Return to Video

როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილები გადამეტებული მშობლობის გარეშე

  • 0:01 - 0:04
    იცით, ბავშვის აღზრდის
    ექსპერტობა არასდროს მდომებია.
  • 0:05 - 0:09
    რეალურად, ამ თემით დიდად
    დაინტერესებულიც არ ვარ.
  • 0:09 - 0:13
    უბრალოდ, დღესდღეობით ხშირად
    ვხვდებით აღზრდის გარკვეულ სტილს,
  • 0:13 - 0:16
    რომელიც ბავშვებს აზიანებს
  • 0:16 - 0:21
    და მათი განვითარების შანსებს აფერხებს.
  • 0:21 - 0:24
    დღესდღეობით აღზრდის გარკვეული სტილია,
  • 0:24 - 0:25
    რომელიც გვაფერხებს.
  • 0:25 - 0:27
    რის თქმასაც ვცდილობ ისაა,
  • 0:27 - 0:29
    რომ უამრავ დროს ვხარჯავთ ფიქრზე
  • 0:29 - 0:32
    იმ მშობლების შესახებ, რომლებიც მათი
    ბავშვების ცხოვრებაში ჩართულნი არ არიან,
  • 0:32 - 0:34
    არც მათ განათლებაში, აღზრდაში,
  • 0:34 - 0:36
    და ასე შემდეგ.
  • 0:36 - 0:38
    მაგრამ სპექტრის მეორე მხარესაც,
  • 0:38 - 0:41
    ბევრი ზიანის მიყენება ხდება,
  • 0:41 - 0:44
    როდესაც მშობლებს ჰგონიათ,
    რომ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული,
  • 0:44 - 0:48
    თუ ისინი მას ყოველ ნაბიჯზე არ იცავენ
  • 0:48 - 0:52
    და ყველა მოვლენაში არ ერევიან,
    ყველა დეტალს არ მართავენ,
  • 0:52 - 0:58
    და შვილებს მიმართავენ განსაზღვრული
    კოლეჯების ან კარიერებისკენ.
  • 0:59 - 1:01
    როდესაც ჩვენ ბავშვებს ასე ვზრდით,
  • 1:01 - 1:03
    ვამბობ - "ჩვენ",
  • 1:03 - 1:06
    რადგან ღმერთმა იცის,
    რომ ორი მოზარდის აღზრდისას,
  • 1:06 - 1:09
    ზუსტად იგივე მჭირდა...
  • 1:09 - 1:13
    ჩვენს შვილებს მხოლოდ ერთგვარ
    ნუსხაზე მიბმული ბავშვობა აქვთ.
  • 1:13 - 1:16
    ნუსხაზე მიბმული
    ბავშვობა კი ასე გამოიყურება:
  • 1:16 - 1:19
    ვუზრუნველყოფთ მათ უსაფთხოებას,
  • 1:19 - 1:21
    ჭამას და სმას,
  • 1:22 - 1:24
    შემდეგ გვინდა, რომ სწორად
    შერჩეულ სკოლაში დადიოდნენ,
  • 1:24 - 1:27
    რომ სწორ კლასში მოხვდნენ,
    ამ სწორად შერჩეულ სკოლაში,
  • 1:27 - 1:30
    და რომ სწორ ნიშნებს იღებენ,
    სწორ კლასში, სწორად შერჩეულ სკოლაში.
  • 1:30 - 1:34
    არა მხოლოდ ნიშნები და ქულები,
    მედლები და ჯილდოები,
  • 1:34 - 1:36
    ასევე სპორტი ღონისძიებები, ლიდერობა.
  • 1:36 - 1:38
    ვეუბნებით, რომ სასკოლო
    კლუბს კი არ შეუერთდნენ,
  • 1:38 - 1:42
    თავად ჩამოაყალიბონ კლუბი,
    რადგან კოლეჯში გამოადგებათ.
  • 1:42 - 1:44
    ნუსხაშიც მოვინიშნავთ,
    როგორც სამოქალაქო აქტივობას.
  • 1:44 - 1:46
    ანუ, კოლეჯში რომ აჩვენო,
    რომ სხვებზეც ზრუნავ.
  • 1:46 - 1:48
    (სიცილი)
  • 1:48 - 1:53
    და ეს ყველაფერი,
    ბრწყინვალე ხარისხის მოლოდინით.
  • 1:53 - 1:56
    ბავშვებისგან ისეთ
    ბრწყინვალე შედეგებს ველით,
  • 1:56 - 1:59
    რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ ვთხოვთ.
  • 1:59 - 2:01
    და რადგან ამდენია გასაკეთებელი,
  • 2:01 - 2:03
    ჩვენ ბევრ ვფიქრობთ.
  • 2:03 - 2:06
    ჰო, რა თქმა უნდა მშობლები
    ყველა მასწავლებელს უნდა ეკამათონ
  • 2:06 - 2:08
    და დირექტორსაც, მწვრთნელსაც და მსაჯსაც.
  • 2:09 - 2:11
    ჩვენი შვილების კონსიერჟივით მოვიქცეთ,
  • 2:11 - 2:14
    პირადი თანაშემწესავით,
  • 2:14 - 2:16
    მდივნებივით.
  • 2:16 - 2:18
    შემდეგ კი ჩვენს შვილებთან,
    ჩვენს ძვირფას შვილებთან
  • 2:18 - 2:20
    უამრავ დროს ვხარჯავთ რომ ვუბიძგოთ,
  • 2:20 - 2:24
    ვეხვეწოთ, მივანიშნოთ, დავეხმაროთ,
    ვეკამათოთ, რაც არ უნდა იყოს,
  • 2:25 - 2:27
    რომ დავრწმუნდეთ არაფერს აშავებენ,
  • 2:27 - 2:30
    კარს არ იკეტავენ,
  • 2:30 - 2:32
    მომავალს არ იფუჭებენ,
  • 2:32 - 2:35
    სასურველი ჩარიცხვისთვის
  • 2:35 - 2:37
    თითებზე ჩამოსათვლელ კოლეჯებში,
  • 2:37 - 2:42
    რომლებიც თითქმის ყველას უარს ეუბნებიან.
  • 2:43 - 2:48
    ბავშვისთვის კი სიით
    გაწერილი ცხოვრება ასეთია:
  • 2:48 - 2:51
    პირველ რიგში, არ აქვს
    თავისუფალი დრო თამაშისთვის.
  • 2:51 - 2:52
    არცერთი წუთი შუადღეს,
  • 2:52 - 2:55
    რადგან ისიც ნაყოფიერი უნდა იყოს,
    ჩვენი აზრით...
  • 2:55 - 2:59
    თითქოს ყოველი საშინაო დავალება,
    ტესტი და აქტივობა
  • 2:59 - 3:03
    გადამწყვეტი მომენტია იმ მომავლისთვის,
    რასაც მათ ვუმზადებთ
  • 3:03 - 3:06
    და სახლის საქმეებში მოხმარებისგან
    ვათავისუფლებთ,
  • 3:06 - 3:10
    არასაკმარისი ძილის უფლებასაც ვაძლევთ,
  • 3:10 - 3:15
    თუ ეს ნუსხის ჩამონათვლის
    მიღწევაში ეხმარებათ.
  • 3:15 - 3:18
    და ასე გაწერილ ბავშვობაზე ვამბობთ,
    რომ უბრალოდ გვინდა ბედნიერები იყვნენ.
  • 3:18 - 3:20
    მაგრამ როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან,
  • 3:21 - 3:24
    პირველი რასაც ვეკითხებით,
  • 3:24 - 3:27
    მათი საშინაო დავალება და ნიშნებია.
  • 3:27 - 3:29
    ისინი ჩვენს სახეზე ხედავენ,
  • 3:29 - 3:31
    რომ მიმღებლობა, სიყვარული,
  • 3:31 - 3:33
    მათი რაობაც კი,
  • 3:33 - 3:35
    მაღალი ნიშნებით განისაზღვრება.
  • 3:35 - 3:37
    მერე მათთან მივდივართ
  • 3:37 - 3:42
    და ვაქებთ, როგორც ძაღლების მწვრთნელი
    ვესტმინსტერის შოუდან.
  • 3:42 - 3:43
    (სიცილი)
  • 3:43 - 3:49
    ვუბიძგებთ უფრო მაღლა ახტომისკენ,
  • 3:49 - 3:52
    ყოველ დღე, ყოველ ჯერზე.
  • 3:52 - 3:54
    როდესაც დამამთავრებელ კლასებში გადავლენ,
  • 3:54 - 3:56
    არ კითხულობენ
    "ჰო, ნეტავ რის სწავლა მაინტერესებს
  • 3:57 - 3:58
    ან რისი კეთება მინდა?"
  • 3:58 - 3:59
    მრჩეველთან მივლენ და ჰკითხავენ:
  • 4:00 - 4:03
    "რა უნდა გავაკეთო, რომ "სწორ"
    კოლეჯში ჩავირიცხო?"
  • 4:03 - 4:06
    და როდესაც ნიშნების მიღებას დაიწყებენ,
  • 4:06 - 4:08
    რამდენიმე "B" იქნება,
  • 4:08 - 4:10
    ან ღმერთმა დაიფაროთ და "C",
  • 4:10 - 4:12
    დაიწყებენ მეგობრებთან უაზრო წერას:
  • 4:12 - 4:17
    "ვინმე ასეთი ნიშნებით
    ჩარიცხულა სწორ კოლეჯში?"
  • 4:18 - 4:19
    და ჩვენი შვილები,
  • 4:20 - 4:23
    სადაც არ უნდა ჩაირიცხონ სკოლის შემდეგ,
  • 4:23 - 4:25
    სულშეხუთულნი არიან.
  • 4:25 - 4:27
    მყიფეები არიან.
  • 4:27 - 4:28
    ცოტა გადამწვრებიც არიან.
  • 4:28 - 4:30
    ცოტა მობერებულიც არიან
  • 4:30 - 4:34
    და ოცნებობენ ზრდასულებს ეთქვათ
    "რაც შენ გააკეთე სრულიად საკმარისია,
  • 4:34 - 4:37
    რა შრომაც გასწიე შენს ბავშვობაში
    სრულიად საკმარისია."
  • 4:37 - 4:42
    ახლა კი შფოთისა და დეპრესიის
    მაღალი დონე ახრჩობთ,
  • 4:42 - 4:44
    და ზოგიერთ მათგანს აინტერესებს,
  • 4:44 - 4:49
    ეს ცხოვრება ღირდა თუ არა ამად?
  • 4:50 - 4:52
    ჰო, ჩვენ - მშობლებს,
  • 4:52 - 4:55
    ჩვენ გვჯერა რომ ნამდვილად ღირდა.
  • 4:55 - 4:56
    ისე ვიქცევით,
  • 4:56 - 4:59
    თითქოს მათ არანაირი
    მომავალი არ ექნებოდათ,
  • 4:59 - 5:04
    თუ თითებზე ჩამოსათვლელი კოლეჯებიდან
    ერთ-ერთში არ ჩაირიცხებოდნენ,
  • 5:04 - 5:06
    ან იმ პროფესიას არ აირჩედნენ.
  • 5:06 - 5:09
    ან იქნებ, უბრალოდ გვეშინია,
  • 5:09 - 5:11
    ისეთი მომავალი არ ექნებათ,
    რომლითაც ვიტრაბახებთ
  • 5:11 - 5:16
    ჩვენს მეგობრებთან და სტიკერებით
    ჩვენს მანქანაზე.
  • 5:18 - 5:19
    ჰო...
  • 5:19 - 5:21
    (აპლოდისმენტები)
  • 5:25 - 5:27
    მაგრამ თუ შეხედავთ რა გავაკეთეთ,
  • 5:27 - 5:31
    თუ გამბედაობა გეყოფათ, რომ
    მართლა შეხედოთ,
  • 5:31 - 5:34
    არა მხოლოდ ბავშვებს სჯერათ,
    რომ მათი ფასი განისაზღვრება
  • 5:34 - 5:36
    ნიშნებითა და ქულებით,
  • 5:36 - 5:40
    არამედ მათ ძვირფას გონებაში,
  • 5:40 - 5:44
    ფილმის "იყო ჯონ მალკოვიჩი"
    ჩვენეული ვერსიასავით,
  • 5:44 - 5:46
    ბავშვებს ამ შეტყობინებას ვუგზავნით:
  • 5:46 - 5:51
    "შვილო, ვფიქრობ ვერაფერს
    მიაღწევდი ჩემს გარეშე."
  • 5:51 - 5:54
    და ჩვენი გადამეტებული დახმარებით,
  • 5:54 - 5:57
    დაცვით, მიმართულების მიცემითა
    და ხელჩაკიდებული ტარებით,
  • 5:57 - 6:01
    ბავშვებს შანსს ვართმევთ
    თვითმყოფადებად ჩამოყალიბდნენ,
  • 6:01 - 6:04
    რომელიც ადამიანის ფსიქიკის
    ძირითადი პრინციპია,
  • 6:04 - 6:07
    თვითშეფასებაზე მნიშვნელოვანიც კი,
  • 6:07 - 6:09
    რომელსაც ჩვენი შექებით იღებენ.
  • 6:09 - 6:15
    თვითმყოფადობა ყალიბდება, როდესაც
    ხედავ შენი ქმედებები განსაღვრავენ შედეგს,
  • 6:15 - 6:17
    და არა...
  • 6:17 - 6:18
    კი ბატონო!
  • 6:18 - 6:21
    (აპლოდისმენტები)
  • 6:22 - 6:25
    და არა მშობლის ქმედებები,
    შვილის სახელით,
  • 6:25 - 6:28
    არამედ მათი ქმედებები
    განსაზღვრავენ მათივე შედეგებს.
  • 6:28 - 6:30
    მარტივად რომ ვთქვათ,
  • 6:30 - 6:35
    თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები
    თვითმყოფადები გახდნენ,
  • 6:35 - 6:40
    მათ უნდა მეტი
    იფიქრონ, დაგეგმონ, გადაწყვიტონ,
  • 6:40 - 6:44
    გააკეთონ, იმედოვნონ,
    შეეჭიდონ, სცადონ და შეცდნენ,
  • 6:44 - 6:48
    იოცნებონ და ცხოვრება თავად გამოსცადონ.
  • 6:49 - 6:52
    განა მე იმას ვამბობ, რომ
  • 6:52 - 6:54
    ყველა ბავშვი შრომისმოყვარე და მოტივირებულია
  • 6:54 - 6:57
    და მშობლის ჩარევა
    ან ინტერესი არ სჭირდება
  • 6:57 - 7:00
    და უკან უნდა გავდგეთ და შევეშვათ?
  • 7:00 - 7:01
    ჯანდაბა, არა!
  • 7:01 - 7:02
    (სიცილი)
  • 7:03 - 7:04
    მე ამას არ ვამბობ.
  • 7:04 - 7:08
    მე იმას ვამბობ, რომ როცა ნიშნებს,
    ქულებს, მედლებსა და ჯილდოებს
  • 7:08 - 7:10
    მათი ბავშვობის მიზნად ვაქცევთ,
  • 7:10 - 7:14
    იმისთვის, რომ საუკეთესო კოლეჯში ჩაირიცხონ,
  • 7:14 - 7:17
    ან გამორჩეული კარიერა აიწყონ,
  • 7:17 - 7:21
    ესაა წარმატების ძალიან ვიწრო
    განმარტება ჩვენი ბავშვებისთვის.
  • 7:21 - 7:25
    და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა
    მოკლევადიან წარმატებებში დავეხმაროთ,
  • 7:25 - 7:26
    გადამეტებული დახმარებით,
  • 7:26 - 7:30
    მაგალითად უკეთეს ნიშნებს მიიღებენ
    თუ საშინაო დავალებაში მივეხმარებით,
  • 7:30 - 7:35
    უფრო გრძელი ბავშვობის
    რეზიუმე ექნებათ, როცა დავეხმარებით,
  • 7:35 - 7:38
    მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი
    უფრო დიდი რამის ხარჯზე ხდება,
  • 7:39 - 7:41
    მათი თვით-აღქმის ხარჯზე.
  • 7:41 - 7:43
    მე ვამბობ, რომ ნაკლებად
    უნდა გვაღელვებდეს,
  • 7:43 - 7:45
    კონკრეტული კოლეჯების სია,
  • 7:45 - 7:48
    სადაც განაცხადს გააკეთებენ
    ან ჩაირიცხებიან,
  • 7:48 - 7:53
    და უფრო მეტად უნდა გვაღელვებდეს,
    რომ აქვთ ჩვევები, აზროვნება, უნარები,
  • 7:53 - 7:58
    და სიჯანსაღე, რომ წარმატებულები
    იყვნენ რაც არ უნდა აირჩიონ.
  • 7:58 - 7:59
    მე ვამბობ, რომ
  • 7:59 - 8:04
    ჩვენს შვილებს სჭირდებათ
    ნაკლებად ჩავიციკლოთ ნიშნებსა და ქულებზე
  • 8:04 - 8:06
    და მეტაც გვაინტერესებდეს
  • 8:06 - 8:11
    ისეთი ბავშვობა შევუქმნათ,
    რომელიც წარმატების საფუძველია,
  • 8:11 - 8:15
    სიყვარულზე დაშენებული,
  • 8:15 - 8:16
    და სახლის საქმეებზე.
  • 8:16 - 8:19
    (სიცილი)
  • 8:19 - 8:21
    (აპლოდისმენტები)
  • 8:23 - 8:27
    ახლა სახლის საქმეები ვთქვი?
    ჰო, ნამდვილად ვთქვი.
  • 8:28 - 8:30
    და აი რატომ:
  • 8:31 - 8:35
    ყველაზე გრძელვადიან კვლევას ადამიანებზე,
  • 8:35 - 8:37
    ჰარვარდის გრანტის კვლევა ჰქვია.
  • 8:37 - 8:39
    მან აჩვენა, რომ პროფესიული
    წარმატება ცხოვრებაში,
  • 8:40 - 8:42
    ზუსტად ის, რაც
    ჩვენი შვილებისთვის გვინდა,
  • 8:42 - 8:46
    რომ პროფესიული წარმატება, ბავშვობაში
    სახლის საქმეების კეთებიდან მოდის.
  • 8:46 - 8:48
    და რაც უფრო ადრე დაიწყეთ, მით უკეთესი.
  • 8:48 - 8:50
    აკეცილი სახელოები
    და მონდომებული განწყობა,
  • 8:50 - 8:53
    განწყობა, რომლიც გეუბნება
    წინ არასასიამოვნო სამუშაოა,
  • 8:53 - 8:55
    ვიღაცამ ის უნდა გააკეთოს,
    ეს ვიღაც შეიძლება მე ვიყო,
  • 8:55 - 8:56
    განწყობა, რომლიც გეუბნება
  • 8:56 - 8:59
    ჩემს წვლილს შევიტან
    საერთო კეთილდღეობაში,
  • 8:59 - 9:02
    ესაა, რაც სამუშაო გარემოში
    წინსვლას გიწადის.
  • 9:02 - 9:05
    ეს ყველამ ვიცით,
    თქვენც კარგად იცით.
  • 9:05 - 9:08
    (აპლოდისმენტები)
  • 9:08 - 9:12
    ეს ყველამ ვიცით და მაინც,
    სიით გაწერილ ბავშვობაში,
  • 9:12 - 9:16
    ბავშვებს ვათავისუფლებთ სახლის საქმეებისგან
  • 9:16 - 9:18
    და ახალგაზრდობისას სამუშაო
    გარემოში მოხვედრისთანავე,
  • 9:18 - 9:20
    გაწერილ ნუსხას ელიან,
  • 9:20 - 9:22
    რომელიც არ არსებობს.
  • 9:22 - 9:25
    და რაც მთავარია,
    იმის იმპულსი, ინსტიქტი აკლიათ
  • 9:25 - 9:27
    რომ სახელოები აიკეცონ, საქმეში ჩაებან
  • 9:27 - 9:31
    და დაინტერესდნენ - რით შემიძლია
    კოლეგებს დავეხმარო?
  • 9:31 - 9:36
    როგორ შეიძლება ცოტა გავთვალო
    რა დასჭირდება ჩემს უფროსს?
  • 9:36 - 9:40
    მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა
    ჰარვარდის კვლევიდან
  • 9:41 - 9:43
    ამბობს, რომ ბედნიერება ცხოვრებაში
  • 9:44 - 9:46
    სიყვარულიდან მოდის,
  • 9:46 - 9:47
    არა საქმის სიყვარულიდან,
  • 9:47 - 9:50
    არამედ ადამიანების სიყვარულიდან:
  • 9:50 - 9:54
    ჩვენი მეუღლის, პარტნიორის,
    მეგობრის, ოჯახის.
  • 9:55 - 9:58
    ამიტომ ბავშვობამ სიყვარული
    უნდა ასწავლოს ჩვენს შვილებს.
  • 9:58 - 10:01
    ისინი კი სხვებს ვერ შეიყვარებენ,
    თუ საკუთარი თავი არ ეყვარებათ.
  • 10:01 - 10:06
    და საკუთარ თავს ვერ შეიყვარებენ,
    თუ ჩვენ არ გვეყვარება უპირობოდ.
  • 10:06 - 10:07
    (აპლოდისმენტები)
  • 10:10 - 10:11
    ასეა.
  • 10:12 - 10:14
    ასე რომ,
  • 10:14 - 10:16
    ნიშნებსა და ქულებზე ჩაციკვლის ნაცვლად,
  • 10:16 - 10:19
    როდესაც ჩვენი საყვარელი შვილი
    სკოლიდან დაბრუნდება,
  • 10:19 - 10:21
    ან ჩვენ დავბრუნდებით სამსახურიდან,
  • 10:21 - 10:24
    ტექნიკა და ტელეფონები უნდა გადავდოთ
  • 10:24 - 10:25
    მათ თვალებში ჩავხედოთ
  • 10:25 - 10:28
    და ვაჩვენოთ ის სიამოვნება
    რაც სახეზე გვაქვს,
  • 10:28 - 10:31
    როცა ჩვენს შვილს რამდენიმე
    საათის შემდეგ პირველად ვხედავთ.
  • 10:31 - 10:33
    შემდეგ კი უნდა ვკითხოთ:
  • 10:33 - 10:36
    "როგორი დღე გქონდა?
  • 10:36 - 10:39
    რა მოგეწონა დღევანდელ დღეში?"
  • 10:39 - 10:42
    და როცა თქვენი მოზარდი გოგონა
    გიპასუხებთ - "სადილი", ჩემი გოგონასავით,
  • 10:42 - 10:44
    არადა მე მათემატიკის
    ტესტირება მაინტერესებდა,
  • 10:45 - 10:46
    და არა სადილი,
  • 10:46 - 10:49
    მაინც სადილზე უნდა
    გამოხატოთ ინტერესი.
  • 10:49 - 10:52
    უნდა ჰკითხოთ:
    "რა მოგეწონა დღევანდელ სადილში?"
  • 10:52 - 10:56
    უნდა იცოდნენ, რომ ისინი
    მნიშვნელოვანი არიან, როგორც ადამიანები,
  • 10:56 - 10:59
    და არა მათი ქულების გამო.
  • 11:00 - 11:02
    კარგით, თქვენ ახლა ფიქრობთ
    - სახლის საქმეები და სიყვარული,
  • 11:02 - 11:04
    მშვენივრად ჟღერს, მაგრამ კარგი რა!
  • 11:04 - 11:07
    კოლეჯებს უნდათ, რომ მაღალი
    ქულები და ნიშნები დაინახონ,
  • 11:07 - 11:12
    მედლები და ჯილდოები,
    მე კი გეტყვით - ისე რა.
  • 11:13 - 11:19
    ცნობილ სასწავლებლებს სურთ ამის დანახვა,
  • 11:19 - 11:21
    მაგრამ კარგი ამბავიც მაქვს.
  • 11:21 - 11:27
    იმის საწინააღმდეგოთ, რაც
    კოლეჯების კრიტერიუმებმა დაგვაჯერეს,
  • 11:27 - 11:29
    (აპლოდისმენტები)
  • 11:32 - 11:35
    აუცილებელი არ არის ცნობილ
    სასწავლებელში ისწავლო,
  • 11:35 - 11:37
    რომ ბედნიერი და წარმატებული
    ცხოვრება გქონდეს.
  • 11:37 - 11:40
    ბედნიერი და წარმატებული ადამიანები
    საჯარო სკოლებში დადიოდნენ,
  • 11:40 - 11:42
    პატარა კოლეჯებში სწავლოდნენ,
    რომელზეც არავის სმენია,
  • 11:42 - 11:43
    სათემო კოლეჯში სწავლოდნენ,
  • 11:43 - 11:46
    ამ კოლეჯშიც სწავლოდნენ
    და გაირიცხნენ.
  • 11:46 - 11:49
    (აპლოდისმენტები)
  • 11:53 - 11:56
    ამის მტკიცებულება ბევრია ამ ოთახში,
    ჩვენს სანაცნობო წრეში,
  • 11:56 - 11:58
    და ეს სრული სიმართლეა.
  • 11:58 - 12:00
    თუ თვალს უფრო გავახელდით
  • 12:00 - 12:02
    და სხვა კოლეჯებსაც შევათვალიერებდით,
  • 12:02 - 12:05
    ჩვენს ეგოსაც გვერდით გავაჩოჩებდით,
  • 12:06 - 12:09
    ამ სიმართლეს მივიღებდით და
    გავაცნობიერებდით, რომ
  • 12:09 - 12:11
    სულაც არაა სამყაროს დასასრული
  • 12:11 - 12:15
    თუ ჩვენი შვილები ერთ-ერთ
    ცნობილ სასწავლებელში არ ჩააბარებენ.
  • 12:16 - 12:17
    და რაც მთავარია,
  • 12:17 - 12:22
    თუ მათი ბავშვობა ამ ტირანულ
    ნუსხაზე არ იქნებოდა,
  • 12:22 - 12:24
    როდესაც კოლეჯში ჩაირიცხებოდნენ,
  • 12:25 - 12:26
    რომელი კოლეჯიც არ უნდა იყოს,
  • 12:26 - 12:30
    მათივე არჩევანი იქნებოდა,
  • 12:30 - 12:32
    მათი სურვილით არჩეული,
  • 12:32 - 12:36
    და მზაობით, რომ წარმატებას მიაღწიონ.
  • 12:37 - 12:40
    ერთი რამ უნდა ვაღიარო.
  • 12:40 - 12:43
    ორი შვილი მყავს, როგორც გითხარით,
    სოიერი და ეივრი.
  • 12:43 - 12:45
    ორივე მოზარდია.
  • 12:45 - 12:46
    ერთხელაც,
  • 12:46 - 12:49
    მივხვდი, რომ სოიერს და ეივრის
  • 12:49 - 12:51
    მინიატურული ხეებივით ვეპყრობოდი,
  • 12:51 - 12:53
    (სიცილი)
  • 12:53 - 12:56
    რომლებიც უნდა ფაქიზად
    გამეკრიჭა და გამეკაფა,
  • 12:56 - 13:00
    და ადამიანის საუკეთესო ფორმა მიმეცა,
  • 13:00 - 13:04
    რომელიც საკმარისად სრულყოფილი
    იქნებოდა გარანტირებული ჩარიცხვისთვის
  • 13:04 - 13:07
    ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში.
  • 13:07 - 13:11
    მაგრამ ათასობით სხვა ადამიანის
    შვილებთან მუშაობის შემდეგ მივხვდი,
  • 13:12 - 13:13
    (სიცილი)
  • 13:14 - 13:18
    და საკუთარი ორი შვილის გაზრდის შემდეგ,
  • 13:18 - 13:21
    ჩემი შვილები ჯუჯა ხეები არ არიან.
  • 13:22 - 13:24
    ისინი ველური ყვავილები არიან,
  • 13:24 - 13:27
    უცნობი გენისა და ჯიშის
  • 13:27 - 13:29
    (სიცილი)
  • 13:29 - 13:33
    და ჩემი საქმეა მათ ხელსაყრელი
    გარემო შევუქმნა,
  • 13:33 - 13:35
    რომ გავაძლიერო სახლის საქმეებითა
  • 13:35 - 13:39
    და სიყვარულით, რომ მათაც შეეძლოთ
    სხვები უყვარდეთ და სხვებსაც უყვარდეთ.
  • 13:39 - 13:42
    კოლეჯი, პროფესია და კარიერა კი
  • 13:42 - 13:44
    სრულიად მათზეა.
  • 13:44 - 13:50
    ჩემი საქმე არაა ისინი გავხადო
    იმად რაც მე მინდა რომ გახდნენ,
  • 13:50 - 13:55
    არამედ დავეხმარო გახდნენ
    საკუთარი თავის დიდებული ვერსია.
  • 13:55 - 13:57
    მადლობა!
  • 13:57 - 13:59
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილები გადამეტებული მშობლობის გარეშე
Speaker:
ჯული ლითკოტ-ჰეიმსი
Description:

ჩვენი შვილების მიმართ უამრავი მოლოდინითა და მათი ცხოვრების ყველა ასპექტის დეტალურად მართვით, რეალურად მშობლები მათ არ ვეხმარებით. ყოველ შემთხვევაში ჯული ლითკოტ-ჰეიმსი საკითხს ასე უყურებს. სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი, აქტიური შემართებითა და იუმორით ცდილობს მშობლებს მოუწოდოს შეწყვიტონ მათი შვილების განსაზღვრა სასკოლო ნიშნებითა და გამოცდის ქულებით. ნაცვლად ის გვთავაზობს მეტი აქცენტი გავაკეთოთ ყველაზე ძველ და გამოცდილ იდეაზე: უპირობო სიყვარულზე!

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:16

Georgian subtitles

Revisions