Return to Video

4 შთამბეჭდავი გაკვეთილი სერიალებიდან

  • 0:01 - 0:04
    1987 წელს, ტინა ლორდი საკმაოდ უსიამოვნო
    მდგომარეობაში აღმოჩნდა.
  • 0:04 - 0:08
    ხედავთ, ეს ოქროს მაძიებელი
    კორდ რობეტსზე დაქორწინდა,
  • 0:08 - 0:11
    ზუსტად მის მიერ მემკვიდრეობით
    მილიონების მიღების წინ.
  • 0:11 - 0:14
    როდესაც კორდმა აღმოაჩინა ტინას
    მისი ფული ისევე უყვარდა როგორც ის,
  • 0:14 - 0:16
    მან ტინა მიატოვა.
  • 0:16 - 0:18
    კორდის დედა, მარია, აღფრთოვანებული იყო,
  • 0:18 - 0:19
    სანამ ისინი კვლავ შერიგდებოდნენ.
  • 0:19 - 0:22
    მარიამ ტინასთან რომანის გასაბმელად
    მაქს ჰოლდენი დაიქირავა
  • 0:22 - 0:25
    და კორდს დაუმალა,
    რომ ტინა მისგან ორსულად იყო.
  • 0:25 - 0:28
    ასე რომ, ტინა, რომელიც
    ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო,
  • 0:28 - 0:29
    ფიქრობდა, რომ კორდს აღარ უყვარდა
  • 0:29 - 0:31
    და არგენტინაში მაქსთან ერთად გაფრინდა.
  • 0:31 - 0:33
    კორდი საბოლოოდ მიხვდა რა ხდებოდა
  • 0:33 - 0:36
    და მათ გაეკიდა, თუმცა,
    უკვე ძალიან გვიანი იყო.
  • 0:36 - 0:37
    ტინა უკვე გატაცებული,
  • 0:37 - 0:40
    ტივზე მიბმული და ჩანჩქერში
    გადაგდებული იყო.
  • 0:40 - 0:43
    ის და მისი ბავშვი
    მკვდრებად იყნენ მიჩნეულნი.
  • 0:43 - 0:46
    კორდი ცოტახანს სევდიანობდა,
  • 0:46 - 0:48
    მაგრამ შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა,
  • 0:48 - 0:51
    ძალიან ჭკვიანი არქეოლოგის,
    კეიტის მეშვეობით
  • 0:51 - 0:53
    და მათ შესანიშნავი ქორწილი ჰქონდათ
  • 0:53 - 0:57
    სანამ ტინა, აშკარად მკვდრეთით აღმდგარი,
    ბავშვით ხელში, შევარდა ეკლესიაში.
  • 0:57 - 0:59
    "გაჩერდით!"- დაიყვირა
  • 0:59 - 1:01
    "მეტისმეტად დავაგვიანე?
  • 1:01 - 1:03
    კორდ, ისე შორიდან მოვედი.
  • 1:04 - 1:06
    ეს შენი ვაჟია."
  • 1:07 - 1:09
    და ეს, ქალბატონებო და ბატონებო,
    არის ის,
  • 1:09 - 1:13
    თუ როგორ წარმოადგინა სიყვარულის ამბავი
    სერიალმა: "ერთი სიცოცხლე, რომ იცხოვრო"
  • 1:13 - 1:14
    რომელიც 25 წელი გაგრძელდა.
  • 1:14 - 1:16
    (სიცილი)
  • 1:16 - 1:18
    თუ ოდესმე გინახავთ სერიალი,
    გეცოდინებათ,
  • 1:18 - 1:23
    რომ ისტორიები და გმირები რეალობისგან
    განსხვავებით გაზვიადებულია.
  • 1:23 - 1:26
    თუ თქვენ ამის მოყვარული ხართ,
    ეს გაბუქება გაგახალისებთ
  • 1:26 - 1:27
    და თუ არა,
  • 1:28 - 1:30
    ალბათ არაბუმებრივად,
    ან პრიმიტიულად ჩათვლით.
  • 1:30 - 1:33
    ალბათ ფიქრობთ, რომ სერიალების ყურება
  • 1:33 - 1:34
    დროის ფლანგვაა.
  • 1:34 - 1:38
    რომ მათი ზომა, მათი გაკვეთილების
    სიმცირეს, ან არარსებობას ნიშნავს,
  • 1:39 - 1:41
    მაგრამ მე პირიქით მგონია.
  • 1:41 - 1:45
    სერიალები ცხოვრებას აირეკლავენ,
    უბრალოდ, უფრო დიდ მასშტაბებში.
  • 1:45 - 1:50
    არსებობს ცხოვრებისეული გაკვეთილები,
    რომლებიც სერიალებიდან შეიძლება ვისწავლოთ
  • 1:50 - 1:52
    და ეს გაკვეთილები ისეთივე დიდი
    და თავგადასავლებით სავსეა,
  • 1:52 - 1:55
    როგორც რომელიმე სერიალის ამბავი.
  • 1:55 - 1:59
    სერიალების მოყვარული მას შემდეგ ვარ,
    რაც მეორე კლასში, ავტობუსის გაჩერებიდან
  • 1:59 - 2:02
    სახლში მივირბინე, ლუკისა და ლაურას
    ქორწილის დასასრულისათვის რომ მიმესწრო.
  • 2:02 - 2:05
    ეს უდიდესი მომენტი იყო
    სერიალ "მთავარი საავადმყოფო" ისტორიაში.
  • 2:05 - 2:06
    (აპლოდისმენტები)
  • 2:06 - 2:09
    წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იყო
    ჩემთვის ის 8 წელი,
  • 2:09 - 2:13
    რომელიც კასტინგში რეჟისორის მოადგილედ
    გავატარე სერიალში "დედამიწა რაზეც დგას".
  • 2:13 - 2:15
    ჩემი სამუშაო, სერიალების ყურება,
  • 2:15 - 2:16
    მათი სცენარების კითხვა
  • 2:16 - 2:19
    და სერიალებისთვის
    მსახიობების კასტინგი იყო.
  • 2:19 - 2:21
    ასე რომ, ვიცი ჩემი საქმე.
  • 2:21 - 2:23
    (სიცილი)
  • 2:23 - 2:25
    დიახ, სერიალები
  • 2:25 - 2:27
    უფრო საინტერესოა, ვიდრე ცხოვრება
  • 2:27 - 2:29
    ესაა დრამა გრანდიოზული მასშტაბში,
  • 2:29 - 2:33
    მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც შეიძლება
    ასეთივე ინტენსიური,
  • 2:33 - 2:35
    რისკები კი ასეთივე მაღალი იყოს.
  • 2:36 - 2:38
    ჩვენ ვტრიალებთ ტრაგედიასა
    და სიხარულს შორის
  • 2:38 - 2:40
    ზუსტად ისევე, როგორც გმირები.
  • 2:40 - 2:44
    ვკვეთთ ზღუბლებს, ვებრძვით დემონებს
    და მოულოდნელად ვპოულობთ ხსნას
  • 2:44 - 2:47
    და ამას კვლავ და კვლავ ვაკეთებთ,
  • 2:47 - 2:50
    მაგრამ სერიალების მსგავსად,
    ასევე შეგვიძლია სცენარი შევცვალოთ,
  • 2:50 - 2:53
    რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია
    ამ გმირებისგან ვისწავლოთ,
  • 2:53 - 2:54
    რომლებიც ბზიკებივით მსგავსად,
  • 2:54 - 2:57
    ტრიალებენ და ბრუნავენ ცხოვრებისეულ გზაზე.
  • 2:57 - 2:59
    შეგვიძლია ეს გაკვეთილები,
  • 2:59 - 3:02
    ჩვენი ცხოვრებისეული ისტორიის
    შესაქმნელად გამოვიყენოთ.
  • 3:02 - 3:05
    სერიალები გვასწავლიან განვდევნოთ ეჭვი
  • 3:06 - 3:08
    და ვირწმუნოთ საკუთარი უნარების:
  • 3:08 - 3:10
    სიმამაცის, დაუცველობის,
  • 3:10 - 3:13
    მოქნილობისა და გამძლეობის.
  • 3:13 - 3:16
    და რაც მთავარია ისინი გვიჩვენებენ,
  • 3:16 - 3:19
    რომ არასდროსაა გვიანი
    შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
  • 3:19 - 3:22
    მოდით, ამით დავიწყოთ
    სერიალის პირველი გაკვეთილი:
  • 3:22 - 3:24
    დანებება არჩვანი არ არის.
  • 3:24 - 3:26
    (სიცილი)
  • 3:26 - 3:31
    სერიალ "ყველა ჩემი შვილის" მსახიობი
    ერიკა კეინი ჩვენი დროის სკარლეტ ოჰარა იყო,
  • 3:31 - 3:33
    გადამეტებული თვითშეფასების მქონე პრინცესა,
  • 3:33 - 3:37
    რომელიც შინაგანად
    შარიანი და გამბედავი იყო.
  • 3:37 - 3:40
    41 წლის შემდეგ ტელევიზორში,
    ერიკას ალბათ ყველაზე ცნობილი სცენაა,
  • 3:40 - 3:42
    როდესაც ტყეში მარტოა
  • 3:42 - 3:45
    და უეცრად გრიზლის პირისპირ შეეჩეხება.
  • 3:45 - 3:47
    მან დაუყვირა დათვს,
  • 3:47 - 3:49
    "შენ ამას ვერ იზამ!
  • 3:49 - 3:51
    გესმის?
  • 3:51 - 3:52
    არ გაბედო ჩემთან მოახლოვება!
  • 3:53 - 3:54
    მე ერიკა კეინი ვარ
  • 3:54 - 3:57
    და შენ კი ბინძური მხეცი!"
  • 3:57 - 3:59
    (სიცილი)
  • 3:59 - 4:01
    რა თქმა უნდა, დათვი წავიდა.
  • 4:01 - 4:02
    ეს იმას გვასწავლის,
  • 4:02 - 4:04
    რომ დაბრკოლებები მოსალოდნელია
  • 4:05 - 4:09
    და ჩვენ შეგვიძლია დავნებდეთ,
    ან წამოდგომა და ბრძოლა ვარჩიოთ.
  • 4:09 - 4:12
    კომპანია პანდორას ტიმ ვესტერგრინმა
    ეს ბევრზე უკეთ იცის.
  • 4:12 - 4:15
    შეიძლება მას სილიკონის ველის
    ერიკა კეინიც კი უწოდოთ.
  • 4:15 - 4:18
    ტიმმა და მისმა თანადამაარსებლებმა
    2 მილიონი დოლარით
  • 4:18 - 4:20
    შექმნეს კომპანია.
  • 4:20 - 4:23
    შემდეგ წელს მათ ფული გაუთავდათ.
  • 4:23 - 4:27
    ბევრი კომპანია ასეთ შემთხვევაში იხურება,
    მაგრამ ტიმმა ბრძოლა არჩია.
  • 4:27 - 4:31
    მან 11 კრედიტი აიღო და
    ექვსციფრიანი პირადი ვალი დაიდო,
  • 4:31 - 4:33
    მაგრამ ეს მაინც არ ეყო.
  • 4:33 - 4:37
    ამიტომ, ყოველ ორ კვირაში,
    ორი წლის მანძილზე ხელფასის დღეს
  • 4:37 - 4:41
    თანამშრომლებს სთხოვდა
    ემსხვერპლათ მათი ხელფასები
  • 4:41 - 4:42
    და ამან იმუშავა.
  • 4:43 - 4:45
    50-ზე მეტმა ადამიანმა,
    2 მილიონი დოლარი ჩადო
  • 4:45 - 4:47
    და ახლა, 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ,
  • 4:47 - 4:50
    პანდორა მილიარდობით ღირს.
  • 4:50 - 4:53
    როდესაც გჯერათ, რომ არსებობს გამოსავალი
  • 4:53 - 4:56
    გაიაროთ, ან შემოუაროთ,
    რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს თქვენს წინ,
  • 4:56 - 4:58
    დანებება არჩევანი არ არის.
  • 4:58 - 5:01
    შეგიძლათ გადალახოთ
    უზარმაზარი დაბრკოლებები,
  • 5:02 - 5:04
    რასაც სერიალის მეორე
    გაკვეთილამდე მივყავართ:
  • 5:04 - 5:08
    დათმეთ თქვენი ეგო
    და სრულყოფილების კომპლექსი,
  • 5:09 - 5:10
    ეს საშინელებაა.
  • 5:10 - 5:13
    საჭიროებების და შეცდომების აღიარება,
  • 5:13 - 5:15
    შეიძლება ეს იმის აღიარებაცაა,
  • 5:15 - 5:19
    რომ არც ისეთი განსაკუთრებული ვართ,
    როგორც გვგონია.
  • 5:19 - 5:22
    სტეფანი ფორესტერი სერიალ
    "მელოტი და ლამაზიდან"
  • 5:22 - 5:23
    ფოქრობდა, რომ ძალიან განსაკუთრებული იყო.
  • 5:23 - 5:25
    ისეთი განსაკუთრებული,
  • 5:25 - 5:28
    რომ ხეობის ხარახურა ხალხში
    გარევა არ ეკადრებოდა
  • 5:28 - 5:30
    და მან ეს აცნობა ბრუკს, გოგონას ხეობიდან.
  • 5:30 - 5:34
    მაგრამ თითქმის 25 წლის ეპიკური
    ბრძოლების შემდეგ
  • 5:34 - 5:37
    სტეფანი ავად გახდა და ბრუკი ახლოს მიუშვა.
  • 5:37 - 5:39
    მათ მოინანიეს შეცდომები
  • 5:39 - 5:41
    და მტრები, სულიერი მეგორები გახდნენ.
  • 5:41 - 5:43
    სტეფანი ბრუკის მკლავებში გარდაიცვალა
  • 5:43 - 5:45
    და აი, ჩვენი გაკვეთილი:
  • 5:45 - 5:47
    დათმე შენი ეგო.
  • 5:47 - 5:49
    სამყარო შენ გარშემო არ ტრიალებს,
  • 5:49 - 5:51
    ის ჩვენ ყველას გვეხება
  • 5:51 - 5:53
    და ჩვენს უნარს გამოვცადოთ სიხარული,
  • 5:53 - 5:56
    სიყვარული და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება,
  • 5:56 - 5:59
    რომელიც მხოლოდ მაშინ მოხდება,
    როცა მოწყვლადები ვხდებით
  • 5:59 - 6:03
    და ჩვენ ქმედებასა და უმოქმედობაზე
    პასუხისმგებლობას ვიღებთ.
  • 6:03 - 6:07
    სტარბაკსის აღმასრულებელი დირექტორის,
    ჰოვარდ შულცის მსგავსად.
  • 6:07 - 6:09
    დიდებული ხელმძღვანელობის შემდეგ,
  • 6:09 - 6:11
    ჰოვარდი 2000 წელს გადადგა
  • 6:11 - 6:14
    და სტარბაკსმა მალევე გადააჭარბა
    საკუთარ დანახარჯს
  • 6:14 - 6:15
    და აქციის ფასები დაეცა.
  • 6:16 - 6:17
    ჰოვარდი გუნდს 2008 წელს
    თავიდან შეუერთდა
  • 6:17 - 6:19
    და ერთ-ერთ პირველი რაც გააკეთა,
  • 6:20 - 6:24
    ყველა 180 000 თანამშრომელს ბოდიში მოუხადა.
  • 6:25 - 6:26
    მან ბოდიში მოიხადა
  • 6:27 - 6:31
    და შემდეგ ითხოვა დახმარება,
    გულწრფელობა და იდეები.
  • 6:31 - 6:33
    რაც ჰოვარდი დაბრუნდა,
  • 6:33 - 6:36
    სტარბაკსის მოგება ორზე მეტჯერ გაიზარდა.
  • 6:36 - 6:40
    ასე რომ, დათმეთ თქვენი სურვილი
    იყოთ ყოველთვის მართალი, ან უსაფრთხოდ.
  • 6:40 - 6:43
    ეს არავის ეხმარება,
    ყველაზე ნაკლებად კი - თქვენ.
  • 6:43 - 6:46
    დათმეთ თქვენი ეგო.
  • 6:47 - 6:49
    სერიალის მესამე გაკვეთილი:
  • 6:49 - 6:51
    ევოლუცია რეალურია.
  • 6:52 - 6:55
    არ უნდა იყოთ სტატიკური პერსონაჟი.
  • 6:55 - 6:59
    ტელევიზიაში სტატიკური იგივეა რაც მოსაწყენს
    და მოსაწყენობა ნიშნავს დათხოვნას.
  • 6:59 - 7:02
    პერსონაჟები უნდა იზრდებოდნენ
    და იცვლებოდნენ.
  • 7:03 - 7:05
    ტელევიზიაში ეს დინამიური ცვლილებები,
  • 7:05 - 7:07
    ზოგჯერ მკვეთრ გარდასახვებში გამოიხატება.
  • 7:07 - 7:11
    კერძოდ, როცა მოქმედი გმირს
    გუშინ ერთი თამაშობდა
  • 7:11 - 7:13
    და დღეს სხვა თამაშობს.
  • 7:14 - 7:17
    მსახიობების შეცვლა,
    სერიალებში მუდმივად ხდება.
  • 7:18 - 7:19
    უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში,
  • 7:19 - 7:23
    ოთხმა სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა
    კარლი ბენსონის,
  • 7:23 - 7:25
    ერთი და იგივე მთავარი როლი,
    სერიალ "მთავარ ჰოსპიტალში".
  • 7:26 - 7:31
    ყოველმა ახალმა სახემ, პერსონაჟის
    ცხოვრებასა და ხასიათში ცვლილება გამოიწვია.
  • 7:31 - 7:35
    კარლს ინდივიდუალობა ყოველთვის გააჩნდა,
  • 7:35 - 7:39
    მაგრამ პერსონაჟი და ამბავი ერგებოდა იმას,
    ვინც მის როლს ასრულებდა.
  • 7:40 - 7:42
    ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს,
  • 7:42 - 7:45
    რომ მართალია ჩვენ ცხოვრებაში
    სახეები შეიძლება ვერ შეიცვალოთ,
  • 7:45 - 7:47
    მაგრამ შეიძლება განვვითარდეთ.
  • 7:47 - 7:52
    შეიძლება ჩვენ წრეში ჩავიკეტოთ,
  • 7:52 - 7:55
    ან შეგვიძლია შესაძლებლობებს
    გავუხსნათ კარი.
  • 7:55 - 7:59
    კარლისნაირად, რომელიც ექთნის ფაკულტეტის
    სტუდენტობიდან სასტუმროს მფლობელი გახდა.
  • 8:00 - 8:01
    ან ჯულია ჩაილდის მსგავსად,
  • 8:02 - 8:04
    რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუში იყო
  • 8:04 - 8:08
    და როდესაც ომი დამთავრდა, დაქორწინდა,
    საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად
  • 8:08 - 8:11
    და გადაწყვიტა კულინარიის სკოლაში
    ეცადა ბედი
  • 8:11 - 8:17
    ჯულიამ, მისმა წიგნებმა და შოუებმა
    აშშ-ს კულინარიაში რევულუცია მოახდინა.
  • 8:18 - 8:21
    ყველას შეგვწევს იმის ძალა,
    რომ ჩვენ ცხოვრებაში ცვლილებები წამოვიწყოთ,
  • 8:21 - 8:23
    განვვითარდეთ და გარემოს მოვერგოთ.
  • 8:24 - 8:25
    არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ,
  • 8:25 - 8:29
    მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ირჩევს
    ჩვენ მაგივრად, ისე რომ არ გვატყობინებს.
  • 8:29 - 8:31
    მოულოდნელობა სახეში გვილაწუნებს,
  • 8:31 - 8:33
    მიწაზე ვენარცხებით, ჰაერი არ გვყოფნის
  • 8:33 - 8:36
    და რეანიმირება გვჭირდება.
  • 8:36 - 8:39
    მადლობა ღმერთს,
    სერიალის მეოთხე გაკვეთილისთვის:
  • 8:39 - 8:41
    აღდგომა შესაძლებელია.
  • 8:41 - 8:43
    (სიცილი)
  • 8:43 - 8:45
    (აპლოდისმენტები)
  • 8:47 - 8:51
    1983 წელს, სტეფანო დიმერა,"ჩვენი ცხოვრების
    დღეებიდან", გულის შეტევით გარდაიცვალა,
  • 8:51 - 8:54
    მაგრამ მთლად არა, რადგან 1984 წელს
  • 8:54 - 8:56
    ის მოკვდა, როცა მისი მანქანა
    ნავსადგურში ჩაიძირა
  • 8:56 - 9:00
    და 1985 წელს კვლავ დაბრუნდა,
    ტვინის სიმსივნით.
  • 9:00 - 9:01
    (სიცილი)
  • 9:01 - 9:04
    მაგრამ სანამ სიმსივნე მოკლავდა,
  • 9:04 - 9:08
    მარლენამ ტყვია ესროლა
    და ის პოდიუმიდან სასიკვდილოდ გადავარდა
  • 9:08 - 9:11
    და ასე გრძელდებოდა 30 წელი.
  • 9:11 - 9:13
    (სიცილი)
  • 9:13 - 9:15
    მაშინაც კი, როდესაც სხეული ვნახეთ,
  • 9:15 - 9:17
    კარგად ვიცოდით.
  • 9:17 - 9:20
    მას ფენიქსს უმიზეზოდ არ ეძახდნენ.
  • 9:21 - 9:23
    და ჩვენთვის ეს ნიშნავს,
  • 9:23 - 9:25
    რომ სანამ შოუ კვლავ ეთერშია,
  • 9:25 - 9:28
    ანუ სანამ კვლავ სუნთქავთ,
  • 9:28 - 9:29
    არაფერია სამუდამო.
  • 9:29 - 9:32
    აღდგომა შესაძლებელია.
  • 9:34 - 9:36
    რა თქმა უნდა, ცხოვრების მსგავსად,
  • 9:36 - 9:40
    სერიალები საბოლოოდ სრულდება.
  • 9:40 - 9:45
    2009 წლის დეკემბერში CBS-მა
    შეწყვიტა ჩემი შოუ "დედამიწა რაზეც დგას"
  • 9:45 - 9:49
    და ბოლო სერია 2010 წლის ივნისში გადავიღეთ.
  • 9:49 - 9:50
    ეს იყო კვდომის 6 თვე
  • 9:50 - 9:54
    და მე ეს მატარებელი
    პირდაპირ მთებზე მივმართე
  • 9:54 - 9:57
    და მაშინაც კი, როდესაც შუაგულ
    ეკონომიკურ კრიზისში ვიყავით
  • 9:57 - 10:01
    და მილიონობით ადამიანი წვალობდა,
    რომ სამსახური ეპოვა,
  • 10:01 - 10:03
    რატომღაც ვფიქრობდი,
    რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
  • 10:03 - 10:06
    ბავშვებთან ერთად
    ბრუკლინის სახლიდან ავიბარგე
  • 10:06 - 10:09
    და ალაბამაში, ჩემი ქმრის მშობლებთან
    გადავედით საცხოვრებლად.
  • 10:09 - 10:12
    (სიცილი)
  • 10:13 - 10:16
    სამი თვის შემდეგ, ყველაფერი ცუდად იყო.
  • 10:16 - 10:21
    მაშინ, როდესაც ეთერში ბოლო
    სერიას ვუყურე,
  • 10:21 - 10:24
    მივხვდი, შოუ არ იყო ერთადერთი მოკვდავი,
  • 10:25 - 10:27
    მეც ასეთი ვიყავი.
  • 10:27 - 10:30
    უმუშევარი ვიყავი
    და ჩემი ქმრის მშობლების სახლის
  • 10:30 - 10:31
    მეორე სართულზე ვცხოვრობდი.
  • 10:31 - 10:34
    ეს საკმარისია, რომ ნებისმიერმა
    შინაგანი სიკვდილი იგრძნოს.
  • 10:34 - 10:36
    (სიცილი)
  • 10:36 - 10:38
    თუმცა, ვიცოდი,
    რომ ჩემი ამბავი დამთარებული არ იყო,
  • 10:38 - 10:40
    რომ ის არ შეიძლება დამთავრებულიყო.
  • 10:40 - 10:46
    ყველაფერი უნდა გამომეყენებინა,
    რაც სერიალებიდან ვისწავლე.
  • 10:46 - 10:50
    ერიკასავით მამაცი უნდა ვყოფილიყავი
    და დანებებაზე უარი მეთქვა.
  • 10:50 - 10:53
    გადავწყვტე ყოველდღე მებრძოლა.
  • 10:54 - 10:57
    სტეოფანივით მოწყვლადი უნდა ვყოფილიყავი
  • 10:57 - 10:58
    და დამეთმო ჩემი ეგო.
  • 10:58 - 11:02
    დახმარებისთვის ბევრჯერ უნდა მიმემართა,
    სხვადასხვა შტატში.
  • 11:03 - 11:06
    კარლივით მოქნილი უნდა ვყოფილიყავი
  • 11:06 - 11:10
    და ჩემი უნარები, აზროვნება
    და მგდომარეობა განმევითარებინა.
  • 11:10 - 11:13
    ასევე სტეფანოსავით გამძლე ვყოფილიყავი
  • 11:13 - 11:15
    და მკვდრეთით აღმედგინა
    ჩემი თავი და ჩემი კარიერა,
  • 11:15 - 11:18
    ფერფლიდან წამომდგარი ფენიქსის მსგავსად.
  • 11:19 - 11:21
    საბოლოოდ გასაუბრებაზე დამიბარეს.
  • 11:22 - 11:25
    ახალ ამბებსა და შოუ ბიზნესში,
    15 წლიანი მუშაობის
  • 11:25 - 11:27
    და ცხრა თვიანი უმუშევრობის შემდეგ,
  • 11:27 - 11:29
    მხოლოდ ეს ერთი გასაუბრება
  • 11:30 - 11:33
    და დაწყებითი ტიპის სამსახური შემომთავაზეს.
  • 11:33 - 11:35
    37 წლის ვიყავი
  • 11:35 - 11:37
    და მკვდრეთით აღვდექი.
  • 11:38 - 11:41
    ჩვენ ყველა გამოვცდით, თუ როგორია დასასრული
  • 11:41 - 11:44
    და შეგვიძლია ის დასაწყისად ვაქციოთ.
  • 11:44 - 11:48
    ტინას მსგავსად, რომელიც სასწაულებრივად
    გადაურჩა ჩანჩქერს.
  • 11:48 - 11:51
    რადგანაც მეჯავრება დაუსრულებელი ამბები,
    ამიტომ გეტყვით,
  • 11:51 - 11:53
    რომ ტინა და კორდი განქორწინდნენ,
  • 11:53 - 11:58
    მაგრამ სამჯერ ისევ დაქორწინდნენ,
    სანამ 2012 წელს შოუ არ მოხსნეს ეთერიდან.
  • 11:59 - 12:01
    ასე რომ, გახსოვდეთ,
  • 12:01 - 12:04
    მანამ სანამ სუნთქავთ,
  • 12:04 - 12:07
    არასდროსაა გვიანი შეცვალოთ
    თქვენი ისტორია.
  • 12:07 - 12:09
    მადლობა.
  • 12:09 - 12:11
    (აპლოდისმენტები)
Title:
4 შთამბეჭდავი გაკვეთილი სერიალებიდან
Speaker:
კეიტ ადამსი
Description:

საპნის ოპერები და ტელენოველები შეიძლება გაბერილი და გაზვიადებული იყოს, მაგრამ როგორც კეიტ ადამსი გვიჩვენებს, ისინი ხშირად ირეკლავენ რეალური ცხოვრების ინტენსივობასა და დრამას. სერიალ "დედამიწა რაზეც დგას"-ის რეჟისორის ყოფილი მოადგილე კასტინგის საკითხებში, ადამსი გვიხსნის: "საპნის ოპერები გვასწავლიან, რომ განვდევნოთ ეჭვი და ვირწმუნოთ ჩვენი უნარების: სიმამაცის, დაუცველობის, შეგუებადობის და გამძლეობის. ამ გამოსვლაში, ის გამოყოფს 4 ცხოვრებისეულ გაკვეთილს და გვახსენებს, რომ არასოდესაა გვიანი შევცვალოთ ჩვენი ისტორია.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:27

Georgian subtitles

Revisions