Return to Video

რა გავლენას ახდენს ბავშვობის ტრავმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე

  • 0:01 - 0:02
    90-იანი წლების შუაში,
  • 0:02 - 0:06
    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
    ცენტრმა და კაიზერ პერმანენტემ,
  • 0:06 - 0:10
    გამოიკვლიეს ის ფაქტორი,
    რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში,
  • 0:10 - 0:14
    სიკვდილის გამომწვევი 10 მიზეზიდან
    7-ის რისკი მკვეთრად გაზარდა.
  • 0:14 - 0:18
    აღნიშნული ფაქტორის მაღალი დოზა,
    გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე,
  • 0:18 - 0:22
    იმუნურ და ჰორმონალურ სისტემებზე
  • 0:22 - 0:27
    და ასევე დნმ-ის წაკითხვასა და გაშიფვრაზე.
  • 0:27 - 0:30
    ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტორთა
    დიდ ზემოქმედებას განიცდიან,
  • 0:30 - 0:32
    გულის პრობლემების
    და ფილტვის კიბოთი დაავადების,
  • 0:32 - 0:35
    3-ჯერ დიდი რისკის მატარებლები არიან.
  • 0:35 - 0:40
    მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი,
    20 წლით მცირდება.
  • 0:40 - 0:43
    მიუხედავად ამისა, დღეს ექიმები,
    ჯერ კიდევ არ არიან მზად
  • 0:43 - 0:46
    რუტინული სკრინინგისა და მკურნალობისთვის.
  • 0:46 - 0:52
    ფაქტორი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ
    არაა პესტიციდი, ან ქიმიკატები.
  • 0:52 - 0:55
    ეს ბავშვობის ტრავმაა.
  • 0:55 - 0:58
    მაშ ასე, რა სახის ტრავმაზე ვსაუბრობ?
  • 0:58 - 1:02
    მე არ ვსაუბრობ ტესტში ჩაჭრაზე,
    ან კალათბურთის მატჩის წაგებაზე.
  • 1:02 - 1:07
    მე ვსაუბრობ საფრთხეებზე,
    რომლებიც იმდენად სერიოზული და მკვეთრია,
  • 1:07 - 1:11
    რომ პირდაპირ ჩვენ ორგანიზმში აღწევენ
    და ჩვენს ფიზიოლოგიას ცვლიან.
  • 1:11 - 1:14
    ესენია: ძალადობა,
    ან მზრუნველობას მოკლებულობა,
  • 1:14 - 1:18
    ფსიქიკური აშლილობის და
    ნივთიერებაზე დამოკიდებულების მქონე
  • 1:18 - 1:20
    მშობლებთან გაზრდა.
  • 1:20 - 1:25
    დიდი ხნის განმავლობაში, ამ პრობლემებს
    როგორც მასწავლეს ისე ვუყურებდი.
  • 1:25 - 1:29
    ან როგორც სოციალურ პრობლემას,
    რომელიც სოციალურ მომსახურების საქმეა,
  • 1:29 - 1:34
    ან როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას
    რომელიც ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხია.
  • 1:34 - 1:40
    შემდეგ კი, მოხდა რაღაც, რამაც ამ
    საკითხისადმი ჩემი მიდგომა მთლიანად შეცვალა
  • 1:40 - 1:42
    როდესაც რეზიდენტურა დავამთავრე,
  • 1:42 - 1:45
    მინდოდა იქ წავსულიყავი,
    სადაც ძალიან საჭირო ვიქნებოდი,
  • 1:45 - 1:48
    იქ, სადაც რაღაცის შეცვლას შევძლებდი.
  • 1:48 - 1:52
    ამიტომ, "California Pacific"-ის
    სამედიცინო ცენტრში მივედი სამუშაოდ,
  • 1:52 - 1:56
    ჩრდ. კაროლინის ერთ-ერთ
    საუკეთესო კერძო საავადმყოფოში
  • 1:56 - 2:00
    და ჩვენ ერთად გავხსენით კლინიკა
    ბეივიუ-ჰანტერს პოინტში
  • 2:00 - 2:04
    სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ
    და ცუდ პირობებში მყოფ უბანში.
  • 2:04 - 2:06
    ამ მომენტამდე,
  • 2:06 - 2:10
    მთელ ბეივიუში, მხოლოდ ერთი პედიატრი
  • 2:10 - 2:13
    10 000-ზე მეტ ბავშვს ემსახურებოდა.
  • 2:13 - 2:15
    ჩვენც საექიმო საქმიანობა წამოვიწყეთ
  • 2:15 - 2:18
    და მიუხედავად პაციენტების
    გადამხდელუნარიანობისა,
  • 2:18 - 2:20
    უმაღლესი ხარისხის
    მომსახურება გავუწიეთ მათ.
  • 2:20 - 2:25
    ეს ძალიან მაგარი იყო. მიზნად დავისახეთ
    ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა,
  • 2:25 - 2:28
    ვაქცინაციის და ასთმის დროს
    ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელთა გაუმჯობესება
  • 2:28 - 2:30
    და ჩვენ ყველა პუნქტში
    წარმატებას მივაღწიეთ.
  • 2:30 - 2:34
    ჩვენ ვამაყობდით საკუთარი თავებით.
  • 2:34 - 2:37
    მაგრამ შემდეგ,
    შემაშფოთებელი ტენდენცია შევნიშნე.
  • 2:37 - 2:40
    უამრავი ბავშვი მომმართავდა ADHD-ით,
  • 2:40 - 2:44
    ანუ ყურადღების დეფიციტისა და
    ჰიპერაქტივობის სინდრომით.
  • 2:44 - 2:49
    მაგრამ როდესაც მათი ჯანმრთელობის
    ისტორია საფუძვლიანად გამოვიკვლიე,
  • 2:49 - 2:52
    აღმოვაჩინე, რომ ჩემი პაციენტების
    დიდი ნაწილისთვის
  • 2:52 - 2:55
    შეუძლებელი იყო ADHD-ის დიაგნოზის დასმა.
  • 2:55 - 3:01
    ამ ბავშვთა უმეტესობას,
    ისეთი მძიმე ტრავმა ჰქონდა გადატანილი,
  • 3:01 - 3:04
    რომ ეს რაღაც სხვა პრობლემის
    არსებობაზე მიგვანიშნებდა.
  • 3:04 - 3:09
    მე რაღაც მნიშვნელოვანი გამომეპარა.
  • 3:09 - 3:13
    რეზიდენტურის დაწყებამდე, მე მაგისტრის
    ხარისხი დავიცავი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
  • 3:13 - 3:17
    და ერთ-ერთი, რასაც საზოგადოებრივი
    ჯანდაცვის სკოლაში გასწავლიან ისაა,
  • 3:17 - 3:18
    რომ თუ შენ ექიმი ხარ
  • 3:18 - 3:22
    და ხედავ, რომ 100 ბავშვიდან,
    რომელიც ერთიდაიგივე ჭიდან სვამს წყალს
  • 3:22 - 3:26
    98-ს დიარეა განუვითარდა,
  • 3:26 - 3:28
    შეგიძლია მათ ანტიბიოტიკები
  • 3:28 - 3:32
    ერთი მეორის მიყოლებით გამოუწერო,
  • 3:32 - 3:37
    ან შეგიძლია მიხვიდე და იკითხო:
    „რა ჯანდაბა ხდება ამ ჭაში?“
  • 3:37 - 3:42
    ასე რომ, დავიწყე ყველაფრის კითხვა,
    რაც ხელთ ვიგდე,
  • 3:42 - 3:46
    იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები
    ახდენს უარყოფით გავლენას
  • 3:46 - 3:48
    ბავშვთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე.
  • 3:48 - 3:52
    ერთ დღესაც, ჩემი კოლეგა შემოვიდა ოფისში
  • 3:52 - 3:56
    და თქვა: „დოქტორო ბიურკ, ეს ნახეთ?“
  • 3:56 - 4:01
    ხელში კვლევის ასლი ეჭირა, სახელწოდებით:
  • 4:01 - 4:05
    "ბავშვობის უარყოფითი
    გამოცდილებების გამოკვლევა“.
  • 4:05 - 4:12
    ამ დღემ არამარტო ჩემი კლინიკური პრაქტიკა,
    არამედ მთლიანად ჩემი კარიერა შეცვალა.
  • 4:12 - 4:15
    „ბავშვობის უარყოფითი გამოცდილებების
    გამოკვლევა“ ისაა,
  • 4:15 - 4:17
    რის შესახებაც ყველამ უნდა ვიცოდეთ.
  • 4:17 - 4:19
    კვლევა ჩატარდა კაიზერის საავადმყოფოსა
  • 4:19 - 4:22
    და დაავადებათა კონტროლისა
    და პრევენციის ცენტრის ექიმების:
  • 4:22 - 4:24
    ვინს ფელიტის და ბობ ანდას მიერ.
  • 4:24 - 4:30
    მათ 17 500 ზრდასრული გამოჰკითხეს, წარსულში
    გადატანილი უარყოფითი მოვლენების თაობაზე.
  • 4:30 - 4:34
    იმაზე, რასაც ბავშვობის უარყოფით
    გამოცდილებას(Adverse Childhood Experiences)
  • 4:34 - 4:37
    ანუ ACE-ს ეძახიან.
  • 4:37 - 4:40
    ესენია: ფიზიკური, ემოციური
    და სექსუალური ძალადობა,
  • 4:40 - 4:43
    ფიზიკურ ან ემოციურ
    მზურველობას მოკლებულობა.
  • 4:43 - 4:47
    მშობელთა ფსიქიკური ავადმყოფობა,
    ნივთიერებაზე დამოკიდებულება,
  • 4:47 - 4:52
    პატიმრობა, გაყრა ან განქორწინება,
    ან ოჯახური ძალადობა.
  • 4:53 - 4:58
    ყოველ ჩამოთვლილ ფაქტორზე თანხმობისას
    ერთი ACE ქულა გეწერებათ.
  • 4:58 - 5:04
    შემდეგ კი, ACE ქულები ჯანმრთელობის
    მდგომარეობებს მიუთანადეს.
  • 5:04 - 5:08
    მათი შედეგები გამაოგნებელი იყო.
  • 5:08 - 5:09
    ორი რამ:
  • 5:09 - 5:13
    პირველი, ბავშობაში უარყოფითი გამოცდილება
    ძალიან ჩვეული რამაა.
  • 5:13 - 5:20
    მოსახლეობის 67%-ს ერთი
    უარყოფითი გამოცდილება მაინც ჰქონია
  • 5:20 - 5:24
    და 12,6 %-ს, ანუ 8-დან ერთს მაინც
  • 5:24 - 5:28
    ჰქონია მსგავსი 4, ან უფრო მეტი შემთხვევა.
  • 5:28 - 5:33
    მეორე, რაც აღმოაჩინეს,
    იყო დოზის შედეგზე დამოკიდებულება,
  • 5:33 - 5:37
    ბავშვობის უარყოფით გამოცდილებასა
    და ჯანმრთელობის მგდომარეობას შორის.
  • 5:37 - 5:41
    რაც უფრო მაღალი იყო ACE ქულა, მით
    უფრო მძიმე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა.
  • 5:41 - 5:44
    ადამიანს, რომლის ACE ქულა 4 ან მეტი იყო,
  • 5:44 - 5:48
    ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარების
    2,5 ჯერ დიდი რისკი ჰქონდა,
  • 5:48 - 5:53
    ვიდრე იმას, ვისი ACE ქულა 0 იყო.
  • 5:53 - 5:58
    ასევე 2,5-ჯერ იყო გაზრდილი
    ჰეპატიტით დაავადების,
  • 5:58 - 6:03
    4,5-ჯერ დეპრესიის
    და 12-ჯერ კი სუიციდის რისკი.
  • 6:03 - 6:08
    მას, ვისაც 7,
    ან უფრო მეტი ACE ქულა ჰქონდა,
  • 6:08 - 6:10
    ფილტვის კიბოთი დაავადების
    3-ჯერ დიდი შანსი ჰქონდა,
  • 6:10 - 6:14
    ხოლო გულის იშემიური დაავადებების
    განვითარების 3,5-ჯერ დიდი რისკი.
  • 6:14 - 6:19
    ეს უკანასკნელი, ნომერ პირველი
    მკვლელი დაავადებაა აშშ-ში.
  • 6:19 - 6:22
    რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია.
  • 6:22 - 6:25
    ზოგიერთმა ადამიანმა შეხედა
    ამ მონაცემებს და თქვა:
  • 6:25 - 6:31
    "კარგით ახლა, როცა რთული ბავშვობა გაქვთ,
    უფრო მეტს სვამთ, ეწევით
  • 6:31 - 6:34
    და აკეთებთ ისეთ რაღაცეებს,
    რაც ვნებს თქვენს ჯანმრთელობას,
  • 6:34 - 6:39
    მაგრამ რა კავშირშია ეს მეცნიერებასთან?!,
    ეს მხოლოდ ცუდი ყოფაქცევაა."
  • 6:39 - 6:44
    და აღმოჩნდა, რომ ზუსტად აქ
    ერთვება მეცნიერება.
  • 6:44 - 6:48
    ახლა, ყველაზე უკეთ ვხვდებით,
  • 6:48 - 6:52
    თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს
    ადრეული უარყოფითი გამოცდილებები,
  • 6:52 - 6:54
    ბავშვთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე.
  • 6:54 - 6:57
    ისინი გავლენას ახდენენ
    ე.წ მიმდებარე ბირთვზე,
  • 6:57 - 7:00
    ტვინის სიამოვნებისა
    და დაჯილდოების ცენტრებზე,
  • 7:00 - 7:03
    რომლებიც ნივთიერებებზე
    დამოკიდებულებას აკონტროლებს.
  • 7:03 - 7:05
    ეს აფერხებს შუბლის წილის ქერქს,
  • 7:05 - 7:09
    რომელიც იმპულსების მართვის
    და აღმასრულებელი ფუნქციისთვისაა საჭირო,
  • 7:09 - 7:12
    რაც საკვანძოა სწავლისთვის.
  • 7:12 - 7:14
    მაგნიტურ რეზონანსულ სურათებზე,
  • 7:14 - 7:17
    მნიშვნელოვანი განსხვავებები
    შეიმჩნევა ამიგდალაში.
  • 7:17 - 7:20
    რაც ტვინის შიშებზე რეაქციის ცენტრია.
  • 7:20 - 7:24
    მაშასადამე, არსებობს რეალური
    ნევროლოგიური მიზეზები,
  • 7:24 - 7:27
    თუ რატომ არიან, ბევრი უარყოფითი
    გამოცდილების მქონე ადამიანები,
  • 7:27 - 7:30
    მეტად მიდრეკილნი მაღალი რისკის
    მქონე ქცევისკენ
  • 7:30 - 7:32
    და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიცოდეთ.
  • 7:32 - 7:38
    აღმონჩდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ
    არ ახორიცელებთ რისკიან აქტივობებს,
  • 7:38 - 7:44
    გულის დაავადებათა და კიბოს განვითარების
    რისკი მაინც არსებობს.
  • 7:44 - 7:50
    ამის მიზეზია, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-
    თირკმელზედა ღერძი,
  • 7:50 - 7:54
    ტვინისა და სხეულის სტრესზე
    პასუხისმგებელი სისტემა,
  • 7:54 - 7:58
    რომელიც ჩვენს ე.წ
    "შეებრძოლე ან გაიქეცის" რეაქციას მართავს.
  • 7:58 - 7:59
    როგორ მუშაობს ის?
  • 7:59 - 8:03
    წარმოიდგინეთ, რომ ტყეში სეირნობთ
    და დაინახეთ დათვი.
  • 8:03 - 8:07
    თქვენი ჰიპოთალამუსი დაუყოვნებლივ უგზავნის
    სიგნალს თქვენს ჰიპოფიზს,
  • 8:07 - 8:10
    რომელიც თავის მხრივ სიგნალს უგზავნის
    თქვენს თირკმელზედა ჯირკვალს,
  • 8:10 - 8:14
    რომელიც ამბობს: „ვუშვებთ სტრესის
    ჰორმონებს! ადრენალინს, კორტიზოლს!“
  • 8:14 - 8:16
    და თქვენი გული იწყებს ძლიერ პულსირებას,
  • 8:16 - 8:18
    თქვენი თვალის გუგები ფართოვდება,
    სასუნთქი გზები იხსნება
  • 8:18 - 8:25
    და თქვენ მზად ხართ, ან დათვთან
    შესაბრძოლებლად, ან მისგან გასაქცევად.
  • 8:25 - 8:27
    და ეს მშვენიერია,
  • 8:27 - 8:30
    როცა ტყეში ხართ და იქ დათვია.
  • 8:30 - 8:33
    (სიცილი)
  • 8:33 - 8:38
    მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც
    დათვი ყოველ ღამით მოდის სახლში
  • 8:38 - 8:44
    და ეს სისტემა ისევ და ისევ აქტიურდება
  • 8:44 - 8:49
    და იგი ადაპტაციური,
    სიცოცხლის გადამრჩენი სისტემიდან,
  • 8:49 - 8:52
    ფუნქცია-დაქვეითებულ, ჯანმრთელობისთვის
    საზიანო სისტემად გადაიქცევა.
  • 8:52 - 8:58
    ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი
    არიან, ამ განმეორებადი სტრესის მიმართ,
  • 8:58 - 9:02
    რადგან მათი გონება და სხეული ჯერ
    კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
  • 9:02 - 9:05
    დიდი რაოდენობით უარყოფითი მოვლენები
    გავლენას ახდენს,
  • 9:05 - 9:11
    არა მხოლოდ ტვინის სტრუქტურასა
    და ფუნქციაზე, არამედ ასევე იმუნური
  • 9:11 - 9:14
    და ჰორმონალური სისტემის განვითარებაზე
  • 9:14 - 9:20
    და ასევე დნმ-ის წაკითხვასა და გაშიფვრაზეც.
  • 9:20 - 9:25
    ამ ინფორმაციამ, ჩემს მიერ
    ადრე მიღებულ ცოდნას ხაზი გადაუსვა,
  • 9:25 - 9:29
    რადგან როცა ავადმყოფობის
    მექანიზმი გვესმის,
  • 9:29 - 9:34
    როდესაც ვიცით არა მხოლოდ ის, თუ სადაა
    პრობლემა, არამედ რაშია ის,
  • 9:34 - 9:38
    მაშინ ჩვენი, როგორც ექიმების
    მოვალეობაა მეცნიერება,
  • 9:38 - 9:41
    პრევენციისა და მკურნალობისთვის
    გამოვიყენოთ.
  • 9:41 - 9:43
    ესაა რასაც ვაკეთებთ.
  • 9:43 - 9:46
    ასე რომ, სან ფრანცისკოში ახალგაზრდობის
    გამაჯანსაღებელი ცენტრი შევქმენით,
  • 9:46 - 9:50
    რათა თავიდან აგვეცილებინა,
    დიაგნოსტიკა გაგვეკეთებინა და გვემკურნალა
  • 9:50 - 9:53
    უარყოფითი გამოცდილების
    და ტოქსიკური სტრესის შედეგებისთვის.
  • 9:53 - 9:57
    დავიწყეთ თითოეული ბავშვის რეგულარული
    გამოკვლევის დროს,
  • 9:57 - 9:59
    მათი რუტინული დიაგნოსტიკით,
  • 9:59 - 10:03
    რადგან ვიცი, რომ თუ ჩემს პაციენტს
    4 ACE ქულა აქვს,
  • 10:03 - 10:07
    მას ჰეპატიტის და ფილტვების ქრონიკული
    დაავადების გავითარების 2,5-ჯერ,
  • 10:07 - 10:12
    დეპრესიის 4,5-ჯერ,
    და სუიციდის 12-ჯერ გაზრდილი რისკი აქვს,
  • 10:12 - 10:16
    ვიდრე ACE-ს 0 ქულიან პაციენტს.
  • 10:17 - 10:20
    მე ეს ვიცი, როცა ის
    ჩემ გამოსაკვლევ ოთახშია.
  • 10:20 - 10:23
    პაციენტებისთვის, რომელთაც დიაგნოსტიკისას
    დადებითი ACE ქულა გამოუვლინდათ,
  • 10:23 - 10:29
    გვყავს მულტიდისციპლინარულ მკურნალთა გუნდი,
    რომელიც უარყოფითი გამოცდილების
  • 10:29 - 10:33
    გავლენის და სიმპტომების შემცირებაზე
    საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მუშაობს.
  • 10:33 - 10:36
    რაც სახლში ვიზიტს,
    მკურნალობის კოორდინაციას,
  • 10:36 - 10:38
    ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, კვებას,
  • 10:38 - 10:42
    კომპლექსურ ჩარევას
    და მედიკამენტებსაც მოიცავს, როცა საჭიროა.
  • 10:42 - 10:45
    მაგრამ ამავდროულად
    მშობელთა ინფორმირებას ვახდენთ,
  • 10:45 - 10:48
    უარყოფითი გამოცდილების და
    ტოქსიკური სტრესის შედეგების შესახებ.
  • 10:48 - 10:50
    ისე როგორც
  • 10:50 - 10:53
    ელექტრო გაყვანილობის,
    ან ტყვიით მოწამვლის დროს ინსტრუქტაჟისას.
  • 10:53 - 10:57
    მკურნალობა ასთმით და დიაბეტით
    დაავადებულებზე ისეთნაირადაა მორგებული,
  • 10:57 - 11:02
    რომ ის ავლენს უფრო
    ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.
  • 11:02 - 11:06
    მათ იმუნურ და ჰორმონალურ სისტემაში
    მომხდარი ცვლილების გათვალისწინებით.
  • 11:06 - 11:09
    როდესაც ეს მეცნიერება გესმით,
  • 11:09 - 11:13
    გინდათ, რომ ამის შესახებ
    ყველას გასაგონად იყვიროთ.
  • 11:13 - 11:17
    იმიტომ რომ ეს მხოლოდ ბეივიუში
    მცხოვრები ბავშვების პრობლემა არაა.
  • 11:17 - 11:22
    ვიფიქრე, როცა ყველა გაიგებდა ამის შესახებ
    ჩაიტარებდნენ რუტინულ სკრინინგს,
  • 11:22 - 11:25
    მულტიდისციპლინარული მკურნალობის
    ჯგუფები აქტიურად იმუშავებდნენ
  • 11:25 - 11:29
    და ყველაზე ეფექტური კლინიკური
    მკურნალობისთვის შეჯიბრიც კი დაიწყებოდა.
  • 11:29 - 11:33
    ასე არ მოხდა.
  • 11:33 - 11:36
    ეს უდიდესი გაკვეთილი იყო ჩემთვის.
  • 11:36 - 11:40
    ის, რაც მხოლოდ საუკეთესო
    კლინიკური პრაქტიკა მეგონა,
  • 11:40 - 11:45
    ახლა მოძრაობად მიმაჩნია.
  • 11:45 - 11:48
    ამერიკის პედიატრთა აკადემიის
    ყოფილი პრეზიდენტის,
  • 11:48 - 11:52
    დოქტორ რობერტ ბლოკის სიტყვებით
  • 11:52 - 11:54
    „ბავშვობის უარყოფითი გამოცდილება,
  • 11:54 - 11:59
    ჩვენი ერის წინაშე არსებული,
    ის ერთადერთი უდიდესი საფრთხეა
  • 11:59 - 12:02
    საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის,
    რომელიც უგულებელყოფილია"
  • 12:02 - 12:06
    უამრავი ადამიანისთვის,
    ეს საშიში პერსპექტივაა.
  • 12:06 - 12:11
    პრობლემა იმდენად ფართე და მასშატაბურია,
    რომ რთულია იმაზე ფიქრი,
  • 12:11 - 12:14
    თუ როგორ შეიძლება მივუდგეთ მას.
  • 12:14 - 12:19
    მაგრამ მე სწორედ ამიტომ ვარ იმედიანად,
  • 12:19 - 12:22
    რადგან როცა გვაქვს სწორი სტრუქტურა,
  • 12:22 - 12:27
    როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისია,
  • 12:27 - 12:32
    მაშინ შესაძლებელია სწორი საშუალებების
    გამოყენება, ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
  • 12:32 - 12:36
    თამბაქოს მოხმარებით დაწყებული, ტყვიით
    მოწამვლით და აივ/შიდსით დამთავრებული,
  • 12:36 - 12:43
    აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის
    კუთხით დიდი პოზიტიური გამოცდილება აქვს.
  • 12:43 - 12:49
    თუმცა, ამ წარმატების გავრცობა
    ბავშვობის უარყოფით გამოცდილებასა
  • 12:49 - 12:54
    და ტოქსიკურ სტრესზე,
    შეუპოვრობას და თავდადებას მოითხოვს
  • 12:54 - 12:58
    და როცა ვხედავ,
    თუ როგორ რეაგირებს ამერიკა ამაზე,
  • 12:58 - 13:00
    გაოცებული ვარ,
  • 13:00 - 13:03
    რატომ არ ვუდგებით ამ საკითხს
    უფრო სერიოზულად?
  • 13:03 - 13:07
    იცით, თავდაპირველად ვფიქრობდი,
    რომ ჩვენ ამ პრობლემას ზურგი ვაქციეთ,
  • 13:07 - 13:09
    რადგან ის ჩვენ არ გვეხება.
  • 13:09 - 13:12
    ეს, იმ უბანში მაცხოვრებელი,
    იმ ბავშვების პრობლემაა.
  • 13:12 - 13:16
    რაც უცნაურია, ვინაიდან მონაცემები
    სხვა რამეს ცხადყოფენ.
  • 13:16 - 13:20
    ბავშვობის უარყოფითი გამოცდილების შესახებ
    თავდაპირველი კვლევა ჩატარდა მოსახლეობაში,
  • 13:20 - 13:23
    რომლის 70% თეთრკანიანი იყო,
  • 13:23 - 13:25
    70% უმაღლესი განათლებით.
  • 13:25 - 13:30
    შემდგომში კი,
    რაც უფრო მეტს ვესაუბრებოდი ადამიანებს
  • 13:30 - 13:35
    ვიფიქრე, რომ შესაძლოა
    ყველაფერი არასწორად გავიგე.
  • 13:35 - 13:40
    თქვენთვის რომ მეკითხა,
    ამ აუდიტორიაში რამდენი გაიზარდეთ
  • 13:40 - 13:46
    ფსიქიკური პრობლემების მქონე
    ოჯახის წევრთან,
  • 13:46 - 13:48
    დარწმუნებული ვარ,
    რამდენიმე აწევდით ხელს.
  • 13:48 - 13:53
    თუ გკითხავდით, რამდენ თქვენგანს გყავდათ
    მშობელი, რომელიც ბევრს სვამდა
  • 13:53 - 13:59
    ან თვლიდა რომ: "ვისაც შვილი გასაჯოხად
    არ ემეტება, სძულს იგი"
  • 13:59 - 14:02
    ასევე ვარ დარწმუნებული,
    კიდევ რამდენიმე თქვენგანი აწევდა ხელს.
  • 14:02 - 14:07
    ეს არის საკითხი, რომელიც ამ ოთახშიც კი
    ბევრ ჩვენგანს ეხება.
  • 14:07 - 14:11
    და ეს მაფიქრებინებს,
    რომ ჩვენ უარვყოფთ პრობლემას,
  • 14:11 - 14:13
    რადგან ის სწორედ ჩვენ გვეხება.
  • 14:13 - 14:16
    ალბათ უფრო ადვილია
    სხვა მიმართულებით ცქერა,
  • 14:16 - 14:19
    რადგან არ გვსურს პრობლემის დანახვა.
  • 14:19 - 14:22
    ჩვენ გვირჩევნია ავად ვიყოთ.
  • 14:22 - 14:29
    საბედნიეროდ, სამეცნიერო მიღწევები და
    გულწრფელად რომ ვთქვათ ეკონომიკური რეალობაც
  • 14:29 - 14:33
    ამ არჩევანს, დღითი დღე ნაკლებად
    სიცოცხლისუნარიანს ხდის.
  • 14:33 - 14:38
    მეცნიერებისთვის ნათელია ის ფაქტი,
    რომ ადრეული უარყოფითი გამოცდილება,
  • 14:38 - 14:42
    მკვეთრად აისახება ჯანმრთელობაზე
    მთელი სიცოცხლის მანძილზე.
  • 14:42 - 14:46
    დღესდღეობით, ნელ-ნელა ვაცნობიერებთ,
    თუ როგორ შევუშალოთ ხელი
  • 14:46 - 14:49
    ადრეულ ასაკში გამოცდილი
    სირთულეების გადაზრდას,
  • 14:49 - 14:51
    დაავადებასა და ნაადრევ სიკვდილში.
  • 14:51 - 14:53
    30 წლის შემდეგ,
  • 14:53 - 14:56
    მაღალი ACE ქულის მქონე ბავშვი,
  • 14:56 - 14:59
    შეუმჩნეველი ქცევითი სიმპტომებით,
  • 14:59 - 15:02
    რომლის ასთმის მართვაც,
    არაფერთანაა დაკავშრებული,
  • 15:02 - 15:05
    მაღალი წნევის განვითარებით,
  • 15:05 - 15:10
    ადრეული გულის დაავადებებით, ან კიბოთი,
    ისეთივე უჩვეულო იქნება,
  • 15:10 - 15:13
    როგორც აივ ინფექციებისგან/შიდსისგან
    6 თვის თავზე სიკვდილიანობა.
  • 15:13 - 15:18
    ხალხი შეხედავს ამ სიტუაციას და იტყვის
    "აქ რა ჯანდაბა მოხდა?"
  • 15:18 - 15:20
    ეს განკურნებადია.
  • 15:20 - 15:23
    ეს დამარცხებადია.
  • 15:23 - 15:28
    ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,
    რაც დღეს გვჭრდება,
  • 15:28 - 15:32
    არის გამბედაობა, რომ თვალი გავუსწოროთ
    ამ პრობლემას და ვთქვათ
  • 15:32 - 15:36
    ის რეალურია და ის ყველას გვეხება.
  • 15:36 - 15:41
    მე მჯერა, რომ ჩვენ მოძრაობა ვართ.
  • 15:41 - 15:42
    გმადლობთ.
  • 15:42 - 15:45
    (აპლოდისმენტები)
Title:
რა გავლენას ახდენს ბავშვობის ტრავმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე
Speaker:
ნედინ ბიურკ ჰერისი
Description:

ბავშვობის ტრავმა ზრდასთან ერთად არ ქრება. პედიატრი ნედინ ბიურკ ჰერისი განმარტავს, რომ ძალადობითა და მზრუნველობის ნაკლებობით გამოწვეული განმეორებითი სტრესი, ფსიქიკური პრობლემების და ნითიერებაზე დამოკიდებულების მქონე მშობელთა გარემოცვა, ნამდვილად, საგრძნობ გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლის შედეგად ტრავმირებულ ადამიანებში, გულის დაავადების და ფილტვის კიბოს რისკი სამჯერ იზრდება. მგზნებარე მოწოდება პედიატრებისთვის, მტკიცედ დაუპირისპირდნენ ტრავმის პრევენციისა და მისი მკურნალობის გამოწვევებს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:59

Georgian subtitles

Revisions Compare revisions