ჩემი ქალიშვილი, მალალა
-
0:01 - 0:05ბევრ პატრიარქალურ
და ტომობრივ საზოგადოებაში, -
0:05 - 0:10მამები ძირითადად
ვაჟებით არიან განთქმულნი, -
0:10 - 0:14მაგრამ მე იმ უმცირესობას წარმოავდგენ,
-
0:14 - 0:16რომელიც ქალიშვილითაა განთქმული
-
0:16 - 0:17და მე ამაყი ვარ ამით.
-
0:17 - 0:22(აპლოდისმენტები)
-
0:24 - 0:27მალალამ განათლების კამპანია
-
0:27 - 0:30და საკუთარი უფლებების დაცვა
2007-ში დაიწყო. -
0:30 - 0:34როცა მისი ღვაწლი 2011 წელს დაფასდა,
-
0:34 - 0:38მას ნაციონალური
ახალგაზრდული მშვიდობის პრიზი გადაეცა, -
0:38 - 0:39და ის ცნობილი გახდა,
-
0:39 - 0:43ქვეყნის ყველაზე ცნობილი გოგონა.
-
0:43 - 0:47მანამდე ის ჩემი ქალიშვილი იყო,
-
0:47 - 0:50მაგრამ ახლა, მე ვარ მისი მამა.
-
0:51 - 0:52ქალბატონებო და ბატონებო,
-
0:52 - 0:56თუ კაცობრიობის ისტორიას
თვალს გადავავლებთ ვნახავთ, -
0:56 - 0:58რომ ქალების ისტორია
-
0:58 - 1:02არის უსამართლობის,
-
1:02 - 1:04უთანასწორობის,
-
1:04 - 1:09ძალადობისა და ექსპლუატაციის ისტორია.
-
1:09 - 1:11იცით,
-
1:11 - 1:15პატრიარქალურ საზოგადოებებში
-
1:15 - 1:18თავიდანვე,
-
1:18 - 1:21გოგონას გაჩენისას
-
1:21 - 1:25მის დაბადებას არ ზეიმობენ.
-
1:25 - 1:27გოგონას დაბადებას არ მიესალმება
-
1:27 - 1:30არც მამა და არც დედა.
-
1:30 - 1:32მეზობლები მოდიან
-
1:32 - 1:34და თანაუგრძნობენ დედას,
-
1:34 - 1:39არავინ ულოცავს მამას.
-
1:39 - 1:43დედა არაკომფორტულად გრძნობს თავს
-
1:43 - 1:48გოგონას დაბადების გამო.
-
1:48 - 1:51როდესაც დედა პირველ გოგოს აჩენს,
-
1:51 - 1:55ნაღვლიანდება.
-
1:55 - 1:59როდესაც მეორე გოგოს აჩენს,
-
1:59 - 2:01შოკირებულია
-
2:01 - 2:04და როცა ვაჟის მოლოდონში,
-
2:04 - 2:07მესამე გოგო იბადება,
-
2:07 - 2:13დედა თავს დამნაშავად გრძნობს,
როგორც კრიმინალი. -
2:13 - 2:16მხოლოდ დედა არ იტანჯება,
-
2:16 - 2:18არამედ ახალდაბადებული ქალიშვილიც,
-
2:18 - 2:20რადგან როცა გაიზრდება
-
2:20 - 2:23ისიც ასევე დაიტანჯება.
-
2:23 - 2:25ხუთი წელი რომ შეუსრულდება
-
2:25 - 2:28და სკოლაში უნდა წავიდეს,
-
2:28 - 2:30ის სახლში რჩება
-
2:30 - 2:34და მისი ძმები კი სკოლაში შედიან.
-
2:34 - 2:3712 წლამდე გოგონას,
-
2:37 - 2:40მეტ-ნაკლებად კარგი ცხოვრება აქვს.
-
2:40 - 2:41მას შეუძლია იმხიარულოს,
-
2:41 - 2:44ითამაშოს მეგობრებთან ერთად
-
2:44 - 2:46და ისეირნოს ქუჩებში,
-
2:46 - 2:49როგორც პეპელას.
-
2:49 - 2:53თინეიჯერობის ასაკის მიღწევისთანავე კი,
-
2:53 - 2:55როცა 13-ის ხდება,
-
2:55 - 2:59მას ეკრძალება სახლიდან გასვლა
-
2:59 - 3:02მამაკაცის თანხლების გარეშე.
-
3:02 - 3:08იგი სახლში, ოთხ კედელს
შუა გამომწყვდეული რჩება, -
3:08 - 3:13აღარაა თავისუფალი ინდივიდი.
-
3:13 - 3:16იგი ხდება საკუთარი მამის,
-
3:16 - 3:19ძმების
-
3:19 - 3:22და ოჯახის ე.წ. ღირსება.
-
3:22 - 3:25თუ ის დაარღვევს
-
3:25 - 3:28ამ ე.წ. ღირსების ეტიკეტს,
-
3:28 - 3:32შეიძლება მოკლან კიდეც.
-
3:32 - 3:34ნიშანდობლივია,
-
3:34 - 3:38რომ ეს ე.წ. ღირსების კოდექსი,
-
3:38 - 3:41გავლენას ახსენას არა მხოლოდ
გოგონას ცხოვრებაზე, -
3:41 - 3:43არამედ ოჯახის სხვა
-
3:43 - 3:48მამაკაც წევრებზეც.
-
3:48 - 3:55მე ვიცნობ ოჯახს,
რომელშიც შვიდი და და ერთი ძმაა -
3:55 - 3:57და ეს ძმა,
-
3:57 - 4:00მიგრირებულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში,
-
4:00 - 4:03რომ გამოიმუშაოს საარსებო
საშუალება შვიდი დისთვის -
4:03 - 4:05და მშობლებისთვის,
-
4:05 - 4:11რადგან ის ფიქრობს,
რომ დამამცირებელი იქნება, -
4:11 - 4:14თუ მისი შვიდი და რამეს ისწავლის,
-
4:14 - 4:16სახლიდან გავა
-
4:16 - 4:20და საარსებო საშუალებას გამოიმუშავებს.
-
4:20 - 4:22ამიტომ ეს ძმა
-
4:22 - 4:25საკუთარ ცხოვრებისეულ სიამოვნებებს
-
4:25 - 4:29დების ბედნიერებას წირავს
-
4:29 - 4:33ამ ე.წ. ღირსების სამსხვერპლოზე.
-
4:33 - 4:35პატრიარქალურ საზოგადოებებში
-
4:35 - 4:37არსებობს კიდევ ერთი ნორმა
-
4:37 - 4:42და მას ეწოდება - მორჩილება.
-
4:42 - 4:45კარგი გოგონა უნდა იყოს
-
4:45 - 4:51ძალიან ჩუმი, თავმდაბალი
-
4:51 - 4:55და ძალიან მორჩილი.
-
4:55 - 4:56ეს კრიტერიუმია.
-
4:56 - 5:00სანიმუშო კარგი გოგონა
ჩუმი უნდა იყოს. -
5:00 - 5:02მისგან მოელიან, რომ იქნება მდუმარე
-
5:02 - 5:05და იმ გადაწყვეტილებების მორჩილი,
-
5:05 - 5:07რომელსაც მამა, დედა
-
5:07 - 5:11და მასზე უფროსი ადამიანები მიიღებენ,
-
5:11 - 5:13მაშინაც კი, თუ მას ეს
გადაწყვეტილება არ მოსწონს. -
5:13 - 5:16თუ მას გაათხოვებენ მამაკაცზე,
რომელიც არ მოსწონს, -
5:16 - 5:19ან ასაკით უფროს მამაკაცზე,
-
5:19 - 5:21იგი ვალდებულია დაემორჩილოს,
-
5:21 - 5:23რომ მისი ქმედება არ იქნას აღქმული
-
5:23 - 5:26როგორც ურჩობა.
-
5:26 - 5:27თუ მას ნაადრევად გაათხოვებენ,
-
5:27 - 5:29ვალდებულია დაეთანხმოს.
-
5:29 - 5:33სხვა შემთხვევაში მას ურჩს უწოდებენ.
-
5:33 - 5:36და რა ხდება საბოლოო ჯამში?
-
5:36 - 5:38პოეტი ქალის ენით, რომ ვთქვათ:
-
5:38 - 5:40გოგონას ათხოვებენ, საწოლზე აწვენენ
-
5:40 - 5:45და შემდეგ იგი აჩენს უფრო მეტ ვაჟს და ქალს.
-
5:45 - 5:48ამ სიტუაციის ირონიულობა იმაშია,
-
5:48 - 5:51რომ ეს დედა
-
5:51 - 5:54მორჩილების ზუსტად იგივე გაკვეთილს უტარებს
-
5:54 - 5:55საკუთარ ქალიშვილს
-
5:55 - 5:59და ღირსების იგივე გაკვეთილს მის ვაჟებს.
-
5:59 - 6:04ეს მანკიერი, უწყვეტი წრე კი გრძელდება.
-
6:06 - 6:09ქალბატონებო და ბატონებო,
-
6:09 - 6:12მილიონობით ქალის მძიმე მდგომარეობა
-
6:12 - 6:15შეიძლება შეიცვალოს
-
6:15 - 6:17სხვანაირად თუ ვიფიქრებთ.
-
6:17 - 6:21თუ ქალები და კაცები
სხვანაირად იაზროვნებენ, -
6:21 - 6:25თუ კაცები და ქალები ტომობრივ
და პატრიარქალურ საზოგადოებებში, -
6:25 - 6:27განვითარებად ქვეყნებში,
-
6:27 - 6:30შეძლებენ დაარღვიონ
-
6:30 - 6:35ოჯახის და საზოგადოების ნორმები.
-
6:35 - 6:40თუ მოახერხებენ გააუქმონ
დისკრიმინაციული კანონები -
6:40 - 6:43თავიანთ ქვეყნებში,
-
6:43 - 6:45რომლებიც მიმართულია ქალების
-
6:45 - 6:49ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ.
-
6:49 - 6:54ძვირფასო დებო და ძმებო,
როცა მალალა დაიბადა, -
6:54 - 6:56თავდაპირველად,
-
6:56 - 6:57მერწმუნეთ,
-
6:57 - 7:02სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს
ახალდაბადებული ბავშვები, -
7:02 - 7:06მაგრამ როდესაც მას თვალებში ჩავხედე,
-
7:06 - 7:08დამიჯერეთ,
-
7:08 - 7:12ძალიან პატივდადებულად ვიგრძენი თავი.
-
7:12 - 7:14მის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე,
-
7:14 - 7:17ვფიქრობდი მის სახელზე.
-
7:17 - 7:21მოხიბლული ვიყავი გმირით,
-
7:21 - 7:25რომელიც თავისუფლებისთვის
იბრძოდა ავღანეთში. -
7:25 - 7:30მისი სახელი იყო მალალაი მაივანდიდან
-
7:30 - 7:34და მის საპატივცემულოდ დავარქვი
ჩემს ქალიშვილს ეს სახელი. -
7:34 - 7:37მალალას დაბადებიდან რამდენიმე დღეში,
-
7:37 - 7:39ჩემი ქალიშვილი რომ დაიბდა,
-
7:39 - 7:40ჩემი ბიძაშვილი მოვიდა...
-
7:40 - 7:42ეს დამთხვევა იყო...
-
7:42 - 7:45ის ჩემთან სახლში მოვიდა
-
7:45 - 7:48და თან გენეალოგიური ხე მოიტანა,
-
7:48 - 7:51იუსაფზაის გენეალოგიური ხე
-
7:51 - 7:54და როცა მას დავხედე,
-
7:54 - 8:00ის ჩვენი 300 წლის წინანდელ
წინაპრებამდე მიდიოდა, -
8:00 - 8:04მაგრამ ყველა კაცი იყო,
-
8:04 - 8:07ამიტომ კალამი ავიღე,
-
8:07 - 8:09ჩემი სახელის გასწვრივ ხაზი გავავლე
-
8:09 - 8:12და "მალალა" დავწერე.
-
8:14 - 8:16როდესაც იგი გაიზარდა
-
8:16 - 8:20და ოთხ-ნახევარი წლის გახდა,
-
8:20 - 8:23მე იგი ჩემ სკოლაში მივიღე.
-
8:23 - 8:26თქვენ მკითხავთ, რატომ ვახსენე
-
8:26 - 8:29გოგონას სკოლაში მიღება?
-
8:29 - 8:31დიახ, მე უნდა ვახსენო ეს.
-
8:31 - 8:34ეს შეიძლება ჩვეულებრივი რამაა კანადაში,
-
8:34 - 8:38ამერიკაში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში,
-
8:38 - 8:40მაგრამ ღარიბ ქვეყნებში,
-
8:40 - 8:44პატრიარქალურ და ტომობრივ საზოგადოებებში,
-
8:44 - 8:47ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა
გოგოს ცხოვრებაში. -
8:47 - 8:51სკოლაში შესვლა,
-
8:51 - 8:57მისი იდენტობის აღიარებას ნიშნავს.
-
8:57 - 8:59სკოლაში მიღება ნიშნავს,
-
8:59 - 9:02რომ ის ოცნებების
-
9:02 - 9:04და მისწრაფებების სამყაროში შევიდა,
-
9:04 - 9:07სადაც მას საკუთარი პოტენციალის
შეცნობა შეუძლია -
9:07 - 9:11მომავლი ცხოვრებისთვის.
-
9:11 - 9:13მე ხუთი და მყავს
-
9:13 - 9:16და არც ერთ მათგანს არ უვლია სკოლაში.
-
9:16 - 9:18თქვენ გაოცდებით
-
9:18 - 9:22და ორი კვირის წინ,
-
9:22 - 9:26როცა კანადის სავიზო განაცხადს ვავსებდი
-
9:26 - 9:31და ოჯახის ნაწილი უნდა შემეტანა,
-
9:31 - 9:33ჩემი ზოგიერთი დის გვარი
-
9:33 - 9:37ვერ გავიხსენე.
-
9:37 - 9:39ამის მიზეზი ის იყო,
-
9:39 - 9:42რომ ჩემი დის სახელები
-
9:42 - 9:48არასდროს მინახავს რამე დოკუმენტზე.
-
9:48 - 9:51ეს იყო იმის მიზეზი,
-
9:51 - 9:54რომ მე დავაფასე ჩემი ქალიშვილი.
-
9:54 - 9:59რაც მამაჩემმა ვერ მისცა ჩემს დებს
-
9:59 - 10:00და თავის ქალიშვილებს,
-
10:00 - 10:05ვიფიქრე, რომ მე უნდა შევცვალო ეს.
-
10:05 - 10:08მე ვაფასებდი ჩემი ქალიშვილის ინტელექტს
-
10:08 - 10:11და მშვენიერებას.
-
10:11 - 10:14მე ვაქეზებდი მას,
რომ ჩემ გვერდით მჯდარიყო, -
10:14 - 10:15როცა ჩემი მეგობრები მსტუმრობდნენ.
-
10:15 - 10:20მე ვაქეზებდი, ჩემთან ერთად
წამოსულიყო სხვადასხვა შეხვედრებზე -
10:20 - 10:22და ყველა ამ კარგი ფასეულობის,
-
10:22 - 10:25ჩანერგვას ვცდილობდი მის პიროვნებაში
-
10:25 - 10:29და ეს იყო არა მხოლოდ მალალას შემთხვევაში.
-
10:29 - 10:32მე ვუზიარებდი ყველა ამ კარგ ფასეულობას
-
10:32 - 10:36ჩემი სკოლის მოსწავლე გოგოებს და ბიჭებსაც.
-
10:36 - 10:40მე განათლებას ემანსიპაციისთვის ვიყენებდი.
-
10:40 - 10:42ჩემს გოგოებს ვასწავლიდი,
-
10:42 - 10:44ჩემს მოსწავლე გოგოებს ვასწავლიდი,
-
10:44 - 10:49რომ დაევიწყებინათ მორჩილების გაკვეთილები.
-
10:49 - 10:52მოსწავლე ბიჭებს ვასწავლიდი,
-
10:52 - 10:58რომ დაევიწყებინათ
ე.წ. ფსევდო-ღირსების გაკვეთილები. -
11:02 - 11:06ძვირფასო ძმებო და დებო,
-
11:06 - 11:10ჩვენ ვისწრაფვოდით
ქალების მეტი უფლებებისთვის -
11:10 - 11:14და ვიბრძოდით უფრო მეტი
-
11:14 - 11:18და მეტი საზოგადოებრივი სივრცისთვის
ქალებისთვის. -
11:18 - 11:21მაგრამ ჩვენ შევეჯახეთ ახალ მოვლენას.
-
11:21 - 11:24ის სასიკვდილო იყო ადამიანის
-
11:24 - 11:27და კერძოდ ქალების უფლებებისთვის.
-
11:27 - 11:32მას თალიბანიზაცია ერქვა.
-
11:32 - 11:36ეს ნიშნავდა უარის თქმას
-
11:36 - 11:38ქალების მონაწილეობაზე
-
11:38 - 11:44ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ
და საზოგადოებრივ აქტივობებში. -
11:44 - 11:48ასობით სკოლა იქნა აფეთქებული.
-
11:48 - 11:54გოგოებს აეკრძალათ სკოლაში სიარული.
-
11:54 - 11:58ქალებს თავსაბურავის ტარებას აძალებდნენ
-
11:58 - 12:01და მათ აეკრძალათ მაღაზიებში სიარული.
-
12:01 - 12:04მუსიკოსები დაადუმეს,
-
12:04 - 12:06გოგოებს წკეპლავდნენ
-
12:06 - 12:09და მომღერლებს ხოცავდნენ.
-
12:09 - 12:11მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა
-
12:11 - 12:14და ცოტა თუ იღებდა ხმას
-
12:14 - 12:16და ეს იყო ყველაზე საშიში რამ,
-
12:16 - 12:22როცა შენს გარშემო ის ხალხია
-
12:22 - 12:24ვინც ხოცავს და წკეპლავს
-
12:24 - 12:26და შენ კი საკუთარ უფლებებზე საუბრობ.
-
12:26 - 12:30ეს ნამდვილად ყველაზე საშიში რამაა.
-
12:30 - 12:3210 წლის ასაკში
-
12:32 - 12:35მალალა აღუდგა,
-
12:35 - 12:39აღუდგა მათ განათლების უფლების დასაცავად.
-
12:39 - 12:43ის დღიურებს წერდა BBC-ის ბლოგისთვის.
-
12:43 - 12:45ის მოხალისედ მონაწილეობდა
-
12:45 - 12:49New York Times-ის დოკუმენტურ ფილმებში.
-
12:49 - 12:54საუბრობდა ყველა შესაძლო ტრიბუნიდან
-
12:54 - 12:58და მისი ხმა ყველაზე მძლავრი იყო.
-
12:58 - 13:05მისი ხმა გავრცელდა
როგორც კრეშენდო მთელ მსოფლიოში -
13:05 - 13:06და ეს გახდა იმის მიზეზი,
-
13:06 - 13:11რომ თალიბანმა ვერ აიტანა მისი კამპანია
-
13:11 - 13:14და 2012 წლის 9 ოქტომბერს
-
13:14 - 13:19მას პირდაპირ თავში ესროლეს.
-
13:19 - 13:24ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის
ეს სამყაროს დასასრული იყო. -
13:24 - 13:29მსოფლიო დიდ შავ ხვრელად გადაიქცა.
-
13:29 - 13:31როცა ჩემი ქალიშვილი
-
13:31 - 13:34სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო,
-
13:34 - 13:38ჩემს ცოლს ყურში ჩავჩურჩულე:
-
13:38 - 13:41"ჩემი ბრალია
-
13:41 - 13:45ის რაც ჩვენს ქალიშვილს დაემართა?"
-
13:45 - 13:48და მან მყისიერად მიპასუხა:
-
13:48 - 13:50"გთხოვ საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ,
-
13:50 - 13:53შენ სწორ პრინციპებს იცავდი.
-
13:53 - 13:55საკუთარი სიცოცხლე გადადე
-
13:55 - 13:57სიმართლისთვის,
-
13:57 - 13:58მშვიდობისთვის
-
13:58 - 14:00და განათლებისთვის.
-
14:00 - 14:02და ამან შენი ქალიშვილი შთააგონა
-
14:02 - 14:04და ის შენ შემოგიერთდა.
-
14:04 - 14:06თქვენ ორივე სწორ გზაზე იყავით
-
14:06 - 14:10და მას ღმერთი დაიცავს"
-
14:10 - 14:13ეს რამდენიმე სიტყვა
ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. -
14:13 - 14:17და მეტი ეს კითხვა აღარ დამისვამს.
-
14:17 - 14:21როცა მალალა საავადმყოფოში იყო,
-
14:21 - 14:24და საშინელი ტკივილები ტანჯავდა...
-
14:24 - 14:27მას საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა,
-
14:27 - 14:30რადგან მისი სახის ნერვი დაზიანებული იყო,
-
14:30 - 14:33ამ დროს ჩემი ცოლის სახეზე
-
14:33 - 14:38სევდის მუქ ჩრდილს ვხედავდი,
-
14:38 - 14:44მაგრამ ჩემს ქალიშვილს არასდროს დაუჩივლია.
-
14:44 - 14:46ის გვეტყოდა ხოლმე:
-
14:46 - 14:48"მე არ მაწუხებს ჩემი დაგრეხილი ღიმილი
-
14:48 - 14:51და ის რომ სახეს ვერ ვგრძნობ.
-
14:51 - 14:53კარგად ვიქნები. გთხოვთ ნუ ნერვიულობთ"
-
14:53 - 14:55ის ჩვენი ნუგეში იყო
-
14:55 - 14:58და გვამშვიდებდა.
-
15:00 - 15:04ძვირფასო ძმებო და დებო,
-
15:04 - 15:07ჩვენ მისგან ვისწავლეთ
თუ როგორ ვიყოთ ძლიერები -
15:07 - 15:10ყველაზე ძნელბედობის ჟამს.
-
15:10 - 15:13და მე მოხარული ვარ გაგიზიაროთ,
-
15:13 - 15:19რომ მიუხედავად იმისა რომ ის
-
15:19 - 15:22ბავშვების და ქალების უფლებებისთვის
მებრძოლი სიმბოლოა, -
15:22 - 15:27ის ნებისმიერი 16 წლის გოგოსავითაა.
-
15:27 - 15:32ის ტირის როცა დავალებას ვერ ასრულებს.
-
15:32 - 15:34ის ჩხუბობს საკუთარ ძმებთან
-
15:34 - 15:38და ეს ძალიან მახარებს.
-
15:38 - 15:41ხალხი მეკითხება,
-
15:41 - 15:44რა არის განსაკუთრებული
ჩემი აღზრდის მეთოდში, -
15:44 - 15:47რამაც მალალა ასეთი გაბედული
-
15:47 - 15:51და მამაცი, ასეთი შეუპოვარი
და მშიდი გახადა. -
15:51 - 15:57მე მათ ვპასუხობ, ნუ მკითხავთ რა გავაკეთე.
-
15:57 - 16:01მკითხეთ რა არ გამიკეთებია.
-
16:01 - 16:07მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია და სულ ესაა.
-
16:07 - 16:09დიდი მადლობა.
-
16:09 - 16:15(აპლოდისმენტები)
-
16:15 - 16:19მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა.
(აპლოდისმენტები)
- Title:
- ჩემი ქალიშვილი, მალალა
- Speaker:
- ზიაუდინ იუსაფზაი
- Description:
-
პაკისტანელი მასწავლებელი ზიაუდინ იუსაფზაი გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის მოსმენაც ბევრს არ სურს: ქალები და კაცები განათლების, ავტონომიის და დამოუკიდებელი იდენტობის თანაბარ შესაძლებლობებს იმსახურებენ. ის გვიყვება ამბავს პირადი და მისი ქალიშვილის, მალალას ცხოვრებიდან, რომელსაც თალიბანის წევრებმა ესროლეს 2012-ში მხოლოდ იმიტომ, რომ მან სკოლაში წასვლა გაბედა. "რატომ არის ჩემი ქალიშვილი ასეთი ძლიერი?" კითხულობს იუსაფზაი, "რადგან მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია"
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 16:36
Levan Lashauri approved Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Tamta Makharadze accepted Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Tamta Makharadze edited Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for My daughter, Malala |