Return to Video

შოკოლადის ისტორია - დიანა პუჩარელი

  • 0:07 - 0:11
    თუ ვერ წარმოგიდგენიათ
    ცხოვრება შოკოლადის გარეშე,
  • 0:11 - 0:16
    გაგიმართლათ,
    რომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ.
  • 0:16 - 0:19
    ამ დრომდე შოკოლადი არსებობდა
    მხოლოდ მეზოამერიკაში,
  • 0:19 - 0:22
    თუმცა, ბევრად განსხვავებული სახით.
  • 0:22 - 0:25
    ჯერ კიდევ ძვ.წ. 1900 წელს
  • 0:25 - 0:27
    ამ რეგიონის ხალხმა ისწავლა
  • 0:27 - 0:30
    კაკაოს ხის მარცვლების მომზადება.
  • 0:30 - 0:33
    ადრეული ჩანაწერები გვიამბობენ,
    რომ მარცვლებს ფქვავდნენ
  • 0:33 - 0:36
    და ურევდნენ სიმინდის ფქვილსა
    და მწარე წიწაკას,
  • 0:36 - 0:38
    რათა შეექმნათ სასმელი.
  • 0:38 - 0:40
    არა დამამშვიდებელი ცხელი კაკაოს ჭიქა,
  • 0:40 - 0:45
    არამედ გამამხნევებელი,
    მწარე და ქაფიანი ნარევი.
  • 0:45 - 0:48
    და თუ ფიქრობთ,
    რომ დღეს შოკოლადს ზედმეტად ვადიდებთ,
  • 0:48 - 0:51
    მეზოამერიკელებმა გვაჯობეს.
  • 0:51 - 0:54
    მათ სჯეროდათ,
    რომ კაკაო იყო ზეციური საკვები,
  • 0:54 - 0:57
    ნაჩუქარი ადამიანთათვის ღმერთის,
    ფრთოსანი გველის მიერ,
  • 0:57 - 1:00
    რომელიც ცნობილია მაიას ტომში კუკულკანის,
  • 1:00 - 1:03
    ხოლო აცტეკებისთვის -
    კეტზალკოატლის სახელით.
  • 1:03 - 1:05
    აცტეკები იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს,
    როგორც ვალუტას.
  • 1:05 - 1:08
    სვამდნენ შოკოლადს სამეფო დღესასწაულებზე.
  • 1:08 - 1:11
    ჯილდოს სახით გადასცემდნენ
    ბრძოლაში წარმატებულ ჯარისკაცებს
  • 1:11 - 1:13
    და იყენებდნენ მას რიტუალებში.
  • 1:13 - 1:18
    შოკოლადის პირველი ტრანსატლანტიკური გაცნობა
    1519 წელს მოხდა,
  • 1:18 - 1:22
    როდესაც ერნან კორტესი
    მონტეზუმას კარს ესტუმრა
  • 1:22 - 1:23
    ტენოჩტიტლანში.
  • 1:23 - 1:26
    კორტესის ლეიტენანტის
    ჩანაწერების მიხედვით,
  • 1:26 - 1:31
    მეფემ სასმელის 50 დოქი გამოატანინა
    და ჩაასხმევინა ოქროს თასებში.
  • 1:31 - 1:35
    როდესაც კოლონისტები
    ახალი უცნაური მარცვლებით დაბრუნდნენ,
  • 1:35 - 1:39
    მისიონერების მონაყოლებმა ადგილობრივი
    მოსახლეობის უხამს ჩვეულებების შესახებ,
  • 1:39 - 1:42
    ამ მარცვლებს აფროდიზიაკის
    რეპუტაცია შეუქმნეს.
  • 1:42 - 1:46
    თავდაპირველად, მწარე გემოს გამო
    მას წამლის სახით იყენებდნენ,
  • 1:46 - 1:48
    მაგალითად, კუჭის აშლილობის დროს.
  • 1:48 - 1:51
    თუმცა, მისმა დატკბობამ თაფლით,
    შაქრით, ან ვანილით,
  • 1:51 - 1:55
    სწრაფად აქცია შოკოლადი
    ცნობილ დელიკატესად ესპანეთის კარზე.
  • 1:55 - 1:59
    და მალე, არც ერთი არისტოკრატული სახლი
    არ ითვლებოდა სრულფასოვნად,
  • 1:59 - 2:02
    შოკოლადისთვის განკუთვნილი
    ჭურჭლის გარეშე.
  • 2:02 - 2:06
    მოდური სასმელის ფართომასშტაბიანი წარმოება,
    რთული და შრომატევადი იყო.
  • 2:06 - 2:10
    რაც გულისხმობდა პლანტაციების გამოყენებასა
    და აფრიკის ნაპირებიდან
  • 2:10 - 2:15
    კარიბის რეგიონსა და კუნძულებზე
    მონების ჩამოყვანას.
  • 2:15 - 2:18
    შოკოლადის სამყარო სამუდამოდ
    1828 წელს შეიცვალა,
  • 2:18 - 2:24
    როდესაც კონრად ვან ჰაუტენმა
    კაკაოს პრესი გამოიგონა ამსტერდამში.
  • 2:24 - 2:29
    მის გამოგონებას შეეძლო გამოეყო
    კაკაოს ბუნებრივი ცხიმი, ან კაკაოს კარაქი.
  • 2:29 - 2:33
    შედეგად რჩებოდა ფხვნილი,
    რომლის სითხეში გახსნაც შეიძლებოდა.
  • 2:33 - 2:35
    ან ისევ კაკაოს კარაქთან შერევა,
  • 2:35 - 2:38
    რათა შექმნილიყო მყარი შოკოლადი,
    რომელიც ცნობილია ჩვენთვის დღეს.
  • 2:38 - 2:42
    ცოტა ხნის შემდეგ, შვეიცარიელმა შოკოლატიემ,
    დენიელ პიტერმა
  • 2:42 - 2:45
    ნარევში რძის ფხვნილი დაამატა,
  • 2:45 - 2:48
    რითაც შექმნა რძიანი შოკოლადი.
  • 2:48 - 2:51
    მე-20 საუკუნისთვის შოკოლადი უკვე
    აღარ წარმოადგენდა ფუფუნებას,
  • 2:51 - 2:54
    არამედ გახდა ტკბილეული ყველასთვის.
  • 2:54 - 2:58
    გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა
    მეტი კაკაოს მოყვანის საჭიროება,
  • 2:58 - 3:01
    რაც მხოლოდ ეკვატორთან ახლოსაა შესაძლებელი.
  • 3:01 - 3:04
    თუმცა ამჟამად, სამხრეთ ამერიკის
    კაკაოს პლანტაციებზე,
  • 3:04 - 3:06
    აფრიკელი მონების ჩამოყვანის ნაცვლად,
  • 3:06 - 3:09
    კაკაოს წარმოებამ თავად გადაინაცვლა
    დასავლეთ აფრიკაში.
  • 3:09 - 3:15
    2015 წლისთვის კოტ დ'ივუარი უზრუნველყოფდა
    მსოფლიოში კაკაოს წარმოების ორ მეხუთედს.
  • 3:15 - 3:17
    თუმცა, ინდუსტრიის ზრდას თან ახლდა
  • 3:17 - 3:20
    ადამიანთა უფლებების სასტიკი დარღვევები.
  • 3:20 - 3:22
    დასავლეთ აფრიკის მრავალი პლანტაცია,
  • 3:22 - 3:24
    რომელიც დასავლურ კომპანიებს ამარაგებს,
  • 3:24 - 3:27
    მონებისა და ბავშვების შრომას იყენებს,
  • 3:27 - 3:32
    ვარაუდობენ, რომ ამაში
    2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.
  • 3:32 - 3:34
    ეს რთული პრობლემა არსებობს დღემდე,
  • 3:34 - 3:38
    მიუხედავად შოკოლადის
    მსხვილი საწარმოების მცდელობებისა,
  • 3:38 - 3:43
    ეთანამშრომლათ აფრიკის ქვეყნებთან,
    რათა შეემცირებინათ მსგავსი პრაქტიკა.
  • 3:43 - 3:48
    დღეს შოკოლადი წარმოადგენს
    თანამედროვე კულტურის განუყოფელ ნაწილს.
  • 3:48 - 3:51
    კოლონიალიზმისას,
    ადგილობრივ კულტურებთან ასოცირების გამო,
  • 3:51 - 3:54
    ასევე რეკლამირების ძალით,
  • 3:54 - 3:56
    შოკოლადი ინარჩუნებს რაღაც გრძნობითის,
  • 3:56 - 3:58
    მაცდუნებელის,
  • 3:58 - 4:00
    და ამავე დროს აკრძალულის აურას.
  • 4:00 - 4:03
    ახლა, როცა ვიცით შოკოლადის მომხიბლავი,
    და ამავე დროს სასტიკი ისტორიის,
  • 4:03 - 4:06
    ასევე მისი დღევანდელი წარმოების შესახებ,
  • 4:06 - 4:09
    გასაგებია, საიდან იღებს სათავეს
    ეს ასოციაციები
  • 4:09 - 4:11
    და რა იმალება მათ უკან.
  • 4:11 - 4:14
    ასე რომ, როცა გახსნით შოკოლადის
    მორიგ ფილას,
  • 4:14 - 4:20
    დაფიქრდით, რომ შოკოლადთან დაკავშირებული
    ზოგი რამ, არც ისე ტკბილია.
Title:
შოკოლადის ისტორია - დიანა პუჩარელი
Speaker:
Deanna Pucciarelli
Description:

სრული გაკვეთილი იხილეთ: http://ed.ted.com/lessons/the-history-of-chocolate-deanna-pucciarelli

თუ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება შოკოლადის გარეშე, გაგიმართლათ, რომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ, რადგან მანამდე შოკოლადი არსებობდა მხოლოდ მწარე ქაფიანი სასმელის სახით მეზოამერიკაში. მაშ, რა გზა გავიარეთ მწარე სასმელებიდან დღევანდელ შოკოლადის ფილებამდე? დიანა პუჩარელი იკვლევს შოკოლადის მომხიბლავ და ამავე დროს სასტიკ ისტორიას.

დიანა პუჩარელის გაკვეთილი, ანიმაციები TED-Ed-ის მიერ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TED-Ed
Duration:
04:41
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate
Nino Bezarashvili edited Georgian subtitles for The history of chocolate
Show all

Georgian subtitles

Revisions