Return to Video

If/Else ფუნქცია ნაწილი 2 (ვიდეო ვერსია)

  • 0:01 - 0:04
    აი სად გავჩერდით
    წინა coin-flipping თამაშზე.
  • 0:04 - 0:07
    დავიწყეთ შემთხვევითი ციფრის
    წარმოქმნით ნულსა და ერთს შორის,
  • 0:07 - 0:09
    შემდეგ ვამრგვალებდით
    უახლოს ცვლად რიცხვამდე.
  • 0:09 - 0:12
    ეს გვაძლევდა რიცხვს
    რომელიც იყო ნული ან ერთი.
  • 0:12 - 0:16
    შემდეგ მოვახდინეთ ამის ილუსტრაცია
    რეალური მონეტით, ამ ellipse ფუნქციით,
  • 0:16 - 0:19
    რომელიც იყო იასამნისფერი ან ყვითელი,
    იმის და მიხედვით რა ციფრი წარმოიქმნდებოდა.
  • 0:19 - 0:21
    აგერ კოდი რითაც გავაკეთეთ ეს.
  • 0:21 - 0:23
    თუ integer უდრის ნულს
    შევსების კოდი იყოს იასამნისფერი,
  • 0:23 - 0:26
    წინააღმდეგ შემთხვევაში იყოს ყვითელი.
  • 0:26 - 0:28
    შემდეგ დავწერეთ მონეტა აქ.
  • 0:28 - 0:31
    მაგრამ ეხლა გადავწყვიტე,
    რომ ჩემ მონეტას აქვს სამი მხარე.
  • 0:31 - 0:32
    დიახ, სამ-გვერდიანი მონეტა.
  • 0:32 - 0:34
    მოდით დავამატოთ ეს მესამე მხარე.
  • 0:34 - 0:37
    დავიწყებ რიცხვის შექმნით ნულიდან ორამდე,
  • 0:37 - 0:42
    მას შემდეგ რაც დავამრგვალებთ,
    მომცემს ცვლადს რომელიც იქნება 0, 1 ან 2.
  • 0:42 - 0:46
    მაგრამ თუ შევხედავ ჩვენ დაწერილ კოდს,
    ჩვენ მხოლოდ ორ შემთხვევას განვიხილავთ აქ.
  • 0:46 - 0:49
    თუ integer არის ნული, იყოს იასამნისფერი,
    წინააღმდეგ შემთხვევაში იყოს ყვითელი.
  • 0:49 - 0:52
    მაგრამ ახლა, წინააღდეგი
    შემთხვევა შეიძლება იყოს 1 ან 2.
  • 0:52 - 0:55
    მოიცადეთ, რა იქნებოდა რომ
    გამეკეთებინა იგივე რაც წინაზე,
  • 0:55 - 0:57
    მაგრამ ამ else ბლოკში. მე უბრალოდ დავწერ:
  • 0:57 - 1:06
    თუ intiger უდრის ერთს, მაშინ
    ფერი იყოს ყვითელი, როგორც იყო წინაზე,
  • 1:06 - 1:11
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერი
    იყოს წითელი. წითელი საკმაოდ კარგია.
  • 1:11 - 1:15
    ეს ნიშნავს რომ, თუ integer
    უდრის ნულს, ფერი იყოს იასამნისფერი,
  • 1:15 - 1:19
    წინააღმდეგ შემთხვევაში,
    თუ არის ერთი, იქნება ყვითელი;
  • 1:19 - 1:22
    წინააღმდეგ შემთხევაში, რაც
    ნიშნავს რომ, თუ არც ნულია და არც ერთი,
  • 1:22 - 1:25
    მაშინ იქნება ორი, და ფერი იყოს წითელი.
  • 1:25 - 1:29
    ვაჭერ განახლებას რამოდენიმეჯერ. მუშაობს!
  • 1:29 - 1:31
    შემდეგ თუ მინდა დავამატო
    კიდევ რამოდენიმე მხარე ჩემ მონეტას,
  • 1:31 - 1:35
    მივალ აქ, გავხდი ნულიდან
    სამამდე, შემდეგ გადავალ else ბლოკში
  • 1:35 - 1:38
    და დავამატებ მეტ if-else ფუნქციებს და ა.შ.
  • 1:38 - 1:40
    სანამ არ მექნება უამრავი ბლოკი.
  • 1:40 - 1:45
    და მხოლოდ მაშინ მივხვდები,
    რომ ეს კოდი არის საშინელი! უაზრო!
  • 1:45 - 1:49
    კოდი უნდა იყოს მარტივი
    წასაკითხი და ლამაზი, და არა უშნო.
  • 1:49 - 1:51
    აი რას გავაკეთებთ ეხლა ჩვენ:
  • 1:51 - 1:56
    როცა გაქვთ ერთი if ბრძანება
    ან if-else ბრძანება else ბლოკში,
  • 1:56 - 1:58
    რაც ნიშნავს რომ ამ ბლოკებს
    გარეთ არაფერ არ ვაკეთებთ,
  • 1:58 - 2:04
    აღარ ვანიჭებთ მეტ ფერებს,
    აღარ გვაქვს მეტი if ბრძანებები.
  • 2:04 - 2:08
    გვაქვს მხოლოდ ერთი if ბრძანება,
    და შეიძლება მოყვება else ბლოკი.
  • 2:08 - 2:13
    შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ
    ეს პირობა წინა ხაზით და დავწეროთ:
  • 2:13 - 2:17
    else if integer უდრის
    ერთს, ფერი იყოს ყვითელი.
  • 2:17 - 2:23
    შემდეგ ეს უკანასკნელი else ბლოკი
    არ ზის არსად, გვხვდება სულ ბოლოში.
  • 2:23 - 2:27
    კარგია! ეს ნიშნავს რომ, თუ integer
    უდრის ნულს, ფერი იყოს იასამნისფერი,
  • 2:27 - 2:30
    წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ
    integer უდრის ერთს, იყოს ყვითელი
  • 2:30 - 2:34
    წინააღმდეგ შემთხვევაში,
    თუ ეს ორივე მცდარია, ფერი იყოს წითელი.
  • 2:34 - 2:38
    ვაჭერ განახლებას
    რამოდენიმეჯერ და მაინც მუშაობს.
  • 2:38 - 2:42
    კარგია! მაგარი ის არის რომ, შეგვიძლია
    გვქონდეს იმდენი else-if რამდენიც გვინდა,
  • 2:42 - 2:45
    რაც ძალიან მიმარტივებს
    მხარეების დამატებას ჩემს მონეტაზე.
  • 2:45 - 2:48
    მოდით ეხლა ეს ვცადოთ.
    მე შევქმნი რიცხვს ნულიდან სამამდე,
  • 2:48 - 2:51
    შემდეგ უბრალოდ
    დავამტებ კიდევ ერთ else ბლოკს,
  • 2:51 - 2:57
    რომელიც ამბობს else if intiger უდრის ორს,
  • 2:57 - 3:00
    ჩვენ დავაყენბთ ფერს... წინაზე
    იყო წითელი და დავტოვოთ წითელი.
  • 3:00 - 3:03
    შემდეგ ეს უკანასკნელი
    ბლოკი იქნება, როცა integer უდრის სამს,
  • 3:03 - 3:09
    ფერი იყოს ლურჯი. კარგია!
  • 3:09 - 3:13
    ძალიან კარგი. ეს რომ გააკეთოთ,
    ყოველთვის უნდა დაიწყოთ if ბრძანებით,
  • 3:13 - 3:17
    შემდეგ შეგიძლიათ გქონდეთ
    რამდენი else-if ფუნქციაც გინდათ,
  • 3:17 - 3:19
    და ეს ბოლო არის სურვილისამბრ.
  • 3:19 - 3:22
    შეგვიძლია მის გარეშეც, მაგრამ
    შემდეგ შეიძლება ყველა ეს გამოვიდეს მცდარი,
  • 3:22 - 3:24
    და არც ერთი ბლოკი არ შესრულდება.
  • 3:24 - 3:30
    მაგრამ სანამ ეს გვაქვს აქ,
    ზუსტად ერთ-ერთი ბლოკი გაეშვება.
  • 3:30 - 3:34
    მაგარია? ეს არის
    შემთხვევა სადაც არ აქვს მნიშვნელობა
  • 3:34 - 3:37
    თუ დაწერთ if else-if else-if else,
  • 3:37 - 3:43
    ან უბრალოდ გამოიყენებთ ძველ
    if ბრძანებას რომელიც გვქონდა დასაწყისში,
  • 3:43 - 3:46
    თუ integer უდრის სამს.
  • 3:46 - 3:51
    ეს იმიტომ რომ, შეუძლებელია integer უდრიდეს
    ნულს და შემდეგ ასევე ერთს, ორს ან სამს.
  • 3:51 - 3:54
    კარგია. ეს პირობები
    არის ურთიერთ გამომრიცხავი.
  • 3:54 - 3:57
    მხოლოდ ერთ-ერთი ბლოკი გაეშვება მაინც.
  • 3:57 - 3:58
    მაგრამ ეს ყველა შემთხვევა არ არის.
  • 3:58 - 4:02
    რა იქნება თუ თამაშს
    ავაწყობთ ცვლადის დამრგვალების გარეშე?
  • 4:02 - 4:04
    მოვაშორებ დამრგვალების ფუნქციას,
  • 4:04 - 4:07
    და შემდეგ მეორე ნაწილს
    სადაც ვხატავთ ეკრანზე.
  • 4:07 - 4:09
    მოდით ახალი წესები მოვიგონოთ ამ თამაშში.
  • 4:09 - 4:13
    მე კლავ წარმოვქმნი რიცხვს ნულიდან სამამდე,
  • 4:13 - 4:15
    დავადოთ რამოდენიმე
    ნიშანი ჩვენ რიცხვებს.
  • 4:15 - 4:23
    თუ რიცხვი იქნება ნულიდან
    ერთამდე, გავაფერადოთ იასამნისფრად.
  • 4:23 - 4:26
    ეს სულაც არ გამოიყურება
    როგორც ისამნსიფერი, მაგრამ ხომ მიხვდით.
  • 4:26 - 4:31
    შემდეთ თუ არის ერთიდან
    ორამდე, გავაფერადოთ ყვითლად.
  • 4:31 - 4:36
    თუ არის ორიდან სამამდე, იყოს წითელი.
  • 4:36 - 4:39
    კარგია. მოდით ვნახოთ როგორ გამოვა
    if და else-if ფუნქციების გამოყენებით.
  • 4:39 - 4:44
    შემიძლია დავიწყო ასე,
    if რიცხვი ნაკლებია ერთზე,
  • 4:44 - 4:49
    ანუ თუ ნაკლებია ერთზე,
    და ვიცი რომ ეს ნულსა და სამს შორის არის,
  • 4:49 - 4:56
    რაც ნიშნავს რომ ამ მონაკვეთშია,
    დავაყენებ ფერს იასამნისფერზე.
  • 4:56 - 5:06
    წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რიცხვი 2-ზე
    ნაკლებია, დავაყანებ ყვითელ ფერს... 255...
  • 5:06 - 5:13
    და წინააღმდეგ
    შემთხვევაში, ფერი დავაყენოთ წითელი.
  • 5:13 - 5:16
    კარგია! და მუშაობს
    როგორც გვქონდა ჩაფიქრებული.
  • 5:16 - 5:19
    თუ რიცხვი იქნებოდა ერთზე
    ნაკლები, იქნებოდა ამ მონაკვეთში.
  • 5:19 - 5:24
    წინააღდეგ შემთხვევაში, მეტია ან
    უდრის ერთს, მაგრამ ასევე ნაკლებია ორზე,
  • 5:24 - 5:27
    და ამიტომ ხვდება ამ
    მონაკვეთში და ვანიჭებთ ყვითელ ფერს.
  • 5:27 - 5:32
    წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა იყოს მეტი ან
    ტოლი ორის, და აღმოჩნდებოდა ამ მონაკვეთში.
  • 5:32 - 5:36
    აგერ შემთხვევა, როცა ჩვენ
    ვერ ვიტყოდით რომ თუ რიცხვი ნაკლები 2-ზე,
  • 5:36 - 5:40
    და ნაკლებია სამზე,
  • 5:40 - 5:43
    იმიტომ რომ თუ რიცხვი ნაკლებია
    1-ზე, მაშინ ყველა ვარიანტში ნაკლებია 2-ზე
  • 5:43 - 5:45
    და ასევე ნაკლებია 3-ზე.
  • 5:45 - 5:47
    ჩვენი მონატა კი ყოველთვის გამოვა წითელი.
  • 5:47 - 5:51
    ამიტომაც ასეთ შემთხვევაში,
    ძალიან გამოსადეგია else-if ფუნქცია.
Title:
If/Else ფუნქცია ნაწილი 2 (ვიდეო ვერსია)
Description:

ეს არის უბრალოდ პატარა ნაწილი ჩვენი ინტერაქტიული კოდირების განხილვის, გადაღების და თარგმნის გასამარტივებლად მომზადებული. უკეთესია ჩვენ განხილვას უყუროთ აქ: https://www.khanacademy.org/cs/programming/

more » « less
Video Language:
English
Duration:
05:53
EduCare Giorgi Goguadze edited Georgian subtitles for If/Else Part 2 (Video Version)
EduCare Giorgi Goguadze edited Georgian subtitles for If/Else Part 2 (Video Version)
EduCare Giorgi Goguadze edited Georgian subtitles for If/Else Part 2 (Video Version)
EduCare Giorgi Goguadze edited Georgian subtitles for If/Else Part 2 (Video Version)
EduCare Giorgi Goguadze edited Georgian subtitles for If/Else Part 2 (Video Version)

Georgian subtitles

Revisions