Return to Video

კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ

  • 0:01 - 0:02
    დემოკრატია.
  • 0:03 - 0:04
    დასავლეთში,
  • 0:04 - 0:08
    დიდ შეცდომას ვუშვებთ,
    როცა მას გარანტირებულ მოცემულობად ვიღებთ.
  • 0:08 - 0:10
    ჩვენ დემოკრატიას ვხედავთ,
  • 0:10 - 0:14
    არა როგორც ფაქიზ ყვავილს,
    როგორიც ისაა სინამდვილეში,
  • 0:14 - 0:18
    არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების
    განუყოფელ ნაწილს.
  • 0:18 - 0:22
    ჩვენ გვჩვევია მისი როგორც
    უცვლელი მოცემულობის აღქმა.
  • 0:23 - 0:28
    ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ კაპიტალიზმი
    თავისთავად შობს დემოკრატიას.
  • 0:28 - 0:29
    ასე არ არის.
  • 0:29 - 0:34
    სინგაპურელმა ლი კუან იუმ
    და მისმა დიდმა მიმდევრებმა პეკინიდან
  • 0:34 - 0:37
    ამის უტყუარი დემონსრაცია გააკეთეს,
  • 0:37 - 0:41
    რომ სრულიად შესაძლებელია,
    კაპიტალიზმი ყვაოდეს,
  • 0:41 - 0:42
    იყოს არნახული ზრდა,
  • 0:43 - 0:46
    ამ დროს კი პოლიტიკა
    დაცლილი იყოს დემოკრატიისგან.
  • 0:46 - 0:50
    მართლაც, დემოკრატია მცირდება ჩვენთან,
  • 0:50 - 0:52
    აქ ევროპაში.
  • 0:52 - 0:55
    წლის დასაწყისში,
    როცა საბერძნეთს წარმოვადგენდი...
  • 0:55 - 0:58
    ახალ არჩეულ საბერძნეთის მთავრობას...
  • 0:58 - 1:01
    ევროჯგუში როგორც ფინანსთა მინისტრი,
  • 1:01 - 1:06
    ცალსახად მითხრეს,
    რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი,
  • 1:06 - 1:07
    ჩვენი არჩევნები
  • 1:07 - 1:09
    ვერ იქონიებს გავლენას
  • 1:09 - 1:12
    ეკონომიკურ პოლიტიკაზე,
    რომელიც საბერძნეთშია დანერგილი
  • 1:13 - 1:14
    ამ მომენტში.
  • 1:14 - 1:19
    მე ვიგრძენი, რომ შეუძლებელია არსებობდეს
    ლი კუან იუს
  • 1:19 - 1:21
    და ჩინეთის კომუნისტური პარტიის
    ამაზე დიდი გამართლება,
  • 1:21 - 1:24
    ზოგი ჩემი ჯიუტი მეგობრისაც,
    რომელიც მეუბნებოდა,
  • 1:24 - 1:28
    რომ დემოკრატია აიკრძალება,
    თუ ის რამის შეცვლის საფრთხეს შექმნის
  • 1:30 - 1:33
    ამ საღამოს, აქ, მინდა წარმოგიდგინოთ
  • 1:33 - 1:36
    ეკონომიკური სისტემა
    ნამდვილი დემოკრატიისთვის.
  • 1:37 - 1:41
    მინდა გთხოვოთ შემომიერთდეთ
    იმის კვლავ დაჯერებაში,
  • 1:41 - 1:43
    რომ ლი კუან იუ
  • 1:44 - 1:46
    და ჩინეთის კომუნისტური პარტია
  • 1:46 - 1:47
    და ასევე ევროჯგუფი
  • 1:47 - 1:51
    ცდებიან როცა ჰგონიათ,
    რომ ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ დემოკრატია
  • 1:52 - 1:55
    და იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება
    ნამდვილი, მძვინვარე დემოკრატია,
  • 1:55 - 1:58
    და მის გარეშე,
  • 1:58 - 2:01
    ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო საშინელი,
  • 2:01 - 2:03
    მომავალი უფერული
  • 2:03 - 2:06
    და ჩვენი დიდებული,
    ახალი ტექნოლოგიები დაკარგული.
  • 2:06 - 2:07
    დანაკარგებს რაც შეეხება,
  • 2:08 - 2:10
    ნება მომეცით
    საინტერესო პარადოქსი აღვნიშნო,
  • 2:10 - 2:13
    რომელიც ჩვენს ეკონომიკებს უქმნის საფრთხეს.
  • 2:13 - 2:15
    მე ამას ტყუპი მწვერვალის პარადოქსს ვეძახი.
  • 2:15 - 2:17
    ერთ მწვერვალს ხვდებით...
  • 2:17 - 2:18
    თქვენ იცით ის, ამჩნევთ მას...
  • 2:18 - 2:22
    ეს ვალების მთაა,
  • 2:22 - 2:26
    რომელიც
    აშშ-ს, ევროპას და მთელს მსოფლიოს ჩრდილავს.
  • 2:26 - 2:28
    ჩვენ ყველა ვამჩნევთ ვალების მთას,
  • 2:29 - 2:33
    მაგრამ ცოტა თუ ამოიცნობს ამას
    როგორც ტყუპ მწვერვალს.
  • 2:34 - 2:36
    უმოქმედო ფულის მთა,
  • 2:37 - 2:40
    რომელიც მდიდარ დამზოგავებს
    და კორპორაციებს ეკუთვნის.
  • 2:41 - 2:44
    ზედმეტად უფრთხიან
  • 2:44 - 2:47
    წარმოებაში ინვესტირებას,
    რომელიც გამოიმუშავებს მოგებას,
  • 2:47 - 2:50
    რომელიც ვალების მთას აღმოფხვრის
  • 2:50 - 2:54
    და რომელიც აწარმოებს ყველაფერ იმას,
    რაც კაცობრიობას ასე ძალიან ესაჭიროება,
  • 2:54 - 2:56
    როგორც "მწვანე" ენერგია.
  • 2:56 - 2:58
    ნება მომეცით ორი რიცხვი მოგაწოდოთ.
  • 2:58 - 2:59
    გასული სამი თვის მანძილზე
  • 3:00 - 3:02
    აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროზონაში
  • 3:02 - 3:07
    ერთად 3.4 ტრილიონი დოლარის
    ინვესტიცია გაკეთდა
  • 3:07 - 3:09
    ყველა ისეთ დოვლათის შემქმნელ საქონელზე,
  • 3:09 - 3:12
    როგორიცაა სამრეწველო საწარმოები,
    სამანქანო დანადგარები,
  • 3:12 - 3:15
    საოფისე შენობები, სკოლები,
  • 3:15 - 3:18
    გზები, რკინიგზები და ა.შ.
  • 3:18 - 3:21
    3.4 ტრილიონი დოლარი შთამბეჭდავად ჟღერს,
  • 3:21 - 3:24
    სანამ მას 5.1 ტრილიონს შეადარებთ,
  • 3:25 - 3:27
    რომელიც იმავე ქვეყნებში,
  • 3:27 - 3:29
    ჩვენს ფინანსურ დაწესებულებებში,
  • 3:29 - 3:32
    საფონდო ბირჟებზე ინფლაციის
    და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის გარდა,
  • 3:33 - 3:38
    ყველანაირი დანიშნულების გარეშე მოძრაობს,
    ამავე პერიოდში.
  • 3:38 - 3:44
    მაშ, ვალების და უმოქმედო ფულის მთა,
  • 3:44 - 3:47
    ისინი ტყუპ პიკს ქმნიან,
  • 3:47 - 3:50
    რომლებიც ნორმალური ფუქციონირების ბაზარით
    ერთმანეთს ვერ აბათილებენ.
  • 3:50 - 3:53
    შედეგად გაყინული ხელფასები,
  • 3:53 - 3:59
    25-დან 54 წლამდე ადამიანების
    მეოთხედზე მეტი უმუშევარი
  • 3:59 - 4:01
    აშშ-ში, იაპონიაში და ევროპაში.
  • 4:01 - 4:03
    და შესაბამისად დაბალი ერთობლივი მოთხოვნა,
  • 4:03 - 4:05
    რაც ამ უწყვეტ წრეში
  • 4:05 - 4:08
    ინვესტორების პესიმიზმს აძლიერებს,
  • 4:09 - 4:13
    რომლებსაც დაბალი მოთხოვნა აშინებთ
    და ინვესტირებას არ ახორციელებენ.
  • 4:13 - 4:15
    ზუსტად ოიდიპოსის მამასავით,
  • 4:15 - 4:18
    რომელსაც აშინებდა ორაკულის
    წინასწარმეტყველება,
  • 4:18 - 4:21
    რომ მისი ვაჟი გაიზრდება და მოკლავს მას.
  • 4:21 - 4:23
    ამით უნებლიედ შექმნა იმის პირობები,
  • 4:23 - 4:26
    რომ მის ვაჟს, ოიდიპოსს, იგი მოეკლა.
  • 4:27 - 4:29
    ეს არის კაპიტალიზმთან ჩემი უთანხმოება.
  • 4:29 - 4:31
    მისი დიდი დანაკარგები,
  • 4:31 - 4:33
    მთელი ეს უმოქმედო ფული,
  • 4:33 - 4:37
    ამოქმედებული უნდა იქნას
    ცხოვრების გასაუმჯობესებლად
  • 4:37 - 4:39
    და ადამიანური ნიჭის განსავითარებლად
  • 4:39 - 4:41
    და რა თქმა უნდა
    ყველა იმ ტექნოლოგიის დასაფინანსებლად,
  • 4:41 - 4:43
    როგორც "მწვანე" ტექნოლოგიაა,
  • 4:43 - 4:45
    რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია
    დედამიწის გადასარჩენად.
  • 4:46 - 4:50
    მართალი ვარ როცა მგონია,
    რომ დემოკრატია შეიძლება იყოს ამის პასუხი?
  • 4:50 - 4:51
    მე ასე მგონია,
  • 4:51 - 4:52
    მაგრამ სანამ განვაგრძობთ,
  • 4:52 - 4:54
    რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში?
  • 4:55 - 4:57
    არისტოტელემ დემოკრატია განმარტა,
  • 4:57 - 5:01
    როგორც კონსტიტუცია,
    სადაც უმრვლესობაში მყოფი
  • 5:01 - 5:04
    თავისუფალი და ღარიბი ხალხი,
    აკონტროლებს მთავრობას.
  • 5:05 - 5:08
    რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია
    ბევრს გამორიცხავდა.
  • 5:08 - 5:11
    ქალებს, მიგრანტებს და მონებს რა თქმა უნდა.
  • 5:12 - 5:13
    მაგრამ შეცდომა იქნებოდა
  • 5:13 - 5:17
    ძველი ათენური დემოკრატიის
    მნიშვნელობის იგნორირება,
  • 5:17 - 5:19
    იმის საფუძველზე თუ ვის გამორიცხავდა.
  • 5:19 - 5:22
    რაც უფრო არსებითი იყო
    ძველი ათენის დემოკრატიაში
  • 5:22 - 5:25
    და ახლაც არის,
  • 5:25 - 5:28
    იყო მშრომელი ღარიბების ჩართულობა,
  • 5:28 - 5:33
    რომლებმაც არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვას
    უფლება მიიღეს,
  • 5:33 - 5:35
    არამედ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი,
  • 5:35 - 5:38
    მათ მიიღეს პოლიტიკური შეფასების უფლება,
  • 5:38 - 5:40
    რაც თანაბარი საშუალება იყო
    მონაწილეობა მიეღოთ
  • 5:40 - 5:44
    სახელმწიფო მნიშვნელობის
    გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • 5:44 - 5:47
    რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია
    დიდხანს არ გაგრძელებულა.
  • 5:47 - 5:52
    როგორც კაშკაშა სანთელი,
    რომელიც სწრაფად ჩაიწვა
  • 5:52 - 5:53
    და რასაკვირველია,
  • 5:53 - 5:57
    ჩვენი დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიების
    ფესვები ძველ ათენში არაა.
  • 5:57 - 5:59
    მათი ფესვები "დიდ ქარტიაშია",
  • 5:59 - 6:03
    1688 წლის "დიად რევოლუციაში",
  • 6:03 - 6:05
    და ამერიკის კონსტიტუციაში.
  • 6:05 - 6:10
    როცა ათენის დემოკრატია თავისუფალი
    მოქალაქეების და მშრომელი ღარიბების
  • 6:10 - 6:12
    უფლებებზე აკეთებდა აქცენტს,
  • 6:13 - 6:17
    ჩვენი ლიბერალური დემოკრატიები
    "დიდი ქარტიის" ტრადიციას ეფუძნება,
  • 6:17 - 6:21
    რომელიც სინამდვილეში
    ბატონების ქარტია იყო.
  • 6:21 - 6:25
    და რა თქმა უნდა ლიბერალური დემოკრატია
    მხოლოდ მაშინ გაჩნდა როცა შესაძლებელი გახდა
  • 6:25 - 6:29
    პოლიტიკური სფეროს და ეკონომიკური სფეროს
    სრული განცალკევება,
  • 6:29 - 6:34
    იმისთვის რომ დემოკრატიული პროცესი
    მთლიანად პოლიტიკურ სფეროთი შემოსაზღვრულიყო
  • 6:34 - 6:36
    ეკონომიკური სფეროს...
  • 6:36 - 6:38
    თუ გნებავთ, კორპორატიული მსოფლიოს...
  • 6:38 - 6:41
    დემოკრატიისგან თავისუფალ ზონად დატოვებით.
  • 6:42 - 6:45
    დღეს, ჩვენ დემოკრატიებში
  • 6:45 - 6:48
    ეკონომიკური სფეროს
    პოლიტიკურიდან გამოყოფამ,
  • 6:48 - 6:50
    იმ მომენტში როცა ეს დაიწყო,
  • 6:51 - 6:55
    უმოწყალო ბრძოლა წარმოშვა ამ ორს შორის.
  • 6:55 - 6:58
    ეკონომიკურმა სფერომ
    პოლიტიკურის კოლონიზება დაიწყო,
  • 6:58 - 7:00
    მისი ძალაუფლების ჭამა.
  • 7:00 - 7:04
    გიფიქრიათ რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები
    ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ?
  • 7:05 - 7:07
    ეს იმიტომ არაა, რომ მათი დნმ გადაგვარდა.
  • 7:07 - 7:09
    (სიცილი)
  • 7:09 - 7:13
    არამედ იმიტომ რომ დღეს შეიძლება მთავრობაში
    იყო, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება,
  • 7:13 - 7:17
    რადგან ძალაუფლებამ პოლიტიკური სფეროდან
    ეკომონიკურში გადაინაცვლა,
  • 7:17 - 7:18
    რომელიც განცალკევებულია.
  • 7:19 - 7:21
    მართლაც,
  • 7:21 - 7:23
    მე კაპიტალიზმთან
    ჩემ უთანხმოებაზე ვსაუბრობდი.
  • 7:23 - 7:25
    რომ დაუფიქრდეთ,
  • 7:25 - 7:28
    ეს რაღაც მტაცებლების ჯგუფივითაა,
  • 7:29 - 7:34
    რომელიც ისეთი წარმატებით ანადგურებს
    საკვებ ნადავლს,
  • 7:35 - 7:37
    რომ ბოლოს შიმშილობს.
  • 7:37 - 7:38
    ანალოგიურად,
  • 7:38 - 7:42
    ეკონომიკური სფერო ისეთ დონეზე ახდენს
    პოლიტიკური სფეროს კოლონიზაციას
  • 7:42 - 7:45
    და კანიბალიზაციას,
    რომ საკუთარ თავს უთხრის ძირს,
  • 7:45 - 7:47
    რითიც ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.
  • 7:47 - 7:49
    კორპორატიული ძალაუფლება იზრდება,
  • 7:49 - 7:51
    პოლიტიკური სიკეთეები უფასურდება,
  • 7:51 - 7:53
    უთანასწორობა იზრდება,
  • 7:53 - 7:55
    ერთობლივი მოთხოვნა ეცემა
  • 7:55 - 8:01
    და კორპორაციების მმართველები ზედმეტად
    შეშინებულები არიან ინვესტირებისთვის.
  • 8:02 - 8:08
    ანუ, რაც უფრო წარმატებულია კაპიტალიზმი
    "დემოს"(ხალხი) ამოგდებით დემოკრატიიდან,
  • 8:08 - 8:10
    მით უფრო მაღალია ტყუპი მწვერვალი
  • 8:10 - 8:13
    და უფრო დიდია ადამიანური რესურსის
  • 8:13 - 8:15
    და ადამიანთა კეთილდღეობის დანაკარგი.
  • 8:16 - 8:18
    ცხადია, თუ ეს მართალია,
  • 8:19 - 8:22
    მაშინ ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური
    სფეროები კვლავ უნდა გავაერთიანოთ
  • 8:22 - 8:25
    და უმჯობესია
    ეს "დემოს" კონტროლის ქვეშ გაკეთდეს,
  • 8:25 - 8:28
    როგორც ძველ ათენში,
    იმ განსხვავებით რომ მონები,
  • 8:28 - 8:31
    ან ქალები და მიგრანყები არ გამოვრიცხოთ.
  • 8:32 - 8:34
    ეს იდეა ახალი არ არის.
  • 8:34 - 8:37
    მემარცხენე მარქსისტებს
    ის 100 წლის წინ ჰქონდათ
  • 8:37 - 8:39
    და ეს არც თუ ისე კარგად დამთავრდა, არა?
  • 8:39 - 8:42
    გაკვეთილი რაც საბჭოთა ჩავარდნიდან
    ვისწავლეთ არის ის,
  • 8:42 - 8:49
    რომ ახალი სახის სისასტიკის
    და დანაკარების გარეშე,
  • 8:49 - 8:51
    მხოლოდ სასწაული შესძენს
  • 8:51 - 8:54
    მშრომელ ღარიბებს ისეთ უფლებებს
    როგორც ძველ ათენში.
  • 8:55 - 8:56
    მაგრამ არსებობს გამოსავალი:
  • 8:57 - 8:59
    მშრომელი ღარიბების გამორიცხვა.
  • 8:59 - 9:01
    კაპიტალიზმი ამას აკეთებს
  • 9:01 - 9:06
    დაბალანაზღაურებადი მუშახელის ავტომატიკით,
    ანდროიდებით, რობოტებით ჩანაცვლებით.
  • 9:07 - 9:08
    პრობლემა ისაა,
  • 9:08 - 9:12
    რომ სანამ ეკონომკური
    და პოლიტიკური სფეროები განცალკევებულია,
  • 9:12 - 9:16
    ავტომატიზაცია ტყუპ მწვერვალს
    უფრო ამაღლებს,
  • 9:17 - 9:18
    დანაკარგებს უფრო ზრდის
  • 9:18 - 9:20
    და სოციალურ კონფლიქტს აღრმავებს.
  • 9:20 - 9:22
    მალე, ვფიქრობ,
  • 9:22 - 9:24
    ისეთი ადგილების ჩათვლით,
  • 9:24 - 9:25
    როგორც ჩინეთია.
  • 9:27 - 9:29
    ამიტომ გადაწყობა გვჭირდება.
  • 9:29 - 9:33
    ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროები
    კვლავ უნდა გავაერთიანოთ,
  • 9:33 - 9:38
    მაგრამ უმჯობესია
    გაერთიანებული სფეროს დემოკრატიზებით
  • 9:38 - 9:44
    თვალთვალზე ჩაციკლული
    ჰიპერავტოკრატია რომ არ მივიღოთ,
  • 9:44 - 9:48
    რომელიც ფილმ "მატრიცას"
    დოკუმენტურად აქცევს.
  • 9:48 - 9:50
    (სიცილი)
  • 9:50 - 9:53
    კითხვა ის კი არაა,
    გადაურჩება თუ არა კაპიტალიზმი
  • 9:53 - 9:55
    ტექნოლოგიურ სიახლეებს,
    რომლებსაც ის წარმოშობს,
  • 9:56 - 9:58
    არამედ უფრო საინტერესოა კითხვაა,
  • 9:58 - 10:03
    გადაიზრდება თუ არა კაპიტალიზმი
    "მატრიცისნაირ" დისტოპიაში,
  • 10:03 - 10:08
    თუ რაღაც "ვარსკვლავური გზის"
    მსგავს საზოგადოებაში,
  • 10:08 - 10:10
    სადაც ადამიანებს მანქანები ემსახურება
  • 10:10 - 10:15
    და ადამიანი კი საკუთარ ენერგიას
    სამყაროს გამოკვლევას ახმარს
  • 10:15 - 10:19
    და ერთვება გრძელ საუბრებში
    ცხოვრების არსზე,
  • 10:19 - 10:24
    რომელიმე ძველ ათენისმაგვარ
    მაღალ ტექნოლოგიურ აგორაში(ქალაქის ცენტრი).
  • 10:24 - 10:28
    მგონი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს,
  • 10:29 - 10:31
    მაგრამ რა დაგვჭირდება ამისთვის
  • 10:31 - 10:33
    როგორი იქნება
  • 10:33 - 10:38
    ეს "ვარსკვლავური გზის" მსგავსი უტოპია
    "მატრიცისნაირი" დისტოპიის ნაცვლად?
  • 10:38 - 10:39
    ნება მომეცით,
  • 10:40 - 10:41
    მოკლედ გაგიზიაროთ
  • 10:41 - 10:42
    რამდენიმე მაგალითი.
  • 10:43 - 10:45
    საწარმოს დონეზე,
  • 10:45 - 10:47
    წარმოიდგინეთ ბაზარი
  • 10:47 - 10:50
    სადაც კაპიტალის დაგროვება
    მუშაობისას შეგიძლიათ
  • 10:51 - 10:56
    და სადაც თქვენი კაპიტალი
    ერთი სამსახურიდან მეორეში გადაგყვებათ,
  • 10:56 - 10:58
    ერთი კომპანიიდან მეორეში,
  • 10:58 - 10:59
    და ის კომპანია
  • 10:59 - 11:02
    რომელშიც იმ მომენტში მუშაობთ,
  • 11:03 - 11:07
    მთლიანად მათ ეკუთვნით,
    ვინც იქ მუშაობს მოცემულ მომენტში.
  • 11:07 - 11:12
    მაშინ მთელი შემოსავალი
    კაპიტალიდან და მოგებიდან მოდის
  • 11:12 - 11:16
    და ხელფასზე დაქირავებული მშრომელის ცნება
    გამოუსადეგარი ხდება.
  • 11:17 - 11:23
    აღარ იქნება განსხვავება მფლობელებს შორის,
    რომლებიც არ მუშაობენ კომპანიაში
  • 11:23 - 11:26
    და ვინც მუშაობს,
    მაგრამ არ ფლობს კომპანიას;
  • 11:26 - 11:30
    აღარ იქნება ბრძოლა
    კაპიტალსა და შრომას შორის;
  • 11:30 - 11:35
    აღარ იქნება უფსქკრული
    ინვესტირებასა და დანაზოგს შორის;
  • 11:35 - 11:38
    რა თქმა უნდა,
    არც ის მაღალი ტყუპი მწვერვალი იქნება.
  • 11:39 - 11:41
    გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის დონეზე.
  • 11:41 - 11:43
    ერთი წამით წარმოიდგინეთ,
  • 11:43 - 11:48
    რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტებს
    მცოცავი გაცვლითი კურსი აქვთ
  • 11:48 - 11:52
    უნივერსალურ გლობალურ
    ციფრულ ვალუტასთან მიმართებაში,
  • 11:52 - 11:56
    ისეთთან
    რომელსაც საერთაშორისო მონეტარული ფონდი
  • 11:56 - 11:57
    დიდი ოცეული(G-20) უშვებს
  • 11:57 - 12:00
    მთელი კაცობირობის სახელით
  • 12:00 - 12:01
    და ასევე წარმოიდგინეთ,
  • 12:01 - 12:05
    რომ მთელი საერთაშორისო ვაჭრობა
    ხორიცელდება ამ ვალუტაში
  • 12:05 - 12:07
    მოდით მას "კოსმოსი" დავარქვათ
  • 12:07 - 12:09
    კოსმოსის ერთეული
  • 12:10 - 12:14
    ყოველი მთავრობა თანხმდება
    საერთო ფონდში გადაიხადოს
  • 12:14 - 12:20
    მისი ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის
    პროპორციული კოსმოს ერთეულის ოდენობა,
  • 12:20 - 12:23
    ან ქვეყნის სავაჭრო სიჭარბის.
  • 12:24 - 12:29
    წარმოიდგინეთ რომ ეს ფონდი გამოყენებულია
    "მწვანე" ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის.
  • 12:29 - 12:34
    განსაკუთრებით მსოფლიოს ისეთ ნაწილებში
    სადაც მწირი დაფინანსებაა.
  • 12:35 - 12:36
    ეს არაა ახალი იდეა.
  • 12:36 - 12:40
    ეს ის არის, რაც ჯონ მეინარდ კეინზის მიერ
    იქნა შეთავაზებული
  • 12:40 - 12:43
    1944-ში ბრეტონ ვუდის კონფერენციაზე.
  • 12:44 - 12:45
    პრობლემა ისაა,
  • 12:45 - 12:49
    რომ მაშინ ამის განხორციელების
    ტექნოლოგია არ არსებობდა.
  • 12:49 - 12:50
    ახლა ის გვაქვს.
  • 12:50 - 12:56
    განსაკუთრებით გაერთიანებულ
    პოლიტ-ეკონომიკური სფეროს კონტექსტში.
  • 12:57 - 12:59
    მსოფლიო, რომელსაც მე აღგიწერთ,
  • 12:59 - 13:02
    ერთდროულად ლიბერტარიანულიცაა,
  • 13:02 - 13:06
    რადგან ის პრიორიტეტს
    უფლებამოსილ ინდივიდებს ანიჭებს,
  • 13:06 - 13:07
    მარქსისტულიც,
  • 13:07 - 13:11
    რადგან ის ისტორიის სანაგვეზე მოისვრის
  • 13:11 - 13:13
    კაპიტალსა და შრომის გაყოფას
  • 13:13 - 13:15
    და კეინზიანურიც,
  • 13:15 - 13:17
    გლობალურად კეინზიანური.
  • 13:18 - 13:20
    მაგრამ ყველაზე მეტად,
  • 13:20 - 13:25
    ეს არის მსოფლიო, რომელშიც
    ნამდვილი დემოკრატიის წარმოდგენა შეიძლება.
  • 13:26 - 13:28
    გაჩნდება ასეთი მსოფლიო,
  • 13:28 - 13:33
    თუ დავეშვებით "მატრიცისნაირ" დისპტოპიაში?
  • 13:33 - 13:37
    პასუხი პოლიტიკურ არჩევანშია,
    რომელიც ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ.
  • 13:38 - 13:39
    ეს ჩვენი არჩევანია
  • 13:39 - 13:42
    და სჯობს ის დემოკრატიულად გავაკეთოთ.
  • 13:42 - 13:44
    მადლობა.
  • 13:44 - 13:47
    (აპლოდისმენტები)
  • 13:49 - 13:51
    ბრუნო ჯუსანი: იანის...
  • 13:52 - 13:56
    თქვენ საკუთარი თავი ბიოგრაფიაში
    აღწერეთ როგორც ლიბერტარიანელი მარქსისტი.
  • 13:58 - 14:01
    მარქსის ანალიზი
    რამდენად აქტუალური დღეს-დღეობით?
  • 14:02 - 14:05
    იანის ვარუფაკისი: რამე აქტუალობა თუა იმაში
    რაც მე ახლა ვთქვი,
  • 14:05 - 14:07
    მაშინ მარქსიც აქტუალურია.
  • 14:07 - 14:10
    რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროს
    გაერთიანების მთელი აზრი იმაშია,
  • 14:10 - 14:12
    რომ ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ,
  • 14:12 - 14:14
    მაშინ ტექნოლოგიური სიახლეები
  • 14:14 - 14:16
    ერთობლივი მოთხოვნის
    დიდ ვარდნას გამოიწვევს,
  • 14:16 - 14:21
    რასაც ლარი სამერსმა
    სეკულარული სტაგნაცია დაარქვა.
  • 14:21 - 14:24
    ეს კრიზისი, მსოფლიოს ერთი ნაწილიდან
    მეორეზე გადასვლით,
  • 14:24 - 14:25
    როგორც ახლაა,
  • 14:25 - 14:28
    არა მხოლოდ
    დემოკრატიების დესტაბილიზაციას გამოიწვევს,
  • 14:28 - 14:32
    არამედ მსოფლიოს ნაწილზე, რომელიც
    არც ისე მოხიბლულია ლიბერალური დემოკრატიით.
  • 14:32 - 14:36
    ამიტომ თუ ეს ანალიზი იტანს კრიტიკას,
    მაშინ მარქსი აბსოლუტურად აქტუალურია,
  • 14:36 - 14:38
    მაგრამ ასევე ჰაიეკიც.
  • 14:38 - 14:40
    ამიტომ ვარ მე ლიბერტარიანელი მარქსისტი
  • 14:40 - 14:41
    და ასევეა კეინზიც,
  • 14:41 - 14:43
    ამიტომაც ვარ სრულიად დაბნეული.
  • 14:43 - 14:44
    (სიცილი)
  • 14:44 - 14:46
    ბგ: მართლაც და ალბათ ახლა ჩვენც.
  • 14:46 - 14:47
    (სიცილი)
  • 14:47 - 14:49
    (აპლოდისმენტები)
  • 14:49 - 14:52
    ი.ვ.: თუ დაბნეული არ ხართ,
    არ ფიქრობთ, არა?
  • 14:52 - 14:55
    ბ.ჯ.: ეს ძალიან, ძალიან
    ბერძნულ-ფილოსოფიური სიბრძნეა...
  • 14:55 - 14:57
    ი.ვ.: ეს აინშტაინია, პრინციპში..
  • 14:57 - 15:00
    ბ.ჯ.: თქვენს საუბარში სინგაპური
    და ჩინეთი ახსენეთ
  • 15:00 - 15:02
    და წინა ღამეს,
    გამომსვლელების სადილზე,
  • 15:02 - 15:07
    საკმაოდ მკვეთრად მოიხსენიეთ ის,
    თუ როგორ უყურებს დასავლეთი ჩინეთს
  • 15:07 - 15:08
    არ გინდათ ეს გაგვიზიაროთ?
  • 15:09 - 15:11
    ი.ვ.: დიდ თვალთმაქცობას აქვს ადგილი.
  • 15:11 - 15:16
    ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიებში,
    მოჩვენებითი დემოკრატია გვაქვს.
  • 15:16 - 15:18
    ეს იმიტომ რომ,
    როგორც საუბარში აღვნიშნე,
  • 15:18 - 15:20
    ჩვენ დემოკრატია ჩავკეტეთ
    პოლიტიკურ სფეროში,
  • 15:20 - 15:24
    რითიც სფერო, რომელშიც ყველაფერი ხდება...
  • 15:24 - 15:25
    ეკონომიკური სფერო...
  • 15:25 - 15:27
    სრულიად დემოკრატიისგან თავისუფალ
    ზონად დავტოვეთ.
  • 15:27 - 15:29
    რაღაც აზრით,
  • 15:29 - 15:31
    თუ შეიძლება პროვოკაციული ვიყო,
  • 15:32 - 15:36
    ჩინეთი დღეს
    მე-19 საუკუნის ბრიტანეთთან უფრო ახლოსაა.
  • 15:36 - 15:38
    რადგან გაიხსნეთ,
  • 15:38 - 15:40
    ჩვენ გვჩვევია
    ლიბერალიმზი დემოკრატიასთან დავაკავშიროთ.
  • 15:40 - 15:41
    ეს ისტორიული ჩეცდომაა,
  • 15:41 - 15:44
    ლიბერალიზმი, ლიბერალი,
    ეს როგორც ჯონ სტიუარტ მილია.
  • 15:44 - 15:49
    ჯონ სტიუარტ მილი
    სკეპტიკური იყო დემოკრატიის მიმართ.
  • 15:49 - 15:54
    რასაც ახლა ჩინეთში ხედავთ
    ძალიან ჰგავს იმას,
  • 15:54 - 15:57
    რაც ბრიტანეთში ხდებოდა
    ინდუსტრიული რევოლუციისას.
  • 15:57 - 16:00
    განსაკუთრებით
    პირველიდან მეორეზე გადასვლისას.
  • 16:00 - 16:04
    და ჩინეთის იმისთვის გაკრიტიკებას,
  • 16:04 - 16:07
    რაც დასავლეთმა მე-19 საუკუნეში გააკეთა,
  • 16:07 - 16:08
    თვალთმაქცობის სუნი უდის.
  • 16:10 - 16:13
    ბ.ჯ.: დარმწუნებული ვარ ბევრ დამსწრეთაგანს
    აინტერესებს თქვენი გამოცდილება,
  • 16:13 - 16:16
    როგორც საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის
    წლის დასაწყისში.
  • 16:16 - 16:18
    ი.ვ.: ვიცოდი, რომ ვერ ავცდებოდი.
  • 16:18 - 16:19
    ბ.ჯ.: დიახ.
  • 16:19 - 16:20
    ბ.ჯ.: 6 თვის შემდეგ,
  • 16:20 - 16:23
    როგორ შეაფასებდით წლის პირველ ნახევარს?
  • 16:24 - 16:27
    ი.ვ.: ძალიან საინტერესო
    პირადი თვალსაზრისით
  • 16:27 - 16:28
    და დიდი იმედგაცრუება,
  • 16:28 - 16:32
    რადგან ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა
    ევროზონა გადაგვეტვირთა,
  • 16:32 - 16:34
    არა მხოლოდ საბერძნეთი,
    არამედ ევროზონა.
  • 16:34 - 16:37
    გავთავისუფლებულიყავით თვითკმაყოფილებისგან
  • 16:37 - 16:39
    და იმის მუდმივი არაღიარებისგან,
    რომ იყო მასიური
  • 16:39 - 16:42
    და არის მასიური არქიტექტურული ბზარი,
  • 16:42 - 16:44
    რომელიც ევროზონას გასდევს,
  • 16:44 - 16:49
    რაც დიდ საფრთხეს უქმნის
    მთელს ევროკავშირს.
  • 16:49 - 16:52
    ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა
    საბერძნეთის პროგრამის ბაზაზე,
  • 16:52 - 16:53
    ეს გაგვემართა.
  • 16:53 - 16:57
    რომელიც სხვათაშორის,
    პირველი პროგრამა იყო,
  • 16:57 - 16:59
    რომელმაც ბზარის არაღიარება გამოააშკარავა
  • 16:59 - 17:00
    და სამწუხაროდ,
  • 17:00 - 17:02
    ევროზონის
  • 17:02 - 17:04
    და ევროჯგუფის მმართველებმა,
  • 17:04 - 17:06
    ამ არაღიარების გაგრძელება არჩიეს
  • 17:06 - 17:07
    და იცით რაც ხდება.
  • 17:07 - 17:09
    ეს საბჭოთა კავშირის გამოცდილებაა.
  • 17:09 - 17:12
    როცა პოლიტიკური ნებით
    და ავტორიტარიზმით ცდილობთ
  • 17:12 - 17:16
    ცოცხლად შეინარჩუნოთ
    ეკონომიკური სისტემა,
  • 17:16 - 17:19
    რომელიც არქიტექტურულად ვერ გადარჩება,
  • 17:19 - 17:21
    შეიძლება გახანგრძლივებას მიაღწყიოთ,
  • 17:21 - 17:22
    მაგრამ როცა ცვლილება მოხდება,
  • 17:22 - 17:25
    ეს მოხდება მოულოდნელად და კატასტროფულად.
  • 17:25 - 17:27
    ბ.ჯ.: რა სახის ცვლილებას გულისხმოთ?
  • 17:27 - 17:28
    ი.ვ.: ეჭვგარეშეა,
  • 17:28 - 17:31
    რომ თუ არ შევცვლით ევროზონის არქიტექტურას
  • 17:31 - 17:33
    ევროზონას მომავალი არ აქვს.
  • 17:33 - 17:36
    ბ.ჯ.: უშვებდით რამე შეცდომას,
    ფინანსთა მინისტრობისას?
  • 17:36 - 17:37
    ი.ვ.: ყოველდღე.
  • 17:37 - 17:40
    ბ.ჯ.: მაგალითად?
    ი.ვ.: ნებისმიერი, თუ უკან გაიხედავს...
  • 17:40 - 17:42
    (აპლოდისმენტები)
  • 17:44 - 17:45
    არა, სერიოზულად.
  • 17:46 - 17:49
    თუ არსებობს რომელიმე ფინანსთა მინისტრი,
    ან ვინმე სხვა,
  • 17:49 - 17:51
    ვინც გეტყვით რომ 6 თვის მუშაობის შემდეგ,
  • 17:51 - 17:55
    განსაკუთრებით ასეთ სტრესულ სიტუაციაში,
  • 17:55 - 17:58
    რომ მათ შეცდომა არ დაუშვიათ,
    ეს საშიში ხალხია.
  • 17:58 - 17:59
    რა თქმა უნდა შეცდომები დავუშვი.
  • 17:59 - 18:02
    უდიდესი შეცდომა იყო,
  • 18:02 - 18:04
    სესხის ხელშეკრულების გაგარძელებაზე
    ხელის მოწერა
  • 18:04 - 18:06
    თებერვლის ბოლოს.
  • 18:06 - 18:07
    მე წარმომედგინა,
  • 18:07 - 18:10
    რომ კრედიტორებს გულწრფელი ინტერესი ჰქონდათ
  • 18:10 - 18:11
    საერთო გამოგვენახა
  • 18:11 - 18:12
    და ეს ასე არ იყო.
  • 18:12 - 18:15
    ისინი უბრალოდ, ჩვენი მთავრობის
    განადგურებით იყვნენ დაინტერესბულნი,
  • 18:15 - 18:17
    რადგან მათ არ სურდათ
  • 18:17 - 18:20
    არქიტექტურულ ბზარზე მუშაობა,
  • 18:20 - 18:22
    რომელიც ევროზონას გასდევს
  • 18:22 - 18:24
    და რადგან მათ არ სურდათ იმის აიღიარება,
  • 18:24 - 18:27
    რომ 5 წლის მანძილზე ისინი კატასტროფულ
    პროგრამას ახორციელებდნენ საბერძნეთში.
  • 18:27 - 18:30
    ჩვენ ჩვენი ნომინალური მშპ-ს
    მესამედი დავკარგეთ.
  • 18:30 - 18:32
    ეს დიდ დეპრესიაზე უარესი იყო.
  • 18:32 - 18:33
    და არცერთი არ იყო
  • 18:33 - 18:36
    იმ კრედიტორების "ტროიკიდან",
    რომლებმაც ეს პოლიტიკა მოგვახვიეს.
  • 18:36 - 18:39
    რომ ეთქვა: "ეს კოლოსალური შეცდომა იყო"
  • 18:39 - 18:41
    ბ.ჯ.: მიუხედავად ამ ყველაფერისა
  • 18:41 - 18:43
    და მიუხედავად აგრესიული დისკურიისა,
  • 18:43 - 18:45
    თქვენ საკმაოდ პროევროპელი ჩანხართ.
  • 18:45 - 18:47
    ი.ვ.: აბსოლუტურად.
  • 18:47 - 18:51
    იცით, ჩემი კრიტიკა
    ევროზონის და ევროკავშირის მიმართ
  • 18:51 - 18:55
    მოდის ადამიანისგან,
    ვინც ცხოვრობს და სუნთქვავს ევროპით.
  • 18:56 - 18:59
    ჩემი უდიდესი შიში ისაა,
    რომ ევროზონა ვერ გადარჩება.
  • 18:59 - 19:01
    რადგან თუ ასეც მოხდა,
  • 19:01 - 19:04
    ის ცენტრიფუგული ძალები
    რაც წამოვა,
  • 19:04 - 19:05
    საშინელი იქნება
  • 19:05 - 19:07
    და ისინი ევროკავშირს დაანგრევს.
  • 19:07 - 19:10
    ეს კატასტროფა იქნება
    არა მხოლოდ ევროპისთვის,
  • 19:10 - 19:12
    არამედ მთელი გლობალური ეკონომიკისთვის
  • 19:12 - 19:16
    ჩვენ ალბათ
    უმსხვილესი ეკონომიკა ვართ მსოფლიოში
  • 19:16 - 19:17
    და თუ ჩვენ მივცემთ თავს უფლებას
  • 19:17 - 19:20
    1930 წლების პოსტმოდრენის გზას დავადგეთ.
  • 19:20 - 19:23
    რასაც მგონია რომ ვაკეთებთ,
  • 19:23 - 19:25
    მაშინ ეს საზიანო იქნება
  • 19:25 - 19:28
    ევროპელებისთვისაც
    და არაევროპელებისთვისაც.
  • 19:28 - 19:31
    ბ.ჯ.: ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ,
    რომ თქვენ ცდებით ამაში.
  • 19:31 - 19:32
    იანის, მადლობა TED-ში სტუმრობისთვის.
  • 19:32 - 19:33
    ი.ვ.: მადლობა.
  • 19:34 - 19:38
    (აპლოდისმენტები)
Title:
კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ
Speaker:
იანის ვარუფაკისი
Description:

გიფიქრიათ, რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ? რატომაა, რომ თითქოს მთავრობა უძლურია გადაჭრას რეალური პრობლემები? ეკონომისტის და საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს-დღეობით შენ შეიძლება იყო პოლიტიკაში, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება, რადგან ნამდვილი ძალაუფება მათ უპყრიათ ხელთ, ვინც ეკონომიკას აკონტროლებს. ის ფიქრობს, რომ სუპერ მდიდრები და კორპორაციები პოლიტიკური სფეროს კანიბალიზაციით არიან დაკავებული, რაც ფინანსურ კრიზისს იწვევს. ამ საუბარში მოისმენთ მის საოცნებო სამყაროზე, რომელშიც კაპიტალი და შრომა აღარ ებრძვიან ერთმანეთს: "ისეთზე, რომელიც ერთდროულად ლიბერტარიანულიც არის, მარქსისტულიც და კენზიანურიც"

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
19:51

Georgian subtitles

Revisions Compare revisions