0:00:01.200,0:00:02.400 დემოკრატია. 0:00:02.960,0:00:04.296 დასავლეთში, 0:00:04.320,0:00:08.256 დიდ შეცდომას ვუშვებთ,[br]როცა მას გარანტირებულ მოცემულობად ვიღებთ. 0:00:08.280,0:00:09.576 ჩვენ დემოკრატიას ვხედავთ, 0:00:09.600,0:00:14.096 არა როგორც ფაქიზ ყვავილს,[br]როგორიც ისაა სინამდვილეში, 0:00:14.120,0:00:17.670 არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების[br]განუყოფელ ნაწილს. 0:00:17.960,0:00:22.330 ჩვენ გვჩვევია მისი როგორც[br]უცვლელი მოცემულობის აღქმა. 0:00:22.680,0:00:27.896 ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ კაპიტალიზმი[br]თავისთავად შობს დემოკრატიას. 0:00:27.920,0:00:29.256 ასე არ არის. 0:00:29.280,0:00:33.656 სინგაპურელმა ლი კუან იუმ[br]და მისმა დიდმა მიმდევრებმა პეკინიდან 0:00:33.680,0:00:36.616 ამის უტყუარი დემონსრაცია გააკეთეს, 0:00:36.640,0:00:40.536 რომ სრულიად შესაძლებელია,[br]კაპიტალიზმი ყვაოდეს, 0:00:40.560,0:00:42.470 იყოს არნახული ზრდა, 0:00:42.960,0:00:46.016 ამ დროს კი პოლიტიკა[br]დაცლილი იყოს დემოკრატიისგან. 0:00:46.040,0:00:50.456 მართლაც, დემოკრატია მცირდება ჩვენთან,[br] 0:00:50.480,0:00:52.056 აქ ევროპაში. 0:00:52.080,0:00:55.456 წლის დასაწყისში,[br]როცა საბერძნეთს წარმოვადგენდი... 0:00:55.480,0:00:58.216 ახალ არჩეულ საბერძნეთის მთავრობას... 0:00:58.240,0:01:00.936 ევროჯგუში როგორც ფინანსთა მინისტრი, 0:01:00.960,0:01:05.896 ცალსახად მითხრეს,[br]რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი, 0:01:05.920,0:01:07.336 ჩვენი არჩევნები 0:01:07.360,0:01:09.136 ვერ იქონიებს გავლენას 0:01:09.160,0:01:12.400 ეკონომიკურ პოლიტიკაზე,[br]რომელიც საბერძნეთშია დანერგილი 0:01:13.120,0:01:14.336 ამ მომენტში. 0:01:14.360,0:01:18.656 მე ვიგრძენი, რომ შეუძლებელია არსებობდეს[br]ლი კუან იუს 0:01:18.680,0:01:21.196 და ჩინეთის კომუნისტური პარტიის[br]ამაზე დიდი გამართლება, 0:01:21.196,0:01:23.976 ზოგი ჩემი ჯიუტი მეგობრისაც,[br]რომელიც მეუბნებოდა, 0:01:24.000,0:01:28.320 რომ დემოკრატია აიკრძალება,[br]თუ ის რამის შეცვლის საფრთხეს შექმნის 0:01:29.640,0:01:32.896 ამ საღამოს, აქ, მინდა წარმოგიდგინოთ 0:01:32.920,0:01:36.160 ეკონომიკური სისტემა[br]ნამდვილი დემოკრატიისთვის. 0:01:36.600,0:01:41.456 მინდა გთხოვოთ შემომიერთდეთ[br]იმის კვლავ დაჯერებაში, 0:01:41.480,0:01:43.480 რომ ლი კუან იუ 0:01:44.480,0:01:45.916 და ჩინეთის კომუნისტური პარტია 0:01:45.916,0:01:47.256 და ასევე ევროჯგუფი 0:01:47.280,0:01:50.920 ცდებიან როცა ჰგონიათ,[br]რომ ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ დემოკრატია 0:01:51.600,0:01:55.336 და იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება[br]ნამდვილი, მძვინვარე დემოკრატია, 0:01:55.360,0:01:58.336 და მის გარეშე, 0:01:58.360,0:02:01.216 ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო საშინელი, 0:02:01.240,0:02:03.376 მომავალი უფერული 0:02:03.400,0:02:06.216 და ჩვენი დიდებული,[br]ახალი ტექნოლოგიები დაკარგული. 0:02:06.240,0:02:07.496 დანაკარგებს რაც შეეხება, 0:02:07.520,0:02:10.295 ნება მომეცით[br]საინტერესო პარადოქსი აღვნიშნო, 0:02:10.320,0:02:13.096 რომელიც ჩვენს ეკონომიკებს უქმნის საფრთხეს. 0:02:13.120,0:02:15.416 მე ამას ტყუპი მწვერვალის პარადოქსს ვეძახი. 0:02:15.440,0:02:16.736 ერთ მწვერვალს ხვდებით... 0:02:16.760,0:02:18.376 თქვენ იცით ის, ამჩნევთ მას... 0:02:18.400,0:02:22.220 ეს ვალების მთაა,[br] 0:02:22.220,0:02:26.296 რომელიც[br]აშშ-ს, ევროპას და მთელს მსოფლიოს ჩრდილავს. 0:02:26.320,0:02:28.380 ჩვენ ყველა ვამჩნევთ ვალების მთას, 0:02:28.880,0:02:33.000 მაგრამ ცოტა თუ ამოიცნობს ამას[br]როგორც ტყუპ მწვერვალს. 0:02:33.640,0:02:36.110 უმოქმედო ფულის მთა, 0:02:36.840,0:02:40.200 რომელიც მდიდარ დამზოგავებს[br]და კორპორაციებს ეკუთვნის. 0:02:41.120,0:02:43.696 ზედმეტად უფრთხიან 0:02:43.720,0:02:47.016 წარმოებაში ინვესტირებას,[br]რომელიც გამოიმუშავებს მოგებას, 0:02:47.040,0:02:50.096 რომელიც ვალების მთას აღმოფხვრის 0:02:50.120,0:02:54.096 და რომელიც აწარმოებს ყველაფერ იმას,[br]რაც კაცობრიობას ასე ძალიან ესაჭიროება, 0:02:54.120,0:02:55.776 როგორც "მწვანე" ენერგია. 0:02:55.800,0:02:58.136 ნება მომეცით ორი რიცხვი მოგაწოდოთ. 0:02:58.160,0:02:59.496 გასული სამი თვის მანძილზე 0:02:59.520,0:03:02.296 აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროზონაში 0:03:02.320,0:03:06.736 ერთად 3.4 ტრილიონი დოლარის[br]ინვესტიცია გაკეთდა 0:03:06.760,0:03:09.416 ყველა ისეთ დოვლათის შემქმნელ საქონელზე, 0:03:09.440,0:03:12.456 როგორიცაა სამრეწველო საწარმოები,[br]სამანქანო დანადგარები, 0:03:12.480,0:03:14.696 საოფისე შენობები, სკოლები, 0:03:14.720,0:03:17.856 გზები, რკინიგზები და ა.შ. 0:03:17.880,0:03:20.616 3.4 ტრილიონი დოლარი შთამბეჭდავად ჟღერს, 0:03:20.640,0:03:24.496 სანამ მას 5.1 ტრილიონს შეადარებთ, 0:03:24.520,0:03:27.020 რომელიც იმავე ქვეყნებში, 0:03:27.020,0:03:29.056 ჩვენს ფინანსურ დაწესებულებებში, 0:03:29.080,0:03:32.480 საფონდო ბირჟებზე ინფლაციის[br]და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის გარდა, 0:03:33.440,0:03:38.296 ყველანაირი დანიშნულების გარეშე მოძრაობს,[br]ამავე პერიოდში. 0:03:38.320,0:03:43.576 მაშ, ვალების და უმოქმედო ფულის მთა, 0:03:43.600,0:03:47.296 ისინი ტყუპ პიკს ქმნიან, 0:03:47.320,0:03:50.466 რომლებიც ნორმალური ფუქციონირების ბაზარით[br]ერთმანეთს ვერ აბათილებენ. 0:03:50.466,0:03:52.710 შედეგად გაყინული ხელფასები, 0:03:53.360,0:03:59.016 25-დან 54 წლამდე ადამიანების[br]მეოთხედზე მეტი უმუშევარი 0:03:59.040,0:04:00.536 აშშ-ში, იაპონიაში და ევროპაში. 0:04:00.560,0:04:02.896 და შესაბამისად დაბალი ერთობლივი მოთხოვნა, 0:04:02.920,0:04:05.136 რაც ამ უწყვეტ წრეში 0:04:05.160,0:04:08.080 ინვესტორების პესიმიზმს აძლიერებს, 0:04:08.880,0:04:12.696 რომლებსაც დაბალი მოთხოვნა აშინებთ[br]და ინვესტირებას არ ახორციელებენ. 0:04:12.720,0:04:15.416 ზუსტად ოიდიპოსის მამასავით, 0:04:15.440,0:04:17.935 რომელსაც აშინებდა ორაკულის[br]წინასწარმეტყველება, 0:04:17.959,0:04:20.696 რომ მისი ვაჟი გაიზრდება და მოკლავს მას. 0:04:20.720,0:04:22.656 ამით უნებლიედ შექმნა იმის პირობები, 0:04:22.680,0:04:25.960 რომ მის ვაჟს, ოიდიპოსს, იგი მოეკლა. 0:04:26.560,0:04:28.770 ეს არის კაპიტალიზმთან ჩემი უთანხმოება. 0:04:29.200,0:04:31.216 მისი დიდი დანაკარგები, 0:04:31.240,0:04:32.856 მთელი ეს უმოქმედო ფული, 0:04:32.880,0:04:36.976 ამოქმედებული უნდა იქნას[br]ცხოვრების გასაუმჯობესებლად 0:04:37.000,0:04:38.666 და ადამიანური ნიჭის განსავითარებლად 0:04:38.666,0:04:41.216 და რა თქმა უნდა[br]ყველა იმ ტექნოლოგიის დასაფინანსებლად, 0:04:41.240,0:04:42.656 როგორც "მწვანე" ტექნოლოგიაა, 0:04:42.656,0:04:45.280 რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია[br]დედამიწის გადასარჩენად. 0:04:46.280,0:04:49.536 მართალი ვარ როცა მგონია,[br]რომ დემოკრატია შეიძლება იყოს ამის პასუხი? 0:04:49.560,0:04:50.776 მე ასე მგონია, 0:04:50.800,0:04:52.016 მაგრამ სანამ განვაგრძობთ, 0:04:52.040,0:04:53.760 რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში? 0:04:54.520,0:04:56.936 არისტოტელემ დემოკრატია განმარტა, 0:04:56.960,0:05:00.960 როგორც კონსტიტუცია,[br]სადაც უმრვლესობაში მყოფი 0:05:00.960,0:05:04.350 თავისუფალი და ღარიბი ხალხი,[br]აკონტროლებს მთავრობას. 0:05:05.000,0:05:08.296 რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია[br]ბევრს გამორიცხავდა. 0:05:08.320,0:05:11.360 ქალებს, მიგრანტებს და მონებს რა თქმა უნდა. 0:05:12.040,0:05:13.296 მაგრამ შეცდომა იქნებოდა 0:05:13.320,0:05:16.896 ძველი ათენური დემოკრატიის[br]მნიშვნელობის იგნორირება, 0:05:16.920,0:05:18.920 იმის საფუძველზე თუ ვის გამორიცხავდა. 0:05:19.480,0:05:21.716 რაც უფრო არსებითი იყო[br]ძველი ათენის დემოკრატიაში 0:05:21.716,0:05:24.816 და ახლაც არის, 0:05:24.840,0:05:28.336 იყო მშრომელი ღარიბების ჩართულობა, 0:05:28.360,0:05:33.056 რომლებმაც არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვას[br]უფლება მიიღეს, 0:05:33.080,0:05:35.336 არამედ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, 0:05:35.360,0:05:37.976 მათ მიიღეს პოლიტიკური შეფასების უფლება, 0:05:38.000,0:05:40.376 რაც თანაბარი საშუალება იყო[br]მონაწილეობა მიეღოთ 0:05:40.400,0:05:44.056 სახელმწიფო მნიშვნელობის[br]გადაწყვეტილებების მიღებაში. 0:05:44.080,0:05:47.136 რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია[br]დიდხანს არ გაგრძელებულა. 0:05:47.160,0:05:51.576 როგორც კაშკაშა სანთელი,[br]რომელიც სწრაფად ჩაიწვა 0:05:51.600,0:05:52.816 და რასაკვირველია, 0:05:52.840,0:05:57.096 ჩვენი დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიების[br]ფესვები ძველ ათენში არაა. 0:05:57.120,0:05:59.456 მათი ფესვები "დიდ ქარტიაშია", 0:05:59.480,0:06:02.736 1688 წლის "დიად რევოლუციაში", 0:06:02.760,0:06:04.976 და ამერიკის კონსტიტუციაში. 0:06:05.000,0:06:10.016 როცა ათენის დემოკრატია თავისუფალი[br]მოქალაქეების და მშრომელი ღარიბების 0:06:10.040,0:06:12.320 უფლებებზე აკეთებდა აქცენტს, 0:06:13.240,0:06:17.416 ჩვენი ლიბერალური დემოკრატიები[br]"დიდი ქარტიის" ტრადიციას ეფუძნება, 0:06:17.440,0:06:20.536 რომელიც სინამდვილეში[br]ბატონების ქარტია იყო. 0:06:20.560,0:06:24.856 და რა თქმა უნდა ლიბერალური დემოკრატია[br]მხოლოდ მაშინ გაჩნდა როცა შესაძლებელი გახდა 0:06:24.880,0:06:28.736 პოლიტიკური სფეროს და ეკონომიკური სფეროს[br]სრული განცალკევება, 0:06:28.760,0:06:33.816 იმისთვის რომ დემოკრატიული პროცესი[br]მთლიანად პოლიტიკურ სფეროთი შემოსაზღვრულიყო 0:06:33.840,0:06:35.696 ეკონომიკური სფეროს... 0:06:35.720,0:06:37.656 თუ გნებავთ, კორპორატიული მსოფლიოს... 0:06:37.680,0:06:40.610 დემოკრატიისგან თავისუფალ ზონად დატოვებით. 0:06:41.720,0:06:44.696 დღეს, ჩვენ დემოკრატიებში 0:06:44.720,0:06:48.216 ეკონომიკური სფეროს[br]პოლიტიკურიდან გამოყოფამ, 0:06:48.240,0:06:50.496 იმ მომენტში როცა ეს დაიწყო, 0:06:50.520,0:06:54.816 უმოწყალო ბრძოლა წარმოშვა ამ ორს შორის. 0:06:54.840,0:06:58.056 ეკონომიკურმა სფერომ[br]პოლიტიკურის კოლონიზება დაიწყო, 0:06:58.080,0:06:59.730 მისი ძალაუფლების ჭამა. 0:07:00.480,0:07:03.880 გიფიქრიათ რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები[br]ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ? 0:07:04.560,0:07:06.976 ეს იმიტომ არაა, რომ მათი დნმ გადაგვარდა. 0:07:07.000,0:07:08.616 (სიცილი) 0:07:08.640,0:07:13.256 არამედ იმიტომ რომ დღეს შეიძლება მთავრობაში[br]იყო, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება, 0:07:13.280,0:07:16.576 რადგან ძალაუფლებამ პოლიტიკური სფეროდან[br]ეკომონიკურში გადაინაცვლა, 0:07:16.600,0:07:18.120 რომელიც განცალკევებულია. 0:07:19.160,0:07:20.736 მართლაც, 0:07:20.760,0:07:23.056 მე კაპიტალიზმთან[br]ჩემ უთანხმოებაზე ვსაუბრობდი. 0:07:23.080,0:07:24.816 რომ დაუფიქრდეთ, 0:07:24.840,0:07:28.160 ეს რაღაც მტაცებლების ჯგუფივითაა, 0:07:29.080,0:07:33.800 რომელიც ისეთი წარმატებით ანადგურებს[br]საკვებ ნადავლს, 0:07:34.560,0:07:36.696 რომ ბოლოს შიმშილობს. 0:07:36.720,0:07:37.936 ანალოგიურად, 0:07:37.960,0:07:41.656 ეკონომიკური სფერო ისეთ დონეზე ახდენს[br]პოლიტიკური სფეროს კოლონიზაციას 0:07:41.680,0:07:45.056 და კანიბალიზაციას,[br]რომ საკუთარ თავს უთხრის ძირს, 0:07:45.080,0:07:46.816 რითიც ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. 0:07:46.840,0:07:48.936 კორპორატიული ძალაუფლება იზრდება, 0:07:48.960,0:07:51.176 პოლიტიკური სიკეთეები უფასურდება, 0:07:51.200,0:07:53.016 უთანასწორობა იზრდება, 0:07:53.040,0:07:54.616 ერთობლივი მოთხოვნა ეცემა 0:07:54.640,0:08:00.760 და კორპორაციების მმართველები ზედმეტად[br]შეშინებულები არიან ინვესტირებისთვის. 0:08:01.520,0:08:08.176 ანუ, რაც უფრო წარმატებულია კაპიტალიზმი[br]"დემოს"(ხალხი) ამოგდებით დემოკრატიიდან, 0:08:08.200,0:08:09.806 მით უფრო მაღალია ტყუპი მწვერვალი 0:08:09.806,0:08:13.096 და უფრო დიდია ადამიანური რესურსის 0:08:13.120,0:08:15.260 და ადამიანთა კეთილდღეობის დანაკარგი. 0:08:15.640,0:08:18.496 ცხადია, თუ ეს მართალია, 0:08:18.520,0:08:21.916 მაშინ ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური[br]სფეროები კვლავ უნდა გავაერთიანოთ 0:08:21.916,0:08:25.096 და უმჯობესია[br]ეს "დემოს" კონტროლის ქვეშ გაკეთდეს, 0:08:25.120,0:08:28.056 როგორც ძველ ათენში,[br]იმ განსხვავებით რომ მონები, 0:08:28.080,0:08:31.400 ან ქალები და მიგრანყები არ გამოვრიცხოთ. 0:08:32.120,0:08:33.856 ეს იდეა ახალი არ არის. 0:08:33.880,0:08:36.655 მემარცხენე მარქსისტებს[br]ის 100 წლის წინ ჰქონდათ 0:08:36.679,0:08:38.790 და ეს არც თუ ისე კარგად დამთავრდა, არა? 0:08:38.840,0:08:42.256 გაკვეთილი რაც საბჭოთა ჩავარდნიდან[br]ვისწავლეთ არის ის, 0:08:42.280,0:08:48.616 რომ ახალი სახის სისასტიკის[br]და დანაკარების გარეშე, 0:08:48.640,0:08:50.616 მხოლოდ სასწაული შესძენს 0:08:50.640,0:08:54.400 მშრომელ ღარიბებს ისეთ უფლებებს[br]როგორც ძველ ათენში. 0:08:54.960,0:08:56.420 მაგრამ არსებობს გამოსავალი: 0:08:56.880,0:08:58.940 მშრომელი ღარიბების გამორიცხვა. 0:08:59.360,0:09:00.616 კაპიტალიზმი ამას აკეთებს 0:09:00.640,0:09:05.930 დაბალანაზღაურებადი მუშახელის ავტომატიკით,[br]ანდროიდებით, რობოტებით ჩანაცვლებით. 0:09:07.080,0:09:08.296 პრობლემა ისაა, 0:09:08.320,0:09:11.536 რომ სანამ ეკონომკური[br]და პოლიტიკური სფეროები განცალკევებულია, 0:09:11.560,0:09:15.880 ავტომატიზაცია ტყუპ მწვერვალს[br]უფრო ამაღლებს, 0:09:16.640,0:09:18.376 დანაკარგებს უფრო ზრდის 0:09:18.400,0:09:20.456 და სოციალურ კონფლიქტს აღრმავებს. 0:09:20.480,0:09:21.680 მალე, ვფიქრობ, 0:09:22.320,0:09:23.856 ისეთი ადგილების ჩათვლით, 0:09:23.880,0:09:25.480 როგორც ჩინეთია. 0:09:26.720,0:09:29.136 ამიტომ გადაწყობა გვჭირდება. 0:09:29.160,0:09:32.816 ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროები[br]კვლავ უნდა გავაერთიანოთ, 0:09:32.840,0:09:38.216 მაგრამ უმჯობესია[br]გაერთიანებული სფეროს დემოკრატიზებით 0:09:38.240,0:09:43.936 თვალთვალზე ჩაციკლული[br]ჰიპერავტოკრატია რომ არ მივიღოთ, 0:09:43.960,0:09:47.976 რომელიც ფილმ "მატრიცას"[br]დოკუმენტურად აქცევს. 0:09:48.000,0:09:49.576 (სიცილი) 0:09:49.600,0:09:53.016 კითხვა ის კი არაა,[br]გადაურჩება თუ არა კაპიტალიზმი 0:09:53.040,0:09:55.360 ტექნოლოგიურ სიახლეებს,[br]რომლებსაც ის წარმოშობს, 0:09:55.960,0:09:57.576 არამედ უფრო საინტერესოა კითხვაა, 0:09:57.600,0:10:03.336 გადაიზრდება თუ არა კაპიტალიზმი [br]"მატრიცისნაირ" დისტოპიაში, 0:10:03.360,0:10:07.776 თუ რაღაც "ვარსკვლავური გზის"[br]მსგავს საზოგადოებაში, 0:10:07.800,0:10:10.176 სადაც ადამიანებს მანქანები ემსახურება 0:10:10.200,0:10:14.616 და ადამიანი კი საკუთარ ენერგიას[br]სამყაროს გამოკვლევას ახმარს 0:10:14.640,0:10:18.936 და ერთვება გრძელ საუბრებში[br]ცხოვრების არსზე, 0:10:18.960,0:10:23.780 რომელიმე ძველ ათენისმაგვარ[br]მაღალ ტექნოლოგიურ აგორაში(ქალაქის ცენტრი). 0:10:24.360,0:10:27.800 მგონი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, 0:10:29.080,0:10:30.696 მაგრამ რა დაგვჭირდება ამისთვის 0:10:30.720,0:10:32.696 როგორი იქნება 0:10:32.720,0:10:37.600 ეს "ვარსკვლავური გზის" მსგავსი უტოპია[br]"მატრიცისნაირი" დისტოპიის ნაცვლად? 0:10:38.240,0:10:39.496 ნება მომეცით, 0:10:39.520,0:10:41.256 მოკლედ გაგიზიაროთ 0:10:41.280,0:10:42.480 რამდენიმე მაგალითი. 0:10:43.080,0:10:44.856 საწარმოს დონეზე, 0:10:44.880,0:10:47.216 წარმოიდგინეთ ბაზარი 0:10:47.240,0:10:49.920 სადაც კაპიტალის დაგროვება[br]მუშაობისას შეგიძლიათ 0:10:50.880,0:10:56.216 და სადაც თქვენი კაპიტალი[br]ერთი სამსახურიდან მეორეში გადაგყვებათ, 0:10:56.240,0:10:57.736 ერთი კომპანიიდან მეორეში, 0:10:57.760,0:10:59.016 და ის კომპანია 0:10:59.040,0:11:02.496 რომელშიც იმ მომენტში მუშაობთ, 0:11:02.520,0:11:06.840 მთლიანად მათ ეკუთვნით,[br]ვინც იქ მუშაობს მოცემულ მომენტში. 0:11:07.400,0:11:12.096 მაშინ მთელი შემოსავალი[br]კაპიტალიდან და მოგებიდან მოდის 0:11:12.120,0:11:16.496 და ხელფასზე დაქირავებული მშრომელის ცნება[br]გამოუსადეგარი ხდება. 0:11:16.520,0:11:23.136 აღარ იქნება განსხვავება მფლობელებს შორის,[br]რომლებიც არ მუშაობენ კომპანიაში 0:11:23.160,0:11:26.416 და ვინც მუშაობს,[br]მაგრამ არ ფლობს კომპანიას; 0:11:26.440,0:11:29.640 აღარ იქნება ბრძოლა[br]კაპიტალსა და შრომას შორის; 0:11:30.440,0:11:34.576 აღარ იქნება უფსქკრული[br]ინვესტირებასა და დანაზოგს შორის; 0:11:34.600,0:11:38.160 რა თქმა უნდა,[br]არც ის მაღალი ტყუპი მწვერვალი იქნება. 0:11:38.600,0:11:40.976 გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის დონეზე. 0:11:41.000,0:11:42.936 ერთი წამით წარმოიდგინეთ, 0:11:42.960,0:11:47.936 რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტებს[br]მცოცავი გაცვლითი კურსი აქვთ 0:11:47.960,0:11:51.736 უნივერსალურ გლობალურ[br]ციფრულ ვალუტასთან მიმართებაში, 0:11:51.760,0:11:55.776 ისეთთან[br]რომელსაც საერთაშორისო მონეტარული ფონდი 0:11:55.800,0:11:57.016 დიდი ოცეული(G-20) უშვებს 0:11:57.040,0:11:59.576 მთელი კაცობირობის სახელით 0:11:59.600,0:12:00.816 და ასევე წარმოიდგინეთ, 0:12:00.840,0:12:05.176 რომ მთელი საერთაშორისო ვაჭრობა[br]ხორიცელდება ამ ვალუტაში 0:12:05.200,0:12:07.016 მოდით მას "კოსმოსი" დავარქვათ 0:12:07.040,0:12:08.730 კოსმოსის ერთეული 0:12:09.720,0:12:14.096 ყოველი მთავრობა თანხმდება[br]საერთო ფონდში გადაიხადოს 0:12:14.120,0:12:19.656 მისი ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის[br]პროპორციული კოსმოს ერთეულის ოდენობა, 0:12:19.680,0:12:23.080 ან ქვეყნის სავაჭრო სიჭარბის. 0:12:23.720,0:12:28.936 წარმოიდგინეთ რომ ეს ფონდი გამოყენებულია[br]"მწვანე" ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის. 0:12:28.960,0:12:34.280 განსაკუთრებით მსოფლიოს ისეთ ნაწილებში[br]სადაც მწირი დაფინანსებაა. 0:12:34.840,0:12:36.416 ეს არაა ახალი იდეა. 0:12:36.440,0:12:39.776 ეს ის არის, რაც ჯონ მეინარდ კეინზის მიერ[br]იქნა შეთავაზებული 0:12:39.800,0:12:43.120 1944-ში ბრეტონ ვუდის კონფერენციაზე. 0:12:44.080,0:12:45.296 პრობლემა ისაა, 0:12:45.320,0:12:48.616 რომ მაშინ ამის განხორციელების[br]ტექნოლოგია არ არსებობდა. 0:12:48.640,0:12:49.856 ახლა ის გვაქვს. 0:12:49.880,0:12:55.800 განსაკუთრებით გაერთიანებულ[br]პოლიტ-ეკონომიკური სფეროს კონტექსტში. 0:12:56.640,0:12:59.056 მსოფლიო, რომელსაც მე აღგიწერთ, 0:12:59.080,0:13:01.536 ერთდროულად ლიბერტარიანულიცაა, 0:13:01.560,0:13:06.136 რადგან ის პრიორიტეტს[br]უფლებამოსილ ინდივიდებს ანიჭებს, 0:13:06.160,0:13:07.376 მარქსისტულიც, 0:13:07.400,0:13:10.616 რადგან ის ისტორიის სანაგვეზე მოისვრის 0:13:10.640,0:13:13.096 კაპიტალსა და შრომის გაყოფას 0:13:13.120,0:13:15.000 და კეინზიანურიც, 0:13:15.320,0:13:16.800 გლობალურად კეინზიანური. 0:13:18.320,0:13:19.896 მაგრამ ყველაზე მეტად, 0:13:19.920,0:13:24.840 ეს არის მსოფლიო, რომელშიც[br]ნამდვილი დემოკრატიის წარმოდგენა შეიძლება. 0:13:25.760,0:13:27.520 გაჩნდება ასეთი მსოფლიო, 0:13:28.400,0:13:32.896 თუ დავეშვებით "მატრიცისნაირ" დისპტოპიაში? 0:13:32.920,0:13:37.040 პასუხი პოლიტიკურ არჩევანშია,[br]რომელიც ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. 0:13:37.720,0:13:39.336 ეს ჩვენი არჩევანია 0:13:39.360,0:13:41.880 და სჯობს ის დემოკრატიულად გავაკეთოთ. 0:13:42.280,0:13:43.536 მადლობა. 0:13:43.560,0:13:46.920 (აპლოდისმენტები) 0:13:49.480,0:13:50.680 ბრუნო ჯუსანი: იანის... 0:13:51.880,0:13:56.320 თქვენ საკუთარი თავი ბიოგრაფიაში[br]აღწერეთ როგორც ლიბერტარიანელი მარქსისტი. 0:13:58.400,0:14:00.920 მარქსის ანალიზი[br]რამდენად აქტუალური დღეს-დღეობით? 0:14:02.000,0:14:05.336 იანის ვარუფაკისი: რამე აქტუალობა თუა იმაში[br]რაც მე ახლა ვთქვი, 0:14:05.360,0:14:06.576 მაშინ მარქსიც აქტუალურია. 0:14:06.600,0:14:10.096 რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროს[br]გაერთიანების მთელი აზრი იმაშია, 0:14:10.120,0:14:11.666 რომ ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, 0:14:11.666,0:14:13.616 მაშინ ტექნოლოგიური სიახლეები 0:14:13.640,0:14:15.936 ერთობლივი მოთხოვნის[br]დიდ ვარდნას გამოიწვევს, 0:14:15.960,0:14:20.736 რასაც ლარი სამერსმა[br]სეკულარული სტაგნაცია დაარქვა. 0:14:20.760,0:14:23.616 ეს კრიზისი, მსოფლიოს ერთი ნაწილიდან[br]მეორეზე გადასვლით, 0:14:23.640,0:14:25.176 როგორც ახლაა, 0:14:25.200,0:14:27.896 არა მხოლოდ[br]დემოკრატიების დესტაბილიზაციას გამოიწვევს, 0:14:27.920,0:14:32.136 არამედ მსოფლიოს ნაწილზე, რომელიც[br]არც ისე მოხიბლულია ლიბერალური დემოკრატიით. 0:14:32.160,0:14:35.976 ამიტომ თუ ეს ანალიზი იტანს კრიტიკას,[br]მაშინ მარქსი აბსოლუტურად აქტუალურია, 0:14:36.000,0:14:37.736 მაგრამ ასევე ჰაიეკიც. 0:14:37.760,0:14:39.576 ამიტომ ვარ მე ლიბერტარიანელი მარქსისტი 0:14:39.600,0:14:40.816 და ასევეა კეინზიც, 0:14:40.840,0:14:42.736 ამიტომაც ვარ სრულიად დაბნეული. 0:14:42.760,0:14:43.976 (სიცილი) 0:14:44.000,0:14:46.056 ბგ: მართლაც და ალბათ ახლა ჩვენც. 0:14:46.080,0:14:47.376 (სიცილი) 0:14:47.400,0:14:49.376 (აპლოდისმენტები) 0:14:49.400,0:14:52.176 ი.ვ.: თუ დაბნეული არ ხართ,[br]არ ფიქრობთ, არა? 0:14:52.200,0:14:55.296 ბ.ჯ.: ეს ძალიან, ძალიან[br]ბერძნულ-ფილოსოფიური სიბრძნეა... 0:14:55.320,0:14:56.976 ი.ვ.: ეს აინშტაინია, პრინციპში.. 0:14:57.000,0:14:59.616 ბ.ჯ.: თქვენს საუბარში სინგაპური[br]და ჩინეთი ახსენეთ 0:14:59.640,0:15:01.696 და წინა ღამეს,[br]გამომსვლელების სადილზე, 0:15:01.720,0:15:06.896 საკმაოდ მკვეთრად მოიხსენიეთ ის,[br]თუ როგორ უყურებს დასავლეთი ჩინეთს 0:15:06.920,0:15:08.496 არ გინდათ ეს გაგვიზიაროთ? 0:15:08.520,0:15:10.940 ი.ვ.: დიდ თვალთმაქცობას აქვს ადგილი. 0:15:11.400,0:15:15.696 ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიებში,[br]მოჩვენებითი დემოკრატია გვაქვს. 0:15:15.720,0:15:18.350 ეს იმიტომ რომ,[br]როგორც საუბარში აღვნიშნე, 0:15:18.350,0:15:20.456 ჩვენ დემოკრატია ჩავკეტეთ[br]პოლიტიკურ სფეროში, 0:15:20.456,0:15:23.616 რითიც სფერო, რომელშიც ყველაფერი ხდება... 0:15:23.640,0:15:24.856 ეკონომიკური სფერო... 0:15:24.880,0:15:27.200 სრულიად დემოკრატიისგან თავისუფალ[br]ზონად დავტოვეთ. 0:15:27.280,0:15:28.536 რაღაც აზრით, 0:15:28.560,0:15:30.760 თუ შეიძლება პროვოკაციული ვიყო, 0:15:31.880,0:15:36.296 ჩინეთი დღეს[br]მე-19 საუკუნის ბრიტანეთთან უფრო ახლოსაა. 0:15:36.320,0:15:37.576 რადგან გაიხსნეთ, 0:15:37.600,0:15:40.126 ჩვენ გვჩვევია[br]ლიბერალიმზი დემოკრატიასთან დავაკავშიროთ. 0:15:40.126,0:15:41.456 ეს ისტორიული ჩეცდომაა, 0:15:41.480,0:15:44.016 ლიბერალიზმი, ლიბერალი,[br]ეს როგორც ჯონ სტიუარტ მილია. 0:15:44.040,0:15:48.736 ჯონ სტიუარტ მილი [br]სკეპტიკური იყო დემოკრატიის მიმართ. 0:15:48.760,0:15:54.136 რასაც ახლა ჩინეთში ხედავთ[br]ძალიან ჰგავს იმას, 0:15:54.160,0:15:57.336 რაც ბრიტანეთში ხდებოდა[br]ინდუსტრიული რევოლუციისას. 0:15:57.360,0:16:00.336 განსაკუთრებით[br]პირველიდან მეორეზე გადასვლისას. 0:16:00.360,0:16:03.656 და ჩინეთის იმისთვის გაკრიტიკებას, 0:16:03.680,0:16:06.816 რაც დასავლეთმა მე-19 საუკუნეში გააკეთა, 0:16:06.840,0:16:08.490 თვალთმაქცობის სუნი უდის. 0:16:09.520,0:16:13.176 ბ.ჯ.: დარმწუნებული ვარ ბევრ დამსწრეთაგანს[br]აინტერესებს თქვენი გამოცდილება, 0:16:13.200,0:16:15.936 როგორც საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის[br]წლის დასაწყისში. 0:16:15.960,0:16:17.561 ი.ვ.: ვიცოდი, რომ ვერ ავცდებოდი. 0:16:17.561,0:16:18.616 ბ.ჯ.: დიახ. 0:16:18.640,0:16:19.976 ბ.ჯ.: 6 თვის შემდეგ, 0:16:20.000,0:16:22.670 როგორ შეაფასებდით წლის პირველ ნახევარს? 0:16:23.920,0:16:26.536 ი.ვ.: ძალიან საინტერესო[br]პირადი თვალსაზრისით 0:16:26.560,0:16:27.816 და დიდი იმედგაცრუება, 0:16:27.840,0:16:31.736 რადგან ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა[br]ევროზონა გადაგვეტვირთა, 0:16:31.760,0:16:33.856 არა მხოლოდ საბერძნეთი,[br]არამედ ევროზონა. 0:16:33.880,0:16:36.816 გავთავისუფლებულიყავით თვითკმაყოფილებისგან 0:16:36.840,0:16:39.296 და იმის მუდმივი არაღიარებისგან,[br]რომ იყო მასიური 0:16:39.320,0:16:42.176 და არის მასიური არქიტექტურული ბზარი, 0:16:42.200,0:16:44.376 რომელიც ევროზონას გასდევს, 0:16:44.400,0:16:48.816 რაც დიდ საფრთხეს უქმნის[br]მთელს ევროკავშირს. 0:16:48.840,0:16:52.016 ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა[br]საბერძნეთის პროგრამის ბაზაზე, 0:16:52.040,0:16:53.376 ეს გაგვემართა.[br] 0:16:53.400,0:16:56.600 რომელიც სხვათაშორის,[br]პირველი პროგრამა იყო, 0:16:56.600,0:16:59.016 რომელმაც ბზარის არაღიარება გამოააშკარავა 0:16:59.040,0:17:00.256 და სამწუხაროდ, 0:17:00.280,0:17:02.096 ევროზონის 0:17:02.120,0:17:03.550 და ევროჯგუფის მმართველებმა, 0:17:04.079,0:17:06.056 ამ არაღიარების გაგრძელება არჩიეს 0:17:06.079,0:17:07.336 და იცით რაც ხდება. 0:17:07.359,0:17:09.415 ეს საბჭოთა კავშირის გამოცდილებაა. 0:17:09.440,0:17:11.935 როცა პოლიტიკური ნებით[br]და ავტორიტარიზმით ცდილობთ 0:17:11.960,0:17:15.839 ცოცხლად შეინარჩუნოთ[br]ეკონომიკური სისტემა, 0:17:16.340,0:17:19.175 რომელიც არქიტექტურულად ვერ გადარჩება, 0:17:19.200,0:17:20.966 შეიძლება გახანგრძლივებას მიაღწყიოთ, 0:17:20.966,0:17:22.455 მაგრამ როცა ცვლილება მოხდება, 0:17:22.480,0:17:24.976 ეს მოხდება მოულოდნელად და კატასტროფულად. 0:17:25.000,0:17:27.007 ბ.ჯ.: რა სახის ცვლილებას გულისხმოთ? 0:17:27.031,0:17:28.285 ი.ვ.: ეჭვგარეშეა, 0:17:28.309,0:17:30.976 რომ თუ არ შევცვლით ევროზონის არქიტექტურას 0:17:31.001,0:17:32.895 ევროზონას მომავალი არ აქვს. 0:17:32.920,0:17:35.816 ბ.ჯ.: უშვებდით რამე შეცდომას,[br]ფინანსთა მინისტრობისას? 0:17:35.840,0:17:37.056 ი.ვ.: ყოველდღე. 0:17:37.080,0:17:39.686 ბ.ჯ.: მაგალითად?[br]ი.ვ.: ნებისმიერი, თუ უკან გაიხედავს... 0:17:39.686,0:17:41.720 (აპლოდისმენტები) 0:17:44.120,0:17:45.496 არა, სერიოზულად. 0:17:45.520,0:17:49.096 თუ არსებობს რომელიმე ფინანსთა მინისტრი,[br]ან ვინმე სხვა, 0:17:49.120,0:17:51.336 ვინც გეტყვით რომ 6 თვის მუშაობის შემდეგ, 0:17:51.360,0:17:55.056 განსაკუთრებით ასეთ სტრესულ სიტუაციაში, 0:17:55.080,0:17:57.776 რომ მათ შეცდომა არ დაუშვიათ,[br]ეს საშიში ხალხია. 0:17:57.800,0:17:59.296 რა თქმა უნდა შეცდომები დავუშვი. 0:17:59.296,0:18:01.936 უდიდესი შეცდომა იყო,[br] 0:18:01.960,0:18:04.226 სესხის ხელშეკრულების გაგარძელებაზე[br]ხელის მოწერა 0:18:04.226,0:18:05.696 თებერვლის ბოლოს. 0:18:05.720,0:18:06.936 მე წარმომედგინა, 0:18:06.960,0:18:09.936 რომ კრედიტორებს გულწრფელი ინტერესი ჰქონდათ 0:18:09.960,0:18:11.216 საერთო გამოგვენახა 0:18:11.240,0:18:12.080 და ეს ასე არ იყო. 0:18:12.080,0:18:15.206 ისინი უბრალოდ, ჩვენი მთავრობის[br]განადგურებით იყვნენ დაინტერესბულნი, 0:18:15.206,0:18:16.576 რადგან მათ არ სურდათ[br] 0:18:16.600,0:18:19.736 არქიტექტურულ ბზარზე მუშაობა, 0:18:19.760,0:18:21.776 რომელიც ევროზონას გასდევს 0:18:21.800,0:18:23.726 და რადგან მათ არ სურდათ იმის აიღიარება, 0:18:23.726,0:18:27.256 რომ 5 წლის მანძილზე ისინი კატასტროფულ[br]პროგრამას ახორციელებდნენ საბერძნეთში. 0:18:27.280,0:18:30.176 ჩვენ ჩვენი ნომინალური მშპ-ს[br]მესამედი დავკარგეთ. 0:18:30.200,0:18:32.136 ეს დიდ დეპრესიაზე უარესი იყო. 0:18:32.160,0:18:33.416 და არცერთი არ იყო 0:18:33.440,0:18:36.376 იმ კრედიტორების "ტროიკიდან",[br]რომლებმაც ეს პოლიტიკა მოგვახვიეს. 0:18:36.400,0:18:39.376 რომ ეთქვა: "ეს კოლოსალური შეცდომა იყო" 0:18:39.400,0:18:40.916 ბ.ჯ.: მიუხედავად ამ ყველაფერისა 0:18:40.916,0:18:42.976 და მიუხედავად აგრესიული დისკურიისა, 0:18:43.000,0:18:45.416 თქვენ საკმაოდ პროევროპელი ჩანხართ. 0:18:45.440,0:18:46.656 ი.ვ.: აბსოლუტურად. 0:18:46.680,0:18:50.816 იცით, ჩემი კრიტიკა[br]ევროზონის და ევროკავშირის მიმართ 0:18:50.840,0:18:54.880 მოდის ადამიანისგან,[br]ვინც ცხოვრობს და სუნთქვავს ევროპით. 0:18:55.680,0:18:59.256 ჩემი უდიდესი შიში ისაა,[br]რომ ევროზონა ვერ გადარჩება. 0:18:59.280,0:19:00.736 რადგან თუ ასეც მოხდა, 0:19:00.760,0:19:03.616 ის ცენტრიფუგული ძალები[br]რაც წამოვა, 0:19:03.640,0:19:05.336 საშინელი იქნება 0:19:05.360,0:19:07.336 და ისინი ევროკავშირს დაანგრევს. 0:19:07.360,0:19:09.776 ეს კატასტროფა იქნება[br]არა მხოლოდ ევროპისთვის, 0:19:09.800,0:19:11.636 არამედ მთელი გლობალური ეკონომიკისთვის 0:19:11.636,0:19:15.536 ჩვენ ალბათ[br]უმსხვილესი ეკონომიკა ვართ მსოფლიოში 0:19:15.560,0:19:17.296 და თუ ჩვენ მივცემთ თავს უფლებას 0:19:17.320,0:19:20.136 1930 წლების პოსტმოდრენის გზას დავადგეთ. 0:19:20.160,0:19:22.816 რასაც მგონია რომ ვაკეთებთ, 0:19:22.840,0:19:24.656 მაშინ ეს საზიანო იქნება 0:19:24.680,0:19:27.970 ევროპელებისთვისაც[br]და არაევროპელებისთვისაც. 0:19:27.970,0:19:30.736 ბ.ჯ.: ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ,[br]რომ თქვენ ცდებით ამაში. 0:19:30.736,0:19:32.496 იანის, მადლობა TED-ში სტუმრობისთვის. 0:19:32.496,0:19:33.496 ი.ვ.: მადლობა. 0:19:33.520,0:19:38.343 (აპლოდისმენტები)