1 00:00:00,681 --> 00:00:03,969 მე ვარ აქ რომ გესაუბროთ ერთ შემაწუხებელ კითხვაზე, 2 00:00:03,969 --> 00:00:07,667 რომელსაც აქვს ასევე შემაწუხებელი პასუხი. 3 00:00:07,667 --> 00:00:11,269 ჩემი თემა არის ოჯახური ძალადობის საიდუმლოებები 4 00:00:11,269 --> 00:00:13,603 და კითხვა, რომელსაც შევეხები 5 00:00:13,603 --> 00:00:17,684 არის ის, რაც ყველას აინტერესებს : 6 00:00:17,684 --> 00:00:19,296 რატომ ჩერდებოდა ის მასთან? 7 00:00:19,296 --> 00:00:23,292 რატომ უნდა გაჩერდე იმ მამაკაცთან რომელიც გირტყამს? 8 00:00:23,292 --> 00:00:26,269 მე არა ვარ ფსიქოთერაპევტი, სოციალური მუშაკი 9 00:00:26,269 --> 00:00:28,604 ანდა ექსპერტი ოჯახურ ძალადობაზე. 10 00:00:28,604 --> 00:00:31,803 მე ვარ უბრალოდ ერთი ქალი რომელსაც გააჩნია ისტორია. 11 00:00:31,803 --> 00:00:36,316 მე ვიყავი 22 წლის, ახალი დამთავრებული მქონდა ჰარვარდის კოლეჯი. 12 00:00:36,316 --> 00:00:38,788 მე გადავედი ნიუ იორკში ჩემი პირველი სამუშაოსთვის, 13 00:00:38,788 --> 00:00:42,084 მწერალისა და რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალ "სევენთინ"-ში. 14 00:00:42,084 --> 00:00:44,324 ამ დროისათვის მე მქონდა ჩემი პირველი ბინა, 15 00:00:44,324 --> 00:00:47,524 ჩემი პირველი პატარა მწვანე "ამერიქან ექსპრესს" ბარათი 16 00:00:47,524 --> 00:00:50,552 და მე მქონდა ძალიან დიდი საიდუმლო. 17 00:00:50,552 --> 00:00:54,251 ჩემი საიდუმლო იყო ეს თოფი, 18 00:00:54,251 --> 00:00:57,689 დატენილი ყრუ ტყვიებითა და მიბჯენილი ჩემს თავზე, 19 00:00:57,689 --> 00:01:00,252 კაცის მიერ, რომელიც მეგონა რომ ჩემი სულიერი მეგობარი იყო, 20 00:01:00,252 --> 00:01:03,737 დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. 21 00:01:03,737 --> 00:01:07,297 კაცი, რომელიც მე მიყვარდა ყველაზე მეტად დედამიწაზე, 22 00:01:07,297 --> 00:01:11,376 ჩემს თავთან იარაღით მომართული სიკვდილით მემუქრებოდა. 23 00:01:11,376 --> 00:01:14,561 მეტჯერ ვიდრე შემეძლო დამახსოვრება. 24 00:01:14,561 --> 00:01:17,304 მე ვარ აქ რომ მოგიყვეთ გიჟური სიყვარულის ისტორია, 25 00:01:17,304 --> 00:01:20,488 სიყვარულით შენიღბული ფსიქოლოგიური მახე, 26 00:01:20,488 --> 00:01:23,340 რომელშიც მილიონობით ქალი და შედარებით ცოტა მამაკაცი 27 00:01:23,340 --> 00:01:25,721 ებმება ყოველწლიურად. 28 00:01:25,721 --> 00:01:28,470 ეს შესაძლოა თქვენი ისტორიაცაა. 29 00:01:28,470 --> 00:01:31,513 მე არ ვგავარ ტიპიური ოჯახური ძალადობიდან გადარჩენილს, 30 00:01:31,513 --> 00:01:33,819 მე მაქვს ჰარვარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურში 31 00:01:33,819 --> 00:01:36,181 და ვარტონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში. 32 00:01:36,181 --> 00:01:39,473 მე დავუთმე ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი "ფორტუნ 500-ის" კომპანიებში მუშაობას. 33 00:01:39,473 --> 00:01:43,745 მათ შორის ჯონსონ და ჯონსონში, ლეო ბურნეტსა და ვაშინგტონ პოსტში. 34 00:01:43,745 --> 00:01:47,541 უკვე თითქმის 20 წელია რაც გავთხოვდი მეორედ 35 00:01:47,541 --> 00:01:50,330 და ჩვენ გვყავს სამი შვილი, 36 00:01:50,330 --> 00:01:54,559 ჩემი ძაღლი არის შავი ლაბრადორი და მე ვატარებ ჰონდა ოდისეას ფურგონს. 37 00:01:54,559 --> 00:01:57,039 (სიცილი დარბაზში) 38 00:01:57,039 --> 00:01:59,758 შესაბამისად, ჩემი პირველი გზავნილი თქვენ მიმართ არის ის რომ ოჯახური ძალადობა 39 00:01:59,758 --> 00:02:02,126 შეიძლება ყველას შეემთხვეს. 40 00:02:02,126 --> 00:02:06,302 ყველა რასაში, ყველა რელიგიაში, ყველანაირი შემოსავლისა და განათლების მქონე ადამიანიასათვის, 41 00:02:06,302 --> 00:02:08,241 ის ყველგან არის. 42 00:02:08,241 --> 00:02:10,761 ჩემი მეორე გზავნილი არის ის, რომ ყველა ფიქრობს 43 00:02:10,761 --> 00:02:12,879 ოჯახური ძალადობა შეიძლება მხოლოდ ქალებს შეეხოთ, 44 00:02:12,879 --> 00:02:15,147 რომ ეს ქალის საქმეა. 45 00:02:15,147 --> 00:02:17,366 არც ისეა. 46 00:02:17,366 --> 00:02:21,478 მოძალადეთა 85 პროცენტზე მეტი არის მამაკაცი და ოჯახური ძალადობა 47 00:02:21,478 --> 00:02:27,396 ხდება მხოლოდ ინტიმურ, ურთიერთდამოკიდებულ, გრძელვადიან ურთიერთობებში. 48 00:02:27,396 --> 00:02:29,565 სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ოჯახში, 49 00:02:29,565 --> 00:02:33,430 უკანასკნელი ადგილი სადაც ჩვენ ვისურვებდით რომ დავუპირისპირდეთ ძალადობას, 50 00:02:33,430 --> 00:02:37,708 ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არის ოჯახური ძალადობა ესეთი გაუგებარი. 51 00:02:37,708 --> 00:02:41,259 მე მითქვამს ჩემი თავისთვის რომ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე, 52 00:02:41,259 --> 00:02:43,831 რომელიც გაჩერდებოდა მოძალადე ადამიანთან, 53 00:02:43,831 --> 00:02:47,238 მაგრამ სინამდვილეში მე ვიყავი ჩემი ასაკის ტიპიური მსხვერპლი. 54 00:02:47,238 --> 00:02:50,523 მე ვიყავი 22 წლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში 55 00:02:50,523 --> 00:02:54,372 ქალები 16 დან 24 წლამდე 3 ჯერ მსგავსად 56 00:02:54,372 --> 00:02:57,133 არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი 57 00:02:57,133 --> 00:02:59,948 როგორც სხვა ასაკის ქალები. 58 00:02:59,948 --> 00:03:03,251 და ზოგადად ამ ასაკის 500 ზე მეტი გოგონა და ქალი 59 00:03:03,251 --> 00:03:06,822 არის მოკლული მოძალადე პარტნიორის, 60 00:03:06,822 --> 00:03:11,455 შეყვარებულისა და ქმრების მიერ ამერიკაში. 61 00:03:11,455 --> 00:03:14,515 მე ვიყავი ძალიან ტიპიური მსხვერპლი იმიტომ რომ მე არაფერი გამეგებოდა 62 00:03:14,515 --> 00:03:19,100 ოჯახურ ძალადობაზე, მის გამაფრთხილებელ ნიშნებსა და ნიმუშებზე. 63 00:03:19,100 --> 00:03:24,165 მე შევხვდი კონორს იანვრის ცივ და წვიმიან ღამეს. 64 00:03:24,165 --> 00:03:27,128 ის იჯდა ჩემს გვერდზე ნიუ იორკის მეტროში 65 00:03:27,128 --> 00:03:29,267 და გამიბა საუბარი. 66 00:03:29,267 --> 00:03:31,135 მან მითხრა ორი რაღაც, 67 00:03:31,135 --> 00:03:34,937 ერთი, რომ მასაც ახალი დამთავრებული ჰქონდა "ივ ლიგის" სკოლა 68 00:03:34,937 --> 00:03:39,292 და მუშაობდა საკმაოდ შთამბეჭდავ "ვოლ სთრიით" ბანკში, 69 00:03:39,292 --> 00:03:42,952 მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემზე გავლენა იქონია 70 00:03:42,952 --> 00:03:46,240 იყო მისი ჭკუა და იუმორი, 71 00:03:46,240 --> 00:03:47,640 ასევე ის გავდა ფერმერ ბიჭს. 72 00:03:47,640 --> 00:03:49,987 მას ჰქონდა დიდი ლოყები, ამ დიდი ვაშლივით ლოყებით 73 00:03:49,987 --> 00:03:51,672 და მისი ხობლისფერი თმებით 74 00:03:51,672 --> 00:03:54,959 ის ძალიან საყვარელი ჩანდა. 75 00:03:54,959 --> 00:03:58,743 ყველაზე ჭკვიანური, რაც კონორმა თავიდანვე გააკეთა, 76 00:03:58,743 --> 00:04:04,317 იყო ის, რომ შემიქმნა ილუზია რომ ჩვენს ურთიერთობაში მე ვიყავი დომინანტი. 77 00:04:04,317 --> 00:04:06,518 მან ეს დასაწყისშივე სპეციალურად გააკეთა 78 00:04:06,518 --> 00:04:09,384 ჩემი გაღმერთებით. 79 00:04:09,384 --> 00:04:12,670 ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები და მას უყვარდა ყველაფერი ჩემში, 80 00:04:12,670 --> 00:04:14,354 ის რომ ვიყავი ჭკვიანი, ნასწავლი მქონდა ჰარვარდში, 81 00:04:14,354 --> 00:04:17,384 რომ მომწონდა თინეიჯერი გოგონების დახმარება და ჩემი საქმე. 82 00:04:17,384 --> 00:04:19,915 მას სურდა ცოდნოდა ყველაფერი ჩემი ოჯახის შესახებ, 83 00:04:19,915 --> 00:04:22,531 ჩემი ბავშობის, ჩემი იმედებისა და ოცნებების შესახებ. 84 00:04:22,531 --> 00:04:26,165 კონორს სჯეროდა ჩემი, როგორც მწერლისა და ქალის, 85 00:04:26,165 --> 00:04:29,844 და ამას იმგვარად გამოხატავდა, რაც არავის არ გაუეკეთებია 86 00:04:29,844 --> 00:04:34,169 და ასე შექმნა მან ნდობის მაგიური ატმოსფერო ჩვენ შორის. 87 00:04:34,169 --> 00:04:36,689 თავისი საუდუმლოებების აღიარებით, 88 00:04:36,689 --> 00:04:41,169 რაც შეეხებოდა იმას თუ როგორ გახდა ოთხი წლის ასაკში 89 00:04:41,169 --> 00:04:44,080 მხეცური და მრავალჯერადი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 90 00:04:44,080 --> 00:04:45,766 მისი მამინაცვალის მიერ 91 00:04:45,766 --> 00:04:49,706 და ამან იმდენად დიდი დაღი დაასვა რომ მან მიატოვა სკოლა მერვე კლასში. 92 00:04:49,706 --> 00:04:52,325 თუმცა კი ის ძალიან ჭკვიანი იყო 93 00:04:52,325 --> 00:04:55,581 და მან გაატარა თითქმის 20 წელი რომ თავიდან დაეწყო ცხოვრება. 94 00:04:55,581 --> 00:04:58,737 სწორედ ამიტომ იყო რომ "ივ ლიგის" ხარისხი 95 00:04:58,737 --> 00:05:01,550 "ვოლ სთრითის " სამსახური და ბრწყინვალე მომავალი 96 00:05:01,550 --> 00:05:04,121 ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის. 97 00:05:04,121 --> 00:05:06,265 მე თუ თქვენ მეტყოდით რომ, 98 00:05:06,265 --> 00:05:11,629 ეს განათლებული, მხიარული, მგრძნობიარე კაცი, რომელიც მე მაღმერთებდა, 99 00:05:11,629 --> 00:05:16,012 ერთ დღესაც დამიწყებდა მბრძანებლობას თუ როგორი მაკიაჟი მქონოდა, 100 00:05:16,012 --> 00:05:18,062 თუ რა სიგრძის ქვედაბოლოები მეტარებინა, 101 00:05:18,062 --> 00:05:19,992 თუ სად მეცხოვრა,სად მემუშავა, 102 00:05:19,992 --> 00:05:23,356 როგორი მეგობრები უნდა მყოლოდა და როგორ უნდა გამეტარებინა შობა, 103 00:05:23,356 --> 00:05:25,304 მე აუცილებლად დაგცინებდით, 104 00:05:25,304 --> 00:05:28,352 რადგან ძალადობის, კონტროლისა 105 00:05:28,352 --> 00:05:31,836 და სიბრაზის მინიშნებაც კი არ იყო კონორში ურთიერთობის დასაწყისში. 106 00:05:31,836 --> 00:05:34,961 მე არ ვიცოდი, რომ პირველი საფეხური 107 00:05:34,961 --> 00:05:37,336 ოჯახური ძალადობის ურთიერთობებში 108 00:05:37,336 --> 00:05:40,988 არის მსხვერპლის მოხიბვლა და შეცდენა. 109 00:05:40,988 --> 00:05:45,748 მე არც ის ვიცოდი რომ მეორე ნაბიჯი იყო მსხვერპლის იზოლირება. 110 00:05:45,748 --> 00:05:49,902 ეს არ ნიშნავს რომ კონორი ერთ დღეს სახლში მოვიდა და განაცხადა : 111 00:05:49,902 --> 00:05:53,036 "იცი რა, ეს რომეო და ჯულიეტას ამბები კარგი იყო მაგრამ 112 00:05:53,036 --> 00:05:55,041 მე მინდა გადაგიყვანო შენ შემდეგ საფეხურზე, 113 00:05:55,041 --> 00:05:59,220 სადაც მე შენს იზოლირებას მოვახდენ და შეურაცხყოფას მოგაყენებ" - (სიცილი დარბაზში) 114 00:05:59,220 --> 00:06:00,575 "შესაბამისად მე უნდა გაგიყვანო ამ შენობიდან, 115 00:06:00,575 --> 00:06:02,216 სადაც მეზობლების შეუძლიათ გაიგონონ შენი ყვირილი 116 00:06:02,216 --> 00:06:04,689 და მოგაშორო ოჯახს, მეგორბებსა 117 00:06:04,689 --> 00:06:07,995 და თანამშრომლებს ვისაც შეუძლიათ დაინახონ შენი დალურჯებული ადგილები." 118 00:06:07,995 --> 00:06:12,216 ამის ნაცვლად, ერთ პარასკევ საღამოს კონორი სახლში მოვიდა 119 00:06:12,216 --> 00:06:14,947 და მითრა რომ ის წამოვიდა სამსახურიდან, 120 00:06:14,947 --> 00:06:17,412 თავისი საოცნებო სამსახურიდან 121 00:06:17,412 --> 00:06:21,553 და მან ხაზი გაუსვა რომ ეს გააკეთა ჩემი გულისთვის, 122 00:06:21,553 --> 00:06:24,731 იმიტომ რომ მე ვაგრძნობინე მას სიყვარული და სიმშვიდე, 123 00:06:24,731 --> 00:06:27,854 ამიტომ მას აღარ ჭირდებოდა დაემტკიცებინა თავისი თავისთვის ბევრი რამე, აღარ ჭირდებოდა "ვოლ სთრითი" 124 00:06:27,854 --> 00:06:30,369 და მას უნდოდა ქალაქის, მისი მოძალადე და 125 00:06:30,369 --> 00:06:33,347 დისფუნქციური ოჯახიდან მოშორება 126 00:06:33,347 --> 00:06:36,469 და "ნიუ ენგლანდის " პატარა ქალაქში გადასვლა, 127 00:06:36,469 --> 00:06:40,042 სადაც ის შეძლებდა თავის ცხოვრების თავიდან დაწყებას ჩემთან ერთად. 128 00:06:40,042 --> 00:06:43,908 უკანასკნელი რამ რაც მინდოდა იყო ის რომ დამეტოვებინა ნიუ იურკი 129 00:06:43,908 --> 00:06:47,515 და ჩემი ოცნების სამსახური, 130 00:06:47,515 --> 00:06:50,098 მაგრამ მე ამას შევხედე როგორც თავის განწირვა სულიერი მეგობრისათვის. 131 00:06:50,098 --> 00:06:53,562 შესაბამისად მე დავთანხმდი და მივატოვე სამსახური, 132 00:06:53,562 --> 00:06:56,193 მე და კონორმა კი დავტოვეთ მანჰეტენი. 133 00:06:56,193 --> 00:07:00,559 მე აზრადაც კი არ მომსვლია როგორ გიჟურ სიყვარულში ვეშვებოდი, 134 00:07:00,559 --> 00:07:04,191 თუ როგორ წინდაუხედავად მივდიოდი ფრთხილად დაგებულ 135 00:07:04,191 --> 00:07:09,171 ფიზიკურ, ფინანსწურ და ფსიქოლოგიურ მახეში. 136 00:07:09,171 --> 00:07:11,491 შემდეგი ნაბიჭი ოჯახური ძალადობის ნიმუშში 137 00:07:11,491 --> 00:07:15,773 არის ძალადობის მუქარის გაცნობა მსხვერპლისთვის 138 00:07:15,773 --> 00:07:17,972 და შემდეგ დაკვირვება მის რეაქციებზე. 139 00:07:17,972 --> 00:07:20,681 და სწორედ ესაა მომენტი როდესაც ჩნდება იარაღი. 140 00:07:20,681 --> 00:07:23,599 როგორც კი "ნიუ ინგლენდში" გადავედით, 141 00:07:23,599 --> 00:07:26,337 ადგილი, სადაც კონორს უნდა ეგრძნო თავი დაცულად, 142 00:07:26,337 --> 00:07:28,753 მან იყიდა სამი იარაღი. 143 00:07:28,753 --> 00:07:32,193 აქედან ერთი შეინახა ჩვენი მანქანის შიდა უჯრაში, 144 00:07:32,193 --> 00:07:34,849 მეორე შეინახა ჩვენი საწოლის ბალიშის ქვეშ 145 00:07:34,849 --> 00:07:38,011 და მესამე კი გამუდმებით ჯიბეში ედო. 146 00:07:38,011 --> 00:07:40,329 მიზეზი, რომლითაც ის ხსნიდა ამ თოფების აუცილებლობას იყო ის 147 00:07:40,329 --> 00:07:43,125 ტრამვა რაც ახალგაზრდობის ჟამს შეემთხვა 148 00:07:43,125 --> 00:07:45,609 და იარაღები ეხმარებოდნენ მას დაცულობის შეგრძნებაში. 149 00:07:45,609 --> 00:07:48,521 სინამდვილეში ეს თოფები იყო პირდაპირი გზავნილი ჩემთვის 150 00:07:48,521 --> 00:07:51,215 და მიხუდევად ამისა მას არასოდეს აუწევია ხელი ჩემზე. 151 00:07:51,215 --> 00:07:57,021 ყოველი დღის ყოველ წუთში ჩემს ცხოვრებას უკვე სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. 152 00:07:57,021 --> 00:08:00,594 კონორი პირველად ფიზიკურად გამისწორდა 153 00:08:00,594 --> 00:08:03,419 ჩვენს ქორწილამდე ხუთი დღით ადრე. 154 00:08:03,419 --> 00:08:07,611 დილის 7 საათი იყო, მე ჯერ კიდევ ღამისპერანგი მეცვა 155 00:08:07,611 --> 00:08:11,851 და ვმუშაობდი კომპიუტერზე, ვცდილობდი დამემთავრებინა შტატგარეშე წერითი დავალება, 156 00:08:11,851 --> 00:08:13,665 რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია 157 00:08:13,665 --> 00:08:16,752 და კონორმა ჩემი სიბრაზე გამოიყენა როგორც მობოდიშება იმისათვის, 158 00:08:16,752 --> 00:08:19,903 რომ ორივე ხელი მომხვია ყელზე 159 00:08:19,903 --> 00:08:23,723 და მომიჭირა მჭიდროთ რათა მე არ შემძლებოდა სუნთვა ანდა ყვირილი. 160 00:08:23,723 --> 00:08:25,547 ჩემი გაგუდვის მცდელობის დროს 161 00:08:25,547 --> 00:08:29,973 ის განმეორებით მარტყმევინებდა თავს კედელზე. 162 00:08:29,973 --> 00:08:35,291 ხუთი დღის შემდეგ ჩემს კისერზე არსებული ათი ჩალურჯება გაქრა 163 00:08:35,291 --> 00:08:37,766 და მე ჩავიცვი დედაჩემის ნაქონი საქორწინო კაბა 164 00:08:37,766 --> 00:08:40,083 და გავყევი ცოლად. 165 00:08:40,083 --> 00:08:42,364 მიუხედავად იმისა თუ რაც მოხდა, 166 00:08:42,364 --> 00:08:45,883 მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენ ვიცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად, 167 00:08:45,883 --> 00:08:49,964 რადგან მე ის მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი მე 168 00:08:49,964 --> 00:08:53,336 და ამავდროულად ის ძალიან, ძალიან წუხდა, 169 00:08:53,336 --> 00:08:56,509 მომხდარს აბრალებდა წინა საქორწინო სტრესსა და იმ ფაქტს 170 00:08:56,509 --> 00:08:58,706 რომ ჩემი ოჯახის წევრი ხდებოდა. 171 00:08:58,706 --> 00:09:00,427 მისი თქმით ეს იყო იზოლირებული ინციდენტი 172 00:09:00,427 --> 00:09:04,023 და რომ აღარასოდეს მატკენდა. 173 00:09:04,023 --> 00:09:06,603 თუმცა ანალოგიური ორჯერ განმეორდა თაფლობის თვისას. 174 00:09:06,603 --> 00:09:09,690 პირველად მაშინ როდესაც მანქანას ვმართავდი საიდუმლო სანაპიროს საპოვნად 175 00:09:09,690 --> 00:09:12,392 და დავიკარგე, 176 00:09:12,392 --> 00:09:15,362 რაზეც ისე დამარტყა თავში, 177 00:09:15,362 --> 00:09:17,506 რომ ჩემი თავის მეორე ნაწილით 178 00:09:17,506 --> 00:09:19,913 დავეტაკე გვერდითა ფანჯარას. 179 00:09:19,913 --> 00:09:23,279 მეორედ კი მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მანქანით ვბრუნდებოდით თაფლობის თვიდან, 180 00:09:23,279 --> 00:09:25,562 ის გაღიზიანდა გადატვირთული მოძრაობის გამო 181 00:09:25,562 --> 00:09:28,994 და მესროლა სახეში ცივი "ბიგ მაკი". 182 00:09:28,994 --> 00:09:31,602 კონორი აგრძელებდა ჩემს ცემას კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც, 183 00:09:31,602 --> 00:09:35,019 ჩვენი ქორწინების შემდეგი ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში. 184 00:09:35,019 --> 00:09:38,144 მე ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი რომ ვიყავი ერთადერთი 185 00:09:38,144 --> 00:09:40,787 და მარტო მსგავს სიტუაციაში. 186 00:09:40,787 --> 00:09:42,978 ყოველი სამი ამერიკელი ქალიდან ერთს 187 00:09:42,978 --> 00:09:47,130 მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა ან თვალთვალის მსხვერპლი გამხდარა 188 00:09:47,130 --> 00:09:50,771 და "სიდისის" გამოკვლევები ამბობს რომ 15 მილიონი ბავშვი 189 00:09:50,771 --> 00:09:54,181 არის შეურაცხყოფილი ფიზიკურად, 15 მილიონი ბავშვი. 190 00:09:54,181 --> 00:09:58,554 შესაბამისად, მე კიდევ კარგად მქონდა საქმე. 191 00:09:58,554 --> 00:10:00,970 თუ დავუბრუნდე ჩემს კითხვას თუ 192 00:10:00,970 --> 00:10:03,465 რატომ დავრჩი მასთან? 193 00:10:03,465 --> 00:10:06,203 პასუხი მარტივია... 194 00:10:06,203 --> 00:10:08,891 მე ვერ ვაანალიზებდი რომ ის ჩემზე ძალას ხმარობდა, 195 00:10:08,891 --> 00:10:12,739 მიუხედავად იმისა რომ ის დატენილი თოფით მემუქრებოდა, 196 00:10:12,739 --> 00:10:14,962 მაგორებდა კიბეებზე, 197 00:10:14,962 --> 00:10:16,343 მემუქრებოდა რომ მოკლავდა ჩვენს ძაღლს, 198 00:10:16,343 --> 00:10:20,266 გზატკეცილზე მიმავალი მანქანიდან მიძრობდა გასაღებს, 199 00:10:20,266 --> 00:10:22,783 მასხავდა დაფქულ ყავას თავზე 200 00:10:22,783 --> 00:10:25,099 როდესაც სამუშაოს გასაუბრებაზე მივდიოდი. 201 00:10:25,099 --> 00:10:29,469 არასოდეს შემიხედავს ჩემთვის როგორც ნაცემ და ნაწამებ ცოლზე. 202 00:10:29,469 --> 00:10:33,046 მიუხედავად ამისა, მე ვიყავი ძალიან ძლიერი ქალი, 203 00:10:33,046 --> 00:10:35,298 შეყვარებული ღრმა პრობლემების მქონე კაცზე 204 00:10:35,298 --> 00:10:37,355 და მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, 205 00:10:37,355 --> 00:10:40,795 რომელიც ეხმარებოდა კონორს საკუთარ დემონებთან დაპირისპირებაში. 206 00:10:40,795 --> 00:10:44,506 შემდეგი შეკითხვა რომელსაც ყველა სვამს არის : 207 00:10:44,506 --> 00:10:46,923 რატომ არ ადგა და უბრალოდ წავიდა? 208 00:10:46,923 --> 00:10:50,874 რატომ არ წავედი? მე შემეძლო ყოველ წუთს დამეტოვებინა. 209 00:10:50,874 --> 00:10:55,586 ჩემთვის, ეს არის ყველაზე მტკივნეული და სევდიანი კითხვა რომელსაც ხალხი სვამს, 210 00:10:55,586 --> 00:10:58,677 რადგანაც მსხვერპლებმა იციან რაღაც რაც თქვენ როგორც წესი არ იცით. 211 00:10:58,677 --> 00:11:03,070 ეს არის წარმოუდგენლად საშიში რომ დატოვო მოძალადე, 212 00:11:03,070 --> 00:11:06,389 რადგან ოჯახური ძალადონის ნიმუშშის ბოლო ეტაპი 213 00:11:06,389 --> 00:11:09,284 არის მსხვერპლის სიკვდილი. 214 00:11:09,284 --> 00:11:11,825 70 პროცენტზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება, 215 00:11:11,825 --> 00:11:15,893 მაშინ როდესაც მსხვეპრლი წყვეტს ურთიერთობას. 216 00:11:15,893 --> 00:11:17,786 როდესაც მსხვერპლი ტოვებს 217 00:11:17,786 --> 00:11:21,037 მოძალადეს აღარაფერი აქვს დასაკარგი. 218 00:11:21,037 --> 00:11:24,128 სხვა სახის შედეგი შეიძლება იყოს გრძელვადიანი დევნა, 219 00:11:24,128 --> 00:11:27,080 მაშინაც კი თუ მოძალადე ხელახლა ქორწინდება; 220 00:11:27,080 --> 00:11:29,235 ფინანსურ მოვალეობებზე თავის არიდება; 221 00:11:29,235 --> 00:11:31,624 და საოჯახო სამართლით მანიპულირება 222 00:11:31,624 --> 00:11:34,447 რათა დააშინოს მსხვერპლი და მისი შვილები, 223 00:11:34,447 --> 00:11:39,373 რომლებიც რეგულარულად არიან იძლებულები საოჯახო სამართლის მოსამართლეების მიერ რომ 224 00:11:39,373 --> 00:11:41,342 გაატარონ დრო ყოლევგვარი ზედამხედველობის გარეშე 225 00:11:41,342 --> 00:11:45,013 კაცთან, რომელიც ცემდა მათ დედას. 226 00:11:45,013 --> 00:11:49,188 და ჩვენ კი კვლავ ვკითხულობთ, თუ რატომ არ დატოვა მან ის? 227 00:11:49,188 --> 00:11:50,942 მე შემეძლო მისი დატოვება, 228 00:11:50,942 --> 00:11:53,844 და სწორედ ჩემმა საბოლოო და სადისტურმა ცემამ 229 00:11:53,844 --> 00:11:57,003 დაარღვია ჩემი დუმილი, 230 00:11:57,003 --> 00:12:00,173 მე გავაანალიზე რომ კაცი რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა, 231 00:12:00,173 --> 00:12:03,083 მომკლავდა თუ მე მას ამის ნებას მივცემდი. 232 00:12:03,083 --> 00:12:05,598 შესაბამისად მე დავარღვიე ეს სიჩუმე. 233 00:12:05,598 --> 00:12:08,428 მე ვუთხარი ყველას: 234 00:12:08,428 --> 00:12:12,213 პოლიციას, მეზობლებს, 235 00:12:12,213 --> 00:12:16,053 მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, სრულიად უცნობებსაც კი 236 00:12:16,053 --> 00:12:22,907 და დღეს მე აქა ვარ რადგან ყველა თქვენგანი დამეხმარა. 237 00:12:22,907 --> 00:12:25,445 ჩვენ გვაქვს მიდრეკილება რომ სტერეოტიპირება მოვახდინოთ მსხვერპლების 238 00:12:25,445 --> 00:12:28,507 საზარელი სათაურებით, 239 00:12:28,507 --> 00:12:31,803 როგორიცაა თვითგამანადგურებელი ქალები თვითონვე აზიანებენ საკუთარ თავს. 240 00:12:31,803 --> 00:12:34,806 კითხვა თუ: "რატომ დარჩა ის მასთან?" 241 00:12:34,806 --> 00:12:40,442 არის კანონი ბევრი ადამიანისთვის რომ დაადანაშაულოს ქალები, 242 00:12:40,442 --> 00:12:43,766 რადგან თითქოსდა მსხვერპლებს განზრახ უყვარდებათ კაცები, 243 00:12:43,766 --> 00:12:46,398 რომლებიც მათ აზიანებენ. 244 00:12:46,398 --> 00:12:48,902 მაგრამ "გიჟური სიყვარულის" გამოქვეყნების შემდეგ, 245 00:12:48,902 --> 00:12:52,425 მე მოვისმინე ათასობით ისტორიები კაცებისა და ქალებისგან, 246 00:12:52,425 --> 00:12:54,870 რომლებმაც ასევე გადადგეს მსგავსი ნაბიჯი, 247 00:12:54,870 --> 00:12:59,250 რომლებმაც მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრების გაკვეთილი 248 00:12:59,250 --> 00:13:03,463 და რომლებმაც ააშენეს ახალი ცხოვრება -- მხიარული და ბენდიერი ცხოვრება -- 249 00:13:03,463 --> 00:13:05,797 როგორც თანამშრომლებმა,ცოლებმა და დედებმა 250 00:13:05,797 --> 00:13:10,478 და ცხოვრობენ სრულიან თავისუფლად ყოველგვარი ძალადობისაგან, ჩემსავით. 251 00:13:10,478 --> 00:13:14,509 აღმოჩნდა რა რომ მე ვარ ძალიან ტიპიური ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 252 00:13:14,509 --> 00:13:17,953 და ტიპიური ოჯახური ძალადობას გადარჩენილი. 253 00:13:17,953 --> 00:13:21,978 მე ხელახლა გავთხოვდი კეთილ და თავაზიან მამაკაცზე 254 00:13:21,978 --> 00:13:24,314 და ჩვენ გვყავს სამი შვილი ერთად, 255 00:13:24,314 --> 00:13:27,715 მე მყავს შავი ლაბრადორი და ფურგონი . 256 00:13:27,715 --> 00:13:31,181 რაც მე არასოდეს მექნება ისევ, 257 00:13:31,181 --> 00:13:34,139 აღარასოდეს, 258 00:13:34,139 --> 00:13:36,264 არის დატენილი იარაღი ჩემს თავთან 259 00:13:36,264 --> 00:13:39,907 ისეთი ადამიანის მიერ მომართული რომელიც სიყვარულს მიმტკიცებს. 260 00:13:39,907 --> 00:13:42,538 ზუსტად ეხლა, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, 261 00:13:42,538 --> 00:13:44,445 "ვაუ, ეს გასაოცარი ისტორიაა" 262 00:13:44,445 --> 00:13:47,573 ანდა "ვაუ, როგორი სულელი ყოფილა," 263 00:13:47,573 --> 00:13:53,576 მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე მე თქვენზე ვფიქრობდი. 264 00:13:53,576 --> 00:13:57,093 მე შეგპირდით რომ არის ზოგი ადამიანი 265 00:13:57,093 --> 00:13:58,835 რომელიც ეხლა მისმებს, 266 00:13:58,835 --> 00:14:01,847 რომელიც ეხლაც ძალადობის მსხვერპლია, 267 00:14:01,847 --> 00:14:04,362 ან ბავშობაში იყო მსხვერპლი, 268 00:14:04,362 --> 00:14:07,732 ან ვინც თვითონ მოძალადეა. 269 00:14:07,732 --> 00:14:09,669 ძალადობას შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ქალიშვილზე, 270 00:14:09,669 --> 00:14:14,962 თქვენს დაზე, თქვენს საუკეთესო მეგობარზე ზუსტად ეხლა. 271 00:14:14,962 --> 00:14:18,406 მე შევძელი დამესრულებინა ჩემი გიჟური სიყვარულის ისტორია 272 00:14:18,406 --> 00:14:20,607 სიჩუმის დარღვევით. 273 00:14:20,607 --> 00:14:23,122 მე დღესაც სიჩუმეს ვარღვევ. 274 00:14:23,122 --> 00:14:26,938 ეს არის ჩემი გზა სხვა მსხვერპლებს დასახმარებლად 275 00:14:26,938 --> 00:14:30,306 და ეს არის ჩემი საბოოლოო თხოვნა თქვენს მიმართ. 276 00:14:30,306 --> 00:14:33,138 ისაუბრეთ ამაზე როდესაც გაიგონებთ, 277 00:14:33,138 --> 00:14:36,466 ძალადობა მხოლოდ სიჩუმეში ყვავის. 278 00:14:36,466 --> 00:14:40,169 თქვენ შეგწევთ ძალა ბოლო მოუღოთ ძალადობას, 279 00:14:40,169 --> 00:14:43,678 მარტივად თუკი გააშუქებთ მას. 280 00:14:43,678 --> 00:14:46,752 ჩვენ, მსხვერპლებს გვჭირდებით ყველა, 281 00:14:46,752 --> 00:14:50,825 ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანი რომ იცოდეთ 282 00:14:50,825 --> 00:14:54,603 ოჯახური ძალადობის საუდუმლოებები. 283 00:14:54,603 --> 00:14:57,587 ძალადობის ფაქტების გამომზეურება მოხდება მასზე საუბრებით 284 00:14:57,587 --> 00:14:59,714 თქვენს შვილებთან, თანამშრომლებთან, 285 00:14:59,714 --> 00:15:01,651 მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. 286 00:15:01,651 --> 00:15:05,097 დავეხმაროთ გადარჩენილებს რომ გახდნენ მშვენიერი და საყვარელი ადამიანები, 287 00:15:05,097 --> 00:15:07,912 დიდი მომავალით. 288 00:15:07,912 --> 00:15:11,393 შეამჩნიეთ ძალადობის ადრეული ნიშნები 289 00:15:11,393 --> 00:15:14,226 და კეთილსინდისიერად ჩაერიეთ, 290 00:15:14,226 --> 00:15:18,388 გაანეიტრალეთ, დაეხმარეთ მსხვერპლს დაცული გამოსავალის ძიებაში. 291 00:15:18,388 --> 00:15:22,383 ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი საწოლები, 292 00:15:22,383 --> 00:15:26,000 ჩვენი სასადილო მაგიდები და ჩვენი ოჯახი 293 00:15:26,000 --> 00:15:29,257 დაცულ და მშვიდობიან ოაზისად როგორიც უნდა იყოს ის. 294 00:15:29,257 --> 00:15:31,229 გმადლობთ. 295 00:15:31,229 --> 00:15:38,937 (აპლოდისმენტები)