-
დღეს ვისწავლით საზომი
ერთეულების ერთმანეთში გადაყვანას
-
დავუშვათ, გავიარე ნული მთელი
ხუთი მეასედი კილომეტრი
-
რამდენი სანტიმეტრი გამივლია?
-
საჭიროა იმის ცოდნა, რას ნიშნავს ეს
პრეფიქსები: სანტი და კილო
-
კილო ნიშნავს 1000-ს
ჰექტო ნიშნავს 100-ს
-
დეკა ნიშნავს 10-ს
უპრეფიქსობა აღნიშნავს ერთს
-
დეცი ნიშნავს ერთ მეათედს
სანტი ნიშნავს ერთ მეასედს
-
მილი კი ნიშნავს ერთ მეათასედს
-
საჭიროა ამ პრეფიქსების დამახსოვრება
-
რამდენი სანტიმეტრია ნული მთელი
ხუთი მეასედი კილომეტრი?
-
ამ დროს მარტივია ყველა ერთეულის
მატრებში გადაყვანა
-
შემოკლებებს მივუწერ ორივეს
-
ნული მთელი ხუთი მეასედი კილომეტრი
გადავიყვანოთ მეტრებში
-
რომ გადავიყვანოთ, ეს მანძილი
მეტი იქნება თუ ნაკლები
-
ნულ მთელ ხუთ მეასედ მეტრზე?
-
კილომეტრი დიდი მანძილია, ამიტომ
მეტრებში გაცილებით დიდი რიცხვი იქნება
-
შეგვიძლია ეს გავამრავლოთ 1000 მეტრზე
-
მივიღებთ 50 კილომეტრჯერ მეტრი
შეფარდებული კილომეტრზე
-
კილომეტრები შეიკვეცება
-
ერთეულებს შეიძლება ისე შევხედოთ,
როგორც რიცხვებს
-
თუ მრიცხველში და მნიშვნელში
ერთიდაიგივე ერთეული გვხვდება
-
ისინი შეიკვეცებიან
-
ეს უდრის 50 მეტრს
-
კილომეტრებიდან მეტრებში გადასვლისას
ვიყენებთ რიცხვ 1000-ს
-
შეიძლება დაფიქრდეთ, უნდა
გაამრავლო 1000-ზე თუ უნდა გაყო?
-
თუ კილომეტრებიდან მეტრებში გადაგყავს
-
ერთი კილომეტრი ხომ 1000 მეტრია
-
ამიტომ ამ შემთხვევაში გავამრავლებთ 1000-ზე
-
ამიტომ გავამრავლეთ 1000-ზე ნული
მთელი ხუთი მეასედი
-
ნული მთელი ხუთი მეასედი
კილომეტრი 50 მეტრს უდრის
-
ახლა 50 მეტრი სანტიმეტრებში
უნდა გადავიყვანოთ
-
რა დამოკიდებულებაა მეტრებსა და
სანტიმეტრებს შორის?
-
სანტიმეტრი არის მეასედი
-
უნდა გავამრავლოთ თუ უნდა გავყოთ
100-ზე?
-
დიდი ერთეულიდან გადავდივართ მცირე ერთეულზე
-
ერთი დიდი ერთეული ბევრ
მცირე ერთეულს უდრის
-
ამიტომ 50 მეტრი უნდა გავამრავლოთ
100-ზე
-
ეს უდრის 5 000
სანტიმეტრს
-
ნული მთელი ხუთი მეასედი კილომეტრი უდრის
-
5 000 სანტიმეტრს
-
გავაკეთოთ სხვა მაგალითიც
-
დავუშვათ, გვაქვს
422 დეციგრამი
-
გრამი არის მასის საზომი ერთეული
-
მინდა გადავიყვანო მილიგრამებში
-
დიდი ერთეულიდან მცირეში
გადავდივართ თუ პირიქით?
-
დეციგრამი არის გრამის ერთი მეათედი
-
მილიგრამი კი არის ერთი მეათასედი
-
შეგვიძლია ჯერ გრამებში, შემდეგ კი
მეორე ერთეულში გადაყვანა
-
ან შეგვიძლია ვიკითხოთ, რამდენი
მილიგრამია ერთი დეციგრამი?
-
როგორც ვხედავთ, მილიგრამი არის
100-ჯერ ნაკლები
-
ამიტომ შეგვიძლია 422 დეციგრამი
გავამრავლოთ 100 მილიგრამზე
-
დეციგრამები შეიკვეცება
-
და მივიღებთ 42 200 მილიგრამს
-
ასევე შეგველო 422 დეციგრამის
ჯერ გრამებში გადაყვანა
-
რამდენი გრამი იქნებოდა 422 დეციგრამი?
-
გრამებში ეს რიცხვი იქნება 422-ზე ნაკლები
-
რამდენი დეციგრამი იქნება ერთი გრამი?
-
ერთი გრამი უდრის 10 დეციგრამს
-
დეციგრამები შეიკვეცება
-
422 რომ გავამრავლოთ 1/10 -ზე
მივიღებთ 42 მთელ ორს
-
ახლა შეგვიძლია გრამები
გადავიყვანოთ მილიგრამებში
-
ერთი გრამი უდრის
1000 მილიგრამს
-
ამიტომ 42 მთელი ორი
უნდა გავამრავლოთ 1000-ზე
-
გრამები შეიკვეცება
-
და მივიღებთ 42 200 მილიგრამს