Return to Video

ჩემი გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან

  • 0:00 - 0:02
    პატარა რომ ვიყავი,
  • 0:02 - 0:05
    ვფიქრობდი რომ ჩემი ქვეყანა იყო საუკეთესო
    პლანეტაზე,
  • 0:05 - 0:08
    და გავიზარდე სიმღერით
    "არაფერი გვაქვს შესაშური."
  • 0:08 - 0:11
    მე ვიყავი ძალიან ამაყი.
  • 0:11 - 0:13
    სკოლაში ჩვენ დიდ დროს ვუთმობდით
  • 0:13 - 0:15
    გვესწავლა კიმ II-სუნგის ისტორია,
  • 0:15 - 0:19
    მაგრამ არასდროს გვისწავლია მეტი
    დანარჩენ მსოფლიოზე,
  • 0:19 - 0:24
    გარდა იმისა, რომ ამერიკა, სამხრეთ კორეა,
    იაპონია არიან მტრები.
  • 0:24 - 0:27
    თუმცა მე ხშირად ვოცნებობდი გარე მსოფლიოზე,
  • 0:27 - 0:31
    მე ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება უნდა
    გამეტარებინა ჩრდილოეთ კორეაში,
  • 0:31 - 0:35
    სანამ უეცრად ყველაფერი არ შეიცვალა.
  • 0:35 - 0:39
    7 წლის ასაკში, მე პირველად ვნახე სახალხო
    სიკვდილით დასჯა,
  • 0:39 - 0:43
    მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება
    ჩრდილოეთ კორეაში იყო ნირმალური.
  • 0:43 - 0:45
    ჩემი ოჯახი არ იყო ღარიბი,
  • 0:45 - 0:48
    და მე არასდროს განმიცდია შიმშილი.
  • 0:48 - 0:53
    მაგრამ 1995 წლის ერთ დღეს,
    დედამ სახლში მოიტანა
  • 0:53 - 0:55
    წერილი მისი თანამშრომლის დისგან.
  • 0:55 - 1:00
    ის იკითხებოდა, "როცა თქვენ ამას
    წაიკითხავთ, ჩვენი ოჯახის ხუთივე წევრი
  • 1:00 - 1:03
    იქნება გარდაცვლილი, იმიტომ რომ
  • 1:03 - 1:07
    ჩვენ არ გვიჭამია უკვე ორი კვირაა.
  • 1:07 - 1:09
    ჩვენ ვწევართ ერთად იატაკზე,
  • 1:09 - 1:18
    და ჩვენი სხეულები ისე არის დაუძლურებული,
    განწირულები ვართ სიკვდილისათვის."
  • 1:18 - 1:21
    მე ვიყავი შოკირებული.
  • 1:21 - 1:24
    ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გავიგე,
  • 1:24 - 1:28
    რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანები
    იტანჯებოდნენ.
  • 1:28 - 1:31
    მალევე, როცა მე მივდიოდი რკინიგზის
    სადგურთან,
  • 1:31 - 1:33
    დავინახე რაღაც საშინელება,
  • 1:33 - 1:36
    რომელიც არ შემიძლია ამოვშალო
    მეხსიერებიდან.
  • 1:36 - 1:39
    უსიცოცხლო ქალი ეგდო მიწაზე,
  • 1:39 - 1:43
    მისუსტებული ბავშვი მის ხელებში
  • 1:43 - 1:47
    უმწეოდ მიშტერებოდა დედას სახეზე.
  • 1:47 - 1:51
    მაგრამ არავინ ეხმარებოდა მათ,
    რადგან ყველანი
  • 1:51 - 1:56
    ფოკუსირებული იყვნენ ეზრუნათ
    საკუთარ თავზე და ოჯახებზე.
  • 1:56 - 2:00
    დიდი შიმშილობა დაატყდა თავს
    ჩრდილოეთ კორეას 1990-იანი წლების შუაში.
  • 2:00 - 2:03
    ჯამში, მილიონ ჩრდილოეთ კორეელზე
    მეტი გარდაიცვალა
  • 2:03 - 2:06
    შიმშილობის პერიოდში და ბევრი გადარჩა
  • 2:06 - 2:11
    მხოლოდ ბალახის, ხოჭოების და
    ხის ქერქის ჭამით.
  • 2:11 - 2:15
    ელექტროენერგიის გათიშვაც უფრო და უფრო
    ხშირი გახდა,
  • 2:15 - 2:19
    ჩემს ირგვლივ ყველაფერი იყო სრულიად ბნელი,
  • 2:19 - 2:22
    გარდა სინათლისა რომელსაც ვხედავდი ჩინეთში,
  • 2:22 - 2:24
    ჩემი სახლიდან მდინარის მოპირდაპირე მხარეს.
  • 2:24 - 2:30
    მე ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ
    ქონდათ სინათლე მათ და არ გვქონდა ჩვენ.
  • 2:30 - 2:34
    ეს არის სურათი სატელიტიდან, სადაც ჩანს
  • 2:34 - 2:37
    ჩრდილოეთ კორეა მის მეზობლებთან შედარებით.
  • 2:37 - 2:39
    ეს არის მდინარე ამროკი,
  • 2:39 - 2:42
    რომელიც არის საზღვრის ნაწილი
  • 2:42 - 2:44
    ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის.
  • 2:44 - 2:47
    როგორც ხედავთ, მდინარე ვიწროა
    გარკვეულ ადგილებში,
  • 2:47 - 2:53
    რაც მისი მალულად გადაკვეთის საშუალებას
    აძლევს ჩრდილოეთ კორეელებს.
  • 2:53 - 2:55
    მაგრამ ბევრი იღუპება.
  • 2:55 - 3:02
    ზოგჯერ, მე ვხედავ მკვდარ სხეულებს,
    მოტივტივეს მდინარეზე.
  • 3:02 - 3:07
    მე არ შემიძლია გავაცხადო ბევრი დეტალი,
    თუ როგორ დავტოვე ჩრდილოეთ კორეა,
  • 3:07 - 3:11
    მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ
    შიმშილობის საშინელ წლებში
  • 3:11 - 3:16
    გამგზავნეს ჩინეთში შორეულ ნათესავებთან
    საცხოვრებლად.
  • 3:16 - 3:18
    ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი
  • 3:18 - 3:22
    ჩემი ოჯახისგან განცალკევებული
    მხოლოდ მოკლე დროით.
  • 3:22 - 3:24
    მე ვერასდროს წარმოვიდგენდი,
  • 3:24 - 3:29
    თუ ეს გასტანდა 14 წელიწადს.
  • 3:29 - 3:33
    ჩინეთში რთული იყო ცხოვრება ახალგაზრდა
    გოგოსთვის ოჯახის გარეშე.
  • 3:33 - 3:36
    მე არ ვიცი ცხოვრება, რომელიც
  • 3:36 - 3:38
    მსგავსი იქნება ჩრდილოეთ კორეელი
    ლტოლვილის ცხოვრებისა,
  • 3:38 - 3:42
    მე მალე ვისწავლე, რომ ეს მხოლოდ
    ძალზე ძნელი კი არ იყო,
  • 3:42 - 3:44
    აგრეთვე იყო ძალიან საშიშიც,
  • 3:44 - 3:49
    რადგან ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილები
  • 3:49 - 3:52
    ჩინეთში ითვლებიან, როგორც არალეგალი
    ემიგრანტები.
  • 3:52 - 3:54
    ასე რომ, მე ვცხოვრობდი მუდმივ შიშში,
  • 3:54 - 3:57
    რომ შეიძლებოდა ჩემი ვინაობა
    გამოაშკარავებულიყო
  • 3:57 - 4:00
    და რეპატრირებული ვყოფილიყავი
    საშინელ ბედში,
  • 4:00 - 4:03
    უკან ჩრდილოეთ კორეაში.
  • 4:03 - 4:06
    ერთ დღეს, ჩემი უსაშინლესი კოშმარი
    გადაიქცა სინამდვილედ,
  • 4:06 - 4:08
    როდესაც მე დამიჭირა ჩინეთის პოლიციამ
  • 4:08 - 4:12
    და წამიყვანა პოლიციის განყოფილებაში
    დასაკითხად.
  • 4:12 - 4:16
    ვიღაცამ დამადანაშაულა ჩრდილოეთ
    კორეელობაში,
  • 4:16 - 4:20
    მათ შეამოწმეს ჩემი ჩინური ენის ცოდნა
  • 4:20 - 4:23
    და დამისვეს უამრავი კითხვა.
  • 4:23 - 4:25
    მე ისეთი შეშინებული ვიყავი,
  • 4:25 - 4:28
    მეგონა რომ ჩემი გული აფეთქდებოდა.
  • 4:28 - 4:31
    თუ რამე არაბუნებრივად მოეჩვენებოდათ,
  • 4:31 - 4:34
    მე ვიქნებოდი დაპატიმრებული და
    რეპატრირებული.
  • 4:34 - 4:36
    მეგონა რომ ჩემი სიცოცხლე დასრულებულდა,
  • 4:36 - 4:40
    მაგრამ მე მოვახერხე ჩემი ემოციების
    გაკონტროლება
  • 4:40 - 4:41
    და ვუპასუხე კითხვებს.
  • 4:41 - 4:44
    ჩემი დაკითვის დასრულების შემდეგ,
  • 4:44 - 4:46
    ერთმა სამართალდამცავმა უთხრა მეორეს,
  • 4:46 - 4:48
    „ეს შეტყობინება იყო ტყუილი.
  • 4:48 - 4:50
    ის არ არის ჩრდილოეთ კორეელი.”
  • 4:50 - 4:54
    და მათ დამრთეს წასვლის ნება.
    ეს იყო სასწაული.
  • 4:54 - 4:57
    ზოგიერთი ჩრდილოეთ კორეელი ჩინეთში
  • 4:57 - 4:59
    ეძებს თავშესაფარს უცხოეთის საელჩოებში,
  • 4:59 - 5:03
    მაგრამ ბევრი მათგანი შეიძლება
    ჩინეთის პოლიციამ
  • 5:03 - 5:04
    დაიჭიროს და დაარეპორტოს.
  • 5:04 - 5:06
    ეს გოგოები იყვნენ იღბლიანები. მიუხედავად
  • 5:06 - 5:08
    იმისა რომ ისინი იყვნენ დაჭერილები,
  • 5:08 - 5:10
    ისინი საბოლოოდ გათავისუფლდნენ
  • 5:10 - 5:12
    ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად.
  • 5:12 - 5:16
    ეს ჩრდილოეთ კორეელები არ აღმოჩნდნენ
    ისეთი იღბლიანები.
  • 5:16 - 5:20
    ყოველ წელს, უამრავ ჩრდილოეთ კორეელს
    იჭერენ ჩინეთში
  • 5:20 - 5:22
    და არეპორტებენ ჩრდილოეთ კორეაში,
  • 5:22 - 5:26
    სადაც ისინი შეიძლება იყვნენ ნაწამები,
  • 5:26 - 5:29
    დაპატიმრებული ან საჯაროდ დახვრეტილი.
  • 5:29 - 5:32
    მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად
    გამიმართლა გამოღწევაში,
  • 5:32 - 5:35
    ბევრ ჩრდილოეთ კორეელს ასე არ გაუმართლა.
  • 5:35 - 5:39
    ტრაგედიაა, რომ ჩრდილოეთ კორეელებს
    უწევთ დამალონ თავიანთი ვინაობა
  • 5:39 - 5:43
    და იბრძოლონ მხოლოდ გადარჩენისათვის.
  • 5:43 - 5:46
    ახალი ენის სწავლით და სამსახურის
    მიღების შემდეგაც,
  • 5:46 - 5:50
    მათი ცხოვრება შეიძლება მყისიერად
    შეიცვალოს.
  • 5:50 - 5:54
    სწორედ ამიტომ, ჩემი ვინაობის 10 წლიანი
    მალვის შემდეგ,
  • 5:54 - 5:58
    მე გადავწყვიტე გამერისკა წასვლა
    სამხრეთ კორეაში
  • 5:58 - 6:01
    და დავიწყე ახალი ცხოვრება კიდევ ერთხელ.
  • 6:01 - 6:04
    დამკვიდრება სამხრეთ კორეაში იყო
    ბევრად უფრო რთული,
  • 6:04 - 6:06
    ვიდრე მე მოველოდი.
  • 6:06 - 6:10
    ინგლისური ისეთი მნიშვნელოვანი იყო
    სამხრეთ კორეაში,
  • 6:10 - 6:13
    რომ მე უნდა დამეწყო მესამე ენის შესწავლა.
  • 6:13 - 6:16
    ასევე, მე გავაცნობიერე რომ იყო
    დიდი უფსკრული
  • 6:16 - 6:18
    ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
  • 6:18 - 6:20
    ჩვენ ყველა ვართ კორეელები,
    მაგრამ შინაგანად,
  • 6:20 - 6:22
    ჩვენ გავხდით ძალიან განსხვავებულები
  • 6:22 - 6:25
    67 წლიანი გაყოფის შემდეგ.
  • 6:25 - 6:30
    მე გავიარე იდენტობის კრიზისი.
  • 6:30 - 6:33
    სამხრეთ კორეელი ვარ თუ ჩრდილოეთ კორეელი?
  • 6:33 - 6:36
    საიდან ვარ მე? ვინ ვარ მე?
  • 6:36 - 6:38
    მოულიდნელად, არ არსებობდა ქვეყანა,
  • 6:38 - 6:43
    რომელსაც მე ამაყად დავარქმევდი ჩემსას.
  • 6:43 - 6:47
    მიუხედავად იმისა, რომ მორგება ცხოვრებაზე
    სამხრეთ კორეაში არ იყო ადვილი,
  • 6:47 - 6:48
    მე შევიმუშავე გეგმა.
  • 6:48 - 6:52
    დავიწყე მზადება უნივერსიტეტის
    მისაღები გამოცდისათვის.
  • 6:52 - 6:56
    როგორც კი მე დავიწყე ჩემს ახალ
    ცხოვრებასთან შეგუება,
  • 6:56 - 6:58
    მე მივიღე შოკისმომგვრელი ზარი.
  • 6:58 - 7:00
    ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ
  • 7:00 - 7:03
    ჩამოჭრა ფული, რომელიც მე გავუგზავნე
    ჩემს ოჯახს,
  • 7:03 - 7:05
    და როგორც სასჯელი, ჩემი ოჯახი
  • 7:05 - 7:08
    გადასახლებული იქნებოდა
  • 7:08 - 7:11
    იზოლირებულ ადგილას ქალაქგარეთ.
  • 7:11 - 7:14
    ისინი უნდა გასულიყვნენ სწრაფად,
  • 7:14 - 7:17
    ამიტომ მე დავიწყე დაგეგმვა, როგორ
    დავხმარებოდი მათ გაქცევაში.
  • 7:17 - 7:21
    ჩრდილოეთ კორეელებს უწევთ გაიარონ
    წარმოუდგენელი მანძილი
  • 7:21 - 7:24
    თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.
  • 7:24 - 7:26
    თითქმის შეუძლებელია გადაკვეთო საზღვარი
  • 7:26 - 7:29
    ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის,
  • 7:29 - 7:33
    ასე რომ, მე მომიწია გადავფრენილიყავი
    უკან ჩინეთში
  • 7:33 - 7:36
    და გავემართე ჩრდილოეთ კორეის საზღვრისაკენ.
  • 7:36 - 7:39
    რადგან ჩემი ოჯახი არ საუბრობდა ჩინურად,
  • 7:39 - 7:41
    მე მომიწია მათი გაძღოლა,
  • 7:41 - 7:45
    2000 მილის მანძილზე ჩინეთში
  • 7:45 - 7:48
    და შემდეგ სამხრეთ აზიაში.
  • 7:48 - 7:51
    ავტობუსით მგზავრობამ გასტანა ერთი კვირა,
  • 7:51 - 7:54
    ჩვენ რამდენიმეჯერ ლამის დაგვიჭირეს.
  • 7:54 - 7:57
    ერთხელ, ჩვენი ავტობუსი გააჩერეს
  • 7:57 - 8:01
    და ამოვიდა ჩინელი პოლიციის ოფიცერი. მან გამოართვა
  • 8:01 - 8:03
    ყველას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები
  • 8:03 - 8:06
    და დაიწყო შეკითხვების დასმა.
  • 8:06 - 8:09
    რადგან ჩემს ოჯახს არ ესმოდა ჩინური,
  • 8:09 - 8:14
    ვფიქრობდი მათ დააპატიმრებდნენ.
  • 8:14 - 8:17
    როგორც კი ჩინელი ოფიცერი მოუახლოვდა
    ჩემს ოჯახს,
  • 8:17 - 8:19
    მე იმპულსურად წამოვდექი და ვუთხარი მას,
  • 8:19 - 8:22
    რომ ისინი იყვნენ ყრუ-მუნჯები
  • 8:22 - 8:24
    რომლებსაც მე ვმეთვალყურეობდი.
  • 8:24 - 8:26
    მან შემომხედა საეჭვოდ,
  • 8:26 - 8:30
    მაგრამ საბედნიეროდ დამიჯერა მე.
  • 8:30 - 8:33
    ჩვენ ვიქცეოდით ასე მთელი გზა
    ლაოსის საზღვრამდე,
  • 8:33 - 8:37
    მაგრამ მე თითქმის მთელი ჩემი ფული
  • 8:37 - 8:40
    დავხარჯე საზღვრის დაცვის
    მოქრთამისათვის ლაოსში.
  • 8:40 - 8:43
    მაგრამ როგორც კი ჩვენ გავცდით საზღვარს,
  • 8:43 - 8:46
    ჩემი ოჯახი დაკავებული და
    დაპატიმრებული იქნა
  • 8:46 - 8:49
    საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის.
  • 8:49 - 8:51
    მას შემდეგ რაც მე გადავიხადე
    ჯარიმა და ქრთამი,
  • 8:51 - 8:55
    ჩემი ოჯახი გაათავისუფლეს ერთ თვეში,
  • 8:55 - 8:58
    მაგრამ მალევე, ისინი ისევ დააკავეს და
    დააპატიმრეს
  • 8:58 - 9:01
    ლაოსის დედაქალაქში.
  • 9:01 - 9:05
    ეს იყო ერთერთი ყველაზე რთული
    წერტილი ჩემს ცხოვრებაში.
  • 9:05 - 9:11
    მე გავაკეთე ყველაფერი ჩემი
    ოჯახის თავისუფლებისათვის,
  • 9:11 - 9:13
    და ჩვენ ვიყავით ძალიან ახლოს,
  • 9:13 - 9:15
    მაგრამ ჩემი ოჯახი გადაყვანილ იქნა
    საპატიმროში
  • 9:15 - 9:19
    სამხრეთ კორეის საელჩოსთან.
  • 9:19 - 9:22
    მე დავდიოდი წინ და უკან საემიგრაციოსა
  • 9:22 - 9:24
    და პოლიციის ოფისს შორის,
  • 9:24 - 9:27
    სასოწარკვეთილი ვცდილობდი
    ჩემი ოჯახის გათავისუფლებას,
  • 9:27 - 9:28
    მაგრამ არ მქონდა საკმარისი
  • 9:28 - 9:31
    ფული რომ კიდევ გადამეხადა
    ქრთამი და ჯარიმა.
  • 9:31 - 9:33
    მე დავკარგე ყველა იმედი.
  • 9:33 - 9:36
    იმ მომენტში, მე მომესმა კაცის ხმა,
    რომელიც მეკითხებოდა,
  • 9:36 - 9:38
    „რა ხდება”?
  • 9:38 - 9:39
    მე ვიყავი გაოცებული,
  • 9:39 - 9:43
    რომ სრულიად უცხო მეკითხებოდა.
  • 9:43 - 9:46
    ჩემი დამტვრეული ინგლისურით და
    ლექსიკონის დახმარებით,
  • 9:46 - 9:49
    მე ავუხსენი სიტუაცია,
  • 9:49 - 9:52
    ყოყმანის გარეშე კაცი მივიდა ბანკომატთან
  • 9:52 - 9:55
    და გადაიხადა დარჩენილი ფული ჩემი ოჯახის
  • 9:55 - 9:59
    და კიდევ ორი ჩრდილოეთ კორეელის
    ციხიდან გასათავისუფლებლად.
  • 9:59 - 10:02
    მე მადლობა გადავუხადე მას მთელი გულით
    და ვკითხე,
  • 10:02 - 10:05
    „რატომ მეხმარებით მე?”
  • 10:05 - 10:07
    „მე თქვენ არ გეხმარებით” თქვა მან
  • 10:07 - 10:10
    „მე ვეხმარები ჩრდილოეთ კორეელ ხალხს.”
  • 10:10 - 10:15
    მე გავაცნობიერე რომ ეს იყო სიმბოლური
    მომენტი ჩემს ცხოვრებაში.
  • 10:15 - 10:18
    კეთილმა უცნობმა შექმნა ახალი იმედი ჩემთვის
  • 10:18 - 10:23
    და ჩრდილოეთ კორეელი ხალხისათვის,
    როცა ჩვენ ასე ძალიან გვჭირდებოდა ის,
  • 10:23 - 10:25
    მან დამანახა მე რომ უცხოების სიკეთე
  • 10:25 - 10:28
    და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა
  • 10:28 - 10:33
    არის ნამდვილად იმედის სხივი, რომელიც
    ჩვენ, ჩრდილოეთ კორეელ ხალხს გვჭირდება.
  • 10:33 - 10:35
    საბოლოოდ, გრძელი მგზავრობის შემდეგ,
  • 10:35 - 10:39
    მე და ჩემი ოჯახი გავერთიანდით
    სამხრეთ კორეაში,
  • 10:39 - 10:42
    მაგრამ თავისუფლების მოპოვება არის
    ბრძოლის მხოლოდ ნახევარი.
  • 10:42 - 10:46
    ბევრი ჩრდილოეთ კორეელი გამიჯნული არის
    თავიანთ ოჯახს,
  • 10:46 - 10:49
    და როცა ისინი ჩამოდიან ახალ ქვეყანაში,
  • 10:49 - 10:52
    ისინი იწყებენ ცოტა ფულით ან
    საერთოდ უფულოდ.
  • 10:52 - 10:55
    ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ
    საერთაშორისო საზოგადოების
  • 10:55 - 10:58
    დახმარებით განათლებისათვის,
    ინგლისური ენის სწავლისათვის,
  • 10:58 - 11:01
    სამუშაო ტრენინგისათვის და სხვა.
  • 11:01 - 11:03
    ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ხიდი
  • 11:03 - 11:05
    ხალხისათვის ჩრდილოეთ კორეასა
  • 11:05 - 11:07
    და დანარჩენ მსოფლიოს შორის,
  • 11:07 - 11:09
    იმიტომ რომ ბევრი ჩვენთაგანი
  • 11:09 - 11:12
    ინარჩუნებს კონტაქტს ოჯახებთან
    და ჩვენ შეგვიძლია
  • 11:12 - 11:15
    გავაგზავნოთ ინფორმაცია და ფული,
  • 11:15 - 11:19
    რომელიც დაეხმარება ჩრდილოეთ კორეას
    შეიცვალოს შიგნიდან.
  • 11:19 - 11:22
    ისეთი იღბლიანი ვიყავი, იმდენი დახმარება
  • 11:22 - 11:24
    და შთაგონება მიმიღია ცხოვრებაში,
  • 11:24 - 11:28
    მინდა დავეხმარო
  • 11:28 - 11:32
    და მივცე მისწრაფება ჩრდილოეთ კორეელებს,
  • 11:33 - 11:36
    მიაღწიონ წარმატებას საერთაშორისო
    მხარდარდაჭერით. დარწმუნებული ვარ
  • 11:36 - 11:39
    რომ თქვენ ნახავთ უფრო მეტ და მეტ
    ჩრდილოეთ კორეელს
  • 11:39 - 11:40
    წარმატებულს მთელს მსოფლიოში,
  • 11:41 - 11:44
    მათ შორის ტედის სცენაზეც.
  • 11:44 - 11:47
    მადლობა.
  • 11:47 - 11:50
    (აპლოდისმენტები)
Title:
ჩემი გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან
Speaker:
ჰიონსო ლი
Description:

ბავშვობაში, ჩრდილოეთ კორეაში მოზარდი ჰიონსო ლი ფიქრობდა რომ მისი ქვეყანა იყო "საუკეთესო პლანეტაზე". მას ამაში ეჭვი არ შეპარვია 90-იანი წლების შიმშილობამდე. ის გაიქცა ქვეყნიდან 14 წლის ასაკში, რომ დაეწყო ცხოვრება მალვაში, როგორც ლტოლვილს ჩინეთში. ეს არის შემაძრწუნებელი ისტორია, პირადი ამბავი გადარჩენის და იმედის -- და მძაფრი მოგონება მათი, ვინც მუდმივი საფრთხის წინაშეა, მაშინაც კი როცა საზღვარი შორს აქვთ მოტოვებული.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:15
Amaranta Heredia Jaén approved Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava accepted Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
George Tsaava edited Georgian subtitles for My escape from North Korea
Show all

Georgian subtitles

Revisions