Return to Video

გინდა დაეხმარო ვინმეს? გაჩუმდი და მოუსმინე

  • 0:01 - 0:05
    ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ყველაფერს,
    რასაც პროფესიონალურად ვაკეთებ...
  • 0:05 - 0:09
    ჩემი ცხოვრება...ჩამოყალიბდა...
  • 0:09 - 0:15
    აფრიკაში ახალგაზრდა კაცის 7
    წლიანი მუშაობის შედეგად.
  • 0:15 - 0:18
    1971-1977 წლებში
  • 0:18 - 0:22
    ახალგაზრდულად გამოვიყურები,
    მაგრამ არ ვარ, (სიცილი)
  • 0:22 - 0:27
    ვმუშაობდი ზამბიაში, კენიაში,
    კოტ-დ’ივუარზე, ალჟირში, სომალში,
  • 0:27 - 0:31
    აფრიკის ქვეყნებთან ტექნიკური
    თანამშრომლობის პროექტში.
  • 0:31 - 0:34
    ვმუშაობდი იტალიურ
    არასამთავრობო ორგანიზაიებთან.
  • 0:34 - 0:40
    და აფრიკაში წამოწყებული ვერცერთი
    პროექტი
  • 0:40 - 0:44
    ვერ განხორციელდა.
  • 0:44 - 0:48
    გაღიზიანებული ვიყავი.
  • 0:48 - 0:52
    21 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ ჩვენ,
    იტალიელები კარგი ხალხი ვიყავით
  • 0:52 - 0:56
    და აფრიკაში კეთილ საქმეს ვაკეთებდით.
  • 0:56 - 1:03
    ამის ნაცვლად, რასაც შევეხეთ
    ყველაფერი გავანადგურეთ.
  • 1:03 - 1:08
    ჩვენმა პირველმა პროექტმა შთამაგონა
    ჩემი პირველი წიგნი
  • 1:08 - 1:11
    "პულსაცია ზამბეიდან"
  • 1:11 - 1:13
    პროექტი, სადაც იტალიელებმა გადავწყვიტეთ
  • 1:13 - 1:19
    ზამბიის ხალხისთვის საკვების
    მოყვანა გვესწავლებინა.
  • 1:19 - 1:23
    მოკლედ, იტალიური თესლი
    ჩავიტანეთ სამხრეთ ზამბიაში,
  • 1:23 - 1:27
    ამ აბსოლიტურად საოცარ ხეობაში,
  • 1:27 - 1:30
    რომელიც მდინარე ზამბეზის მიუყვება
  • 1:30 - 1:34
    და ადგილობრივებს ვასწავლიდით, როგორ
    მოეყვანათ იტალიური პომიდორი
  • 1:34 - 1:36
    და ყაბაყი...
  • 1:36 - 1:39
    რა თქმა უნდა, ადგილობრივებს ეს
    საქმე საერთოდ არ აინტერესებედათ,
  • 1:39 - 1:42
    ამიტომ ფულს ვუხდიდით, რომ
    მოსულიყვნენ და ემუშავათ,
  • 1:42 - 1:46
    ამიტომ ზოგჯერ გამოჩნდებოდნენ ხოლმე.
    (სიცილი)
  • 1:46 - 1:49
    გაოცებული ვიყავით, რომ
    ადგილობრივი მოსახლეობა,
  • 1:49 - 1:52
    ასეთ ნაყოფიერ მიწაზე, სოფლის
    მეორნეობას არ მისდევდა.
  • 1:52 - 1:55
    მაგრამ იმის ნაცვლად რომ გვეკითხა,
    რატომ არაფერი მოყავდათ,
  • 1:55 - 1:59
    უბრალოდ ვამბობდით:
    „მადლობა ღმერთს, აქ ვართ." (სიცილი)
  • 1:59 - 2:04
    მოვუსწარით და ზამბიელებს შიმშილით
    სიკვდილისგან გადავარჩენთო.“
  • 2:04 - 2:07
    რა თქმა უნდა, აფრიკაში ყველაფერი
    მშვენივრად გაიზარდა.
  • 2:07 - 2:10
    მოვიყვანეთ საოცარი პომიდვრები.
    იტალიაში პომიდორი
  • 2:10 - 2:13
    აი ასეთი ზომის იზრდება,
    ზამბიაში კი - ამ ზომის.
  • 2:13 - 2:16
    თვალებს არ ვუჯერებდით და
    ზამბიელებს ვეუბნებოდით:
  • 2:16 - 2:19
    „ ნახეთ, სოფლის მეურნეობა
    რა ადვილი რამეა.“
  • 2:19 - 2:22
    როცა პომიდორი დამწიფდა
    და წითლად ხასხასებდა,
  • 2:22 - 2:25
    ერთ ღამეს მდინარიდან
    200-მდე ბეჰემოთი გამოვიდა
  • 2:25 - 2:29
    და ყველაფერი გადაჭამა.
    (სიცილი)
  • 2:29 - 2:34
    ზამბიელებს ვუთხარით:
    „ღმერთო, ბეჰემოტები. "
  • 2:34 - 2:39
    მათ კი გვიპასუხეს: „დიახ, სოფლის
    მეურნეობა ზუსტად ამიტომ არ გვაქვს“(სიცილი)
  • 2:39 - 2:45
    „ რატომ არ გვითხარით?"
    “არასდროს გიკითხავთ“.
  • 2:45 - 2:51
    მეგონა აფრიკაში მარტო ჩვენ,
    იტალიელებმა დავუშით ასეთი შეცდომა,
  • 2:51 - 2:53
    მაგრამ მერე ვნახე ამერიკელები,
  • 2:53 - 2:56
    ინგლისელები, ფრანგები რას აკეთებდნენ.
  • 2:56 - 2:59
    ამის შემდეგ
  • 2:59 - 3:02
    ზამბიაში ჩვენი პროექტით ამაყი ვიყავი.
  • 3:02 - 3:07
    რადგან, ჩვენ ბეჰემოთები მაინც გამოვკვებეთ.
  • 3:07 - 3:11
    უნდა გენახათ ის ნარჩენები...
    (ტაში)
  • 3:11 - 3:14
    უნდა გენახათ ის ნარჩენები,
    რომელსაც ვაძლევდით
  • 3:14 - 3:16
    მიამიტ აფრიკელებს.
  • 3:16 - 3:17
    წიგნის წაკითხვა თუ გინდათ,
  • 3:17 - 3:22
    ზამბიელი ქალი ეკონომისტის, დამბისა მოიოს
  • 3:22 - 3:25
    „მკვდარი დახმარება“ წაიკითხეთ.
  • 3:25 - 3:27
    წიგნი 2009 წელს დაიბეჭდა.
  • 3:27 - 3:32
    ბოლო 50 წლის განმავლობაში,
    დასავლეთის დონორმა
  • 3:32 - 3:37
    ქვეყნებმა, აფრიკის კონტინენტს 2 ტრილიონი
    ამერიკული დოლარი მივეცით.
  • 3:37 - 3:41
    აღარაფერს გეტყვით ზიანზე,
    რომელიც ამ ფულმა მოიტანა.
  • 3:41 - 3:43
    უბრალოდ აიღეთ და მისი წიგნი წაიკითხეთ.
  • 3:43 - 3:51
    წაიკითხეთ აფრიკელი ქალისგან,
    ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ.
  • 3:51 - 3:57
    ჩვენ დასავლელი ხალხი იმპერიალისტები
    ვართ, კოლონიალისტი მისიონერები
  • 3:57 - 4:01
    და ჩვენთვის ადამიანებთან ურთიერთობის
    მხოლოდ ორი გზა არსებობს:
  • 4:01 - 4:05
    ან მფარველობას ვუწევთ,
    ან პატერნალისტები ვართ.
  • 4:05 - 4:08
    ორივე სიტყვა მოდის
    ლათინური ფუძიდან „პატერ“,
  • 4:08 - 4:10
    რაც მამას ნიშნავს.
  • 4:10 - 4:14
    მაგრამ ორი განსხვავებული რამაა.
  • 4:14 - 4:18
    პატერნალიზმია, როცა სხვა
    კულტურის წარმომადგენელს
  • 4:18 - 4:23
    ისე ვექცევი თითქოს ჩემი შვილები
    იყვნენ. „ძალიან მიყვარხართ.“
  • 4:23 - 4:28
    მფარველობაა, როცა სხვა კულტურის
    წარმომადგენლებს ისე ვექცევით
  • 4:28 - 4:30
    თითქოს ჩვენი მსახურები არიან.
  • 4:30 - 4:36
    ზუსტად ამიტომ, აფრიკაში
    თეთრკანიანებს „ბვანას“ ბოსებს ეძახიან.
  • 4:36 - 4:40
    სახეში სილა გამაწნეს როცა შუმახერის
  • 4:40 - 4:45
    „პატარა მშვენიერია“
    წავიკითხე, რომელიც ამბობს
  • 4:45 - 4:48
    რომ ეკონომიკურ განვითარებაში,
    უპირველეს ყოვლისა,
  • 4:48 - 4:52
    თუ ხალხს არ უნდა, რომ
    ეხმარებოდნენ, თავი დაანებეთ.
  • 4:52 - 4:55
    ეს უნდა იყოს დახმარების პირველი პრინციპი.
  • 4:55 - 4:59
    დახმარების პირველი პრინციპი პატივისცემაა.
  • 4:59 - 5:02
    დღეს დილით, ჯენტლმენმა,
    რომელმაც ეს კონფერენცია გახსნა,
  • 5:02 - 5:05
    იატაკზე ჯოხი დადო და თქვა:
  • 5:05 - 5:10
    "შეგვიძლია - წარმოიდგინოთ ისეთი ქალაქი,
  • 5:10 - 5:13
    რომელიც არ არის ნეოკოლონიური?"
  • 5:13 - 5:18
    როცა 27 წლის ვიყავი, გადავწყვიტე
  • 5:18 - 5:22
    მხოლოდ ადამიანების
    მოთხოვნების შესაბამისად მემოქმედა
  • 5:22 - 5:26
    და შევქმენი სისტემა სახელად
    „Enterprise Facilitation,“
  • 5:26 - 5:30
    სადაც არასდროს არანაირი
    ინიციატივას არ აყენებ,
  • 5:30 - 5:34
    მოტივაციას არასდროს არავის აძლევ,
  • 5:34 - 5:37
    მაგრამ თვითონ ხდები იქაური ვნების
    მსახური, ადგილობრივი ადამიანების მსახური,
  • 5:37 - 5:42
    რომლებიც ოცნებობენ რომ უკეთსები გახდნენ.
  • 5:42 - 5:46
    და რას აკეთებ - ჩუმდები.
  • 5:46 - 5:50
    არასდროს მიდიხარ საზოგადოებაში
    ახალი იდეებით,
  • 5:50 - 5:54
    უბრალოდ მათ შორის ზიხარ.
  • 5:54 - 5:57
    ჩვენ არ ვმუშაობთ ოფისებიდან.
  • 5:57 - 6:01
    შეხვედრები გვაქვს კაფეებში, პაბებში.
  • 6:01 - 6:04
    გვაქვს ნულოვანი ინფრასტრუქტურა.
  • 6:04 - 6:07
    და რას ვაკეთებთ, ჩვენ ვხდებით მეგობრები.
  • 6:07 - 6:12
    და ვიგებთ ამ ადამიანს რა სურს.
  • 6:12 - 6:14
    ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სურვილია.
  • 6:14 - 6:16
    შეგიძლია ვინმეს იდეები მიაწოდო.
  • 6:16 - 6:18
    მაგრამ თუ ადამიანს ამის გაკეთება
    არ უნდა,
  • 6:18 - 6:21
    რა უნდა ქნა?
  • 6:21 - 6:26
    სურვილი, რომელიც ადამიანს
    საკუთარი ზრდისთვის აქვს,
  • 6:26 - 6:28
    ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • 6:28 - 6:32
    სურვილი, რომელიც ადამიანს აქვს
    საკუთარი პიროვნული ზრდისთვის,
  • 6:32 - 6:34
    ყველაზე მნიშვნელოვანია.
  • 6:34 - 6:37
    მხოლოდ ამის შემდეგ
    ვეხმარებით ცოდნის მოძიებაში,
  • 6:37 - 6:42
    რადგან წარმატებას მსოფლიოში
    მარტო ვერავინ მიაღწევს.
  • 6:42 - 6:45
    იდეის მქონე ადამიანს შეიძლება
    არ ქონდეს განათლება,
  • 6:45 - 6:47
    მაგრამ განათლება ხელმისაწვდომია.
  • 6:47 - 6:51
    ასე რომ, წლების წინ მომივიდა იდეა:
  • 6:51 - 6:55
    ერთხელ მაინც, იმის ნაცვლად რომ
    მივიდეთ საზოგადოებაში
  • 6:55 - 7:00
    და ვუთხრათ რა აკეთონ, რატომ არ
    შეიძლება მივიდეთ
  • 7:00 - 7:05
    და უბრალოდ მოვუსმინოთ?
    მაგრამ არა საჯარო შეხვედრებზე.
  • 7:05 - 7:10
    მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ.
  • 7:10 - 7:14
    არსებობს საჯარო შეხვედრების პრობლემა.
  • 7:14 - 7:18
    პრობლემა. მეწარმე არასდროს მოვა,
  • 7:18 - 7:21
    და არასადროს გეტყვის საჯარო შეკრებაზე,
  • 7:21 - 7:25
    თავისი ფულით რის გაკეთებას
    აპირებს
  • 7:25 - 7:28
    ან რა შესაძლებლობები აქვს.
  • 7:28 - 7:33
    ასე რომ, დაგეგმარებას
    თავისი ბრმა წერტილი აქვს.
  • 7:33 - 7:38
    თქვენს საზოგადოებაში ყველაზე
    ჭკვიან ადამიანებს არც კი იცნობთ,
  • 7:38 - 7:45
    რადგან ასეთ შეკრებებზე არასდროს დადიან.
  • 7:45 - 7:49
    რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ ერთი-ერთზე
  • 7:49 - 7:51
    და ერთი-ერთზე მუშაობისას
    გიწევს შექმნა
  • 7:51 - 7:54
    სოციალური ინფრასტრუქტურა,
    რომელიც არ არსებობს.
  • 7:54 - 7:56
    იძულებული ხარ შექმნა ახალი პროფესია.
  • 7:56 - 8:02
    ეს პროფესიაა - წარმოების ოჯახის ექიმი,
  • 8:02 - 8:05
    ბიზნესის ოჯახის ექიმი, რომელიც
    შენთან ერთად ზის
  • 8:05 - 8:09
    შენს სახლში, შენი სამზარეულოს
    მაგიდასთან, კაფეში,
  • 8:09 - 8:13
    და გეხმარება რომ შენი სურვილები
  • 8:13 - 8:15
    თავის რჩენის საშუალებად აქციო.
  • 8:15 - 8:20
    ეს ცდა წამოვიწყე ესპერანსეში,
    დასავლეთ ავსტრალიაში.
  • 8:20 - 8:23
    მაშინ მეცნიერებათა დოქტორი ვიყავი,
  • 8:23 - 8:27
    რომელიც ცდილობდა იმ მფარველობით სიგიჟეს
    გაქცეოდა რითაც ჩვენ ჩავედით
  • 8:27 - 8:31
    და გეუბნებიან, თუ რა უნდა აკეთოთ.
  • 8:31 - 8:35
    ასე რომ, მე რასაც ვაკეთებდი ესპერანსეში
    პირველი წლის განმავლობაში
  • 8:35 - 8:40
    უბრალოდ დავდიოდი ქუჩებში
    და უკვე სამ დღეში,
  • 8:40 - 8:43
    ჩემი პირველი კლიენტიც მყავდა.
    დავეხმარე ამ პირველ კლიენტს, რომელიც
  • 8:43 - 8:47
    ავტოფარეხში შებოლილ თევზს ამზადებდა,
    მაორის ტომის წარმომადგენელი იყო,
  • 8:47 - 8:51
    და დავეხმარე რომ პერთში
    რესტორნისთვის მიეყიდა.
  • 8:51 - 8:54
    ამის მერე მეთევზეებმა მომაკითხეს
    და მითხრეს:
  • 8:54 - 8:57
    “მაორელ ბიჭს შენ დაეხმარე?
    შეგიძლია ჩვენც დაგვეხმარო?“
  • 8:57 - 9:00
    ასე დავეხმარე ამ ხუთ მეთევზეს,
    რომ ერთად ემუშავათ
  • 9:00 - 9:04
    და თინუსი ოლბანის კონსერვების
    ქარხნისთვის კი არ მიეყიდათ
  • 9:04 - 9:08
    არამედ ვიპოვეთ გზა თევზი სუშისთვის
    მიეყიდათ იაპონელებისთვის
  • 9:08 - 9:13
    კილო 15 დოლარად.
  • 9:13 - 9:15
    ახლა უკვე ფერმერები მოვიდნენ
    ჩემთან და მითხრეს:
  • 9:15 - 9:17
    „იმათ, რომ დაეხმარე,
    შეგიძლია ჩვენც დაგვეხმარო?“
  • 9:17 - 9:20
    ერთ წელში 27 აქტიური პროექტი მქონდა
  • 9:20 - 9:23
    და ჩემთან უკვე ხელისუფლების
    წარმომადგენლები მოვიდნენ და მკითხეს
  • 9:23 - 9:25
    „ამას როგორ აკეთებ? ამას როგორ აკეთებ?“
  • 9:25 - 9:28
    მაშინ ვუპასუხე, „იმას ვაკეთებ, რაც
    ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია.
  • 9:28 - 9:33
    ვჩუმდები და მათ ვუსმენ.“
    (სიცილი)
  • 9:33 - 9:42
    მოკლედ,
    (ტაში)
  • 9:42 - 9:46
    მოკლედ ხელისუფლების წარმომადგენელი
    ამბობს - „მოდი კიდევ გააკეთე.“ (სიცილი)
  • 9:46 - 9:49
    ანალოგიურად მოვიქეცით 300
    სათემოში მთელს მსოფლიოში.
  • 9:49 - 9:53
    დავეხმარეთ 40 ათასი ბიზნესის წამოწყებას.
  • 9:53 - 9:55
    არსებობს მეწარმეების ახალი თაობა,
  • 9:55 - 9:57
    რომელიც მარტოობით კვდებიან.
  • 9:57 - 10:03
    პიტერ დრუკერი, ერთ-ერთი უდიდესი
    მრჩეველი მენეჯმენტის სფეროში,
  • 10:03 - 10:07
    რამდენიმე წლის წინ,
    96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • 10:07 - 10:10
    პიტერ დრუკერი ბიზნესში გადასვლამდე
  • 10:10 - 10:12
    იყო ფილოსოფიის პროფესორი
  • 10:12 - 10:15
    და აი რას ამბობდა:
  • 10:15 - 10:20
    “დაგეგმვა, ფაქტობრივად,
  • 10:20 - 10:24
    არ შეესაბამება სამეწარმეო
    საზოგადოებას და ეკონომიკას.“
  • 10:24 - 10:31
    დაგეგმვა მეწარმეობის სიკვდილის კოცნაა.
  • 10:31 - 10:33
    ასე, რომ ახლა კრაისტჩერჩს ანახლებთ
  • 10:33 - 10:37
    ისე რომ არ იცით კრაისტჩერჩის
    ყველაზე ჭკვიან ადამიანებს
  • 10:37 - 10:42
    თავისი ფულით და ენერგიით
    რისი გაკეთება უნდათ.
  • 10:42 - 10:45
    უნდა ვისწავლოთ როგორ
    შევუქმნათ ამ ხალხს პირობები
  • 10:45 - 10:48
    რომ მოვიდნენ და დაგელაპარაკონ.
  • 10:48 - 10:53
    უნდა შესთავაზოთ კონფიდენციალობა,
    დაცულობა,
  • 10:53 - 10:56
    ფანტასტიურად უნდა შეგეძლოთ მათი დახმარება
  • 10:56 - 11:00
    და აუცილებლად მოვლენ,
    მოვლენ უწყვეტ ნაკადად.
  • 11:00 - 11:03
    10 ათას კაციან საზოგადოებაში
    200 კლიენტი გვყავს.
  • 11:03 - 11:06
    წარმოგიდგენიათ 400 ათასიანი
    საზოგადოების
  • 11:06 - 11:08
    ინტელექტი და სურვილები?
  • 11:08 - 11:12
    დღეს დილით რომელ პრეზენტაციას ჰქონდა
    უფრო მეტი აპლოდისმენტები?
  • 11:12 - 11:18
    ადგილობრივ, საქმით გატაცებულ
    ადამიანებს, აი ვის.
  • 11:18 - 11:23
    იმის თქმა მინდა, რომ
  • 11:23 - 11:25
    მეწარმეობა არსებობს
    იქ , სადაც არსებობს.
  • 11:25 - 11:28
    პირველი ინდუსტრიული რევოლუციის
    დასასრულს ვუახლოვდებით
  • 11:28 - 11:32
    არაგანახლებადი წიაღისეული
    საწვავი, წარმოება,
  • 11:32 - 11:36
    და უეცრად, გვაქვს სისტემები,
    რომლებიც მდგრადი არ არის.
  • 11:36 - 11:39
    მდგრადი არ არის შიდა წვის ძრავი.
  • 11:39 - 11:42
    მდგრადი არ არის ნივთების
    შენარჩუნების ფრეონული გზა.
  • 11:42 - 11:45
    უნდა გადავხედოთ იმასაც როგორ ვიკვებებით,
  • 11:45 - 11:51
    ვმკურნალობთ, განათლებას ვიღებთ,
  • 11:51 - 11:55
    7 მილიარდ ადამიანს
    კომუნიკაცია გვაქვს ურყევი გზით.
  • 11:55 - 11:59
    ტექნოლოგიები ამისთვის არ არსებობენ.
  • 11:59 - 12:02
    ვინ გამოიგონებს ტექნოლოგიას
  • 12:02 - 12:09
    მწვანე რევოლუციისთვის?
    უნივერსიტეტები? დაივიწყეთ!
  • 12:09 - 12:11
    სახელმწიფო? ესეც დაივიწყეთ!
  • 12:11 - 12:16
    ესენი იქნებიან მეწარმეები და
    ამას უკვე აკეთებენ.
  • 12:16 - 12:20
    გამახსენდა ერთი კარგი ისტორია,
    რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ერთ
  • 12:20 - 12:21
    ფუტურისტულ ჟურნალში წავიკითხე.
  • 12:21 - 12:23
    1860 წელს, ექსპერტთა ჯგუფი
  • 12:23 - 12:28
    ნიუ იორკის მომავალზე
    სალაპარაკოდ მიიწვიეს.
  • 12:28 - 12:31
    და 1860 წელს, ეს ჯგუფი შეიკრიბა,
    და ყველა ფიქრობდა
  • 12:31 - 12:34
    იმაზე თუ რა მოუვიდოდა ნიუ იორკს
  • 12:34 - 12:35
    100 წლის შემდეგ
  • 12:35 - 12:37
    და დასკვნა ერთხმად მიიღეს:
  • 12:37 - 12:41
    ქალაქი ნიუ იორკი
    ასი წლის შემდეგ აღარ იარსებებდა.
  • 12:41 - 12:43
    რატომ? იმიტომ, რომ
    გადახედეს დიაგრამას და თქვეს,
  • 12:43 - 12:46
    თუ ქალაქის მოსახლეობა
    ამ ტემპით გაიზრდებოდა,
  • 12:46 - 12:50
    ნიუ-იორკის მოსახლეობის
    გადასაადგილებლად საჭირო
  • 12:50 - 12:53
    იქნებოდა 6 მილიონი ცხენი და
  • 12:53 - 12:56
    6 მილიონი ცხენის გამოყოფილ
    ნაკელთან გამკლავება
  • 12:56 - 12:59
    შეუძლებელი გახდებოდა.
  • 12:59 - 13:04
    ისედაც უკვე ნაკელში იხრჩობოდნენ.
    (სიცილი)
  • 13:04 - 13:09
    მოკლედ, 1860 წელს, დაინახეს ეს
    დამაბინძურებელი ტექნოლოგია,
  • 13:09 - 13:14
    რომელიც ნიუ-იორკში
    სიცოცხლეს გაანაგდურებდა.
  • 13:14 - 13:19
    და რა ხდება? 40 წლის შემდეგ, 1900 წელს,
  • 13:19 - 13:24
    ა.შ.შ.-ში არსებობდა 1001 ავტომობილების
  • 13:24 - 13:30
    მწაროებელი კომპანია
    1001.
  • 13:30 - 13:34
    განსხვავებული ტექნოლიგიების
    აღმოჩენის იდეამ
  • 13:34 - 13:36
    ყველა მოიცვა და აქ იყო
  • 13:36 - 13:41
    უამრავი ძალიან, ძალიან პატარა ქარხანა.
  • 13:41 - 13:47
    დირბორნი, მიჩიგანი, ჰენრი ფორდი.
  • 13:47 - 13:51
    თუმცა, არსებობს მეწარმეებთან
    მუშაობის საიდუმლო.
  • 13:51 - 13:55
    პირველ რიგში, უნდა შესთავაზოთ
    კონფიდენციალურობა.
  • 13:55 - 13:57
    წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოვლენ
    და არ დაგელაპარაკებიან.
  • 13:57 - 14:01
    შემდეგ უნდა შესთავაზოთ აბსოლუტური,
  • 14:01 - 14:05
    დაუღალავი და ენერგიული მუშაობა.
  • 14:05 - 14:08
    შემდეგ კი უნდა უთხრათ
    სიმართლე მეწარმეობაზე.
  • 14:08 - 14:11
    უმცირეს კომპანიებს, უდიდეს კომპანიებს
  • 14:11 - 14:15
    უნდა შეეძლოთ სამი რამის კარგად კეთება:
  • 14:15 - 14:19
    პროდუქტი, რომლის გაყიდვაც
    გინდათ უნდა იყოს ფანტასტიკური,
  • 14:19 - 14:23
    უნდა გქონდეთ ფანტასტიკური მარკეტინგი,
  • 14:23 - 14:26
    და მოგიწევთ გქონდეთ
    უზარმაზარი ფინანსუნი მენეჯმენტი.
  • 14:26 - 14:29
    გამოიცანით რატომ?
  • 14:29 - 14:31
    მთელს მსოფლიოში ერთი
    ადამიანიც კი არ შეგვხვედრია
  • 14:31 - 14:37
    ისეთი ვისაც ერთდროულად შეუძლია შექმნა,
    გაყიდვა და ფულის განკარგვა.
  • 14:37 - 14:40
    არ არსებობს.
  • 14:40 - 14:42
    ასეთი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა.
  • 14:42 - 14:45
    ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გადავხედეთ
  • 14:45 - 14:49
    მსოფლიოს ასამდე კომპანიას -
  • 14:49 - 14:53
    კარნეგის, უესტინგჰაუზს, ედისონს, ფორდს,
  • 14:53 - 14:56
    ყველა ახალ კომპანიას , გუგლს, იაჰუს.
  • 14:56 - 14:59
    მსოფლიოს ყველა წარმატებულ კომპანიას
  • 14:59 - 15:02
    მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო,
  • 15:02 - 15:07
    ერთ ადამიანს არცერთი არ დაუწყია.
  • 15:07 - 15:11
    ახლა მეწარმეობას ვასწავლით
    16 წლის ახალგაზრდებს
  • 15:11 - 15:15
    ნორტამბერლენდში და ლექციებს ვიწყებთ
  • 15:15 - 15:19
    რიჩარდ ბრენსონის ავტობიოგრაფიის
    პირველი ორი გვვერდის მიცემით,
  • 15:19 - 15:23
    და 16 წლის ახალგაზრდის დავალებაა
  • 15:23 - 15:27
    რიჩარდ ბრენსონის ავტოგრაფიის
    პირველ ორ გვერდზე ხაზი გაუსვას
  • 15:27 - 15:30
    თუ რამდენჯერ იყენებს რიჩარდი სიტყვას „მე“
  • 15:30 - 15:32
    და რამდენჯერ სიტყვას „ჩვენ.“
  • 15:32 - 15:37
    სიტყვას „მე“-არცერთჯერ,
    და სიტყვას „ჩვენ“ 32-ჯერ.
  • 15:37 - 15:40
    მარტო არ იყო როცა იწყებდა.
  • 15:40 - 15:45
    კომპანიას მარტო არავინ იწყებს. არავინ.
  • 15:45 - 15:49
    ასე რომ, შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოება,
  • 15:49 - 15:52
    სადაც გვყავს მეთოდისტები, რომლებიც მოდიან
    მცირე ბიზნესიდან,
  • 15:52 - 15:59
    სხედან კაფეში, ბარებში, და
    შენი ერთგული მეგობრები,
  • 15:59 - 16:03
    რომლებიც გაგიკეთებენ იმას რაც
    ვიღაცამ გააკეთა ამ ჯენტლმენისთვის,
  • 16:03 - 16:06
    ვიღაც ვინც გეტყვის, „რა გჭირდება?
  • 16:06 - 16:09
    რა შეგიძლია?
  • 16:09 - 16:11
    შეგიძლია ეს შექმნა?
  • 16:11 - 16:14
    კარგი, და შეგიძლია გაყიდო?
    შეგიძლია ფული განკარგო?“
  • 16:14 - 16:17
    „ო, არა. არ შემიძლია“. „გინდა რომ
    გინახო ვინმე ვისაც შეუძლია“?
  • 16:17 - 16:19
    ჩვენ ვააქტიურებთ საზოგადოებებს.
  • 16:19 - 16:23
    გვყავს მოხალიისეთა ჯგუფები, რომლებიც
    ეხმარებიან Enterprise Fascilitator-ს
  • 16:23 - 16:26
    რესურსებისა და ადამიანების მოძიებაში,
  • 16:26 - 16:29
    და აღმოვაჩინეთ რომ ადგილობრივი
    მოსახლეობის ინტელექტის
  • 16:29 - 16:31
    სასწაული ისეთია რომ შეგიძლია შეცვალო
  • 16:31 - 16:35
    ამ საზოგადოების კულტურა და ეკონომიკა
  • 16:35 - 16:39
    მხოლოდ სურვილის, ენერგიის და
  • 16:39 - 16:43
    შენი ხალხის წარმოსახვის უნარის წყალობით.
  • 16:43 - 16:48
    დიდი მადლობა.
    (ტაში)
Title:
გინდა დაეხმარო ვინმეს? გაჩუმდი და მოუსმინე
Speaker:
ერნესტო სიროლი
Description:

როდესაც კეთილისმყოფელთა უმეტესობა დახმარებისთვის პრობლემას მოისმენენ ფიქრობენ, რომ მათ გამოსწორება შეუძლიათ, ისინი მიდიან სამუშაოდ. ეს, ერნესტო სეროლი გვთავაზობს, გულუბრყვილოა. ამ სასაცილო და მომაბეზრებელ საუბარში, ის გვთავაზობს, რომ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ მოუსმინოთ იმ ხალხს, რომელთა დახმარებასაც ცდილობთ და იგრძნოთ მათი სამეწარმეო სულისკვეთება. მისი რჩევა, იმის შესახებ, თუ რა მუშაობს, დაეხმარება ნებისმიერ მეწარმეს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
17:09

Georgian subtitles

Revisions