WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:03.735 მოდი წარმოვიდგინოთ მოქანდაკე, რომელიც ქანდაკებას ქმნის, 00:00:03.760 --> 00:00:06.136 უბრალოდ თავისი სატეხით კვეთს. 00:00:06.160 --> 00:00:09.216 მიქელანჯელომ ეს ეფექტურად აღწერა, როდესაც თქვა: 00:00:09.240 --> 00:00:12.136 "ქვის ყოველი ბლოკის შიგნით ქანდაკებაა 00:00:12.160 --> 00:00:15.256 და მოქანდაკის ამოცანაა ის აღმოაჩინოს". 00:00:15.280 --> 00:00:18.016 რა იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყო 00:00:18.016 --> 00:00:19.576 და არა მყარი ქვის ბლოკებისგან, 00:00:19.600 --> 00:00:22.596 არამედ მტვრის მილიონობით ნაწილაკისგან 00:00:22.596 --> 00:00:25.696 როგორღაც ქანდაკება შეეწებებინა. NOTE Paragraph 00:00:25.720 --> 00:00:27.216 ვიცი, ეს აბსურდული იდეაა 00:00:27.240 --> 00:00:28.976 და ალბათ შეუძლებელიც. 00:00:29.000 --> 00:00:31.936 მტვრის ნაწილაკებისაგან ქანდაკების მიღების ერთადერთი გზაა, 00:00:31.960 --> 00:00:34.296 როცა ქანდაკება თავისით შენდება. 00:00:34.320 --> 00:00:38.456 მილიონობით ნაწილაკს, როგორღაც რომ ვაიძულოთ 00:00:38.480 --> 00:00:39.760 ქანდაკებად შეერთდეს. NOTE Paragraph 00:00:39.870 --> 00:00:41.856 რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 00:00:41.880 --> 00:00:46.016 თითქმის ამავე პრობლემაზე ვმუშაობ ლაბორატორიაში. 00:00:46.040 --> 00:00:47.456 უბრალოდ ქვით კი არ ვაშენებ, 00:00:47.480 --> 00:00:48.856 არამედ ნანომასალებით. 00:00:48.880 --> 00:00:53.256 ისინი წარმოუდგენლად მცირე, განსაცვიფრებელი ობიექტებია. 00:00:53.280 --> 00:00:56.500 ისეთი მცირე, რომ ეს პულტი ნანონაწილაკი რომ ყოფილიყო, 00:00:56.500 --> 00:00:59.050 მაშინ ადამიანის თმა, მთლიანად ამ ოთახის ზომა იქნებოდა. 00:00:59.050 --> 00:01:02.616 ისინი იმ დარგის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც დღეს ნანოტექნოლოგიას ვეძახით, 00:01:02.616 --> 00:01:04.765 რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვსმენია 00:01:04.765 --> 00:01:07.580 თუ როგორ შეცვლის ის ყველაფერს. NOTE Paragraph 00:01:07.580 --> 00:01:09.436 როდესაც მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, 00:01:09.436 --> 00:01:12.576 ყველაზე მაგარი დრო იყო ნანოტექნოლოგიაში სამუშაოდ. 00:01:12.600 --> 00:01:15.816 სამეცნიერო გარღვევები გამუდმებით ხდებოდა. 00:01:15.840 --> 00:01:17.256 ხმაურიანი კონფერენციები იყო 00:01:17.280 --> 00:01:20.720 და სპონსორებისგან ტონობით ფული შემოდიოდა. 00:01:20.760 --> 00:01:22.016 მიზეზი ისაა, 00:01:22.040 --> 00:01:23.580 რომ უზომოდ პატარა ნაწილაკებზე, 00:01:23.590 --> 00:01:27.380 იმისგან განსხვავებყლი ფიზიკის წესები მოქმედებს, რაც ჩვეულებრივი ზომის საგნებზე, 00:01:27.380 --> 00:01:29.406 ისეთებზე, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება. 00:01:29.406 --> 00:01:31.366 ფიზიკაში ამას კვანტურ მექანიკას ვეძახით, 00:01:31.366 --> 00:01:34.176 რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მცირედი ცვლილების შეტანით, 00:01:34.200 --> 00:01:36.496 როგორიცაა რამდენიმე ატომის დამატება ან მოცილება, 00:01:36.520 --> 00:01:39.136 ან მასალის გადაგრეხა, 00:01:39.160 --> 00:01:41.386 შეგვიძლია ნაწილაკები ზუსტ ქმედებებზე მოვმართოთ. 00:01:41.386 --> 00:01:42.926 ეს იდეალური ინსტრუმენტივითაა. 00:01:42.926 --> 00:01:46.096 გრძნობთ, რომ თითქოს ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ... NOTE Paragraph 00:01:46.096 --> 00:01:47.456 და ჩვენ ასეც ვაკეთებდით 00:01:47.456 --> 00:01:50.176 ჩვენში, ჩემი თაობის მაგისტრანტებს ვგულისხმობ. 00:01:50.200 --> 00:01:53.696 ვცდილობდით ნანომასალისგან სწრაფი კომპიუტერები შეგვექმნა. 00:01:53.720 --> 00:01:56.996 კვანტურ წერტილებს ვქმნიდით, რომლებიც როდესმე თქვენს სხეულში შეაღწევდა 00:01:56.996 --> 00:01:59.046 დაავადების იპოვიდა და დაამარცხებდა. 00:01:59.046 --> 00:02:01.636 ისეთი ჯგუფებიც კი არსებობდნენ, რომლებიც ცდილობდნენ 00:02:01.636 --> 00:02:04.530 ნახშირბადის ნანომილებისგან კოსმოსში მიმავალი ლიფტი შეექმნათ. 00:02:04.530 --> 00:02:06.460 შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეს მართლაც ასეა. 00:02:06.516 --> 00:02:08.776 ასეა თუ ისე, ვიფიქრეთ ეს გავლენას მოახდენდა 00:02:08.800 --> 00:02:12.330 მეცნიერების ყველა დარგსა და ტექნლოგიაზე: კომპიუტერული სფეროდან მედიცინამდე 00:02:12.330 --> 00:02:13.176 და უნდა ვაღიარო, 00:02:13.200 --> 00:02:15.636 რომ სრულად გავყევი ამ დინებას... 00:02:15.636 --> 00:02:17.840 ბოლომდე. NOTE Paragraph 00:02:18.520 --> 00:02:20.320 მაგრამ ეს 15 წლის წინ იყო 00:02:21.520 --> 00:02:24.656 საოცარი სამეცნიერო საქმე შესრულდა, ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაო. 00:02:24.656 --> 00:02:26.056 ბევრი რამ ვისწავლეთ. 00:02:26.080 --> 00:02:30.240 ვერ შევძელით ეს მეცნიერება ახალ ტექნოლოგიებში გამოგვეყენებინა. 00:02:30.240 --> 00:02:33.496 ტექნოლოგიებში, რომლებიც ხალხზე მოახდენდა გავლენას 00:02:33.496 --> 00:02:35.496 და მიზეზი ისაა, რომ ეს ნანომასალები 00:02:35.520 --> 00:02:37.176 ორლესულა ხმლებივითაა. 00:02:37.200 --> 00:02:39.456 ზუსტად ის, რის გამოც ისინი ასეთი საინტერესოა, 00:02:39.480 --> 00:02:40.776 მათი მცირე ზომა, 00:02:40.800 --> 00:02:43.096 ასევე მათთან მუშაობას შეუძლებელს ხდის. 00:02:43.120 --> 00:02:46.856 ეს თითქმის იგივეა, რაც მტვრის ნაწილაკებისგან ქანდაკება შექმნა. 00:02:46.880 --> 00:02:50.576 უბრალოდ საკმარისად პატარა ხელსაწყოები არ გვაქვს მათთან სამუშაოდ, 00:02:50.600 --> 00:02:52.896 მაგრამ რომც გვქონოდა, მაინც აზრი არ ექნებოდა, 00:02:52.920 --> 00:02:56.816 რადგან მილიონობით ნაწილაკს სათითაოდ ვერ შევაერთებდით 00:02:56.840 --> 00:02:58.200 ტექნოლოგიის შესაქმნელად. 00:02:58.760 --> 00:02:59.976 ამის გამო, 00:03:00.000 --> 00:03:02.096 ყველა იმედი და მთელი მღელვარება 00:03:02.120 --> 00:03:04.896 უბრალოდ იმედად და მღელვარებად დარჩა. 00:03:04.920 --> 00:03:07.686 ჩვენ არ გავქვს დაავადებასთან მებრძოლი არანაირი ნანობოტები, 00:03:07.686 --> 00:03:09.376 არანაირი ლიფტი კოსმოსისკენ 00:03:09.400 --> 00:03:13.226 და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რანაირი ახალი ტიპის კომპიუტერები. NOTE Paragraph 00:03:13.226 --> 00:03:16.660 ეს უკანასკნელი ნამდვილად მნიშვნელოვანია. 00:03:16.660 --> 00:03:18.040 ჩვენ მივეჩვიეთ, 00:03:18.040 --> 00:03:20.840 რომ კომპიუტერული წინსვლა უსაზღვროდ უნდა გრძელდებოდეს. 00:03:20.840 --> 00:03:23.416 ამ იდეაზე მთელი ეკონომიკები ავაშენეთ. 00:03:23.520 --> 00:03:25.340 ეს ტემპი იმიტომ არსებობს, 00:03:25.340 --> 00:03:27.200 რომ სულ უფრო მეტი და მეტი მოწყობილობა 00:03:27.200 --> 00:03:29.400 შეგვიძლია დავატიოთ ერთ ჩიპზე. 00:03:29.400 --> 00:03:31.546 რაც უფრო პატარავდება ეს მოწყობილებები ზომაში, 00:03:31.546 --> 00:03:34.046 მით უფრო სწრაფი ხდება, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს 00:03:34.046 --> 00:03:34.986 და იაფდება. 00:03:34.986 --> 00:03:39.430 ეს ერთობლიობა გვაძლევს ამ წარმოუდგენელ ტემპს. NOTE Paragraph 00:03:39.430 --> 00:03:40.776 მაგალითისთვის: 00:03:40.800 --> 00:03:45.850 ოთახის ზომის კომპიუტერი რომ ავიღოთ, რომელმაც სამი კაცი 00:03:45.850 --> 00:03:48.666 მთვარეზე გაუშვა და დააბრუნა და როგორღაც დავპრესოთ. 00:03:48.666 --> 00:03:51.656 თავის დროზე მსოფლიოს უძლიერესი კომპიუტერი რომ დავპრესოთ, 00:03:51.680 --> 00:03:54.256 ისე რომ სმარტფონის ზომის გახდეს... 00:03:54.280 --> 00:03:55.816 თქვენი ჩვეულებრივი სმარტფონი, 00:03:55.816 --> 00:03:58.936 რომელზეც 300$ დახარჯეთ და რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ცვლით, 00:03:58.960 --> 00:04:01.000 ამ კომპიუტერს გააცამტვერებდა. 00:04:01.000 --> 00:04:02.936 იმედები გაგიცრუვდებოდათ. 00:04:02.936 --> 00:04:05.556 ის ვერ შეძლელბდა იმას, რასაც თქვენი სმარტფონი აკეთებს, 00:04:05.556 --> 00:04:06.556 ნელი იქნებოდა. 00:04:06.556 --> 00:04:09.056 მასზე ვერაფერს ჩაწერდით. 00:04:09.056 --> 00:04:11.750 თუ გაგიმართლებდათ, ალბათ "მოსიარულე მკვდრების" ეპიზოდის 00:04:11.750 --> 00:04:13.630 პირველი ორი წუთის ყურებას შეძლებდით. 00:04:13.630 --> 00:04:14.760 (სიცილი) NOTE Paragraph 00:04:14.760 --> 00:04:17.155 საქმე იმაშია, რომ პროგრესი არაა თანდათანობითი. 00:04:17.155 --> 00:04:18.656 პროგრესი დაუცხრომელია. 00:04:18.680 --> 00:04:19.935 ის ექსპონენციალურია. 00:04:19.959 --> 00:04:22.296 პროგრესი ზრდადია წლიდან წლამდე 00:04:22.430 --> 00:04:24.240 და როდესაც ერთი თაობის ტექნოლოგიებს 00:04:24.240 --> 00:04:26.240 მომდევნო თაობისას ადარებთ 00:04:26.240 --> 00:04:28.216 ისინი თითქმის ამოუცნობია. 00:04:28.240 --> 00:04:30.856 ჩვენ ვალდებულები ვართ ეს პროგრესი გავაგრძელოთ. 00:04:30.880 --> 00:04:34.496 გვინდა იგივე ვთქვათ დღეიდან 10, 20, 30 წლის შემდეგაც: 00:04:34.520 --> 00:04:37.200 შეხედეთ რას მივაღწიეთ გასული 30 წლის მანძილზე. 00:04:37.200 --> 00:04:40.296 თუმცა, ვიცით, რომ ეს პროგრესი უსასრულოდ შეიძლება ვერ გაგრძელდეს. 00:04:40.296 --> 00:04:42.276 ფაქტობრივად, "წვეულება" ნელ-ნელა ცხრება 00:04:42.276 --> 00:04:44.966 და ახლა რაღაც "ბოლო ჭიქის დალევას" ჰგავს. 00:04:44.966 --> 00:04:46.326 თუ ღრმად ჩავიხედავთ, 00:04:46.326 --> 00:04:49.046 ბევრი ნიშნით, როგორიცაა სისწრაფე და წარმადობა, 00:04:49.046 --> 00:04:51.200 პროგრესი უკვე შეჩერდა. 00:04:51.760 --> 00:04:53.896 თუ გვინდა, რომ "წვეულება" გაგრძელდეს, 00:04:53.920 --> 00:04:56.176 ის უნდა ვაკეთოთ, რაც ყოველთვის შეგვეძლო. 00:04:56.200 --> 00:04:57.656 ინოვაცია. NOTE Paragraph 00:04:57.680 --> 00:05:00.256 ჩვენი ჯგუფის როლი და მისია 00:05:00.280 --> 00:05:02.986 ნახშირბადის ნანომილების საშუალებით სიახლეების დანერგვაა, 00:05:02.986 --> 00:05:06.776 რადგან ვფიქრობთ, რომ ეს პროგრესის სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. 00:05:06.800 --> 00:05:08.816 მათ სახელი ზუსტად აღწერს, 00:05:08.816 --> 00:05:11.296 ნახშირბადის ატომების უმცირესი ზომის, ღრუ მილები. 00:05:11.296 --> 00:05:13.696 მათი ეს ნანოგანზომილება, უმცირესი ზომა, 00:05:13.720 --> 00:05:17.376 ნანომილებს გამორჩეულ ელექტრონულ თვისებებს სძენს. 00:05:17.400 --> 00:05:21.056 მეცნიერება გვეუბნება, რომ თუ მათ კომპიუტერებში გამოვიყენებთ, 00:05:21.080 --> 00:05:23.816 წარმადობაში 10-ჯერადი გაუმჯობესება გვექნება. 00:05:23.840 --> 00:05:28.240 ეს რამდენიმე ტექნოლიგიურ თაობაზე ნახტომია. NOTE Paragraph 00:05:28.840 --> 00:05:30.096 ასე რომ ეს ჩვენ გვაქვს. 00:05:30.120 --> 00:05:32.466 ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა 00:05:32.466 --> 00:05:34.536 და პრინციპში გვაქვს იდეალური გამოსავალი. 00:05:34.560 --> 00:05:36.216 მეცნიერება მოგვიწოდებს: 00:05:36.240 --> 00:05:39.450 "ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად" 00:05:41.480 --> 00:05:43.096 კარგი. მოდი დავიწყოთ. 00:05:43.120 --> 00:05:44.376 მოდი გავაკეთოთ ეს. 00:05:44.400 --> 00:05:47.096 მაგრამ ისევ ორლესულა ხმალს ვეჯახებით. 00:05:47.120 --> 00:05:50.696 ეს "იდეალური გამოსავალი" შეიცავს მასალას, რომელთანაც მუშაობა შეუძლებელია. 00:05:50.720 --> 00:05:55.016 ერთი კომპიუტერული ჩიპის შესაქმნელად მილიარდობით მათგანი უნდა ავაწყო. 00:05:55.040 --> 00:05:58.640 ეს თითქოს მუდმივი თავსატეხია. NOTE Paragraph 00:05:59.160 --> 00:06:01.266 ამ ეტაპზე ვთქვით: "მოდი, უბრალოდ შევჩრდეთ. 00:06:01.266 --> 00:06:03.326 მოდი, სხვა გზა ვცადოთ. 00:06:03.326 --> 00:06:05.750 მოდი, გავარკვიოთ რა გვაკლია. 00:06:05.750 --> 00:06:07.296 რა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით? 00:06:07.320 --> 00:06:09.456 რა არის რაც უნდა გაკეთდეს და ვერ ვაკეთებთ?" 00:06:09.480 --> 00:06:11.256 ფილმ "ნათლიმამის" მსგავსად, 00:06:11.280 --> 00:06:13.576 როდესაც ფრედო საკუთარ ძმას, მაიკლს უღალატებს , 00:06:13.600 --> 00:06:15.396 ყველამ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო, 00:06:15.396 --> 00:06:16.616 ფრედო უნდა წავიდეს. NOTE Paragraph 00:06:16.640 --> 00:06:17.656 (სიცილი) NOTE Paragraph 00:06:17.680 --> 00:06:19.616 მაგრამ მაიკლი... მას აყოვნებს. 00:06:19.640 --> 00:06:20.856 კარგით, მივხვდი. 00:06:20.880 --> 00:06:23.336 მათი დედა ჯერ კიდევ ცოცხალია და ეს მას გაანაწყენებს. 00:06:23.360 --> 00:06:24.776 მაშ, ჩვენ ვიკითხეთ: 00:06:24.800 --> 00:06:27.386 "რა არის ფრედო ჩვენ შემთხვევაში?" 00:06:27.386 --> 00:06:28.476 რას ვერ ვუმკლავდებით? 00:06:28.476 --> 00:06:30.120 რას არ ვაკეთებთ ისეთს, 00:06:30.120 --> 00:06:32.640 რაც წარმატების მისაღწევადაა საჭირო? 00:06:33.200 --> 00:06:37.256 ამაზე პასუხი არის, რომ ქანდაკება თავისით უნდა აიგოს 00:06:37.280 --> 00:06:39.216 და ამის საშუალება როგორღაც უნდა ვიპოვოთ: 00:06:39.240 --> 00:06:43.336 დავარწმუნოთ მილიარდობით ნაწილაკი, 00:06:43.360 --> 00:06:46.336 რომ თავისით მოახერხოს ტექნოლოგიად აწყობა. 00:06:46.360 --> 00:06:49.536 ჩვენ ამას მათ მაგივრად ვერ გავაკეთებთ, ეს თვითონ უნდა მოახერხონ. 00:06:49.560 --> 00:06:52.696 ეს რთული და არატრივიალური გზაა, 00:06:52.720 --> 00:06:55.576 მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი. NOTE Paragraph 00:06:55.600 --> 00:06:59.496 როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა არც ისე უცხოა. 00:06:59.520 --> 00:07:01.376 ჩვენ უბრალოდ, ასე არაფერს ვაშენებთ. 00:07:01.400 --> 00:07:03.416 ადამიანები ასე არაფერს არ აშენებენ. 00:07:03.440 --> 00:07:06.616 მაგრამ თუ მიმოიხედავთ, მის მაგალითები ყველგანაა. 00:07:06.640 --> 00:07:09.536 დედაბუნება ყველაფერს ასე ქმნის. 00:07:09.560 --> 00:07:12.216 ყველაფერი საძირკველიდანაა შექმნილი. 00:07:12.240 --> 00:07:13.496 შეგიძლიათ პლაჟზე წახვიდეთ, 00:07:13.520 --> 00:07:16.696 სადაც მარტივ ორგანიზმებს იპოვით, რომლებიც პროტეინებს იყენებენ... 00:07:16.720 --> 00:07:17.976 ძირითადად მოლეკულები... 00:07:18.000 --> 00:07:20.056 იმისთვის რომ ქვიშის სტრუქტურები შექმნან, 00:07:20.080 --> 00:07:21.496 უბრალოდ ზღვიდან გამორიყვით. 00:07:21.520 --> 00:07:25.046 ისინი არაჩვეულრბრივ, რადიკალურად განსხვავებულ არქიტექტურას ქმნიან. 00:07:25.046 --> 00:07:27.746 ბუნება ჩვენსავით უხეში არ არის, უბრალოდ რომ ჩეხოს. 00:07:27.746 --> 00:07:29.256 ის ელეგანტური და ჭკვიანია. 00:07:29.280 --> 00:07:32.086 იმით აშენებს, რაც ხელმისაწვდომია, მოლეკულას მოლეკულას ადებს 00:07:32.086 --> 00:07:34.706 და ისეთი სირთულის და განსხვავებების სტრუქტურებს ქმნის, 00:07:34.706 --> 00:07:36.520 რომელსაც ვერც კი მივუახლოდებით. 00:07:36.520 --> 00:07:39.040 ის უკვე ნანო ტექნოლოგიით მუშაობს, 00:07:39.040 --> 00:07:41.536 აგერ უკვე მილიონობით წლებია. 00:07:41.560 --> 00:07:44.060 ჩვენ ამ "წვეულებაზე" დაგვაგვიანდა. NOTE Paragraph 00:07:44.120 --> 00:07:48.296 გადავწყვიტეთ ის ხელსაწყო გამოგვეყენებინა, რომელსაც ბუნება იყენებს 00:07:48.320 --> 00:07:49.560 და ეს არის ქიმია. 00:07:50.000 --> 00:07:51.456 ქიმია არის ის, რაც გვაკლია. 00:07:51.480 --> 00:07:53.536 ამ შემთხვევაში ქიმია მუშაობს, 00:07:53.560 --> 00:07:57.376 რადგანაც ეს ნანოგანზომილების ობიექტები იმავე ზომის არიან რაც მოლეკულები. 00:07:57.400 --> 00:08:00.396 ამიტომაც შეგვიძლია ისინი ნანოობიექტების სამართავად გამოვიყენოთ, 00:08:00.396 --> 00:08:01.840 როგორც ხელსაწყო. 00:08:01.840 --> 00:08:03.816 ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ ლაბორატორიაში. 00:08:03.840 --> 00:08:07.016 ჩვენ შევქმენით ქიმია, რომელიც აღწევს მტვრის ნაწილაკებში 00:08:07.040 --> 00:08:08.536 და ნანონაწილაკებში 00:08:08.560 --> 00:08:11.206 და ამოათრევს ზუსტად იმ ნაწილაკებს რომლებიც გვჭირდება. 00:08:11.206 --> 00:08:14.956 შემდეგ, ქიმიით შეგვიძლია ეს მილიარდობით ნაწილაკი 00:08:14.956 --> 00:08:17.260 ისეთ სტრუქტურად განვალაგოთ რომლითაც სქემა აიგება. 00:08:17.260 --> 00:08:19.276 თუ ამის გაკეთებას შევძლებთ, 00:08:19.276 --> 00:08:22.366 შევძლებთ შევქმნათ სქემები, რომლებიც ბევრჯერ სწრაფი იქნება იმაზე, 00:08:22.366 --> 00:08:24.856 რაც ვინმეს გაუკეთებია ნანომასალის გამოყენებით. 00:08:24.856 --> 00:08:26.846 ქიმიაა ის ხელსაწყო, რომელიც გვაკლია 00:08:26.846 --> 00:08:29.590 ყოველდღიურად ჩვენი ხელსაწყო უფრო მახვილი და ზუსტი ხდება... 00:08:29.590 --> 00:08:30.776 და საბოლოოდ 00:08:30.800 --> 00:08:33.586 ვმედოვნებთ, რომ ეს რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდება... 00:08:33.586 --> 00:08:36.816 შეგვეძლება ერთ-ერთი თავდაპირველი იმედი გავამართლოთ. NOTE Paragraph 00:08:36.840 --> 00:08:38.895 კომპიუტერული სფერო მხოლოდ ერთი მაგალითია. 00:08:38.919 --> 00:08:42.456 ისეთი, რომელიც მე მაინტერესებს და ჩემს ჯგუფს აინტერესებს, 00:08:42.480 --> 00:08:46.296 მაგრამ არსებიბს სხვებიც, განახლებად ენერგიაში, მედიცინაში, 00:08:46.320 --> 00:08:48.056 სამშენებლო მასალებში, 00:08:48.080 --> 00:08:51.136 სადაც მეცნიერება გვიკარნახებს, რომ ნანოტექნოლოგიისკენ წავიდეთ. 00:08:51.160 --> 00:08:53.410 იქ არის უდიდესი სარგებელი. 00:08:53.640 --> 00:08:55.376 მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვაპირებთ, 00:08:55.400 --> 00:08:58.576 დღევანდელ და მომავალ მეცნიერებს ახალი ხელსაწყოები დასჭირდებათ. 00:08:58.600 --> 00:09:00.736 ისეთი ხელსაწყოები, როგორებიც აღვწერე. 00:09:00.760 --> 00:09:04.616 მათ დასჭირდებათ ქიმიის მოშველიება. 00:09:04.640 --> 00:09:08.296 მეცნიერების ხიბლი ისაა, რომ თუ ერთხელ ამ ხელსაწყოებს შექმნით, 00:09:08.320 --> 00:09:09.576 ისინი დაგვრჩება. 00:09:09.600 --> 00:09:10.926 იარსებებს სამდამოდ 00:09:10.926 --> 00:09:14.086 და ყველას ნებისმიერ ადგილას, შეუძლია აიღოს და გამოიყენოს ისინი. 00:09:14.086 --> 00:09:17.200 ნანოტქნოლოგიური იმედების გამართლებაში. NOTE Paragraph 00:09:17.320 --> 00:09:20.016 გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ. ვაფასებ ამას. NOTE Paragraph 00:09:20.040 --> 00:09:22.480 (აპლოდისმენტები)