Return to Video

Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის

  • 0:01 - 0:04
    კარგი სიახლე მაქვს ოჯახთან დაკავშირებით
  • 0:04 - 0:06
    ბოლო 50 წლის მანძილზე
  • 0:06 - 0:08
    ოჯახის ცნებამ რევოლუცია განიცადა
  • 0:08 - 0:10
    ჩვენ გვაქვს შერეული ოჯახები,
    მიმღები ოჯახები
  • 0:10 - 0:13
    ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც
    ცხოვრობენ სხვადასხვა სახლებში
  • 0:13 - 0:15
    და განქორწინებული ოჯახები,
    რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში
  • 0:15 - 0:18
    მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახები ძლიერდება
  • 0:18 - 0:21
    ათი ადამიანიდან 8 ამბობს რომ მისი ოჯახი
  • 0:21 - 0:26
    არის ისეთივე ან უფრო ძლიერი, ვიდრე ის
    რომელშიც თავად გაიზარდნენ
  • 0:26 - 0:28
    ახლა კი ცუდი ამბავი
  • 0:28 - 0:30
    თითქმის ყველა გადაღლილია ოჯახური ცხოვრებით
  • 0:30 - 0:32
    ოჯახური ქაოსით
  • 0:32 - 0:34
    ყველა მშობელი ჩემი ჩათვლით, თითქოს
  • 0:34 - 0:37
    გამუდმებით თავდაცვის რეჟიმში ვართ
  • 0:37 - 0:40
    როგორც კი კბილები ამოჭრით,
    ეწყებათ ტანტრუმის ასაკი
  • 0:40 - 0:42
    დაიწყებენ აბაზანის
    დაუხმარებლად მიღებას
  • 0:42 - 0:45
    მოდის ბულინგის და კიბერ ჩაგვრის ასაკი
  • 0:45 - 0:48
    ახლა კი ყველაზე ცუდი ამბავი
  • 0:48 - 0:51
    ჩვენი შვილების შეგრძნება, რომ
    ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას
  • 0:51 - 0:54
    ელენ გალინსკიმ,
    "ოჯახის და სამსახური" დან
  • 0:54 - 0:56
    ჩაატარა კვლევა 1000 ბავშვთან: რომ
    შეგეძლოთ ერთი სურვილის ასრულება,
  • 0:56 - 1:00
    რაც უკავშირდება თქვენს მშობლებს,
    რას ისურევბდით?
  • 1:00 - 1:02
    მშობლებმა იწინასწარმეტყველეს,
  • 1:02 - 1:05
    რომ ბავშვები იტყოდნენ გვინდა
    მშობლებმა მეტი დრო დაგვითმონ
  • 1:05 - 1:08
    მაგრამ შეცდნენ, ბავშვების ნომერ პირველი
    სურვილი?
  • 1:08 - 1:12
    რომ მათი მშობლები ნაკლებად დაღლილები და
    დასტრესილები იყვნენ
  • 1:12 - 1:14
    როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს დინამიკა?
  • 1:14 - 1:17
    არის რაიმე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ
    სტრესის შესამცირებლად?
  • 1:17 - 1:19
    დავაახლოვოთ ოჯახი და
  • 1:19 - 1:24
    მოვამზადოთ ჩვენი შვილები
    ახალი ცხოვრებისთვის?
  • 1:24 - 1:27
    ბოლო რამდენიმე წელი პასუხის ძიებას დავუთმე
  • 1:27 - 1:30
    მოგზაურბას, ოჯახებთან შეხვედრას,
    მკვლევარებთან საუბარს
  • 1:30 - 1:33
    დაწყებული მშვიდობის მომლაპარაკებლებიდან
  • 1:33 - 1:37
    გაგრძელებული უორენ ბაფეტის ბანკირებით
    და დასრულებული სპეცრაზმელებით
  • 1:37 - 1:41
    ვცდილობდი გამერკვია, რას აკეთებდნენ
    ბედნიერი ოჯახები სწორად
  • 1:41 - 1:46
    და რა მესწავლა მათგან რომ ჩემი ოჯახი
    უფრო ბედნიერი გამეხადა
  • 1:46 - 1:48
    მინდა მოგითხროთ ერთ ოჯახზე
  • 1:48 - 1:50
    და რატომ ვფიქრობ რომ მათ გასაღებს მიაგნეს
  • 1:50 - 1:53
    გაზაფხული, კვირა დღე, საღამოს 7 საათია
  • 1:53 - 1:55
    აიდაჰოში, ოჯახის 6 წევრი მაგიდისთან ზის<
    ფაერთიანებული
  • 1:55 - 1:59
    კვირის მთავარი მოვლენის - ოჯახური
    შეკრების გარშემო
  • 1:59 - 2:01
    სტარები რიგოთი ამერიკული ოჯახია
  • 2:01 - 2:04
    ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემებით
  • 2:04 - 2:06
    დევიდი პროგრამისტია,
  • 2:06 - 2:09
    ელეანორი უვლის 4 შვილს,
    10 დან 15 წლამდე ასაკის
  • 2:09 - 2:12
    ერთის მათემატიკის მასწავლებელი
    ქალაქის განაპირას ცხოვრობს
  • 2:12 - 2:15
    მეორე ლაკროსზე დადის ქალაქის მეორე ნაწილში
  • 2:15 - 2:18
    ერთს აქვს ასპერგერის სინდრომი
    მეორეს - ADHD
  • 2:18 - 2:22
    ჩვენ ვცხოვრობდით სრულ ქაოსში - ამბობს ელეანორი
  • 2:22 - 2:25
    შემდგომ სტარებმა გასაოცარი რამ გააკეთეს
  • 2:25 - 2:28
    იმის მაგივრდა რომ დახმარებისთვის
    მეგობრებისთვის ან ოჯახისთვის მიემართათ
  • 2:28 - 2:30
    მათ მიმართეს დევიდის სამუშაო გარემოს
  • 2:30 - 2:33
    მათ მიმართეს Agile მენეჯმენტის მეთოდს
  • 2:33 - 2:36
    რომელიც იაპონური მანუფაქტურიდან
  • 2:36 - 2:39
    სილიკონ ველამდე გავრცელდა
  • 2:39 - 2:42
    Agile-ში ადამიანები დაყოფილები არიან
    მცირე გუნდებად
  • 2:42 - 2:45
    სამუშაოს ასრულებენ წინასწარ
    განსაზღვულ მოკლედ დროში
  • 2:45 - 2:48
    მენეჯერების უზარმაზარ დავალებებისა
    ნაცვლად
  • 2:48 - 2:51
    გუნდი მართავს საკუთარ თავს
  • 2:51 - 2:54
    უდმივი უკუკავშირი,
    ყოველდღიური განახლებული სესიები
  • 2:54 - 2:57
    ყოველკვირეული მიმოხილვები და
    მუდმი ცვლილება
  • 2:57 - 3:00
    დევიდი ამბობს, რომ როდესაც მან
    ეს სისტემა სახლში დანერგა
  • 3:00 - 3:04
    კერძოდ ოჯახური შეკრებები, გაიზარდა
    კომუნიკაციის ხარისხი ოჯახის წევრებს შორის
  • 3:04 - 3:06
    შემცირდა სტრესი, ყველა უფრო ბედნიერი გახდა
  • 3:06 - 3:09
    რადგან თავს გრძნობდნენ ერთიან ოჯახად
  • 3:09 - 3:12
    როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადმოვიღეთ
    ეს ოჯახური შეხვედრები
  • 3:12 - 3:16
    და სხვა ტექნიკები
    ჩვენი 5 წლის ტყუპების ცხოვრებაში
  • 3:16 - 3:20
    ეს იყო უდიდესი ცვლილება,
    მათი დაბადების შემდეგ
  • 3:20 - 3:22
    შეხვედრებს ქონდა დიდი ეფექტი
  • 3:22 - 3:25
    მიუხედავად იმისა რომ გრძელდებოდა
    20 წუთზე ნაკლები
  • 3:25 - 3:27
    რა არის Agile და რატომ
    შეუძლია მას დახმარები
  • 3:27 - 3:29
    ისეთ განსხვავებულ გარემოში,
    როგორიც ოჯახია?
  • 3:29 - 3:32
    1983 წელს, ჯეფ საზარლენდი მუშაობდა
  • 3:32 - 3:34
    ტექნოლოგიების სპეციალისტად
    ფინანსურ კომპანიაში
  • 3:34 - 3:37
    ის ფრუსტრირებული იყო, თუ როგორ იქმნებოდა
    პროგრამები
  • 3:37 - 3:40
    კომპანიები მიყვებოდნენ ე.წ. "waterfall" მეთოდს
  • 3:40 - 3:43
    სადაც აღამსრულებლები გასცემდნენ დავალებებს,
    რომელიც მდორედ მიედინებოდა
  • 3:43 - 3:45
    ქვედა რგოლამდე - პროგრამისტებამდე
  • 3:45 - 3:47
    რომელთაც აზრს არავინ ეკითხებოდა
  • 3:47 - 3:50
    პროექტების 83% ვარდებოდა
  • 3:50 - 3:52
    ისინი ან ძალიან გაბერილი იყო
    ან პროექტის დასასრულისთვის
  • 3:52 - 3:55
    შედეგი რელევანტობას კარგავდა
  • 3:55 - 3:57
    საზარლენდს სურდა შეექმნა სისტემა,
    რომელიც იდეებს
  • 3:57 - 4:01
    არა მხოლოდ ზევიდან ქვედა რგოლამდე
    ჩაიტანდა, არამედ პირიქით ქვევიდან ზევით
  • 4:01 - 4:04
    და რეალურ დროში დაიხვეწებოდა
  • 4:04 - 4:07
    30 წლის მანძილზე ის კითხულობდა
    ჰარვარდ ბიზნეს რევიუს
  • 4:07 - 4:10
    სანამ წააწყდებოდა სტატიას სახელწოდებით:
  • 4:10 - 4:13
    "პროდუქტების განვითარების ახალი თამაში"
  • 4:13 - 4:15
    სადაც ნათქვამი იყო, რომ
    ბიზნესის ტემპი მნიშვნელოვად გაიზარდა
  • 4:15 - 4:17
    სხვათაშორის ეს იყო 1986 წელი
  • 4:17 - 4:21
    და ყველაზე წარმატებული კომპანიები არიან
    ისინი ვინც ინარჩუნებს მოქნილობას
  • 4:21 - 4:23
    განსაკუთრებით ტოიოტას და Canon-ის
    მაგალითები და მათი
  • 4:23 - 4:27
    ადაპტირების უნარი შედარებული იყო
  • 4:27 - 4:30
    ცნობილი ევროპული თამაშის
    რაგბის კომპონენტთან - შეჭიდებასთან.
  • 4:30 - 4:32
    როგორც მან მითხრა, ვნახეთ
    და ვთქვით - "ეგ არის"
  • 4:32 - 4:35
    საზარლენდის სისტემაში კომპანიები
    არ იყენებენ დიდ,
  • 4:35 - 4:38
    მასიურ პროექტებს,
    რომელიც გრძელდება 2 წელიწადი.
  • 4:38 - 4:39
    ისინი აკეთებენ პროექტებს ნაწილ-ნაწილ
    მცირე ნაბიჯებით
  • 4:39 - 4:41
    პროექტის თითო ნაწილი გრძელდება არაუმეტეს 2 კვირისა
  • 4:41 - 4:43
    იმის მაგივრად რომ ამოცანა ჟღერდეს
    “გადაეშვით იმ ბუნკერში
  • 4:43 - 4:46
    და მოიტანეთ მობილური ტელეფონი
    ან სოციალური ქსელი”
  • 4:46 - 4:49
    ჟღერს ამგვარად - “წადით და მოიფიქრეთ ერთი ელემენტი,
  • 4:49 - 4:51
    მოიტანეთ, განვიხილოთ და დავნერგოთ”
  • 4:51 - 4:55
    თქვენ აღწევთ წარმატებას და განიცდით წარუმატებლობას ძალიან სწრაფად.
  • 4:55 - 4:58
    დღესდღეობით Agile გამოიყენება ასობით ქვეყანაში
  • 4:58 - 5:01
    ნელ-ნელა აღწევს მართვის პროცესებში
  • 5:01 - 5:04
    ხალხმა ამ ტექნიკების გამოყენება
  • 5:04 - 5:06
    ოჯახებში დაიწყო
  • 5:06 - 5:08
    ბლოგები დაიწერა, გზამკვლევები და ინსტრუქციები შეიქმნა
  • 5:08 - 5:10
    საზარლენდმა მითხრა რომ მათ
  • 5:10 - 5:12
    AGile მადლოერების დღეც კი აქვთ
  • 5:12 - 5:14
    სადაც ერთი ჯგუფი ადამიანებისა ამზადებს სადილს
  • 5:14 - 5:18
    მეორე მაგიდას აწყობს, მესამე სტუმრებს ხვდება და ეპატიჟება.
  • 5:18 - 5:21
    მან თქვა რომ ეს საუკეთესი დღესასწაული იყო მის ცხოვრებაში.
  • 5:21 - 5:24
    მოდით ავიღოთ ერთი პრობლემა, რომელის წინაშე ნებისმიერი ოჯახი დგება
  • 5:24 - 5:27
    გიჟური დილა - და ვისაუბროთ თუ როგორ შეუძლია Agile მიდომას აქ დახმარება
  • 5:27 - 5:29
    მთავარი არის ანგარიშვალდებულება,
  • 5:29 - 5:31
    გუნდი იყენებს საინფორმაციო დაფას
  • 5:31 - 5:35
    რომელზეც ყველაფერი აღრიცხულია
  • 5:35 - 5:37
    სტარებმა, როდესაც ისინი ამ მეთოდს
    ოჯახში ნერგავდნენ
  • 5:37 - 5:38
    შეიმუშავეს დილის სამუშაოების სია
  • 5:38 - 5:42
    სადაც ყველა ბავშვი მიდიოდა და მონიშნავდა თავის გასაკეთებელ სამუშაოს გრაფას
  • 5:42 - 5:44
    როდესაც მათ დილით ვესტუმრე, ელეანორი ჩამოვიდა ქვედა სართულზე
  • 5:44 - 5:47
    დაისხა ფინჯანი ყავა,
  • 5:47 - 5:48
    დაჯდა სავარძელში
  • 5:48 - 5:51
    ტკბილად ესაუბრებოდა თითოეულ შვილს
  • 5:51 - 5:53
    რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ ზედა სართულიდან
  • 5:53 - 5:56
    მონიშნავდნენ სიაში თავის სამუშაოს გრაფას, მოიმზადებდნენ საუზმეს
  • 5:56 - 5:59
    კვლავ მონიშნავდნენ გრაფას, ჩაალაგებდნენ გასარეცხ ჭურჭელს თავის ადგილას
  • 5:59 - 6:02
    ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აჭმევდნენ შინაურ ცხოველებს, ან გააკეთებდნენ იმას რაც სიაში ქონდათ მონიშნული
  • 6:02 - 6:04
    ისევ მონიშნავდნენ გრაფას, აიღებდნენ საკუთარ ნივთებს
  • 6:04 - 6:07
    და მიდიოდნენ ავტობუსისკენ
  • 6:07 - 6:11
    ეს იყო ყველაზე გასაოცარი ოჯახური დინამიკა, რაც კი ოდესმე მინახავს.
  • 6:11 - 6:14
    როდესაც მე შევეწინააღმდეგე, რომ ეს არასოდეს იმუშავებდა ჩემს ოჯახში
  • 6:14 - 6:16
    რომ ჩვენს შვილებს გაცილებით მეტი მეთვალყურეობა ჭირდებათ
  • 6:16 - 6:17
    ელეანორმა შემომხედა
  • 6:17 - 6:19
    ასეც ვიფიქრე - თქვა მან
  • 6:19 - 6:21
    მეც ასე ვუთხარი დევიდს, მოაშორე შენი სამსახური ჩემი სამზარეულოდან
  • 6:21 - 6:23
    მაგრამ ვცდებოდი
  • 6:23 - 6:25
    მე მივუბრუნდი დევიდს და ვკითხე - მაინც რატომ მუშაობს ეს მეთოდი?
  • 6:25 - 6:28
    ნუ დააკნინებთ ამ მეთოდის მნიშვნელობას -
    მითხრა მან
  • 6:28 - 6:29
    და მონიშნა გრაფა
  • 6:29 - 6:31
    სამუშაო გარემოში დიდებს ეს უყვართ
  • 6:31 - 6:34
    პატარებისთვის კი ეს სამოთხეა
  • 6:34 - 6:37
    იმ კვირას, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ დილის ჩამონათვალი დაფაზე
  • 6:37 - 6:41
    ამან ნახევრამდე შეამცირა მშობლოს ყვირილი
    (სიცილი)
  • 6:41 - 6:44
    მაგრამ რეალური ცვლილება, მხოლოდ საოჯახო შეკრებებზე დავინახეთ
  • 6:44 - 6:47
    Aგile მეთოდის მიხედვით ჩვენ სამ კითხვას ვსვამთ
  • 6:47 - 6:49
    რა გაკეთდა, რა წავიდა კარგად ამ კვირაში?
  • 6:49 - 6:53
    რა არ წავიდა კარგად და რაზე ვთანხმდებით რომ ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში?
  • 6:55 - 6:57
    ყველა წამოიძახებს საკუთარ მოსაზრებებს
  • 6:57 - 7:01
    და ჩვენ ვირჩევთ ორს, რომელზეც ვიმუშავებთ
  • 7:01 - 7:04
    და მოულოდნელად რაღაც გასაოცარი წარმოითქმის ჩვენი გოგონასგან
  • 7:04 - 7:06
    რა მოხდა კარგი ამ კვირაში?
  • 7:06 - 7:09
    მე დავძლიე ველოსიპედის ტარების შიში, მივეჩვიე საწოლის გასწორებას ყოველ დილით.
  • 7:09 - 7:13
    რას ვერ გავუმკლავდით? მათემატიკის ამოცანებს
  • 7:13 - 7:16
    და სახლში მოსულ სტუმრებთან მისალმებას
  • 7:16 - 7:19
    როგორც ბევრი მშობლისთვის, ჩვენი შვილები ხანდახან ბერმუდის სამკუთხედები არიან ჩვენთვის
  • 7:19 - 7:20
    თითქოს უამრავი იდეა შედის მათში, მაგრამ იშვიათად გამოედინება მათგან რაიმე
  • 7:20 - 7:24
    ვგულისხმობ გულწრფელ იდეებს
  • 7:24 - 7:26
    და უცებ ამ ყველაფერმა გზა გაგვიხსნა მათი ყველაზე ღრმა ფიქრებამდე.
  • 7:26 - 7:28
    მაგრამ ყველაზე გასაკვირი ნაწილი იყო
  • 7:28 - 7:30
    როდესაც მივადექით თუ რას ვაკეთებთ მომდევნო კვირას?
  • 7:30 - 7:32
    ყველაზე მნიშვნელოვანი Agile-ში
  • 7:32 - 7:35
    გუნდების მიერ თვითმართვაა
  • 7:35 - 7:37
    ეს თანაბრად მუშაობს როგორც აიტი პროექტებში, ასევე ბავშვებთან
  • 7:37 - 7:39
    ჩენს შვილებს ძალიან უყვართ ეს პროცესი
  • 7:39 - 7:41
    მათ უჩნდებათ ახალი იდეები
  • 7:41 - 7:44
    "დავხვდეთ და მივესალმოთ 5 სტუმარს ამ კვირაში
  • 7:44 - 7:47
    და მივიღებთ დაძინებამდე 10 წუთით მეტს საკითხავად"
  • 7:47 - 7:49
    "დავუშავებთ ვინმეს რამეს და დავემშვიდობებით დესერტს ერთი თვით"
  • 7:49 - 7:52
    აღმოჩნდა რომ ჩვენი გოგოები პატარა სტალინები არიან
  • 7:52 - 7:54
    და ხშირად გვიწევს მათი შეჩერება.
  • 7:54 - 7:57
    ბუნებრივია არის განსხვავება
  • 7:57 - 7:59
    თუ როგორ იქცევიან საოჯახო შეხვედრებზე და შემდგომ კვირის განმავლობაში
  • 7:59 - 8:02
    მაგრამ ეს დიდად არ გვადარდებს
  • 8:02 - 8:05
    თითქოს ჩვენ წინასწარ ვდებთ რაღაც ქსელის მაგვარს მიწის ქვეშ
  • 8:05 - 8:07
    რომელიც ბევრი წლის შემდეგ გაანათებს
  • 8:07 - 8:10
    სამი წლის შემდეგ - ჩვენი გოგონები თითქმის 8 წლისები არიან
  • 8:10 - 8:15
    კვლავ ვმართავთ ოჯახურ შეხვედრებს.
  • 8:15 - 8:17
    ჩემი მეუღლე ამ წუთებს ჯილდოს ეძახის მისთვის როგორც დედისთვის.
  • 8:17 - 8:19
    მაშ ასე, რა ვისწავლეთ?
  • 8:19 - 8:22
    სიტყვა Agile ლექსიკონში გაჩნდა 2001 წელს
  • 8:22 - 8:26
    მას შემდეგ, რაც ჯეფ საზარლენდი თავის თანამოაზრეებთან ერთად
  • 8:26 - 8:29
    წავიდა იუტაში და დაწერეს Agile მანიფესტი
  • 8:29 - 8:33
    მე ვფიქრობ მოვიდა დრო დაიწეროს
    Agile მანიფესტი ოჯახისათვის
  • 8:33 - 8:35
    რაღაც იდეები სტარების ოჯახისგან ავიღე, რაღაცეები სხვა ოჯახებისგან რომელიც გავიცანი
  • 8:35 - 8:39
    გთავაზობთ სამ პუნქტს:
  • 8:39 - 8:41
    პუნქტი ნომერი პირველი: გამოიყენეთ, დანერგეთ, მოირგეთ მუდმივად.
  • 8:41 - 8:44
    როდესაც მე მშობელი გავხდი, იცით რას მივხვდი?
  • 8:44 - 8:48
    ჩვენ დავნერგავთ რამოდენიმე წესს და მივყვებით მას
  • 8:48 - 8:51
    ჩვენ დავუშვით, რომ როგორც მშობლებს შეგვეძლო
    გვეწინასწარმეტყველა ყველა ის პრობლემა
  • 8:51 - 8:53
    რომელიც წამოიწეოდა. ჩვენ ეს ვერ შევძელით.
    ეს არის სწორედ Agile სისტემაში
  • 8:53 - 8:56
    რომ შენ შეგიძლია მუდმივად ცვალო მიდგომები
  • 8:56 - 8:57
    და უპასუხო ცვლილებებს რეალურ დროში
  • 8:57 - 9:00
    ეს გავს, როგორც ამბობენ ინტერნეტის სამყაროში
  • 9:00 - 9:02
    თუ შენ აკეთებ იმას რასაც აკეთებდი 6 თვის წინ,
  • 9:02 - 9:05
    შენ რაღაცას არასწორად აკეთებ.
  • 9:05 - 9:08
    მშობლებს ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია ამ მიდგომებიდან
  • 9:08 - 9:10
    მაგრამ ჩემთვის “ადაპტირდი მუდმივად” ნიშნავს უფრო ღრმას
  • 9:10 - 9:13
    ჩვენ უნდა დავიხსნათ მშობლები “გიჟის პერანგებიდან”
  • 9:13 - 9:16
    და გავანთავისუფლოთ იმ იდეებიდან რომ ოჯახში
  • 9:16 - 9:18
    მხოლოდ იმ მეთოდების გამოყენება შეგვიძლია
  • 9:18 - 9:21
    რომელსაც ფსიქოლოგები და ოჯახის ექსპერტები გვირჩევენ
  • 9:21 - 9:23
    საქმე იმაშია რომ მათი იდეები მოძველდა,
  • 9:23 - 9:26
    მსოფლიოში იმდენი იმდენი ახალი იდეაა იმასთან დაკავშირებით
  • 9:26 - 9:27
    თუ როგორ უნდა იყოს გუნდი უფრო ეფექტური.
  • 9:27 - 9:31
    მოდით ავიღოთ რამოდენიმე მაგალითი
  • 9:31 - 9:33
    ავიღოთ ყველაზე რთული საკითხი: ოჯახური სადილი
  • 9:33 - 9:35
    ყველამ იცის რომ საერთო ოჯახური სადილი
  • 9:35 - 9:38
    ძალიან სასარგებლოა ჩვენი შვილებისთვის
  • 9:38 - 9:40
    მაგრამ რამდენი ჩვენგანისთვის ეს ასე არ მუშაობს?
  • 9:40 - 9:43
    ერთხელ შევხვდი ცნობილ შეფ მზარეულს ნიუ ორლეანში, რომელმაც მითხრა
  • 9:43 - 9:45
    “არაა პრობლემა, მე შევცვლი საოჯახო სადილის დროს”
  • 9:45 - 9:48
    არ ვარ სახლში და ვერ ვაკეთებთ საოჯახო სადილს?
  • 9:48 - 9:51
    მოვაწყობთ საოჯახო საუზმეს. ან შევხვდებით ძილის წინ და წავიხემსებთ.
  • 9:51 - 9:54
    უფრო მნიშვნელოვანს გავხდით კვირა დღის სადილს"
  • 9:54 - 9:57
    სიმართლე კი იმაშია, რომ კვლევებმა დაადასტურა მისი სიმართლე
  • 9:57 - 9:59
    მხოლოდ 10 წუთია პროდუქტიული
  • 9:59 - 10:03
    ნებისმიერ საოჯახო სადილში
  • 10:03 - 10:05
    დანაჩენი დრო შედგება: აიღე იდაყვები მაგიდიდან და გადმომაწოდე კეტჩუპი
  • 10:05 - 10:08
    თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ის 10 წუთი
  • 10:08 - 10:11
    და გადაიტანოთ ნებისმიერ ოჯახურ აქტივობაში, სარგებელი იგივე იქნება
  • 10:11 - 10:13
    ასე რომ სადილის დრო შეცვლადია და სწორედ ამას ეწოდება ადაპტირება
  • 10:13 - 10:17
    ერთმა გარემოს ფსიქოლოგიის სპეციალისტმა მითხრა
  • 10:17 - 10:18
    “თუ თქვენ ზიხართ მყარ სკამზე და ეს სკამი მყარ ზედაპირზე დგას,
  • 10:18 - 10:22
    თქვენ უფრო მკაცრი ხართ
  • 10:22 - 10:24
    თუ რბილ სკამზე - უფრო ღია ხართ
  • 10:24 - 10:26
    როდესაც შვილებს ჭკუას არიგებთ
  • 10:26 - 10:28
    დაჯექით სწორ სკამზე ბალიშით,
  • 10:28 - 10:32
    დიალოგი უკეთესად წარიმართება”
  • 10:32 - 10:35
    მე და ჩემმა მეუღლემ შევცვალეთ ის ადგილი სადაც რთულ საუბრებს ვმართავდით
  • 10:35 - 10:38
    მე მაღალზე ვიჯექი, ძლიერის პოზიციაში.
  • 10:38 - 10:41
    ასე რომ შეცვალე დასაჯდომი ადგილი, ესეც ადაპტირებადია.
  • 10:41 - 10:44
    არსი იმაშია რომ გარსემო უამრავი კარგი იდეაა,
  • 10:44 - 10:46
    რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ მშობლები
  • 10:46 - 10:51
    ანუ პუნქტი ნომერი პირველი:
    ადაპტირდი ყოველ წუთას
  • 10:51 - 10:55
    იყავი მოქნილი, ღია, დაე საუკეთესო იდეებმა გაიმარჯვონ.
  • 10:55 - 10:58
    პუნქტი ნომერი ორი: მიეცით ბავშვებს უფლება
  • 10:58 - 11:00
    ჩვენი ინსტიქტი, როგორც მშობლის არის მივუთითოთ ჩვენს შვილებს.
  • 11:00 - 11:02
    ეს უფრო მარტივია და გულახდილად რომ ვთქვათ ჩვენ როგორც წესი მართლებიც ვართ
  • 11:02 - 11:05
    ტყუილად არ არის რომ არის რამოდენიმე სისტემა,
  • 11:05 - 11:07
    რომელიც უფრო “თანმიმდევრული ” ვიდრე ოჯახი
  • 11:07 - 11:10
    მაგრამ ერთი დიდი გაკვეთილი რაც ვისწავლეთ
  • 11:10 - 11:14
    არის რომ წაიყვანო ჩანჩქერი საპირისპირო მხარეს რამდენადაც შესაძლებელია
  • 11:14 - 11:16
    ჩართეთ ბავშვები საკუთარი თავების აღზრდაში
  • 11:16 - 11:19
    სწორედ გუშინ გვქონდა ოჯახური შეკრება
  • 11:19 - 11:22
    სადაც გადავწყვიტეთ რომ ვიმუშაოთ საკუთარი თავის კონტროლზე
  • 11:22 - 11:27
    ჩვენ ვთქვით, კარგი, მოგვეცით ჯილდო და მოგვეცით სასჯელი
  • 11:27 - 11:28
    ერთ-ერთი ჩემმა გოგონამ შემოგვთავაზა,
    რომ მთელი კვირის განმავლობაში გვაქვს 5 წუთი სკანდალისთვის
  • 11:28 - 11:30
    ჩვენ თითქოს მოგვეწონა თავიდან,
  • 11:30 - 11:33
    მაგრამ შემდეგ მისმა დამ დაიწყო სისტემის დახვეწა
  • 11:33 - 11:37
    მან თქვა: შემიძლია მქონდეს ერთი ხუთწუთიანი სკანდალის მოწყობის უფლება?
  • 11:37 - 11:39
    თუ შემიძლია მქონდეს ათი 30 წამიანი სკანდალი უფლება?
  • 11:39 - 11:41
    ძალიან მომეწონა. გაანაწილონ დრო როგორც თვითონ უნდათ.
  • 11:41 - 11:46
    ახლა კი სასჯელი. კარგი
  • 11:46 - 11:49
    თუ გვაქვს 15 წუთი სკანდალისთვის,
    ესაა ლიმიტი, მაშინ
  • 11:49 - 11:53
    ყოველ დამატებით წუთზე უნდა გავაკეთოთ ერთი აზიდვა.
  • 11:53 - 11:56
    ხედავთ, სისტემა მუშაობს. უყურეთ, ეს სისტემა არ არის სისუსტე,
  • 11:56 - 11:58
    ძალიან ბევრი რჩება მაინც მშობლის ძალაუფლება
  • 11:58 - 12:01
    მაგრამ ჩვენ ვაძლევთ მათ უფლებას იყვნენ უფრო დამოუკიდებლები
  • 12:01 - 12:03
    რაც ბუნებრივია ჩვენი საბოლოო მიზანია.
  • 12:03 - 12:05
    წამოსვლის წინ, სანამ აქ მოვიდოდი,
  • 12:05 - 12:07
    ჩემმა გოგონამ დაიწყო ყვირილი
  • 12:07 - 12:10
    მეორემ თქვა “ჰიპერ რეაქცია, ჰიპერ რეაქცია”
  • 12:10 - 12:14
    და დაიწყო დათვლა, 10 წამში დაასრულა სკანდალი
  • 12:14 - 12:16
    ჩემთვის ეს არის სერტიფიცირებული Agile საოცრება
  • 12:16 - 12:21
    (სიცილი) (აპლოდისმენტები)
  • 12:21 - 12:24
    და სხვათაშორის კვლევებმაც დაადასტურა,
  • 12:24 - 12:28
    ბავშვები რომლებიც გეგმავენ საკუთარ მიზნებს,
    ადგენენ ყოველკვირეულ გეგმებს
  • 12:28 - 12:33
    და თვითონ აფასებენ საკუთარ შრომას,
    ავითარებენ თავის ტვინის ფრონტალურ ზონას
  • 12:33 - 12:36
    და მეტად აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას.
  • 12:36 - 12:39
    არსი იმაშია, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივანდოთ თუ რა ვადებში და პირობებში მიაღწევენ წარმატებას
  • 12:39 - 12:41
    და დიახ, ზოგჯერ წარუმატებლობაც განიცადონ.
  • 12:41 - 12:43
    მე ვესაუბრებოდი უორენ ბაფეტის ბანკირს
  • 12:43 - 12:46
    რომელმაც დამადანაშაულა, რომ
    არ ვაძლევ უფლებას შვილებს
  • 12:46 - 12:47
    დაუშვან შეცდომები საკუთარ ხარჯზე.
  • 12:47 - 12:48
    მე ვუთხარი - "და ყველაფერი წყალში რომ გადაყარონ?"
  • 12:48 - 12:50
    მან მიპასუხა, "ჯობია მაშინ შეცდნენ
  • 12:50 - 12:53
    როცა 6 დოლარი აქვთ, ვიდრე მაშინ როცა 60 ათასი შემოსავალი
  • 12:53 - 12:56
    და 6 მილიონი მემკვიდრეობა"
  • 12:56 - 12:58
    მოკლედ არსი იმაშია რომ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს.
  • 12:58 - 13:03
    პუნქტი ნომერი სამი: მოუყევით შვილებს თქვენი ამბები
  • 13:03 - 13:07
    ადაპტირება - არაჩვეულებრივია, მაგრამ საჭიროა საყრდენი პრინციპები
  • 13:07 - 13:09
    ჯიმ კოლინზმა, ავტორი წიგნისა “კარგიდან საუკეთესომდე”
  • 13:09 - 13:12
    მითხრა რომ წარმატებულ ორგანიზაციებს
  • 13:12 - 13:13
    საერთო ორი რამ აქვთ
  • 13:13 - 13:16
    ისინი ინარჩუნებენ ძირითად პრინციპებს
    და ხელს უწყობენ პროგრესს.
  • 13:16 - 13:19
    Agile არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი პროგრესის სტიმულირებისთვის
  • 13:19 - 13:22
    მაგრამ კვლავ გვესმის, "შეინარჩუნე მთავარი"
  • 13:22 - 13:24
    მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს?
  • 13:24 - 13:26
    კონიზი გვასწავლიდა თუ როგორ გავაკეთოთ ის
  • 13:26 - 13:29
    რასაც ბიზნესები აკეთებენ - განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი
  • 13:29 - 13:31
    და ამავდროულად შევინარჩუნოთ მთავარი ღირებულებები.
  • 13:31 - 13:35
    და ის გაგვიძღვა ოჯახური მისიის განაცხადის ჩამოყალიბების პროცესში
  • 13:35 - 13:37
    ჩვენ გავაკეთეთ კორპორატიული გასვლითი ღონისძიების ოჯახური ვერსია
  • 13:37 - 13:39
    ჩვენ გვქონდა პიჟამა ფართი
  • 13:39 - 13:43
    მე მოვამზადე პოპკორნი. პრინციპში ერთი დამეწვა, ამიტომ ორი გავაკეთე
  • 13:43 - 13:44
    ჩემმა მეუღლემ მოიტანა ფლიფჩარტი
  • 13:44 - 13:47
    და ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი დიალოგი - რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
  • 13:47 - 13:49
    რა ღირებულებებს მივყვებით?
  • 13:49 - 13:50
    საბოლოოდ მივედით 10 მთავარ ღირებულებამდე
  • 13:50 - 13:52
    ჩვენ ვართ მოგზაურები და არა ტურისტები
  • 13:52 - 13:56
    ჩვენ არ გვიყვარს დილემები. ჩვენ გვიყვარს გამოსავალი
  • 13:56 - 13:59
    და კვლავ, კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებმა ნაკლები უნდა იდარდონ
  • 13:59 - 14:02
    თუ რას აკეთებენ არასწორად
  • 14:02 - 14:05
    და მეტი იფიქრონ იმაზე თუ რას აკეთებენ სწორად
  • 14:05 - 14:09
    ნაკლები იდარდონ ცუდ პერიოდებზე და ააშენონ ბევრი კარგი
  • 14:09 - 14:12
    ოჯახური მისიის განაცხადი არის არაჩვეულებრივი გზა იმის განსასაზღვრად
  • 14:12 - 14:14
    თუ რას აკეთებთ სწორად.
  • 14:14 - 14:16
    რამოდენიმე კვირის შემდეგ, დაგვირეკეს სკოლიდან.
  • 14:16 - 14:18
    ერთ-ერთმა ჩვენმა გოგომ სკოლაში იჩხუბა.
  • 14:18 - 14:21
    ჩვენ დარდი დავიწყეთ, ნუთუ ჩვენი გოგონა ჩხუბისთავია?
  • 14:21 - 14:22
    ჩვენ არ ვიცოდით რა გვექნა
  • 14:22 - 14:23
    და დავუძახეთ მას ჩემს კაბინეტში
  • 14:23 - 14:25
    სადაც ოჯახის მისიის განაცხადი გაკრულია კედელზე
  • 14:25 - 14:28
    და ჩემმა მეუღლემ უთხრა: რომელიმე მათგანი შეესაბამება ამ შემთხევას?
  • 14:28 - 14:31
    მან შეხედა სიას და ამბობს:
  • 14:31 - 14:33
    "გავაერთიანოდ ადამიანები"
  • 14:33 - 14:36
    და ჩვენ უცებ მივხვდით როგორ უნდა წაგვეყვანა საუბარი.
  • 14:36 - 14:38
    კიდევ ერთი ხერხი, რომ ჩვენი ამბები მოვუყვეთ ჩენს შვილებს არის
  • 14:38 - 14:41
    ვუამბოთ თუ საიდან მოდიან ისინი.
  • 14:41 - 14:44
    მკვლევარებმა "ემორიში" მისცეს ბავშვებს ტესტი
  • 14:44 - 14:46
    “რა იცით”
  • 14:46 - 14:48
    იცით სად დაიბადნენ თქვენი ბებია და ბაბუა?
  • 14:48 - 14:50
    სად დადიოდნენ სკოლაში თქვენი მშობლები?
  • 14:50 - 14:52
    იცით თქვენი ოჯახის წევრებიდან რომელს
  • 14:52 - 14:56
    გადაუტანია სერიოზული ავადმყოფობა?
  • 14:56 - 15:00
    იმ ბავშვებმა რომელთან ტესტში მაღალი ქულა აიღეს
  • 15:00 - 15:04
    ქონდათ მაღალი თვითშეფასება და საკუთარი ცხოვრების კონტროლის განცდა.
  • 15:04 - 15:07
    ეს ტესტი იყო კარგი საშუალება
  • 15:07 - 15:10
    ემოციური სიჯანსაღის და ბედნიერების აღმოსაჩენად
  • 15:10 - 15:12
    კვლევის ავტორმა მითხრა რომ
  • 15:12 - 15:16
    იმ ბავშვებს რომელთანც აქვთ განცდა რომ რაღაც დიდი ნარატივის ნაწილნი არიან
  • 15:16 - 15:19
    მაღალი თვითშეფასება აქვთ
  • 15:19 - 15:22
    ასე რომ ჩემი ბოლო პუნქტია - მოუყევით თქვენი ისტორია
  • 15:22 - 15:26
    მოუყევით თქვენი ოჯახური ისტორიების პოზიტიური მომეტები
  • 15:26 - 15:29
    და თუ როგორ გადალახეთ ნეგატიურები
  • 15:29 - 15:31
    თუ თქვენ მისცემთ შვილებს ამ ბედნიერ ნარატივს
  • 15:31 - 15:37
    თქვენ აძლევთ მათ ინსტრუმენტს გახდნენ უფრო ბედნიერები.
  • 15:37 - 15:39
    მე მიყავი მოზარდი, როდესაც პირველად წავიკიტხე “ანა კარენინა”
  • 15:39 - 15:41
    და მისი ცნობილი დასაწყისი
  • 15:41 - 15:43
    “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს,
  • 15:43 - 15:47
    ყველა უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური”
  • 15:47 - 15:51
    როდესაც ეს პირველად წავიკითხე, გავიფიქრე: “ეს უაზრობაა,
  • 15:51 - 15:54
    ბუნებრივია ყველა ბედნიერი ოჯახი არ არის ერთნაირი”
  • 15:54 - 15:56
    მაგრამ როდესაც ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა
  • 15:56 - 15:59
    აზრი შევიცვალე
  • 15:59 - 16:01
    უახლოესმა კვლევებმა, პირველად მოგვცა საშუალება
  • 16:01 - 16:04
    ამოგვეცნო ის აგური
  • 16:04 - 16:07
    რომლითან არის ნაშენები ყველა წარმატებული ოჯახი
  • 16:07 - 16:09
    მე ვახსენე სამი მათგანი:
  • 16:09 - 16:14
    ადაპტირდით მუდმივად, მიეცით უფლებები თქვენს შვილებს და მოუყევით თქვენი ისტორიები.
  • 16:14 - 16:19
    შესაძლებელია ამდენი წლის შემდეგ ვთქვათ რომ ტოლსტოი მართალი იყო?
  • 16:19 - 16:22
    მგონი პასუხი არის - დიახ.
  • 16:22 - 16:25
    როდესაც ლევ ტოლსტოი იყო ხუთი წლის
  • 16:25 - 16:26
    მასთან მივიდა მისი ძმა ნიკალაი
  • 16:26 - 16:29
    და უთხრა, რომ მან ამოკაწრა ბედნიერების უნივერსალური საიდუმლო
  • 16:29 - 16:32
    მწვანე ჯოხზე. რომელიც დამალა ხეობაში,
  • 16:32 - 16:35
    ოჯახურ მამულებში რუსეთში
  • 16:35 - 16:40
    ის ჯოხი რომ გვეპოვა, მთელი კაცობრიობა ბედნიერი იქნებოდა
  • 16:40 - 16:45
    ტოლსტოი შეპყრობილი იყო იმ ჯოხით, მაგრამ ვერასოდეს იპოვა
  • 16:45 - 16:50
    მან დაიბარა დაემარხათ იმ ხევში, სადაც ფიქრობდა რომ დამალული იყო ჯოხი
  • 16:50 - 16:54
    ის კვლავ იქ წევს, დაფარული მწვანე მოლით.
  • 16:54 - 16:57
    ეს ისტორია ჩემთვის არის
  • 16:57 - 16:59
    საბოლოო გაკვეთილი, რომელიც მივიღე
  • 16:59 - 17:02
    ბედნიერება არ არის რისი პოვნაც ჩვენ შეგვიძლია
  • 17:02 - 17:05
    ბედნიერება არის ის რასაც ვქმნით
  • 17:05 - 17:08
    ნებისმიერი ვინც შეხედავს წარმატებულ ორგანიზაციებს
  • 17:08 - 17:11
    დაახლოებით იგივე დასკვნამდე მივა
  • 17:11 - 17:13
    სიდიადე - ეს არ არის გარემოებების საკითხი.
  • 17:13 - 17:16
    ეს არჩევანის საკითხია.
  • 17:16 - 17:19
    არ არის საჭირო რაიმე დიდი გეგმის შედგენა. თქვენ არ გჭირდებათ “ჩანჩქერი” მიდგომა
  • 17:19 - 17:22
    თქვენ გჭირდებათ მოკლე ნაბიჯები,
  • 17:22 - 17:24
    პატარა გამარჯვებების დაგროვება
  • 17:24 - 17:27
    და მიისწრაფოდეთ იმ მწვანე ჯოხისკენ.
  • 17:27 - 17:30
    და ბოლოს, შეიძლება ეს ყველაზე მთავარი გაკვეთილი იყოს
  • 17:30 - 17:34
    რა არის ბედნიერი ოჯახის საიდუმლო?
    მცდელობა.
  • 17:34 - 17:38
    (აპლოდისმენტები)
Title:
Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის
Speaker:
ბრუს ფაილერი
Description:

ბრუს ფაილერს აქვს რადიკალური იდეა: იმისათვის რომ გავუმკლავდეთ თანამედროვე ოჯახის სტრეს დღევანდელ დღეს - უნდა წავიდეთ Agile-ით. შთაგონებული Agile პროგრამირებით ფაილერი წარმოგვიდგენს ოჯახურ პრაქტიკას მოქნილობით, ქვევიდან ზევით მიმავალი იდეებით, მუდმივი უკუკავშირის და ანგარიშვალდებულებების გათვალისწინებით. ერთი გასაოცარი თავისებურება: ბავშვები თითონ ირჩევენ საკუთარი დასჯის მეთოდს

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
18:00

Georgian subtitles

Revisions