ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები
-
0:01 - 0:04მე ვარ აქ რომ გესაუბროთ ერთ შემაწუხებელ კითხვაზე,
-
0:04 - 0:08რომელსაც აქვს ასევე შემაწუხებელი პასუხი.
-
0:08 - 0:11ჩემი თემა არის ოჯახური ძალადობის საიდუმლოებები
-
0:11 - 0:14და კითხვა, რომელსაც შევეხები
-
0:14 - 0:18არის ის, რაც ყველას აინტერესებს :
-
0:18 - 0:19რატომ ჩერდებოდა ის მასთან?
-
0:19 - 0:23რატომ უნდა გაჩერდე იმ მამაკაცთან რომელიც გირტყამს?
-
0:23 - 0:26მე არა ვარ ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი
-
0:26 - 0:29ანდა ექსპერტი ოჯახურ ძალადობაზე.
-
0:29 - 0:32მე ვარ უბრალოდ ერთი ქალი რომელსაც გააჩნია ისტორია.
-
0:32 - 0:36მე ვიყავი 22 წლის, ახალი დამთავრებული მქონდა ჰარვარდის კოლეჯი.
-
0:36 - 0:39მე გადავედი ნიუ იორკში ჩემი პირველი სამუშაოსთვის,
-
0:39 - 0:42მწერალისა და რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალ "სევენთინ"-ში.
-
0:42 - 0:44ამ დროისათვის მე მქონდა ჩემი პირველი ბინა,
-
0:44 - 0:48ჩემი პირველი პატარა მწვანე "ამერიქან ექსპრესს" ბარათი
-
0:48 - 0:51და მე მქონდა ძალიან დიდი საიდუმლო.
-
0:51 - 0:54ჩემი საიდუმლო იყო ეს თოფი,
-
0:54 - 0:58დატენილი ყრუ ტყვიებითა და მიბჯენილი ჩემს თავზე,
-
0:58 - 1:00კაცის მიერ, რომელიც მეგონა რომ ჩემი სულიერი მეგობარი იყო,
-
1:00 - 1:04დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
-
1:04 - 1:07კაცი, რომელიც მე მიყვარდა ყველაზე მეტად დედამიწაზე,
-
1:07 - 1:11ჩემს თავთან იარაღით მომართული სიკვდილით მემუქრებოდა.
-
1:11 - 1:15მეტჯერ ვიდრე შემეძლო დამახსოვრება.
-
1:15 - 1:17მე ვარ აქ რომ მოგიყვეთ გიჟური სიყვარულის ისტორია,
-
1:17 - 1:20სიყვარულით შენიღბული ფსიქოლოგიური მახე,
-
1:20 - 1:23რომელშიც მილიონობით ქალი და შედარებით ცოტა მამაკაცი
-
1:23 - 1:26ებმება ყოველწლიურად.
-
1:26 - 1:28ეს შესაძლოა თქვენი ისტორიაცაა.
-
1:28 - 1:32მე არ ვგავარ ტიპიური ოჯახური ძალადობიდან გადარჩენილს,
-
1:32 - 1:34მე მაქვს ჰარვარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურში
-
1:34 - 1:36და ვარტონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში.
-
1:36 - 1:39მე დავუთმე ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი "ფორტუნ 500-ის" კომპანიებში მუშაობას.
-
1:39 - 1:44მათ შორის ჯონსონ და ჯონსონში, ლეო ბურნეტსა და ვაშინგტონ პოსტში.
-
1:44 - 1:48უკვე თითქმის 20 წელია რაც გავთხოვდი მეორედ
-
1:48 - 1:50და ჩვენ გვყავს სამი შვილი,
-
1:50 - 1:55ჩემი ძაღლი არის შავი ლაბრადორი და მე ვატარებ ჰონდა ოდისეას ფურგონს.
-
1:55 - 1:57(სიცილი დარბაზში)
-
1:57 - 2:00შესაბამისად, ჩემი პირველი გზავნილი თქვენ მიმართ არის ის რომ ოჯახური ძალადობა
-
2:00 - 2:02შეიძლება ყველას შეემთხვეს.
-
2:02 - 2:06ყველა რასაში, ყველა რელიგიაში, ყველანაირი შემოსავლისა და განათლების მქონე ადამიანიასათვის,
-
2:06 - 2:08ის ყველგან არის.
-
2:08 - 2:11ჩემი მეორე გზავნილი არის ის, რომ ყველა ფიქრობს
-
2:11 - 2:13ოჯახური ძალადობა შეიძლება მხოლოდ ქალებს შეეხოთ,
-
2:13 - 2:15რომ ეს ქალის საქმეა.
-
2:15 - 2:17არც ისეა.
-
2:17 - 2:21მოძალადეთა 85 პროცენტზე მეტი არის მამაკაცი და ოჯახური ძალადობა
-
2:21 - 2:27ხდება მხოლოდ ინტიმურ, ურთიერთდამოკიდებულ, გრძელვადიან ურთიერთობებში.
-
2:27 - 2:30სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ოჯახში,
-
2:30 - 2:33უკანასკნელი ადგილი სადაც ჩვენ ვისურვებდით რომ დავუპირისპირდეთ ძალადობას,
-
2:33 - 2:38ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის ოჯახური ძალადობა ესეთი გაუგებარი.
-
2:38 - 2:41მე მითქვამს ჩემი თავისთვის რომ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე,
-
2:41 - 2:44რომელიც გაჩერდებოდა მოძალადე ადამიანთან,
-
2:44 - 2:47მაგრამ სინამდვილეში მე ვიყავი ჩემი ასაკის ტიპიური მსხვერპლი.
-
2:47 - 2:51მე ვიყავი 22 წლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში
-
2:51 - 2:54ქალები 16 დან 24 წლამდე 3 ჯერ მსგავსად
-
2:54 - 2:57არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი
-
2:57 - 3:00როგორც სხვა ასაკის ქალები.
-
3:00 - 3:03და ზოგადად ამ ასაკის 500 ზე მეტი გოგონა და ქალი
-
3:03 - 3:07არის მოკლული მოძალადე პარტნიორის,
-
3:07 - 3:11შეყვარებულისა და ქმრების მიერ ამერიკაში.
-
3:11 - 3:15მე ვიყავი ძალიან ტიპიური მსხვერპლი იმიტომ რომ მე არაფერი გამეგებოდა
-
3:15 - 3:19ოჯახურ ძალადობაზე, მის გამაფრთხილებელ ნიშნებსა და ნიმუშებზე.
-
3:19 - 3:24მე შევხვდი კონორს იანვრის ცივ და წვიმიან ღამეს.
-
3:24 - 3:27ის იჯდა ჩემს გვერდზე ნიუ იორკის მეტროში
-
3:27 - 3:29და გამიბა საუბარი.
-
3:29 - 3:31მან მითხრა ორი რაღაც,
-
3:31 - 3:35ერთი, რომ მასაც ახალი დამთავრებული ჰქონდა "ივ ლიგის" სკოლა
-
3:35 - 3:39და მუშაობდა საკმაოდ შთამბეჭდავ "ვოლ სთრიით" ბანკში,
-
3:39 - 3:43მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემზე გავლენა იქონია
-
3:43 - 3:46იყო მისი ჭკუა და იუმორი,
-
3:46 - 3:48ასევე ის გავდა ფერმერ ბიჭს.
-
3:48 - 3:50მას ჰქონდა დიდი ლოყები, ამ დიდი ვაშლივით ლოყებით
-
3:50 - 3:52და მისი ხობლისფერი თმებით
-
3:52 - 3:55ის ძალიან საყვარელი ჩანდა.
-
3:55 - 3:59ყველაზე ჭკვიანური, რაც კონორმა თავიდანვე გააკეთა,
-
3:59 - 4:04იყო ის, რომ შემიქმნა ილუზია რომ ჩვენს ურთიერთობაში მე ვიყავი დომინანტი.
-
4:04 - 4:07მან ეს დასაწყისშივე სპეციალურად გააკეთა
-
4:07 - 4:09ჩემი გაღმერთებით.
-
4:09 - 4:13ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები და მას უყვარდა ყველაფერი ჩემში,
-
4:13 - 4:14ის რომ ვიყავი ჭკვიანი, ნასწავლი მქონდა ჰარვარდში,
-
4:14 - 4:17რომ მომწონდა თინეიჯერი გოგონების დახმარება და ჩემი საქმე.
-
4:17 - 4:20მას სურდა ცოდნოდა ყველაფერი ჩემი ოჯახის შესახებ,
-
4:20 - 4:23ჩემი ბავშობის, ჩემი იმედებისა და ოცნებების შესახებ.
-
4:23 - 4:26კონორს სჯეროდა ჩემი, როგორც მწერლისა და ქალის,
-
4:26 - 4:30და ამას იმგვარად გამოხატავდა, რაც არავის არ გაუეკეთებია
-
4:30 - 4:34და ასე შექმნა მან ნდობის მაგიური ატმოსფერო ჩვენ შორის.
-
4:34 - 4:37თავისი საუდუმლოებების აღიარებით,
-
4:37 - 4:41რაც შეეხებოდა იმას თუ როგორ გახდა ოთხი წლის ასაკში
-
4:41 - 4:44მხეცური და მრავალჯერადი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი
-
4:44 - 4:46მისი მამინაცვალის მიერ
-
4:46 - 4:50და ამან იმდენად დიდი დაღი დაასვა რომ მან მიატოვა სკოლა მერვე კლასში.
-
4:50 - 4:52თუმცა კი ის ძალიან ჭკვიანი იყო
-
4:52 - 4:56და მან გაატარა თითქმის 20 წელი რომ თავიდან დაეწყო ცხოვრება.
-
4:56 - 4:59სწორედ ამიტომ იყო რომ "ივ ლიგის" ხარისხი
-
4:59 - 5:02"ვოლ სთრითის " სამსახური და ბრწყინვალე მომავალი
-
5:02 - 5:04ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის.
-
5:04 - 5:06მე თუ თქვენ მეტყოდით რომ,
-
5:06 - 5:12ეს განათლებული, მხიარული, მგრძნობიარე კაცი, რომელიც მე მაღმერთებდა,
-
5:12 - 5:16ერთ დღესაც დამიწყებდა მბრძანებლობას თუ როგორი მაკიაჟი მქონოდა,
-
5:16 - 5:18თუ რა სიგრძის ქვედაბოლოები მეტარებინა,
-
5:18 - 5:20თუ სად მეცხოვრა,სად მემუშავა,
-
5:20 - 5:23როგორი მეგობრები უნდა მყოლოდა და როგორ უნდა გამეტარებინა შობა,
-
5:23 - 5:25მე აუცილებლად დაგცინებდით,
-
5:25 - 5:28რადგან ძალადობის, კონტროლისა
-
5:28 - 5:32და სიბრაზის მინიშნებაც კი არ იყო კონორში ურთიერთობის დასაწყისში.
-
5:32 - 5:35მე არ ვიცოდი, რომ პირველი საფეხური
-
5:35 - 5:37ოჯახური ძალადობის ურთიერთობებში
-
5:37 - 5:41არის მსხვერპლის მოხიბვლა და შეცდენა.
-
5:41 - 5:46მე არც ის ვიცოდი რომ მეორე ნაბიჯი იყო მსხვერპლის იზოლირება.
-
5:46 - 5:50ეს არ ნიშნავს რომ კონორი ერთ დღეს სახლში მოვიდა და განაცხადა :
-
5:50 - 5:53"იცი რა, ეს რომეო და ჯულიეტას ამბები კარგი იყო მაგრამ
-
5:53 - 5:55მე მინდა გადაგიყვანო შენ შემდეგ საფეხურზე,
-
5:55 - 5:59სადაც მე შენს იზოლირებას მოვახდენ და შეურაცხყოფას მოგაყენებ" - (სიცილი დარბაზში)
-
5:59 - 6:01"შესაბამისად მე უნდა გაგიყვანო ამ შენობიდან,
-
6:01 - 6:02სადაც მეზობლების შეუძლიათ გაიგონონ შენი ყვირილი
-
6:02 - 6:05და მოგაშორო ოჯახს, მეგორბებსა
-
6:05 - 6:08და თანამშრომლებს ვისაც შეუძლიათ დაინახონ შენი დალურჯებული ადგილები."
-
6:08 - 6:12ამის ნაცვლად, ერთ პარასკევ საღამოს კონორი სახლში მოვიდა
-
6:12 - 6:15და მითრა რომ ის წამოვიდა სამსახურიდან,
-
6:15 - 6:17თავისი საოცნებო სამსახურიდან
-
6:17 - 6:22და მან ხაზი გაუსვა რომ ეს გააკეთა ჩემი გულისთვის,
-
6:22 - 6:25იმიტომ რომ მე ვაგრძნობინე მას სიყვარული და სიმშვიდე,
-
6:25 - 6:28ამიტომ მას აღარ ჭირდებოდა დაემტკიცებინა თავისი თავისთვის ბევრი რამე, აღარ ჭირდებოდა "ვოლ სთრითი"
-
6:28 - 6:30და მას უნდოდა ქალაქის, მისი მოძალადე და
-
6:30 - 6:33დისფუნქციური ოჯახიდან მოშორება
-
6:33 - 6:36და "ნიუ ენგლანდის " პატარა ქალაქში გადასვლა,
-
6:36 - 6:40სადაც ის შეძლებდა თავის ცხოვრების თავიდან დაწყებას ჩემთან ერთად.
-
6:40 - 6:44უკანასკნელი რამ რაც მინდოდა იყო ის რომ დამეტოვებინა ნიუ იურკი
-
6:44 - 6:48და ჩემი ოცნების სამსახური,
-
6:48 - 6:50მაგრამ მე ამას შევხედე როგორც თავის განწირვა სულიერი მეგობრისათვის.
-
6:50 - 6:54შესაბამისად მე დავთანხმდი და მივატოვე სამსახური,
-
6:54 - 6:56მე და კონორმა კი დავტოვეთ მანჰეტენი.
-
6:56 - 7:01მე აზრადაც კი არ მომსვლია როგორ გიჟურ სიყვარულში ვეშვებოდი,
-
7:01 - 7:04თუ როგორ წინდაუხედავად მივდიოდი ფრთხილად დაგებულ
-
7:04 - 7:09ფიზიკურ, ფინანსწურ და ფსიქოლოგიურ მახეში.
-
7:09 - 7:11შემდეგი ნაბიჭი ოჯახური ძალადობის ნიმუშში
-
7:11 - 7:16არის ძალადობის მუქარის გაცნობა მსხვერპლისთვის
-
7:16 - 7:18და შემდეგ დაკვირვება მის რეაქციებზე.
-
7:18 - 7:21და სწორედ ესაა მომენტი როდესაც ჩნდება იარაღი.
-
7:21 - 7:24როგორც კი "ნიუ ინგლენდში" გადავედით,
-
7:24 - 7:26ადგილი, სადაც კონორს უნდა ეგრძნო თავი დაცულად,
-
7:26 - 7:29მან იყიდა სამი იარაღი.
-
7:29 - 7:32აქედან ერთი შეინახა ჩვენი მანქანის შიდა უჯრაში,
-
7:32 - 7:35მეორე შეინახა ჩვენი საწოლის ბალიშის ქვეშ
-
7:35 - 7:38და მესამე კი გამუდმებით ჯიბეში ედო.
-
7:38 - 7:40მიზეზი, რომლითაც ის ხსნიდა ამ თოფების აუცილებლობას იყო ის
-
7:40 - 7:43ტრამვა რაც ახალგაზრდობის ჟამს შეემთხვა
-
7:43 - 7:46და იარაღები ეხმარებოდნენ მას დაცულობის შეგრძნებაში.
-
7:46 - 7:49სინამდვილეში ეს თოფები იყო პირდაპირი გზავნილი ჩემთვის
-
7:49 - 7:51და მიხუდევად ამისა მას არასოდეს აუწევია ხელი ჩემზე.
-
7:51 - 7:57ყოველი დღის ყოველ წუთში ჩემს ცხოვრებას უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
-
7:57 - 8:01კონორი პირველად ფიზიკურად გამისწორდა
-
8:01 - 8:03ჩვენს ქორწილამდე ხუთი დღით ადრე.
-
8:03 - 8:08დილის 7 საათი იყო, მე ჯერ კიდევ ღამისპერანგი მეცვა
-
8:08 - 8:12და ვმუშაობდი კომპიუტერზე, ვცდილობდი დამემთავრებინა შტატგარეშე წერითი დავალება,
-
8:12 - 8:14რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია
-
8:14 - 8:17და კონორმა ჩემი სიბრაზე გამოიყენა როგორც მობოდიშება იმისათვის,
-
8:17 - 8:20რომ ორივე ხელი მომხვია ყელზე
-
8:20 - 8:24და მომიჭირა მჭიდროთ რათა მე არ შემძლებოდა სუნთვა ანდა ყვირილი.
-
8:24 - 8:26ჩემი გაგუდვის მცდელობის დროს
-
8:26 - 8:30ის განმეორებით მარტყმევინებდა თავს კედელზე.
-
8:30 - 8:35ხუთი დღის შემდეგ ჩემს კისერზე არსებული ათი ჩალურჯება გაქრა
-
8:35 - 8:38და მე ჩავიცვი დედაჩემის ნაქონი საქორწინო კაბა
-
8:38 - 8:40და გავყევი ცოლად.
-
8:40 - 8:42მიუხედავად იმისა თუ რაც მოხდა,
-
8:42 - 8:46მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად,
-
8:46 - 8:50რადგან მე ის მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი მე
-
8:50 - 8:53და ამავდროულად ის ძალიან, ძალიან წუხდა,
-
8:53 - 8:57მომხდარს აბრალებდა წინა საქორწინო სტრესსა და იმ ფაქტს
-
8:57 - 8:59რომ ჩემი ოჯახის წევრი ხდებოდა.
-
8:59 - 9:00მისი თქმით ეს იყო იზოლირებული ინციდენტი
-
9:00 - 9:04და რომ აღარასოდეს მატკენდა.
-
9:04 - 9:07თუმცა ანალოგიური ორჯერ განმეორდა თაფლობის თვისას.
-
9:07 - 9:10პირველად მაშინ როდესაც მანქანას ვმართავდი საიდუმლო სანაპიროს საპოვნად
-
9:10 - 9:12და დავიკარგე,
-
9:12 - 9:15რაზეც ისე დამარტყა თავში,
-
9:15 - 9:18რომ ჩემი თავის მეორე ნაწილით
-
9:18 - 9:20დავეტაკე გვერდითა ფანჯარას.
-
9:20 - 9:23მეორედ კი მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მანქანით ვბრუნდებოდით თაფლობის თვიდან,
-
9:23 - 9:26ის გაღიზიანდა გადატვირთული მოძრაობის გამო
-
9:26 - 9:29და მესროლა სახეში ცივი "ბიგ მაკი".
-
9:29 - 9:32კონორი აგრძელებდა ჩემს ცემას კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც,
-
9:32 - 9:35ჩვენი ქორწინების შემდეგი ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში.
-
9:35 - 9:38მე ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი რომ ვიყავი ერთადერთი
-
9:38 - 9:41და მარტო მსგავს სიტუაციაში.
-
9:41 - 9:43ყოველი სამი ამერიკელი ქალიდან ერთს
-
9:43 - 9:47მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა ან თვალთვალის მსხვერპლი გამხდარა
-
9:47 - 9:51და "სიდისის" გამოკვლევები ამბობს რომ 15 მილიონი ბავშვი
-
9:51 - 9:54არის შეურაცხყოფილი ფიზიკურად, 15 მილიონი ბავშვი.
-
9:54 - 9:59შესაბამისად, მე კიდევ კარგად მქონდა საქმე.
-
9:59 - 10:01თუ დავუბრუნდე ჩემს კითხვას თუ
-
10:01 - 10:03რატომ დავრჩი მასთან?
-
10:03 - 10:06პასუხი მარტივია...
-
10:06 - 10:09მე ვერ ვაანალიზებდი რომ ის ჩემზე ძალას ხმარობდა,
-
10:09 - 10:13მიუხედავად იმისა რომ ის დატენილი თოფით მემუქრებოდა,
-
10:13 - 10:15მაგორებდა კიბეებზე,
-
10:15 - 10:16მემუქრებოდა რომ მოკლავდა ჩვენს ძაღლს,
-
10:16 - 10:20გზატკეცილზე მიმავალი მანქანიდან მიძრობდა გასაღებს,
-
10:20 - 10:23მასხავდა დაფქულ ყავას თავზე
-
10:23 - 10:25როდესაც სამუშაოს გასაუბრებაზე მივდიოდი.
-
10:25 - 10:29არასოდეს შემიხედავს ჩემთვის როგორც ნაცემ და ნაწამებ ცოლზე.
-
10:29 - 10:33მიუხედავად ამისა, მე ვიყავი ძალიან ძლიერი ქალი,
-
10:33 - 10:35შეყვარებული ღრმა პრობლემების მქონე კაცზე
-
10:35 - 10:37და მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე,
-
10:37 - 10:41რომელიც ეხმარებოდა კონორს საკუთარ დემონებთან დაპირისპირებაში.
-
10:41 - 10:45შემდეგი შეკითხვა რომელსაც ყველა სვამს არის :
-
10:45 - 10:47რატომ არ ადგა და უბრალოდ წავიდა?
-
10:47 - 10:51რატომ არ წავედი? მე შემეძლო ყოველ წუთს დამეტოვებინა.
-
10:51 - 10:56ჩემთვის, ეს არის ყველაზე მტკივნეული და სევდიანი კითხვა რომელსაც ხალხი სვამს,
-
10:56 - 10:59რადგანაც მსხვერპლებმა იციან რაღაც რაც თქვენ როგორც წესი არ იცით.
-
10:59 - 11:03ეს არის წარმოუდგენლად საშიში რომ დატოვო მოძალადე,
-
11:03 - 11:06რადგან ოჯახური ძალადონის ნიმუშშის ბოლო ეტაპი
-
11:06 - 11:09არის მსხვერპლის სიკვდილი.
-
11:09 - 11:1270 პროცენტზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება,
-
11:12 - 11:16მაშინ როდესაც მსხვეპრლი წყვეტს ურთიერთობას.
-
11:16 - 11:18როდესაც მსხვერპლი ტოვებს
-
11:18 - 11:21მოძალადეს აღარაფერი აქვს დასაკარგი.
-
11:21 - 11:24სხვა სახის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი დევნა,
-
11:24 - 11:27მაშინაც კი თუ მოძალადე ხელახლა ქორწინდება;
-
11:27 - 11:29ფინანსურ მოვალეობებზე თავის არიდება;
-
11:29 - 11:32და საოჯახო სამართლით მანიპულირება
-
11:32 - 11:34რათა დააშინოს მსხვერპლი და მისი შვილები,
-
11:34 - 11:39რომლებიც რეგულარულად არიან იძლებულები საოჯახო სამართლის მოსამართლეების მიერ რომ
-
11:39 - 11:41გაატარონ დრო ყოლევგვარი ზედამხედველობის გარეშე
-
11:41 - 11:45კაცთან, რომელიც ცემდა მათ დედას.
-
11:45 - 11:49და ჩვენ კი კვლავ ვკითხულობთ, თუ რატომ არ დატოვა მან ის?
-
11:49 - 11:51მე შემეძლო მისი დატოვება,
-
11:51 - 11:54და სწორედ ჩემმა საბოლოო და სადისტურმა ცემამ
-
11:54 - 11:57დაარღვია ჩემი დუმილი,
-
11:57 - 12:00მე გავაანალიზე რომ კაცი რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა,
-
12:00 - 12:03მომკლავდა თუ მე მას ამის ნებას მივცემდი.
-
12:03 - 12:06შესაბამისად მე დავარღვიე ეს სიჩუმე.
-
12:06 - 12:08მე ვუთხარი ყველას:
-
12:08 - 12:12პოლიციას, მეზობლებს,
-
12:12 - 12:16მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, სრულიად უცნობებსაც კი
-
12:16 - 12:23და დღეს მე აქა ვარ რადგან ყველა თქვენგანი დამეხმარა.
-
12:23 - 12:25ჩვენ გვაქვს მიდრეკილება რომ სტერეოტიპირება მოვახდინოთ მსხვერპლების
-
12:25 - 12:29საზარელი სათაურებით,
-
12:29 - 12:32როგორიცაა თვითგამანადგურებელი ქალები თვითონვე აზიანებენ საკუთარ თავს.
-
12:32 - 12:35კითხვა თუ: "რატომ დარჩა ის მასთან?"
-
12:35 - 12:40არის კანონი ბევრი ადამიანისთვის რომ დაადანაშაულოს ქალები,
-
12:40 - 12:44რადგან თითქოსდა მსხვერპლებს განზრახ უყვარდებათ კაცები,
-
12:44 - 12:46რომლებიც მათ აზიანებენ.
-
12:46 - 12:49მაგრამ "გიჟური სიყვარულის" გამოქვეყნების შემდეგ,
-
12:49 - 12:52მე მოვისმინე ათასობით ისტორიები კაცებისა და ქალებისგან,
-
12:52 - 12:55რომლებმაც ასევე გადადგეს მსგავსი ნაბიჯი,
-
12:55 - 12:59რომლებმაც მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრების გაკვეთილი
-
12:59 - 13:03და რომლებმაც ააშენეს ახალი ცხოვრება -- მხიარული და ბენდიერი ცხოვრება --
-
13:03 - 13:06როგორც თანამშრომლებმა,ცოლებმა და დედებმა
-
13:06 - 13:10და ცხოვრობენ სრულიან თავისუფლად ყოველგვარი ძალადობისაგან, ჩემსავით.
-
13:10 - 13:15აღმოჩნდა რა რომ მე ვარ ძალიან ტიპიური ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
-
13:15 - 13:18და ტიპიური ოჯახური ძალადობას გადარჩენილი.
-
13:18 - 13:22მე ხელახლა გავთხოვდი კეთილ და თავაზიან მამაკაცზე
-
13:22 - 13:24და ჩვენ გვყავს სამი შვილი ერთად,
-
13:24 - 13:28მე მყავს შავი ლაბრადორი და ფურგონი .
-
13:28 - 13:31რაც მე არასოდეს მექნება ისევ,
-
13:31 - 13:34აღარასოდეს,
-
13:34 - 13:36არის დატენილი იარაღი ჩემს თავთან
-
13:36 - 13:40ისეთი ადამიანის მიერ მომართული რომელიც სიყვარულს მიმტკიცებს.
-
13:40 - 13:43ზუსტად ეხლა, შეიძლება თქვენ ფიქრობთ,
-
13:43 - 13:44"ვაუ, ეს გასაოცარი ისტორიაა"
-
13:44 - 13:48ანდა "ვაუ, როგორი სულელი ყოფილა,"
-
13:48 - 13:54მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მე თქვენზე ვფიქრობდი.
-
13:54 - 13:57მე შეგპირდით რომ არის ზოგი ადამიანი
-
13:57 - 13:59რომელიც ეხლა მისმებს,
-
13:59 - 14:02რომელიც ეხლაც ძალადობის მსხვერპლია,
-
14:02 - 14:04ან ბავშობაში იყო მსხვერპლი,
-
14:04 - 14:08ან ვინც თვითონ მოძალადეა.
-
14:08 - 14:10ძალადობას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ქალიშვილზე,
-
14:10 - 14:15თქვენს დაზე, თქვენს საუკეთესო მეგობარზე ზუსტად ეხლა.
-
14:15 - 14:18მე შევძელი დამესრულებინა ჩემი გიჟური სიყვარულის ისტორია
-
14:18 - 14:21სიჩუმის დარღვევით.
-
14:21 - 14:23მე დღესაც სიჩუმეს ვარღვევ.
-
14:23 - 14:27ეს არის ჩემი გზა სხვა მსხვერპლებს დასახმარებლად
-
14:27 - 14:30და ეს არის ჩემი საბოოლოო თხოვნა თქვენს მიმართ.
-
14:30 - 14:33ისაუბრეთ ამაზე როდესაც გაიგონებთ,
-
14:33 - 14:36ძალადობა მხოლოდ სიჩუმეში ყვავის.
-
14:36 - 14:40თქვენ შეგწევთ ძალა ბოლო მოუღოთ ძალადობას,
-
14:40 - 14:44მარტივად თუკი გააშუქებთ მას.
-
14:44 - 14:47ჩვენ, მსხვერპლებს გვჭირდებით ყველა,
-
14:47 - 14:51ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანი რომ იცოდეთ
-
14:51 - 14:55ოჯახური ძალადობის საუდუმლოებები.
-
14:55 - 14:58ძალადობის ფაქტების გამომზეურება მოხდება მასზე საუბრებით
-
14:58 - 15:00თქვენს შვილებთან, თანამშრომლებთან,
-
15:00 - 15:02მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან.
-
15:02 - 15:05დავეხმაროთ გადარჩენილებს რომ გახდნენ მშვენიერი და საყვარელი ადამიანები,
-
15:05 - 15:08დიდი მომავალით.
-
15:08 - 15:11შეამჩნიეთ ძალადობის ადრეული ნიშნები
-
15:11 - 15:14და კეთილსინდისიერად ჩაერიეთ,
-
15:14 - 15:18გაანეიტრალეთ, დაეხმარეთ მსხვერპლს დაცული გამოსავალის ძიებაში.
-
15:18 - 15:22ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი საწოლები,
-
15:22 - 15:26ჩვენი სასადილო მაგიდები და ჩვენი ოჯახი
-
15:26 - 15:29დაცულ და მშვიდობიან ოაზისად როგორიც უნდა იყოს ის.
-
15:29 - 15:31გმადლობთ.
-
15:31 - 15:39(აპლოდისმენტები)
- Title:
- ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები
- Speaker:
- Leslie Morgan Steiner
- Description:
-
ლესლი მორგან სტეინერი იყო გიჟური სიყვარულის მონაწილე, რაც გულისხმობს ისეთი კაცის შეყვარებას, რომელიც რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის სიცოცხლეს. სტეინერი გვიყვება მისი ურთიერთობის ბნელ მხარეზე, კორექტირებას უკეთებს ადამიანთა მცდარ შეხედულებებს ოჯახურ ძალადობაზე და ხსნის თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სიჩუმის დარღვევით. (გადაღებულია TEDxRainier დროს.)
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 15:59
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
George Tsaava accepted Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
George Tsaava edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave | ||
Nini Popkhadze edited Georgian subtitles for Why domestic violence victims don't leave |