0:00:00.760,0:00:02.856 სადღაც არსებობს ერთი კაცი, 0:00:02.880,0:00:05.856 რომელიც ცოტათი მსახიობ [br]იდრის ელბას ჰგავს, 0:00:05.880,0:00:08.256 ან 20 წლის წინ მაინც ჰგავდა. 0:00:08.280,0:00:10.096 მის შესახებ არაფერი ვიცი, 0:00:10.120,0:00:12.446 გარდა იმისა, რომ ერთხელ ჩემს გადასარჩენად, 0:00:12.446,0:00:14.530 საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. 0:00:14.600,0:00:18.820 ამ მამაკაცმა შუაღამით,[br]გზატკეცილის ოთხი ტრასა, 0:00:18.820,0:00:22.166 იმიტომ გადმოირბინა, [br]რომ უსაფრთხო ადგილას გადავეყვანე 0:00:22.166,0:00:24.926 ავტოავარიის შემდეგ,[br]რომელმაც კინაღამ მომკლა. 0:00:24.944,0:00:27.600 ამ ყველაფერმა ცხადია, ძალიან შემძრა, 0:00:27.600,0:00:31.256 მაგრამ ამასთანავე დამიტოვა[br]აკვიატებული მოთხოვნილება, 0:00:31.280,0:00:33.690 გამეგო მისი საქციელის მიზეზი. 0:00:33.690,0:00:36.460 რა შინაგანმა ძალებმა უბიძგეს მას,[br]მიეღო გადაწყვეტილება, 0:00:36.460,0:00:38.444 რომელსაც სიცოცხლეს ვუმადლი. 0:00:38.444,0:00:41.650 გაერისკა საკუთარი სიცოცხლე[br]უცნობის გადასარჩენად? 0:00:41.870,0:00:43.726 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 0:00:43.726,0:00:47.120 რა არის მისი, ან სხვების ალტრუისტული [br]უნარების საფუძვლები? 0:00:47.120,0:00:49.526 მაგრამ პირველ რიგში,[br]ნება მომეცით გიამბოთ რა მოხდა. 0:00:49.650,0:00:51.106 იმ საღამოს 19 წლის ვიყავი 0:00:51.140,0:00:53.726 და სახლში მანქანით ვბრუნდებოდი,[br]ტაკომაში, ვაშინგტონში, 0:00:53.760,0:00:55.576 როდესაც შტატთაშორის I-5 გზატკეცილზე, 0:00:55.600,0:00:58.136 წინ პატარა ძაღლი გადმომიხტა. 0:00:58.160,0:01:00.496 მე კი ზუსტად ისე მოვიქეცი,[br]როგორც არ უნდა მოიქცეთ, 0:01:00.520,0:01:02.610 მას რომ ავრიდებოდი გვერდზე გადავუხვიე. 0:01:02.610,0:01:04.920 მაშინ კი მივხვდი,[br]რატომაც არ უნდა მოიქცეთ ასე. 0:01:05.019,0:01:07.056 ძაღლს მაინც დავარყი 0:01:07.080,0:01:09.696 და ამან მანქანა ზიგზაგებზე წაიყვანა, 0:01:09.720,0:01:12.296 შემდეგ გზაზე დავტრიალდი, 0:01:12.320,0:01:14.700 სანამ საბოლოოდ, 0:01:14.700,0:01:18.856 გზატკეცილის ჩქაროსნულ ტრასაზე[br]მოძრაობის საწინააღმდეგოდ არ აღმოვჩნდი 0:01:18.880,0:01:21.510 და ამ დროს ძრავიც მოკვდა. 0:01:21.510,0:01:25.040 იმ მომენტში დარწმუნებული [br]ვიყავი რომ მეც ვკვდებოდი, 0:01:25.120,0:01:27.696 მაგრამ ამ მამაკაცის მამაცი[br]ქმედების შედეგად გადავრჩი, 0:01:27.696,0:01:31.440 რომელმაც ალბათ გადაწყვეტილება,[br]ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 0:01:31.440,0:01:34.886 მანქანის დანახვიდან,[br]წამის მეასედებში მიიღო, 0:01:34.886,0:01:36.344 რომ გაეჩერებინა, 0:01:36.344,0:01:38.920 სიბნელეში გზატკეცილის[br]ოთხი ტრასა გადმოერბინა 0:01:38.920,0:01:41.386 და ეხსნა ჩემი სიცოცხლე. 0:01:41.386,0:01:42.870 მას შემდეგ კი, 0:01:42.870,0:01:45.576 რაც ჩემი მანქანა აამუშავა,[br]გადამიყვანა უსაფრთხო ადგილას 0:01:45.600,0:01:49.796 და დარწმუნდა, რომ არაფერი მიჭირდა,[br]გზა განაგრძო. 0:01:49.988,0:01:51.524 ვინაობაც კი არ უთქვამს 0:01:51.524,0:01:53.860 და მეც თითქმის დარწმუნებული ვარ, 0:01:53.860,0:01:56.260 რომ მადლობის გადახდა დამავიწყდა. 0:01:56.440,0:01:58.376 ამიტომ, სანამ საუბარს განვაგრძობდე, 0:01:58.400,0:02:00.336 მინდა ვისარგებლო მომენტით 0:02:00.336,0:02:02.830 და იმ უცნობს მადლობა გადავუხადო. 0:02:03.280,0:02:05.400 (აპლოდისმენტები) 0:02:10.919,0:02:12.136 ამას იმიტომ გიყვებით, 0:02:12.160,0:02:16.376 რომ იმ ღამის მოვლენებმა,[br]ჩემი ცხოვრება რაღაც დოზით შეცვალა. 0:02:16.400,0:02:18.606 გავხდი ფსიქოლოგიის მკვლევარი[br]და ჩემი საქმიანობა 0:02:18.606,0:02:22.816 ადამიანის სხვაზე მზრუნველობის [br]უნარის გაგებას მივუძღვენი. 0:02:22.840,0:02:25.176 საიდან ჩნდება ეს უნარი?[br]როგორ ვითარდება? 0:02:25.200,0:02:27.440 რა უკიდურესი ფორმები შეიძლება მიიღოს? 0:02:27.740,0:02:30.916 ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, 0:02:30.990,0:02:33.900 ადამიანის სოციალური ბუნების[br]ბაზისური ასპექტების გასაგებად. 0:02:33.900,0:02:35.746 უამრავ ადამიანს, მათ შორის 0:02:35.746,0:02:38.726 ფილოსოფოსებს, ეკონომისტებს [br]და ჩვეულებრივ ადამიანებს მიაჩნიათ, 0:02:38.726,0:02:41.616 რომ ადამიანი ბუნებით ეგოისტია, 0:02:41.640,0:02:45.816 რომ ჩვენ მოტივატორი,[br]მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა. 0:02:45.840,0:02:49.516 მაგრამ თუკი ეს სიმართლეა, 0:02:49.516,0:02:52.612 იმ უცნობის მსგავსად,[br]ზოგი რატომ აკეთებს სიკეთეს უანგაროდ? 0:02:52.680,0:02:55.850 რატომ იგდებს თავს უზარმაზარ საფრთხეში[br]სხვის დასახმარებლად? 0:02:55.880,0:02:57.676 ამ კითხვებზე პასუხი, 0:02:57.760,0:03:01.296 ალტრუიზმის უჩვეულო გამოვლინებების[br]საფუძვლების კვლევას მოითხოვს. 0:03:01.320,0:03:03.696 აგრეთვე, იმის გარკვევას,[br]თუ რა განასხვავებს 0:03:03.720,0:03:06.296 მსგავსი გამოვლინებების ავტორებს,[br]სხვა ადამიანებისგან. 0:03:06.296,0:03:09.580 თუმცა, ბოლო დრომდე, ამ თემასთან[br]დაკავშირებით ცოტა რამ იყო გაკეთებული. 0:03:09.580,0:03:11.736 იმ კაცის ქმედება, რომელმაც მე გადამარჩინა 0:03:11.760,0:03:14.736 ალტრუიზმის ყველაზე მკაცრ[br]განმარტებას შეესაბამება, 0:03:14.760,0:03:17.376 რაც სხვისი დახმარების[br]სურვილით მოტივირებული, 0:03:17.400,0:03:20.450 ნებაყოფლობითი, სარისკო საქციელია. 0:03:20.640,0:03:23.330 ასე რომ, ეს მხოლოდ[br]სხვის სასარგებლოდ განზრახული, 0:03:23.330,0:03:25.600 თავგანწირული ქმედება იყო. 0:03:25.630,0:03:29.806 რას შეუძლია ასეთი ქმედების ახსნა?[br]ერთი პასუხი ცხადია, თანაგრძნობაა, 0:03:29.806,0:03:32.550 რაც ალტრუიზმის [br]მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 0:03:32.550,0:03:34.296 მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, 0:03:34.296,0:03:37.820 რატომ აქვს ზოგიერთს ეს უნარი [br]სხვებზე მეტად განვითარებული? 0:03:38.120,0:03:42.016 და ამის პასუხი შეიძლება იყოს ის,[br]რომ მეტად ალტრუისტული ადამიანების ტვინი 0:03:42.040,0:03:44.240 ფუნდამენტურად განსხვავებულია, 0:03:44.280,0:03:47.016 მაგრამ ამ განსხვავების გარკვევა, 0:03:47.040,0:03:49.160 სინამდვილეში საპირისპირო მხრიდან, 0:03:49.440,0:03:51.220 ფსიქოპათებიდან დავიწყე. 0:03:51.220,0:03:54.340 ადამიანის ბუნების ბაზისური ასპექტების[br]შესწავლის მიღებული მიდგომა, 0:03:54.340,0:03:58.026 როგორც მაგალითად სხვა ადამიანების[br]დახმარების სურვილის შესწავლის შემთხვევაში, 0:03:58.026,0:04:00.976 იმ ადამიანების შესწავლაა,[br]რომლებსაც ეს სურვილი არ გააჩნიათ. 0:04:01.000,0:04:03.980 ფსიქოპათები კი,[br]სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. 0:04:04.200,0:04:06.576 ფსიქოპათია განვითარების დარღვევაა, 0:04:06.600,0:04:08.696 რომელსაც მძლავრი გენეტიკური საწყისები აქვს 0:04:08.720,0:04:11.616 და იწვევს პიროვნების გულგრილ, [br]გაუფრთხილებელ, 0:04:11.640,0:04:15.164 ანტისოციალურ და ზოგჯერ ძალადობრივ ქცევას. 0:04:15.280,0:04:19.296 ერთხელ მე და ჩემმა კოლეგებმა ფსიქიკური [br]ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში 0:04:19.320,0:04:22.335 ერთ-ერთი პირველი[br]ტვინის ასახვითი კვლევა ჩავატარეთ 0:04:22.353,0:04:24.240 ფსიქოპათ მოზარდებზე 0:04:24.240,0:04:27.086 და ჩვენმა და ახლა უკვე სხვა[br]მკვლევარების შედეგებმა აჩვენეს, 0:04:27.086,0:04:29.296 რომ ფსიქოპათებს, 0:04:29.320,0:04:32.720 სამი საკმაოდ დამახასიათებელი თვისება აქვთ. 0:04:33.160,0:04:37.776 პირველი, მიუხედავად იმისა რომ ზოგადად,[br]სხვისი ემოციის მიმართ გულგრილები არ არიან, 0:04:37.800,0:04:41.576 ტანჯვაში მყოფი ადამიანების მიმართ[br]უგრძნობები არიან. 0:04:41.600,0:04:42.816 კერძოდ, 0:04:42.840,0:04:46.736 მათ ასეთი შეშინებული გამომეტყველების [br]ამოცნობა უჭირთ. 0:04:46.760,0:04:50.456 ის კი გადაუდებელ საჭიროებას [br]და ემოციურ განსაცდელს გადმოსცემს, 0:04:50.480,0:04:53.780 რაც ჩვეულებრივ თანაგრძნობას[br]და დახმარების სურვილს აჩენს ხოლმე, 0:04:53.780,0:04:55.820 ადამიანებში, რომლებიც ამას ხედავენ. 0:04:55.820,0:04:58.730 ლოგიკურია, რომ ადამიანი[br]რომელსაც თანაგრძნობის ნაკლებობა აქვს, 0:04:58.730,0:05:01.030 ამ მინიშნებების მიმართ არასენსიტიურია. 0:05:01.030,0:05:04.786 ტვინის იმ ნაწილს, რომელიც შეშინებული[br]გამომეტყველების ამოცნობაზეა პასუხისმგებელი 0:05:04.786,0:05:06.188 ამიგდალა ეწოდება. 0:05:06.188,0:05:09.924 ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი,[br]რომელსაც ამიგდალა საერთოდ არ აქვს 0:05:09.924,0:05:13.740 და ისინი შეშინებული გამომეტყველების[br]ამოცნობაში აბსოლიტურად შეზღუდულები არიან. 0:05:13.740,0:05:16.744 მაშინ როცა ჯანმრთელი[br]ზრდასრულების და ბავშვების ამიგდალაში 0:05:16.744,0:05:20.262 დიდი აქტივობა ფიქსირდება,[br]როცა შეშინებულ გამომეტყველებას ხედავენ. 0:05:20.262,0:05:21.858 ფსიქოპათების ამიგდალა,[br] 0:05:21.858,0:05:24.114 მსგავსი გამომეტყველებების მიმართ პასიურია. 0:05:24.114,0:05:25.834 ზოგჯერ ისინი საერთოდ არ რეაგირებენ, 0:05:25.834,0:05:29.350 რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი,[br]რომ მინიშნებებს ვერ ხვდებიან. 0:05:29.350,0:05:32.510 და ბოლოს, ფსიქოპატების ამიგდალა საშუალოზე 0:05:32.510,0:05:34.440 დაახლოებით 18 ან 20 პროცენტით პატარაა. 0:05:34.930,0:05:36.690 ყველა ეს მიღებული შედეგი. 0:05:36.690,0:05:38.806 სანდოა და ზუსტი 0:05:38.806,0:05:40.316 და ძალიან საინტერესო, 0:05:40.316,0:05:43.126 მაგრამ გაიხსენეთ ჩემი მთავარი ინტერესი[br]იმის გაგება კი არაა, 0:05:43.126,0:05:47.070 თუ რატომ არ ზრუნავენ ადამიანები სხვებზე,[br]არამედ იმისი, თუ რატომ ზრუნავენ. 0:05:47.110,0:05:49.140 ანუ მთავარი კითხვაა, 0:05:49.140,0:05:51.524 შეუძლია უჩვეულო ალტრუიზმს, 0:05:51.524,0:05:54.720 რაც ფსიქოპათიის საპირისპიროა, 0:05:54.720,0:05:57.076 თანაგრძნობის და სხვისი დახმარების კუთხით, 0:05:57.136,0:05:59.586 აღმოცენდეს ისეთ ტვინში, 0:05:59.624,0:06:02.910 რომელიც ასევე ფსიქოპათის საპირისპროა? 0:06:02.910,0:06:05.880 ასე ვთქვათ, ანტიფსიქოპათურ ტვინში, 0:06:05.880,0:06:08.870 რომელსაც უკეთ შეუძლია[br]სხვების შიშის ამოცნობა 0:06:08.870,0:06:12.366 და მისი ამიგდალა კი, რომელიც უფრო მეტად[br]რეაგირებს ასეთ გამომეტყველებაზე, 0:06:12.366,0:06:14.580 შეიძლება საშუალოზე უფრო დიდიც იყოს? 0:06:14.580,0:06:16.336 როგორც ჩემმა კვლევა აჩვენა, 0:06:16.336,0:06:18.006 სამივე ეს მოსაზრება სწორია. 0:06:18.006,0:06:20.706 ჩვენი კი, ეს ყველაფერი,[br]მართლაც უჩვეულო ალტრუისტთა ჯგუფის 0:06:20.706,0:06:22.036 შესწავლით აღმოვაჩინეთ. 0:06:22.036,0:06:24.686 ესენი არიან ადამიანები,[br]რომლებმაც თავიანთი თირკმელი, 0:06:24.686,0:06:26.570 სრულიად უცნობს მისცეს. 0:06:26.600,0:06:29.696 ანუ სერიოზული ოპერაცია იმისთვის გაიკეთეს, 0:06:29.720,0:06:32.336 რომ საკუთარი, ერთ-ერთი[br]ჯანმრთელი თირკმლი ამოეკვეთათ 0:06:32.360,0:06:34.416 და ავადმყოფი უცნობისთის გადაენერგათ, 0:06:34.440,0:06:37.270 რომელსაც ალბათ არც მანამდე[br]და არც შემდეგ შეხვდებოდნენ. 0:06:37.270,0:06:40.260 "ასე რატომ უნდა მოიქცეს ვინმე?"[br]ეს კითხვა ხშირად ისმის, 0:06:40.260,0:06:41.896 რომლის პასუხი შეიძლება იყოს ის, 0:06:41.920,0:06:44.176 რომ ამ უჩვეულო ალტრუისტების ტვინებს 0:06:44.200,0:06:46.460 განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ. 0:06:47.040,0:06:50.256 ისინი უკეთესად იცნობენ სხვების შიშებს. 0:06:50.280,0:06:53.696 უკეთ ავლენენ, როცა ადამიანი ტანჯვაშია. 0:06:53.720,0:06:56.996 ნაწილობრივ ეს ალბათ იმითაა გამოწვეული,[br]რომ მათი ამიგდალა 0:06:56.996,0:06:59.380 ასეთ გამომეტყველებებზე უფრო[br]მეტად რეაგირებს. 0:06:59.380,0:07:02.850 გაიხსენეთ, ეს ტვინის ის უბანია,[br]რომელიც ფსიქოპათებში პასიური იყო. 0:07:02.850,0:07:05.600 საბოლოოდ კი მინდა გითხრათ,[br]რომ მათი ამიგდალა საშუალოზე 0:07:05.600,0:07:07.856 დაახლოებით 8 პროცენტით დიდია. 0:07:07.880,0:07:10.926 მაშ, რასაც ეს მონაცემები[br]ერთიანობაში გვიჩვენებს, 0:07:10.926,0:07:13.916 მსოფლიოში რაღაც მზრუნველობის სპექტრის[br]მსგავისის არსებობაა, 0:07:13.916,0:07:16.816 რომლის ერთი ბოლოში ფსიქოფატები არიან, 0:07:16.840,0:07:20.066 ხოლო მეორე ბოლოში[br]მაღალი თანაგრძნობის ადამიანები, 0:07:20.070,0:07:22.910 რომელთაც უკიდურესი ალტრუიზმი ამოძრავებთ. 0:07:22.910,0:07:26.696 ასევე უნდა დავამატო,[br]რომ უჩვეულო ალტრუისტებს 0:07:26.720,0:07:29.416 მხოლოდ ის კი არ განასხვავებს, რომ ისინი 0:07:29.440,0:07:32.546 საშუალოზე მეტად თანამგრძნობები არიან,[br]თუმცა ეს ნამვილად ასეა, 0:07:32.546,0:07:35.106 არამედ რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, 0:07:35.106,0:07:38.028 ისინი თანამგრძნობები და ალტრუისტები არიან, 0:07:38.028,0:07:41.254 არა მხოლოდ მათი უახლოესი წრის მიმართ,[br]როგორიცაა სამეგობრო, ან ოჯახი. 0:07:41.254,0:07:42.930 იმ ადამიანებისადმი თანაგრძნობა 0:07:42.930,0:07:45.566 რომლებიც გიყვართ და აღიარებთ.[br]სულაც არაა უჩვეულო. 0:07:45.566,0:07:48.820 ნამდვილად უჩვეულო ალტრუისტების[br]თანაგრძნობა ბევრად შორს მიდის. 0:07:48.880,0:07:52.126 ის მათ ფართო სანაცნობო წრესაც კი სცდება[br]და იმ ადამიანებზე ვრცელდება, 0:07:52.126,0:07:56.136 რომლებიც მთლიანად[br]მათი სოციალური წრის მიღმა იმყოფებიან, 0:07:56.136,0:07:58.416 აბსოლიტურად უცნობებზე, 0:07:58.416,0:08:00.840 იმ კაცის მსგავსად, რომელმაც გადამარჩინა. 0:08:00.860,0:08:04.270 და ახლა მაქვს შესაძლებლობა ვკითხო[br]უამრავ ალტრუისტ თირკმელის დონორს, 0:08:04.270,0:08:07.020 როგორ ახერხებენ ამხელა[br]თანაგრძნობის გამოჩენას 0:08:07.020,0:08:10.126 და სრულიად უცნობს თავიანთი[br]სურვილით აძლევენ თირკმელს. 0:08:10.126,0:08:13.280 აღმოვაჩინე, რომ მათ ამ კითხვაზე[br]პასუხის გაცემა უჭირთ. 0:08:13.280,0:08:19.286 ვეკითხები: "როგორ ხდება,[br]რომ ბევრისგან განსხვავებით 0:08:19.286,0:08:21.236 ამის გაკეთების სურვილი გაქვთ? 0:08:21.236,0:08:23.676 თქვენ 2000 -ზე ნაკლები [br]ამერიკელიდან ერთ-ერთი ხართ, 0:08:23.706,0:08:25.664 ვისაც უცნობისთვის ოდესმე თირკმელი მიუცია. 0:08:25.664,0:08:27.840 რა არის თქვენში ასეთი განსაკუთრებული?" 0:08:27.840,0:08:30.040 და რას მპასუხობენ? 0:08:30.890,0:08:32.940 ამბობენ რომ: "არაფერი" 0:08:32.940,0:08:35.440 არაფერია განსაკუთრებული. 0:08:35.440,0:08:37.776 მეც ყველასნაირი ვარ." 0:08:38.061,0:08:41.660 ვფიქრობ, ეს მრავლისმთქმელი პასუხია, 0:08:41.720,0:08:46.960 რადგან ის გვეუბნება, რომ ამ ალტრუისტების[br]წრე ასე კი არ გამოიყურება, 0:08:47.380,0:08:49.660 არამედ უფრო ასე. 0:08:49.660,0:08:51.050 მათ არ აქვთ ცენტრი. 0:08:51.188,0:08:53.328 ეს ალტრუისტები საკუთარ თავს, 0:08:53.428,0:08:55.714 ცენტრალურ ფიგურად არ აღიქვამენ 0:08:55.714,0:08:58.870 არ ფიქრობენ, რომ სხვაზე მეტად [br]მნიშვნელოვნები, ან უკეთესები არიან. 0:08:58.870,0:09:01.240 როდესაც ერთ ალტრუისტს ვკითხე,[br]თუ რატომ იყო 0:09:01.240,0:09:04.100 თირკმლის გაცემა მისთვის მნიშვნელოვანი, 0:09:04.100,0:09:06.396 მან მიპასუხა:[br]"იმიტომ რომ მხოლოდ ჩემზე არ არის." 0:09:06.396,0:09:07.574 კიდევ ერთმა მიპასუხა: 0:09:07.574,0:09:10.100 "მე განსხვავებული არ ვარ.[br]არ ვარ უნიკალური. 0:09:10.184,0:09:13.164 თქვენი კვლევა იმას დაადგენს,[br]რომ მეც თქვენნაირი ვარ." 0:09:13.164,0:09:18.170 ვფიქრობ, ეგოცენტრიზმის უქონლობის[br]საუკეთესო სახელწოდებაა 0:09:18.170,0:09:19.586 თავმდაბლობა, 0:09:19.648,0:09:22.294 რომელიც ნეტარი ავგუსტინეს თქმით, 0:09:22.294,0:09:24.870 ადამიანს ანგელოზად აქცევს. 0:09:25.148,0:09:27.098 რატომ არის ასე? 0:09:27.158,0:09:29.914 იმიტომ რომ თუკი თქვენს[br]წრეს ცენტრი არ აქვს, 0:09:30.094,0:09:32.730 მაშინ არც შიდა და გარე რგოლები იარსებებს, 0:09:32.730,0:09:35.806 არავინ იქნება ისეთი, ვინც ვინმეზე მეტად,[br]ან ნაკლებად იმსახურებს 0:09:35.850,0:09:37.810 თქვენს მზრუნველობასა და თანაგრძნობას. 0:09:37.810,0:09:40.694 და მე ვფიქრობ სწორედ ეს არის ის,[br]რაც გამორჩეულ ალტრუისტებს 0:09:40.694,0:09:43.400 ჩვეულებრივი ადამიანებისგან განასხვავებთ. 0:09:43.550,0:09:47.120 მაგრამ ამასთანავე ვფიქრობ,[br]რომ ბევრი შეძლებს 0:09:47.120,0:09:49.994 ამ მსოფლმხედველობის გათავისებას.[br]შეიძლება უმეტესობაც კი. 0:09:49.994,0:09:52.600 ასე იმიტომ ვფიქრობ,[br]რომ სოციალურ დონეზე, 0:09:52.600,0:09:56.376 ალტრუიზმისა და თანაგრძნობის[br]გაფართოება უკვე ყველგან ხდება. 0:09:56.376,0:09:58.938 ფსიქოლოგმა სტივენ პინკერმა [br]და სხვებმა გვიჩვენეს, 0:09:58.938,0:10:01.774 რომ მსოფლიოს მასშტაბით,[br]სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა 0:10:01.774,0:10:03.410 სხვების ტანჯვა მისაღები, 0:10:03.410,0:10:06.476 რამაც ყველა სახის სისასტიკისა და [br]ძალადობის კლებამდე მიგვიყვანა, 0:10:06.476,0:10:08.626 ცხოველებზე და ოჯახში ძალადობით დაწყებული, 0:10:08.626,0:10:10.650 სიკვდილით დასჯით დამთავრებული. 0:10:10.650,0:10:13.400 ასევე ამან ყველა სახის[br]ალტრუიზმის ზრდა გამოიწვია. 0:10:13.400,0:10:15.951 ასი წლის წინ ადამიანებს[br]ალბათ სასაცილოდ არ ეყოფოდათ 0:10:15.954,0:10:17.894 სრულიად უცნობისთვის 0:10:17.894,0:10:21.810 სისხლის, ან ძვლის ტვინის გაცემა, 0:10:21.810,0:10:25.170 რაც დღეს სრულიად ნორმალური[br]და ჩვეულებრივი მოვლენაა. 0:10:25.170,0:10:27.998 ნუთუ შესაძლებელია ასი წლის შემდეგ,[br]რომ ადამიანებმა 0:10:27.998,0:10:30.144 თირკმლის სრულიად უცნობისთვის გაცემა, 0:10:30.144,0:10:32.790 ჩვეულებრივად და ნორმალურად მიიღონ, 0:10:32.838,0:10:35.414 როგორც დღეს ჩვენ ეს სისხლსა [br]და ძვლის ტვინზე მიგვაჩნია? 0:10:35.414,0:10:36.548 შესაძლებელია. 0:10:36.548,0:10:38.808 რა იმალება ამ გასაოცარი ცვლილებების უკან? 0:10:38.808,0:10:40.854 როგორც ჩანს, ნაწილობრივ 0:10:40.854,0:10:43.370 კეთილდღეობისა და ცხოვრების[br]დონის გაუმჯობესება. 0:10:43.370,0:10:46.910 როცა საზოგადოებები უფრო შეძლებული ხდება, 0:10:46.910,0:10:49.304 ადამიანები ყურადღებას[br]გარესამყაროსკენ მიმართავენ, 0:10:49.304,0:10:52.550 რასაც შედეგად უცნობების მიმართ ყველა[br]სახის ალტრუიზმის ზრდა მოჰყვება, 0:10:52.550,0:10:55.556 მოხალისეობიდან საქველმოქმედო დახმარებამდე[br] 0:10:55.556,0:10:59.440 და თვით თირკმლის[br]ალტრუისტულ შემოწირულობამდეც. 0:10:59.440,0:11:04.286 მაგრამ ყველაფერ ამას[br]უცნაური და პარადოქსულ შედეგიც მოჰყვება. 0:11:04.286,0:11:08.426 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო [br]უფრო უკეთეს და ჰუმანურ ადგილად იქცევა, 0:11:08.426,0:11:10.756 როგორც ხდება კიდეც, 0:11:10.756,0:11:13.776 ამასთანავე არსებობს [br]გავრცელებული შეხედულება, 0:11:13.812,0:11:16.508 რომ ის უარესდება და უფრო [br]სასტიკი ხდება, რაც არასწორია. 0:11:16.508,0:11:18.548 ზუსტად არ ვიცი ასე რატომ ხდება, 0:11:18.548,0:11:21.524 მაგრამ ალბათ, უბრალოდ დღესდღეობით[br]ბევრად მეტი ვიცით, 0:11:21.524,0:11:24.944 შორს მყოფი,[br]უცნობი ადამიანების ტანჯვის შესახებ 0:11:24.944,0:11:28.234 და შესაბამისად ბევრად მეტად გვაღელვებს, 0:11:28.234,0:11:30.864 ეს შორს მყოფი უცნობების ტანჯვა. 0:11:30.864,0:11:33.584 ცხადია, ცვლილებები,[br]რომლებსაც ვხედავთ გვიჩვენებს, 0:11:33.584,0:11:36.180 რომ ალტრუიზმისა[br]და თანაგრძნობის საფუძვლები 0:11:36.180,0:11:40.026 ადამიანის ბუნების ისეთივე განუყოფელი[br]ნაწილია, როგორც სისატიკე და ძალადობა, 0:11:40.090,0:11:41.574 შეიძლება უფრო მეტადაც კი. 0:11:41.654,0:11:44.550 თუმცა ზოგიერთები[br]თითქოს უფრო მეტად სენსიტიურები არიან 0:11:44.550,0:11:47.786 ტანჯული შორეული უცნობების მიმართ, 0:11:47.786,0:11:49.228 მე ნამდვილად მჯერა, 0:11:49.228,0:11:53.224 რომ თანაგრძნობის წრის ისე გაფართოება,[br]რომ მასში უცნობებიც მოექცნენ 0:11:53.224,0:11:56.360 და საკუთარი თავის[br]ამ წრის ცენტრიდან მოშორება, 0:11:56.360,0:11:59.310 თითქმის ყველას ხელეწიფება. 0:11:59.310,0:12:00.910 მადლობა. 0:12:01.190,0:12:02.406 (აპლოდისმენტები)