Return to Video

როგორ გავაკეთოთ რთული არჩევანი

  • 0:01 - 0:04
    დაფიქრდით რთულ არჩევანზე, რომელსაც
    უახლოეს მომავალში შეეჩეხებით.
  • 0:04 - 0:06
    ეს შეიძლება იყოს ორ კარიერას შორის:
  • 0:06 - 0:08
    ხელოვანი და ბუღალტერი,
  • 0:08 - 0:11
    ან საცხოვრებელი ადგილები:
    ქალაქი, თუ სოფელი.
  • 0:11 - 0:13
    ან სულაც ორ პიროვნებას შორის:
  • 0:13 - 0:17
    შეგიძლიათ იქორწინოთ ბეტიზე, ან ლოლიტაზე.
  • 0:17 - 0:19
    ან ეს შეიძლება იყოს არჩევანი
    იყოლიოთ თუ არა ბავშვები,
  • 0:19 - 0:22
    ან ავადმყოფი მშობელი
    თქვენთან გადმოიყვანოთ,
  • 0:22 - 0:24
    გაზარდოთ ბავშვი იმ რელიგიით
  • 0:24 - 0:25
    რომლსაც თქვენი პარტნიორი მიჰყვება,
  • 0:25 - 0:27
    თქვენ კი არ გხიბლავთ.
  • 0:27 - 0:30
    ან შესწიროთ თუ არა
    თქვენი დანაზოგი ქველმოქმედებას.
  • 0:30 - 0:33
    შესაძლებელია, რთული არჩევანი,
    რომელზეც იფიქრეთ
  • 0:33 - 0:35
    იყო რაღაც მნიშვნელოვანი,
    რაღაც საყურადღებო,
  • 0:35 - 0:36
    რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
  • 0:36 - 0:39
    რთული არჩევანი ნერვიულობის,
  • 0:39 - 0:41
    კბილების ღრჭიალის
  • 0:41 - 0:44
    გამომწვევ მიზეზად გვეჩვენება.
  • 0:44 - 0:46
    ვფიქრობ, ჩვენ არასწორად ვიგებთ
    რთულ არჩევანს
  • 0:46 - 0:48
    და მის როლს ჩვენს ცხოვრებაში.
  • 0:48 - 0:50
    რთული არჩევანის სწორად გაგება,
  • 0:50 - 0:52
    ააშკარავებს იმ დამალულ ძალას,
  • 0:52 - 0:55
    რომელსაც ყოველი ჩვენგანი ფლობს.
  • 0:55 - 0:57
    ის, თუ რა ხდის არჩევანს რთულს,
  • 0:57 - 0:59
    არის ალტერნატივების ურთიერთკავშირი.
  • 0:59 - 1:00
    ყველა მარტივ არჩევანში,
  • 1:00 - 1:03
    ერთი ალტერნატივა უკეთესია მეორეზე.
  • 1:03 - 1:04
    რთულ არჩევანში
  • 1:04 - 1:06
    ერთი ალტერნატივა უკეთესია ერთი მხრივ.
  • 1:06 - 1:09
    მეორე ალტერნატივა მეორე მხრივ.
  • 1:09 - 1:12
    საერთო ჯამში კი არც ერთი მათგანი არ არის
    ერთმანეთზე უკეთესი.
  • 1:12 - 1:15
    თქვენ აგონიაში ხართ, დარჩეთ თუ არა
  • 1:15 - 1:17
    ამჟამინდელ სამსახურში ქალაქში,
  • 1:17 - 1:19
    თუ გადახვიდეთ საცხოვრებლად
  • 1:19 - 1:21
    სოფელში უფრო რთული სამუშაოსთვის;
  • 1:21 - 1:24
    რადგან დარჩენა უკეთესია ერთი მხრივ.
  • 1:24 - 1:25
    გადასვლა უკეთესია მეორე მხრივ.
  • 1:25 - 1:29
    საერთო ჯამში კი, არც ერთი მათგანი არ არის
    ერთმანეთზე უკეთესი.
  • 1:29 - 1:33
    არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა რთული
    არჩევანი მნიშვნელოვანია.
  • 1:33 - 1:35
    ვთქვათ, თქვენ წყვეტთ რა მიირთვათ საუზმედ.
  • 1:35 - 1:38
    მაღალი ხარისხის მარცვლეული,
  • 1:38 - 1:40
    თუ შოკოლადის დონატი.
  • 1:40 - 1:41
    რაც მნიშვნელოვანია
  • 1:41 - 1:43
    ამ კონკრეტულ არჩევანში,
  • 1:43 - 1:44
    ესაა გემოვნება და ჯანმრთელობა.
  • 1:44 - 1:49
    მარცვლეული უკეთესია თქვენთვის,
    დონატი კი გაცილებით გემრიელია.
  • 1:49 - 1:51
    საბოლოოდ, არც ერთი მათგანი არაა
    ერთმანეთზე უკეთესი.
  • 1:51 - 1:53
    ეს არის რთული არჩევანი.
  • 1:53 - 1:55
    როცა აცნობიერებთ, რომ უმნიშვნელო არჩევანიც
  • 1:55 - 1:57
    შესაძლებელია იყოს რთული,
  • 1:57 - 2:01
    შეიძლება ამან მნიშვნელოვანი რთული არჩევანი
    უფრო მოგვარებადად დაგვანახოს.
  • 2:01 - 2:04
    ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვარკვევთ
    რა გვსურს საუზმედ.
  • 2:04 - 2:06
    ამიტომ, შესაძლებელია
  • 2:06 - 2:07
    იმაშიც გავერკვეთ დავრჩეთ ქალაქში,
  • 2:07 - 2:11
    თუ გადავიდეთ სოფელში
    ახალი სამსახურის საძებნელად.
  • 2:11 - 2:16
    ასევე არ უნდა ვიფიქროთ, რომ რთული
    არჩევანი იმიტომ არის რთული,
  • 2:16 - 2:19
    რომ ჩვენ ვართ სულელები.
  • 2:19 - 2:20
    როცა კოლეჯი დავამთავრე,
  • 2:20 - 2:22
    ვჭოჭმანობდი ორ კარიერას შორის,
  • 2:22 - 2:24
    ფილოსოფია და სამართალი.
  • 2:24 - 2:27
    მე ძალიან მიყვარდა ფილოსოფია.
  • 2:27 - 2:29
    ფილოსოფოსისთვის საოცარი რამეების
  • 2:29 - 2:30
    სწავლაა შესაძლებელი
  • 2:30 - 2:34
    და ეს ყველაფერი სკამზე მოკალათებულმა
    შეგიძლიათ გააკეთოთ,
  • 2:34 - 2:37
    მაგრამ მე მოკრძალებული ემიგრანტის
    ოჯახიდან ვარ.
  • 2:37 - 2:39
    სადაც ჩემი წარმოდგენა ფუფუნებაზე,
  • 2:39 - 2:41
    იყო მქონოდა ნორმალური საკვები
  • 2:41 - 2:43
    ჩემი სკოლის ლანჩის ყუთში.
  • 2:43 - 2:45
    ამიტომ ფიქრი იმაზე,
    რომ მთელ ჩემს ცხოვრებას
  • 2:45 - 2:49
    გავატარებდი სკამზე მოკალათებული,
    მხოლოდ ფიქრში,
  • 2:49 - 2:53
    იყო, მოკლედ რომ ვთქვათ, ზედმეტი ფუფუნება
    და არასერიოზულობა.
  • 2:53 - 2:55
    ამიტომ ავიღე ჩემი ყვითელი ბლოკნოტი,
  • 2:55 - 2:57
    ხაზით გავყავი ორად
  • 2:57 - 2:59
    და შევეცადე მომეფიქრებინა ყველა მიზეზი
  • 2:59 - 3:03
    თითოეული ალტერნატივის
    მხარდასაჭერად და წინააღმდეგ.
  • 3:03 - 3:05
    მახსოვს ჩემთვის ვფიქრობდი:
  • 3:05 - 3:08
    ნეტავ ვიცოდე, როგორი იქნება
  • 3:08 - 3:10
    ჩემი ცხოვრება თითოეული კარიერის დროს.
  • 3:10 - 3:14
    ნეტავ ღმერთმა ან Netflix–მა
    გამომიგზავნოს DVD,
  • 3:14 - 3:17
    სადაც ვნახავდი ორ შესაძლო კარიერას,
    იქნებოდა ფანტასტიური.
  • 3:17 - 3:19
    მე შევადარებდი მათ გვერდიგვერდ.
  • 3:19 - 3:21
    ვნახავდი რომ ერთი იყო უკეთესი
  • 3:21 - 3:24
    და არჩევანი იქნებოდა მარტივი.
  • 3:24 - 3:26
    მაგრამ ვერ მივიღე DVD,
  • 3:26 - 3:28
    ამიტომ ვერ გავარკვიე რომელი იყო უკეთესი;
  • 3:28 - 3:31
    გავაკეთე ის, რასაც უმრავლესობა ვაკეთებთ
    რთული არჩევანის დროს
  • 3:31 - 3:34
    მე ავირჩიე ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი.
  • 3:34 - 3:37
    შიშმა იმაზე, რომ ვიქნებოდი
    უმუშევარი ფილოსოფოსი,
  • 3:37 - 3:40
    მიბიძგა გავმხდარიყავი ადვოკატი
  • 3:40 - 3:42
    და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე,
  • 3:42 - 3:43
    ადვოკატობა მთლად ჩემი არ იყო.
  • 3:43 - 3:46
    ის არ იყო ის, რაც მე ვიყავი.
  • 3:46 - 3:47
    მოკლედ, მე ახლა ფილოსოფოსი ვარ
  • 3:47 - 3:49
    და ვიკვლევ რთულ არჩევანს;
  • 3:49 - 3:53
    შემიძლია გითხრათ,
    რომ უცნობი რამის მიმართ შიში,
  • 3:53 - 3:55
    რაც ჩვეული მოტივატორია,
  • 3:55 - 3:58
    რთულ არჩევანთან გამკლავებისას,
  • 3:58 - 4:00
    არის მისი არასწორად გაგების შედეგი.
  • 4:00 - 4:03
    შეცდომაა იფიქროთ, რომ რთულ არჩევანში,
  • 4:03 - 4:06
    ერთი ალტერნატივა მართლაც უკეთესია მეორეზე
  • 4:06 - 4:08
    და ჩვენ ზედმეტად სულელები ვართ,
  • 4:08 - 4:10
    რომ მივხვდეთ რომელი,
    და რადგან არ ვიცით რომელი,
  • 4:10 - 4:13
    სჯობს ავირჩიოთ ნაკლებად
    სარისკო.
  • 4:13 - 4:15
    ორი ალტერნატივის,
    გვერდიგვერდ დადებითაც კი,
  • 4:15 - 4:20
    სრული ინფორმაციის პირობებში,
    არჩევანი ასევე შეიძლება რთული იყოს.
  • 4:20 - 4:22
    რთული არჩევანი,
  • 4:22 - 4:24
    რთულია არა ჩვენი უმეცრების გამო,
  • 4:24 - 4:29
    ის რთულია, რადგან არ არსებობს
    საუკეთესო ვარიანტი.
  • 4:29 - 4:31
    თუ არ არსებობს საუკეთესო ვარიანტი,
  • 4:31 - 4:35
    თუ სასწორი არ იწონება
    ერთი ალტერნატივის სასარგებლოდ
  • 4:35 - 4:36
    და მეორეს საწინააღმდეგოდ,
  • 4:36 - 4:40
    მაშინ ალტერნატივები
    ერთნაირად კარგი უნდა იყოს.
  • 4:40 - 4:42
    ამიტომ, რთული არჩევანის დროს
    შეიძლება სწორი იყოს ვთქვათ,
  • 4:42 - 4:45
    რომ არჩევანი არის
    ერთნაირად კარგ ვარიანტებს შორის;
  • 4:45 - 4:46
    მაგრამ ეს ვერ იქნება მართალი.
  • 4:46 - 4:48
    რადგან თუ ალტერნატივები ერთნაირად კარგია,
  • 4:48 - 4:50
    არჩევანი მათ შორის
    მონეტის აგდებით უნდა გააკეთოთ
  • 4:50 - 4:52
    და მსგავსი მიდგომა თითქოს არასწორია,
  • 4:52 - 4:55
    რომ გადაწყვეტილება კარიერაზე,
  • 4:55 - 4:59
    საცხოვრებელ ადგილზე, პოტენციურ მეუღლეზე,
    მიიღო მონეტის აგდებით.
  • 4:59 - 5:00
    არსებობს სხვა მიზეზი ვიფიქროთ,
  • 5:00 - 5:03
    რომ რთული არჩევანი არ არის არჩევანი,
  • 5:03 - 5:06
    ერთნაირად კარგ ვარიანტებს შორის.
  • 5:06 - 5:09
    წარმოიდგინეთ თქვენ გაქვთ არჩევანი
    ორ სამსახურს შორის:
  • 5:09 - 5:12
    შეგიძლიათ იყოთ საინვესტიციო ბანკირი,
  • 5:12 - 5:15
    ან გრაფიკოსი.
  • 5:15 - 5:18
    ამ არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია
    რამდენიმე რამ.
  • 5:18 - 5:20
    მაგალითად სამუშაოსგან მიღებული სიამოვნება;
  • 5:20 - 5:22
    ფინანსური უსაფრთხოების მიღწევა;
  • 5:22 - 5:25
    დრო ოჯახის შესაქმნელად და ა.შ.
  • 5:25 - 5:28
    შეიძლება ხელოვანის კარიერა
    გაძლევთ საშუალებას,
  • 5:28 - 5:30
    მოხვდეთ მხატვრული გამოხატვის
  • 5:30 - 5:32
    უახლესი ფორმების ეპიცენტრში.
  • 5:32 - 5:33
    შესაძლოა ბანკირის კარიერა,
  • 5:33 - 5:35
    გაძლევთ საშუალებას მოხვდეთ
  • 5:35 - 5:39
    ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში.
  • 5:39 - 5:42
    წარმოიდგინეთ ორი სამსახური ისე,
  • 5:42 - 5:45
    რომ არც ერთი არ არის ერთმანეთზე უკეთესი.
  • 5:45 - 5:48
    დავუშვათ, ჩვენ ცოტათი გავაუმჯობესეთ
    ერთ–ერთი მათგანი.
  • 5:48 - 5:51
    ვთქვათ, ბანკს სურს თქვენი გადაბირება
  • 5:51 - 5:54
    და გიზრდით თვიურ ხელფასს 500$–ით.
  • 5:54 - 5:58
    ხდის თუ არა დამატებული თანხა ბანკირობას
  • 5:58 - 6:01
    უკეთესს ხელოვანის კარიერაზე?
  • 6:01 - 6:03
    არა აუცილებელად.
  • 6:03 - 6:05
    უფრო მაღალი ხელფასი
  • 6:05 - 6:08
    ბანკირობას უფრო მიმზიდველს ხდის,
    ვიდრე ის იყო მანამდე,
  • 6:08 - 6:09
    მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი,
  • 6:09 - 6:13
    იმისთვის რომ ბანკირობა უპირატესი გახდეს
    ხელოვანის პროფესიაზე.
  • 6:13 - 6:16
    მაგრამ თუ ერთი სამსახურის გაუმჯობესება
  • 6:16 - 6:18
    არ იწვევს მის უპირატესობას,
  • 6:18 - 6:19
    მაშინ ეს თავდაპირველი
    ორი სამსახური,
  • 6:19 - 6:22
    არ იქნებოდა ერთნაირად კარგი.
  • 6:22 - 6:24
    თუ იწყებთ ორი ერთნაირად კარგი რაღაცით
  • 6:24 - 6:26
    და აუმჯობესებთ ერთ–ერთ მათგანს,
  • 6:26 - 6:28
    შედეგად გაუმჯობესებული
    უნდა იყოს უკეთესი მეორეზე.
  • 6:28 - 6:33
    ეს პრინციპი არ მუშაობს
    რთული არჩევანის დროს.
  • 6:33 - 6:36
    მოკლედ, გვაქვს თავსატეხი.
  • 6:36 - 6:37
    ჩვენ გვაქვს ორი სამსახური.
  • 6:37 - 6:39
    არცერთი არ არის
    მეორეზე უკეთეს.
  • 6:39 - 6:41
    ისინი ასევე არ არიან
    ერთნაირად კარგები.
  • 6:41 - 6:44
    აბა როგორ უნდა ავირჩიოთ?
  • 6:44 - 6:48
    როგორც ჩანს რაღაც შეგვეშალა.
  • 6:48 - 6:51
    იქნებ თავად არჩევანის გაკეთებაა პრობლემა
  • 6:51 - 6:54
    და შედარება შეუძლებელია.
  • 6:54 - 6:56
    მაგრამ ეს არ შეიძლება
    იყოს მართალი.
  • 6:56 - 6:58
    ისე არ არის, რომ ჩვენ ვცდილობდეთ
    ავირჩიოთ ორ რამეს შორის,
  • 6:58 - 7:00
    რომლთა შედარებაც არ შეიძლება.
  • 7:00 - 7:03
    ბოლო-ბოლო ორ სამსახურს ვადარებთ
  • 7:03 - 7:05
    და არა ციფრ 9–ს
  • 7:05 - 7:08
    და შემწვარ კვერცხს თეფშზე.
  • 7:08 - 7:11
    თითოეული სამსახურის
    საერთო ღირებულებების ერთმანეთთან შედარება
  • 7:11 - 7:13
    არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია
  • 7:13 - 7:17
    და რასაც ხშირად ვაკეთებთ.
  • 7:17 - 7:19
    ვფიქრობ თავსატეხი ჩნდება
  • 7:19 - 7:22
    ზედაპირული დასკვნების გაკეთების გამო,
  • 7:22 - 7:24
    რომელსაც ჩვენ ვღებულობთ
    ღირებულებასთან მიმართებაში.
  • 7:24 - 7:27
    ჩვენ უნებლიედ ვგულისხმობთ,
    რომ ღირებულებები
  • 7:27 - 7:30
    ჰგავს სამართალს, სილამაზეს, სიკეთეს,
  • 7:30 - 7:33
    ისეთ მეცნიერულ სიდიდეებს
  • 7:33 - 7:37
    როგორიცაა სიგრძე, მასა და წონა.
  • 7:37 - 7:40
    აიღეთ ნებისმიერი შედარებითი კითხვა,
    რომელიც არ მოიცავს ღირებულებას
  • 7:40 - 7:44
    მაგალითად ორიდან რომელია
    უფრო მძიმე ჩემოდანი.
  • 7:44 - 7:46
    ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ
    სამი შესაძლებლობა.
  • 7:46 - 7:49
    ერთის წონა მეტია, ნაკლებია,
  • 7:49 - 7:52
    ან ერთნაირია.
  • 7:52 - 7:54
    ისეთი თვისებები როგორიცაა წონა,
  • 7:54 - 7:57
    შეიძლება წარმოდგენილ იქნას
    რეალური რიცხვებით: ერთი, ორი, სამი და ა.შ.
  • 7:57 - 8:01
    და ამ დროს არსებობს მხოლოდ
    სამი შესაძლო შედეგი
  • 8:01 - 8:03
    ორ რეალურ რიცხვის შედარებისას.
  • 8:03 - 8:05
    ერთი რიცხვი უფრო დიდია, ნაკლებია,
  • 8:05 - 8:08
    ან ისინი ერთნაირია.
  • 8:08 - 8:11
    ეს ასე არ არის, როცა
    ღირებულებებს ეხება საქმე.
  • 8:11 - 8:13
    როგორც
    განათლების შემდგომი ეპოქის არსებებს,
  • 8:13 - 8:15
    ჩვენ გვჩვევია ვივარაუდოთ,
  • 8:15 - 8:18
    რომ მეცნიერულ აზროვნებაშია გასაღები
  • 8:18 - 8:21
    ყველა მნიშვნელოვან საკითხზე
    ჩვენს სამყაროში.
  • 8:21 - 8:22
    მაგრამ ღირებულების სამყარო
  • 8:22 - 8:24
    განსხვავებულია მეცნიერული სამყაროსაგან.
  • 8:24 - 8:26
    ერთ სამყაროში არსებული მატერია,
  • 8:26 - 8:28
    შესაძლებელია გაიზომოს რეალურ რიცხვებში.
  • 8:28 - 8:31
    მეორე სამყაროსი კი არა.
  • 8:31 - 8:33
    ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ,
  • 8:33 - 8:35
    რომ სიგრძის და წონის "არის" სამყაროს,
  • 8:35 - 8:38
    ისეთივე სტრუქტურა აქვს,
    როგორც "უნდა" სამყაროს,
  • 8:38 - 8:41
    თუ რა უნდა გავაკეთოთ.
  • 8:41 - 8:43
    მოკლედ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • 8:43 - 8:46
    ბავშვის აღტაცება,
    პარტნიორის მიმართ სიყვარული,
  • 8:46 - 8:49
    თუ შეუძლებელია გამოვსახოთ
    რეალური რიცხვებით,
  • 8:49 - 8:51
    მაშინ არ არსებობს საფუძველი გვჯეროდეს,
  • 8:51 - 8:55
    რომ არჩევანში არსებობს
    მხოლოდ სამი შესაძლო ვარიანტი.
  • 8:55 - 8:58
    ერთი ალტერნატივა უკეთესია, უარესია
  • 8:58 - 9:00
    ან ისინი ერთნაირია.
  • 9:00 - 9:04
    ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ახალი,
    მეოთხე დამოკიდებულება
  • 9:04 - 9:08
    უკეთესის, უარესის, ან ერთნაირის მიღმა,
  • 9:08 - 9:12
    რომელიც ასახავს თუ რა ხდება
    რთული არჩევანის დროს.
  • 9:12 - 9:14
    მსურს ვთქვა, რომ ალტერნატივები არის
  • 9:14 - 9:15
    "თანაბრად"
  • 9:15 - 9:17
    როცა ალტერნატივები არის თანაბრად,
  • 9:17 - 9:20
    შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას,
    თუ რომელს აირჩევთ თქვენ,
  • 9:20 - 9:23
    მაგრამ ერთი ალტერნატივა არ არის
    მეორეზე უკეთესი.
  • 9:23 - 9:25
    უფრო მეტიც, ალტერნატივები იმყოფებიან
  • 9:25 - 9:28
    ღირებულების ერთ სამეზობლოში,
  • 9:28 - 9:30
    ღირებულების ერთ ლიგაში.
  • 9:30 - 9:32
    თუმცა ამასთანავე, ისინი არიან
    ძალიან განსხვავებულები
  • 9:32 - 9:34
    თავისი ღირებულებით.
  • 9:34 - 9:37
    სწორედ ამიტომ არის არჩევანი რთული.
  • 9:37 - 9:40
    რთული არჩევანის მსგავსად გააზრება,
  • 9:40 - 9:44
    ააშკარავებს რაღაცას ჩვენ შესახებ,
    რაც არ ვიცოდით.
  • 9:44 - 9:46
    ყოველ ჩვენგანს აქვს ძალა
  • 9:46 - 9:50
    შექმნას მიზეზები.
  • 9:50 - 9:53
    წარმოიდგინეთ სამყარო,
    სადაც ყველა არჩევანი, რომელსაც აკეთებთ
  • 9:53 - 9:55
    არის მარტივი არჩევანი,
  • 9:55 - 9:57
    ანუ ყოველთვის არსებობს
    უკეთესი ალტერნატივა.
  • 9:57 - 9:59
    თუ არსებობს უკეთესი ალტერნატივა,
  • 9:59 - 10:00
    თქვენ ის უნდა აირჩიოთ,
  • 10:00 - 10:02
    რადგან იყო რაციონალური,
  • 10:02 - 10:05
    ნიშნავს აკეთო უკეთესი რამ,
    ვიდრე უარესი.
  • 10:05 - 10:08
    აირჩიო ის რაღაც,
    რომლისთვისაც გაქვს მეტი მიზეზი.
  • 10:08 - 10:10
    მსგავს სამყაროში,
  • 10:10 - 10:12
    ჩვენ გვაქვს მეტი მიზეზი
  • 10:12 - 10:15
    გვეცვას შავი წინდები, ვიდრე ვარდისფერი,
  • 10:15 - 10:17
    ვჭამოთ მარცვლეული, ვიდრე დონატები,
  • 10:17 - 10:18
    ვიცხოვროთ ქალაქში, ვიდრე სოფელში,
  • 10:18 - 10:21
    ვიქორწინოთ ბეტიზე, ვიდრე ლოლიტაზე.
  • 10:21 - 10:24
    მარტივი არჩევანით სავსე სამყარო
  • 10:24 - 10:28
    მიზეზებით დაგვიმონებდა.
  • 10:28 - 10:30
    თუ დაფიქრდებით,
  • 10:30 - 10:33
    სისულელეა გჯეროდეთ,
  • 10:33 - 10:36
    რომ ასეთი მიზეზები გახდა,
  • 10:36 - 10:41
    იმის საფუძველი,
    რომ დაკავებულიყავით
  • 10:41 - 10:44
    იმ ჰობით, რომლითაც დაკავებული ხართ;
  • 10:44 - 10:46
    რომ გეცხოვრათ იმ სახლში,
    რომელშიც ცხოვრობთ;
  • 10:46 - 10:49
    რომ გემუშავათ იმ სამსახურში,
    რომელშიც მუშაობთ.
  • 10:49 - 10:52
    ამის ნაცვლად, თქვენ აღმოჩნდით
    ალტერნატივების პირისპირ,
  • 10:52 - 10:55
    რომლებიც იყვნენ თანაბრად
    – რთული არჩევანი
  • 10:55 - 10:58
    და თქვენ შექმენით მიზეზები თქვენთვის,
  • 10:58 - 11:03
    რომ აგერჩიათ კონკრეტული ჰობი,
    საცხოვრებელი და სამსახური.
  • 11:03 - 11:05
    როცა ალტერნატივები არის თანაბრად,
  • 11:05 - 11:07
    მიზეზები, რომლებიც როგორც წესი
  • 11:07 - 11:10
    საზღვრავს ვუშვებთ თუ არა შეცდომას,
  • 11:10 - 11:12
    არაფერს ამბობენ იმაზე თუ რა ვქნათ.
  • 11:13 - 11:16
    აქ, რთული არჩევანის სივრცეში,
  • 11:16 - 11:18
    გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ
  • 11:18 - 11:21
    საკუთარი ნორმატიული ძალა.
  • 11:21 - 11:24
    ძალა, რომ შექმნა მიზეზები
    საკუთარი თავისთვის,
  • 11:24 - 11:25
    შექმნა საკუთარი თავი
  • 11:25 - 11:28
    ისეთ პიროვნებად,
  • 11:28 - 11:30
    რომლისთვისაც სოფლის ცხოვრება,
  • 11:30 - 11:33
    უკეთესია ქალაქისაზე.
  • 11:33 - 11:35
    როცა ჩვენ ვირჩევთ ვარიანტებს შორის,
  • 11:35 - 11:36
    რომლებიც თანაბარად არიან,
  • 11:36 - 11:40
    ჩვენ შეგვიძია გავაკეთოთ რაღაც შესანიშნავი.
  • 11:40 - 11:44
    ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი დავაყენოთ
    ამ პოზიციაზე.
  • 11:44 - 11:47
    აი, მე აქ ვდგავარ.
  • 11:47 - 11:50
    აი ეს მე ვარ. მე ვირჩევ ბანკინგს.
  • 11:50 - 11:54
    მე ვირჩევ შოკოლადის დონატებს.
  • 11:54 - 11:56
    ეს დამოკიდებულება რთული არჩევანის დროს
  • 11:56 - 11:58
    არის რაციონალური დამოკიდებულება,
  • 11:58 - 12:01
    მაგრამ ის არ განისაზღვრება მიზეზებით.
  • 12:01 - 12:08
    არამედ ის მხარდაჭერილია
    ჩევნივე შექმნილი მიზეზებით.
  • 12:08 - 12:10
    როცა ჩვენ ვქმნით მიზეზებს
    საკუთარი თავისთვის,
  • 12:10 - 12:13
    რომ გავხდეთ ასეთი პიროვნება
    და არა სხვანაირი,
  • 12:13 - 12:17
    ჩვენ გულწრფელად ვხდებით ის ადამიანები,
    რომლებიც ვართ.
  • 12:17 - 12:20
    შესაძლებელია თქვათ, რომ ჩვენ ვხდებით
  • 12:20 - 12:23
    ჩვენივე ცხოვრების ავტორები.
  • 12:23 - 12:25
    ასე რომ, როცა ვეჯახებით რთულ არჩევანს,
  • 12:25 - 12:27
    ჩვენ არ უნდა ვურტყათ თავი კედელს,
  • 12:27 - 12:30
    რათა გავიაზროთ
    რომელი ალტერნატივაა უკეთესი.
  • 12:30 - 12:32
    არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა.
  • 12:32 - 12:35
    ნაცვლად იმისა, რომ ვეძიოთ მიზეზები გარეთ,
  • 12:35 - 12:37
    ჩვენ უნდა ვეძიოთ ისინი აქ:
  • 12:37 - 12:40
    ვინ ვიქნები მე?
  • 12:40 - 12:43
    თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ იყოთ
    ვარდისფერი წინდის მატარებელი,
  • 12:43 - 12:47
    მარცვლეულის მოყვარული,
    სოფელში მცხოვრები ბანკირი,
  • 12:47 - 12:51
    და მე შეიძლება გადავწყვიტო ვიყო
    შავი წინდის მატარებელი,
  • 12:51 - 12:54
    ქალაქელი, დონატის მოყვარული ხელოვანი.
  • 12:54 - 12:57
    ის, თუ რას ვაკეთებთ რთული არჩევანის დროს,
  • 12:57 - 13:01
    დიდად დამოკიდებულია ყოველ ჩვენგანზე.
  • 13:01 - 13:05
    ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ საკუთარ
    ნორმატიულ ძალებს რთული არჩევანის პირობებში
  • 13:05 - 13:07
    დინებას მიჰყვებიან.
  • 13:07 - 13:09
    ჩვენ ყველამ ვიცით ასეთი ადამიანები.
  • 13:09 - 13:11
    მე ჩავრჩი ადვოკატად,
  • 13:11 - 13:13
    თავად ასე არ გადამიწყვეტია.
  • 13:13 - 13:16
    მე არ მსურდა ადვოკატობა.
  • 13:16 - 13:19
    ისინი ვინც დინებას მიჰყვებიან,
    სამყაროს აძლევენ საშუალებას
  • 13:19 - 13:21
    დაწეროს მათი ცხოვრების ისტორია.
  • 13:21 - 13:25
    ისინი საშუალებას აძლევენ
    ჯილდოს და სასჯელის მექანიზმს,
  • 13:25 - 13:29
    თავზე ხელის გადასმას, შიშს,
    არჩევანის სიმარტივეს,
  • 13:29 - 13:32
    განსაზღვროს მათი მოქმედება.
  • 13:32 - 13:34
    მოკლედ, რთული არჩევანის გაკვეთილი:
  • 13:34 - 13:39
    დაფიქრდით რისი გაკეთება გსურთ,
  • 13:39 - 13:41
    რა შეიძლება მოგწონდეთ,
  • 13:41 - 13:44
    და რთული არჩევანის გაკეთებით
  • 13:44 - 13:47
    გახდით ეს კონკრეტული პიროვნება.
  • 13:47 - 13:50
    აგონიის და შიშის საპირისპიროდ,
  • 13:50 - 13:53
    რთული არჩევანი არის ღირებული შესაძლებლობა
  • 13:53 - 13:55
    ჩვენთვის, რომ ვიზეიმოთ ის,
  • 13:55 - 13:57
    რაც განსაკუთრებულია
    ადამიანური მდგომარეობისთვის,
  • 13:57 - 14:00
    ის რომ მიზეზები, რომლებიც მართავენ
    ჩვენს არჩევანს,
  • 14:00 - 14:02
    როგორც სწორს, ისე არასწორს,
  • 14:02 - 14:03
    ხანდახან წყვეტენ ფუნქციონირებას
  • 14:03 - 14:07
    და ამ დროს, აქ, რთული არჩევანის წიაღში,
  • 14:07 - 14:08
    გვაქვს ძალა
  • 14:08 - 14:11
    შევქმნათ საკუთარი მიზეზები,
  • 14:11 - 14:14
    რომ გავხდეთ ის განსაკუთრებული ადამიანები,
    რომლებიც ვართ.
  • 14:14 - 14:17
    სწორედ ამიტომ რთული არჩევანი
    არაა უბედურება,
  • 14:17 - 14:19
    არამედ ღმერთის საჩუქარი.
  • 14:19 - 14:21
    მადლობა.
  • 14:21 - 14:25
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ გავაკეთოთ რთული არჩევანი
Speaker:
რუთ ჩენგი
Description:

ეს არის საუბარი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება. რომელ კარიერას უნდა გავყვე? უნდა გავშორდე – თუ დავქორწინდე? სად უნდა ვიცხოვრო? მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეიძლება ძალიან რთული მისაღები იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მათზე არასწორად ვფიქრობთ, ამბობს ფილოსოფოსი რუთ ჩენგი. ის გვთავაზობს ახალ ეფექტურ სტრუქტურას ჩვენი თავის ფორმირებისთვის.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:41
Levan Lashauri approved Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to make hard choices
Show all

Georgian subtitles

Revisions