Return to Video

დროა ქალებმა თანამდებობებისთვის იბრძოლონ

  • 0:01 - 0:04
    სასწაულად გამიმართლა,
  • 0:04 - 0:05
    რომ ვარ ქვეყნიდან,
  • 0:05 - 0:09
    რომელიც მსოფლიოში
    საუკეთესო ადგილად ითვლება
  • 0:09 - 0:12
    ქალებისთვის.
  • 0:13 - 0:16
    1975 წელს, 7 წლის ვიყავი,
  • 0:16 - 0:20
    როდესაც ისლანდიაში ქალები გაიფიცნენ.
  • 0:20 - 0:22
    იმ დღეს, მათ არ იმუშავეს,
  • 0:22 - 0:27
    მიუხედავად იმისა,
    სამსახურის საქმეები ჰქონდათ, თუ სახლის.
  • 0:27 - 0:30
    რეიკიავიკის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს,
  • 0:30 - 0:32
    რომელშიც ქალების 90-მა პროცენტმა
    მონაწილეობა მიიღო.
  • 0:32 - 0:36
    მათ მშვიდობიანად და სოლიდარულად
  • 0:36 - 0:39
    თანასწორობა მოითხოვეს.
  • 0:40 - 0:43
    იმ დღეს ისლანდიაში არაფერმა იმუშავა,
  • 0:43 - 0:45
    რადგან არაფერი მუშაობს,
    როცა ქალები არ მუშაობენ.
  • 0:45 - 0:51
    (აპლოდისმენტები)
  • 0:53 - 0:55
    ხუთი წლის შემდეგ,
  • 0:55 - 0:57
    ისლანდიას აღმოაჩნდა გამბედაობა
  • 0:57 - 0:59
    პირველი ქვეყანა გამხდარიყო მსოფლიოში,
  • 1:00 - 1:04
    რომელმაც დემოკრატიულად აირჩია
    ქალი პრეზიდენტი.
  • 1:04 - 1:07
    ამ დღეს არასოდეს დავივიწყებ,
  • 1:07 - 1:11
    როდესაც პრეზიდენტი ვიგდისი,
    როგორც ჩვენ მას ვიცნობთ,
  • 1:11 - 1:14
    თავისი სახლის აივანზე გამოვიდა,
  • 1:14 - 1:19
    მარტოხელა დედა, ქალიშვილთან ერთად,
    არჩევნებში გამარჯვების დღეს.
  • 1:19 - 1:25
    (აპლოდისმენტები)
  • 1:25 - 1:28
    ეს ქალბატონი მისაბაძი მაგალითი იყო,
  • 1:28 - 1:32
    იმ პერიოდში ჩემთვის და სხვა მოზარდებისთვის
  • 1:32 - 1:34
    ბიჭების ჩათვლით.
  • 1:34 - 1:38
    ის ხშირად გვიყვება ამბავს, თუ როგორ
    მიუახლოვდა მას ახალგაზრდა ყმაწვილი
  • 1:38 - 1:40
    თანამდებობდაზე ორი ვადის შემდეგ
  • 1:40 - 1:44
    და ჰკითხა: "შესაძლებელია ბიჭები მართლაც
    გაიზარდონ პრეზიდენტებად?"
  • 1:44 - 1:46
    (სიცილი)
  • 1:46 - 1:49
    სამაგალითო ადამიანები
    ნამდვილად მნიშვნელოვანია,
  • 1:49 - 1:52
    მაგრამ თუნდაც ასეთი ადამიანების მაგალითზე,
  • 1:52 - 1:54
    რომელთა დიდად მადლიერიც ვარ,
  • 1:54 - 1:57
    როცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლისკენ
    წამაქეზეს,
  • 1:57 - 2:02
    ჩემი პირველი რეაქცია მაინც იყო: "ვინ ვარ
    მე, რომ პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლო?
  • 2:02 - 2:05
    ვინ ვარ ისეთი, რომ პრეზიდენტი ვიყო?"
  • 2:06 - 2:08
    გამოდის, რომ ქალები
  • 2:08 - 2:11
    მმართველებად ნაკლებად მოიაზრებიან,
    ვიდრე კაცები.
  • 2:12 - 2:15
    2011 წელს შეერთებულ შტატებში
    ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა,
  • 2:15 - 2:20
    რომ კაცების 62% აპირებდა
    რამე თანამდებობაზე კენჭი ეყარა
  • 2:21 - 2:24
    და ქალების კი - მხოლოდ 45 %.
  • 2:24 - 2:27
    ეს 16%-იანი სხვაობაა
  • 2:28 - 2:31
    და ეს სხვაობა იგივეა,
    რაც ათი წლის წინ იყო.
  • 2:32 - 2:34
    ეს ნამდვილად სამწუხაროა,
  • 2:34 - 2:39
    რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო
    ნამდვილად საჭიროებს ქალ ლიდერებს
  • 2:39 - 2:42
    და ზოგადად უფრო პრინციპულ ხელმძღვანელობას
  • 2:44 - 2:48
    ჩემი გადაწყვეტილება,
    არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა,
  • 2:48 - 2:51
    საბოლოოდ იმან განაპირობა,
  • 2:51 - 2:53
    რომ ვიგრძენი
  • 2:53 - 2:56
    ჩემი წვლილი უნდა შემეტანა,
  • 2:58 - 3:00
    თუნდაც პოლიტიკური გამოცდილების გარეშე,
  • 3:01 - 3:05
    ნაბიჯი გადამედგა და მეცადა ისეთი
    მსოფლიოს შექმნაში მიმეღო მონაწილეობა,
  • 3:06 - 3:10
    რომელიც საღი და
    მდგრადი იქნებოდა ჩვენი შვილებისთვის.
  • 3:10 - 3:15
    ისეთი მსოფლიო, სადაც ჩვენს ბიჭებსაც და
    გოგონებსაც ექნებათ საშუალება
  • 3:15 - 3:18
    გახდნენ ის, რაც უნდათ.
  • 3:19 - 3:23
    ეს ჩემი ცხოვრების თავგადასავალი იყო.
  • 3:24 - 3:26
    ეს იყო საოცრება.
  • 3:27 - 3:32
    პროცესი დაიწყო პოტენციურად
    20-ზე მეტი კანდიდატით.
  • 3:32 - 3:35
    შემდეგ 9 კანდიდატამდე შემცირდა
  • 3:35 - 3:38
    და საბოლოოდ, საპრეზიდენტო მარათონი
    4 ჩვენგანზე დავიდა,
  • 3:39 - 3:41
    სამი მამაკაცი და მე.
  • 3:41 - 3:47
    (აპლოდისმენტები)
  • 3:48 - 3:50
    მაგრამ ეს არაა მთელი დრამატურგია.
  • 3:50 - 3:53
    თქვენ შეიძლება გგონიათ,
    რომ თქვენთან დრამატურგიაა აშშ-ში
  • 3:53 - 3:54
    მაგრამ მე შემიძლია...
  • 3:54 - 3:56
    (სიცილი)
  • 3:56 - 4:00
    მე შემიძლია დაგარწმუნოთ,
    რომ ჩვენ საკუთარი გვაქვს ისლანდიაში.
  • 4:00 - 4:01
    ჩვენმა მოქმედმა პრეზიდენტმა,
  • 4:01 - 4:04
    რომელიც ამ პოზიციას
    20 წლის განმავლობაში იკავებდა,
  • 4:04 - 4:06
    თავიდან განაცხადა,
    რომ არჩევნებში ბრძოლას აღარ აპირებდა.
  • 4:06 - 4:07
    ამან ალბათ გაზარდა
  • 4:07 - 4:11
    კანდიდატების ამხელა რაოდენობა.
  • 4:11 - 4:13
    მოგვიანებით მან
    თავისი გადაწყვეტილება შეცვალა,
  • 4:13 - 4:17
    როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგა
  • 4:17 - 4:20
    სამარცხვინო პანამის დოკუმენტების
    გახმაურების შემდეგ,
  • 4:20 - 4:23
    რომელშიც ის და მისი ოჯახის წევრები
    იყვნენ ჩართულები.
  • 4:23 - 4:25
    ისლანდიაში ამას სახალხო პროტესტი მოყვა.
  • 4:25 - 4:30
    ამიტომ მოქმედმა პრეზიდენტა იფიქრა,
    რომ ხალხს სანდო ლიდერი სჭირდებოდა.
  • 4:31 - 4:35
    რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ცოლის
    და მისი საოჯახო კომპანიების კავშირი
  • 4:35 - 4:38
    ასევე იქნა აღმოჩენილ პანამის დოკუმენტებში.
  • 4:38 - 4:41
    ასე რომ, ის საპრეზიდენტო
    მარათონს კვლავ გამოეთიშა.
  • 4:42 - 4:44
    ამ დროს განაცხადა, რომ ამას აკეთებდა,
  • 4:44 - 4:52
    რადგან ორი მისთვის ღირსეული
    კანდიდატი კაცი იყრიდა კენჭს.
  • 4:53 - 4:59
    ასე რომ, 9 მაისი,
    არჩევნებამდე 45 დღით ადრე
  • 4:59 - 5:02
    ჩემთვის იმედისმომცემად არ გამოიყურებოდა.
  • 5:03 - 5:06
    გაზეთში ჩემი რეიტინგი, გრაფიკზეც კი არ ჩანდა.
  • 5:06 - 5:09
    საარჩევნო გამოკითხვაში ხმების 1% მქონდა,
  • 5:09 - 5:11
    მაგრამ ეს მაინც უფრო მეტი იყო,
  • 5:11 - 5:15
    ვიდრე რომელიმე ქალ-კანდიდატს მიუღია
    საპრეზიდენტო არჩევნებში.
  • 5:15 - 5:20
    რბილად რომ ვთქვათ,
    ძალიან მძიმე მუშაობა მომიწია იმისთვის,
  • 5:20 - 5:22
    რომ ჩემი ადგილი მომეპოვებინა
  • 5:23 - 5:25
    და ტელევიზიაზე წვდომა მქონოდა,
  • 5:25 - 5:28
    რადგან ქსელმა გადაწყვიტა,
  • 5:28 - 5:32
    რომ პირველ სატელევიზიო დებატში,
    მხოლოდ იმას მიიწვევდნენ
  • 5:32 - 5:35
    ვისაც 2.5% ან მეტი ექნებოდა
    საარჩევნო გამოკითხვაში,
  • 5:35 - 5:38
    პირველი სატელევიზიო დებატების
    შუადღეს აღმოვაჩინე,
  • 5:38 - 5:42
    რომ სამ მამაკაც კანდიდატთან
    ერთად დებატებში მონაწილეობას მივიღებდი
  • 5:42 - 5:44
    და ლაივში აღმოვაჩინე,
  • 5:44 - 5:50
    რომ ზუსტად 2.5%-იან რეიტინგს პირველი
    სატელევიზიო დებატების დღეს მივაღწიე.
  • 5:50 - 5:53
    (აპლოდისმენტები)
  • 5:55 - 5:58
    მაშ, გამოწვევები.
  • 5:59 - 6:02
    ყველაზე დიდი გამოწვევა,
    რომელსაც უნდა გავმკლავებოდი ამ გზაზე
  • 6:02 - 6:05
    იყო მედიასთან, პოლიტიკურ ძალებთან
    და ფულთან დაკავშირებული.
  • 6:05 - 6:07
    დავიწყოთ მედიით.
  • 6:07 - 6:09
    ზოგი ამბობს, რომ სქესს
    მნიშვნელობა არ აქვს,
  • 6:09 - 6:11
    როცა საქმე მედიას და პოლიტიკას ეხება.
  • 6:11 - 6:13
    ამას ვერ დავეთანხმები.
  • 6:13 - 6:18
    მე უფრო გამჭირდა
    საეთერო დროსა და მედიაზე წვდომა.
  • 6:18 - 6:21
    კერძოდ, წამყვანი კანდიდატი
    წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო თვეებში
  • 6:21 - 6:24
    87-ჯერ გამოჩნდა სამაუწყებლო მედიაში,
  • 6:24 - 6:27
    მაშინ როცა მე 31-ჯერ მაჩვენეს.
  • 6:28 - 6:31
    არ ვამბობ, რომ მედია
    ამას გამიზნულად აკეთებს.
  • 6:31 - 6:35
    ვფიქრობ დიდწილად ეს არაცნობიერ
    არაობიექტურობათანაა დაკავშირებული,
  • 6:35 - 6:38
    რადგან მედიაში,
    ისევე როგორც თითქმის ყველგან,
  • 6:38 - 6:42
    ჩვენ გვახასიათებს ცნობიერი
    და არაცნობიერი მიკერძოება
  • 6:42 - 6:47
    და გვჭირდება სიმამაცე რომ ვისაუბროთ ამაზე,
    თუ გვინდა რომ ეს შევცვალოთ.
  • 6:47 - 6:49
    როდესაც, საბოლოოდ,
    ტელევიზიაზე წვდომა მივიღე,
  • 6:49 - 6:53
    პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს იყო:
    "აპირებთ გამოეთიშოთ?"
  • 6:54 - 6:56
    ძალიან რთული იყო.
  • 6:56 - 6:59
    მაგრამ, რათქმაუნდა, როცა გამოკითხვებში
    1-დან 2.5 %-მდე გაქვს,
  • 6:59 - 7:01
    ალბათ ეს გასაგებიცაა.
  • 7:01 - 7:05
    მაგრამ მედია ნამდვილად მნივნელოვანია
    და რამდენჯერაც ტელევიზიაში გამოვჩნდი,
  • 7:05 - 7:08
    რეიტინგის ზრდა ვნახეთ და ვიგრძენით.
  • 7:08 - 7:11
    ასე რომ, პირადად გამომიცდია
    მისი მნიშვნელობა
  • 7:11 - 7:13
    და მესმის თუ რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე.
  • 7:13 - 7:15
    ოთხ კანდიდატს შორის ერთადერთი ვიყავი,
  • 7:15 - 7:18
    რომლის ინტერვიუც გარეკანზე
    არასოდეს გამოქვეყნებულა.
  • 7:18 - 7:22
    ზოგჯერ მე არ მისვამდნენ კითხვას,
    რომელსაც ყველა სხვას უსვამდნენ
  • 7:22 - 7:24
    და ჩემზე მედია რეპორტაჟებს არ ამზადებდა.
  • 7:24 - 7:27
    ასე რომ, ასეთ პრობლემებს წავაწყდი,
  • 7:27 - 7:29
    მაგრამ მინდა ისლანდიურ მედიას
    კომპლიმენტი ვუთხრა,
  • 7:29 - 7:34
    რომ ჩემი ვარცხნილობა და კოსტიუმი
    თითქმის არ განუხილავთ.
  • 7:34 - 7:37
    (აპლოდისმენტები)
  • 7:37 - 7:39
    ასე რომ, მათ შევაქებ.
  • 7:40 - 7:44
    მაგრამ არსებობს სხვა გამოცდილებაც,
    რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
  • 7:44 - 7:47
    არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად
    მივიღე მონაწილეობა,
  • 7:47 - 7:50
    ზურგს არცერთი პოლიტიკური პარტია
    არ მიმაგრებდა.
  • 7:50 - 7:55
    ეს გამოცდილების
    და რესურსებზე წვდომის ნაკლებობა,
  • 7:55 - 7:57
    ჩვენს კამპანიას ძვირად დაუჯდა.
  • 7:57 - 8:02
    თუმცა, ამან ასევე გვიბიძგა, ინოვაციური
    და განსხვავავებული პოლიტიკა გვეკეთებინა.
  • 8:02 - 8:05
    პოზიტიური საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ
  • 8:06 - 8:11
    და ალბათ ასეთი ქცევით,
    საარჩევნო ტონი სხვებსაც შევუცვალეთ.
  • 8:11 - 8:14
    შეიძლება ესაა მიზეზი,
    რატომაც მქონდა ნაკლები საეთერო დრო,
  • 8:14 - 8:18
    რადგან მინდოდა სხვა
    კანდიდატებისთვის პატივისცემა გამომეხატა.
  • 8:19 - 8:22
    როდესაც მედიაზე წვდომა
    ძალიან რთული აღმოჩნდა,
  • 8:22 - 8:24
    არჩევნებში საკუთარი მედია
    გამოვიყენეთ.
  • 8:24 - 8:26
    გავმართე ლაივ ფეისბუქ სესიები,
  • 8:26 - 8:31
    სადაც ამომრჩევლებმა ნებისმიერ თემაზე
    შეკითხვები დამისვეს და მეც იქვე ვუპასუხე.
  • 8:32 - 8:36
    ყველა მიღებული კითხვა და პასუხი
    ღიად გამოვაქვეყნეთ ფეისბუქზე,
  • 8:36 - 8:41
    რადგან ვიფიქრეთ, რომ გამჭვირვალობა
    მნიშვნელოვანი იყო ნდობის გაჩენისათვის.
  • 8:41 - 8:44
    როდესაც ახალგაზრდა ამომრჩევლებთან
    დაკავშირება რთული აღმოჩნდა,
  • 8:44 - 8:47
    მე სნაპჩატის მომხმარებელი გავხდი.
  • 8:47 - 8:50
    ახალგაზრდები მასწავლიდნენ
    ეს როგორ გამეკეთებინა,
  • 8:50 - 8:55
    საარჩევნო კამპანიის ბოლოს,
    ყველა ფილტრს ვიყენებდი სნაპჩატზე
  • 8:55 - 8:58
    და რეალურად, ბევრი იუმორის
    და თავმდაბლობის გამოყენება დამჭირდა,
  • 8:58 - 9:00
    რადგან სუსტი ვიყავი ამ სფეროში.
  • 9:00 - 9:04
    ამით ჩვენი ახალგაზრდა
    მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდა.
  • 9:04 - 9:07
    ასე რომ, შესაძლებელია განსხვავებული
    საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
  • 9:07 - 9:12
    სამწუხაროდ, პოლიტიკაზე ფულის ხსენების
    გარეშე ვერ ვისაუბრებთ.
  • 9:14 - 9:16
    ცუდია რომ ასეა, მაგრამ ეს სიმართლეა,
  • 9:16 - 9:20
    ჩვენ ნაკლები ფინანსური რესურსები გვქონდა
    ვიდრე სხვა კანდიდატებს.
  • 9:21 - 9:25
    ნაწილობრივ ალბათ იმიტომ,
  • 9:25 - 9:29
    რომ ჩემთვის უფრო რთული იყო
    ფინანსური მხარდაჭერის თხოვნა.
  • 9:29 - 9:34
    და ალბათ იმიტომაც, რომ ამბიცია მქონდა,
    მეტი გამეკეთებინა ნაკლები ფინანსებით.
  • 9:34 - 9:38
    ვიღაც ამას ჩემი მხრიდან,
    ძალიან ქალურ საქციელს დაარქმევდა,
  • 9:39 - 9:44
    მაგრამ თუნდაც მედიისა და ფინანსური
    რესურსების ერთი მესამედით,
  • 9:44 - 9:48
    და მხოლოდ მეწარმეებისგან შემდგარი,
    თუმცა შესანიშნავი გუნდით,
  • 9:48 - 9:52
    ჩვენ არჩევნების ღამეს
    ყველას გაოცება მოვახერხეთ,
  • 9:52 - 9:55
    როდესაც პირველადი შედეგები გახდა ცნობილი.
  • 9:55 - 9:57
    როგორც ამ ფოტოზე ხედავთ,
    მე თვითონაც გამიკვირდა.
  • 9:57 - 9:59
    (სიცილი)
  • 10:00 - 10:01
    მაშ, პირველადი მონაცემებით
  • 10:02 - 10:05
    მე წამყვან კანდიდატს თითქმის დავეწიე
  • 10:05 - 10:09
    (ოვაციები)
  • 10:13 - 10:16
    მისთვის მთლად არ გადამისწრია,
  • 10:16 - 10:17
    მაგრამ მეორე ადგილი დავიკავე.
  • 10:17 - 10:20
    ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ ერთი პროცენტიდან,
  • 10:20 - 10:22
    ხმების თითქმის ერთ მესამედამდე
  • 10:22 - 10:25
    და პროგნოზებთან
    უპრეცენედტო სხვაობა ვაჩვენეთ.
  • 10:25 - 10:30
    ბოლო საარჩევნო გამოკითხვაზე 10 %-ით მეტი.
  • 10:30 - 10:34
    ამის გამო, ზოგი არჩევნების
    ნამდვილ გამარჯვებულს მეძახის.
  • 10:34 - 10:37
    ბევრი მაქეზებს,
    რომ კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი,
  • 10:38 - 10:41
    მაგრამ რაც ნამდვილად მეამაყება ისაა,
  • 10:41 - 10:46
    რომ პროპორციულად უფრო მეტი მხარდაჭერა
    ახალგაზრდებისგან დავიმსახურე
  • 10:47 - 10:52
    და ბევრმა ჩემს ქალიშვილს ურჩია
    2040 წლისთვის იყაროს კენჭი.
  • 10:52 - 10:58
    (აპლოდისმენტები)
  • 10:58 - 11:00
    ის 13 წლისაა
  • 11:01 - 11:03
    და ტელევიზიაში ადრე არასოდეს გამოჩენილა.
  • 11:03 - 11:08
    არჩევნების დღეს მას
    ტელევიზორის ეკრანიდან ვაკვირდებოდი.
  • 11:08 - 11:11
    ის საუბრობდა გონივრულად და თავდაჯერებულად,
  • 11:11 - 11:14
    იყო გულწრფელი და დედის მხარდამჭერი.
  • 11:14 - 11:18
    ეს, ალბათ ჩემი კამპანიის
    ყველაზე ნათელი მომენტი იყო.
  • 11:18 - 11:24
    (აპლოდისმენტები)
  • 11:25 - 11:26
    მაგრამ იყო სხვაც,
  • 11:26 - 11:29
    ეს სკოლამდელი ასაკის სასეირნოდ
    გამოსული გოგონებია,
  • 11:29 - 11:31
    მათ ჩემი პოსტერი ავტობუსის
    გაჩერებაზე იპოვეს
  • 11:31 - 11:33
    და მისი კოცნა მოუნდათ.
  • 11:33 - 11:35
    აუდიტორია: აჰ!
  • 11:35 - 11:39
    ეს ფოტო ნამდვილად გამარჯვების
    ტოლფასი იყო ჩემთვის.
  • 11:39 - 11:42
    რასაც ვხედავთ, შეგვიძლია ვიყოთ კიდეც.
  • 11:42 - 11:45
    ასე რომ, შიში და გამოწვევები დაიკიდეთ.
  • 11:45 - 11:48
    (აპლოდისმენტები)
  • 11:48 - 11:50
    მნიშვნელოვანია, რომ ქალები იბრძვიან
  • 11:50 - 11:54
    და დროა ქალებმა
    თანამდებობებისთვის იბრძოლონ,
  • 11:54 - 11:59
    იქნება ეს აღმასრულებელი დირექტორის,
    თუ პრეზიდენტის თანამდებობა.
  • 11:59 - 12:04
    ასევე მოვახერხე, რომ შთაბეჭდილება
    თქვენს "ნიუ იორკერზე" მომეხდინა.
  • 12:05 - 12:09
    მათ ახალი სახელი შემარქვეს:
    "გულწრფელობის ცოცხალი ემოჯი"
  • 12:09 - 12:12
    (ოვაციები)
  • 12:13 - 12:17
    ეს ალბათ ჯერჯერობით,
    ჩემი ყველაზე საამაყო წოდებაა,
  • 12:18 - 12:22
    რადგან ქალები მეტისმეტად
    ხშირად ისჯებიან
  • 12:22 - 12:25
    იმის გამოყენების გამო,
    რასაც მე ემოციურ კაპიტალს ვეძახი,
  • 12:25 - 12:29
    მაგრამ გამოცდილებით ვიცი,
    რომ ჩვენ ისეთი კარგები ვხვდებით,
  • 12:29 - 12:31
    როცა სწორედ ამას ვაკეთებთ.
  • 12:31 - 12:36
    (აპლოდისმენტები)
  • 12:36 - 12:39
    და ჩვენ ეს უფრო მეტად გვჭირდება.
  • 12:39 - 12:43
    არჩევნების ღამეს ისე ვიზეიმეთ,
    თითქოს გავიმარჯვეთ,
  • 12:43 - 12:44
    რადგან სწორედ ამას ვგრძნობდით.
  • 12:45 - 12:49
    აუცილებელი არაა თანამდებობდამდე მიაღწიოთ,
  • 12:49 - 12:51
    უბრალოდ ამისათვის ბრძოლაა საჭირო.
  • 12:51 - 12:54
    თქვენ, თქვენი ოჯახი, თქვენი მეგობრები
    და ყველა თანამშრომელი,
  • 12:54 - 12:59
    იმაზე უფრო მეტს გამოცდის,
    ვიდრე ოდესმე გამოუცდია.
  • 13:00 - 13:02
    ჩვენ კარგი დრო გავატარეთ
  • 13:02 - 13:05
    და ამ პროცესში ბევრი ვისწავლე.
  • 13:05 - 13:08
    ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე აქ, მოკლე დროში
  • 13:08 - 13:10
    შემიძლია გაგიზაროთ.
  • 13:10 - 13:13
    მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მძიმე შრომა იყო.
  • 13:13 - 13:17
    ამ თვეების განმავლობაში
    ბევრი ძილი დამაკლდა.
  • 13:17 - 13:22
    გამძლეობა და დაჟინებულობა დამჭირდა,
    ყველაფერი რომ არ მიმეტოვებინა.
  • 13:22 - 13:27
    მაგრამ ვისწავლე რაღაც, რაც ადრეც ვიცოდი,
    როცა 1%-იანი რეიტინგი მქონდა.
  • 13:27 - 13:30
    თქვენ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ
    იყოთ შესანიშნავი,
  • 13:30 - 13:34
    როცა საკუთარ გულის ხმას
    ნამდვილად უსმენთ
  • 13:34 - 13:37
    და მასთან შეთანხმებით მუშაობთ.
  • 13:37 - 13:40
    როგორც ჩემი და ზოგჯერ იტყოდა,
  • 13:40 - 13:42
    შენ შეიძლება მოატყუო შენს ინტუიციას,
  • 13:42 - 13:45
    მაგრამ ინტუიცია არასდროს მოგატყუებს შენ.
  • 13:48 - 13:51
    ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
    და თქვენ ყველამ იცით,
  • 13:51 - 13:53
    რომ როცა რამე გზას დაადგებით,
  • 13:53 - 13:55
    გუნდი არის ის, რასაც თან წაიყვანთ
  • 13:55 - 13:56
    და გეყოლებათ ადამიანები თქვენ გარშემო,
  • 13:56 - 14:00
    ვინც თქვენს ღირებულებებსა
    და ხედვას იზიარებს,
  • 14:00 - 14:02
    მაგრამ სხვა ყველა მხრივ
    განსხვავდებულები არიან.
  • 14:02 - 14:04
    ჩემთვის ეს არის წარმატების ფორმულა.
  • 14:04 - 14:08
    გამიმართლა რომ მყავს საოცარი ქმარი
  • 14:08 - 14:11
    დღეს, აქ და შესანიშნავი ოჯახი
  • 14:11 - 14:13
    (აპლოდისმენტები)
  • 14:13 - 14:14
    და დიდებული მეგობრები.
  • 14:14 - 14:17
    ჩვენ ერთად მოვედით პოლიტიკურ სცენაზე,
    როგორც მეწარმეები
  • 14:17 - 14:21
    და მივაღწიეთ იმას, რაც ყველამ თქვა,
    რომ შეუძლებელი იქნებოდა.
  • 14:21 - 14:24
    სანამ მონაწილეობას გადავწყვეტდი
  • 14:24 - 14:26
    წამყვანმა PR-ის ექსპერტმა მითხრა,
  • 14:26 - 14:29
    რომ 7%-ის აღება,
    ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა,
  • 14:30 - 14:34
    მისი ხედვა დავაფასე,
    რადგან ის ალბათ მართალი იყო
  • 14:34 - 14:36
    და ის ხანგრძლივ გამოცდილებას ეყრდნობოდა,
  • 14:36 - 14:38
    მაგრამ იმ დღეს, როცა რეიტინგში 1% მქონდა,
  • 14:38 - 14:42
    გადავწყვიტე მისთვის მეჩვენებინა,
    რომ ცდებოდა.
  • 14:42 - 14:46
    მნიშვნელოვანია ვახსენო,
    რადგან ბევრი ძილი დავკარგე
  • 14:46 - 14:49
    და ბევრს ვმუშაობდი,
    ასევე სხვებიც ჩემ გარშემო.
  • 14:49 - 14:53
    შორს ვერასდროს წავალთ,
    თუ საკუთარ თავზე ზრუნვას შევწყვეტთ,
  • 14:53 - 14:55
    ორი რამ, რაც ამ დროს ჩემი აზრით
    მნიშვნელოვანია, არის ის,
  • 14:55 - 14:59
    რომ თქვენ გარშემო, თავი მოუყაროთ იმ
    ადამიანებს და საქმეებს, რაც გაცოცხლებთ,
  • 14:59 - 15:02
    მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანია,
    შეიძლება მეტადაც,
  • 15:02 - 15:06
    რომ გქონდეთ გამბედაობა თავიდან მოიცილოთ
    ის ადამიანები და სამუშაო,
  • 15:06 - 15:08
    რომლებიც ენერგიას გაცლიან,
  • 15:08 - 15:11
    შესანიშნავი ბლოგერების
    და კომენტატორების ჩათვლით.
  • 15:12 - 15:15
    ამაში სხვებისგან დიდი მხარდამჭერა მივიღე
  • 15:15 - 15:19
    და გადავწყვიტე რაღაცეებზე მაღლა
    ვმდგარიყავი როცა სხვები ამას არ აკეთებდნენ
  • 15:19 - 15:24
    და ნაწილობრივ ასე შევინარჩუნე ენერგია.
  • 15:24 - 15:26
    როდესაც წუთიერად ვკარგავდი ენერგიას
  • 15:26 - 15:30
    და დრო და დრო ასე ხდებოდა,
    არ იყო მარტივი,
  • 15:30 - 15:33
    ვიხსენებდი იმ მიზეზებს,
    რატომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა
  • 15:33 - 15:37
    და როგორ გადავწყვიტე საკუთარი
    საარჩევნო კამპანიის წარმოება.
  • 15:38 - 15:40
    მე ამას 4G კამპანია დავარქვი,
  • 15:40 - 15:43
    "G" ისლანდიურ სიტყვებს განასახიარებს.
  • 15:43 - 15:45
    პირველი სიტყვაა "Gagn". [კარგის კეთება]
  • 15:45 - 15:47
    არჩევნებში ვიბრძოლე, რომ კარგი მეკეთებინა,
  • 15:47 - 15:49
    რომ სასარგებლო ვყოფილიყავი,
  • 15:49 - 15:51
    რომ ვყოფილიყავი ლიდერი და
    ხალხისთვის მემსახურა,
  • 15:51 - 15:55
    რომ მეჩვენებინა თუ როგორ ვმუშაობდით
    ამ საარჩევნო კამპანიისათვის.
  • 15:56 - 15:58
    მეორე არის "Gleði," ანუ სიხარული.
  • 15:58 - 16:00
    გადავწყვიტე, რომ ამ პროცესით
    სიამოვნება მიმეღო.
  • 16:00 - 16:03
    ბევრი რამ იყო, რაც ამ მოგზაურობიდან
    შეიძლებოდა მესწავლა.
  • 16:03 - 16:06
    მნიშვნელობა არ აქვს დანიშნულების
    ადგილამდე მივაღწიე, თუ არა.
  • 16:06 - 16:09
    ყველანაირად ვცადე სხვებიც შთამეგონებინა.
  • 16:09 - 16:11
    მესამე სიტყვაა "Gagnsæi." [გამჭვირვალობა]
  • 16:11 - 16:13
    ნებისმიერი კითხვისთვის მზად ვიყავი
  • 16:13 - 16:14
    და დაფარული არაფერი მქონდა.
  • 16:14 - 16:18
    ყველაფერი ღია და ხელმისაწვდომი იყო
    ფეისბუქსა, თუ სხვა ვებ გვერდებზე.
  • 16:18 - 16:20
    ვფიქრობ, თუ პრეზიდენტს ირჩევთ,
  • 16:20 - 16:22
    თქვენ კითხვებზე პასუხებს იმსახურებთ.
  • 16:23 - 16:25
    ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო,
  • 16:25 - 16:28
    ამის ასხნა აქ არ მჭიდრება,
    [ქალთა ძლიერება]
  • 16:28 - 16:30
    რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ
    ქალთა გაძლიერებისთვის.
  • 16:30 - 16:34
    (ოვაციები)
  • 16:36 - 16:38
    დიდად მოხარული ვარ,
  • 16:38 - 16:41
    რომ მეყო გამბედაობა
    პრეზიდენტობისთვის მებრძოლა,
  • 16:41 - 16:43
    რომ გამერისკა და წარმატებისთვის მიმეღწია
  • 16:44 - 16:46
    ბევრ სხვადასხვა დონეზე.
  • 16:47 - 16:50
    ვერ გეტყვით, რომ ეს მარტივი იყო,
  • 16:50 - 16:52
    მაგრამ შემიძლია გითხრათ
  • 16:52 - 16:56
    და ვფიქრობ, მთელი გუნდი დამეთანხმება,
  • 16:56 - 16:58
    რომ ეს ამად ღირდა.
  • 16:59 - 17:00
    გმადლობთ.
  • 17:00 - 17:02
    (აპლოდისმენტები)
  • 17:02 - 17:03
    მადლობა.
  • 17:05 - 17:06
    მადლობა.
  • 17:06 - 17:13
    (აპლოდისმენტები)
  • 17:15 - 17:17
    პეტ მიტჩელი: ჯერ არ გიშვებთ
  • 17:18 - 17:20
    ჰალა ტომასდოტირი: რა დიდებული აუდიტორიაა.
  • 17:22 - 17:24
    პ.მ: იმის თქმის გარეშე ვერ გაგიშვებთ,
  • 17:24 - 17:26
    რომ ალბათ, ამ დარბაზში ყველა მზადაა
  • 17:26 - 17:29
    საცხოვრებლად ისლანდიაში გადავიდეს
    და ხმა თქვენ მოგცეთ.
  • 17:29 - 17:31
    მაგრამ ალბათ იქ ხმის მიცემის
    უფლება არ გვაქვს,
  • 17:31 - 17:33
    თუმცა ერთი რამ,
    რაც შეგვიძლია მივიღოთ ისლანდიისგან
  • 17:33 - 17:36
    და ყოველთვის ვიღებდით, შთაგონებაა.
  • 17:36 - 17:39
    საკმაოდ მოხუცი ვარ,
    რომ 1975 წელი გავიხსენო,
  • 17:39 - 17:41
    როდესაც ყველა ისლანდიელი ქალი
    ქუჩაში გამოვიდა
  • 17:41 - 17:45
    და ეს ნამდვილად უდიდესი ფაქტორი იყო
    ქალთა მოძრაობის დასაწყებად.
  • 17:45 - 17:48
    თქვენ ახსენეთ და მინდა ეს ფოტო დავაბრუნოთ
  • 17:48 - 17:53
    და გავიხსენოთ რა ხდებოდა,
    როდესაც ქვეყანა ჩიხში მოექცა.
  • 17:53 - 17:55
    თქვენ შეიძლება არ იცოდეთ,
  • 17:55 - 17:59
    რადგან ამერიკულმა მედიამ ეს არ გააშუქა,
  • 17:59 - 18:03
    ისლანდიელი ქალები, ორშაბათს, ქუჩაში კვლავ
    გამოვიდნენ, ასე არაა?
  • 18:03 - 18:06
    ჰტ: დიახ, ასეა.
    პ.მ: შეგიძლიათ გვიამბოთ ამაზე?
  • 18:06 - 18:08
    ჰტ: პირველი გაფიცვიდან 41 წლის შემდეგ,
  • 18:08 - 18:12
    ჩვენ შეიძლება მსოფლიოში
    საუკეთესო ქვეყანა ვართ ქალებისათვის,
  • 18:12 - 18:14
    მაგრამ ჩვენი საქმე დასრულებული არ არის.
  • 18:14 - 18:17
    ასე რომ, ორშაბათ დილით 14:38 -ზე
  • 18:17 - 18:18
    ისლანდიაში ქალებმა სამუშაო მიატოვეს,
  • 18:18 - 18:22
    რადგან სწორედ ამ დროს გამოიმუშავეს
    მათი დღიური ხელფასი.
  • 18:22 - 18:36
    (აპლოდისმენტები)
  • 18:36 - 18:38
    და ყველაზე მაგარი ისაა,
  • 18:38 - 18:42
    რომ უფრო მეტმა ახალგაზრდა ქალმა და კაცმა
  • 18:42 - 18:44
    მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ადრე,
  • 18:44 - 18:49
    რადგან დროა შევამციროთ სახელფასო სხვაობა.
  • 18:51 - 18:54
    პმ: მე არ ვაპირებ ვთხოვო ჰალას
    ახლავე მოგვიყვეს,
  • 18:54 - 18:55
    თუ რას აპირებს შემდეგ,
  • 18:55 - 18:58
    მაგრამ ვიტყოდი, რომ თქვენ მოხალისეების
    დიდი არმია გეყოლებათ,
  • 18:58 - 19:02
    თუ ისევ გადაწყვეტთ იყაროთ კენჭი
  • 19:02 - 19:02
    გმადლობთ ჰალა.
  • 19:02 - 19:03
    ჰ.ტ: მადლობა ყველას
  • 19:03 - 19:06
    (აპლიდისმენტები)
Title:
დროა ქალებმა თანამდებობებისთვის იბრძოლონ
Speaker:
ჰალა ტომასდოტირი
Description:

სითბოთი და მახვილგონივრულობით სავსე ჰალა ტომასდოტირი გვიზიარებს, თუ როგორ მიუდგა მედიის არაობიექტურობას, შეცვალა პოლიტიკური დებატების ტონი და მთელი ერი გააოცა, როდესაც ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რითაც შთააგონა მომავალი თაობის ლიდერები."რასაც ვხედავთ, შეგვიძლია გავხდეთ კიდეც" "მნიშვნელოვანია, რომ ქალები მმართველები იყვნენ"-ამბობს ჰალა ტომასდოტირი.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
19:18

Georgian subtitles

Revisions