1 00:00:01,200 --> 00:00:02,400 დემოკრატია. 2 00:00:02,960 --> 00:00:04,296 დასავლეთში, 3 00:00:04,320 --> 00:00:08,256 დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა მას გარანტირებულ მოცემულობად ვიღებთ. 4 00:00:08,280 --> 00:00:09,576 ჩვენ დემოკრატიას ვხედავთ, 5 00:00:09,600 --> 00:00:14,096 არა როგორც ფაქიზ ყვავილს, როგორიც ისაა სინამდვილეში, 6 00:00:14,120 --> 00:00:17,670 არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს. 7 00:00:17,960 --> 00:00:22,330 ჩვენ გვჩვევია მისი როგორც უცვლელი მოცემულობის აღქმა. 8 00:00:22,680 --> 00:00:27,896 ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ კაპიტალიზმი თავისთავად შობს დემოკრატიას. 9 00:00:27,920 --> 00:00:29,256 ასე არ არის. 10 00:00:29,280 --> 00:00:33,656 სინგაპურელმა ლი კუან იუმ და მისმა დიდმა მიმდევრებმა პეკინიდან 11 00:00:33,680 --> 00:00:36,616 ამის უტყუარი დემონსრაცია გააკეთეს, 12 00:00:36,640 --> 00:00:40,536 რომ სრულიად შესაძლებელია, კაპიტალიზმი ყვაოდეს, 13 00:00:40,560 --> 00:00:42,470 იყოს არნახული ზრდა, 14 00:00:42,960 --> 00:00:46,016 ამ დროს კი პოლიტიკა დაცლილი იყოს დემოკრატიისგან. 15 00:00:46,040 --> 00:00:50,456 მართლაც, დემოკრატია მცირდება ჩვენთან, 16 00:00:50,480 --> 00:00:52,056 აქ ევროპაში. 17 00:00:52,080 --> 00:00:55,456 წლის დასაწყისში, როცა საბერძნეთს წარმოვადგენდი... 18 00:00:55,480 --> 00:00:58,216 ახალ არჩეულ საბერძნეთის მთავრობას... 19 00:00:58,240 --> 00:01:00,936 ევროჯგუში როგორც ფინანსთა მინისტრი, 20 00:01:00,960 --> 00:01:05,896 ცალსახად მითხრეს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი, 21 00:01:05,920 --> 00:01:07,336 ჩვენი არჩევნები 22 00:01:07,360 --> 00:01:09,136 ვერ იქონიებს გავლენას 23 00:01:09,160 --> 00:01:12,400 ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საბერძნეთშია დანერგილი 24 00:01:13,120 --> 00:01:14,336 ამ მომენტში. 25 00:01:14,360 --> 00:01:18,656 მე ვიგრძენი, რომ შეუძლებელია არსებობდეს ლი კუან იუს 26 00:01:18,680 --> 00:01:21,196 და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამაზე დიდი გამართლება, 27 00:01:21,196 --> 00:01:23,976 ზოგი ჩემი ჯიუტი მეგობრისაც, რომელიც მეუბნებოდა, 28 00:01:24,000 --> 00:01:28,320 რომ დემოკრატია აიკრძალება, თუ ის რამის შეცვლის საფრთხეს შექმნის 29 00:01:29,640 --> 00:01:32,896 ამ საღამოს, აქ, მინდა წარმოგიდგინოთ 30 00:01:32,920 --> 00:01:36,160 ეკონომიკური სისტემა ნამდვილი დემოკრატიისთვის. 31 00:01:36,600 --> 00:01:41,456 მინდა გთხოვოთ შემომიერთდეთ იმის კვლავ დაჯერებაში, 32 00:01:41,480 --> 00:01:43,480 რომ ლი კუან იუ 33 00:01:44,480 --> 00:01:45,916 და ჩინეთის კომუნისტური პარტია 34 00:01:45,916 --> 00:01:47,256 და ასევე ევროჯგუფი 35 00:01:47,280 --> 00:01:50,920 ცდებიან როცა ჰგონიათ, რომ ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ დემოკრატია 36 00:01:51,600 --> 00:01:55,336 და იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, მძვინვარე დემოკრატია, 37 00:01:55,360 --> 00:01:58,336 და მის გარეშე, 38 00:01:58,360 --> 00:02:01,216 ჩვენი საზოგადოება იქნება უფრო საშინელი, 39 00:02:01,240 --> 00:02:03,376 მომავალი უფერული 40 00:02:03,400 --> 00:02:06,216 და ჩვენი დიდებული, ახალი ტექნოლოგიები დაკარგული. 41 00:02:06,240 --> 00:02:07,496 დანაკარგებს რაც შეეხება, 42 00:02:07,520 --> 00:02:10,295 ნება მომეცით საინტერესო პარადოქსი აღვნიშნო, 43 00:02:10,320 --> 00:02:13,096 რომელიც ჩვენს ეკონომიკებს უქმნის საფრთხეს. 44 00:02:13,120 --> 00:02:15,416 მე ამას ტყუპი მწვერვალის პარადოქსს ვეძახი. 45 00:02:15,440 --> 00:02:16,736 ერთ მწვერვალს ხვდებით... 46 00:02:16,760 --> 00:02:18,376 თქვენ იცით ის, ამჩნევთ მას... 47 00:02:18,400 --> 00:02:22,220 ეს ვალების მთაა, 48 00:02:22,220 --> 00:02:26,296 რომელიც აშშ-ს, ევროპას და მთელს მსოფლიოს ჩრდილავს. 49 00:02:26,320 --> 00:02:28,380 ჩვენ ყველა ვამჩნევთ ვალების მთას, 50 00:02:28,880 --> 00:02:33,000 მაგრამ ცოტა თუ ამოიცნობს ამას როგორც ტყუპ მწვერვალს. 51 00:02:33,640 --> 00:02:36,110 უმოქმედო ფულის მთა, 52 00:02:36,840 --> 00:02:40,200 რომელიც მდიდარ დამზოგავებს და კორპორაციებს ეკუთვნის. 53 00:02:41,120 --> 00:02:43,696 ზედმეტად უფრთხიან 54 00:02:43,720 --> 00:02:47,016 წარმოებაში ინვესტირებას, რომელიც გამოიმუშავებს მოგებას, 55 00:02:47,040 --> 00:02:50,096 რომელიც ვალების მთას აღმოფხვრის 56 00:02:50,120 --> 00:02:54,096 და რომელიც აწარმოებს ყველაფერ იმას, რაც კაცობრიობას ასე ძალიან ესაჭიროება, 57 00:02:54,120 --> 00:02:55,776 როგორც "მწვანე" ენერგია. 58 00:02:55,800 --> 00:02:58,136 ნება მომეცით ორი რიცხვი მოგაწოდოთ. 59 00:02:58,160 --> 00:02:59,496 გასული სამი თვის მანძილზე 60 00:02:59,520 --> 00:03:02,296 აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროზონაში 61 00:03:02,320 --> 00:03:06,736 ერთად 3.4 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია გაკეთდა 62 00:03:06,760 --> 00:03:09,416 ყველა ისეთ დოვლათის შემქმნელ საქონელზე, 63 00:03:09,440 --> 00:03:12,456 როგორიცაა სამრეწველო საწარმოები, სამანქანო დანადგარები, 64 00:03:12,480 --> 00:03:14,696 საოფისე შენობები, სკოლები, 65 00:03:14,720 --> 00:03:17,856 გზები, რკინიგზები და ა.შ. 66 00:03:17,880 --> 00:03:20,616 3.4 ტრილიონი დოლარი შთამბეჭდავად ჟღერს, 67 00:03:20,640 --> 00:03:24,496 სანამ მას 5.1 ტრილიონს შეადარებთ, 68 00:03:24,520 --> 00:03:27,020 რომელიც იმავე ქვეყნებში, 69 00:03:27,020 --> 00:03:29,056 ჩვენს ფინანსურ დაწესებულებებში, 70 00:03:29,080 --> 00:03:32,480 საფონდო ბირჟებზე ინფლაციის და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის გარდა, 71 00:03:33,440 --> 00:03:38,296 ყველანაირი დანიშნულების გარეშე მოძრაობს, ამავე პერიოდში. 72 00:03:38,320 --> 00:03:43,576 მაშ, ვალების და უმოქმედო ფულის მთა, 73 00:03:43,600 --> 00:03:47,296 ისინი ტყუპ პიკს ქმნიან, 74 00:03:47,320 --> 00:03:50,466 რომლებიც ნორმალური ფუქციონირების ბაზარით ერთმანეთს ვერ აბათილებენ. 75 00:03:50,466 --> 00:03:52,710 შედეგად გაყინული ხელფასები, 76 00:03:53,360 --> 00:03:59,016 25-დან 54 წლამდე ადამიანების მეოთხედზე მეტი უმუშევარი 77 00:03:59,040 --> 00:04:00,536 აშშ-ში, იაპონიაში და ევროპაში. 78 00:04:00,560 --> 00:04:02,896 და შესაბამისად დაბალი ერთობლივი მოთხოვნა, 79 00:04:02,920 --> 00:04:05,136 რაც ამ უწყვეტ წრეში 80 00:04:05,160 --> 00:04:08,080 ინვესტორების პესიმიზმს აძლიერებს, 81 00:04:08,880 --> 00:04:12,696 რომლებსაც დაბალი მოთხოვნა აშინებთ და ინვესტირებას არ ახორციელებენ. 82 00:04:12,720 --> 00:04:15,416 ზუსტად ოიდიპოსის მამასავით, 83 00:04:15,440 --> 00:04:17,935 რომელსაც აშინებდა ორაკულის წინასწარმეტყველება, 84 00:04:17,959 --> 00:04:20,696 რომ მისი ვაჟი გაიზრდება და მოკლავს მას. 85 00:04:20,720 --> 00:04:22,656 ამით უნებლიედ შექმნა იმის პირობები, 86 00:04:22,680 --> 00:04:25,960 რომ მის ვაჟს, ოიდიპოსს, იგი მოეკლა. 87 00:04:26,560 --> 00:04:28,770 ეს არის კაპიტალიზმთან ჩემი უთანხმოება. 88 00:04:29,200 --> 00:04:31,216 მისი დიდი დანაკარგები, 89 00:04:31,240 --> 00:04:32,856 მთელი ეს უმოქმედო ფული, 90 00:04:32,880 --> 00:04:36,976 ამოქმედებული უნდა იქნას ცხოვრების გასაუმჯობესებლად 91 00:04:37,000 --> 00:04:38,666 და ადამიანური ნიჭის განსავითარებლად 92 00:04:38,666 --> 00:04:41,216 და რა თქმა უნდა ყველა იმ ტექნოლოგიის დასაფინანსებლად, 93 00:04:41,240 --> 00:04:42,656 როგორც "მწვანე" ტექნოლოგიაა, 94 00:04:42,656 --> 00:04:45,280 რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია დედამიწის გადასარჩენად. 95 00:04:46,280 --> 00:04:49,536 მართალი ვარ როცა მგონია, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს ამის პასუხი? 96 00:04:49,560 --> 00:04:50,776 მე ასე მგონია, 97 00:04:50,800 --> 00:04:52,016 მაგრამ სანამ განვაგრძობთ, 98 00:04:52,040 --> 00:04:53,760 რას ვგულისხმობთ დემოკრატიაში? 99 00:04:54,520 --> 00:04:56,936 არისტოტელემ დემოკრატია განმარტა, 100 00:04:56,960 --> 00:05:00,960 როგორც კონსტიტუცია, სადაც უმრვლესობაში მყოფი 101 00:05:00,960 --> 00:05:04,350 თავისუფალი და ღარიბი ხალხი, აკონტროლებს მთავრობას. 102 00:05:05,000 --> 00:05:08,296 რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია ბევრს გამორიცხავდა. 103 00:05:08,320 --> 00:05:11,360 ქალებს, მიგრანტებს და მონებს რა თქმა უნდა. 104 00:05:12,040 --> 00:05:13,296 მაგრამ შეცდომა იქნებოდა 105 00:05:13,320 --> 00:05:16,896 ძველი ათენური დემოკრატიის მნიშვნელობის იგნორირება, 106 00:05:16,920 --> 00:05:18,920 იმის საფუძველზე თუ ვის გამორიცხავდა. 107 00:05:19,480 --> 00:05:21,716 რაც უფრო არსებითი იყო ძველი ათენის დემოკრატიაში 108 00:05:21,716 --> 00:05:24,816 და ახლაც არის, 109 00:05:24,840 --> 00:05:28,336 იყო მშრომელი ღარიბების ჩართულობა, 110 00:05:28,360 --> 00:05:33,056 რომლებმაც არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვას უფლება მიიღეს, 111 00:05:33,080 --> 00:05:35,336 არამედ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, 112 00:05:35,360 --> 00:05:37,976 მათ მიიღეს პოლიტიკური შეფასების უფლება, 113 00:05:38,000 --> 00:05:40,376 რაც თანაბარი საშუალება იყო მონაწილეობა მიეღოთ 114 00:05:40,400 --> 00:05:44,056 სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაში. 115 00:05:44,080 --> 00:05:47,136 რა თქმა უნდა ათენის დემოკრატია დიდხანს არ გაგრძელებულა. 116 00:05:47,160 --> 00:05:51,576 როგორც კაშკაშა სანთელი, რომელიც სწრაფად ჩაიწვა 117 00:05:51,600 --> 00:05:52,816 და რასაკვირველია, 118 00:05:52,840 --> 00:05:57,096 ჩვენი დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიების ფესვები ძველ ათენში არაა. 119 00:05:57,120 --> 00:05:59,456 მათი ფესვები "დიდ ქარტიაშია", 120 00:05:59,480 --> 00:06:02,736 1688 წლის "დიად რევოლუციაში", 121 00:06:02,760 --> 00:06:04,976 და ამერიკის კონსტიტუციაში. 122 00:06:05,000 --> 00:06:10,016 როცა ათენის დემოკრატია თავისუფალი მოქალაქეების და მშრომელი ღარიბების 123 00:06:10,040 --> 00:06:12,320 უფლებებზე აკეთებდა აქცენტს, 124 00:06:13,240 --> 00:06:17,416 ჩვენი ლიბერალური დემოკრატიები "დიდი ქარტიის" ტრადიციას ეფუძნება, 125 00:06:17,440 --> 00:06:20,536 რომელიც სინამდვილეში ბატონების ქარტია იყო. 126 00:06:20,560 --> 00:06:24,856 და რა თქმა უნდა ლიბერალური დემოკრატია მხოლოდ მაშინ გაჩნდა როცა შესაძლებელი გახდა 127 00:06:24,880 --> 00:06:28,736 პოლიტიკური სფეროს და ეკონომიკური სფეროს სრული განცალკევება, 128 00:06:28,760 --> 00:06:33,816 იმისთვის რომ დემოკრატიული პროცესი მთლიანად პოლიტიკურ სფეროთი შემოსაზღვრულიყო 129 00:06:33,840 --> 00:06:35,696 ეკონომიკური სფეროს... 130 00:06:35,720 --> 00:06:37,656 თუ გნებავთ, კორპორატიული მსოფლიოს... 131 00:06:37,680 --> 00:06:40,610 დემოკრატიისგან თავისუფალ ზონად დატოვებით. 132 00:06:41,720 --> 00:06:44,696 დღეს, ჩვენ დემოკრატიებში 133 00:06:44,720 --> 00:06:48,216 ეკონომიკური სფეროს პოლიტიკურიდან გამოყოფამ, 134 00:06:48,240 --> 00:06:50,496 იმ მომენტში როცა ეს დაიწყო, 135 00:06:50,520 --> 00:06:54,816 უმოწყალო ბრძოლა წარმოშვა ამ ორს შორის. 136 00:06:54,840 --> 00:06:58,056 ეკონომიკურმა სფერომ პოლიტიკურის კოლონიზება დაიწყო, 137 00:06:58,080 --> 00:06:59,730 მისი ძალაუფლების ჭამა. 138 00:07:00,480 --> 00:07:03,880 გიფიქრიათ რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ? 139 00:07:04,560 --> 00:07:06,976 ეს იმიტომ არაა, რომ მათი დნმ გადაგვარდა. 140 00:07:07,000 --> 00:07:08,616 (სიცილი) 141 00:07:08,640 --> 00:07:13,256 არამედ იმიტომ რომ დღეს შეიძლება მთავრობაში იყო, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება, 142 00:07:13,280 --> 00:07:16,576 რადგან ძალაუფლებამ პოლიტიკური სფეროდან ეკომონიკურში გადაინაცვლა, 143 00:07:16,600 --> 00:07:18,120 რომელიც განცალკევებულია. 144 00:07:19,160 --> 00:07:20,736 მართლაც, 145 00:07:20,760 --> 00:07:23,056 მე კაპიტალიზმთან ჩემ უთანხმოებაზე ვსაუბრობდი. 146 00:07:23,080 --> 00:07:24,816 რომ დაუფიქრდეთ, 147 00:07:24,840 --> 00:07:28,160 ეს რაღაც მტაცებლების ჯგუფივითაა, 148 00:07:29,080 --> 00:07:33,800 რომელიც ისეთი წარმატებით ანადგურებს საკვებ ნადავლს, 149 00:07:34,560 --> 00:07:36,696 რომ ბოლოს შიმშილობს. 150 00:07:36,720 --> 00:07:37,936 ანალოგიურად, 151 00:07:37,960 --> 00:07:41,656 ეკონომიკური სფერო ისეთ დონეზე ახდენს პოლიტიკური სფეროს კოლონიზაციას 152 00:07:41,680 --> 00:07:45,056 და კანიბალიზაციას, რომ საკუთარ თავს უთხრის ძირს, 153 00:07:45,080 --> 00:07:46,816 რითიც ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. 154 00:07:46,840 --> 00:07:48,936 კორპორატიული ძალაუფლება იზრდება, 155 00:07:48,960 --> 00:07:51,176 პოლიტიკური სიკეთეები უფასურდება, 156 00:07:51,200 --> 00:07:53,016 უთანასწორობა იზრდება, 157 00:07:53,040 --> 00:07:54,616 ერთობლივი მოთხოვნა ეცემა 158 00:07:54,640 --> 00:08:00,760 და კორპორაციების მმართველები ზედმეტად შეშინებულები არიან ინვესტირებისთვის. 159 00:08:01,520 --> 00:08:08,176 ანუ, რაც უფრო წარმატებულია კაპიტალიზმი "დემოს"(ხალხი) ამოგდებით დემოკრატიიდან, 160 00:08:08,200 --> 00:08:09,806 მით უფრო მაღალია ტყუპი მწვერვალი 161 00:08:09,806 --> 00:08:13,096 და უფრო დიდია ადამიანური რესურსის 162 00:08:13,120 --> 00:08:15,260 და ადამიანთა კეთილდღეობის დანაკარგი. 163 00:08:15,640 --> 00:08:18,496 ცხადია, თუ ეს მართალია, 164 00:08:18,520 --> 00:08:21,916 მაშინ ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროები კვლავ უნდა გავაერთიანოთ 165 00:08:21,916 --> 00:08:25,096 და უმჯობესია ეს "დემოს" კონტროლის ქვეშ გაკეთდეს, 166 00:08:25,120 --> 00:08:28,056 როგორც ძველ ათენში, იმ განსხვავებით რომ მონები, 167 00:08:28,080 --> 00:08:31,400 ან ქალები და მიგრანყები არ გამოვრიცხოთ. 168 00:08:32,120 --> 00:08:33,856 ეს იდეა ახალი არ არის. 169 00:08:33,880 --> 00:08:36,655 მემარცხენე მარქსისტებს ის 100 წლის წინ ჰქონდათ 170 00:08:36,679 --> 00:08:38,790 და ეს არც თუ ისე კარგად დამთავრდა, არა? 171 00:08:38,840 --> 00:08:42,256 გაკვეთილი რაც საბჭოთა ჩავარდნიდან ვისწავლეთ არის ის, 172 00:08:42,280 --> 00:08:48,616 რომ ახალი სახის სისასტიკის და დანაკარების გარეშე, 173 00:08:48,640 --> 00:08:50,616 მხოლოდ სასწაული შესძენს 174 00:08:50,640 --> 00:08:54,400 მშრომელ ღარიბებს ისეთ უფლებებს როგორც ძველ ათენში. 175 00:08:54,960 --> 00:08:56,420 მაგრამ არსებობს გამოსავალი: 176 00:08:56,880 --> 00:08:58,940 მშრომელი ღარიბების გამორიცხვა. 177 00:08:59,360 --> 00:09:00,616 კაპიტალიზმი ამას აკეთებს 178 00:09:00,640 --> 00:09:05,930 დაბალანაზღაურებადი მუშახელის ავტომატიკით, ანდროიდებით, რობოტებით ჩანაცვლებით. 179 00:09:07,080 --> 00:09:08,296 პრობლემა ისაა, 180 00:09:08,320 --> 00:09:11,536 რომ სანამ ეკონომკური და პოლიტიკური სფეროები განცალკევებულია, 181 00:09:11,560 --> 00:09:15,880 ავტომატიზაცია ტყუპ მწვერვალს უფრო ამაღლებს, 182 00:09:16,640 --> 00:09:18,376 დანაკარგებს უფრო ზრდის 183 00:09:18,400 --> 00:09:20,456 და სოციალურ კონფლიქტს აღრმავებს. 184 00:09:20,480 --> 00:09:21,680 მალე, ვფიქრობ, 185 00:09:22,320 --> 00:09:23,856 ისეთი ადგილების ჩათვლით, 186 00:09:23,880 --> 00:09:25,480 როგორც ჩინეთია. 187 00:09:26,720 --> 00:09:29,136 ამიტომ გადაწყობა გვჭირდება. 188 00:09:29,160 --> 00:09:32,816 ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროები კვლავ უნდა გავაერთიანოთ, 189 00:09:32,840 --> 00:09:38,216 მაგრამ უმჯობესია გაერთიანებული სფეროს დემოკრატიზებით 190 00:09:38,240 --> 00:09:43,936 თვალთვალზე ჩაციკლული ჰიპერავტოკრატია რომ არ მივიღოთ, 191 00:09:43,960 --> 00:09:47,976 რომელიც ფილმ "მატრიცას" დოკუმენტურად აქცევს. 192 00:09:48,000 --> 00:09:49,576 (სიცილი) 193 00:09:49,600 --> 00:09:53,016 კითხვა ის კი არაა, გადაურჩება თუ არა კაპიტალიზმი 194 00:09:53,040 --> 00:09:55,360 ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებსაც ის წარმოშობს, 195 00:09:55,960 --> 00:09:57,576 არამედ უფრო საინტერესოა კითხვაა, 196 00:09:57,600 --> 00:10:03,336 გადაიზრდება თუ არა კაპიტალიზმი "მატრიცისნაირ" დისტოპიაში, 197 00:10:03,360 --> 00:10:07,776 თუ რაღაც "ვარსკვლავური გზის" მსგავს საზოგადოებაში, 198 00:10:07,800 --> 00:10:10,176 სადაც ადამიანებს მანქანები ემსახურება 199 00:10:10,200 --> 00:10:14,616 და ადამიანი კი საკუთარ ენერგიას სამყაროს გამოკვლევას ახმარს 200 00:10:14,640 --> 00:10:18,936 და ერთვება გრძელ საუბრებში ცხოვრების არსზე, 201 00:10:18,960 --> 00:10:23,780 რომელიმე ძველ ათენისმაგვარ მაღალ ტექნოლოგიურ აგორაში(ქალაქის ცენტრი). 202 00:10:24,360 --> 00:10:27,800 მგონი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, 203 00:10:29,080 --> 00:10:30,696 მაგრამ რა დაგვჭირდება ამისთვის 204 00:10:30,720 --> 00:10:32,696 როგორი იქნება 205 00:10:32,720 --> 00:10:37,600 ეს "ვარსკვლავური გზის" მსგავსი უტოპია "მატრიცისნაირი" დისტოპიის ნაცვლად? 206 00:10:38,240 --> 00:10:39,496 ნება მომეცით, 207 00:10:39,520 --> 00:10:41,256 მოკლედ გაგიზიაროთ 208 00:10:41,280 --> 00:10:42,480 რამდენიმე მაგალითი. 209 00:10:43,080 --> 00:10:44,856 საწარმოს დონეზე, 210 00:10:44,880 --> 00:10:47,216 წარმოიდგინეთ ბაზარი 211 00:10:47,240 --> 00:10:49,920 სადაც კაპიტალის დაგროვება მუშაობისას შეგიძლიათ 212 00:10:50,880 --> 00:10:56,216 და სადაც თქვენი კაპიტალი ერთი სამსახურიდან მეორეში გადაგყვებათ, 213 00:10:56,240 --> 00:10:57,736 ერთი კომპანიიდან მეორეში, 214 00:10:57,760 --> 00:10:59,016 და ის კომპანია 215 00:10:59,040 --> 00:11:02,496 რომელშიც იმ მომენტში მუშაობთ, 216 00:11:02,520 --> 00:11:06,840 მთლიანად მათ ეკუთვნით, ვინც იქ მუშაობს მოცემულ მომენტში. 217 00:11:07,400 --> 00:11:12,096 მაშინ მთელი შემოსავალი კაპიტალიდან და მოგებიდან მოდის 218 00:11:12,120 --> 00:11:16,496 და ხელფასზე დაქირავებული მშრომელის ცნება გამოუსადეგარი ხდება. 219 00:11:16,520 --> 00:11:23,136 აღარ იქნება განსხვავება მფლობელებს შორის, რომლებიც არ მუშაობენ კომპანიაში 220 00:11:23,160 --> 00:11:26,416 და ვინც მუშაობს, მაგრამ არ ფლობს კომპანიას; 221 00:11:26,440 --> 00:11:29,640 აღარ იქნება ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის; 222 00:11:30,440 --> 00:11:34,576 აღარ იქნება უფსქკრული ინვესტირებასა და დანაზოგს შორის; 223 00:11:34,600 --> 00:11:38,160 რა თქმა უნდა, არც ის მაღალი ტყუპი მწვერვალი იქნება. 224 00:11:38,600 --> 00:11:40,976 გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის დონეზე. 225 00:11:41,000 --> 00:11:42,936 ერთი წამით წარმოიდგინეთ, 226 00:11:42,960 --> 00:11:47,936 რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტებს მცოცავი გაცვლითი კურსი აქვთ 227 00:11:47,960 --> 00:11:51,736 უნივერსალურ გლობალურ ციფრულ ვალუტასთან მიმართებაში, 228 00:11:51,760 --> 00:11:55,776 ისეთთან რომელსაც საერთაშორისო მონეტარული ფონდი 229 00:11:55,800 --> 00:11:57,016 დიდი ოცეული(G-20) უშვებს 230 00:11:57,040 --> 00:11:59,576 მთელი კაცობირობის სახელით 231 00:11:59,600 --> 00:12:00,816 და ასევე წარმოიდგინეთ, 232 00:12:00,840 --> 00:12:05,176 რომ მთელი საერთაშორისო ვაჭრობა ხორიცელდება ამ ვალუტაში 233 00:12:05,200 --> 00:12:07,016 მოდით მას "კოსმოსი" დავარქვათ 234 00:12:07,040 --> 00:12:08,730 კოსმოსის ერთეული 235 00:12:09,720 --> 00:12:14,096 ყოველი მთავრობა თანხმდება საერთო ფონდში გადაიხადოს 236 00:12:14,120 --> 00:12:19,656 მისი ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის პროპორციული კოსმოს ერთეულის ოდენობა, 237 00:12:19,680 --> 00:12:23,080 ან ქვეყნის სავაჭრო სიჭარბის. 238 00:12:23,720 --> 00:12:28,936 წარმოიდგინეთ რომ ეს ფონდი გამოყენებულია "მწვანე" ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის. 239 00:12:28,960 --> 00:12:34,280 განსაკუთრებით მსოფლიოს ისეთ ნაწილებში სადაც მწირი დაფინანსებაა. 240 00:12:34,840 --> 00:12:36,416 ეს არაა ახალი იდეა. 241 00:12:36,440 --> 00:12:39,776 ეს ის არის, რაც ჯონ მეინარდ კეინზის მიერ იქნა შეთავაზებული 242 00:12:39,800 --> 00:12:43,120 1944-ში ბრეტონ ვუდის კონფერენციაზე. 243 00:12:44,080 --> 00:12:45,296 პრობლემა ისაა, 244 00:12:45,320 --> 00:12:48,616 რომ მაშინ ამის განხორციელების ტექნოლოგია არ არსებობდა. 245 00:12:48,640 --> 00:12:49,856 ახლა ის გვაქვს. 246 00:12:49,880 --> 00:12:55,800 განსაკუთრებით გაერთიანებულ პოლიტ-ეკონომიკური სფეროს კონტექსტში. 247 00:12:56,640 --> 00:12:59,056 მსოფლიო, რომელსაც მე აღგიწერთ, 248 00:12:59,080 --> 00:13:01,536 ერთდროულად ლიბერტარიანულიცაა, 249 00:13:01,560 --> 00:13:06,136 რადგან ის პრიორიტეტს უფლებამოსილ ინდივიდებს ანიჭებს, 250 00:13:06,160 --> 00:13:07,376 მარქსისტულიც, 251 00:13:07,400 --> 00:13:10,616 რადგან ის ისტორიის სანაგვეზე მოისვრის 252 00:13:10,640 --> 00:13:13,096 კაპიტალსა და შრომის გაყოფას 253 00:13:13,120 --> 00:13:15,000 და კეინზიანურიც, 254 00:13:15,320 --> 00:13:16,800 გლობალურად კეინზიანური. 255 00:13:18,320 --> 00:13:19,896 მაგრამ ყველაზე მეტად, 256 00:13:19,920 --> 00:13:24,840 ეს არის მსოფლიო, რომელშიც ნამდვილი დემოკრატიის წარმოდგენა შეიძლება. 257 00:13:25,760 --> 00:13:27,520 გაჩნდება ასეთი მსოფლიო, 258 00:13:28,400 --> 00:13:32,896 თუ დავეშვებით "მატრიცისნაირ" დისპტოპიაში? 259 00:13:32,920 --> 00:13:37,040 პასუხი პოლიტიკურ არჩევანშია, რომელიც ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. 260 00:13:37,720 --> 00:13:39,336 ეს ჩვენი არჩევანია 261 00:13:39,360 --> 00:13:41,880 და სჯობს ის დემოკრატიულად გავაკეთოთ. 262 00:13:42,280 --> 00:13:43,536 მადლობა. 263 00:13:43,560 --> 00:13:46,920 (აპლოდისმენტები) 264 00:13:49,480 --> 00:13:50,680 ბრუნო ჯუსანი: იანის... 265 00:13:51,880 --> 00:13:56,320 თქვენ საკუთარი თავი ბიოგრაფიაში აღწერეთ როგორც ლიბერტარიანელი მარქსისტი. 266 00:13:58,400 --> 00:14:00,920 მარქსის ანალიზი რამდენად აქტუალური დღეს-დღეობით? 267 00:14:02,000 --> 00:14:05,336 იანის ვარუფაკისი: რამე აქტუალობა თუა იმაში რაც მე ახლა ვთქვი, 268 00:14:05,360 --> 00:14:06,576 მაშინ მარქსიც აქტუალურია. 269 00:14:06,600 --> 00:14:10,096 რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური სფეროს გაერთიანების მთელი აზრი იმაშია, 270 00:14:10,120 --> 00:14:11,666 რომ ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, 271 00:14:11,666 --> 00:14:13,616 მაშინ ტექნოლოგიური სიახლეები 272 00:14:13,640 --> 00:14:15,936 ერთობლივი მოთხოვნის დიდ ვარდნას გამოიწვევს, 273 00:14:15,960 --> 00:14:20,736 რასაც ლარი სამერსმა სეკულარული სტაგნაცია დაარქვა. 274 00:14:20,760 --> 00:14:23,616 ეს კრიზისი, მსოფლიოს ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლით, 275 00:14:23,640 --> 00:14:25,176 როგორც ახლაა, 276 00:14:25,200 --> 00:14:27,896 არა მხოლოდ დემოკრატიების დესტაბილიზაციას გამოიწვევს, 277 00:14:27,920 --> 00:14:32,136 არამედ მსოფლიოს ნაწილზე, რომელიც არც ისე მოხიბლულია ლიბერალური დემოკრატიით. 278 00:14:32,160 --> 00:14:35,976 ამიტომ თუ ეს ანალიზი იტანს კრიტიკას, მაშინ მარქსი აბსოლუტურად აქტუალურია, 279 00:14:36,000 --> 00:14:37,736 მაგრამ ასევე ჰაიეკიც. 280 00:14:37,760 --> 00:14:39,576 ამიტომ ვარ მე ლიბერტარიანელი მარქსისტი 281 00:14:39,600 --> 00:14:40,816 და ასევეა კეინზიც, 282 00:14:40,840 --> 00:14:42,736 ამიტომაც ვარ სრულიად დაბნეული. 283 00:14:42,760 --> 00:14:43,976 (სიცილი) 284 00:14:44,000 --> 00:14:46,056 ბგ: მართლაც და ალბათ ახლა ჩვენც. 285 00:14:46,080 --> 00:14:47,376 (სიცილი) 286 00:14:47,400 --> 00:14:49,376 (აპლოდისმენტები) 287 00:14:49,400 --> 00:14:52,176 ი.ვ.: თუ დაბნეული არ ხართ, არ ფიქრობთ, არა? 288 00:14:52,200 --> 00:14:55,296 ბ.ჯ.: ეს ძალიან, ძალიან ბერძნულ-ფილოსოფიური სიბრძნეა... 289 00:14:55,320 --> 00:14:56,976 ი.ვ.: ეს აინშტაინია, პრინციპში.. 290 00:14:57,000 --> 00:14:59,616 ბ.ჯ.: თქვენს საუბარში სინგაპური და ჩინეთი ახსენეთ 291 00:14:59,640 --> 00:15:01,696 და წინა ღამეს, გამომსვლელების სადილზე, 292 00:15:01,720 --> 00:15:06,896 საკმაოდ მკვეთრად მოიხსენიეთ ის, თუ როგორ უყურებს დასავლეთი ჩინეთს 293 00:15:06,920 --> 00:15:08,496 არ გინდათ ეს გაგვიზიაროთ? 294 00:15:08,520 --> 00:15:10,940 ი.ვ.: დიდ თვალთმაქცობას აქვს ადგილი. 295 00:15:11,400 --> 00:15:15,696 ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიებში, მოჩვენებითი დემოკრატია გვაქვს. 296 00:15:15,720 --> 00:15:18,350 ეს იმიტომ რომ, როგორც საუბარში აღვნიშნე, 297 00:15:18,350 --> 00:15:20,456 ჩვენ დემოკრატია ჩავკეტეთ პოლიტიკურ სფეროში, 298 00:15:20,456 --> 00:15:23,616 რითიც სფერო, რომელშიც ყველაფერი ხდება... 299 00:15:23,640 --> 00:15:24,856 ეკონომიკური სფერო... 300 00:15:24,880 --> 00:15:27,200 სრულიად დემოკრატიისგან თავისუფალ ზონად დავტოვეთ. 301 00:15:27,280 --> 00:15:28,536 რაღაც აზრით, 302 00:15:28,560 --> 00:15:30,760 თუ შეიძლება პროვოკაციული ვიყო, 303 00:15:31,880 --> 00:15:36,296 ჩინეთი დღეს მე-19 საუკუნის ბრიტანეთთან უფრო ახლოსაა. 304 00:15:36,320 --> 00:15:37,576 რადგან გაიხსნეთ, 305 00:15:37,600 --> 00:15:40,126 ჩვენ გვჩვევია ლიბერალიმზი დემოკრატიასთან დავაკავშიროთ. 306 00:15:40,126 --> 00:15:41,456 ეს ისტორიული ჩეცდომაა, 307 00:15:41,480 --> 00:15:44,016 ლიბერალიზმი, ლიბერალი, ეს როგორც ჯონ სტიუარტ მილია. 308 00:15:44,040 --> 00:15:48,736 ჯონ სტიუარტ მილი სკეპტიკური იყო დემოკრატიის მიმართ. 309 00:15:48,760 --> 00:15:54,136 რასაც ახლა ჩინეთში ხედავთ ძალიან ჰგავს იმას, 310 00:15:54,160 --> 00:15:57,336 რაც ბრიტანეთში ხდებოდა ინდუსტრიული რევოლუციისას. 311 00:15:57,360 --> 00:16:00,336 განსაკუთრებით პირველიდან მეორეზე გადასვლისას. 312 00:16:00,360 --> 00:16:03,656 და ჩინეთის იმისთვის გაკრიტიკებას, 313 00:16:03,680 --> 00:16:06,816 რაც დასავლეთმა მე-19 საუკუნეში გააკეთა, 314 00:16:06,840 --> 00:16:08,490 თვალთმაქცობის სუნი უდის. 315 00:16:09,520 --> 00:16:13,176 ბ.ჯ.: დარმწუნებული ვარ ბევრ დამსწრეთაგანს აინტერესებს თქვენი გამოცდილება, 316 00:16:13,200 --> 00:16:15,936 როგორც საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის წლის დასაწყისში. 317 00:16:15,960 --> 00:16:17,561 ი.ვ.: ვიცოდი, რომ ვერ ავცდებოდი. 318 00:16:17,561 --> 00:16:18,616 ბ.ჯ.: დიახ. 319 00:16:18,640 --> 00:16:19,976 ბ.ჯ.: 6 თვის შემდეგ, 320 00:16:20,000 --> 00:16:22,670 როგორ შეაფასებდით წლის პირველ ნახევარს? 321 00:16:23,920 --> 00:16:26,536 ი.ვ.: ძალიან საინტერესო პირადი თვალსაზრისით 322 00:16:26,560 --> 00:16:27,816 და დიდი იმედგაცრუება, 323 00:16:27,840 --> 00:16:31,736 რადგან ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროზონა გადაგვეტვირთა, 324 00:16:31,760 --> 00:16:33,856 არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ ევროზონა. 325 00:16:33,880 --> 00:16:36,816 გავთავისუფლებულიყავით თვითკმაყოფილებისგან 326 00:16:36,840 --> 00:16:39,296 და იმის მუდმივი არაღიარებისგან, რომ იყო მასიური 327 00:16:39,320 --> 00:16:42,176 და არის მასიური არქიტექტურული ბზარი, 328 00:16:42,200 --> 00:16:44,376 რომელიც ევროზონას გასდევს, 329 00:16:44,400 --> 00:16:48,816 რაც დიდ საფრთხეს უქმნის მთელს ევროკავშირს. 330 00:16:48,840 --> 00:16:52,016 ჩვენ გქვონდა შესაძლებლობა საბერძნეთის პროგრამის ბაზაზე, 331 00:16:52,040 --> 00:16:53,376 ეს გაგვემართა. 332 00:16:53,400 --> 00:16:56,600 რომელიც სხვათაშორის, პირველი პროგრამა იყო, 333 00:16:56,600 --> 00:16:59,016 რომელმაც ბზარის არაღიარება გამოააშკარავა 334 00:16:59,040 --> 00:17:00,256 და სამწუხაროდ, 335 00:17:00,280 --> 00:17:02,096 ევროზონის 336 00:17:02,120 --> 00:17:03,550 და ევროჯგუფის მმართველებმა, 337 00:17:04,079 --> 00:17:06,056 ამ არაღიარების გაგრძელება არჩიეს 338 00:17:06,079 --> 00:17:07,336 და იცით რაც ხდება. 339 00:17:07,359 --> 00:17:09,415 ეს საბჭოთა კავშირის გამოცდილებაა. 340 00:17:09,440 --> 00:17:11,935 როცა პოლიტიკური ნებით და ავტორიტარიზმით ცდილობთ 341 00:17:11,960 --> 00:17:15,839 ცოცხლად შეინარჩუნოთ ეკონომიკური სისტემა, 342 00:17:16,340 --> 00:17:19,175 რომელიც არქიტექტურულად ვერ გადარჩება, 343 00:17:19,200 --> 00:17:20,966 შეიძლება გახანგრძლივებას მიაღწყიოთ, 344 00:17:20,966 --> 00:17:22,455 მაგრამ როცა ცვლილება მოხდება, 345 00:17:22,480 --> 00:17:24,976 ეს მოხდება მოულოდნელად და კატასტროფულად. 346 00:17:25,000 --> 00:17:27,007 ბ.ჯ.: რა სახის ცვლილებას გულისხმოთ? 347 00:17:27,031 --> 00:17:28,285 ი.ვ.: ეჭვგარეშეა, 348 00:17:28,309 --> 00:17:30,976 რომ თუ არ შევცვლით ევროზონის არქიტექტურას 349 00:17:31,001 --> 00:17:32,895 ევროზონას მომავალი არ აქვს. 350 00:17:32,920 --> 00:17:35,816 ბ.ჯ.: უშვებდით რამე შეცდომას, ფინანსთა მინისტრობისას? 351 00:17:35,840 --> 00:17:37,056 ი.ვ.: ყოველდღე. 352 00:17:37,080 --> 00:17:39,686 ბ.ჯ.: მაგალითად? ი.ვ.: ნებისმიერი, თუ უკან გაიხედავს... 353 00:17:39,686 --> 00:17:41,720 (აპლოდისმენტები) 354 00:17:44,120 --> 00:17:45,496 არა, სერიოზულად. 355 00:17:45,520 --> 00:17:49,096 თუ არსებობს რომელიმე ფინანსთა მინისტრი, ან ვინმე სხვა, 356 00:17:49,120 --> 00:17:51,336 ვინც გეტყვით რომ 6 თვის მუშაობის შემდეგ, 357 00:17:51,360 --> 00:17:55,056 განსაკუთრებით ასეთ სტრესულ სიტუაციაში, 358 00:17:55,080 --> 00:17:57,776 რომ მათ შეცდომა არ დაუშვიათ, ეს საშიში ხალხია. 359 00:17:57,800 --> 00:17:59,296 რა თქმა უნდა შეცდომები დავუშვი. 360 00:17:59,296 --> 00:18:01,936 უდიდესი შეცდომა იყო, 361 00:18:01,960 --> 00:18:04,226 სესხის ხელშეკრულების გაგარძელებაზე ხელის მოწერა 362 00:18:04,226 --> 00:18:05,696 თებერვლის ბოლოს. 363 00:18:05,720 --> 00:18:06,936 მე წარმომედგინა, 364 00:18:06,960 --> 00:18:09,936 რომ კრედიტორებს გულწრფელი ინტერესი ჰქონდათ 365 00:18:09,960 --> 00:18:11,216 საერთო გამოგვენახა 366 00:18:11,240 --> 00:18:12,080 და ეს ასე არ იყო. 367 00:18:12,080 --> 00:18:15,206 ისინი უბრალოდ, ჩვენი მთავრობის განადგურებით იყვნენ დაინტერესბულნი, 368 00:18:15,206 --> 00:18:16,576 რადგან მათ არ სურდათ 369 00:18:16,600 --> 00:18:19,736 არქიტექტურულ ბზარზე მუშაობა, 370 00:18:19,760 --> 00:18:21,776 რომელიც ევროზონას გასდევს 371 00:18:21,800 --> 00:18:23,726 და რადგან მათ არ სურდათ იმის აიღიარება, 372 00:18:23,726 --> 00:18:27,256 რომ 5 წლის მანძილზე ისინი კატასტროფულ პროგრამას ახორციელებდნენ საბერძნეთში. 373 00:18:27,280 --> 00:18:30,176 ჩვენ ჩვენი ნომინალური მშპ-ს მესამედი დავკარგეთ. 374 00:18:30,200 --> 00:18:32,136 ეს დიდ დეპრესიაზე უარესი იყო. 375 00:18:32,160 --> 00:18:33,416 და არცერთი არ იყო 376 00:18:33,440 --> 00:18:36,376 იმ კრედიტორების "ტროიკიდან", რომლებმაც ეს პოლიტიკა მოგვახვიეს. 377 00:18:36,400 --> 00:18:39,376 რომ ეთქვა: "ეს კოლოსალური შეცდომა იყო" 378 00:18:39,400 --> 00:18:40,916 ბ.ჯ.: მიუხედავად ამ ყველაფერისა 379 00:18:40,916 --> 00:18:42,976 და მიუხედავად აგრესიული დისკურიისა, 380 00:18:43,000 --> 00:18:45,416 თქვენ საკმაოდ პროევროპელი ჩანხართ. 381 00:18:45,440 --> 00:18:46,656 ი.ვ.: აბსოლუტურად. 382 00:18:46,680 --> 00:18:50,816 იცით, ჩემი კრიტიკა ევროზონის და ევროკავშირის მიმართ 383 00:18:50,840 --> 00:18:54,880 მოდის ადამიანისგან, ვინც ცხოვრობს და სუნთქვავს ევროპით. 384 00:18:55,680 --> 00:18:59,256 ჩემი უდიდესი შიში ისაა, რომ ევროზონა ვერ გადარჩება. 385 00:18:59,280 --> 00:19:00,736 რადგან თუ ასეც მოხდა, 386 00:19:00,760 --> 00:19:03,616 ის ცენტრიფუგული ძალები რაც წამოვა, 387 00:19:03,640 --> 00:19:05,336 საშინელი იქნება 388 00:19:05,360 --> 00:19:07,336 და ისინი ევროკავშირს დაანგრევს. 389 00:19:07,360 --> 00:19:09,776 ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის, 390 00:19:09,800 --> 00:19:11,636 არამედ მთელი გლობალური ეკონომიკისთვის 391 00:19:11,636 --> 00:19:15,536 ჩვენ ალბათ უმსხვილესი ეკონომიკა ვართ მსოფლიოში 392 00:19:15,560 --> 00:19:17,296 და თუ ჩვენ მივცემთ თავს უფლებას 393 00:19:17,320 --> 00:19:20,136 1930 წლების პოსტმოდრენის გზას დავადგეთ. 394 00:19:20,160 --> 00:19:22,816 რასაც მგონია რომ ვაკეთებთ, 395 00:19:22,840 --> 00:19:24,656 მაშინ ეს საზიანო იქნება 396 00:19:24,680 --> 00:19:27,970 ევროპელებისთვისაც და არაევროპელებისთვისაც. 397 00:19:27,970 --> 00:19:30,736 ბ.ჯ.: ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ცდებით ამაში. 398 00:19:30,736 --> 00:19:32,496 იანის, მადლობა TED-ში სტუმრობისთვის. 399 00:19:32,496 --> 00:19:33,496 ი.ვ.: მადლობა. 400 00:19:33,520 --> 00:19:38,343 (აპლოდისმენტები)