1 00:00:00,760 --> 00:00:02,856 სადღაც არსებობს ერთი კაცი, 2 00:00:02,880 --> 00:00:05,856 რომელიც ცოტათი მსახიობ იდრის ელბას ჰგავს, 3 00:00:05,880 --> 00:00:08,256 ან 20 წლის წინ მაინც ჰგავდა. 4 00:00:08,280 --> 00:00:10,096 მის შესახებ არაფერი ვიცი, 5 00:00:10,120 --> 00:00:12,446 გარდა იმისა, რომ ერთხელ ჩემს გადასარჩენად, 6 00:00:12,446 --> 00:00:14,530 საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. 7 00:00:14,600 --> 00:00:18,820 ამ მამაკაცმა შუაღამით, გზატკეცილის ოთხი ტრასა, 8 00:00:18,820 --> 00:00:22,166 იმიტომ გადმოირბინა, რომ უსაფრთხო ადგილას გადავეყვანე 9 00:00:22,166 --> 00:00:24,926 ავტოავარიის შემდეგ, რომელმაც კინაღამ მომკლა. 10 00:00:24,944 --> 00:00:27,600 ამ ყველაფერმა ცხადია, ძალიან შემძრა, 11 00:00:27,600 --> 00:00:31,256 მაგრამ ამასთანავე დამიტოვა აკვიატებული მოთხოვნილება, 12 00:00:31,280 --> 00:00:33,690 გამეგო მისი საქციელის მიზეზი. 13 00:00:33,690 --> 00:00:36,460 რა შინაგანმა ძალებმა უბიძგეს მას, მიეღო გადაწყვეტილება, 14 00:00:36,460 --> 00:00:38,444 რომელსაც სიცოცხლეს ვუმადლი. 15 00:00:38,444 --> 00:00:41,650 გაერისკა საკუთარი სიცოცხლე უცნობის გადასარჩენად? 16 00:00:41,870 --> 00:00:43,726 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 17 00:00:43,726 --> 00:00:47,120 რა არის მისი, ან სხვების ალტრუისტული უნარების საფუძვლები? 18 00:00:47,120 --> 00:00:49,526 მაგრამ პირველ რიგში, ნება მომეცით გიამბოთ რა მოხდა. 19 00:00:49,650 --> 00:00:51,106 იმ საღამოს 19 წლის ვიყავი 20 00:00:51,140 --> 00:00:53,726 და სახლში მანქანით ვბრუნდებოდი, ტაკომაში, ვაშინგტონში, 21 00:00:53,760 --> 00:00:55,576 როდესაც შტატთაშორის I-5 გზატკეცილზე, 22 00:00:55,600 --> 00:00:58,136 წინ პატარა ძაღლი გადმომიხტა. 23 00:00:58,160 --> 00:01:00,496 მე კი ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც არ უნდა მოიქცეთ, 24 00:01:00,520 --> 00:01:02,610 მას რომ ავრიდებოდი გვერდზე გადავუხვიე. 25 00:01:02,610 --> 00:01:04,920 მაშინ კი მივხვდი, რატომაც არ უნდა მოიქცეთ ასე. 26 00:01:05,019 --> 00:01:07,056 ძაღლს მაინც დავარყი 27 00:01:07,080 --> 00:01:09,696 და ამან მანქანა ზიგზაგებზე წაიყვანა, 28 00:01:09,720 --> 00:01:12,296 შემდეგ გზაზე დავტრიალდი, 29 00:01:12,320 --> 00:01:14,700 სანამ საბოლოოდ, 30 00:01:14,700 --> 00:01:18,856 გზატკეცილის ჩქაროსნულ ტრასაზე მოძრაობის საწინააღმდეგოდ არ აღმოვჩნდი 31 00:01:18,880 --> 00:01:21,510 და ამ დროს ძრავიც მოკვდა. 32 00:01:21,510 --> 00:01:25,040 იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი რომ მეც ვკვდებოდი, 33 00:01:25,120 --> 00:01:27,696 მაგრამ ამ მამაკაცის მამაცი ქმედების შედეგად გადავრჩი, 34 00:01:27,696 --> 00:01:31,440 რომელმაც ალბათ გადაწყვეტილება, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 35 00:01:31,440 --> 00:01:34,886 მანქანის დანახვიდან, წამის მეასედებში მიიღო, 36 00:01:34,886 --> 00:01:36,344 რომ გაეჩერებინა, 37 00:01:36,344 --> 00:01:38,920 სიბნელეში გზატკეცილის ოთხი ტრასა გადმოერბინა 38 00:01:38,920 --> 00:01:41,386 და ეხსნა ჩემი სიცოცხლე. 39 00:01:41,386 --> 00:01:42,870 მას შემდეგ კი, 40 00:01:42,870 --> 00:01:45,576 რაც ჩემი მანქანა აამუშავა, გადამიყვანა უსაფრთხო ადგილას 41 00:01:45,600 --> 00:01:49,796 და დარწმუნდა, რომ არაფერი მიჭირდა, გზა განაგრძო. 42 00:01:49,988 --> 00:01:51,524 ვინაობაც კი არ უთქვამს 43 00:01:51,524 --> 00:01:53,860 და მეც თითქმის დარწმუნებული ვარ, 44 00:01:53,860 --> 00:01:56,260 რომ მადლობის გადახდა დამავიწყდა. 45 00:01:56,440 --> 00:01:58,376 ამიტომ, სანამ საუბარს განვაგრძობდე, 46 00:01:58,400 --> 00:02:00,336 მინდა ვისარგებლო მომენტით 47 00:02:00,336 --> 00:02:02,830 და იმ უცნობს მადლობა გადავუხადო. 48 00:02:03,280 --> 00:02:05,400 (აპლოდისმენტები) 49 00:02:10,919 --> 00:02:12,136 ამას იმიტომ გიყვებით, 50 00:02:12,160 --> 00:02:16,376 რომ იმ ღამის მოვლენებმა, ჩემი ცხოვრება რაღაც დოზით შეცვალა. 51 00:02:16,400 --> 00:02:18,606 გავხდი ფსიქოლოგიის მკვლევარი და ჩემი საქმიანობა 52 00:02:18,606 --> 00:02:22,816 ადამიანის სხვაზე მზრუნველობის უნარის გაგებას მივუძღვენი. 53 00:02:22,840 --> 00:02:25,176 საიდან ჩნდება ეს უნარი? როგორ ვითარდება? 54 00:02:25,200 --> 00:02:27,440 რა უკიდურესი ფორმები შეიძლება მიიღოს? 55 00:02:27,740 --> 00:02:30,916 ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, 56 00:02:30,990 --> 00:02:33,900 ადამიანის სოციალური ბუნების ბაზისური ასპექტების გასაგებად. 57 00:02:33,900 --> 00:02:35,746 უამრავ ადამიანს, მათ შორის 58 00:02:35,746 --> 00:02:38,726 ფილოსოფოსებს, ეკონომისტებს და ჩვეულებრივ ადამიანებს მიაჩნიათ, 59 00:02:38,726 --> 00:02:41,616 რომ ადამიანი ბუნებით ეგოისტია, 60 00:02:41,640 --> 00:02:45,816 რომ ჩვენ მოტივატორი, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა. 61 00:02:45,840 --> 00:02:49,516 მაგრამ თუკი ეს სიმართლეა, 62 00:02:49,516 --> 00:02:52,612 იმ უცნობის მსგავსად, ზოგი რატომ აკეთებს სიკეთეს უანგაროდ? 63 00:02:52,680 --> 00:02:55,850 რატომ იგდებს თავს უზარმაზარ საფრთხეში სხვის დასახმარებლად? 64 00:02:55,880 --> 00:02:57,676 ამ კითხვებზე პასუხი, 65 00:02:57,760 --> 00:03:01,296 ალტრუიზმის უჩვეულო გამოვლინებების საფუძვლების კვლევას მოითხოვს. 66 00:03:01,320 --> 00:03:03,696 აგრეთვე, იმის გარკვევას, თუ რა განასხვავებს 67 00:03:03,720 --> 00:03:06,296 მსგავსი გამოვლინებების ავტორებს, სხვა ადამიანებისგან. 68 00:03:06,296 --> 00:03:09,580 თუმცა, ბოლო დრომდე, ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა რამ იყო გაკეთებული. 69 00:03:09,580 --> 00:03:11,736 იმ კაცის ქმედება, რომელმაც მე გადამარჩინა 70 00:03:11,760 --> 00:03:14,736 ალტრუიზმის ყველაზე მკაცრ განმარტებას შეესაბამება, 71 00:03:14,760 --> 00:03:17,376 რაც სხვისი დახმარების სურვილით მოტივირებული, 72 00:03:17,400 --> 00:03:20,450 ნებაყოფლობითი, სარისკო საქციელია. 73 00:03:20,640 --> 00:03:23,330 ასე რომ, ეს მხოლოდ სხვის სასარგებლოდ განზრახული, 74 00:03:23,330 --> 00:03:25,600 თავგანწირული ქმედება იყო. 75 00:03:25,630 --> 00:03:29,806 რას შეუძლია ასეთი ქმედების ახსნა? ერთი პასუხი ცხადია, თანაგრძნობაა, 76 00:03:29,806 --> 00:03:32,550 რაც ალტრუიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 77 00:03:32,550 --> 00:03:34,296 მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, 78 00:03:34,296 --> 00:03:37,820 რატომ აქვს ზოგიერთს ეს უნარი სხვებზე მეტად განვითარებული? 79 00:03:38,120 --> 00:03:42,016 და ამის პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ მეტად ალტრუისტული ადამიანების ტვინი 80 00:03:42,040 --> 00:03:44,240 ფუნდამენტურად განსხვავებულია, 81 00:03:44,280 --> 00:03:47,016 მაგრამ ამ განსხვავების გარკვევა, 82 00:03:47,040 --> 00:03:49,160 სინამდვილეში საპირისპირო მხრიდან, 83 00:03:49,440 --> 00:03:51,220 ფსიქოპათებიდან დავიწყე. 84 00:03:51,220 --> 00:03:54,340 ადამიანის ბუნების ბაზისური ასპექტების შესწავლის მიღებული მიდგომა, 85 00:03:54,340 --> 00:03:58,026 როგორც მაგალითად სხვა ადამიანების დახმარების სურვილის შესწავლის შემთხვევაში, 86 00:03:58,026 --> 00:04:00,976 იმ ადამიანების შესწავლაა, რომლებსაც ეს სურვილი არ გააჩნიათ. 87 00:04:01,000 --> 00:04:03,980 ფსიქოპათები კი, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. 88 00:04:04,200 --> 00:04:06,576 ფსიქოპათია განვითარების დარღვევაა, 89 00:04:06,600 --> 00:04:08,696 რომელსაც მძლავრი გენეტიკური საწყისები აქვს 90 00:04:08,720 --> 00:04:11,616 და იწვევს პიროვნების გულგრილ, გაუფრთხილებელ, 91 00:04:11,640 --> 00:04:15,164 ანტისოციალურ და ზოგჯერ ძალადობრივ ქცევას. 92 00:04:15,280 --> 00:04:19,296 ერთხელ მე და ჩემმა კოლეგებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში 93 00:04:19,320 --> 00:04:22,335 ერთ-ერთი პირველი ტვინის ასახვითი კვლევა ჩავატარეთ 94 00:04:22,353 --> 00:04:24,240 ფსიქოპათ მოზარდებზე 95 00:04:24,240 --> 00:04:27,086 და ჩვენმა და ახლა უკვე სხვა მკვლევარების შედეგებმა აჩვენეს, 96 00:04:27,086 --> 00:04:29,296 რომ ფსიქოპათებს, 97 00:04:29,320 --> 00:04:32,720 სამი საკმაოდ დამახასიათებელი თვისება აქვთ. 98 00:04:33,160 --> 00:04:37,776 პირველი, მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, სხვისი ემოციის მიმართ გულგრილები არ არიან, 99 00:04:37,800 --> 00:04:41,576 ტანჯვაში მყოფი ადამიანების მიმართ უგრძნობები არიან. 100 00:04:41,600 --> 00:04:42,816 კერძოდ, 101 00:04:42,840 --> 00:04:46,736 მათ ასეთი შეშინებული გამომეტყველების ამოცნობა უჭირთ. 102 00:04:46,760 --> 00:04:50,456 ის კი გადაუდებელ საჭიროებას და ემოციურ განსაცდელს გადმოსცემს, 103 00:04:50,480 --> 00:04:53,780 რაც ჩვეულებრივ თანაგრძნობას და დახმარების სურვილს აჩენს ხოლმე, 104 00:04:53,780 --> 00:04:55,820 ადამიანებში, რომლებიც ამას ხედავენ. 105 00:04:55,820 --> 00:04:58,730 ლოგიკურია, რომ ადამიანი რომელსაც თანაგრძნობის ნაკლებობა აქვს, 106 00:04:58,730 --> 00:05:01,030 ამ მინიშნებების მიმართ არასენსიტიურია. 107 00:05:01,030 --> 00:05:04,786 ტვინის იმ ნაწილს, რომელიც შეშინებული გამომეტყველების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი 108 00:05:04,786 --> 00:05:06,188 ამიგდალა ეწოდება. 109 00:05:06,188 --> 00:05:09,924 ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც ამიგდალა საერთოდ არ აქვს 110 00:05:09,924 --> 00:05:13,740 და ისინი შეშინებული გამომეტყველების ამოცნობაში აბსოლიტურად შეზღუდულები არიან. 111 00:05:13,740 --> 00:05:16,744 მაშინ როცა ჯანმრთელი ზრდასრულების და ბავშვების ამიგდალაში 112 00:05:16,744 --> 00:05:20,262 დიდი აქტივობა ფიქსირდება, როცა შეშინებულ გამომეტყველებას ხედავენ. 113 00:05:20,262 --> 00:05:21,858 ფსიქოპათების ამიგდალა, 114 00:05:21,858 --> 00:05:24,114 მსგავსი გამომეტყველებების მიმართ პასიურია. 115 00:05:24,114 --> 00:05:25,834 ზოგჯერ ისინი საერთოდ არ რეაგირებენ, 116 00:05:25,834 --> 00:05:29,350 რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მინიშნებებს ვერ ხვდებიან. 117 00:05:29,350 --> 00:05:32,510 და ბოლოს, ფსიქოპატების ამიგდალა საშუალოზე 118 00:05:32,510 --> 00:05:34,440 დაახლოებით 18 ან 20 პროცენტით პატარაა. 119 00:05:34,930 --> 00:05:36,690 ყველა ეს მიღებული შედეგი. 120 00:05:36,690 --> 00:05:38,806 სანდოა და ზუსტი 121 00:05:38,806 --> 00:05:40,316 და ძალიან საინტერესო, 122 00:05:40,316 --> 00:05:43,126 მაგრამ გაიხსენეთ ჩემი მთავარი ინტერესი იმის გაგება კი არაა, 123 00:05:43,126 --> 00:05:47,070 თუ რატომ არ ზრუნავენ ადამიანები სხვებზე, არამედ იმისი, თუ რატომ ზრუნავენ. 124 00:05:47,110 --> 00:05:49,140 ანუ მთავარი კითხვაა, 125 00:05:49,140 --> 00:05:51,524 შეუძლია უჩვეულო ალტრუიზმს, 126 00:05:51,524 --> 00:05:54,720 რაც ფსიქოპათიის საპირისპიროა, 127 00:05:54,720 --> 00:05:57,076 თანაგრძნობის და სხვისი დახმარების კუთხით, 128 00:05:57,136 --> 00:05:59,586 აღმოცენდეს ისეთ ტვინში, 129 00:05:59,624 --> 00:06:02,910 რომელიც ასევე ფსიქოპათის საპირისპროა? 130 00:06:02,910 --> 00:06:05,880 ასე ვთქვათ, ანტიფსიქოპათურ ტვინში, 131 00:06:05,880 --> 00:06:08,870 რომელსაც უკეთ შეუძლია სხვების შიშის ამოცნობა 132 00:06:08,870 --> 00:06:12,366 და მისი ამიგდალა კი, რომელიც უფრო მეტად რეაგირებს ასეთ გამომეტყველებაზე, 133 00:06:12,366 --> 00:06:14,580 შეიძლება საშუალოზე უფრო დიდიც იყოს? 134 00:06:14,580 --> 00:06:16,336 როგორც ჩემმა კვლევა აჩვენა, 135 00:06:16,336 --> 00:06:18,006 სამივე ეს მოსაზრება სწორია. 136 00:06:18,006 --> 00:06:20,706 ჩვენი კი, ეს ყველაფერი, მართლაც უჩვეულო ალტრუისტთა ჯგუფის 137 00:06:20,706 --> 00:06:22,036 შესწავლით აღმოვაჩინეთ. 138 00:06:22,036 --> 00:06:24,686 ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თირკმელი, 139 00:06:24,686 --> 00:06:26,570 სრულიად უცნობს მისცეს. 140 00:06:26,600 --> 00:06:29,696 ანუ სერიოზული ოპერაცია იმისთვის გაიკეთეს, 141 00:06:29,720 --> 00:06:32,336 რომ საკუთარი, ერთ-ერთი ჯანმრთელი თირკმლი ამოეკვეთათ 142 00:06:32,360 --> 00:06:34,416 და ავადმყოფი უცნობისთის გადაენერგათ, 143 00:06:34,440 --> 00:06:37,270 რომელსაც ალბათ არც მანამდე და არც შემდეგ შეხვდებოდნენ. 144 00:06:37,270 --> 00:06:40,260 "ასე რატომ უნდა მოიქცეს ვინმე?" ეს კითხვა ხშირად ისმის, 145 00:06:40,260 --> 00:06:41,896 რომლის პასუხი შეიძლება იყოს ის, 146 00:06:41,920 --> 00:06:44,176 რომ ამ უჩვეულო ალტრუისტების ტვინებს 147 00:06:44,200 --> 00:06:46,460 განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ. 148 00:06:47,040 --> 00:06:50,256 ისინი უკეთესად იცნობენ სხვების შიშებს. 149 00:06:50,280 --> 00:06:53,696 უკეთ ავლენენ, როცა ადამიანი ტანჯვაშია. 150 00:06:53,720 --> 00:06:56,996 ნაწილობრივ ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მათი ამიგდალა 151 00:06:56,996 --> 00:06:59,380 ასეთ გამომეტყველებებზე უფრო მეტად რეაგირებს. 152 00:06:59,380 --> 00:07:02,850 გაიხსენეთ, ეს ტვინის ის უბანია, რომელიც ფსიქოპათებში პასიური იყო. 153 00:07:02,850 --> 00:07:05,600 საბოლოოდ კი მინდა გითხრათ, რომ მათი ამიგდალა საშუალოზე 154 00:07:05,600 --> 00:07:07,856 დაახლოებით 8 პროცენტით დიდია. 155 00:07:07,880 --> 00:07:10,926 მაშ, რასაც ეს მონაცემები ერთიანობაში გვიჩვენებს, 156 00:07:10,926 --> 00:07:13,916 მსოფლიოში რაღაც მზრუნველობის სპექტრის მსგავისის არსებობაა, 157 00:07:13,916 --> 00:07:16,816 რომლის ერთი ბოლოში ფსიქოფატები არიან, 158 00:07:16,840 --> 00:07:20,066 ხოლო მეორე ბოლოში მაღალი თანაგრძნობის ადამიანები, 159 00:07:20,070 --> 00:07:22,910 რომელთაც უკიდურესი ალტრუიზმი ამოძრავებთ. 160 00:07:22,910 --> 00:07:26,696 ასევე უნდა დავამატო, რომ უჩვეულო ალტრუისტებს 161 00:07:26,720 --> 00:07:29,416 მხოლოდ ის კი არ განასხვავებს, რომ ისინი 162 00:07:29,440 --> 00:07:32,546 საშუალოზე მეტად თანამგრძნობები არიან, თუმცა ეს ნამვილად ასეა, 163 00:07:32,546 --> 00:07:35,106 არამედ რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, 164 00:07:35,106 --> 00:07:38,028 ისინი თანამგრძნობები და ალტრუისტები არიან, 165 00:07:38,028 --> 00:07:41,254 არა მხოლოდ მათი უახლოესი წრის მიმართ, როგორიცაა სამეგობრო, ან ოჯახი. 166 00:07:41,254 --> 00:07:42,930 იმ ადამიანებისადმი თანაგრძნობა 167 00:07:42,930 --> 00:07:45,566 რომლებიც გიყვართ და აღიარებთ. სულაც არაა უჩვეულო. 168 00:07:45,566 --> 00:07:48,820 ნამდვილად უჩვეულო ალტრუისტების თანაგრძნობა ბევრად შორს მიდის. 169 00:07:48,880 --> 00:07:52,126 ის მათ ფართო სანაცნობო წრესაც კი სცდება და იმ ადამიანებზე ვრცელდება, 170 00:07:52,126 --> 00:07:56,136 რომლებიც მთლიანად მათი სოციალური წრის მიღმა იმყოფებიან, 171 00:07:56,136 --> 00:07:58,416 აბსოლიტურად უცნობებზე, 172 00:07:58,416 --> 00:08:00,840 იმ კაცის მსგავსად, რომელმაც გადამარჩინა. 173 00:08:00,860 --> 00:08:04,270 და ახლა მაქვს შესაძლებლობა ვკითხო უამრავ ალტრუისტ თირკმელის დონორს, 174 00:08:04,270 --> 00:08:07,020 როგორ ახერხებენ ამხელა თანაგრძნობის გამოჩენას 175 00:08:07,020 --> 00:08:10,126 და სრულიად უცნობს თავიანთი სურვილით აძლევენ თირკმელს. 176 00:08:10,126 --> 00:08:13,280 აღმოვაჩინე, რომ მათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. 177 00:08:13,280 --> 00:08:19,286 ვეკითხები: "როგორ ხდება, რომ ბევრისგან განსხვავებით 178 00:08:19,286 --> 00:08:21,236 ამის გაკეთების სურვილი გაქვთ? 179 00:08:21,236 --> 00:08:23,676 თქვენ 2000 -ზე ნაკლები ამერიკელიდან ერთ-ერთი ხართ, 180 00:08:23,706 --> 00:08:25,664 ვისაც უცნობისთვის ოდესმე თირკმელი მიუცია. 181 00:08:25,664 --> 00:08:27,840 რა არის თქვენში ასეთი განსაკუთრებული?" 182 00:08:27,840 --> 00:08:30,040 და რას მპასუხობენ? 183 00:08:30,890 --> 00:08:32,940 ამბობენ რომ: "არაფერი" 184 00:08:32,940 --> 00:08:35,440 არაფერია განსაკუთრებული. 185 00:08:35,440 --> 00:08:37,776 მეც ყველასნაირი ვარ." 186 00:08:38,061 --> 00:08:41,660 ვფიქრობ, ეს მრავლისმთქმელი პასუხია, 187 00:08:41,720 --> 00:08:46,960 რადგან ის გვეუბნება, რომ ამ ალტრუისტების წრე ასე კი არ გამოიყურება, 188 00:08:47,380 --> 00:08:49,660 არამედ უფრო ასე. 189 00:08:49,660 --> 00:08:51,050 მათ არ აქვთ ცენტრი. 190 00:08:51,188 --> 00:08:53,328 ეს ალტრუისტები საკუთარ თავს, 191 00:08:53,428 --> 00:08:55,714 ცენტრალურ ფიგურად არ აღიქვამენ 192 00:08:55,714 --> 00:08:58,870 არ ფიქრობენ, რომ სხვაზე მეტად მნიშვნელოვნები, ან უკეთესები არიან. 193 00:08:58,870 --> 00:09:01,240 როდესაც ერთ ალტრუისტს ვკითხე, თუ რატომ იყო 194 00:09:01,240 --> 00:09:04,100 თირკმლის გაცემა მისთვის მნიშვნელოვანი, 195 00:09:04,100 --> 00:09:06,396 მან მიპასუხა: "იმიტომ რომ მხოლოდ ჩემზე არ არის." 196 00:09:06,396 --> 00:09:07,574 კიდევ ერთმა მიპასუხა: 197 00:09:07,574 --> 00:09:10,100 "მე განსხვავებული არ ვარ. არ ვარ უნიკალური. 198 00:09:10,184 --> 00:09:13,164 თქვენი კვლევა იმას დაადგენს, რომ მეც თქვენნაირი ვარ." 199 00:09:13,164 --> 00:09:18,170 ვფიქრობ, ეგოცენტრიზმის უქონლობის საუკეთესო სახელწოდებაა 200 00:09:18,170 --> 00:09:19,586 თავმდაბლობა, 201 00:09:19,648 --> 00:09:22,294 რომელიც ნეტარი ავგუსტინეს თქმით, 202 00:09:22,294 --> 00:09:24,870 ადამიანს ანგელოზად აქცევს. 203 00:09:25,148 --> 00:09:27,098 რატომ არის ასე? 204 00:09:27,158 --> 00:09:29,914 იმიტომ რომ თუკი თქვენს წრეს ცენტრი არ აქვს, 205 00:09:30,094 --> 00:09:32,730 მაშინ არც შიდა და გარე რგოლები იარსებებს, 206 00:09:32,730 --> 00:09:35,806 არავინ იქნება ისეთი, ვინც ვინმეზე მეტად, ან ნაკლებად იმსახურებს 207 00:09:35,850 --> 00:09:37,810 თქვენს მზრუნველობასა და თანაგრძნობას. 208 00:09:37,810 --> 00:09:40,694 და მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ის, რაც გამორჩეულ ალტრუისტებს 209 00:09:40,694 --> 00:09:43,400 ჩვეულებრივი ადამიანებისგან განასხვავებთ. 210 00:09:43,550 --> 00:09:47,120 მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ, რომ ბევრი შეძლებს 211 00:09:47,120 --> 00:09:49,994 ამ მსოფლმხედველობის გათავისებას. შეიძლება უმეტესობაც კი. 212 00:09:49,994 --> 00:09:52,600 ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ სოციალურ დონეზე, 213 00:09:52,600 --> 00:09:56,376 ალტრუიზმისა და თანაგრძნობის გაფართოება უკვე ყველგან ხდება. 214 00:09:56,376 --> 00:09:58,938 ფსიქოლოგმა სტივენ პინკერმა და სხვებმა გვიჩვენეს, 215 00:09:58,938 --> 00:10:01,774 რომ მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა 216 00:10:01,774 --> 00:10:03,410 სხვების ტანჯვა მისაღები, 217 00:10:03,410 --> 00:10:06,476 რამაც ყველა სახის სისასტიკისა და ძალადობის კლებამდე მიგვიყვანა, 218 00:10:06,476 --> 00:10:08,626 ცხოველებზე და ოჯახში ძალადობით დაწყებული, 219 00:10:08,626 --> 00:10:10,650 სიკვდილით დასჯით დამთავრებული. 220 00:10:10,650 --> 00:10:13,400 ასევე ამან ყველა სახის ალტრუიზმის ზრდა გამოიწვია. 221 00:10:13,400 --> 00:10:15,951 ასი წლის წინ ადამიანებს ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდათ 222 00:10:15,954 --> 00:10:17,894 სრულიად უცნობისთვის 223 00:10:17,894 --> 00:10:21,810 სისხლის, ან ძვლის ტვინის გაცემა, 224 00:10:21,810 --> 00:10:25,170 რაც დღეს სრულიად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენაა. 225 00:10:25,170 --> 00:10:27,998 ნუთუ შესაძლებელია ასი წლის შემდეგ, რომ ადამიანებმა 226 00:10:27,998 --> 00:10:30,144 თირკმლის სრულიად უცნობისთვის გაცემა, 227 00:10:30,144 --> 00:10:32,790 ჩვეულებრივად და ნორმალურად მიიღონ, 228 00:10:32,838 --> 00:10:35,414 როგორც დღეს ჩვენ ეს სისხლსა და ძვლის ტვინზე მიგვაჩნია? 229 00:10:35,414 --> 00:10:36,548 შესაძლებელია. 230 00:10:36,548 --> 00:10:38,808 რა იმალება ამ გასაოცარი ცვლილებების უკან? 231 00:10:38,808 --> 00:10:40,854 როგორც ჩანს, ნაწილობრივ 232 00:10:40,854 --> 00:10:43,370 კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. 233 00:10:43,370 --> 00:10:46,910 როცა საზოგადოებები უფრო შეძლებული ხდება, 234 00:10:46,910 --> 00:10:49,304 ადამიანები ყურადღებას გარესამყაროსკენ მიმართავენ, 235 00:10:49,304 --> 00:10:52,550 რასაც შედეგად უცნობების მიმართ ყველა სახის ალტრუიზმის ზრდა მოჰყვება, 236 00:10:52,550 --> 00:10:55,556 მოხალისეობიდან საქველმოქმედო დახმარებამდე 237 00:10:55,556 --> 00:10:59,440 და თვით თირკმლის ალტრუისტულ შემოწირულობამდეც. 238 00:10:59,440 --> 00:11:04,286 მაგრამ ყველაფერ ამას უცნაური და პარადოქსულ შედეგიც მოჰყვება. 239 00:11:04,286 --> 00:11:08,426 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უფრო უკეთეს და ჰუმანურ ადგილად იქცევა, 240 00:11:08,426 --> 00:11:10,756 როგორც ხდება კიდეც, 241 00:11:10,756 --> 00:11:13,776 ამასთანავე არსებობს გავრცელებული შეხედულება, 242 00:11:13,812 --> 00:11:16,508 რომ ის უარესდება და უფრო სასტიკი ხდება, რაც არასწორია. 243 00:11:16,508 --> 00:11:18,548 ზუსტად არ ვიცი ასე რატომ ხდება, 244 00:11:18,548 --> 00:11:21,524 მაგრამ ალბათ, უბრალოდ დღესდღეობით ბევრად მეტი ვიცით, 245 00:11:21,524 --> 00:11:24,944 შორს მყოფი, უცნობი ადამიანების ტანჯვის შესახებ 246 00:11:24,944 --> 00:11:28,234 და შესაბამისად ბევრად მეტად გვაღელვებს, 247 00:11:28,234 --> 00:11:30,864 ეს შორს მყოფი უცნობების ტანჯვა. 248 00:11:30,864 --> 00:11:33,584 ცხადია, ცვლილებები, რომლებსაც ვხედავთ გვიჩვენებს, 249 00:11:33,584 --> 00:11:36,180 რომ ალტრუიზმისა და თანაგრძნობის საფუძვლები 250 00:11:36,180 --> 00:11:40,026 ადამიანის ბუნების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც სისატიკე და ძალადობა, 251 00:11:40,090 --> 00:11:41,574 შეიძლება უფრო მეტადაც კი. 252 00:11:41,654 --> 00:11:44,550 თუმცა ზოგიერთები თითქოს უფრო მეტად სენსიტიურები არიან 253 00:11:44,550 --> 00:11:47,786 ტანჯული შორეული უცნობების მიმართ, 254 00:11:47,786 --> 00:11:49,228 მე ნამდვილად მჯერა, 255 00:11:49,228 --> 00:11:53,224 რომ თანაგრძნობის წრის ისე გაფართოება, რომ მასში უცნობებიც მოექცნენ 256 00:11:53,224 --> 00:11:56,360 და საკუთარი თავის ამ წრის ცენტრიდან მოშორება, 257 00:11:56,360 --> 00:11:59,310 თითქმის ყველას ხელეწიფება. 258 00:11:59,310 --> 00:12:00,910 მადლობა. 259 00:12:01,190 --> 00:12:02,406 (აპლოდისმენტები)