Return to Video

რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?

  • 0:01 - 0:03
    სადღაც არსებობს ერთი კაცი,
  • 0:03 - 0:06
    რომელიც ცოტათი მსახიობ
    იდრის ელბას ჰგავს,
  • 0:06 - 0:08
    ან 20 წლის წინ მაინც ჰგავდა.
  • 0:08 - 0:10
    მის შესახებ არაფერი ვიცი,
  • 0:10 - 0:12
    გარდა იმისა, რომ ერთხელ ჩემს გადასარჩენად,
  • 0:12 - 0:15
    საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში.
  • 0:15 - 0:19
    ამ მამაკაცმა შუაღამით,
    გზატკეცილის ოთხი ტრასა,
  • 0:19 - 0:22
    იმიტომ გადმოირბინა,
    რომ უსაფრთხო ადგილას გადავეყვანე
  • 0:22 - 0:25
    ავტოავარიის შემდეგ,
    რომელმაც კინაღამ მომკლა.
  • 0:25 - 0:28
    ამ ყველაფერმა ცხადია, ძალიან შემძრა,
  • 0:28 - 0:31
    მაგრამ ამასთანავე დამიტოვა
    აკვიატებული მოთხოვნილება,
  • 0:31 - 0:34
    გამეგო მისი საქციელის მიზეზი.
  • 0:34 - 0:36
    რა შინაგანმა ძალებმა უბიძგეს მას,
    მიეღო გადაწყვეტილება,
  • 0:36 - 0:38
    რომელსაც სიცოცხლეს ვუმადლი.
  • 0:38 - 0:42
    გაერისკა საკუთარი სიცოცხლე
    უცნობის გადასარჩენად?
  • 0:42 - 0:44
    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
  • 0:44 - 0:47
    რა არის მისი, ან სხვების ალტრუისტული
    უნარების საფუძვლები?
  • 0:47 - 0:50
    მაგრამ პირველ რიგში,
    ნება მომეცით გიამბოთ რა მოხდა.
  • 0:50 - 0:51
    იმ საღამოს 19 წლის ვიყავი
  • 0:51 - 0:54
    და სახლში მანქანით ვბრუნდებოდი,
    ტაკომაში, ვაშინგტონში,
  • 0:54 - 0:56
    როდესაც შტატთაშორის I-5 გზატკეცილზე,
  • 0:56 - 0:58
    წინ პატარა ძაღლი გადმომიხტა.
  • 0:58 - 1:00
    მე კი ზუსტად ისე მოვიქეცი,
    როგორც არ უნდა მოიქცეთ,
  • 1:01 - 1:03
    მას რომ ავრიდებოდი გვერდზე გადავუხვიე.
  • 1:03 - 1:05
    მაშინ კი მივხვდი,
    რატომაც არ უნდა მოიქცეთ ასე.
  • 1:05 - 1:07
    ძაღლს მაინც დავარყი
  • 1:07 - 1:10
    და ამან მანქანა ზიგზაგებზე წაიყვანა,
  • 1:10 - 1:12
    შემდეგ გზაზე დავტრიალდი,
  • 1:12 - 1:15
    სანამ საბოლოოდ,
  • 1:15 - 1:19
    გზატკეცილის ჩქაროსნულ ტრასაზე
    მოძრაობის საწინააღმდეგოდ არ აღმოვჩნდი
  • 1:19 - 1:22
    და ამ დროს ძრავიც მოკვდა.
  • 1:22 - 1:25
    იმ მომენტში დარწმუნებული
    ვიყავი რომ მეც ვკვდებოდი,
  • 1:25 - 1:28
    მაგრამ ამ მამაკაცის მამაცი
    ქმედების შედეგად გადავრჩი,
  • 1:28 - 1:31
    რომელმაც ალბათ გადაწყვეტილება,
    ავარიულ მდგომარეობაში მყოფი
  • 1:31 - 1:35
    მანქანის დანახვიდან,
    წამის მეასედებში მიიღო,
  • 1:35 - 1:36
    რომ გაეჩერებინა,
  • 1:36 - 1:39
    სიბნელეში გზატკეცილის
    ოთხი ტრასა გადმოერბინა
  • 1:39 - 1:41
    და ეხსნა ჩემი სიცოცხლე.
  • 1:41 - 1:43
    მას შემდეგ კი,
  • 1:43 - 1:46
    რაც ჩემი მანქანა აამუშავა,
    გადამიყვანა უსაფრთხო ადგილას
  • 1:46 - 1:50
    და დარწმუნდა, რომ არაფერი მიჭირდა,
    გზა განაგრძო.
  • 1:50 - 1:52
    ვინაობაც კი არ უთქვამს
  • 1:52 - 1:54
    და მეც თითქმის დარწმუნებული ვარ,
  • 1:54 - 1:56
    რომ მადლობის გადახდა დამავიწყდა.
  • 1:56 - 1:58
    ამიტომ, სანამ საუბარს განვაგრძობდე,
  • 1:58 - 2:00
    მინდა ვისარგებლო მომენტით
  • 2:00 - 2:03
    და იმ უცნობს მადლობა გადავუხადო.
  • 2:03 - 2:05
    (აპლოდისმენტები)
  • 2:11 - 2:12
    ამას იმიტომ გიყვებით,
  • 2:12 - 2:16
    რომ იმ ღამის მოვლენებმა,
    ჩემი ცხოვრება რაღაც დოზით შეცვალა.
  • 2:16 - 2:19
    გავხდი ფსიქოლოგიის მკვლევარი
    და ჩემი საქმიანობა
  • 2:19 - 2:23
    ადამიანის სხვაზე მზრუნველობის
    უნარის გაგებას მივუძღვენი.
  • 2:23 - 2:25
    საიდან ჩნდება ეს უნარი?
    როგორ ვითარდება?
  • 2:25 - 2:27
    რა უკიდურესი ფორმები შეიძლება მიიღოს?
  • 2:28 - 2:31
    ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია,
  • 2:31 - 2:34
    ადამიანის სოციალური ბუნების
    ბაზისური ასპექტების გასაგებად.
  • 2:34 - 2:36
    უამრავ ადამიანს, მათ შორის
  • 2:36 - 2:39
    ფილოსოფოსებს, ეკონომისტებს
    და ჩვეულებრივ ადამიანებს მიაჩნიათ,
  • 2:39 - 2:42
    რომ ადამიანი ბუნებით ეგოისტია,
  • 2:42 - 2:46
    რომ ჩვენ მოტივატორი,
    მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.
  • 2:46 - 2:50
    მაგრამ თუკი ეს სიმართლეა,
  • 2:50 - 2:53
    იმ უცნობის მსგავსად,
    ზოგი რატომ აკეთებს სიკეთეს უანგაროდ?
  • 2:53 - 2:56
    რატომ იგდებს თავს უზარმაზარ საფრთხეში
    სხვის დასახმარებლად?
  • 2:56 - 2:58
    ამ კითხვებზე პასუხი,
  • 2:58 - 3:01
    ალტრუიზმის უჩვეულო გამოვლინებების
    საფუძვლების კვლევას მოითხოვს.
  • 3:01 - 3:04
    აგრეთვე, იმის გარკვევას,
    თუ რა განასხვავებს
  • 3:04 - 3:06
    მსგავსი გამოვლინებების ავტორებს,
    სხვა ადამიანებისგან.
  • 3:06 - 3:10
    თუმცა, ბოლო დრომდე, ამ თემასთან
    დაკავშირებით ცოტა რამ იყო გაკეთებული.
  • 3:10 - 3:12
    იმ კაცის ქმედება, რომელმაც მე გადამარჩინა
  • 3:12 - 3:15
    ალტრუიზმის ყველაზე მკაცრ
    განმარტებას შეესაბამება,
  • 3:15 - 3:17
    რაც სხვისი დახმარების
    სურვილით მოტივირებული,
  • 3:17 - 3:20
    ნებაყოფლობითი, სარისკო საქციელია.
  • 3:21 - 3:23
    ასე რომ, ეს მხოლოდ
    სხვის სასარგებლოდ განზრახული,
  • 3:23 - 3:26
    თავგანწირული ქმედება იყო.
  • 3:26 - 3:30
    რას შეუძლია ასეთი ქმედების ახსნა?
    ერთი პასუხი ცხადია, თანაგრძნობაა,
  • 3:30 - 3:33
    რაც ალტრუიზმის
    მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
  • 3:33 - 3:34
    მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა,
  • 3:34 - 3:38
    რატომ აქვს ზოგიერთს ეს უნარი
    სხვებზე მეტად განვითარებული?
  • 3:38 - 3:42
    და ამის პასუხი შეიძლება იყოს ის,
    რომ მეტად ალტრუისტული ადამიანების ტვინი
  • 3:42 - 3:44
    ფუნდამენტურად განსხვავებულია,
  • 3:44 - 3:47
    მაგრამ ამ განსხვავების გარკვევა,
  • 3:47 - 3:49
    სინამდვილეში საპირისპირო მხრიდან,
  • 3:49 - 3:51
    ფსიქოპათებიდან დავიწყე.
  • 3:51 - 3:54
    ადამიანის ბუნების ბაზისური ასპექტების
    შესწავლის მიღებული მიდგომა,
  • 3:54 - 3:58
    როგორც მაგალითად სხვა ადამიანების
    დახმარების სურვილის შესწავლის შემთხვევაში,
  • 3:58 - 4:01
    იმ ადამიანების შესწავლაა,
    რომლებსაც ეს სურვილი არ გააჩნიათ.
  • 4:01 - 4:04
    ფსიქოპათები კი,
    სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
  • 4:04 - 4:07
    ფსიქოპათია განვითარების დარღვევაა,
  • 4:07 - 4:09
    რომელსაც მძლავრი გენეტიკური საწყისები აქვს
  • 4:09 - 4:12
    და იწვევს პიროვნების გულგრილ,
    გაუფრთხილებელ,
  • 4:12 - 4:15
    ანტისოციალურ და ზოგჯერ ძალადობრივ ქცევას.
  • 4:15 - 4:19
    ერთხელ მე და ჩემმა კოლეგებმა ფსიქიკური
    ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში
  • 4:19 - 4:22
    ერთ-ერთი პირველი
    ტვინის ასახვითი კვლევა ჩავატარეთ
  • 4:22 - 4:24
    ფსიქოპათ მოზარდებზე
  • 4:24 - 4:27
    და ჩვენმა და ახლა უკვე სხვა
    მკვლევარების შედეგებმა აჩვენეს,
  • 4:27 - 4:29
    რომ ფსიქოპათებს,
  • 4:29 - 4:33
    სამი საკმაოდ დამახასიათებელი თვისება აქვთ.
  • 4:33 - 4:38
    პირველი, მიუხედავად იმისა რომ ზოგადად,
    სხვისი ემოციის მიმართ გულგრილები არ არიან,
  • 4:38 - 4:42
    ტანჯვაში მყოფი ადამიანების მიმართ
    უგრძნობები არიან.
  • 4:42 - 4:43
    კერძოდ,
  • 4:43 - 4:47
    მათ ასეთი შეშინებული გამომეტყველების
    ამოცნობა უჭირთ.
  • 4:47 - 4:50
    ის კი გადაუდებელ საჭიროებას
    და ემოციურ განსაცდელს გადმოსცემს,
  • 4:50 - 4:54
    რაც ჩვეულებრივ თანაგრძნობას
    და დახმარების სურვილს აჩენს ხოლმე,
  • 4:54 - 4:56
    ადამიანებში, რომლებიც ამას ხედავენ.
  • 4:56 - 4:59
    ლოგიკურია, რომ ადამიანი
    რომელსაც თანაგრძნობის ნაკლებობა აქვს,
  • 4:59 - 5:01
    ამ მინიშნებების მიმართ არასენსიტიურია.
  • 5:01 - 5:05
    ტვინის იმ ნაწილს, რომელიც შეშინებული
    გამომეტყველების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი
  • 5:05 - 5:06
    ამიგდალა ეწოდება.
  • 5:06 - 5:10
    ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი,
    რომელსაც ამიგდალა საერთოდ არ აქვს
  • 5:10 - 5:14
    და ისინი შეშინებული გამომეტყველების
    ამოცნობაში აბსოლიტურად შეზღუდულები არიან.
  • 5:14 - 5:17
    მაშინ როცა ჯანმრთელი
    ზრდასრულების და ბავშვების ამიგდალაში
  • 5:17 - 5:20
    დიდი აქტივობა ფიქსირდება,
    როცა შეშინებულ გამომეტყველებას ხედავენ.
  • 5:20 - 5:22
    ფსიქოპათების ამიგდალა,
  • 5:22 - 5:24
    მსგავსი გამომეტყველებების მიმართ პასიურია.
  • 5:24 - 5:26
    ზოგჯერ ისინი საერთოდ არ რეაგირებენ,
  • 5:26 - 5:29
    რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი,
    რომ მინიშნებებს ვერ ხვდებიან.
  • 5:29 - 5:33
    და ბოლოს, ფსიქოპატების ამიგდალა საშუალოზე
  • 5:33 - 5:34
    დაახლოებით 18 ან 20 პროცენტით პატარაა.
  • 5:35 - 5:37
    ყველა ეს მიღებული შედეგი.
  • 5:37 - 5:39
    სანდოა და ზუსტი
  • 5:39 - 5:40
    და ძალიან საინტერესო,
  • 5:40 - 5:43
    მაგრამ გაიხსენეთ ჩემი მთავარი ინტერესი
    იმის გაგება კი არაა,
  • 5:43 - 5:47
    თუ რატომ არ ზრუნავენ ადამიანები სხვებზე,
    არამედ იმისი, თუ რატომ ზრუნავენ.
  • 5:47 - 5:49
    ანუ მთავარი კითხვაა,
  • 5:49 - 5:52
    შეუძლია უჩვეულო ალტრუიზმს,
  • 5:52 - 5:55
    რაც ფსიქოპათიის საპირისპიროა,
  • 5:55 - 5:57
    თანაგრძნობის და სხვისი დახმარების კუთხით,
  • 5:57 - 6:00
    აღმოცენდეს ისეთ ტვინში,
  • 6:00 - 6:03
    რომელიც ასევე ფსიქოპათის საპირისპროა?
  • 6:03 - 6:06
    ასე ვთქვათ, ანტიფსიქოპათურ ტვინში,
  • 6:06 - 6:09
    რომელსაც უკეთ შეუძლია
    სხვების შიშის ამოცნობა
  • 6:09 - 6:12
    და მისი ამიგდალა კი, რომელიც უფრო მეტად
    რეაგირებს ასეთ გამომეტყველებაზე,
  • 6:12 - 6:15
    შეიძლება საშუალოზე უფრო დიდიც იყოს?
  • 6:15 - 6:16
    როგორც ჩემმა კვლევა აჩვენა,
  • 6:16 - 6:18
    სამივე ეს მოსაზრება სწორია.
  • 6:18 - 6:21
    ჩვენი კი, ეს ყველაფერი,
    მართლაც უჩვეულო ალტრუისტთა ჯგუფის
  • 6:21 - 6:22
    შესწავლით აღმოვაჩინეთ.
  • 6:22 - 6:25
    ესენი არიან ადამიანები,
    რომლებმაც თავიანთი თირკმელი,
  • 6:25 - 6:27
    სრულიად უცნობს მისცეს.
  • 6:27 - 6:30
    ანუ სერიოზული ოპერაცია იმისთვის გაიკეთეს,
  • 6:30 - 6:32
    რომ საკუთარი, ერთ-ერთი
    ჯანმრთელი თირკმლი ამოეკვეთათ
  • 6:32 - 6:34
    და ავადმყოფი უცნობისთის გადაენერგათ,
  • 6:34 - 6:37
    რომელსაც ალბათ არც მანამდე
    და არც შემდეგ შეხვდებოდნენ.
  • 6:37 - 6:40
    "ასე რატომ უნდა მოიქცეს ვინმე?"
    ეს კითხვა ხშირად ისმის,
  • 6:40 - 6:42
    რომლის პასუხი შეიძლება იყოს ის,
  • 6:42 - 6:44
    რომ ამ უჩვეულო ალტრუისტების ტვინებს
  • 6:44 - 6:46
    განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ.
  • 6:47 - 6:50
    ისინი უკეთესად იცნობენ სხვების შიშებს.
  • 6:50 - 6:54
    უკეთ ავლენენ, როცა ადამიანი ტანჯვაშია.
  • 6:54 - 6:57
    ნაწილობრივ ეს ალბათ იმითაა გამოწვეული,
    რომ მათი ამიგდალა
  • 6:57 - 6:59
    ასეთ გამომეტყველებებზე უფრო
    მეტად რეაგირებს.
  • 6:59 - 7:03
    გაიხსენეთ, ეს ტვინის ის უბანია,
    რომელიც ფსიქოპათებში პასიური იყო.
  • 7:03 - 7:06
    საბოლოოდ კი მინდა გითხრათ,
    რომ მათი ამიგდალა საშუალოზე
  • 7:06 - 7:08
    დაახლოებით 8 პროცენტით დიდია.
  • 7:08 - 7:11
    მაშ, რასაც ეს მონაცემები
    ერთიანობაში გვიჩვენებს,
  • 7:11 - 7:14
    მსოფლიოში რაღაც მზრუნველობის სპექტრის
    მსგავისის არსებობაა,
  • 7:14 - 7:17
    რომლის ერთი ბოლოში ფსიქოფატები არიან,
  • 7:17 - 7:20
    ხოლო მეორე ბოლოში
    მაღალი თანაგრძნობის ადამიანები,
  • 7:20 - 7:23
    რომელთაც უკიდურესი ალტრუიზმი ამოძრავებთ.
  • 7:23 - 7:27
    ასევე უნდა დავამატო,
    რომ უჩვეულო ალტრუისტებს
  • 7:27 - 7:29
    მხოლოდ ის კი არ განასხვავებს, რომ ისინი
  • 7:29 - 7:33
    საშუალოზე მეტად თანამგრძნობები არიან,
    თუმცა ეს ნამვილად ასეა,
  • 7:33 - 7:35
    არამედ რაც კიდევ უფრო უჩვეულოა,
  • 7:35 - 7:38
    ისინი თანამგრძნობები და ალტრუისტები არიან,
  • 7:38 - 7:41
    არა მხოლოდ მათი უახლოესი წრის მიმართ,
    როგორიცაა სამეგობრო, ან ოჯახი.
  • 7:41 - 7:43
    იმ ადამიანებისადმი თანაგრძნობა
  • 7:43 - 7:46
    რომლებიც გიყვართ და აღიარებთ.
    სულაც არაა უჩვეულო.
  • 7:46 - 7:49
    ნამდვილად უჩვეულო ალტრუისტების
    თანაგრძნობა ბევრად შორს მიდის.
  • 7:49 - 7:52
    ის მათ ფართო სანაცნობო წრესაც კი სცდება
    და იმ ადამიანებზე ვრცელდება,
  • 7:52 - 7:56
    რომლებიც მთლიანად
    მათი სოციალური წრის მიღმა იმყოფებიან,
  • 7:56 - 7:58
    აბსოლიტურად უცნობებზე,
  • 7:58 - 8:01
    იმ კაცის მსგავსად, რომელმაც გადამარჩინა.
  • 8:01 - 8:04
    და ახლა მაქვს შესაძლებლობა ვკითხო
    უამრავ ალტრუისტ თირკმელის დონორს,
  • 8:04 - 8:07
    როგორ ახერხებენ ამხელა
    თანაგრძნობის გამოჩენას
  • 8:07 - 8:10
    და სრულიად უცნობს თავიანთი
    სურვილით აძლევენ თირკმელს.
  • 8:10 - 8:13
    აღმოვაჩინე, რომ მათ ამ კითხვაზე
    პასუხის გაცემა უჭირთ.
  • 8:13 - 8:19
    ვეკითხები: "როგორ ხდება,
    რომ ბევრისგან განსხვავებით
  • 8:19 - 8:21
    ამის გაკეთების სურვილი გაქვთ?
  • 8:21 - 8:24
    თქვენ 2000 -ზე ნაკლები
    ამერიკელიდან ერთ-ერთი ხართ,
  • 8:24 - 8:26
    ვისაც უცნობისთვის ოდესმე თირკმელი მიუცია.
  • 8:26 - 8:28
    რა არის თქვენში ასეთი განსაკუთრებული?"
  • 8:28 - 8:30
    და რას მპასუხობენ?
  • 8:31 - 8:33
    ამბობენ რომ: "არაფერი"
  • 8:33 - 8:35
    არაფერია განსაკუთრებული.
  • 8:35 - 8:38
    მეც ყველასნაირი ვარ."
  • 8:38 - 8:42
    ვფიქრობ, ეს მრავლისმთქმელი პასუხია,
  • 8:42 - 8:47
    რადგან ის გვეუბნება, რომ ამ ალტრუისტების
    წრე ასე კი არ გამოიყურება,
  • 8:47 - 8:50
    არამედ უფრო ასე.
  • 8:50 - 8:51
    მათ არ აქვთ ცენტრი.
  • 8:51 - 8:53
    ეს ალტრუისტები საკუთარ თავს,
  • 8:53 - 8:56
    ცენტრალურ ფიგურად არ აღიქვამენ
  • 8:56 - 8:59
    არ ფიქრობენ, რომ სხვაზე მეტად
    მნიშვნელოვნები, ან უკეთესები არიან.
  • 8:59 - 9:01
    როდესაც ერთ ალტრუისტს ვკითხე,
    თუ რატომ იყო
  • 9:01 - 9:04
    თირკმლის გაცემა მისთვის მნიშვნელოვანი,
  • 9:04 - 9:06
    მან მიპასუხა:
    "იმიტომ რომ მხოლოდ ჩემზე არ არის."
  • 9:06 - 9:08
    კიდევ ერთმა მიპასუხა:
  • 9:08 - 9:10
    "მე განსხვავებული არ ვარ.
    არ ვარ უნიკალური.
  • 9:10 - 9:13
    თქვენი კვლევა იმას დაადგენს,
    რომ მეც თქვენნაირი ვარ."
  • 9:13 - 9:18
    ვფიქრობ, ეგოცენტრიზმის უქონლობის
    საუკეთესო სახელწოდებაა
  • 9:18 - 9:20
    თავმდაბლობა,
  • 9:20 - 9:22
    რომელიც ნეტარი ავგუსტინეს თქმით,
  • 9:22 - 9:25
    ადამიანს ანგელოზად აქცევს.
  • 9:25 - 9:27
    რატომ არის ასე?
  • 9:27 - 9:30
    იმიტომ რომ თუკი თქვენს
    წრეს ცენტრი არ აქვს,
  • 9:30 - 9:33
    მაშინ არც შიდა და გარე რგოლები იარსებებს,
  • 9:33 - 9:36
    არავინ იქნება ისეთი, ვინც ვინმეზე მეტად,
    ან ნაკლებად იმსახურებს
  • 9:36 - 9:38
    თქვენს მზრუნველობასა და თანაგრძნობას.
  • 9:38 - 9:41
    და მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ის,
    რაც გამორჩეულ ალტრუისტებს
  • 9:41 - 9:43
    ჩვეულებრივი ადამიანებისგან განასხვავებთ.
  • 9:44 - 9:47
    მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ,
    რომ ბევრი შეძლებს
  • 9:47 - 9:50
    ამ მსოფლმხედველობის გათავისებას.
    შეიძლება უმეტესობაც კი.
  • 9:50 - 9:53
    ასე იმიტომ ვფიქრობ,
    რომ სოციალურ დონეზე,
  • 9:53 - 9:56
    ალტრუიზმისა და თანაგრძნობის
    გაფართოება უკვე ყველგან ხდება.
  • 9:56 - 9:59
    ფსიქოლოგმა სტივენ პინკერმა
    და სხვებმა გვიჩვენეს,
  • 9:59 - 10:02
    რომ მსოფლიოს მასშტაბით,
    სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა
  • 10:02 - 10:03
    სხვების ტანჯვა მისაღები,
  • 10:03 - 10:06
    რამაც ყველა სახის სისასტიკისა და
    ძალადობის კლებამდე მიგვიყვანა,
  • 10:06 - 10:09
    ცხოველებზე და ოჯახში ძალადობით დაწყებული,
  • 10:09 - 10:11
    სიკვდილით დასჯით დამთავრებული.
  • 10:11 - 10:13
    ასევე ამან ყველა სახის
    ალტრუიზმის ზრდა გამოიწვია.
  • 10:13 - 10:16
    ასი წლის წინ ადამიანებს
    ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდათ
  • 10:16 - 10:18
    სრულიად უცნობისთვის
  • 10:18 - 10:22
    სისხლის, ან ძვლის ტვინის გაცემა,
  • 10:22 - 10:25
    რაც დღეს სრულიად ნორმალური
    და ჩვეულებრივი მოვლენაა.
  • 10:25 - 10:28
    ნუთუ შესაძლებელია ასი წლის შემდეგ,
    რომ ადამიანებმა
  • 10:28 - 10:30
    თირკმლის სრულიად უცნობისთვის გაცემა,
  • 10:30 - 10:33
    ჩვეულებრივად და ნორმალურად მიიღონ,
  • 10:33 - 10:35
    როგორც დღეს ჩვენ ეს სისხლსა
    და ძვლის ტვინზე მიგვაჩნია?
  • 10:35 - 10:37
    შესაძლებელია.
  • 10:37 - 10:39
    რა იმალება ამ გასაოცარი ცვლილებების უკან?
  • 10:39 - 10:41
    როგორც ჩანს, ნაწილობრივ
  • 10:41 - 10:43
    კეთილდღეობისა და ცხოვრების
    დონის გაუმჯობესება.
  • 10:43 - 10:47
    როცა საზოგადოებები უფრო შეძლებული ხდება,
  • 10:47 - 10:49
    ადამიანები ყურადღებას
    გარესამყაროსკენ მიმართავენ,
  • 10:49 - 10:53
    რასაც შედეგად უცნობების მიმართ ყველა
    სახის ალტრუიზმის ზრდა მოჰყვება,
  • 10:53 - 10:56
    მოხალისეობიდან საქველმოქმედო დახმარებამდე
  • 10:56 - 10:59
    და თვით თირკმლის
    ალტრუისტულ შემოწირულობამდეც.
  • 10:59 - 11:04
    მაგრამ ყველაფერ ამას
    უცნაური და პარადოქსულ შედეგიც მოჰყვება.
  • 11:04 - 11:08
    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო
    უფრო უკეთეს და ჰუმანურ ადგილად იქცევა,
  • 11:08 - 11:11
    როგორც ხდება კიდეც,
  • 11:11 - 11:14
    ამასთანავე არსებობს
    გავრცელებული შეხედულება,
  • 11:14 - 11:17
    რომ ის უარესდება და უფრო
    სასტიკი ხდება, რაც არასწორია.
  • 11:17 - 11:19
    ზუსტად არ ვიცი ასე რატომ ხდება,
  • 11:19 - 11:22
    მაგრამ ალბათ, უბრალოდ დღესდღეობით
    ბევრად მეტი ვიცით,
  • 11:22 - 11:25
    შორს მყოფი,
    უცნობი ადამიანების ტანჯვის შესახებ
  • 11:25 - 11:28
    და შესაბამისად ბევრად მეტად გვაღელვებს,
  • 11:28 - 11:31
    ეს შორს მყოფი უცნობების ტანჯვა.
  • 11:31 - 11:34
    ცხადია, ცვლილებები,
    რომლებსაც ვხედავთ გვიჩვენებს,
  • 11:34 - 11:36
    რომ ალტრუიზმისა
    და თანაგრძნობის საფუძვლები
  • 11:36 - 11:40
    ადამიანის ბუნების ისეთივე განუყოფელი
    ნაწილია, როგორც სისატიკე და ძალადობა,
  • 11:40 - 11:42
    შეიძლება უფრო მეტადაც კი.
  • 11:42 - 11:45
    თუმცა ზოგიერთები
    თითქოს უფრო მეტად სენსიტიურები არიან
  • 11:45 - 11:48
    ტანჯული შორეული უცნობების მიმართ,
  • 11:48 - 11:49
    მე ნამდვილად მჯერა,
  • 11:49 - 11:53
    რომ თანაგრძნობის წრის ისე გაფართოება,
    რომ მასში უცნობებიც მოექცნენ
  • 11:53 - 11:56
    და საკუთარი თავის
    ამ წრის ცენტრიდან მოშორება,
  • 11:56 - 11:59
    თითქმის ყველას ხელეწიფება.
  • 11:59 - 12:01
    მადლობა.
  • 12:01 - 12:02
    (აპლოდისმენტები)
Title:
რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?
Speaker:
აბიგეილ მარში
Description:

რატომ აყენებს ზოგიერთი საკუთარ კეთილდღეობას რისკის ქვეშ, სხვების უანგარო დახმარებით? ფსიქოლოგიის მკვლევარი, აბიგეილ მარში, იმ ადამიანების მოტივაციას შეისწავლის, რომლებიც ისეთ უკიდურესად ალტრუისტულ ქმედებებს ახორციელებენ, როგორიცაა სრულიად უცნობისთვის თირკმლის გაცემა. იქნებ მათ უბრალოდ სხვანაირი ტვინები აქვთ?

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:21

Georgian subtitles

Revisions