბრალოდ თავისი სატეხით კვეთს. 3 00:00:06,160 --> 00:00:09,216 მიქელანჯელომ ეს ეფექტურად აღწერა, როდესაც თქვა: 4 00:00:09,240 --> 00:00:12,136 "ქვის ყოველი ბლოკის შიგნით ქანდაკებაა 5 00:00:12,160 --> 00:00:15,256 და მოქანდაკის ამოცანაა ის აღმოაჩინოს". 6 00:00:15,280 --> 00:00:18,016 რა იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყო 7 00:00:18,016 --> 00:00:19,576 და არა მყარი ქვის ბლოკებისგან, 8 00:00:19,600 --> 00:00:22,596 არამედ მტვრის მილიონობით ნაწილაკისგან 9 00:00:22,596 --> 00:00:25,696 როგორღაც ქანდაკება შეეწებებინა. 10 00:00:25,720 --> 00:00:27,216 ვიცი, ეს აბსურდული იდეაა 11 00:00:27,240 --> 00:00:28,976 და ალბათ შეუძლებელიც. 12 00:00:29,000 --> 00:00:31,936 მტვრის ნაწილაკებისაგან ქანდაკების მიღების ერთადერთი გზაა, 13 00:00:31,960 --> 00:00:34,296 როცა ქანდაკება თავისით შენდება. 14 00:00:34,320 --> 00:00:38,456 მილიონობით ნაწილაკს, როგორღაც რომ ვაიძულოთ 15 00:00:38,480 --> 00:00:39,760 ქანდაკებად შეერთდეს. 16 00:00:39,870 --> 00:00:41,856 რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 17 00:00:41,880 --> 00:00:46,016 თითქმის ამავე პრობლემაზე ვმუშაობ ლაბორატორიაში. 18 00:00:46,040 --> 00:00:47,456 უბრალოდ ქვით კი არ ვაშენებ, 19 00:00:47,480 --> 00:00:48,856 არამედ ნანომასალებით. 20 00:00:48,880 --> 00:00:53,256 ისინი წარმოუდგენლად მცირე, განსაცვიფრებელი ობიექტებია. 21 00:00:53,280 --> 00:00:56,500 ისეთი მცირე, რომ ეს პულტი ნანონაწილაკი რომ ყოფილიყო, 22 00:00:56,500 --> 00:00:59,050 მაშინ ადამიანის თმა, მთლიანად ამ ოთახის ზომა იქნებოდა. 23 00:00:59,050 --> 00:01:02,616 ისინი იმ დარგის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც დღეს ნანოტექნოლოგიას ვეძახით, 24 00:01:02,616 --> 00:01:04,765 რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვსმენია 25 00:01:04,765 --> 00:01:07,580 თუ როგორ შეცვლის ის ყველაფერს. 26 00:01:07,580 --> 00:01:09,436 როდესაც მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, 27 00:01:09,436 --> 00:01:12,576 ყველაზე მაგარი დრო იყო ნანოტექნოლოგიაში სამუშაოდ. 28 00:01:12,600 --> 00:01:15,816 სამეცნიერო გარღვევები გამუდმებით ხდებოდა. 29 00:01:15,840 --> 00:01:17,256 ხმაურიანი კონფერენციები იყო 30 00:01:17,280 --> 00:01:20,720 და სპონსორებისგან ტონობით ფული შემოდიოდა. 31 00:01:20,760 --> 00:01:22,016 მიზეზი ისაა, 32 00:01:22,040 --> 00:01:23,580 რომ უზომოდ პატარა ნაწილაკებზე, 33 00:01:23,590 --> 00:01:27,380 იმისგან განსხვავებყლი ფიზიკის წესები მოქმედებს, რაც ჩვეულებრივი ზომის საგნებზე, 34 00:01:27,380 --> 00:01:29,406 ისეთებზე, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. 35 00:01:29,406 --> 00:01:31,366 ფიზიკაში ამას კვანტურ მექანიკას ვეძახით, 36 00:01:31,366 --> 00:01:34,176 რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მცირედი ცვლილების შეტანით, 37 00:01:34,200 --> 00:01:36,496 როგორიცაა რამდენიმე ატომის დამატება ან მოცილება, 38 00:01:36,520 --> 00:01:39,136 ან მასალის გადაგრეხა, 39 00:01:39,160 --> 00:01:41,386 შეგვიძლია ნაწილაკები ზუსტ ქმედებებზე მოვმართოთ. 40 00:01:41,386 --> 00:01:42,926 ეს იდეალური ინსტრუმენტივითაა. 41 00:01:42,926 --> 00:01:46,096 გრძნობთ, რომ თითქოს ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ... 42 00:01:46,096 --> 00:01:47,456 და ჩვენ ასეც ვაკეთებდით 43 00:01:47,456 --> 00:01:50,176 ჩვენში, ჩემი თაობის მაგისტრანტებს ვგულისხმობ. 44 00:01:50,200 --> 00:01:53,696 ვცდილობდით ნანომასალისგან სწრაფი კომპიუტერები შეგვექმნა. 45 00:01:53,720 --> 00:01:56,996 კვანტურ წერტილებს ვქმნიდით, რომლებიც როდესმე თქვენს სხეულში შეაღწევდა 46 00:01:56,996 --> 00:01:59,046 დაავადების იპოვიდა და დაამარცხებდა. 47 00:01:59,046 --> 00:02:01,636 ისეთი ჯგუფებიც კი არსებობდნენ, რომლებიც ცდილობდნენ 48 00:02:01,636 --> 00:02:04,530 ნახშირბადის ნანომილებისგან კოსმოსში მიმავალი ლიფტი შეექმნათ. 49 00:02:04,530 --> 00:02:06,460 შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეს მართლაც ასეა. 50 00:02:06,516 --> 00:02:08,776 ასეა თუ ისე, ვიფიქრეთ ეს გავლენას მოახდენდა 51 00:02:08,800 --> 00:02:12,330 მეცნიერების ყველა დარგსა და ტექნლოგიაზე: კომპიუტერული სფეროდან მედიცინამდე 52 00:02:12,330 --> 00:02:13,176 და უნდა ვაღიარო, 53 00:02:13,200 --> 00:02:15,636 რომ სრულად გავყევი ამ დინებას... 54 00:02:15,636 --> 00:02:17,840 ბოლომდე. 55 00:02:18,520 --> 00:02:20,320 მაგრამ ეს 15 წლის წინ იყო 56 00:02:21,520 --> 00:02:24,656 საოცარი სამეცნიერო საქმე შესრულდა, ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაო. 57 00:02:24,656 --> 00:02:26,056 ბევრი რამ ვისწავლეთ. 58 00:02:26,080 --> 00:02:30,240 ვერ შევძელით ეს მეცნიერება ახალ ტექნოლოგიებში გამოგვეყენებინა. 59 00:02:30,240 --> 00:02:33,496 ტექნოლოგიებში, რომლებიც ხალხზე მოახდენდა გავლენას 60 00:02:33,496 --> 00:02:35,496 და მიზეზი ისაა, რომ ეს ნანომასალები 61 00:02:35,520 --> 00:02:37,176 ორლესულა ხმლებივითაა. 62 00:02:37,200 --> 00:02:39,456 ზუსტად ის, რის გამოც ისინი ასეთი საინტერესოა, 63 00:02:39,480 --> 00:02:40,776 მათი მცირე ზომა, 64 00:02:40,800 --> 00:02:43,096 ასევე მათთან მუშაობას შეუძლებელს ხდის. 65 00:02:43,120 --> 00:02:46,856 ეს თითქმის იგივეა, რაც მტვრის ნაწილაკებისგან ქანდაკება შექმნა. 66 00:02:46,880 --> 00:02:50,576 უბრალოდ საკმარისად პატარა ხელსაწყოები არ გვაქვს მათთან სამუშაოდ, 67 00:02:50,600 --> 00:02:52,896 მაგრამ რომც გვქონოდა, მაინც აზრი არ ექნებოდა, 68 00:02:52,920 --> 00:02:56,816 რადგან მილიონობით ნაწილაკს სათითაოდ ვერ შევაერთებდით 69 00:02:56,840 --> 00:02:58,200 ტექნოლოგიის შესაქმნელად. 70 00:02:58,760 --> 00:02:59,976 ამის გამო, 71 00:03:00,000 --> 00:03:02,096 ყველა იმედი და მთელი მღელვარება 72 00:03:02,120 --> 00:03:04,896 უბრალოდ იმედად და მღელვარებად დარჩა. 73 00:03:04,920 --> 00:03:07,686 ჩვენ არ გავქვს დაავადებასთან მებრძოლი არანაირი ნანობოტები, 74 00:03:07,686 --> 00:03:09,376 არანაირი ლიფტი კოსმოსისკენ 75 00:03:09,400 --> 00:03:13,226 და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რანაირი ახალი ტიპის კომპიუტერები. 76 00:03:13,226 --> 00:03:16,660 ეს უკანასკნელი ნამდვილად მნიშვნელოვანია. 77 00:03:16,660 --> 00:03:18,040 ჩვენ მივეჩვიეთ, 78 00:03:18,040 --> 00:03:20,840 რომ კომპიუტერული წინსვლა უსაზღვროდ უნდა გრძელდებოდეს. 79 00:03:20,840 --> 00:03:23,416 ამ იდეაზე მთელი ეკონომიკები ავაშენეთ. 80 00:03:23,520 --> 00:03:25,340 ეს ტემპი იმიტომ არსებობს, 81 00:03:25,340 --> 00:03:27,200 რომ სულ უფრო მეტი და მეტი მოწყობილობა 82 00:03:27,200 --> 00:03:29,400 შეგვიძლია დავატიოთ ერთ ჩიპზე. 83 00:03:29,400 --> 00:03:31,546 რაც უფრო პატარავდება ეს მოწყობილებები ზომაში, 84 00:03:31,546 --> 00:03:34,046 მით უფრო სწრაფი ხდება, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს 85 00:03:34,046 --> 00:03:34,986 და იაფდება. 86 00:03:34,986 --> 00:03:39,430 ეს ერთობლიობა გვაძლევს ამ წარმოუდგენელ ტემპს. 87 00:03:39,430 --> 00:03:40,776 მაგალითისთვის: 88 00:03:40,800 --> 00:03:45,850 ოთახის ზომის კომპიუტერი რომ ავიღოთ, რომელმაც სამი კაცი 89 00:03:45,850 --> 00:03:48,666 მთვარეზე გაუშვა და დააბრუნა და როგორღაც დავპრესოთ. 90 00:03:48,666 --> 00:03:51,656 თავის დროზე მსოფლიოს უძლიერესი კომპიუტერი რომ დავპრესოთ, 91 00:03:51,680 --> 00:03:54,256 ისე რომ სმარტფონის ზომის გახდეს... 92 00:03:54,280 --> 00:03:55,816 თქვენი ჩვეულებრივი სმარტფონი, 93 00:03:55,816 --> 00:03:58,936 რომელზეც 300$ დახარჯეთ და რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ცვლით, 94 00:03:58,960 --> 00:04:01,000 ამ კომპიუტერს გააცამტვერებდა. 95 00:04:01,000 --> 00:04:02,936 იმედები გაგიცრუვდებოდათ. 96 00:04:02,936 --> 00:04:05,556 ის ვერ შეძლელბდა იმას, რასაც თქვენი სმარტფონი აკეთებს, 97 00:04:05,556 --> 00:04:06,556 ნელი იქნებოდა. 98 00:04:06,556 --> 00:04:09,056 მასზე ვერაფერს ჩაწერდით. 99 00:04:09,056 --> 00:04:11,750 თუ გაგიმართლებდათ, ალბათ "მოსიარულე მკვდრების" ეპიზოდის 100 00:04:11,750 --> 00:04:13,630 პირველი ორი წუთის ყურებას შეძლებდით. 101 00:04:13,630 --> 00:04:14,760 (სიცილი) 102 00:04:14,760 --> 00:04:17,155 საქმე იმაშია, რომ პროგრესი არაა თანდათანობითი. 103 00:04:17,155 --> 00:04:18,656 პროგრესი დაუცხრომელია. 104 00:04:18,680 --> 00:04:19,935 ის ექსპონენციალურია. 105 00:04:19,959 --> 00:04:22,296 პროგრესი ზრდადია წლიდან წლამდე 106 00:04:22,430 --> 00:04:24,240 და როდესაც ერთი თაობის ტექნოლოგიებს 107 00:04:24,240 --> 00:04:26,240 მომდევნო თაობისას ადარებთ 108 00:04:26,240 --> 00:04:28,216 ისინი თითქმის ამოუცნობია. 109 00:04:28,240 --> 00:04:30,856 ჩვენ ვალდებულები ვართ ეს პროგრესი გავაგრძელოთ. 110 00:04:30,880 --> 00:04:34,496 გვინდა იგივე ვთქვათ დღეიდან 10, 20, 30 წლის შემდეგაც: 111 00:04:34,520 --> 00:04:37,200 შეხედეთ რას მივაღწიეთ გასული 30 წლის მანძილზე. 112 00:04:37,200 --> 00:04:40,296 თუმცა, ვიცით, რომ ეს პროგრესი უსასრულოდ შეიძლება ვერ გაგრძელდეს. 113 00:04:40,296 --> 00:04:42,276 ფაქტობრივად, "წვეულება" ნელ-ნელა ცხრება 114 00:04:42,276 --> 00:04:44,966 და ახლა რაღაც "ბოლო ჭიქის დალევას" ჰგავს. 115 00:04:44,966 --> 00:04:46,326 თუ ღრმად ჩავიხედავთ, 116 00:04:46,326 --> 00:04:49,046 ბევრი ნიშნით, როგორიცაა სისწრაფე და წარმადობა, 117 00:04:49,046 --> 00:04:51,200 პროგრესი უკვე შეჩერდა. 118 00:04:51,760 --> 00:04:53,896 თუ გვინდა, რომ "წვეულება" გაგრძელდეს, 119 00:04:53,920 --> 00:04:56,176 ის უნდა ვაკეთოთ, რაც ყოველთვის შეგვეძლო. 120 00:04:56,200 --> 00:04:57,656 ინოვაცია. 121 00:04:57,680 --> 00:05:00,256 ჩვენი ჯგუფის როლი და მისია 122 00:05:00,280 --> 00:05:02,986 ნახშირბადის ნანომილების საშუალებით სიახლეების დანერგვაა, 123 00:05:02,986 --> 00:05:06,776 რადგან ვფიქრობთ, რომ ეს პროგრესის სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. 124 00:05:06,800 --> 00:05:08,816 მათ სახელი ზუსტად აღწერს, 125 00:05:08,816 --> 00:05:11,296 ნახშირბადის ატომების უმცირესი ზომის, ღრუ მილები. 126 00:05:11,296 --> 00:05:13,696 მათი ეს ნანოგანზომილება, უმცირესი ზომა, 127 00:05:13,720 --> 00:05:17,376 ნანომილებს გამორჩეულ ელექტრონულ თვისებებს სძენს. 128 00:05:17,400 --> 00:05:21,056 მეცნიერება გვეუბნება, რომ თუ მათ კომპიუტერებში გამოვიყენებთ, 129 00:05:21,080 --> 00:05:23,816 წარმადობაში 10-ჯერადი გაუმჯობესება გვექნება. 130 00:05:23,840 --> 00:05:28,240 ეს რამდენიმე ტექნოლიგიურ თაობაზე ნახტომია. 131 00:05:28,840 --> 00:05:30,096 ასე რომ ეს ჩვენ გვაქვს. 132 00:05:30,120 --> 00:05:32,466 ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა 133 00:05:32,466 --> 00:05:34,536 და პრინციპში გვაქვს იდეალური გამოსავალი. 134 00:05:34,560 --> 00:05:36,216 მეცნიერება მოგვიწოდებს: 135 00:05:36,240 --> 00:05:39,450 "ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად" 136 00:05:41,480 --> 00:05:43,096 კარგი. მოდი დავიწყოთ. 137 00:05:43,120 --> 00:05:44,376 მოდი გავაკეთოთ ეს. 138 00:05:44,400 --> 00:05:47,096 მაგრამ ისევ ორლესულა ხმალს ვეჯახებით. 139 00:05:47,120 --> 00:05:50,696 ეს "იდეალური გამოსავალი" შეიცავს მასალას, რომელთანაც მუშაობა შეუძლებელია. 140 00:05:50,720 --> 00:05:55,016 ერთი კომპიუტერული ჩიპის შესაქმნელად მილიარდობით მათგანი უნდა ავაწყო. 141 00:05:55,040 --> 00:05:58,640 ეს თითქოს მუდმივი თავსატეხია. 142 00:05:59,160 --> 00:06:01,266 ამ ეტაპზე ვთქვით: "მოდი, უბრალოდ შევჩრდეთ. 143 00:06:01,266 --> 00:06:03,326 მოდი, სხვა გზა ვცადოთ. 144 00:06:03,326 --> 00:06:05,750 მოდი, გავარკვიოთ რა გვაკლია. 145 00:06:05,750 --> 00:06:07,296 რა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით? 146 00:06:07,320 --> 00:06:09,456 რა არის რაც უნდა გაკეთდეს და ვერ ვაკეთებთ?" 147 00:06:09,480 --> 00:06:11,256 ფილმ "ნათლიმამის" მსგავსად, 148 00:06:11,280 --> 00:06:13,576 როდესაც ფრედო საკუთარ ძმას, მაიკლს უღალატებს , 149 00:06:13,600 --> 00:06:15,396 ყველამ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო, 150 00:06:15,396 --> 00:06:16,616 ფრედო უნდა წავიდეს. 151 00:06:16,640 --> 00:06:17,656 (სიცილი) 152 00:06:17,680 --> 00:06:19,616 მაგრამ მაიკლი... მას აყოვნებს. 153 00:06:19,640 --> 00:06:20,856 კარგით, მივხვდი. 154 00:06:20,880 --> 00:06:23,336 მათი დედა ჯერ კიდევ ცოცხალია და ეს მას გაანაწყენებს. 155 00:06:23,360 --> 00:06:24,776 მაშ, ჩვენ ვიკითხეთ: 156 00:06:24,800 --> 00:06:27,386 "რა არის ფრედო ჩვენ შემთხვევაში?" 157 00:06:27,386 --> 00:06:28,476 რას ვერ ვუმკლავდებით? 158 00:06:28,476 --> 00:06:30,120 რას არ ვაკეთებთ ისეთს, 159 00:06:30,120 --> 00:06:32,640 რაც წარმატების მისაღწევადაა საჭირო? 160 00:06:33,200 --> 00:06:37,256 ამაზე პასუხი არის, რომ ქანდაკება თავისით უნდა აიგოს 161 00:06:37,280 --> 00:06:39,216 და ამის საშუალება როგორღაც უნდა ვიპოვოთ: 162 00:06:39,240 --> 00:06:43,336 დავარწმუნოთ მილიარდობით ნაწილაკი, 163 00:06:43,360 --> 00:06:46,336 რომ თავისით მოახერხოს ტექნოლოგიად აწყობა. 164 00:06:46,360 --> 00:06:49,536 ჩვენ ამას მათ მაგივრად ვერ გავაკეთებთ, ეს თვითონ უნდა მოახერხონ. 165 00:06:49,560 --> 00:06:52,696 ეს რთული და არატრივიალური გზაა, 166 00:06:52,720 --> 00:06:55,576 მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი. 167 00:06:55,600 --> 00:06:59,496 როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა არც ისე უცხოა. 168 00:06:59,520 --> 00:07:01,376 ჩვენ უბრალოდ, ასე არაფერს ვაშენებთ. 169 00:07:01,400 --> 00:07:03,416 ადამიანები ასე არაფერს არ აშენებენ. 170 00:07:03,440 --> 00:07:06,616 მაგრამ თუ მიმოიხედავთ, მის მაგალითები ყველგანაა. 171 00:07:06,640 --> 00:07:09,536 დედაბუნება ყველაფერს ასე ქმნის. 172 00:07:09,560 --> 00:07:12,216 ყველაფერი საძირკველიდანაა შექმნილი. 173 00:07:12,240 --> 00:07:13,496 შეგიძლიათ პლაჟზე წახვიდეთ, 174 00:07:13,520 --> 00:07:16,696 სადაც მარტივ ორგანიზმებს იპოვით, რომლებიც პროტეინებს იყენებენ... 175 00:07:16,720 --> 00:07:17,976 ძირითადად მოლეკულები... 176 00:07:18,000 --> 00:07:20,056 იმისთვის რომ ქვიშის სტრუქტურები შექმნან, 177 00:07:20,080 --> 00:07:21,496 უბრალოდ ზღვიდან გამორიყვით. 178 00:07:21,520 --> 00:07:25,046 ისინი არაჩვეულრბრივ, რადიკალურად განსხვავებულ არქიტექტურას ქმნიან. 179 00:07:25,046 --> 00:07:27,746 ბუნება ჩვენსავით უხეში არ არის, უბრალოდ რომ ჩეხოს. 180 00:07:27,746 --> 00:07:29,256 ის ელეგანტური და ჭკვიანია. 181 00:07:29,280 --> 00:07:32,086 იმით აშენებს, რაც ხელმისაწვდომია, მოლეკულას მოლეკულას ადებს 182 00:07:32,086 --> 00:07:34,706 და ისეთი სირთულის და განსხვავებების სტრუქტურებს ქმნის, 183 00:07:34,706 --> 00:07:36,520 რომელსაც ვერც კი მივუახლოდებით. 184 00:07:36,520 --> 00:07:39,040 ის უკვე ნანო ტექნოლოგიით მუშაობს, 185 00:07:39,040 --> 00:07:41,536 აგერ უკვე მილიონობით წლებია. 186 00:07:41,560 --> 00:07:44,060 ჩვენ ამ "წვეულებაზე" დაგვაგვიანდა. 187 00:07:44,120 --> 00:07:48,296 გადავწყვიტეთ ის ხელსაწყო გამოგვეყენებინა, რომელსაც ბუნება იყენებს 188 00:07:48,320 --> 00:07:49,560 და ეს არის ქიმია. 189 00:07:50,000 --> 00:07:51,456 ქიმია არის ის, რაც გვაკლია. 190 00:07:51,480 --> 00:07:53,536 ამ შემთხვევაში ქიმია მუშაობს, 191 00:07:53,560 --> 00:07:57,376 რადგანაც ეს ნანოგანზომილების ობიექტები იმავე ზომის არიან რაც მოლეკულები. 192 00:07:57,400 --> 00:08:00,396 ამიტომაც შეგვიძლია ისინი ნანოობიექტების სამართავად გამოვიყენოთ, 193 00:08:00,396 --> 00:08:01,840 როგორც ხელსაწყო. 194 00:08:01,840 --> 00:08:03,816 ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ ლაბორატორიაში. 195 00:08:03,840 --> 00:08:07,016 ჩვენ შევქმენით ქიმია, რომელიც აღწევს მტვრის ნაწილაკებში 196 00:08:07,040 --> 00:08:08,536 და ნანონაწილაკებში 197 00:08:08,560 --> 00:08:11,206 და ამოათრევს ზუსტად იმ ნაწილაკებს რომლებიც გვჭირდება. 198 00:08:11,206 --> 00:08:14,956 შემდეგ, ქიმიით შეგვიძლია ეს მილიარდობით ნაწილაკი 199 00:08:14,956 --> 00:08:17,260 ისეთ სტრუქტურად განვალაგოთ რომლითაც სქემა აიგება. 200 00:08:17,260 --> 00:08:19,276 თუ ამის გაკეთებას შევძლებთ, 201 00:08:19,276 --> 00:08:22,366 შევძლებთ შევქმნათ სქემები, რომლებიც ბევრჯერ სწრაფი იქნება იმაზე, 202 00:08:22,366 --> 00:08:24,856 რაც ვინმეს გაუკეთებია ნანომასალის გამოყენებით. 203 00:08:24,856 --> 00:08:26,846 ქიმიაა ის ხელსაწყო, რომელიც გვაკლია 204 00:08:26,846 --> 00:08:29,590 ყოველდღიურად ჩვენი ხელსაწყო უფრო მახვილი და ზუსტი ხდება... 205 00:08:29,590 --> 00:08:30,776 და საბოლოოდ 206 00:08:30,800 --> 00:08:33,586 ვმედოვნებთ, რომ ეს რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდება... 207 00:08:33,586 --> 00:08:36,816 შეგვეძლება ერთ-ერთი თავდაპირველი იმედი გავამართლოთ. 208 00:08:36,840 --> 00:08:38,895 კომპიუტერული სფერო მხოლოდ ერთი მაგალითია. 209 00:08:38,919 --> 00:08:42,456 ისეთი, რომელიც მე მაინტერესებს და ჩემს ჯგუფს აინტერესებს, 210 00:08:42,480 --> 00:08:46,296 მაგრამ არსებიბს სხვებიც, განახლებად ენერგიაში, მედიცინაში, 211 00:08:46,320 --> 00:08:48,056 სამშენებლო მასალებში, 212 00:08:48,080 --> 00:08:51,136 სადაც მეცნიერება გვიკარნახებს, რომ ნანოტექნოლოგიისკენ წავიდეთ. 213 00:08:51,160 --> 00:08:53,410 იქ არის უდიდესი სარგებელი. 214 00:08:53,640 --> 00:08:55,376 მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვაპირებთ, 215 00:08:55,400 --> 00:08:58,576 დღევანდელ და მომავალ მეცნიერებს ახალი ხელსაწყოები დასჭირდებათ. 216 00:08:58,600 --> 00:09:00,736 ისეთი ხელსაწყოები, როგორებიც აღვწერე. 217 00:09:00,760 --> 00:09:04,616 მათ დასჭირდებათ ქიმიის მოშველიება. 218 00:09:04,640 --> 00:09:08,296 მეცნიერების ხიბლი ისაა, რომ თუ ერთხელ ამ ხელსაწყოებს შექმნით, 219 00:09:08,320 --> 00:09:09,576 ისინი დაგვრჩება. 220 00:09:09,600 --> 00:09:10,926 იარსებებს სამდამოდ 221 00:09:10,926 --> 00:09:14,086 და ყველას ნებისმიერ ადგილას, შეუძლია აიღოს და გამოიყენოს ისინი. 222 00:09:14,086 --> 00:09:17,200 ნანოტქნოლოგიური იმედების გამართლებაში. 223 00:09:17,320 --> 00:09:20,016 გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. ვაფასებ ამას. 224 00:09:20,040 --> 00:09:22,480 (აპლოდისმენტები)