1987 წელს, ტინა ლორდი საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხედავთ, ეს ოქროს მაძიებელი კორდ რობეტსზე დაქორწინდა, ზუსტად მის მიერ მემკვიდრეობით მილიონების მიღების წინ. როდესაც კორდმა აღმოაჩინა ტინას მისი ფული ისევე უყვარდა როგორც ის, მან ტინა მიატოვა. კორდის დედა, მარია, აღფრთოვანებული იყო, სანამ ისინი კვლავ შერიგდებოდნენ. მარიამ ტინასთან რომანის გასაბმელად მაქს ჰოლდენი დაიქირავა და კორდს დაუმალა, რომ ტინა მისგან ორსულად იყო. ასე რომ, ტინა, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო, ფიქრობდა, რომ კორდს აღარ უყვარდა და არგენტინაში მაქსთან ერთად გაფრინდა. კორდი საბოლოოდ მიხვდა რა ხდებოდა და მათ გაეკიდა, თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ტინა უკვე გატაცებული, ტივზე მიბმული და ჩანჩქერში გადაგდებული იყო. ის და მისი ბავშვი მკვდრებად იყნენ მიჩნეულნი. კორდი ცოტახანს სევდიანობდა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა, ძალიან ჭკვიანი არქეოლოგის, კეიტის მეშვეობით და მათ შესანიშნავი ქორწილი ჰქონდათ სანამ ტინა, აშკარად მკვდრეთით აღმდგარი, ბავშვით ხელში, შევარდა ეკლესიაში. "გაჩერდით!"- დაიყვირა "მეტისმეტად დავაგვიანე? კორდ, ისე შორიდან მოვედი. ეს შენი ვაჟია." და ეს, ქალბატონებო და ბატონებო, არის ის, თუ როგორ წარმოადგინა სიყვარულის ამბავი სერიალმა: "ერთი სიცოცხლე, რომ იცხოვრო" რომელიც 25 წელი გაგრძელდა. (სიცილი) თუ ოდესმე გინახავთ სერიალი, გეცოდინებათ, რომ ისტორიები და გმირები რეალობისგან განსხვავებით გაზვიადებულია. თუ თქვენ ამის მოყვარული ხართ, ეს გაბუქება გაგახალისებთ და თუ არა, ალბათ არაბუმებრივად, ან პრიმიტიულად ჩათვლით. ალბათ ფიქრობთ, რომ სერიალების ყურება დროის ფლანგვაა. რომ მათი ზომა, მათი გაკვეთილების სიმცირეს, ან არარსებობას ნიშნავს, მაგრამ მე პირიქით მგონია. სერიალები ცხოვრებას აირეკლავენ, უბრალოდ, უფრო დიდ მასშტაბებში. არსებობს ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებიც სერიალებიდან შეიძლება ვისწავლოთ და ეს გაკვეთილები ისეთივე დიდი და თავგადასავლებით სავსეა, როგორც რომელიმე სერიალის ამბავი. სერიალების მოყვარული მას შემდეგ ვარ, რაც მეორე კლასში, ავტობუსის გაჩერებიდან სახლში მივირბინე, ლუკისა და ლაურას ქორწილის დასასრულისათვის რომ მიმესწრო. ეს უდიდესი მომენტი იყო სერიალ "მთავარი საავადმყოფო" ისტორიაში. (აპლოდისმენტები) წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იყო ჩემთვის ის 8 წელი, რომელიც კასტინგში რეჟისორის მოადგილედ გავატარე სერიალში "დედამიწა რაზეც დგას". ჩემი სამუშაო, სერიალების ყურება, მათი სცენარების კითხვა და სერიალებისთვის მსახიობების კასტინგი იყო. ასე რომ, ვიცი ჩემი საქმე. (სიცილი) დიახ, სერიალები უფრო საინტერესოა, ვიდრე ცხოვრება ესაა დრამა გრანდიოზული მასშტაბში, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც შეიძლება ასეთივე ინტენსიური, რისკები კი ასეთივე მაღალი იყოს. ჩვენ ვტრიალებთ ტრაგედიასა და სიხარულს შორის ზუსტად ისევე, როგორც გმირები. ვკვეთთ ზღუბლებს, ვებრძვით დემონებს და მოულოდნელად ვპოულობთ ხსნას და ამას კვლავ და კვლავ ვაკეთებთ, მაგრამ სერიალების მსგავსად, ასევე შეგვიძლია სცენარი შევცვალოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ამ გმირებისგან ვისწავლოთ, რომლებიც ბზიკებივით მსგავსად, ტრიალებენ და ბრუნავენ ცხოვრებისეულ გზაზე. შეგვიძლია ეს გაკვეთილები, ჩვენი ცხოვრებისეული ისტორიის შესაქმნელად გამოვიყენოთ. სერიალები გვასწავლიან განვდევნოთ ეჭვი და ვირწმუნოთ საკუთარი უნარების: სიმამაცის, დაუცველობის, მოქნილობისა და გამძლეობის. და რაც მთავარია ისინი გვიჩვენებენ, რომ არასდროსაა გვიანი შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მოდით, ამით დავიწყოთ სერიალის პირველი გაკვეთილი: დანებება არჩვანი არ არის. (სიცილი) სერიალ "ყველა ჩემი შვილის" მსახიობი ერიკა კეინი ჩვენი დროის სკარლეტ ოჰარა იყო, გადამეტებული თვითშეფასების მქონე პრინცესა, რომელიც შინაგანად შარიანი და გამბედავი იყო. 41 წლის შემდეგ ტელევიზორში, ერიკას ალბათ ყველაზე ცნობილი სცენაა, როდესაც ტყეში მარტოა და უეცრად გრიზლის პირისპირ შეეჩეხება. მან დაუყვირა დათვს, "შენ ამას ვერ იზამ! გესმის? არ გაბედო ჩემთან მოახლოვება! მე ერიკა კეინი ვარ და შენ კი ბინძური მხეცი!" (სიცილი) რა თქმა უნდა, დათვი წავიდა. ეს იმას გვასწავლის, რომ დაბრკოლებები მოსალოდნელია და ჩვენ შეგვიძლია დავნებდეთ, ან წამოდგომა და ბრძოლა ვარჩიოთ. კომპანია პანდორას ტიმ ვესტერგრინმა ეს ბევრზე უკეთ იცის. შეიძლება მას სილიკონის ველის ერიკა კეინიც კი უწოდოთ. ტიმმა და მისმა თანადამაარსებლებმა 2 მილიონი დოლარით შექმნეს კომპანია. შემდეგ წელს მათ ფული გაუთავდათ. ბევრი კომპანია ასეთ შემთხვევაში იხურება, მაგრამ ტიმმა ბრძოლა არჩია. მან 11 კრედიტი აიღო და ექვსციფრიანი პირადი ვალი დაიდო, მაგრამ ეს მაინც არ ეყო. ამიტომ, ყოველ ორ კვირაში, ორი წლის მანძილზე ხელფასის დღეს თანამშრომლებს სთხოვდა ემსხვერპლათ მათი ხელფასები და ამან იმუშავა. 50-ზე მეტმა ადამიანმა, 2 მილიონი დოლარი ჩადო და ახლა, 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, პანდორა მილიარდობით ღირს. როდესაც გჯერათ, რომ არსებობს გამოსავალი გაიაროთ, ან შემოუაროთ, რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს თქვენს წინ, დანებება არჩევანი არ არის. შეგიძლათ გადალახოთ უზარმაზარი დაბრკოლებები, რასაც სერიალის მეორე გაკვეთილამდე მივყავართ: დათმეთ თქვენი ეგო და სრულყოფილების კომპლექსი, ეს საშინელებაა. საჭიროებების და შეცდომების აღიარება, შეიძლება ეს იმის აღიარებაცაა, რომ არც ისეთი განსაკუთრებული ვართ, როგორც გვგონია. სტეფანი ფორესტერი სერიალ "მელოტი და ლამაზიდან" ფოქრობდა, რომ ძალიან განსაკუთრებული იყო. ისეთი განსაკუთრებული, რომ ხეობის ხარახურა ხალხში გარევა არ ეკადრებოდა და მან ეს აცნობა ბრუკს, გოგონას ხეობიდან. მაგრამ თითქმის 25 წლის ეპიკური ბრძოლების შემდეგ სტეფანი ავად გახდა და ბრუკი ახლოს მიუშვა. მათ მოინანიეს შეცდომები და მტრები, სულიერი მეგორები გახდნენ. სტეფანი ბრუკის მკლავებში გარდაიცვალა და აი, ჩვენი გაკვეთილი: დათმე შენი ეგო. სამყარო შენ გარშემო არ ტრიალებს, ის ჩვენ ყველას გვეხება და ჩვენს უნარს გამოვცადოთ სიხარული, სიყვარული და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება, რომელიც მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მოწყვლადები ვხდებით და ჩვენ ქმედებასა და უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. სტარბაკსის აღმასრულებელი დირექტორის, ჰოვარდ შულცის მსგავსად. დიდებული ხელმძღვანელობის შემდეგ, ჰოვარდი 2000 წელს გადადგა და სტარბაკსმა მალევე გადააჭარბა საკუთარ დანახარჯს და აქციის ფასები დაეცა. ჰოვარდი გუნდს 2008 წელს თავიდან შეუერთდა და ერთ-ერთ პირველი რაც გააკეთა, ყველა 180 000 თანამშრომელს ბოდიში მოუხადა. მან ბოდიში მოიხადა და შემდეგ ითხოვა დახმარება, გულწრფელობა და იდეები. რაც ჰოვარდი დაბრუნდა, სტარბაკსის მოგება ორზე მეტჯერ გაიზარდა. ასე რომ, დათმეთ თქვენი სურვილი იყოთ ყოველთვის მართალი, ან უსაფრთხოდ. ეს არავის ეხმარება, ყველაზე ნაკლებად კი - თქვენ. დათმეთ თქვენი ეგო. სერიალის მესამე გაკვეთილი: ევოლუცია რეალურია. არ უნდა იყოთ სტატიკური პერსონაჟი. ტელევიზიაში სტატიკური იგივეა რაც მოსაწყენს და მოსაწყენობა ნიშნავს დათხოვნას. პერსონაჟები უნდა იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ. ტელევიზიაში ეს დინამიური ცვლილებები, ზოგჯერ მკვეთრ გარდასახვებში გამოიხატება. კერძოდ, როცა მოქმედი გმირს გუშინ ერთი თამაშობდა და დღეს სხვა თამაშობს. მსახიობების შეცვლა, სერიალებში მუდმივად ხდება. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ოთხმა სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა კარლი ბენსონის, ერთი და იგივე მთავარი როლი, სერიალ "მთავარ ჰოსპიტალში". ყოველმა ახალმა სახემ, პერსონაჟის ცხოვრებასა და ხასიათში ცვლილება გამოიწვია. კარლს ინდივიდუალობა ყოველთვის გააჩნდა, მაგრამ პერსონაჟი და ამბავი ერგებოდა იმას, ვინც მის როლს ასრულებდა. ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია ჩვენ ცხოვრებაში სახეები შეიძლება ვერ შეიცვალოთ, მაგრამ შეიძლება განვვითარდეთ. შეიძლება ჩვენ წრეში ჩავიკეტოთ, ან შეგვიძლია შესაძლებლობებს გავუხსნათ კარი. კარლისნაირად, რომელიც ექთნის ფაკულტეტის სტუდენტობიდან სასტუმროს მფლობელი გახდა. ან ჯულია ჩაილდის მსგავსად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუში იყო და როდესაც ომი დამთავრდა, დაქორწინდა, საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და გადაწყვიტა კულინარიის სკოლაში ეცადა ბედი ჯულიამ, მისმა წიგნებმა და შოუებმა აშშ-ს კულინარიაში რევულუცია მოახდინა. ყველას შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ცვლილებები წამოვიწყოთ, განვვითარდეთ და გარემოს მოვერგოთ. არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ირჩევს ჩვენ მაგივრად, ისე რომ არ გვატყობინებს. მოულოდნელობა სახეში გვილაწუნებს, მიწაზე ვენარცხებით, ჰაერი არ გვყოფნის და რეანიმირება გვჭირდება. მადლობა ღმერთს, სერიალის მეოთხე გაკვეთილისთვის: აღდგომა შესაძლებელია. (სიცილი) (აპლოდისმენტები) 1983 წელს, სტეფანო დიმერა,"ჩვენი ცხოვრების დღეებიდან", გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ მთლად არა, რადგან 1984 წელს ის მოკვდა, როცა მისი მანქანა ნავსადგურში ჩაიძირა და 1985 წელს კვლავ დაბრუნდა, ტვინის სიმსივნით. (სიცილი) მაგრამ სანამ სიმსივნე მოკლავდა, მარლენამ ტყვია ესროლა და ის პოდიუმიდან სასიკვდილოდ გადავარდა და ასე გრძელდებოდა 30 წელი. (სიცილი) მაშინაც კი, როდესაც სხეული ვნახეთ, კარგად ვიცოდით. მას ფენიქსს უმიზეზოდ არ ეძახდნენ. და ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ სანამ შოუ კვლავ ეთერშია, ანუ სანამ კვლავ სუნთქავთ, არაფერია სამუდამო. აღდგომა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ცხოვრების მსგავსად, სერიალები საბოლოოდ სრულდება. 2009 წლის დეკემბერში CBS-მა შეწყვიტა ჩემი შოუ "დედამიწა რაზეც დგას" და ბოლო სერია 2010 წლის ივნისში გადავიღეთ. ეს იყო კვდომის 6 თვე და მე ეს მატარებელი პირდაპირ მთებზე მივმართე და მაშინაც კი, როდესაც შუაგულ ეკონომიკურ კრიზისში ვიყავით და მილიონობით ადამიანი წვალობდა, რომ სამსახური ეპოვა, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბავშვებთან ერთად ბრუკლინის სახლიდან ავიბარგე და ალაბამაში, ჩემი ქმრის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად. (სიცილი) სამი თვის შემდეგ, ყველაფერი ცუდად იყო. მაშინ, როდესაც ეთერში ბოლო სერიას ვუყურე, მივხვდი, შოუ არ იყო ერთადერთი მოკვდავი, მეც ასეთი ვიყავი. უმუშევარი ვიყავი და ჩემი ქმრის მშობლების სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობდი. ეს საკმარისია, რომ ნებისმიერმა შინაგანი სიკვდილი იგრძნოს. (სიცილი) თუმცა, ვიცოდი, რომ ჩემი ამბავი დამთარებული არ იყო, რომ ის არ შეიძლება დამთავრებულიყო. ყველაფერი უნდა გამომეყენებინა, რაც სერიალებიდან ვისწავლე. ერიკასავით მამაცი უნდა ვყოფილიყავი და დანებებაზე უარი მეთქვა. გადავწყვტე ყოველდღე მებრძოლა. სტეოფანივით მოწყვლადი უნდა ვყოფილიყავი და დამეთმო ჩემი ეგო. დახმარებისთვის ბევრჯერ უნდა მიმემართა, სხვადასხვა შტატში. კარლივით მოქნილი უნდა ვყოფილიყავი და ჩემი უნარები, აზროვნება და მგდომარეობა განმევითარებინა. ასევე სტეფანოსავით გამძლე ვყოფილიყავი და მკვდრეთით აღმედგინა ჩემი თავი და ჩემი კარიერა, ფერფლიდან წამომდგარი ფენიქსის მსგავსად. საბოლოოდ გასაუბრებაზე დამიბარეს. ახალ ამბებსა და შოუ ბიზნესში, 15 წლიანი მუშაობის და ცხრა თვიანი უმუშევრობის შემდეგ, მხოლოდ ეს ერთი გასაუბრება და დაწყებითი ტიპის სამსახური შემომთავაზეს. 37 წლის ვიყავი და მკვდრეთით აღვდექი. ჩვენ ყველა გამოვცდით, თუ როგორია დასასრული და შეგვიძლია ის დასაწყისად ვაქციოთ. ტინას მსგავსად, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ჩანჩქერს. რადგანაც მეჯავრება დაუსრულებელი ამბები, ამიტომ გეტყვით, რომ ტინა და კორდი განქორწინდნენ, მაგრამ სამჯერ ისევ დაქორწინდნენ, სანამ 2012 წელს შოუ არ მოხსნეს ეთერიდან. ასე რომ, გახსოვდეთ, მანამ სანამ სუნთქავთ, არასდროსაა გვიანი შეცვალოთ თქვენი ისტორია. მადლობა. (აპლოდისმენტები)