Return to Video

ჯეფ სმიტი: ბიზნესის გაკვეთილები ... ციხიდან

  • 0:00 - 0:03
    ბი.ჯეი. ჩემი ერთ-ერთი ამხანაგი იყო ციხეში
  • 0:03 - 0:05
    ძალიან დიდი სამომავლო გეგმებით.
  • 0:05 - 0:08
    მას ხედვა ჰქონდა. ციხიდან რომ გაუშვებდნენ,
  • 0:08 - 0:10
    ნარკოტიკებს თავს დაანებებდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა;
  • 0:10 - 0:16
    ის თავისი ორი სუსტი წერტილის შერწყმასა და ბიზნესად ქცევაზე მუშაობდა.
  • 0:16 - 0:17
    მზად იყო დაეხარჯა 10 ათასი დოლარი,
  • 0:17 - 0:20
    ვებ-გვერდის შესაქმნელად, სადაც ექსკლუზიურად აჩვენებდნენ ქალებს,
  • 0:20 - 0:26
    რომელთაც სექსი აქვთ ძვირფას სპორტულ მანქანებზე ან მათ შიგნით. (სიცილი)
  • 0:26 - 0:29
    ფედერალურ ციხეში ყოფნის პირველივე კვირას აღმოვაჩინე,
  • 0:29 - 0:33
    რომ ის განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ტელევიზორში გვიჩვენებენ.
  • 0:33 - 0:37
    სინამდვილეში, იქ უამრავი ჭკვიანი, ამბიციური ადამიანი იჯდა
  • 0:37 - 0:40
    რომელთა ბიზნეს ინსტიქტები ხშირად
  • 0:40 - 0:42
    ისეთივე ძლიერი იყო, როგორც იმ CEO -ების,
  • 0:42 - 0:44
    რომლებიც თავს მეხვია მანამდე 6 თვით ადრე,
  • 0:44 - 0:49
    როდესაც მისურის სენატის ამომავალი ვარსკვლავი ვიყავი.
  • 0:49 - 0:51
    95 პროცენტი პატიმრებისა, რომელთა ერთადაც ვიყავი გამომწყვდეული
  • 0:51 - 0:54
    გარეთ ნარკოტიკების დილერი გახლდათ;
  • 0:54 - 0:58
    მართალია, თავიანთ ძველ საქმიანობაზე
  • 0:58 - 1:00
    განსხვავებული ჟარგონებით მიყვებოდნენ,
  • 1:00 - 1:02
    მაგრამ მათი ბიზნეს კონცეფციები
  • 1:02 - 1:06
    არ განხვავდებოდა იმისაგან, რასაც უორტონის ბიზნეს სკოლაში MBA- ს პირველ წელს გასწავლიან:
  • 1:06 - 1:10
    პრომო აქციები, პირველად მომხმარებელს ფულს არ ართმევ,
  • 1:10 - 1:14
    ფოკუს ჯგუფები ახალი პროდუქტის გაშვებისას,
  • 1:14 - 1:16
    ახალი ტერიტორიების ათვისება.
  • 1:16 - 1:19
    თუმცა, წარსულ დიდებაზე ისინი ბევრს არ ფიქრობდნენ.
  • 1:19 - 1:22
    ციხეში ყველა, უბრალოდ, თავის გატანას ცდილობს.
  • 1:22 - 1:24
    ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
  • 1:24 - 1:27
    განსხვავებით იმისაგან რასაც უმეტესობა ფიქრობს,
  • 1:27 - 1:30
    მოქალაქეები, გადასახადის გადამხდელები არ აფინანსებენ
  • 1:30 - 1:32
    პატიმრის ციხეში ცხოვრებას. თვითონ გიწევს ხარჯების გაწევა.
  • 1:32 - 1:35
    თვითონ უნდა იყიდო საპონი, დეზოდორანტი,
  • 1:35 - 1:37
    კბილის ჩოთქი, კბილის პასტა და ყველაფერი.
  • 1:37 - 1:39
    ეს კი რამოდენიმე მიზეზის გამო რთულია.
  • 1:39 - 1:41
    ჯერ ერთი, ყველაფერი 30-50 პროცენტით
  • 1:41 - 1:42
    უფრო ძვირია ვიდრე ქუჩაში
  • 1:42 - 1:45
    და მეორეც, ციხეში დიდ ფულს ვერ გააკეთებ.
  • 1:45 - 1:47
    მე ფურგონებს ვცლიდი. ეს ჩემი სრულ-განაკვეთიანი სამსახური იყო,
  • 1:47 - 1:50
    ფურგონებს ვცლიდი საკვების საწყობში,
  • 1:50 - 1:54
    5.25 დოლარად არა საათში, არამედ თვეში.
  • 1:54 - 1:56
    მაშ, როგორ უნდა გადარჩე?
  • 1:56 - 2:00
    უნდა მიდგე-მოდგე, ფული იშოვო.
  • 2:00 - 2:01
    არსებობს ფულის შოვნის ლეგალური გზები.
  • 2:01 - 2:03
    ყველაფრისათვის საფოსტო მარკებით იხდი. ესაა ვალუტა.
  • 2:03 - 2:06
    შეგიძლია სხვა პატიმარს გადაახდევინო მისი საკნის დასუფთავებისათვის.
  • 2:06 - 2:11
    არსებობს შედარებით არალეგალური გზებიც, მაგალითად, საპარიკმახერო შენს საკანში.
  • 2:11 - 2:15
    უფრო არალეგალური გზაა საკუთარ საკანში ტატუ- სალონის გახსნა.
  • 2:15 - 2:18
    და ბოლოს, ფულის შოვნის ყველაზე არალეგალური გზაა - კონტრაბანდა;
  • 2:18 - 2:22
    ნარკოტიკების, პორნოგრაფიის, მობილური ტელეფონების
  • 2:22 - 2:26
    პროპაგანდა და ისევე როგორც ეს გარეთაა,
  • 2:26 - 2:29
    რისკისა და შამპანურის პრინციპი, რაც უფრო რისკიანია საქმე,
  • 2:29 - 2:31
    მით უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს ის.
  • 2:31 - 2:36
    გინდა სიგარეტი ? - 3-დან 5 დოლარამდე.
  • 2:36 - 2:39
    გინდა ძველ-მოდური გასაშლელი მობილური ტელეფონი, რომელიც
  • 2:39 - 2:43
    ლამის შენი თავის ზომისაა? - 300 დოლარი.
  • 2:43 - 2:45
    გინდა პორნო-ჟურნალი?
  • 2:45 - 2:49
    ეს შეიძლება 1000 დოლარიც კი დაგიჯდეთ.
  • 2:49 - 2:52
    ასე რომ, ციხის ცხოვრების ერთ-ერთი
  • 2:52 - 2:55
    განმსაზღვრელი ასპექტი - მოხერხებულობაა.
  • 2:55 - 2:58
    იქნება ეს გემრიელი კერძების მომზადება
  • 2:58 - 3:02
    საწყობიდან მოპარული ნარჩენებისგან,
  • 3:02 - 3:05
    თმის შეჭრა პედიკურის მაკრატლით
  • 3:05 - 3:11
    თუ სიმძიმეების კონსტრუქცია სამრეცხაოს ჩანთებში ჩაწყობილი ქვებით,
  • 3:11 - 3:16
    რომელთაც ხის ტოტებზე აბავენ, პატიმრები სწავლობენ საქმის კეთებას შეზღუდული რესურსებით
  • 3:16 - 3:18
    და ბევრ მათგანი ცდილობს ეს შეძენილი მოხერხებულობა
  • 3:18 - 3:20
    თავისუფლებაზეც გამოიყენოს
  • 3:20 - 3:23
    და გახსნას რესტორანი, საპარიკმახერო,
  • 3:23 - 3:25
    პერსონალური მწვრთნელის და სხვა ბიზნესები.
  • 3:25 - 3:28
    თუმცა არ არსებობს ტრეინინგები, არაფერი რაც შეამზადებს მათ,
  • 3:28 - 3:31
    არანაირი რეაბილიტაცია ციხეში,
  • 3:31 - 3:33
    არავინ ეხმარება ბიზნეს-გეგმების დაწერაში,
  • 3:33 - 3:36
    როგორ უნდა აქციონ ინტუიციით მიხვედრილი
  • 3:36 - 3:39
    ბიზნეს-კონცეფციები ლეგალურ საწარმოებად,
  • 3:39 - 3:42
    მათ ინტერნეტთანაც კი არ აქვთ წვდომა.
  • 3:42 - 3:44
    ხოლო როდესაც გამოდიან ... უმეტეს ქვეყანაში
  • 3:44 - 3:47
    არ არსებობს კანონი, რომელიც აუკრძალავს დამსაქმებელს
  • 3:47 - 3:50
    ნაციხარი ადამიანების დისკრიმინაციას.
  • 3:50 - 3:53
    ასე რომ, არავის უნდა გაუკვირდეს
  • 3:53 - 3:56
    რომ 3 მსჯავრდებულიდან 2
  • 3:56 - 3:58
    პირველი 5 წლის განმავლობაში ისევ ციხეში ხვდება.
  • 3:58 - 4:04
    მე ფედერალები მოვატყუე. ამის გამო ცხოვრების ერთი წელი დავკარგე.
  • 4:04 - 4:07
    თუმცა, როდესაც გამოვედი დავიფიცე რომ გავაკეთებდი
  • 4:07 - 4:09
    ყველაფერს რაც შემეძლო რომ
  • 4:09 - 4:11
    იმ ბიჭებს, რომელთა ერთადაც ციხეში ვიჯექი
  • 4:11 - 4:16
    აღარ დაეკარგათ იმაზე მეტი დრო, რაც უკვე დაკარგეს.
  • 4:16 - 4:19
    ვიმედოვნებ, რომ თქვენც დაფიქრდებით მათ დახმარებაზე.
  • 4:19 - 4:22
    საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შეიძლება ესაა გზების გამოვლენა
  • 4:22 - 4:24
    თუ როგორ განვავითაროთ სამეწარმეო ნიჭი
  • 4:24 - 4:28
    და უზარმაზარი არარეალიზებული პოტენციალი ჩვენს ციხეებში,
  • 4:28 - 4:31
    რადგან თუკი ამას გავაკეთებთ, ისინი ვერ შეიძენენ ახალ უნარებს
  • 4:31 - 4:33
    რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ და ისევ ციხეში აღმოჩნდებიან.
  • 4:33 - 4:36
    და იქ კი მხოლოდ ფულის კეთების ახალ გზებს სწავლობენ.
  • 4:36 - 4:40
    დიდი მადლობა. (აპლოდისმენტები)
Title:
ჯეფ სმიტი: ბიზნესის გაკვეთილები ... ციხიდან
Speaker:
Jeff Smith
Description:

ჯეფ სმიტმა ერთი წელიწადი გაატარა ციხეში. თუმცა, ის რაც მან შიგნით აღმოაჩინა აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი მოლოდინებისაგან. ჯეფმა თავის ამხანაგ პატიმრებში დაინახა უსაზღვრო მოხერხებულობა და ბიზნეს ინსტიქტები. ის გვისვამს კითხვას: რატომ არ უნდა დავეხმაროთ ყოფილ პატიმრებს ამ პოტენციალის გამოყენებასა და ამით საზოგადოებისათვის სარგებლის შექმნაში, როდესაც ისინი თავისუფლებას დაუბრუნდებიან? ( TED Talent Search (TED ტალანტების ძიების) ივენთი TED@NewYork.)

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
05:00
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Andro Dgebuadze accepted Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Andro Dgebuadze edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Natalie Saginashvili edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Natalie Saginashvili edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Natalie Saginashvili edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Natalie Saginashvili edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Natalie Saginashvili edited Georgian subtitles for Lessons in business ... from prison
Show all

Georgian subtitles

Revisions