1 00:00:00,680 --> 00:00:04,496 იცით, ბავშვის აღზრდის ექსპერტობა არასდროს მდომებია. 2 00:00:04,520 --> 00:00:09,040 რეალურად, ამ თემით დიდად დაინტერესებულიც არ ვარ. 3 00:00:09,080 --> 00:00:13,016 უბრალოდ, დღესდღეობით ხშირად ვხვდებით აღზრდის გარკვეულ სტილს, 4 00:00:13,040 --> 00:00:16,216 რომელიც ბავშვებს აზიანებს 5 00:00:16,239 --> 00:00:21,296 და მათი განვითარების შანსებს აფერხებს. 6 00:00:21,320 --> 00:00:23,536 დღესდღეობით აღზრდის გარკვეული სტილია, 7 00:00:23,560 --> 00:00:24,936 რომელიც გვაფერხებს. 8 00:00:24,936 --> 00:00:26,576 რის თქმასაც ვცდილობ ისაა, 9 00:00:26,576 --> 00:00:28,656 რომ უამრავ დროს ვხარჯავთ ფიქრზე 10 00:00:28,656 --> 00:00:32,336 იმ მშობლების შესახებ, რომლებიც მათი ბავშვების ცხოვრებაში ჩართულნი არ არიან, 11 00:00:32,336 --> 00:00:34,266 არც მათ განათლებაში, აღზრდაში, 12 00:00:34,266 --> 00:00:35,900 და ასე შემდეგ. 13 00:00:36,000 --> 00:00:38,376 მაგრამ სპექტრის მეორე მხარესაც, 14 00:00:38,400 --> 00:00:41,096 ბევრი ზიანის მიყენება ხდება, 15 00:00:41,120 --> 00:00:44,056 როდესაც მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი ვერ იქნება წარმატებული, 16 00:00:44,080 --> 00:00:48,136 თუ ისინი მას ყოველ ნაბიჯზე არ იცავენ 17 00:00:48,160 --> 00:00:51,946 და ყველა მოვლენაში არ ერევიან, ყველა დეტალს არ მართავენ, 18 00:00:51,946 --> 00:00:57,990 და შვილებს მიმართავენ განსაზღვრული კოლეჯების ან კარიერებისკენ. 19 00:00:58,760 --> 00:01:01,376 როდესაც ჩვენ ბავშვებს ასე ვზრდით, 20 00:01:01,400 --> 00:01:03,096 ვამბობ - "ჩვენ", 21 00:01:03,120 --> 00:01:05,896 რადგან ღმერთმა იცის, რომ ორი მოზარდის აღზრდისას, 22 00:01:05,920 --> 00:01:08,656 ზუსტად იგივე მჭირდა... 23 00:01:08,680 --> 00:01:13,100 ჩვენს შვილებს მხოლოდ ერთგვარ ნუსხაზე მიბმული ბავშვობა აქვთ. 24 00:01:13,200 --> 00:01:15,896 ნუსხაზე მიბმული ბავშვობა კი ასე გამოიყურება: 25 00:01:15,920 --> 00:01:18,816 ვუზრუნველყოფთ მათ უსაფთხოებას, 26 00:01:18,840 --> 00:01:21,020 ჭამას და სმას, 27 00:01:21,520 --> 00:01:24,216 შემდეგ გვინდა, რომ სწორად შერჩეულ სკოლაში დადიოდნენ, 28 00:01:24,240 --> 00:01:26,816 რომ სწორ კლასში მოხვდნენ, ამ სწორად შერჩეულ სკოლაში, 29 00:01:26,840 --> 00:01:29,814 და რომ სწორ ნიშნებს იღებენ, სწორ კლასში, სწორად შერჩეულ სკოლაში. 30 00:01:29,814 --> 00:01:34,140 არა მხოლოდ ნიშნები და ქულები, მედლები და ჯილდოები, 31 00:01:34,140 --> 00:01:36,245 ასევე სპორტი ღონისძიებები, ლიდერობა. 32 00:01:36,245 --> 00:01:38,290 ვეუბნებით, რომ სასკოლო კლუბს კი არ შეუერთდნენ, 33 00:01:38,290 --> 00:01:41,790 თავად ჩამოაყალიბონ კლუბი, რადგან კოლეჯში გამოადგებათ. 34 00:01:41,790 --> 00:01:43,856 ნუსხაშიც მოვინიშნავთ, როგორც სამოქალაქო აქტივობას. 35 00:01:43,880 --> 00:01:46,136 ანუ, კოლეჯში რომ აჩვენო, რომ სხვებზეც ზრუნავ. 36 00:01:46,160 --> 00:01:48,256 (სიცილი) 37 00:01:48,280 --> 00:01:53,216 და ეს ყველაფერი, ბრწყინვალე ხარისხის მოლოდინით. 38 00:01:53,240 --> 00:01:55,856 ბავშვებისგან ისეთ ბრწყინვალე შედეგებს ველით, 39 00:01:55,880 --> 00:01:59,216 რომელსაც საკუთარ თავსაც კი არ ვთხოვთ. 40 00:01:59,240 --> 00:02:01,416 და რადგან ამდენია გასაკეთებელი, 41 00:02:01,440 --> 00:02:02,656 ჩვენ ბევრ ვფიქრობთ. 42 00:02:02,680 --> 00:02:05,896 ჰო, რა თქმა უნდა მშობლები ყველა მასწავლებელს უნდა ეკამათონ 43 00:02:05,920 --> 00:02:08,496 და დირექტორსაც, მწვრთნელსაც და მსაჯსაც. 44 00:02:08,520 --> 00:02:11,416 ჩვენი შვილების კონსიერჟივით მოვიქცეთ, 45 00:02:11,440 --> 00:02:13,580 პირადი თანაშემწესავით, 46 00:02:13,880 --> 00:02:15,696 მდივნებივით. 47 00:02:15,720 --> 00:02:17,896 შემდეგ კი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ძვირფას შვილებთან 48 00:02:17,920 --> 00:02:20,056 უამრავ დროს ვხარჯავთ რომ ვუბიძგოთ, 49 00:02:20,080 --> 00:02:24,496 ვეხვეწოთ, მივანიშნოთ, დავეხმაროთ, ვეკამათოთ, რაც არ უნდა იყოს, 50 00:02:24,520 --> 00:02:27,376 რომ დავრწმუნდეთ არაფერს აშავებენ, 51 00:02:27,400 --> 00:02:29,896 კარს არ იკეტავენ, 52 00:02:29,920 --> 00:02:32,416 მომავალს არ იფუჭებენ, 53 00:02:32,440 --> 00:02:34,696 სასურველი ჩარიცხვისთვის 54 00:02:34,720 --> 00:02:37,336 თითებზე ჩამოსათვლელ კოლეჯებში, 55 00:02:37,360 --> 00:02:41,670 რომლებიც თითქმის ყველას უარს ეუბნებიან. 56 00:02:42,680 --> 00:02:48,096 ბავშვისთვის კი სიით გაწერილი ცხოვრება ასეთია: 57 00:02:48,120 --> 00:02:50,616 პირველ რიგში, არ აქვს თავისუფალი დრო თამაშისთვის. 58 00:02:50,640 --> 00:02:52,296 არცერთი წუთი შუადღეს, 59 00:02:52,320 --> 00:02:55,336 რადგან ისიც ნაყოფიერი უნდა იყოს, ჩვენი აზრით... 60 00:02:55,360 --> 00:02:58,736 თითქოს ყოველი საშინაო დავალება, ტესტი და აქტივობა 61 00:02:58,760 --> 00:03:03,296 გადამწყვეტი მომენტია იმ მომავლისთვის, რასაც მათ ვუმზადებთ 62 00:03:03,320 --> 00:03:06,256 და სახლის საქმეებში მოხმარებისგან ვათავისუფლებთ, 63 00:03:06,280 --> 00:03:09,656 არასაკმარისი ძილის უფლებასაც ვაძლევთ, 64 00:03:09,680 --> 00:03:14,576 თუ ეს ნუსხის ჩამონათვლის მიღწევაში ეხმარებათ. 65 00:03:14,600 --> 00:03:18,416 და ასე გაწერილ ბავშვობაზე ვამბობთ, რომ უბრალოდ გვინდა ბედნიერები იყვნენ. 66 00:03:18,440 --> 00:03:20,496 მაგრამ როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან, 67 00:03:20,520 --> 00:03:23,656 პირველი რასაც ვეკითხებით, 68 00:03:23,680 --> 00:03:26,736 მათი საშინაო დავალება და ნიშნებია. 69 00:03:26,760 --> 00:03:28,776 ისინი ჩვენს სახეზე ხედავენ, 70 00:03:28,800 --> 00:03:31,336 რომ მიმღებლობა, სიყვარული, 71 00:03:31,360 --> 00:03:32,976 მათი რაობაც კი, 72 00:03:33,000 --> 00:03:34,856 მაღალი ნიშნებით განისაზღვრება. 73 00:03:34,880 --> 00:03:37,456 მერე მათთან მივდივართ 74 00:03:37,480 --> 00:03:42,176 და ვაქებთ, როგორც ძაღლების მწვრთნელი ვესტმინსტერის შოუდან. 75 00:03:42,200 --> 00:03:43,416 (სიცილი) 76 00:03:43,440 --> 00:03:48,736 ვუბიძგებთ უფრო მაღლა ახტომისკენ, 77 00:03:48,760 --> 00:03:51,816 ყოველ დღე, ყოველ ჯერზე. 78 00:03:51,840 --> 00:03:53,576 როდესაც დამამთავრებელ კლასებში გადავლენ, 79 00:03:53,600 --> 00:03:56,496 არ კითხულობენ "ჰო, ნეტავ რის სწავლა მაინტერესებს 80 00:03:56,520 --> 00:03:57,776 ან რისი კეთება მინდა?" 81 00:03:57,800 --> 00:03:59,496 მრჩეველთან მივლენ და ჰკითხავენ: 82 00:03:59,520 --> 00:04:03,096 "რა უნდა გავაკეთო, რომ "სწორ" კოლეჯში ჩავირიცხო?" 83 00:04:03,120 --> 00:04:06,056 და როდესაც ნიშნების მიღებას დაიწყებენ, 84 00:04:06,080 --> 00:04:07,656 რამდენიმე "B" იქნება, 85 00:04:07,680 --> 00:04:10,056 ან ღმერთმა დაიფაროთ და "C", 86 00:04:10,080 --> 00:04:12,016 დაიწყებენ მეგობრებთან უაზრო წერას: 87 00:04:12,040 --> 00:04:17,160 "ვინმე ასეთი ნიშნებით ჩარიცხულა სწორ კოლეჯში?" 88 00:04:17,959 --> 00:04:19,495 და ჩვენი შვილები, 89 00:04:19,519 --> 00:04:23,136 სადაც არ უნდა ჩაირიცხონ სკოლის შემდეგ, 90 00:04:23,160 --> 00:04:25,250 სულშეხუთულნი არიან. 91 00:04:25,400 --> 00:04:26,616 მყიფეები არიან. 92 00:04:26,640 --> 00:04:28,456 ცოტა გადამწვრებიც არიან. 93 00:04:28,480 --> 00:04:30,376 ცოტა მობერებულიც არიან 94 00:04:30,400 --> 00:04:34,416 და ოცნებობენ ზრდასულებს ეთქვათ "რაც შენ გააკეთე სრულიად საკმარისია, 95 00:04:34,440 --> 00:04:37,416 რა შრომაც გასწიე შენს ბავშვობაში სრულიად საკმარისია." 96 00:04:37,440 --> 00:04:41,696 ახლა კი შფოთისა და დეპრესიის მაღალი დონე ახრჩობთ, 97 00:04:41,720 --> 00:04:43,936 და ზოგიერთ მათგანს აინტერესებს, 98 00:04:43,960 --> 00:04:49,310 ეს ცხოვრება ღირდა თუ არა ამად? 99 00:04:49,800 --> 00:04:51,536 ჰო, ჩვენ - მშობლებს, 100 00:04:51,560 --> 00:04:54,936 ჩვენ გვჯერა რომ ნამდვილად ღირდა. 101 00:04:54,960 --> 00:04:56,176 ისე ვიქცევით, 102 00:04:56,200 --> 00:04:58,936 თითქოს მათ არანაირი მომავალი არ ექნებოდათ, 103 00:04:58,960 --> 00:05:03,656 თუ თითებზე ჩამოსათვლელი კოლეჯებიდან ერთ-ერთში არ ჩაირიცხებოდნენ, 104 00:05:03,680 --> 00:05:05,660 ან იმ პროფესიას არ აირჩედნენ. 105 00:05:05,920 --> 00:05:09,016 ან იქნებ, უბრალოდ გვეშინია, 106 00:05:09,040 --> 00:05:11,376 ისეთი მომავალი არ ექნებათ, რომლითაც ვიტრაბახებთ 107 00:05:11,400 --> 00:05:16,010 ჩვენს მეგობრებთან და სტიკერებით ჩვენს მანქანაზე. 108 00:05:17,600 --> 00:05:18,816 ჰო... 109 00:05:18,840 --> 00:05:21,160 (აპლოდისმენტები) 110 00:05:24,920 --> 00:05:27,456 მაგრამ თუ შეხედავთ რა გავაკეთეთ, 111 00:05:27,480 --> 00:05:31,016 თუ გამბედაობა გეყოფათ, რომ მართლა შეხედოთ, 112 00:05:31,040 --> 00:05:34,016 არა მხოლოდ ბავშვებს სჯერათ, რომ მათი ფასი განისაზღვრება 113 00:05:34,040 --> 00:05:35,736 ნიშნებითა და ქულებით, 114 00:05:35,760 --> 00:05:39,656 არამედ მათ ძვირფას გონებაში, 115 00:05:39,680 --> 00:05:44,256 ფილმის "იყო ჯონ მალკოვიჩი" ჩვენეული ვერსიასავით, 116 00:05:44,280 --> 00:05:46,216 ბავშვებს ამ შეტყობინებას ვუგზავნით: 117 00:05:46,240 --> 00:05:51,456 "შვილო, ვფიქრობ ვერაფერს მიაღწევდი ჩემს გარეშე." 118 00:05:51,480 --> 00:05:54,136 და ჩვენი გადამეტებული დახმარებით, 119 00:05:54,160 --> 00:05:56,696 დაცვით, მიმართულების მიცემითა და ხელჩაკიდებული ტარებით, 120 00:05:56,720 --> 00:06:00,736 ბავშვებს შანსს ვართმევთ თვითმყოფადებად ჩამოყალიბდნენ, 121 00:06:00,760 --> 00:06:04,456 რომელიც ადამიანის ფსიქიკის ძირითადი პრინციპია, 122 00:06:04,480 --> 00:06:07,096 თვითშეფასებაზე მნიშვნელოვანიც კი, 123 00:06:07,120 --> 00:06:09,070 რომელსაც ჩვენი შექებით იღებენ. 124 00:06:09,120 --> 00:06:15,296 თვითმყოფადობა ყალიბდება, როდესაც ხედავ შენი ქმედებები განსაღვრავენ შედეგს, 125 00:06:15,320 --> 00:06:16,536 და არა... 126 00:06:16,560 --> 00:06:17,776 კი ბატონო! 127 00:06:17,800 --> 00:06:20,640 (აპლოდისმენტები) 128 00:06:21,600 --> 00:06:25,376 და არა მშობლის ქმედებები, შვილის სახელით, 129 00:06:25,400 --> 00:06:28,176 არამედ მათი ქმედებები განსაზღვრავენ მათივე შედეგებს. 130 00:06:28,200 --> 00:06:29,696 მარტივად რომ ვთქვათ, 131 00:06:29,720 --> 00:06:35,056 თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები თვითმყოფადები გახდნენ, 132 00:06:35,080 --> 00:06:39,936 მათ უნდა მეტი იფიქრონ, დაგეგმონ, გადაწყვიტონ, 133 00:06:39,960 --> 00:06:43,536 გააკეთონ, იმედოვნონ, შეეჭიდონ, სცადონ და შეცდნენ, 134 00:06:43,560 --> 00:06:48,266 იოცნებონ და ცხოვრება თავად გამოსცადონ. 135 00:06:49,280 --> 00:06:51,776 განა მე იმას ვამბობ, რომ 136 00:06:51,800 --> 00:06:54,136 ყველა ბავშვი შრომისმოყვარე და მოტივირებულია 137 00:06:54,160 --> 00:06:57,336 და მშობლის ჩარევა ან ინტერესი არ სჭირდება 138 00:06:57,360 --> 00:06:59,720 და უკან უნდა გავდგეთ და შევეშვათ? 139 00:07:00,040 --> 00:07:01,426 ჯანდაბა, არა! 140 00:07:01,426 --> 00:07:02,496 (სიცილი) 141 00:07:02,520 --> 00:07:04,216 მე ამას არ ვამბობ. 142 00:07:04,240 --> 00:07:07,856 მე იმას ვამბობ, რომ როცა ნიშნებს, ქულებს, მედლებსა და ჯილდოებს 143 00:07:07,880 --> 00:07:09,976 მათი ბავშვობის მიზნად ვაქცევთ, 144 00:07:10,000 --> 00:07:13,776 იმისთვის, რომ საუკეთესო კოლეჯში ჩაირიცხონ, 145 00:07:13,800 --> 00:07:16,776 ან გამორჩეული კარიერა აიწყონ, 146 00:07:16,800 --> 00:07:21,176 ესაა წარმატების ძალიან ვიწრო განმარტება ჩვენი ბავშვებისთვის. 147 00:07:21,200 --> 00:07:24,736 და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მოკლევადიან წარმატებებში დავეხმაროთ, 148 00:07:24,760 --> 00:07:25,976 გადამეტებული დახმარებით, 149 00:07:26,000 --> 00:07:30,160 მაგალითად უკეთეს ნიშნებს მიიღებენ თუ საშინაო დავალებაში მივეხმარებით, 150 00:07:30,320 --> 00:07:34,680 უფრო გრძელი ბავშვობის რეზიუმე ექნებათ, როცა დავეხმარებით, 151 00:07:35,120 --> 00:07:38,496 მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდი რამის ხარჯზე ხდება, 152 00:07:38,520 --> 00:07:40,576 მათი თვით-აღქმის ხარჯზე. 153 00:07:40,600 --> 00:07:43,016 მე ვამბობ, რომ ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, 154 00:07:43,040 --> 00:07:44,856 კონკრეტული კოლეჯების სია, 155 00:07:44,880 --> 00:07:48,096 სადაც განაცხადს გააკეთებენ ან ჩაირიცხებიან, 156 00:07:48,120 --> 00:07:53,016 და უფრო მეტად უნდა გვაღელვებდეს, რომ აქვთ ჩვევები, აზროვნება, უნარები, 157 00:07:53,040 --> 00:07:57,976 და სიჯანსაღე, რომ წარმატებულები იყვნენ რაც არ უნდა აირჩიონ. 158 00:07:58,000 --> 00:07:59,216 მე ვამბობ, რომ 159 00:07:59,240 --> 00:08:03,816 ჩვენს შვილებს სჭირდებათ ნაკლებად ჩავიციკლოთ ნიშნებსა და ქულებზე 160 00:08:03,840 --> 00:08:06,136 და მეტაც გვაინტერესებდეს 161 00:08:06,160 --> 00:08:11,256 ისეთი ბავშვობა შევუქმნათ, რომელიც წარმატების საფუძველია, 162 00:08:11,280 --> 00:08:14,790 სიყვარულზე დაშენებული, 163 00:08:15,240 --> 00:08:16,456 და სახლის საქმეებზე. 164 00:08:16,480 --> 00:08:18,656 (სიცილი) 165 00:08:18,680 --> 00:08:20,600 (აპლოდისმენტები) 166 00:08:23,240 --> 00:08:27,300 ახლა სახლის საქმეები ვთქვი? ჰო, ნამდვილად ვთქვი. 167 00:08:27,920 --> 00:08:30,080 და აი რატომ: 168 00:08:31,280 --> 00:08:34,936 ყველაზე გრძელვადიან კვლევას ადამიანებზე, 169 00:08:34,960 --> 00:08:37,135 ჰარვარდის გრანტის კვლევა ჰქვია. 170 00:08:37,159 --> 00:08:39,496 მან აჩვენა, რომ პროფესიული წარმატება ცხოვრებაში, 171 00:08:39,520 --> 00:08:42,096 ზუსტად ის, რაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა, 172 00:08:42,120 --> 00:08:45,896 რომ პროფესიული წარმატება, ბავშვობაში სახლის საქმეების კეთებიდან მოდის. 173 00:08:45,920 --> 00:08:47,936 და რაც უფრო ადრე დაიწყეთ, მით უკეთესი. 174 00:08:47,960 --> 00:08:50,336 აკეცილი სახელოები და მონდომებული განწყობა, 175 00:08:50,360 --> 00:08:52,736 განწყობა, რომლიც გეუბნება წინ არასასიამოვნო სამუშაოა, 176 00:08:52,760 --> 00:08:54,976 ვიღაცამ ის უნდა გააკეთოს, ეს ვიღაც შეიძლება მე ვიყო, 177 00:08:55,000 --> 00:08:56,216 განწყობა, რომლიც გეუბნება 178 00:08:56,240 --> 00:08:59,336 ჩემს წვლილს შევიტან საერთო კეთილდღეობაში, 179 00:08:59,360 --> 00:09:02,416 ესაა, რაც სამუშაო გარემოში წინსვლას გიწადის. 180 00:09:02,440 --> 00:09:05,336 ეს ყველამ ვიცით, თქვენც კარგად იცით. 181 00:09:05,360 --> 00:09:08,176 (აპლოდისმენტები) 182 00:09:08,200 --> 00:09:11,776 ეს ყველამ ვიცით და მაინც, სიით გაწერილ ბავშვობაში, 183 00:09:11,800 --> 00:09:15,576 ბავშვებს ვათავისუფლებთ სახლის საქმეებისგან 184 00:09:15,600 --> 00:09:18,096 და ახალგაზრდობისას სამუშაო გარემოში მოხვედრისთანავე, 185 00:09:18,120 --> 00:09:20,336 გაწერილ ნუსხას ელიან, 186 00:09:20,360 --> 00:09:21,816 რომელიც არ არსებობს. 187 00:09:21,840 --> 00:09:25,136 და რაც მთავარია, იმის იმპულსი, ინსტიქტი აკლიათ 188 00:09:25,160 --> 00:09:27,376 რომ სახელოები აიკეცონ, საქმეში ჩაებან 189 00:09:27,400 --> 00:09:30,976 და დაინტერესდნენ - რით შემიძლია კოლეგებს დავეხმარო? 190 00:09:31,000 --> 00:09:36,000 როგორ შეიძლება ცოტა გავთვალო რა დასჭირდება ჩემს უფროსს? 191 00:09:36,280 --> 00:09:40,160 მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰარვარდის კვლევიდან 192 00:09:40,920 --> 00:09:43,190 ამბობს, რომ ბედნიერება ცხოვრებაში 193 00:09:43,720 --> 00:09:45,576 სიყვარულიდან მოდის, 194 00:09:45,600 --> 00:09:47,456 არა საქმის სიყვარულიდან, 195 00:09:47,480 --> 00:09:50,190 არამედ ადამიანების სიყვარულიდან: 196 00:09:50,400 --> 00:09:54,200 ჩვენი მეუღლის, პარტნიორის, მეგობრის, ოჯახის. 197 00:09:54,600 --> 00:09:58,296 ამიტომ ბავშვობამ სიყვარული უნდა ასწავლოს ჩვენს შვილებს. 198 00:09:58,320 --> 00:10:01,296 ისინი კი სხვებს ვერ შეიყვარებენ, თუ საკუთარი თავი არ ეყვარებათ. 199 00:10:01,320 --> 00:10:05,506 და საკუთარ თავს ვერ შეიყვარებენ, თუ ჩვენ არ გვეყვარება უპირობოდ. 200 00:10:05,616 --> 00:10:07,280 (აპლოდისმენტები) 201 00:10:09,600 --> 00:10:10,800 ასეა. 202 00:10:12,240 --> 00:10:14,016 ასე რომ, 203 00:10:14,040 --> 00:10:16,296 ნიშნებსა და ქულებზე ჩაციკვლის ნაცვლად, 204 00:10:16,320 --> 00:10:19,216 როდესაც ჩვენი საყვარელი შვილი სკოლიდან დაბრუნდება, 205 00:10:19,240 --> 00:10:20,736 ან ჩვენ დავბრუნდებით სამსახურიდან, 206 00:10:20,760 --> 00:10:23,536 ტექნიკა და ტელეფონები უნდა გადავდოთ 207 00:10:23,560 --> 00:10:24,936 მათ თვალებში ჩავხედოთ 208 00:10:24,960 --> 00:10:28,136 და ვაჩვენოთ ის სიამოვნება რაც სახეზე გვაქვს, 209 00:10:28,160 --> 00:10:31,296 როცა ჩვენს შვილს რამდენიმე საათის შემდეგ პირველად ვხედავთ. 210 00:10:31,320 --> 00:10:33,256 შემდეგ კი უნდა ვკითხოთ: 211 00:10:33,280 --> 00:10:35,560 "როგორი დღე გქონდა? 212 00:10:35,840 --> 00:10:38,656 რა მოგეწონა დღევანდელ დღეში?" 213 00:10:38,680 --> 00:10:42,416 და როცა თქვენი მოზარდი გოგონა გიპასუხებთ - "სადილი", ჩემი გოგონასავით, 214 00:10:42,440 --> 00:10:44,496 არადა მე მათემატიკის ტესტირება მაინტერესებდა, 215 00:10:44,520 --> 00:10:45,936 და არა სადილი, 216 00:10:45,960 --> 00:10:48,976 მაინც სადილზე უნდა გამოხატოთ ინტერესი. 217 00:10:49,000 --> 00:10:52,176 უნდა ჰკითხოთ: "რა მოგეწონა დღევანდელ სადილში?" 218 00:10:52,200 --> 00:10:55,576 უნდა იცოდნენ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან, როგორც ადამიანები, 219 00:10:55,600 --> 00:10:59,000 და არა მათი ქულების გამო. 220 00:10:59,640 --> 00:11:01,856 კარგით, თქვენ ახლა ფიქრობთ - სახლის საქმეები და სიყვარული, 221 00:11:01,880 --> 00:11:04,376 მშვენივრად ჟღერს, მაგრამ კარგი რა! 222 00:11:04,400 --> 00:11:07,376 კოლეჯებს უნდათ, რომ მაღალი ქულები და ნიშნები დაინახონ, 223 00:11:07,400 --> 00:11:12,500 მედლები და ჯილდოები, მე კი გეტყვით - ისე რა. 224 00:11:13,080 --> 00:11:18,976 ცნობილ სასწავლებლებს სურთ ამის დანახვა, 225 00:11:19,000 --> 00:11:20,850 მაგრამ კარგი ამბავიც მაქვს. 226 00:11:21,160 --> 00:11:26,506 იმის საწინააღმდეგოთ, რაც კოლეჯების კრიტერიუმებმა დაგვაჯერეს, 227 00:11:26,706 --> 00:11:28,640 (აპლოდისმენტები) 228 00:11:32,040 --> 00:11:34,936 აუცილებელი არ არის ცნობილ სასწავლებელში ისწავლო, 229 00:11:34,960 --> 00:11:36,696 რომ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება გქონდეს. 230 00:11:36,720 --> 00:11:39,576 ბედნიერი და წარმატებული ადამიანები საჯარო სკოლებში დადიოდნენ, 231 00:11:39,600 --> 00:11:41,856 პატარა კოლეჯებში სწავლოდნენ, რომელზეც არავის სმენია, 232 00:11:41,880 --> 00:11:43,456 სათემო კოლეჯში სწავლოდნენ, 233 00:11:43,480 --> 00:11:46,376 ამ კოლეჯშიც სწავლოდნენ და გაირიცხნენ. 234 00:11:46,396 --> 00:11:49,040 (აპლოდისმენტები) 235 00:11:53,240 --> 00:11:56,216 ამის მტკიცებულება ბევრია ამ ოთახში, ჩვენს სანაცნობო წრეში, 236 00:11:56,240 --> 00:11:57,936 და ეს სრული სიმართლეა. 237 00:11:57,960 --> 00:11:59,656 თუ თვალს უფრო გავახელდით 238 00:11:59,680 --> 00:12:01,936 და სხვა კოლეჯებსაც შევათვალიერებდით, 239 00:12:01,960 --> 00:12:05,496 ჩვენს ეგოსაც გვერდით გავაჩოჩებდით, 240 00:12:05,520 --> 00:12:09,176 ამ სიმართლეს მივიღებდით და გავაცნობიერებდით, რომ 241 00:12:09,200 --> 00:12:11,176 სულაც არაა სამყაროს დასასრული 242 00:12:11,200 --> 00:12:15,450 თუ ჩვენი შვილები ერთ-ერთ ცნობილ სასწავლებელში არ ჩააბარებენ. 243 00:12:15,960 --> 00:12:17,216 და რაც მთავარია, 244 00:12:17,240 --> 00:12:22,336 თუ მათი ბავშვობა ამ ტირანულ ნუსხაზე არ იქნებოდა, 245 00:12:22,360 --> 00:12:24,496 როდესაც კოლეჯში ჩაირიცხებოდნენ, 246 00:12:24,520 --> 00:12:26,456 რომელი კოლეჯიც არ უნდა იყოს, 247 00:12:26,480 --> 00:12:29,576 მათივე არჩევანი იქნებოდა, 248 00:12:29,600 --> 00:12:32,056 მათი სურვილით არჩეული, 249 00:12:32,080 --> 00:12:36,230 და მზაობით, რომ წარმატებას მიაღწიონ. 250 00:12:37,360 --> 00:12:39,500 ერთი რამ უნდა ვაღიარო. 251 00:12:39,760 --> 00:12:42,856 ორი შვილი მყავს, როგორც გითხარით, სოიერი და ეივრი. 252 00:12:42,880 --> 00:12:44,576 ორივე მოზარდია. 253 00:12:44,600 --> 00:12:46,456 ერთხელაც, 254 00:12:46,480 --> 00:12:49,096 მივხვდი, რომ სოიერს და ეივრის 255 00:12:49,120 --> 00:12:51,326 მინიატურული ხეებივით ვეპყრობოდი, 256 00:12:51,356 --> 00:12:53,256 (სიცილი) 257 00:12:53,280 --> 00:12:56,216 რომლებიც უნდა ფაქიზად გამეკრიჭა და გამეკაფა, 258 00:12:56,240 --> 00:13:00,136 და ადამიანის საუკეთესო ფორმა მიმეცა, 259 00:13:00,160 --> 00:13:03,656 რომელიც საკმარისად სრულყოფილი იქნებოდა გარანტირებული ჩარიცხვისთვის 260 00:13:03,680 --> 00:13:06,810 ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში. 261 00:13:07,040 --> 00:13:11,380 მაგრამ ათასობით სხვა ადამიანის შვილებთან მუშაობის შემდეგ მივხვდი, 262 00:13:11,640 --> 00:13:13,360 (სიცილი) 263 00:13:14,480 --> 00:13:17,680 და საკუთარი ორი შვილის გაზრდის შემდეგ, 264 00:13:18,200 --> 00:13:21,350 ჩემი შვილები ჯუჯა ხეები არ არიან. 265 00:13:21,800 --> 00:13:24,190 ისინი ველური ყვავილები არიან, 266 00:13:24,400 --> 00:13:27,216 უცნობი გენისა და ჯიშის 267 00:13:27,240 --> 00:13:29,136 (სიცილი) 268 00:13:29,160 --> 00:13:32,576 და ჩემი საქმეა მათ ხელსაყრელი გარემო შევუქმნა, 269 00:13:32,600 --> 00:13:34,976 რომ გავაძლიერო სახლის საქმეებითა 270 00:13:35,000 --> 00:13:39,296 და სიყვარულით, რომ მათაც შეეძლოთ სხვები უყვარდეთ და სხვებსაც უყვარდეთ. 271 00:13:39,320 --> 00:13:42,416 კოლეჯი, პროფესია და კარიერა კი 272 00:13:42,440 --> 00:13:44,136 სრულიად მათზეა. 273 00:13:44,160 --> 00:13:49,816 ჩემი საქმე არაა ისინი გავხადო იმად რაც მე მინდა რომ გახდნენ, 274 00:13:49,840 --> 00:13:55,190 არამედ დავეხმარო გახდნენ საკუთარი თავის დიდებული ვერსია. 275 00:13:55,400 --> 00:13:56,616 მადლობა! 276 00:13:56,690 --> 00:13:59,390 (აპლოდისმენტები)