WEBVTT 00:00:00.611 --> 00:00:04.056 დაფიქრდით რთულ არჩევანზე, რომელსაც უახლოეს მომავალში შეეჩეხებით. 00:00:04.056 --> 00:00:05.898 ეს შეიძლება იყოს ორ კარიერას შორის: 00:00:05.898 --> 00:00:08.014 ხელოვანი და ბუღალტერი, 00:00:08.014 --> 00:00:10.907 ან საცხოვრებელი ადგილები: ქალაქი, თუ სოფელი. 00:00:10.907 --> 00:00:12.850 ან სულაც ორ პიროვნებას შორის: 00:00:12.850 --> 00:00:16.572 შეგიძლიათ იქორწინოთ ბეტიზე, ან ლოლიტაზე. 00:00:16.572 --> 00:00:19.287 ან ეს შეიძლება იყოს არჩევანი იყოლიოთ თუ არა ბავშვები, 00:00:19.287 --> 00:00:21.759 ან ავადმყოფი მშობელი თქვენთან გადმოიყვანოთ, 00:00:21.759 --> 00:00:23.801 გაზარდოთ ბავშვი იმ რელიგიით 00:00:23.801 --> 00:00:25.470 რომლსაც თქვენი პარტნიორი მიჰყვება, 00:00:25.470 --> 00:00:26.920 თქვენ კი არ გხიბლავთ. 00:00:26.920 --> 00:00:30.097 ან შესწიროთ თუ არა თქვენი დანაზოგი ქველმოქმედებას. NOTE Paragraph 00:00:30.097 --> 00:00:32.560 შესაძლებელია, რთული არჩევანი, რომელზეც იფიქრეთ 00:00:32.560 --> 00:00:34.620 იყო რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც საყურადღებო, 00:00:34.620 --> 00:00:36.487 რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. 00:00:36.487 --> 00:00:38.812 რთული არჩევანი ნერვიულობის, 00:00:38.812 --> 00:00:41.214 კბილების ღრჭიალის 00:00:41.214 --> 00:00:43.675 გამომწვევ მიზეზად გვეჩვენება. 00:00:43.675 --> 00:00:45.884 ვფიქრობ, ჩვენ არასწორად ვიგებთ რთულ არჩევანს 00:00:45.884 --> 00:00:48.134 და მის როლს ჩვენს ცხოვრებაში. 00:00:48.134 --> 00:00:49.901 რთული არჩევანის სწორად გაგება, 00:00:49.901 --> 00:00:51.871 ააშკარავებს იმ დამალულ ძალას, 00:00:51.871 --> 00:00:54.551 რომელსაც ყოველი ჩვენგანი ფლობს. NOTE Paragraph 00:00:54.551 --> 00:00:56.715 ის, თუ რა ხდის არჩევანს რთულს, 00:00:56.715 --> 00:00:58.564 არის ალტერნატივების ურთიერთკავშირი. 00:00:58.564 --> 00:01:00.247 ყველა მარტივ არჩევანში, 00:01:00.247 --> 00:01:02.816 ერთი ალტერნატივა უკეთესია მეორეზე. 00:01:02.816 --> 00:01:04.287 რთულ არჩევანში 00:01:04.287 --> 00:01:06.384 ერთი ალტერნატივა უკეთესია ერთი მხრივ. 00:01:06.384 --> 00:01:09.180 მეორე ალტერნატივა მეორე მხრივ. 00:01:09.180 --> 00:01:12.247 საერთო ჯამში კი არც ერთი მათგანი არ არის ერთმანეთზე უკეთესი. 00:01:12.247 --> 00:01:15.001 თქვენ აგონიაში ხართ, დარჩეთ თუ არა 00:01:15.001 --> 00:01:16.515 ამჟამინდელ სამსახურში ქალაქში, 00:01:16.515 --> 00:01:18.905 თუ გადახვიდეთ საცხოვრებლად 00:01:18.905 --> 00:01:20.938 სოფელში უფრო რთული სამუშაოსთვის; 00:01:20.938 --> 00:01:23.634 რადგან დარჩენა უკეთესია ერთი მხრივ. 00:01:23.634 --> 00:01:25.090 გადასვლა უკეთესია მეორე მხრივ. 00:01:25.090 --> 00:01:29.058 საერთო ჯამში კი, არც ერთი მათგანი არ არის ერთმანეთზე უკეთესი. NOTE Paragraph 00:01:29.058 --> 00:01:32.860 არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა რთული არჩევანი მნიშვნელოვანია. 00:01:32.860 --> 00:01:35.273 ვთქვათ, თქვენ წყვეტთ რა მიირთვათ საუზმედ. 00:01:35.273 --> 00:01:37.870 მაღალი ხარისხის მარცვლეული, 00:01:37.870 --> 00:01:39.910 თუ შოკოლადის დონატი. 00:01:39.910 --> 00:01:41.382 რაც მნიშვნელოვანია 00:01:41.382 --> 00:01:42.855 ამ კონკრეტულ არჩევანში, 00:01:42.855 --> 00:01:44.328 ესაა გემოვნება და ჯანმრთელობა. 00:01:44.328 --> 00:01:48.604 მარცვლეული უკეთესია თქვენთვის, დონატი კი გაცილებით გემრიელია. 00:01:48.618 --> 00:01:51.065 საბოლოოდ, არც ერთი მათგანი არაა ერთმანეთზე უკეთესი. 00:01:51.065 --> 00:01:53.233 ეს არის რთული არჩევანი. 00:01:53.233 --> 00:01:55.279 როცა აცნობიერებთ, რომ უმნიშვნელო არჩევანიც 00:01:55.279 --> 00:01:57.372 შესაძლებელია იყოს რთული, 00:01:57.372 --> 00:02:01.399 შეიძლება ამან მნიშვნელოვანი რთული არჩევანი უფრო მოგვარებადად დაგვანახოს. 00:02:01.399 --> 00:02:04.200 ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვარკვევთ რა გვსურს საუზმედ. 00:02:04.200 --> 00:02:05.680 ამიტომ, შესაძლებელია 00:02:05.680 --> 00:02:07.299 იმაშიც გავერკვეთ დავრჩეთ ქალაქში, 00:02:07.299 --> 00:02:11.359 თუ გადავიდეთ სოფელში ახალი სამსახურის საძებნელად. NOTE Paragraph 00:02:11.359 --> 00:02:16.160 ასევე არ უნდა ვიფიქროთ, რომ რთული არჩევანი იმიტომ არის რთული, 00:02:16.160 --> 00:02:18.692 რომ ჩვენ ვართ სულელები. 00:02:18.692 --> 00:02:20.486 როცა კოლეჯი დავამთავრე, 00:02:20.486 --> 00:02:22.357 ვჭოჭმანობდი ორ კარიერას შორის, 00:02:22.357 --> 00:02:23.927 ფილოსოფია და სამართალი. 00:02:23.927 --> 00:02:27.405 მე ძალიან მიყვარდა ფილოსოფია. 00:02:27.405 --> 00:02:29.034 ფილოსოფოსისთვის საოცარი რამეების 00:02:29.034 --> 00:02:30.289 სწავლაა შესაძლებელი 00:02:30.289 --> 00:02:33.577 და ეს ყველაფერი სკამზე მოკალათებულმა შეგიძლიათ გააკეთოთ, 00:02:33.577 --> 00:02:37.008 მაგრამ მე მოკრძალებული ემიგრანტის ოჯახიდან ვარ. 00:02:37.008 --> 00:02:38.555 სადაც ჩემი წარმოდგენა ფუფუნებაზე, 00:02:38.555 --> 00:02:40.982 იყო მქონოდა ნორმალური საკვები 00:02:40.990 --> 00:02:43.100 ჩემი სკოლის ლანჩის ყუთში. 00:02:43.100 --> 00:02:45.339 ამიტომ ფიქრი იმაზე, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას 00:02:45.339 --> 00:02:48.729 გავატარებდი სკამზე მოკალათებული, მხოლოდ ფიქრში, 00:02:48.729 --> 00:02:52.877 იყო, მოკლედ რომ ვთქვათ, ზედმეტი ფუფუნება და არასერიოზულობა. 00:02:52.877 --> 00:02:55.127 ამიტომ ავიღე ჩემი ყვითელი ბლოკნოტი, 00:02:55.127 --> 00:02:57.034 ხაზით გავყავი ორად 00:02:57.034 --> 00:02:59.027 და შევეცადე მომეფიქრებინა ყველა მიზეზი 00:02:59.027 --> 00:03:02.991 თითოეული ალტერნატივის მხარდასაჭერად და წინააღმდეგ. 00:03:02.991 --> 00:03:05.235 მახსოვს ჩემთვის ვფიქრობდი: 00:03:05.235 --> 00:03:08.322 ნეტავ ვიცოდე, როგორი იქნება 00:03:08.322 --> 00:03:10.132 ჩემი ცხოვრება თითოეული კარიერის დროს. 00:03:10.132 --> 00:03:13.877 ნეტავ ღმერთმა ან Netflix–მა გამომიგზავნოს DVD, 00:03:13.877 --> 00:03:17.132 სადაც ვნახავდი ორ შესაძლო კარიერას, იქნებოდა ფანტასტიური. 00:03:17.132 --> 00:03:19.346 მე შევადარებდი მათ გვერდიგვერდ. 00:03:19.346 --> 00:03:21.141 ვნახავდი რომ ერთი იყო უკეთესი 00:03:21.141 --> 00:03:23.703 და არჩევანი იქნებოდა მარტივი. NOTE Paragraph 00:03:23.703 --> 00:03:25.726 მაგრამ ვერ მივიღე DVD, 00:03:25.726 --> 00:03:28.403 ამიტომ ვერ გავარკვიე რომელი იყო უკეთესი; 00:03:28.403 --> 00:03:31.220 გავაკეთე ის, რასაც უმრავლესობა ვაკეთებთ რთული არჩევანის დროს 00:03:31.220 --> 00:03:34.098 მე ავირჩიე ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. 00:03:34.098 --> 00:03:37.115 შიშმა იმაზე, რომ ვიქნებოდი უმუშევარი ფილოსოფოსი, 00:03:37.115 --> 00:03:39.682 მიბიძგა გავმხდარიყავი ადვოკატი 00:03:39.682 --> 00:03:41.587 და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, 00:03:41.587 --> 00:03:43.276 ადვოკატობა მთლად ჩემი არ იყო. 00:03:43.276 --> 00:03:45.540 ის არ იყო ის, რაც მე ვიყავი. 00:03:45.540 --> 00:03:47.345 მოკლედ, მე ახლა ფილოსოფოსი ვარ 00:03:47.345 --> 00:03:49.054 და ვიკვლევ რთულ არჩევანს; 00:03:49.054 --> 00:03:52.516 შემიძლია გითხრათ, რომ უცნობი რამის მიმართ შიში, 00:03:52.516 --> 00:03:55.406 რაც ჩვეული მოტივატორია, 00:03:55.406 --> 00:03:57.890 რთულ არჩევანთან გამკლავებისას, 00:03:57.890 --> 00:04:00.203 არის მისი არასწორად გაგების შედეგი. 00:04:00.203 --> 00:04:03.000 შეცდომაა იფიქროთ, რომ რთულ არჩევანში, 00:04:03.000 --> 00:04:06.225 ერთი ალტერნატივა მართლაც უკეთესია მეორეზე 00:04:06.225 --> 00:04:07.985 და ჩვენ ზედმეტად სულელები ვართ, 00:04:07.985 --> 00:04:10.181 რომ მივხვდეთ რომელი, და რადგან არ ვიცით რომელი, 00:04:10.181 --> 00:04:13.031 სჯობს ავირჩიოთ ნაკლებად სარისკო. 00:04:13.031 --> 00:04:15.271 ორი ალტერნატივის, გვერდიგვერდ დადებითაც კი, 00:04:15.271 --> 00:04:20.391 სრული ინფორმაციის პირობებში, არჩევანი ასევე შეიძლება რთული იყოს. 00:04:20.391 --> 00:04:22.043 რთული არჩევანი, 00:04:22.043 --> 00:04:24.179 რთულია არა ჩვენი უმეცრების გამო, 00:04:24.179 --> 00:04:28.502 ის რთულია, რადგან არ არსებობს საუკეთესო ვარიანტი. NOTE Paragraph 00:04:28.502 --> 00:04:30.656 თუ არ არსებობს საუკეთესო ვარიანტი, 00:04:30.656 --> 00:04:34.575 თუ სასწორი არ იწონება ერთი ალტერნატივის სასარგებლოდ 00:04:34.575 --> 00:04:35.820 და მეორეს საწინააღმდეგოდ, 00:04:35.820 --> 00:04:39.657 მაშინ ალტერნატივები ერთნაირად კარგი უნდა იყოს. 00:04:39.657 --> 00:04:42.364 ამიტომ, რთული არჩევანის დროს შეიძლება სწორი იყოს ვთქვათ, 00:04:42.372 --> 00:04:44.719 რომ არჩევანი არის ერთნაირად კარგ ვარიანტებს შორის; 00:04:44.719 --> 00:04:46.125 მაგრამ ეს ვერ იქნება მართალი. 00:04:46.125 --> 00:04:48.133 რადგან თუ ალტერნატივები ერთნაირად კარგია, 00:04:48.133 --> 00:04:50.378 არჩევანი მათ შორის მონეტის აგდებით უნდა გააკეთოთ 00:04:50.378 --> 00:04:52.094 და მსგავსი მიდგომა თითქოს არასწორია, 00:04:52.094 --> 00:04:54.547 რომ გადაწყვეტილება კარიერაზე, 00:04:54.547 --> 00:04:58.507 საცხოვრებელ ადგილზე, პოტენციურ მეუღლეზე, მიიღო მონეტის აგდებით. NOTE Paragraph 00:04:58.507 --> 00:05:00.307 არსებობს სხვა მიზეზი ვიფიქროთ, 00:05:00.307 --> 00:05:02.607 რომ რთული არჩევანი არ არის არჩევანი, 00:05:02.607 --> 00:05:05.940 ერთნაირად კარგ ვარიანტებს შორის. 00:05:05.940 --> 00:05:09.220 წარმოიდგინეთ თქვენ გაქვთ არჩევანი ორ სამსახურს შორის: 00:05:09.220 --> 00:05:12.427 შეგიძლიათ იყოთ საინვესტიციო ბანკირი, 00:05:12.427 --> 00:05:14.945 ან გრაფიკოსი. 00:05:14.945 --> 00:05:17.891 ამ არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე რამ. 00:05:17.891 --> 00:05:20.090 მაგალითად სამუშაოსგან მიღებული სიამოვნება; 00:05:20.090 --> 00:05:22.376 ფინანსური უსაფრთხოების მიღწევა; 00:05:22.376 --> 00:05:24.750 დრო ოჯახის შესაქმნელად და ა.შ. 00:05:24.750 --> 00:05:27.545 შეიძლება ხელოვანის კარიერა გაძლევთ საშუალებას, 00:05:27.545 --> 00:05:29.983 მოხვდეთ მხატვრული გამოხატვის 00:05:29.983 --> 00:05:31.723 უახლესი ფორმების ეპიცენტრში. 00:05:31.723 --> 00:05:33.472 შესაძლოა ბანკირის კარიერა, 00:05:33.472 --> 00:05:34.870 გაძლევთ საშუალებას მოხვდეთ 00:05:34.870 --> 00:05:39.237 ფინანსური მანიპულაციების ეპიცენტრში. 00:05:39.237 --> 00:05:42.316 წარმოიდგინეთ ორი სამსახური ისე, 00:05:42.316 --> 00:05:45.289 რომ არც ერთი არ არის ერთმანეთზე უკეთესი. NOTE Paragraph 00:05:45.289 --> 00:05:48.381 დავუშვათ, ჩვენ ცოტათი გავაუმჯობესეთ ერთ–ერთი მათგანი. 00:05:48.381 --> 00:05:50.875 ვთქვათ, ბანკს სურს თქვენი გადაბირება 00:05:50.875 --> 00:05:54.264 და გიზრდით თვიურ ხელფასს 500$–ით. 00:05:54.264 --> 00:05:58.036 ხდის თუ არა დამატებული თანხა ბანკირობას 00:05:58.036 --> 00:06:00.628 უკეთესს ხელოვანის კარიერაზე? 00:06:00.628 --> 00:06:02.830 არა აუცილებელად. 00:06:02.830 --> 00:06:04.998 უფრო მაღალი ხელფასი 00:06:04.998 --> 00:06:07.543 ბანკირობას უფრო მიმზიდველს ხდის, ვიდრე ის იყო მანამდე, 00:06:07.543 --> 00:06:09.310 მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი, 00:06:09.310 --> 00:06:13.111 იმისთვის რომ ბანკირობა უპირატესი გახდეს ხელოვანის პროფესიაზე. 00:06:13.111 --> 00:06:15.765 მაგრამ თუ ერთი სამსახურის გაუმჯობესება 00:06:15.765 --> 00:06:17.574 არ იწვევს მის უპირატესობას, 00:06:17.574 --> 00:06:19.347 მაშინ ეს თავდაპირველი ორი სამსახური, 00:06:19.347 --> 00:06:21.915 არ იქნებოდა ერთნაირად კარგი. 00:06:21.915 --> 00:06:24.147 თუ იწყებთ ორი ერთნაირად კარგი რაღაცით 00:06:24.147 --> 00:06:25.645 და აუმჯობესებთ ერთ–ერთ მათგანს, 00:06:25.645 --> 00:06:28.280 შედეგად გაუმჯობესებული უნდა იყოს უკეთესი მეორეზე. 00:06:28.280 --> 00:06:32.902 ეს პრინციპი არ მუშაობს რთული არჩევანის დროს. NOTE Paragraph 00:06:32.902 --> 00:06:35.620 მოკლედ, გვაქვს თავსატეხი. 00:06:35.620 --> 00:06:37.296 ჩვენ გვაქვს ორი სამსახური. 00:06:37.296 --> 00:06:39.066 არცერთი არ არის მეორეზე უკეთეს. 00:06:39.066 --> 00:06:41.336 ისინი ასევე არ არიან ერთნაირად კარგები. 00:06:41.378 --> 00:06:43.584 აბა როგორ უნდა ავირჩიოთ? 00:06:43.584 --> 00:06:48.219 როგორც ჩანს რაღაც შეგვეშალა. 00:06:48.219 --> 00:06:50.690 იქნებ თავად არჩევანის გაკეთებაა პრობლემა 00:06:50.690 --> 00:06:53.860 და შედარება შეუძლებელია. 00:06:53.860 --> 00:06:55.520 მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მართალი. 00:06:55.520 --> 00:06:58.188 ისე არ არის, რომ ჩვენ ვცდილობდეთ ავირჩიოთ ორ რამეს შორის, 00:06:58.188 --> 00:06:59.698 რომლთა შედარებაც არ შეიძლება. 00:06:59.707 --> 00:07:02.838 ბოლო-ბოლო ორ სამსახურს ვადარებთ 00:07:02.838 --> 00:07:04.618 და არა ციფრ 9–ს 00:07:04.618 --> 00:07:07.799 და შემწვარ კვერცხს თეფშზე. 00:07:07.799 --> 00:07:11.090 თითოეული სამსახურის საერთო ღირებულებების ერთმანეთთან შედარება 00:07:11.090 --> 00:07:13.094 არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია 00:07:13.094 --> 00:07:17.056 და რასაც ხშირად ვაკეთებთ. NOTE Paragraph 00:07:17.056 --> 00:07:19.261 ვფიქრობ თავსატეხი ჩნდება 00:07:19.261 --> 00:07:21.580 ზედაპირული დასკვნების გაკეთების გამო, 00:07:21.580 --> 00:07:23.970 რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ღირებულებასთან მიმართებაში. 00:07:23.970 --> 00:07:26.956 ჩვენ უნებლიედ ვგულისხმობთ, რომ ღირებულებები 00:07:26.956 --> 00:07:29.511 ჰგავს სამართალს, სილამაზეს, სიკეთეს, 00:07:29.511 --> 00:07:32.625 ისეთ მეცნიერულ სიდიდეებს 00:07:32.625 --> 00:07:37.005 როგორიცაა სიგრძე, მასა და წონა. 00:07:37.005 --> 00:07:40.235 აიღეთ ნებისმიერი შედარებითი კითხვა, რომელიც არ მოიცავს ღირებულებას 00:07:40.245 --> 00:07:43.589 მაგალითად ორიდან რომელია უფრო მძიმე ჩემოდანი. 00:07:43.589 --> 00:07:46.274 ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ სამი შესაძლებლობა. 00:07:46.274 --> 00:07:49.398 ერთის წონა მეტია, ნაკლებია, 00:07:49.398 --> 00:07:52.294 ან ერთნაირია. 00:07:52.294 --> 00:07:53.804 ისეთი თვისებები როგორიცაა წონა, 00:07:53.804 --> 00:07:57.436 შეიძლება წარმოდგენილ იქნას რეალური რიცხვებით: ერთი, ორი, სამი და ა.შ. 00:07:57.436 --> 00:08:00.528 და ამ დროს არსებობს მხოლოდ სამი შესაძლო შედეგი 00:08:00.528 --> 00:08:03.071 ორ რეალურ რიცხვის შედარებისას. 00:08:03.071 --> 00:08:05.464 ერთი რიცხვი უფრო დიდია, ნაკლებია, 00:08:05.464 --> 00:08:08.199 ან ისინი ერთნაირია. 00:08:08.199 --> 00:08:10.986 ეს ასე არ არის, როცა ღირებულებებს ეხება საქმე. 00:08:10.986 --> 00:08:13.291 როგორც განათლების შემდგომი ეპოქის არსებებს, 00:08:13.291 --> 00:08:15.134 ჩვენ გვჩვევია ვივარაუდოთ, 00:08:15.134 --> 00:08:17.588 რომ მეცნიერულ აზროვნებაშია გასაღები 00:08:17.588 --> 00:08:20.840 ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენს სამყაროში. 00:08:20.840 --> 00:08:22.297 მაგრამ ღირებულების სამყარო 00:08:22.297 --> 00:08:24.374 განსხვავებულია მეცნიერული სამყაროსაგან. 00:08:24.374 --> 00:08:26.088 ერთ სამყაროში არსებული მატერია, 00:08:26.088 --> 00:08:27.960 შესაძლებელია გაიზომოს რეალურ რიცხვებში. 00:08:27.960 --> 00:08:31.373 მეორე სამყაროსი კი არა. 00:08:31.373 --> 00:08:32.824 ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, 00:08:32.824 --> 00:08:35.457 რომ სიგრძის და წონის "არის" სამყაროს, 00:08:35.457 --> 00:08:38.485 ისეთივე სტრუქტურა აქვს, როგორც "უნდა" სამყაროს, 00:08:38.485 --> 00:08:40.536 თუ რა უნდა გავაკეთოთ. NOTE Paragraph 00:08:40.536 --> 00:08:42.910 მოკლედ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია: 00:08:42.910 --> 00:08:46.258 ბავშვის აღტაცება, პარტნიორის მიმართ სიყვარული, 00:08:46.258 --> 00:08:48.999 თუ შეუძლებელია გამოვსახოთ რეალური რიცხვებით, 00:08:48.999 --> 00:08:51.004 მაშინ არ არსებობს საფუძველი გვჯეროდეს, 00:08:51.004 --> 00:08:54.502 რომ არჩევანში არსებობს მხოლოდ სამი შესაძლო ვარიანტი. 00:08:54.502 --> 00:08:58.127 ერთი ალტერნატივა უკეთესია, უარესია 00:08:58.127 --> 00:09:00.107 ან ისინი ერთნაირია. 00:09:00.107 --> 00:09:04.180 ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ახალი, მეოთხე დამოკიდებულება 00:09:04.180 --> 00:09:07.831 უკეთესის, უარესის, ან ერთნაირის მიღმა, 00:09:07.831 --> 00:09:11.544 რომელიც ასახავს თუ რა ხდება რთული არჩევანის დროს. 00:09:11.544 --> 00:09:13.702 მსურს ვთქვა, რომ ალტერნატივები არის 00:09:13.702 --> 00:09:15.151 "თანაბრად" 00:09:15.151 --> 00:09:16.751 როცა ალტერნატივები არის თანაბრად, 00:09:16.751 --> 00:09:19.926 შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ რომელს აირჩევთ თქვენ, 00:09:19.926 --> 00:09:23.219 მაგრამ ერთი ალტერნატივა არ არის მეორეზე უკეთესი. 00:09:23.219 --> 00:09:25.381 უფრო მეტიც, ალტერნატივები იმყოფებიან 00:09:25.381 --> 00:09:27.659 ღირებულების ერთ სამეზობლოში, 00:09:27.659 --> 00:09:29.658 ღირებულების ერთ ლიგაში. 00:09:29.658 --> 00:09:32.183 თუმცა ამასთანავე, ისინი არიან ძალიან განსხვავებულები 00:09:32.183 --> 00:09:33.961 თავისი ღირებულებით. 00:09:33.961 --> 00:09:37.439 სწორედ ამიტომ არის არჩევანი რთული. NOTE Paragraph 00:09:37.439 --> 00:09:39.801 რთული არჩევანის მსგავსად გააზრება, 00:09:39.801 --> 00:09:43.851 ააშკარავებს რაღაცას ჩვენ შესახებ, რაც არ ვიცოდით. 00:09:43.851 --> 00:09:46.205 ყოველ ჩვენგანს აქვს ძალა 00:09:46.205 --> 00:09:49.743 შექმნას მიზეზები. 00:09:49.743 --> 00:09:52.950 წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა არჩევანი, რომელსაც აკეთებთ 00:09:52.950 --> 00:09:54.640 არის მარტივი არჩევანი, 00:09:54.640 --> 00:09:57.032 ანუ ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა. 00:09:57.032 --> 00:09:58.780 თუ არსებობს უკეთესი ალტერნატივა, 00:09:58.780 --> 00:10:00.222 თქვენ ის უნდა აირჩიოთ, 00:10:00.222 --> 00:10:02.232 რადგან იყო რაციონალური, 00:10:02.232 --> 00:10:04.822 ნიშნავს აკეთო უკეთესი რამ, ვიდრე უარესი. 00:10:04.822 --> 00:10:08.038 აირჩიო ის რაღაც, რომლისთვისაც გაქვს მეტი მიზეზი. 00:10:08.038 --> 00:10:10.100 მსგავს სამყაროში, 00:10:10.100 --> 00:10:12.466 ჩვენ გვაქვს მეტი მიზეზი 00:10:12.466 --> 00:10:14.946 გვეცვას შავი წინდები, ვიდრე ვარდისფერი, 00:10:14.946 --> 00:10:16.861 ვჭამოთ მარცვლეული, ვიდრე დონატები, 00:10:16.861 --> 00:10:18.466 ვიცხოვროთ ქალაქში, ვიდრე სოფელში, 00:10:18.466 --> 00:10:20.668 ვიქორწინოთ ბეტიზე, ვიდრე ლოლიტაზე. 00:10:20.668 --> 00:10:23.786 მარტივი არჩევანით სავსე სამყარო 00:10:23.786 --> 00:10:27.680 მიზეზებით დაგვიმონებდა. NOTE Paragraph 00:10:27.680 --> 00:10:30.247 თუ დაფიქრდებით, 00:10:30.247 --> 00:10:32.847 სისულელეა გჯეროდეთ, 00:10:32.847 --> 00:10:35.944 რომ ასეთი მიზეზები გახდა, 00:10:35.944 --> 00:10:40.933 იმის საფუძველი, რომ დაკავებულიყავით 00:10:40.933 --> 00:10:43.691 იმ ჰობით, რომლითაც დაკავებული ხართ; 00:10:43.691 --> 00:10:45.970 რომ გეცხოვრათ იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობთ; 00:10:45.970 --> 00:10:49.206 რომ გემუშავათ იმ სამსახურში, რომელშიც მუშაობთ. 00:10:49.206 --> 00:10:51.774 ამის ნაცვლად, თქვენ აღმოჩნდით ალტერნატივების პირისპირ, 00:10:51.774 --> 00:10:55.149 რომლებიც იყვნენ თანაბრად – რთული არჩევანი 00:10:55.149 --> 00:10:57.920 და თქვენ შექმენით მიზეზები თქვენთვის, 00:10:57.920 --> 00:11:02.542 რომ აგერჩიათ კონკრეტული ჰობი, საცხოვრებელი და სამსახური. 00:11:02.542 --> 00:11:05.083 როცა ალტერნატივები არის თანაბრად, 00:11:05.083 --> 00:11:06.813 მიზეზები, რომლებიც როგორც წესი 00:11:06.813 --> 00:11:09.581 საზღვრავს ვუშვებთ თუ არა შეცდომას, 00:11:09.581 --> 00:11:11.981 არაფერს ამბობენ იმაზე თუ რა ვქნათ. 00:11:12.641 --> 00:11:16.004 აქ, რთული არჩევანის სივრცეში, 00:11:16.004 --> 00:11:18.485 გვეძლევა საშუალება გამოვიყენოთ 00:11:18.485 --> 00:11:21.164 საკუთარი ნორმატიული ძალა. 00:11:21.164 --> 00:11:23.615 ძალა, რომ შექმნა მიზეზები საკუთარი თავისთვის, 00:11:23.615 --> 00:11:25.384 შექმნა საკუთარი თავი 00:11:25.384 --> 00:11:28.030 ისეთ პიროვნებად, 00:11:28.030 --> 00:11:30.263 რომლისთვისაც სოფლის ცხოვრება, 00:11:30.263 --> 00:11:32.996 უკეთესია ქალაქისაზე. NOTE Paragraph 00:11:32.996 --> 00:11:34.734 როცა ჩვენ ვირჩევთ ვარიანტებს შორის, 00:11:34.734 --> 00:11:36.433 რომლებიც თანაბარად არიან, 00:11:36.433 --> 00:11:40.206 ჩვენ შეგვიძია გავაკეთოთ რაღაც შესანიშნავი. 00:11:40.206 --> 00:11:43.929 ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი დავაყენოთ ამ პოზიციაზე. 00:11:43.929 --> 00:11:46.746 აი, მე აქ ვდგავარ. 00:11:46.746 --> 00:11:50.132 აი ეს მე ვარ. მე ვირჩევ ბანკინგს. 00:11:50.132 --> 00:11:53.768 მე ვირჩევ შოკოლადის დონატებს. 00:11:53.768 --> 00:11:56.311 ეს დამოკიდებულება რთული არჩევანის დროს 00:11:56.311 --> 00:11:58.399 არის რაციონალური დამოკიდებულება, 00:11:58.399 --> 00:12:01.317 მაგრამ ის არ განისაზღვრება მიზეზებით. 00:12:01.317 --> 00:12:07.765 არამედ ის მხარდაჭერილია ჩევნივე შექმნილი მიზეზებით. 00:12:07.765 --> 00:12:10.170 როცა ჩვენ ვქმნით მიზეზებს საკუთარი თავისთვის, 00:12:10.170 --> 00:12:13.484 რომ გავხდეთ ასეთი პიროვნება და არა სხვანაირი, 00:12:13.484 --> 00:12:17.217 ჩვენ გულწრფელად ვხდებით ის ადამიანები, რომლებიც ვართ. 00:12:17.217 --> 00:12:19.673 შესაძლებელია თქვათ, რომ ჩვენ ვხდებით 00:12:19.673 --> 00:12:22.759 ჩვენივე ცხოვრების ავტორები. NOTE Paragraph 00:12:22.759 --> 00:12:25.211 ასე რომ, როცა ვეჯახებით რთულ არჩევანს, 00:12:25.211 --> 00:12:27.433 ჩვენ არ უნდა ვურტყათ თავი კედელს, 00:12:27.433 --> 00:12:29.930 რათა გავიაზროთ რომელი ალტერნატივაა უკეთესი. 00:12:29.930 --> 00:12:32.369 არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა. 00:12:32.369 --> 00:12:34.888 ნაცვლად იმისა, რომ ვეძიოთ მიზეზები გარეთ, 00:12:34.888 --> 00:12:37.474 ჩვენ უნდა ვეძიოთ ისინი აქ: 00:12:37.474 --> 00:12:40.153 ვინ ვიქნები მე? 00:12:40.153 --> 00:12:43.309 თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ იყოთ ვარდისფერი წინდის მატარებელი, 00:12:43.309 --> 00:12:46.997 მარცვლეულის მოყვარული, სოფელში მცხოვრები ბანკირი, 00:12:46.997 --> 00:12:50.573 და მე შეიძლება გადავწყვიტო ვიყო შავი წინდის მატარებელი, 00:12:50.573 --> 00:12:54.030 ქალაქელი, დონატის მოყვარული ხელოვანი. 00:12:54.030 --> 00:12:56.837 ის, თუ რას ვაკეთებთ რთული არჩევანის დროს, 00:12:56.837 --> 00:13:00.820 დიდად დამოკიდებულია ყოველ ჩვენგანზე. NOTE Paragraph 00:13:00.820 --> 00:13:05.471 ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ საკუთარ ნორმატიულ ძალებს რთული არჩევანის პირობებში 00:13:05.471 --> 00:13:07.086 დინებას მიჰყვებიან. 00:13:07.086 --> 00:13:09.168 ჩვენ ყველამ ვიცით ასეთი ადამიანები. 00:13:09.168 --> 00:13:11.318 მე ჩავრჩი ადვოკატად, 00:13:11.318 --> 00:13:13.409 თავად ასე არ გადამიწყვეტია. 00:13:13.409 --> 00:13:16.089 მე არ მსურდა ადვოკატობა. 00:13:16.089 --> 00:13:19.020 ისინი ვინც დინებას მიჰყვებიან, სამყაროს აძლევენ საშუალებას 00:13:19.020 --> 00:13:21.244 დაწეროს მათი ცხოვრების ისტორია. 00:13:21.244 --> 00:13:25.147 ისინი საშუალებას აძლევენ ჯილდოს და სასჯელის მექანიზმს, 00:13:25.147 --> 00:13:28.987 თავზე ხელის გადასმას, შიშს, არჩევანის სიმარტივეს, 00:13:28.987 --> 00:13:31.658 განსაზღვროს მათი მოქმედება. 00:13:31.658 --> 00:13:34.134 მოკლედ, რთული არჩევანის გაკვეთილი: 00:13:34.134 --> 00:13:38.609 დაფიქრდით რისი გაკეთება გსურთ, 00:13:38.609 --> 00:13:40.999 რა შეიძლება მოგწონდეთ, 00:13:40.999 --> 00:13:43.769 და რთული არჩევანის გაკეთებით 00:13:43.769 --> 00:13:46.546 გახდით ეს კონკრეტული პიროვნება. NOTE Paragraph 00:13:46.546 --> 00:13:49.724 აგონიის და შიშის საპირისპიროდ, 00:13:49.724 --> 00:13:53.294 რთული არჩევანი არის ღირებული შესაძლებლობა 00:13:53.294 --> 00:13:54.548 ჩვენთვის, რომ ვიზეიმოთ ის, 00:13:54.548 --> 00:13:57.173 რაც განსაკუთრებულია ადამიანური მდგომარეობისთვის, 00:13:57.173 --> 00:13:59.688 ის რომ მიზეზები, რომლებიც მართავენ ჩვენს არჩევანს, 00:13:59.688 --> 00:14:01.671 როგორც სწორს, ისე არასწორს, 00:14:01.671 --> 00:14:03.333 ხანდახან წყვეტენ ფუნქციონირებას 00:14:03.333 --> 00:14:06.556 და ამ დროს, აქ, რთული არჩევანის წიაღში, 00:14:06.556 --> 00:14:08.245 გვაქვს ძალა 00:14:08.245 --> 00:14:10.757 შევქმნათ საკუთარი მიზეზები, 00:14:10.757 --> 00:14:14.335 რომ გავხდეთ ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ვართ. 00:14:14.335 --> 00:14:16.955 სწორედ ამიტომ რთული არჩევანი არაა უბედურება, 00:14:16.955 --> 00:14:18.605 არამედ ღმერთის საჩუქარი. NOTE Paragraph 00:14:18.605 --> 00:14:21.276 მადლობა. NOTE Paragraph 00:14:21.276 --> 00:14:24.571 (აპლოდისმენტები)