Return to Video

შეგვიძლია ადამიანებისთვის ახალი გრძნობების შექმნა?

  • 0:01 - 0:06
    ჩვენ ძალიან პატარა მასალით ვართ აგებული,
  • 0:06 - 0:08
    და ძალიან დიდ კოსმოსში ვართ ჩასმული,
  • 0:08 - 0:13
    და ფაქტია, რომ რეალობაში
    კარგად გარკვევა არც ერთ ამ მასშტაბზე
  • 0:13 - 0:14
    არ გამოგვდის.
  • 0:14 - 0:16
    ეს იმიტომ, რომ ჩვენი ტვინები
  • 0:16 - 0:20
    არ განვითარებულან სამყაროს
    ამ მასშტაბებზე შესაცნობად.
  • 0:20 - 0:24
    ამის ნაცვლად, ჩაკეტილები ვართ
    აღქმის ამ ძალიან თხელ ნაჭერზე,
  • 0:24 - 0:26
    ზუსტად შუა ადგილას.
  • 0:27 - 0:31
    უცნაური ის არის, რომ რეალობის ამ
    ნაჭერზეც კი, რასაც ჩვენ სახლს ვეძახით,
  • 0:31 - 0:34
    უმეტეს რამეს, რაც ირგვლივ ხდება,
    ვერ ვხედავთ.
  • 0:34 - 0:38
    აი, ავიღოთ სამყაროს ფერები.
  • 0:38 - 0:42
    ეს არის სინათლის ტალღები, ელექტომაგნიტური
    რადიაცია, რომელიც აირეკლება ობიექტებიდან
  • 0:42 - 0:46
    და ეჯახება თვალების უკანა ნაწილში არსებულ
    სპეციალიზირებულ რეცეპტორებს.
  • 0:46 - 0:49
    მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ
    ირგვლივ არსებულ ყველა ტალღას.
  • 0:49 - 0:51
    სინამდვილეში, ის რასაც ვხედავთ
  • 0:51 - 0:55
    უფრო ცოტაა,
    ვიდრე არსებულის 10 მეტრილიონედი.
  • 0:55 - 0:58
    ანუ, გვაქვს რადიო ტალღები
    და მიკროტალღები
  • 0:58 - 1:02
    რენტგენის და გამა სხივები,
    რომლებიც ამ წამს გადიან თქვენს სხეულში
  • 1:02 - 1:05
    და თქვენ საერთოდ ვერ გრძნობთ მათ,
  • 1:05 - 1:08
    რადგან არ გაქვთ შესაბამისი
    ბიოლოგიური რეცეპტორები
  • 1:08 - 1:09
    მათ აღსაქმელად.
  • 1:10 - 1:12
    ამ წამს ათასობით მობილური
    სატელეფონო საუბარი
  • 1:12 - 1:14
    გადის თქვენს სხეულში
  • 1:14 - 1:16
    და თქვენ სრულიად ბრმა ხართ მათ მიმართ.
  • 1:16 - 1:20
    საქმე იმაში არაა, რომ ეს რაღაცეები
    არსებითად უხილავია.
  • 1:20 - 1:25
    მაგალითად, გველებს აქვთ
    ინფრა-წითელი საკუთარ რეალობაში,
  • 1:25 - 1:29
    ფუტკრების ხედვის სამყარო კი
    ულტრა იისფერს შეიცავს,
  • 1:29 - 1:32
    ჩვენ ვქმნით მოწყობილობებს მანქანებში,
  • 1:32 - 1:35
    რომ დავიჭიროთ სიგნალები
    რადიო სიხშირეების დიაპაზონში,
  • 1:35 - 1:39
    ასევე მოწყობილობებს საავადმყოფოებში
    რომ დავიჭიროთ რენტგენის დიაპაზონში.
  • 1:39 - 1:42
    მაგრამ თქვენ მათი
    შეგრძნება თქვენით არ შეგიძლიათ,
  • 1:42 - 1:43
    ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით,
  • 1:43 - 1:47
    რადგან არ ხართ აღჭურვილი
    შესაბამისი სენსორებით.
  • 1:47 - 1:52
    ეს ნიშნავს, რომ რეალობის ჩვენი აღქმა
  • 1:52 - 1:55
    შეზღუდულია ჩვენი ბიოლოგიით.
  • 1:55 - 1:58
    ეს ეწინააღმდეგება საქვეყნოდ
    გავრცელებულ მოსაზრებას
  • 1:58 - 2:00
    რომ ჩვენი თვალები, ყურები და თითები
  • 2:00 - 2:04
    უბრალოდ აღიქვამენ ირგვლივ
    არსებულ ობიექტურ რეალობას.
  • 2:04 - 2:10
    სინამდვილეში ჩვენი ტვინები სამყაროს
    მხოლოდ პატარა ნაწილს ამოარჩევენ.
  • 2:10 - 2:12
    ცხოველთა სამყაროში
  • 2:12 - 2:15
    სხვადასხვა ცხოველი რეალობის
    სხვადასხვა ნაწილს არჩევს.
  • 2:15 - 2:18
    ასე რომ, ტკიპას ბრმა და ყრუ სამყაროში,
  • 2:18 - 2:23
    ტემპერატურა და ბუთირული მჟავაა
    მნიშვნელოვანი სიგნალები;
  • 2:23 - 2:26
    შავი აჩრდილი დანა თევზის შემთხვევაში
  • 2:26 - 2:31
    მისი შეგრძნებების სამყარო გულუხვად
    გაფერადებულია ელექტრული ველებით;
  • 2:31 - 2:33
    ექოლოკაციური უნარის მქონე ღამურასთვის კი,
  • 2:33 - 2:37
    მისი რეალობა შეკუმშული ჰაერის
    ტალღებისგან არის აგებული.
  • 2:37 - 2:42
    ეს არის მათი ეკოსისტემის ნაჭერი,
    რისი აღქმაც შეუძლიათ და ჩვენ ამისთვის
  • 2:42 - 2:43
    სიტყვა გვაქვს მეცნიერებაში.
  • 2:43 - 2:45
    მას უმველტი ჰქვია,
  • 2:45 - 2:49
    რაც გერმანულად გარემო სამყაროს ნიშნავს.
  • 2:49 - 2:52
    ალბათ ყველა ცხოველს ჰგონია,
  • 2:52 - 2:56
    რომ სწორედ მისი უმველტია გარშემო
    არსებული მთელი ობიექტური რეალობა,
  • 2:56 - 2:58
    რადგან რატომ წარმოიდგინო,
  • 2:58 - 3:01
    რომ ჩვენს მიერ აღქმულის მიღმა
    კიდევ რაღაც არსებობს?
  • 3:01 - 3:04
    ჩვენ უბრალოდ ვიღებთ რეალობას ისეთს,
  • 3:04 - 3:07
    როგორიც წარმოგვიდგება.
  • 3:07 - 3:10
    მოდით ცნობიერება ავიმაღლოთ ამ თემაზე.
  • 3:10 - 3:12
    წარმოიდგინეთ, რომ თქვენ
    მეძებარი ძაღლი ხართ.
  • 3:13 - 3:15
    მთელი თქვენი სამყარო ყნოსვის ირგვლივაა.
  • 3:15 - 3:20
    გაქვთ გრძელი დრუნჩი 200 მილიონი
    ყნოსვის რეცეპტორით,
  • 3:20 - 3:24
    გაქვთ სველი ნესტოები, რომლებიც იზიდავენ
    და იჭერენ სურნელის მოლეკულებს,
  • 3:24 - 3:28
    ნესტოებს ნაპრალებიც კი აქვთ რომ
    ბევრი ჰაერი შეისუნთქოთ.
  • 3:28 - 3:31
    თქვენთვის ყველაფერი სუნზეა.
  • 3:31 - 3:35
    ერთ დღესაც, გზაზე მიმავალი ჩერდებით,
  • 3:35 - 3:39
    უყურებთ თქვენს ადამიან პატრონს და ფიქრობთ,
  • 3:39 - 3:43
    "ნეტა როგორია ადამიანის საწყალი და
    გამოლეული ცხვირის ქონა?
  • 3:43 - 3:45
    (სიცილი)
  • 3:45 - 3:48
    როგორია როცა არასაკმარის ჰაერს შეისუნთქავ?
  • 3:48 - 3:52
    როგორ ვერ უნდა იგებდე იმას,
    რომ 100 მეტრში კატაა,
  • 3:52 - 3:56
    ან იმას, რომ შენი მეზობელი ზუსტად ამ
    ადგილას იდგა 6 საათის წინ?"
  • 3:56 - 3:58
    (სიცილი)
  • 3:58 - 4:01
    რადგან ადამიანები ვართ,
  • 4:01 - 4:03
    ჩვენ არასდროს გამოგვიცდია
    სუნის სამყარო,
  • 4:03 - 4:06
    ასე რომ, არც გვაკლია ის.
  • 4:06 - 4:10
    მყარად ვართ დამკვიდრებული ჩვენს უმველტში.
  • 4:10 - 4:14
    ისმის კითხვა: აუცილებელია იქ ჩავრჩეთ?
  • 4:14 - 4:19
    როგორც ნეირომეცნიერი, მე მაინტერესებს
    როგორ შეუძლია ტექნოლოგიას
  • 4:19 - 4:21
    ჩვენი უმველტის გაფართოება
  • 4:21 - 4:26
    და როგორ შეცვლის ეს ჩვენს
    ადამიანად ყოფნის შეგრძნებას.
  • 4:26 - 4:30
    უკვე ვიცით, რომ შეგვიძლია ტექნოლოგია
    ჩვენ ბიოლოგიასთან შევაჯვაროთ,
  • 4:30 - 4:34
    რადგან ასობით ათასი ადამიანი დადის
  • 4:34 - 4:37
    ხელოვნური სმენით და ხელოვნური მხედველობით.
  • 4:37 - 4:42
    ეს ასე მუშაობს: იღებთ მიკროფონს,
    აციფრულებთ სიგნალს
  • 4:42 - 4:45
    და პირდაპირ ყურის შიდა ნაწილში დებთ
    ელექტროდების ფირფიტას.
  • 4:45 - 4:48
    ან რეტინალური იმპლანტატის დროს
    იღებთ კამერას,
  • 4:48 - 4:51
    აციფრულებთ სიგნალს და ოპტიკურ ნერვზე
  • 4:51 - 4:54
    პირდაპირ მიაერთებთ ელექროდების ბადეს.
  • 4:54 - 4:58
    სულ რაღაც 15 წლის წინ
  • 4:58 - 5:02
    უამრავი მეცნიერი ფიქრობდა,
    რომ ეს ტექნოლოგიები არ იმუშავებდა.
  • 5:02 - 5:07
    რატომ? იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები
    სილიკონის ველის ენაზე საუბრობენ,
  • 5:07 - 5:12
    ეს იგივე დიალექტი არ არის, რაც ჩვენს
    ბიოლოგიურ სენსორულ ორგანოებს გააჩნიათ.
  • 5:12 - 5:15
    მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მუშაობს;
  • 5:15 - 5:19
    ტვინი მშვენივრად ხვდება,
    თუ როგორ გამოიყენოს ეს სიგნალები.
  • 5:20 - 5:21
    როგორ ვიგებთ ამას?
  • 5:22 - 5:23
    დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ:
  • 5:23 - 5:29
    თქვენს ტვინს არაფერი ესმის
    და ვერაფერს ხედავს.
  • 5:29 - 5:35
    ტვინი სიჩუმის და სიბნელის საცავშია
    ჩაკეტილი თავის ქალის შიგნით.
  • 5:35 - 5:39
    ყველაფერი, რასაც ის ხედავს,
    ელექტროქიმიური სიგნალებია,
  • 5:39 - 5:42
    რომლებიც მონაცემების სხვადასხვა
    სადენებით შემოდიან,
  • 5:42 - 5:46
    მხოლოდ ეს აქვს მას სამუშაოდ, მეტი არაფერი.
  • 5:47 - 5:49
    საოცარია, რომ ტვინი
  • 5:49 - 5:52
    ძალიან კარგად იღებს ამ სიგნალებს,
  • 5:52 - 5:55
    არჩევს სტრუქტურებს
    და მნიშვნელობებს ანიჭებს.
  • 5:55 - 5:59
    ის იღებს ამ შიდა კოსმოსს,
    ერთად ალაგებს და ამბავს ქმნის,
  • 5:59 - 6:04
    თქვენს სუბიექტურ სამყაროს ქმნის.
  • 6:04 - 6:06
    მთავარი მომენტი აქ ისაა,
  • 6:06 - 6:10
    რომ ტვინმა არ იცის და არც აინტერესებს,
  • 6:10 - 6:13
    თუ საიდან მოდის მონაცემები.
  • 6:13 - 6:17
    რა ინფორმაციაც არ უნდა შემოვიდეს,
    ის მიხვდება, როგორ უნდა დაამუშაოს.
  • 6:17 - 6:20
    ეს ძალიან ეფექტური მანქანაა.
  • 6:20 - 6:24
    არსებითად ზოგადი დანიშნულების
    გამომთვლელი მოწყობილობაა,
  • 6:24 - 6:26
    უბრალოდ ყველაფერს მიიღებს
  • 6:26 - 6:29
    და მოიფიქრებს რა უქნას.
  • 6:29 - 6:33
    ეს, ვფიქრობ, ათავისუფლებს დედა ბუნებას
  • 6:33 - 6:37
    სხვადასხვა ტიპის შემომავალი
    არხებით წვალებისგან.
  • 6:37 - 6:40
    მე ამას ევოლუციის P.H. მოდელს ვეძახი,
  • 6:40 - 6:42
    ტექნიკურ დეტალებში არ შევალ,
  • 6:42 - 6:45
    მაგრამ P.H. არის Potato Head
    (კარტოფილის თავი).
  • 6:45 - 6:49
    ამ სახელით ხაზს ვუსვამ,
    რომ ყველა ეს სენსორი,
  • 6:49 - 6:52
    რაც ვიცით და გვიყვარს, როგორც ჩვენი
    თვალები, ყურები და თითები,
  • 6:52 - 6:57
    უბრალოდ პერიფერიული მოწყობილობებია:
  • 6:57 - 7:00
    შეართებ და მზად ხარ.
  • 7:00 - 7:05
    ტვინი დაადგენს რა უქნას
    შემოსულ მონაცემებს.
  • 7:06 - 7:08
    თუ გადახედავთ ცხოველთა სამყაროს,
  • 7:08 - 7:11
    უამრავ პერიფერიულ მოწყობილობას იპოვით.
  • 7:11 - 7:15
    გველებს თავზე სითბოს ღრმული აქვთ,
    რითიც ინფრაწითელს აღიქვამენ;
  • 7:15 - 7:18
    აჩრდილ დანა თევზს ელექტრო
    რეცეპტორები აქვს;
  • 7:18 - 7:21
    ხოლო ვარსკვლავცხვირა თხუნელას
  • 7:21 - 7:24
    ეს 22 თითიანი მონაზარდი აქვს
  • 7:24 - 7:27
    რითიც გარემოს გრძნობს და
    სამყაროს 3D მოდელს აგებს.
  • 7:27 - 7:31
    ბევრ ფრინველს მაგნეტიტი აქვს,
    რომ პლანეტის
  • 7:31 - 7:34
    მაგნიტური ველის მიხედვით
    ორიენტაცია შეძლონ.
  • 7:34 - 7:38
    ეს ნიშნავს, რომ ბუნებას არ უწევს
  • 7:38 - 7:40
    მუდმივად ცვალოს ტვინის დიზაინი.
  • 7:40 - 7:45
    სანაცვლოდ, რადგან ტვინის სამუშაოდ
    საჭირო წესები ჩამოყალიბებულია,
  • 7:45 - 7:49
    ბუნებამ მხოლოდ ახალი პერიფერიული
    მოწყობილობების აგებაზე უნდა იფიქროს.
  • 7:49 - 7:52
    ეს ნიშნავს შემდეგს:
  • 7:52 - 7:54
    ვიღებთ გაკვეთილს,
  • 7:54 - 7:58
    რომ არაფერია ძალიან გამორჩეული,
    ან ფუნდამენტური
  • 7:58 - 8:01
    იმ ბიოლოგიაში, რაც თავიდან გვეძლევა.
  • 8:01 - 8:03
    ეს უბრალოდ ისაა, რაც ევოლუციის
  • 8:03 - 8:06
    რთული გზის შედეგად მივიღეთ მემკვიდრეობით.
  • 8:06 - 8:10
    არ არის აუცილებელი მასთან ჩავრჩეთ,
  • 8:10 - 8:12
    და ამ პრინციპის
    ჩვენი საუკეთესო მტკიცებულება
  • 8:12 - 8:14
    მოდის ე.წ. სენსორული ჩანაცვლებიდან.
  • 8:14 - 8:18
    ეს გულისხმობს ტვინისთვის
    ინფორმაციის მიწოდებას
  • 8:18 - 8:20
    უჩვეულო სენსორული არხების საშუალებით
  • 8:20 - 8:23
    და შემდეგ ტვინი თვითონ არკვევს,
    თუ როგორ დაამუშაოს ის.
  • 8:23 - 8:26
    ეს შეიძლება სპეკულაციად ჟღერდეს,
  • 8:26 - 8:31
    მაგრამ ამის მაჩვენებელი პირველი სტატია
    დაიბეჭდა 1969 წელს ჟურნალში Nature.
  • 8:32 - 8:34
    მეცნიერმა სახელად პოლ ბაქ ირიდამ
    (Paul Bach-y-Rita)
  • 8:34 - 8:38
    უსინათლო ადამიანები სტომატოლოგის
    სპეციალურ სკამში ჩასვა,
  • 8:38 - 8:40
    დააყენა ვიდეო წყარო
  • 8:40 - 8:42
    და რაღაც დადო კამერის წინ.
  • 8:42 - 8:45
    შემდეგ მას თქვენს ზურგზე იგრძნობდით
  • 8:45 - 8:48
    სოლენოიდების ბადით.
  • 8:48 - 8:50
    თუ კამერის წინ ყავის ჭიქას გააქნევთ,
  • 8:50 - 8:52
    მას თქვენ ზურგზე იგრძნობთ.
  • 8:52 - 8:55
    ბრმა ადამიანებს
    საოცრად კარგად გამოსდიოდათ
  • 8:55 - 8:59
    კამერის წინ არსებული
    ობიექტის დადგენა,
  • 8:59 - 9:03
    როცა ზურგის მხოლოდ პატარა ნაწილით
    გრძნობდნენ მას.
  • 9:03 - 9:06
    ამის მრავალი თანამედროვე
    ინკარნაცია არსებობს.
  • 9:06 - 9:10
    ბგერითი სათვალეები იღებენ
    იმ ვიდეო ნაკადს რაც თქვენს წინაა
  • 9:10 - 9:12
    და ბგერით პეიზაჟად გადააქცევენ,
  • 9:12 - 9:15
    როცა გარშემო ნივთები მოძრაობენ,
    შორს ან ახლოს მოდიან,
  • 9:15 - 9:17
    ისმის "ბზზ, ბზზ, ბზზ."
  • 9:17 - 9:19
    კაკაფონიას ჰგავს,
  • 9:19 - 9:23
    მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ბრმა
    ადამიანებს საკმაოდ კარგად გამოსდით
  • 9:23 - 9:25
    იმის დადგენა, თუ რა არის მათ წინ
  • 9:25 - 9:28
    მხოლოდ სმენაზე დაყრდნობით.
  • 9:28 - 9:30
    არ არის აუცილებელი ეს ყურების
    გავლით მოხდეს:
  • 9:30 - 9:33
    ეს სისტემა შუბლზე არსებულ
    ელექტროტაქტილურ ბადეს იყენებს,
  • 9:33 - 9:37
    ასე რომ,
    ვიდეო ნაკადს თქვენ შუბლზე იგრძნობთ.
  • 9:37 - 9:40
    რატომ შუბლი? იმიტომ, რომ მას
    დიდად არ იყენებთ სხვა რამისთვის.
  • 9:40 - 9:44
    ყველაზე თანამედროვე ინკარნაციას
    BrainPort ჰქვია.
  • 9:44 - 9:48
    ეს პატარა ელექტრო ბადეა,
    რომელიც თქვენს ენაზე ზის,
  • 9:48 - 9:52
    და ვიდეო ნაკადი ამ პატარა
    ელექტროტაქტილურ სიგნალებში გარდაიქმნება.
  • 9:52 - 9:58
    ბრმა ადამიანები იმდენად კარგად ეჩვევიან
    მის გამოყენებას, რომ ბურთს აგდებენ კალათში
  • 9:58 - 10:02
    ან რთულ დაბრკოლებებიან გზაზე
    შეუძლიათ ნავიგაცია.
  • 10:03 - 10:08
    ისინი თავისი ენით იწყებენ ხედვას.
  • 10:08 - 10:10
    სიგიჟეს ჰგავს, არა?
  • 10:10 - 10:13
    მაგრამ გავიხსენოთ, რომ მხედველობა
    მხოლოდ და მხოლოდ
  • 10:13 - 10:17
    ტვინში მოძრავი ელექტროქიმიური სიგნალებია.
  • 10:17 - 10:19
    თქვენმა ტვინმა არ იცის
    საიდან მოდიან სიგნალები.
  • 10:19 - 10:23
    ის უბრალოდ არკვევს რა უქნას მათ.
  • 10:23 - 10:28
    ჩემს ლაბორატორიაში ჩემი ინტერესი არის
    სენსორული ჩანაცვლება ყრუ ადამიანებისთვის
  • 10:28 - 10:31
    და ეს არის პროექტი,
  • 10:31 - 10:34
    რომელზეც ჩემს ლაბორატორიაში სტუდენტთან,
    სკოტ ნოვიკთან, ერთად ვმუშაობ.
  • 10:34 - 10:37
    ის თავისი დისერტაციისთვის ამზადებს მას.
  • 10:37 - 10:39
    აი, ამის გაკეთება გვსურდა:
  • 10:39 - 10:43
    გვსურდა, სამყაროდან მიღებული
    ხმა შეგვეცვალა რამენაირად ისე,
  • 10:43 - 10:47
    რომ ყრუ ადამიანებს ნათქვამი გაეგოთ.
  • 10:47 - 10:52
    გვქონდა რა ხელთ კომპიუტერების
    ძალა და ხელმისწავდომობა, გვსურდა
  • 10:52 - 10:57
    რომ ამის გაშვება მობილურებსა და ტაბლეტებზე
    ყოფილიყო შესაძლებელი.
  • 10:57 - 10:59
    კიდევ გვსურდა, რომ ეს ტარებადი ყოფილიყო,
  • 10:59 - 11:02
    რამე, რასაც ტანსაცმლის ქვეშ ატარებდით.
  • 11:02 - 11:04
    აი, ეს არის კონცეფცია.
  • 11:05 - 11:10
    ახლა როცა ვსაუბრობ, ტაბლეტი
    ჩემს ხმას იჭერს
  • 11:10 - 11:16
    და შემდეგ ჟილეტზე ანაწილებს, რომელიც
    ვიბრაციული მოტორებითაა დაფარული,
  • 11:16 - 11:20
    ზუსტად ისეთი მოტორებით, როგორიც
    თქვენს მობილურს აქვს.
  • 11:20 - 11:22
    ასე რომ, როცა ვსაუბრობ
  • 11:22 - 11:28
    ხმა ვიბრაციების გამოსახულებებში
    გადაითარგმნება.
  • 11:28 - 11:30
    ეს მხოლოდ კონცეპტუალური არ არის:
  • 11:30 - 11:35
    ტაბლეტი Bluetooth-ით გადასცემს და
    ეს ჟილეტი ამ წუთას ტანზე მაცვია.
  • 11:35 - 11:37
    როცა ვსაუბრობ -- (აპლოდისმენტი) --
  • 11:38 - 11:44
    ხმა ვიბრაციის დინამიურ
    სტრუქტურებად გარდაიქმნება.
  • 11:44 - 11:49
    მე ვგრძნობ ჩემს გარშემო არსებულ
    ბგერით სამყაროს.
  • 11:49 - 11:53
    ჩვენ გამოვცადეთ ეს ყრუ ადამიანებთან
  • 11:53 - 11:57
    და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა დროში
  • 11:57 - 12:00
    ადამიანები იწყებენ შეგრძნებას,
    ისინი იწყებენ
  • 12:00 - 12:03
    ჟილეტის ენის გაგებას.
  • 12:03 - 12:08
    ეს 37 წლის ჯონათანია.
    მას მაგისტრის ხარისხი აქვს.
  • 12:08 - 12:10
    ის აბსოლუტურად ყრუ დაიბადა,
  • 12:10 - 12:14
    ეს ნიშნავს, რომ მისი უმველტის რაღაც ნაწილი
    მისთვის მიუწვდომელია.
  • 12:14 - 12:19
    ჩვენ ვავარჯიშებდით ჯონათანს ჟილეტით
    ოთხი დღე, დღეში ორი საათი,
  • 12:19 - 12:22
    და აი ნახეთ ის მეხუთე დღეს.
  • 12:22 - 12:24
    სკოტ ნოვიკი ამბობს სიტყვას: "შენ"
  • 12:24 - 12:27
    სკოტი ამბობს სიტყვას, ჯონათანი კი
    ჟილეტზე გრძნობს მას
  • 12:27 - 12:30
    და დაფაზე წერს.
  • 12:30 - 12:34
    სკოტი: "სად. სად".
  • 12:34 - 12:38
    ჯონათანს შეუძლია რომ ვიბრაციების
    ეს რთული გამოსახულება გარდაქმნას
  • 12:38 - 12:41
    ნათქვამის გაგებაში.
  • 12:41 - 12:44
    სკოტი: "შეხება. შეხება".
  • 12:44 - 12:49
    ის არ აკეთებს ამას ცნობიერად
  • 12:49 - 12:55
    (აპლოდისმენტები)
  • 12:56 - 13:00
    ჯონათანი ცნობიერად არ აკეთებს ამას,
    რადგან სტრუქტურები ზედმეტად რთულია,
  • 13:00 - 13:06
    მაგრამ მისი ტვინი ნელნელა ხვდება
    გამოსახულებების ამოხსნას და ამით ის
  • 13:06 - 13:08
    მონაცემების მნიშვნელობას ადგენს.
  • 13:08 - 13:12
    ჩვენი მოლოდინი ის არის, რომ ამ ჟილეტის
    დაახლოებით სამი თვის ტარების შემდეგ,
  • 13:12 - 13:17
    მას სმენის პირდაპირი აღქმის
    ისეთივე განცდა ექნება,
  • 13:17 - 13:21
    როგორიც ბრმა ადამიანს აქვს
    ბრაილზე თითის გადატარებისას.
  • 13:21 - 13:26
    მნიშვნელობა პირდაპირ ფურცლიდან მოდის
    ყველანაირი ცნობიერი ჩარევის გარეშე.
  • 13:27 - 13:30
    ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი,
    რომ რევოლუციური იყოს,
  • 13:30 - 13:34
    რადგან ერთადერთი სხვა გამოსავალი
    სიყრუისთვის კოხლეარული იმპლანტია,
  • 13:34 - 13:37
    ის ინვაზიურ ქირურგიას მოითხოვს.
  • 13:37 - 13:42
    ამის შექმნა კი 40-ჯერ უფრო იაფი ჯდება,
    ვიდრე კოხლეარული იმპლანტი.
  • 13:42 - 13:47
    ეს გლობალურად მისაწვდომს ხდის ამ
    ტექნოლოგიას, უღარიბესი ქვეყნებისთვისაც კი.
  • 13:48 - 13:53
    ჩვენ შთაგვაგონა სენსორული ჩანაცვლების
    ამ შედეგებმა,
  • 13:53 - 13:57
    თუმცა რაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ - ეს
    სენსორული დამატებაა.
  • 13:57 - 14:03
    როგორ შეგვიძლია ამ ტექნოლოგიის გამოყენება,
    რომ სრულად ახალი ტიპის შეგრძნება დავამატოთ
  • 14:03 - 14:06
    და გავაფართოვოთ ადამიანური უმველტი?
  • 14:06 - 14:10
    მაგალითად, რომ ავიღოთ და ინტერნეტიდან
    ამ წამს მიმდინარე ინფორმაციული ნაკადი
  • 14:10 - 14:12
    პირდაპირ ვინმეს ტვინში გავუშვათ,
  • 14:12 - 14:16
    შეძლებს ის ადამიანი,
    რომ მისი პირდაპირი აღქმა განივითაროს?
  • 14:16 - 14:18
    ლაბორატორიაში ამ ექსპერიმენტს ვატარებთ.
  • 14:18 - 14:22
    სუბიექტი გრძნობს ინტერნეტიდან ინფორმაციის
    რეალურ დროში მომდინარე ნაკადს
  • 14:22 - 14:24
    ხუთი წამის განმავლობაში.
  • 14:24 - 14:27
    შემდეგ ორი ღილაკი ჩნდება და
    მან არჩევანი უნდა გააკეთოს.
  • 14:27 - 14:29
    მან არ იცის რა ხდება სინამდვილეში.
  • 14:29 - 14:32
    ის აკეთებს არჩევანს
    და ერთ წამში უკუკავშირს იღებს.
  • 14:32 - 14:33
    საქმე რაშია:
  • 14:33 - 14:36
    მას წარმოდგენა არ აქვს
    თუ რას ნიშნავს ყველა ეს სტრუქტურა,
  • 14:36 - 14:39
    მაგრამ ჩვენ ვუყურებთ, გააუმჯობესებს
    თუ არა არჩევანის გაკეთების უნარს.
  • 14:39 - 14:41
    მან არ იცის რომ ის ნაკადი, რასაც ვაწვდით,
  • 14:41 - 14:45
    საფონდო ბირჟის მონაცემებია რეალურ დროში
  • 14:45 - 14:47
    და ის
    აქციების ყიდვა-გაყიდვის არჩევანს აკეთებს.
  • 14:47 - 14:49
    (სიცილი)
  • 14:49 - 14:53
    უკუკავშირი ეუბნება მას
    სწორად მოიქცა თუ არა.
  • 14:53 - 14:56
    შეგვიძლია თუ არა ადამიანური უმველტის
    ისე გაფართოება,
  • 14:56 - 14:59
    რომ რამდენიმე კვირაში მას მთელი პლანეტის
    ეკონომიკური პროცესების
  • 14:59 - 15:05
    პირდაპირი აღქმის შეგრძნება განუვითარდეს?
  • 15:05 - 15:08
    ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ,
    როცა ვნახავთ რამდენად კარგად ჩაივლის.
  • 15:08 - 15:10
    (სიცილი)
  • 15:11 - 15:13
    აი კიდევ ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ:
  • 15:13 - 15:17
    ამ დილით, გამოსვლების დროს
    ჩვენ ავტომატურად მოგვქონდა ტვიტები
  • 15:17 - 15:20
    ჰეშტეგით TED2015,
  • 15:20 - 15:23
    ასევე ავტომატურ ანალიზს
    ვუკეთებდით გრძნობებზე.
  • 15:23 - 15:27
    ანუ, ადამიანები დადებით სიტყვებს იყენებენ,
    უარყოფითს თუ ნეიტრალურს?
  • 15:27 - 15:30
    და სანამ ეს მიმდინარეობდა,
  • 15:30 - 15:33
    მე ვგრძნობდი ამას,
  • 15:33 - 15:37
    მე მიერთებული ვარ ათასობით ადამიანის
  • 15:37 - 15:41
    საერთო ემოციაზე რეალურ დროში,
  • 15:41 - 15:45
    და ეს სრულებით ახალი ადამიანური
    შეგრძნებაა, რადგან ახლა ვიცი
  • 15:45 - 15:48
    როგორაა ყველა და როგორ მოგწონთ
    ეს ყველაფერი.
  • 15:48 - 15:53
    (სიცილი) (აპლოდისმენტები)
  • 15:55 - 15:59
    ეს იმაზე უფრო მეტი შეგრძნებაა, ვიდრე
    ადამიანს შეიძლება ჩვეულებრივ ჰქონდეს.
  • 16:00 - 16:03
    ჩვენ ასევე ვაფართოვებთ პილოტების უმველტს.
  • 16:03 - 16:07
    ამ შემთხვევაში ჟილეტში
    9 სხვადასხვა საზომი მიედინება
  • 16:07 - 16:08
    კვადროკოპტერიდან.
  • 16:08 - 16:12
    ზევით ასვლა, კურსიდან გადახვევა, ბრუნვა,
    ორიენტაცია, მიმართულება
  • 16:12 - 16:16
    და ეს აუმჯობესებს პილოტის
    შესაძლებლობებს მის სამართავად.
  • 16:16 - 16:21
    თითქოს საკუთარ კანს აფართოებს
    ზემოთ შორს.
  • 16:21 - 16:23
    ეს მხოლოდ დასაწყისია.
  • 16:23 - 16:28
    ჩვენ მომავლისთვის ვისახავთ, რომ ავიღოთ
    საზომებით სავსე პილოტის თანამედროვე კაბინა
  • 16:28 - 16:33
    და ყველაფრის წაკითხვის მცდელობის
    ნაცვლად, უბრალოდ ვიგრძნოთ.
  • 16:33 - 16:35
    ახლა ინფორმაციის სამყაროში ვცხოვრობთ
  • 16:35 - 16:39
    და დიდი განსხვავებაა, წავიკითხავთ
    ბევრ მონაცემს,
  • 16:39 - 16:42
    თუ შევიგრძნობთ მას.
  • 16:42 - 16:46
    ვფიქრობ,
    რომ ადამიანის განვითარების ჰორიზონტზე
  • 16:46 - 16:48
    შესაძლებლობებს ბოლო არ აქვს.
  • 16:48 - 16:53
    უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ასტრონავტს
  • 16:53 - 16:57
    შეეძლოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის
    მდგომარეობის შეგრძნება.
  • 16:57 - 17:02
    ან თქვენ შეგეძლოთ თქვენი ჯანმრთელობის
    უხილავი მდგომარეობის შეგრძნება,
  • 17:02 - 17:05
    მაგალითად შაქრის ოდენობა სისხლში,
    ან თქვენი მიკრობიომის მდგომარეობა,
  • 17:05 - 17:11
    ან გქონდეთ 360 გრადუსიანი ხედვა,
    ან ხედავდეთ ინფრაწითელს, ან ულტრაიისფერს.
  • 17:11 - 17:15
    მთავარი არის შემდეგი:
    მომავლისკენ მსვლელობისას
  • 17:15 - 17:20
    ჩვენ სულ უფრო მეტად შევძლებთ საკუთარი
    პერიფერიული მოწყობილობების არჩევას.
  • 17:20 - 17:23
    აღარ მოგვიწევს დაველოდოთ დედა ბუნებას
    სენსორული საჩუქრებისთვის
  • 17:23 - 17:25
    დროის მის მასშტაბებში.
  • 17:25 - 17:29
    სანაცვლოდ, როგორც კარგმა მშობელმა,
    მან მოგვცა საჭირო ხელსაწყოები,
  • 17:29 - 17:34
    რომ ავდგეთ და განვსაზღვროთ ჩვენი
    საკუთარი ტრაექტორია.
  • 17:34 - 17:35
    ახლა ისმის კითხვა:
  • 17:35 - 17:41
    როგორ გსურთ, რომ გახვიდეთ გარეთ
    და გამოსცადოთ თქვენი სამყარო?
  • 17:41 - 17:43
    გმადლობთ.
  • 17:43 - 17:51
    (აპლოდისმენტები)
  • 17:59 - 18:02
    კრის ანდერსონი: გრძნობთ?
    დ.ი.: კი
  • 18:02 - 18:05
    ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟილეტით
    აპლოდისმენტები ვიგრძენი.
  • 18:05 - 18:07
    სასიამოვნოა, მასაჟს ჰგავს. (სიცილი)
  • 18:07 - 18:11
    კ.ა.: ტვიტერი გადაირია. ტვიტერი გაგიჟდა.
  • 18:11 - 18:13
    მაშ, საფონდო ბირჟის ექსპერიმენტი,
  • 18:13 - 18:17
    ეს შესაძლოა პირველი ექსპერიმენტი იყოს,
    რომელიც თქვენს დაფინანსებას
  • 18:17 - 18:20
    სამუდამოდ უზრუნველყოფს
    წარმატების შემთხვევაში. არა?
  • 18:20 - 18:23
    დ.ი.: მართალია. აღარ მომიწევდა
    NIH-ისთვის მიწერა.
  • 18:23 - 18:26
    კრისი: მოდი მხოლოდ ერთი წუთით
    სკეპტიკური ვიქნები.
  • 18:26 - 18:29
    ეს გასაოცარია, მაგრამ აქამდე
    მტკიცებულების უმრავლესობა
  • 18:29 - 18:31
    ხომ ადასტურებს, რომ სენსორული
    ჩანაცვლება მუშაობს.
  • 18:31 - 18:33
    ეს ხომ არ ნიშნავს რომ
    დამატებაც მუშაობს?
  • 18:33 - 18:37
    იქნებ ბრმა ადამიანი თავისი ენით
    იმიტომ ხედავს,
  • 18:37 - 18:42
    რომ მისი ვიზუალური ქერქი ჯერ კიდევ იქ არის
    და მზად არის დამუშავებისთვის,
  • 18:42 - 18:44
    იქნებ ეს საჭირო ნაწილია?
  • 18:44 - 18:46
    დ.ი.: შესანიშნავი კითხვაა.
    სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით
  • 18:46 - 18:50
    რა თეორიული საზღვრები არსებობს თუ
    რა ტიპის მონაცემების მიღება შეუძლია ტვინს.
  • 18:50 - 18:53
    ზოგადად, ის საოცრად მოქნილია.
  • 18:53 - 18:57
    როცა ადამიანი ბრმავდება, ის რასაც მის
    ვიზუალურ ქერქს ვეძახდით
  • 18:57 - 19:02
    სხვა რამეების მფლობელობაში გადადის -
    შეხების, სმენის, სიტყვის მარაგის.
  • 19:02 - 19:06
    ეს გვეუბნება, რომ ქერქმა
    მარტო ერთი რამ იცის.
  • 19:06 - 19:09
    ის უბრალოდ გარკვეული ტიპის
    გამოთვლებს ასრულებს.
  • 19:09 - 19:12
    და როცა ვუყურებთ, მაგალითად,
    ისეთ რამეებს როგორიც ბრაილია,
  • 19:12 - 19:15
    ადამიანები ინფორმაციას იღებენ თითების
    ბურცვებზე გადატარებით.
  • 19:15 - 19:19
    ასე რომ, არ მგონია რაიმე მიზეზი გვქონდეს,
    რომ თეორიული ლიმიტის
  • 19:19 - 19:21
    არსებობაზე ვიფიქროთ.
  • 19:21 - 19:25
    კ.ა.: ეს თუ დადასტურდა, თქვენ წაგლეკავენ.
  • 19:25 - 19:28
    უამრავი შესაძლო გამოყენება
    მოეძებნება ამას. მზად ხართ ამისთვის?
  • 19:28 - 19:32
    ყველაზე მეტად რა აღგაფრთოვანებთ,
    მისი რომელი მიმართულება?
  • 19:32 - 19:34
    დ.ი.: ვფიქრობ ჩვენს წინაშე
    უამრავი გამოყენებაა.
  • 19:34 - 19:38
    სენსორული ჩანაცვლების მიღმა, საკითხები,
    რასაც ვახსენებდი ასტრონავტებზე
  • 19:38 - 19:42
    და კოსმოსურ სადგურებზე, ისინი ძალიან
    დიდ დროს კარგავენ მონიტორინგში.
  • 19:42 - 19:45
    სანაცვლოდ შეიძლებოდა პირდაპირ
    გაეგოთ თუ რა ხდება,
  • 19:45 - 19:49
    რადგან ის რისთვისაც ეს ნამდვილად კარგია,
    არის მრავალგანზომილებიანი მონაცემები.
  • 19:49 - 19:54
    მთავარი მომენტია, რომ ჩვენი ვიზუალური
    სისტემები კარგად არჩევენ ლაქებს და კიდეებს
  • 19:54 - 19:56
    მაგრამ ვერ უმკლავდებიან
    თანამედროვე სამყაროს,
  • 19:56 - 19:58
    რაც არის ეკრანები უამრავი მონაცემით.
  • 19:58 - 20:01
    ჩვენ იქ ცოცვა გვიწევს ჩვენი
    ყურადღების სისტემებით.
  • 20:01 - 20:03
    ეს კი გზა არის, რომ ვგრძნობდეთ
    რაღაცის მდგომარეობას,
  • 20:03 - 20:07
    ზუსტად ისე, როგორც იცით თქვენი
    სხეულის მდგომარეობა დგომისას.
  • 20:07 - 20:10
    ვფიქრობ, მძიმე მანქანები, უსაფრთხოება,
    ქარხნის, თქვენი დანადგარის
  • 20:10 - 20:13
    მდგომარეობა. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა,
    სადაც ეს მაშინვე მოხვდება.
  • 20:13 - 20:17
    კ.ა.: დევიდ იგლმენ, საოცარი საუბარი იყო.
    დიდი მადლობა.
  • 20:17 - 20:22
    დ.ი.: გმადლობ, კრის.
    (აპლოდისმენტები)
Title:
შეგვიძლია ადამიანებისთვის ახალი გრძნობების შექმნა?
Speaker:
დევიდ იგლმენი
Description:

როგორც ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ სინათლის ყველა ტალღიდან მხოლოდ მის ათ-მეტრილიონედზე ნაკლები აღვიქვათ. "რეალობის ჩვენი აღქმა", ამბობს ნეირომეცნიერი დევიდ იგლმენი, "ჩვენი ბიოლოგიით არის შეზღუდული." მას ამის შეცვლა სურს. მისმა კვლევამ ტვინის პროცესების შესახებ ახალი ინტერფეისების შექმნისკენ მიიყვანა - როგორიც სენსორული ჟილეტია - რომ მიიღოს აქამდე უხილავი ინფორმაცია ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
20:34

Georgian subtitles

Revisions Compare revisions