Return to Video

ფსიქოდელიური მეცნიერება

  • 0:01 - 0:04
    ერთი სურათი ათასი სიტყვის ტოლფასია,
  • 0:04 - 0:07
    ამიტომ ჩემს გამოსვლას
  • 0:07 - 0:09
    ლაპარაკის ნაცვლად იმ სურათების
    ჩვენებით დავიწყებ,
  • 0:09 - 0:12
    რომლებიც ახლახანს გადავიღე.
  • 0:31 - 0:35
    აი, ახლა უკვე ჩემი გამოსვლა
    6 000 სიტყვიანია
  • 0:35 - 0:37
    და აჯობებს აქ გავჩერდე.
  • 0:37 - 0:39
    (სიცილი)
  • 0:39 - 0:41
    ამავდროულად, ალბათ
  • 0:41 - 0:42
    ამ სურათებთან დაკავშირებით
  • 0:42 - 0:45
    განმარტების გაკეთებაც მმართებს.
  • 0:45 - 0:48
    ჩემი, როგორც ფოტოგრაფისა და ხელოვანის
  • 0:48 - 0:50
    მთავარი მიზანი,
  • 0:50 - 0:54
    ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებაა.
  • 0:54 - 0:56
    იქნება ეს საპნის ბუშტის სურათი,
  • 0:56 - 0:59
    რომელიც მისი გახეთქვის
    მომენტშია გადაღებული,
  • 0:59 - 1:01
    როგორც ამას ეკრანზე ხედავთ,
  • 1:01 - 1:04
    თუ ზეთის საღებავის პატარა ბუშტებით
  • 1:04 - 1:07
    შექმნილი სამყარო,
  • 1:07 - 1:11
    ან უცნაური სითხეები, რომლებსაც
    განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ,
  • 1:11 - 1:15
    ან თუნდაც ცენტრიდანული ძალებით
    მოდელირებული საღებავი,
  • 1:15 - 1:19
    ყველა შემთხვევაში ვცდილობ,
    ამ ორი სფეროს ერთმანეთთან დაკავშირებას.
  • 1:19 - 1:22
    ყველაზე საინტერესო ისაა,
  • 1:22 - 1:25
    რომ მათ ერთი რამ აკავშირებთ,
  • 1:25 - 1:28
    ორივე გარემოცვაზე
    საპასუხო რეაქციას წარმოადგენს,
  • 1:28 - 1:31
    თუმცა, ეს ორივე სფეროში
    სხვადასხვანაირად ვლინდება.
  • 1:31 - 1:34
    ერთის მხრივ,
  • 1:34 - 1:36
    მეცნიერებას გარემოცვაზე
  • 1:36 - 1:38
    რაციონალური მიდგომა ახასიათებს,
  • 1:38 - 1:41
    ხოლო ხელოვნებისთვის კი,
  • 1:41 - 1:45
    ემოციური მიდგომაა ბუნებრივი.
  • 1:45 - 1:47
    ჩემი ძალისხმევის არსი კი
    იმაში მდგომარეობს,
  • 1:47 - 1:49
    რომ ეს ორი ხედვა ისე გავაერთიანო,
  • 1:49 - 1:53
    რომ ჩემი სურათები
    მნახველის გულამდეც მივიდეს
  • 1:53 - 1:57
    და გონებამდეც.
  • 1:57 - 2:01
    მოდი, ამ ყველაფერს სამი პროექტის
    მაგალითზე გაჩვენებთ.
  • 2:01 - 2:06
    პირველი, ხმების ვიზუალიზაციას ეხება.
  • 2:06 - 2:07
    როგორც თქვენ იცით,
  • 2:07 - 2:10
    ხმა ტალღებად ვრცელდება.
  • 2:10 - 2:12
    ამიტომ, თუ გაქვთ დინამიკი,
  • 2:12 - 2:14
    ერთადერთი რასაც ის აკეთებს,
  • 2:14 - 2:16
    აუდიო სიგნალის მიღება
  • 2:16 - 2:20
    და მისი რხევად გარდაქმნაა,
  • 2:20 - 2:23
    რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება,
  • 2:23 - 2:24
    ჩვენს ყურამდე აღწევს
  • 2:24 - 2:28
    და კვლავ აუდიო სიგნალად გარადაიქმნება.
  • 2:28 - 2:30
    მე დავიწყე ფიქრი,
  • 2:30 - 2:34
    თუ როგორ მომეხდინა
    ამ ტალღების ვიზუალიზაცია
  • 2:34 - 2:36
    და შემდეგ მოწყობილობამდე მივედი.
  • 2:36 - 2:40
    ავიღე დინამიკი და მის ზემოთ
  • 2:40 - 2:42
    პლასტამასის თხელი ფოლგა დავამაგრე,
  • 2:42 - 2:45
    შემდეგ კი, დინამიკის ზემოთ
  • 2:45 - 2:47
    პატარა კრისტალები მოვათავსე.
  • 2:47 - 2:50
    შესაბამისად, თუ ამ დინამიკში ხმა გაისმება,
  • 2:50 - 2:53
    კრისტალები ზევით-ქვევით მოძრაობენ.
  • 2:53 - 2:56
    ეს ძალიან სწრაფად,
  • 2:56 - 2:58
    თვალის დახამხამებაში ხდება,
  • 2:58 - 3:01
    ამიტომ LG-სთან ერთად ეს მოძრაობა
  • 3:01 - 3:03
    გადავიღეთ კამერით, რომელსაც წამში
  • 3:03 - 3:07
    3 000-ზე მეტი კადრის გადაღება შეუძლია.
  • 3:07 - 3:10
    მოდი გაჩვენებთ როგორ გამოიყურება.
  • 3:10 - 3:14
    (მუსიკა: "Teardrop", ჯგუფი Massive Attack)
  • 3:51 - 3:57
    (აპლოდისმენტები)
  • 3:57 - 3:58
    დიდი მადლობა.
  • 3:58 - 4:01
    გეთანხმებით, ეს შესანიშნავი სანახაობაა.
  • 4:01 - 4:04
    მაგრამ ერთ სასაცილო ისტორიასაც მოგიყვებით.
  • 4:04 - 4:06
    ლოს ანჯელესში ამ პროცესის გადაღებისას,
  • 4:06 - 4:08
    სახლიდან გაუსვლელად მივიღე ნამზეური.
  • 4:08 - 4:10
    ცხადია, ლოს ანჯელესის სანაპიროებზე,
  • 4:10 - 4:12
    გვარიანი დამწვრობის მიღება შეიძლება,
  • 4:12 - 4:14
    თუმცა მე ეს სახლიდან გაუსვლელად მოვახერხე.
  • 4:14 - 4:16
    ეს კი, შემდეგნაირად მოხდა,
  • 4:16 - 4:19
    თუკი თქვენ წამში 3 000 კადრს იღებთ,
  • 4:19 - 4:23
    საოცრად დიდი რაოდენობის
    განათება გესაჭიროებათ.
  • 4:23 - 4:26
    ჩვენ კი დინამიკი გვქონდა დაყენებული
  • 4:26 - 4:27
    მისკენ მიმართული კამერით
  • 4:27 - 4:31
    და უამრავი განათებით,
  • 4:31 - 4:32
    მე კი დინამიკს ვარეგულირებდი,
  • 4:32 - 4:35
    და მასზე პატარა კრისტალებს ვამაგრებდი.
  • 4:35 - 4:38
    ეს ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ
  • 4:38 - 4:41
    და თითქმის უკვე შუადღე იყო, როცა მივხვდი,
  • 4:41 - 4:43
    რომ სახე მთლიანად გამწითლებოდა
  • 4:43 - 4:46
    განათებისგან რომელიც
    პირდაპირ დინამიკს ეცემოდა.
  • 4:46 - 4:48
    კიდევ უფრო სასცილო ისაა,
  • 4:48 - 4:51
    რომ დინამიკთან სმარჯვენა მხარეს ვიდექი
  • 4:51 - 4:55
    და სახის მხოლოდ მარჯვენა
    მხარე მქონდა გაწითლებული.
  • 4:55 - 4:56
    მთელი კვირა
  • 4:56 - 4:59
    "ოპერის აჩრდილს" ვგავდი.
  • 4:59 - 5:01
    მოდით, შემდეგ პროექტზე გადავიდეთ,
  • 5:01 - 5:05
    რომლიც ნაკლებად მავნე შემადგენლობისაა.
  • 5:08 - 5:11
    რომელიმე თგვენგანს სმენია
    ფერომაგნიტური სითხის შესახებ?
  • 5:11 - 5:14
    აა, რამდენიმე თქვენგანმა იცის.
    შესანიშნავია.
  • 5:14 - 5:16
    გამოვტოვო ეს ნაწილი?
  • 5:16 - 5:17
    (სიცილი)
  • 5:17 - 5:21
    ფერომაგნიტურ სითხეს
    ძალიან უცნაური თვისება აქვს.
  • 5:21 - 5:23
    ეს სითხე სრულიად შავია.
  • 5:23 - 5:25
    ზეთოვანი კონსისტენცია აქვს
  • 5:25 - 5:29
    და ძალიან პატარა,
    ლითონის ნაწილაკებს შეიცავს,
  • 5:29 - 5:31
    რომელიც მას მაგნიტურ უნარს სძენს.
  • 5:31 - 5:35
    ამიტომ, თუ მე ახლა ამ სითხეს
    მაგნიტურ ველში მოვათავსებ,
  • 5:35 - 5:37
    ის პირვანდელ სახეს შეიცვლის.
  • 5:37 - 5:41
    აი, აქ მომზადებული მაქვს სადემონსტრაციოდ
  • 5:41 - 5:44
    და აქვე გაჩვენებთ ამ პროცესს.
  • 5:48 - 5:50
    კამერას ამ ფირფიტას ვუმიზნებ.
  • 5:50 - 5:54
    ფირფიტის ქვემოთ მაგნიტია მოთავსებული.
  • 5:54 - 5:57
    ახლა კი მაგნიტს,
  • 5:57 - 6:01
    ცოტა ფერომაგნიტურ სითხეს დავასხამ.
  • 6:06 - 6:10
    სულ ოდნავ გავწიოთ მარჯვნივ
  • 6:13 - 6:18
    და უფრო კარგად
    მოვაქციოთ ფოკუსში. შესანიშნავია.
  • 6:18 - 6:20
    აი, ახლა ხედავთ,
  • 6:20 - 6:23
    რომ ფერომაგნიტურმა სითხემ
    ფორმა შეიცვალა და წვეტები გაუჩნდა.
  • 6:23 - 6:26
    ეს სითხის შიგნით
    არსებული ნაწილაკების
  • 6:26 - 6:30
    მიზიდვის და განზიდვის გამო მოხდა.
  • 6:30 - 6:32
    მიუხედავად იმისა,
    რომ ასეც საკმაოდ საინტერესო ჩანს,
  • 6:32 - 6:36
    მოდი მცირეოდენი წყლის საღებავიც დავამატოთ.
  • 6:36 - 6:38
    ეს ჩვეულებრივი წყლის საღებავებია,
  • 6:38 - 6:40
    რომლითაც ვხატავთ.
  • 6:40 - 6:41
    მართალია შპრიცებით არ ხატავთ,
  • 6:41 - 6:46
    თუმცა შედეგი იგივე იქნება.
  • 6:59 - 7:01
    ახლა ავხსნი რაც მოხდა.
  • 7:01 - 7:04
    როცა წყლის საღებავი ჩავასხით სტრუქტურაში,
  • 7:04 - 7:08
    ის ფერომაგნიტურ სითხესთან
    რეაქციაში არ შევიდა,
  • 7:08 - 7:10
    რადგან ფერომაგნიტური სითხე
  • 7:10 - 7:12
    ჰიდროფობიურია,
  • 7:12 - 7:14
    ანუ წყალში არ იხსნება.
  • 7:14 - 7:17
    ამასთან ერთად, ის მაგნიტის ზემოთ,
  • 7:17 - 7:19
    თავისი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს
  • 7:19 - 7:22
    და ამის შედეგად წარმოიქმნება ეს საოცარი
  • 7:22 - 7:24
    წყლის საღებავისგან წარმოქმნილი
  • 7:24 - 7:28
    არხის სტრუქტურები და პატარა გუბეები.
  • 7:28 - 7:30
    აი, ეს იყო მეორე პროექტი.
  • 7:30 - 7:32
    ახლა გადავიდეთ ბოლო პროექტზე,
  • 7:32 - 7:34
    რომელშიც...
  • 7:37 - 7:39
    შოტლანდიის ეროვნულ სასმელი მონაწილეობს.
  • 7:39 - 7:41
    (სიცილი)
  • 7:41 - 7:45
    ეს სურათი და აი ესეც,
  • 7:45 - 7:48
    ვისკის გამოყენებითაა დამზადებული.
  • 7:48 - 7:50
    ალბათ საკუთარ თავს ჰკითხავთ,
  • 7:50 - 7:51
    როგორ გააკეთა ეს?
  • 7:51 - 7:53
    ნახევარი ბოთლი ვისკი დალია
  • 7:53 - 7:55
    და შემდეგ სიმთვრალისგან მიღებული
  • 7:55 - 7:59
    ჰალუცინაცია ფურცელზე გადმოიტანა?
  • 7:59 - 8:01
    მინდა დაგარწმუნოთ,
  • 8:01 - 8:05
    რომ ამ სურათების გადაღებისას,
    სრულიად ფხიზელი ვიყავი.
  • 8:06 - 8:08
    ვისკი 40% ალკოჰოლს შეიცავს,
  • 8:08 - 8:13
    ალკოჰოლს კი ძალიან
    საინტერესო თვისებები აქვს.
  • 8:13 - 8:14
    შეიძლება გამოგიცდიათ კიდეც
  • 8:14 - 8:17
    მისი რამდენიმე თვისება,
  • 8:17 - 8:19
    თუმცა მე მის ფიზიკურ თვისებებს ვგულისხმობ
  • 8:19 - 8:22
    და არა სხვებს.
  • 8:22 - 8:26
    როცა ამ ბოთლს გავხსნი,
    ალკოჰოლის მოლეკულები
  • 8:26 - 8:27
    ჰაერში გავცელდება,
  • 8:27 - 8:31
    რადგანაც ალკოჰოლი აქროლადი ნივთიერებაა.
  • 8:31 - 8:36
    გარდა ამისა, იგი სწრაფად აალებადიცაა.
  • 8:36 - 8:38
    სწორედ ამ ორი თვისების საშუალებით შევძელი
  • 8:38 - 8:41
    ამ სურათების შექმნა,
  • 8:41 - 8:43
    რომელსაც ეკრანზე ხედავთ.
  • 8:43 - 8:46
    მოდით აქვე მოვახდინოთ ამის დემონსტრირება.
  • 8:53 - 8:56
    თან მაქვს ცარიელი მინის ჭურჭელი.
  • 8:56 - 8:57
    მასში არაფერია.
  • 8:57 - 9:01
    ახლა ამ ჭურჭელს
  • 9:01 - 9:04
    ჟანგბადითა და ვისკით გავავსებ.
  • 9:20 - 9:23
    ცოტაც დავამატოთ.
  • 9:26 - 9:28
    ახლა რამდენიმე წამი მოვიცადოთ,
  • 9:28 - 9:31
    რომ მოლეკულები ბოთლში გავრცელდეს
  • 9:32 - 9:35
    და ცეცხლი წავუკიდოთ.
  • 9:35 - 9:39
    (სიცილი)
  • 9:52 - 9:53
    სულ ესაა, რაც ამ დროს ხდება.
  • 9:53 - 9:56
    ეს ძალიან სწრაფი პროცესია
    და ამიტომ ისეთი თვალწარმტაცი არაა.
  • 9:56 - 9:59
    მე შემიძლია კიდევ ერთხელ გაჩვენოთ იგივე,
  • 9:59 - 10:02
    თუმცა ზოგიერთი თგვენგანი ალბათ შემედავება,
  • 10:02 - 10:06
    რომ ეს ვისკის ფუჭი ხარჯვაა
    და სჯობს დავლიო.
  • 10:06 - 10:09
    მაგრამ მოდი, რაც აქ ნახეთ,
  • 10:09 - 10:11
    იგივეს შენებული კადრით გაჩვენებთ,
  • 10:11 - 10:15
    სრულიად ბნელ ოთახში.
  • 10:22 - 10:24
    ახლა კი ავხსნათ რა მოხდა.
  • 10:24 - 10:27
    ალი მინის ჭურჭელში,
  • 10:27 - 10:29
    ზემოდან ქვემოთ გავრცელდა
  • 10:29 - 10:33
    და ჰაერისა და ალკოჰოლის მოლეკულები დაწვა.
  • 10:33 - 10:36
    ასე რომ, სურათები,
    რომლებიც დასაწყისში გაჩვენეთ
  • 10:36 - 10:40
    დროში გაჩერებული,
  • 10:40 - 10:43
    ბოთლში მიმავალი ალია.
  • 10:43 - 10:44
    და წარმოიდგინეთ
  • 10:44 - 10:48
    180 გრადუსით იყო შემობრუნებული..
  • 10:48 - 10:50
    სწორედ ასე შეიქმნა ეს სურათები.
  • 10:50 - 10:54
    (აპლოდისმენტები)
  • 10:54 - 10:57
    გმადლობთ.
  • 10:57 - 11:00
    ახლა მე თქვენ, სამი პროექტი გაჩვენეთ
  • 11:00 - 11:03
    და ალბათ საკუთარ თავს ჰკითხავთ? მერე რა?
  • 11:03 - 11:04
    რა არის ამ პროექტების არსი?
  • 11:04 - 11:06
    ეს მხოლოდ ვისკის ხარჯვაა?
  • 11:06 - 11:10
    თუ მხოლოდ უცნაური ნივთიერებები?
  • 11:10 - 11:13
    ეს სამი პროექტი, ძალიან მარტივ
  • 11:13 - 11:14
    მეცნიერულ მოვლენებზეა დამყარებული,
  • 11:14 - 11:17
    როგორიცაა მიზიდულობა, ხმის ტალღები
  • 11:17 - 11:21
    და ნივთირების ფიზიკური თვისებები
  • 11:21 - 11:23
    და ჩემი ძალისხმევის არსი ისაა,
  • 11:23 - 11:26
    რომ ვცდილობ ეს მოვლენები
  • 11:26 - 11:29
    პოეტურ და იქამდე უხილავ ჭრილში ვაჩვენო.
  • 11:29 - 11:32
    სწორედ ამიტომ მოვუწოდებ მაყურებლებს,
  • 11:32 - 11:34
    რომ ერთი წამით მოდუნდით
  • 11:34 - 11:36
    და იფიქრეთ იმ სილამაზეზე,
  • 11:36 - 11:40
    რომელიც მუდმივად ჩვენ გარშემოა.
  • 11:40 - 11:42
    დიდი მადლობა.
  • 11:42 - 11:46
    (აპლოდისმენტები)
Title:
ფსიქოდელიური მეცნიერება
Speaker:
ფაბიან ოფნერი
Description:

შვეიცარიელი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ფაბიან ოფნერი, მიზნად ისახავს ყოველდღიური მეცნიერებისგან თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუშების შემქნას. მის ქარიზმატულ გამოსვლაში, ის გვაჩვენებს უახლეს ფსიქოდელიურ სურათებს, როგორიცაა ხმის ტალღებთან შერწყმული კრისტალები. ასევე პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს, თუ რა ხდება საღებავისა და მაგნიტური სითხის შერევის დროს, ან რა მოსდის ვისკის, როცა მას ცეცხლს წავუკიდებთ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:05
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science
Show all

Georgian subtitles

Revisions