Return to Video

გამრავლება 3: 10-ზე, 11-სა და 12-ზე გამრავლების ტაბულა

  • 0:01 - 0:05
    წინა ვიდეოში გავარჩიეთ გამრავლების ტაბულა
    ერთიდან ცხრის ჩათვლით
  • 0:05 - 0:07
    და დრო არ მეყო, რაც კარგიცაა, რადგან
  • 0:07 - 0:11
    ერთიდან ცხრამდე გამრავლების
    ტაბულა ყველაზე მთავარია მთლიან ტაბულაში.
  • 0:11 - 0:15
    ნახავთ, რომ მთავარია, ერთიდან ცხრის
    ჩათვლით გამრავლების ტაბულა იცოდეთ,
  • 0:15 - 0:17
    -- ანუ, ნებისმიერი რიცხვი ერთიდან ცხრამდე,
  • 0:17 - 0:19
    გამრავლებული ნებისმიერ
    რიცხვზე ერთიდან ცხრამდე
  • 0:19 - 0:22
    და შეძლებთ, ნებისმიერი
    რიცხვის ნებისმიერ რიცხვზე გაამრავლოთ
  • 0:22 - 0:30
    მოდით, შევავსოთ გამრავლების
    ტაბულა 10-ის, 11-ის და 12-ისთვის.
  • 0:30 - 0:34
    რას უდრის -- მოდით, ნულით დავიწყოთ.
  • 0:34 - 0:36
    რას უდრის ათჯერ ნული?
  • 0:36 - 0:39
    ნებისმიერი რამ
    გამრავლებული ნულზე არის ნული.
  • 0:39 - 0:40
    ათი ცალი ნული არის ნული.
  • 0:40 - 0:44
    ნულს პლუს ნული ათჯერ ისევ იქნება ნული.
  • 0:44 - 0:46
    რას უდრის ათჯერ ერთი?
  • 0:46 - 0:48
    ათჯერ ერთი.
  • 0:48 - 0:54
    ეს არის ათი აღებული ერთხელ, რაც უდრის ათს.
  • 0:54 - 0:56
    ეს თქვენთვის უკვე ბუნებრივი უნდა იყოს.
  • 0:56 - 0:58
    რას უდრის ათჯერ ორი?
  • 0:58 - 1:00
    ათჯერ ორი.
  • 1:00 - 1:03
    ფერების შეცვლა მინდოდა და აღარ შემიცვლია.
  • 1:03 - 1:04
    რამდენია ათჯერ ორი?
  • 1:04 - 1:10
    ეს არის ათს პლუს ათი, ანუ 20.
  • 1:10 - 1:13
    დააკვირდით, ნულიდან
    ათამდე ათის მიმატებით ავედით,
  • 1:13 - 1:15
    ასევე, ათიდან 20-მდეც.
  • 1:15 - 1:18
    რას უდრის ათჯერ სამი?
  • 1:18 - 1:21
    ეს არის ათს პლუს ათი პლუს ათი,
  • 1:21 - 1:25
    შეგვიძლია, ასევე, ჩავწეროთ,
    როგორც ორჯერ ათს პლუს კიდევ ერთი ათი,
  • 1:25 - 1:26
    რაც უდრის 30-ს.
  • 1:26 - 1:27
    ათჯერ ოთხი?
  • 1:27 - 1:29
    მგონი, კანონზომიერება ჩანს.
  • 1:29 - 1:32
    ათჯერ ოთხი არის 40.
  • 1:32 - 1:37
    დააკვირდით, ათჯერ ოთხი არის 40,
  • 1:37 - 1:45
    რას უდრის, ათჯერ -- ფერს შევცვლი -- ხუთი?
  • 1:45 - 1:50
    ეს უდრის 50-ს.
  • 1:50 - 1:56
    ათჯერ ნებისმიერი რიცხვი არის
    ეს რიცხვი გვერდზე მიწერილი ნულით.
  • 1:56 - 2:00
    ესე იგი, ათზე გამრავლების ტაბულის
    დამახსოვრება თითქმის არაა საჭირო.
  • 2:00 - 2:01
    განვაგრძოთ.
  • 2:01 - 2:04
    რამდენია ათჯერ ექვსი?
  • 2:04 - 2:07
    ათჯერ ექვსი არის 60.
  • 2:07 - 2:08
    ექვსი და ნული.
  • 2:08 - 2:11
    ათჯერ შვიდი?
  • 2:11 - 2:12
    70.
  • 2:12 - 2:13
    ათჯერ რვა?
  • 2:13 - 2:15
    უკვე სასაცილოცაა.
  • 2:15 - 2:17
    ათჯერ რვა 80-ია.
  • 2:17 - 2:19
    ათჯერ ცხრა?
  • 2:19 - 2:20
    ათჯერ ცხრა არის 90.
  • 2:20 - 2:22
    ათჯერ ათი?
  • 2:22 - 2:27
    ეს საინტერესოა, ათჯერ ათი იგივეა რაც
  • 2:27 - 2:30
    -- დავწერო --
  • 2:30 - 2:32
    -- სტაფილოსფრად დავწერ --
  • 2:32 - 2:33
    ათჯერ ათი.
  • 2:33 - 2:39
    ეს არის ათი ცალი ათი,
    ათი კიდევ ერთი ნულით.
  • 2:39 - 2:42
    ყოველთვის, როცა
    ვამრავლებთ ათზე, მივუწერთ ნულს.
  • 2:42 - 2:44
    და პასუხი გამოდის 100.
  • 2:44 - 2:46
    მგონი, ხვდებით, თუ რატომაა ასე.
  • 2:46 - 2:48
    ათი შევკრიბე ათჯერ.
  • 2:48 - 2:52
    თითოეული ათი --
    ათობით იზრდება, ათიდან, 20, 30...
  • 2:52 - 2:54
    30 არის სამი ცალი ათიანი, ანუ, ათჯერ სამი.
  • 2:54 - 2:58
    90 არის ცხრა ცალი ათი, ანუ, ცხრაჯერ ათი.
  • 2:58 - 3:00
    განვაგრძოთ.
  • 3:00 - 3:05
    ესე იგი, ათჯერ 11 არის 11 ბოლოში ნულით.
  • 3:05 - 3:07
    110.
  • 3:07 - 3:13
    და ბოლოს, ათჯერ 12 არის 120.
  • 3:13 - 3:17
    მართალია, ეს ათზე გამრავლების ტაბულაა,
    მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი რიცხვისთვის
  • 3:17 - 3:20
    შეგიძლიათ, ზუსტად იგივე წესები გამოიყენოთ.
  • 3:20 - 3:28
    ვინმემ რომ გკითხოთ,
    რას უდრის 5732 გამრავლებული ათზე,
  • 3:28 - 3:30
    რას უპასუხებთ?
  • 3:30 - 3:33
    პასუხი იქნება ეს რიცხვი ბოლოში ნულით,
  • 3:33 - 3:35
    ანუ იქნება -- ჯერ არ წავიკითხავ რას უდრის.
  • 3:35 - 3:39
    ხუთი, შვიდი, სამი, ორი და ბოლოს ნული.
  • 3:39 - 3:42
    რომ იცოდეთ, ეს მძიმე იმისთვის დავწერე,
  • 3:42 - 3:46
    რომ უფრო მარტივად
    წავიკითხო ეს რიცხვი.
  • 3:46 - 3:48
    დავსვათ მძიმე -- დავიწყოთ აქედან
  • 3:48 - 3:50
    ყოველ მესამე ციფრთან დავსვათ მძიმე.
  • 3:50 - 3:55
    ამ შემთხვევაში მძიმეს აქ დავსვამ.
  • 3:55 - 3:57
    ახლა შემიძლია წავიკითხო.
  • 3:57 - 4:01
    მძიმე სინამდვილეში რიცხვს არ ცვლის,
    უბრალოდ, გვეხმარება მის წაკითხვაში.
  • 4:01 - 4:08
    ესე იგი, 5,732 გამრავლებული ათზე არის
    57,320.
  • 4:08 - 4:09
    ბოლოში ნული მივუწერეთ.
  • 4:09 - 4:13
    საკმაოდ მარტივი მაგალითია.
  • 4:13 - 4:15
    დავაკვირდეთ, გვქონდა ათჯერ 5,000
  • 4:15 - 4:19
    და ავედით 50,000-ზე ათზე გამრავლებით.
  • 4:19 - 4:22
    ხუთჯერ ათი რომ 50-ია, ამის მსგავსად,
  • 4:22 - 4:25
    უბრალოდ, ამ შემთხვევაში
    ხუთის ნაცვლად 5,000 გვაქვს
  • 4:25 - 4:28
    ასე რომ, მივიღეთ 50 ათას რაღაც.
  • 4:28 - 4:31
    მსგავსი ამოცანების
    გაკეთებას მომავალში ვისწავლით.
  • 4:31 - 4:33
    ამჯერად უბრალოდ იდეა გაგაცანით,
  • 4:33 - 4:38
    რადგან ათზე გამრავლების კანონზომიერება
    და შესაბამისად ათის ტაბულა უკვე იცით.
  • 4:38 - 4:40
    გადავიდეთ 11-ზე გამრავლების ტაბულაზე.
  • 4:40 - 4:42
    11-ზე გამრავლება შედარებით --
  • 4:42 - 4:43
    თავიდან მარტივად იწყება,
  • 4:43 - 4:47
    შემდეგ კი ცოტა უფრო რთული
    ხდება, როცა დიდ რიცხვებზე გადავდივართ.
  • 4:47 - 4:49
    11 გამრავლებული ნულზე.
  • 4:49 - 4:52
    მარტივია, ეს არის ნული!
  • 4:52 - 4:53
    11-ჯერ ერთი.
  • 4:53 - 4:56
    ესეც საკმაოდ მარტივია, ეს არის 11!
  • 4:56 - 4:57
    11 გავამრავლოთ ორზე.
  • 4:57 - 4:59
    აქ უკვე კანონზომიერებას დავინახავთ.
  • 4:59 - 5:03
    ეს არის 11-ს პლუს 11, ან ორი აღებული 11-ჯერ,
  • 5:03 - 5:06
    ეს არის 22-ის ტოლი.
  • 5:06 - 5:12
    11-ჯერ სამი არის 33.
  • 5:12 - 5:16
    11-ჯერ ოთხი არის 44.
  • 5:16 - 5:17
    მგონი აშკარა ხდება.
  • 5:17 - 5:19
    რას უდრის 11-ჯერ ხუთი?
  • 5:19 - 5:21
    11-ჯერ ხუთი არის 55!
  • 5:21 - 5:23
    დააკვირდით, ორჯერ დავწერე ხუთი.
  • 5:23 - 5:25
    რას უდრის 11-ჯერ ექვსი?
  • 5:25 - 5:27
    უდრის 66-ს!
  • 5:27 - 5:31
    11-ჯერ შვიდი არის 84! -- არა!
  • 5:31 - 5:32
    ვიხუმრე!
  • 5:32 - 5:34
    -- არ მინდოდა --
  • 5:34 - 5:37
    რა თქმა უნდა, ეს არის 77!
  • 5:37 - 5:38
    77.
  • 5:38 - 5:39
    უბრალოდ ციფრი უნდა გაიმეოროთ.
  • 5:39 - 5:41
    77.
  • 5:41 - 5:43
    შევცვლი ფერებს.
  • 5:43 - 5:46
    11 გამრავლებული რვაზე არის 88.
  • 5:46 - 5:50
    11-ჯერ ცხრა არის 99!
  • 5:50 - 5:52
    რას უდრის 11-ჯერ 12?
  • 5:52 - 5:54
    11-ჯერ 12.
  • 5:54 - 5:57
    ბოდიში, ათი გამომრჩა.
  • 5:57 - 5:58
    11-ჯერ ათი.
  • 5:58 - 6:01
    შეიძლება 1010-ის დაწერა
    მოგინდეთ, რაც არასწორი იქნება.
  • 6:01 - 6:08
    პასუხი არ არის 1010, ანუ კანონზომიერება,
    რომელიც გვქონდა ციფრების გამეორებაზე,
  • 6:08 - 6:12
    მხოლოდ ერთნიშნა რიცხვებისთვისაა,
    ანუ, მოქმედებს მხოლოდ ერთიდან ცხრამდე.
  • 6:12 - 6:15
    11-ჯერ ათი რამდენიმენაირად
    შეგვიძლია გამოვთვალოთ.
  • 6:15 - 6:17
    შეგვიძლია, 11 დავუმატოთ 99-ს,
  • 6:17 - 6:21
    ანუ, ვთქვათ რომ უდრის 99-ს პლუს 11,
  • 6:21 - 6:22
    რა იქნება ეს?
  • 6:22 - 6:23
    ეს იქნება 110-ის ტოლი.
  • 6:23 - 6:25
    გაჩვენებთ თუ როგორ --
  • 6:25 - 6:29
    იმედია, უკვე უყურეთ ვიდეოს
    ორნიშნა რიცხვების შეკრებაზე.
  • 6:29 - 6:30
    ეს არის 110.
  • 6:30 - 6:34
    ასევე, შეგვეძლო ათზე
    გამრავლების ტაბულით გვესარგებლა.
  • 6:34 - 6:37
    აგვეღო 11-ჯერ ათი და
    11-ისთვის ნული მიგვეწერა.
  • 6:37 - 6:38
    მივიღებდით 110-ს.
  • 6:38 - 6:40
    ეს 11 არის.
  • 6:40 - 6:43
    და ბოლოს, რას უდრის 11-ჯერ 12?
  • 6:43 - 6:45
    11-ჯერ 12.
  • 6:45 - 6:47
    მარტივი გზა არ არსებობს,
    უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ.
  • 6:47 - 6:48
    შეგვიძლია, ასე შევხედოთ:
  • 6:48 - 6:51
    ეს იქნება 11-ით მეტი 11-ჯერ 11-ზე --
  • 6:51 - 6:53
    ბოდიში, ისევ გამომრჩა,
  • 6:53 - 6:55
    ჯერ 11-ჯერ 11 უნდა გავაკეთოთ.
  • 6:55 - 6:57
    რა თქმა უნდა,
  • 6:57 - 7:01
    ჯერ 11-ჯერ 11 და შემდეგ 11-ჯერ 12.
  • 7:01 - 7:05
    11-ჯერ 11 იქნება 11-ჯერ ათზე 11-ით მეტი.
  • 7:05 - 7:07
    ანუ, ამას ვუმატებთ 11-ს.
  • 7:07 - 7:13
    11-ს პლუს 110 არის 121.
  • 7:13 - 7:18
    გარკვეული კანონზომიერება
    თერთმეტის მაღალ ჯერადებშიცაა,
  • 7:18 - 7:20
    მაგრამ ამას მომავალი ვიდეოსთვის მოვიტოვებ.
  • 7:20 - 7:24
    და ბოლოს, მივედით 11-ჯერ 12-მდე.
  • 7:24 - 7:26
    11-ჯერ 12.
  • 7:26 - 7:29
    შეგვიძლია, 11 შევკრიბოთ 12-ჯერ,
  • 7:29 - 7:31
    ან 12 შევკრიბოთ 11-ჯერ,
  • 7:31 - 7:38
    ან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
    ეს 11-ით მეტი იქნება, ვიდრე 11-ჯერ 11.
  • 7:38 - 7:39
    და რას უდრის ეს?
  • 7:39 - 7:41
    ამას მივუმატოთ 11. რისი ტოლია?
  • 7:41 - 7:46
    ეს ტოლია 132-ის.
  • 7:46 - 7:51
    შევკრიბეთ 121 და 11 და მივიღეთ 132.
  • 7:51 - 7:54
    შეგვეძლო, ასეც გვეთქვა,
    რას უდრის ათჯერ 12?
  • 7:54 - 7:59
    ათჯერ 12 უკვე ვიცით, უდრის 120-ს.
  • 7:59 - 8:03
    ესე იგი, 11-ჯერ 12,
    რადგან 12-ს ერთით მეტზე ვამრავლებთ,
  • 8:03 - 8:07
    იქნება ამაზე 12-ით მეტი, ანუ, იქნება 132.
  • 8:07 - 8:10
    ორივე გზით ერთ პასუხამდე მივდივართ.
  • 8:10 - 8:14
    გადავიდეთ 12-ზე გამრავლების ტაბულაზე.
  • 8:14 - 8:15
    -- 12-ზე გამრავლება.
  • 8:15 - 8:16
    როცა ეს გეცოდინებათ,
  • 8:16 - 8:20
    ნებისმიერი ამოცანა
    გამრავლებაზე მარტივი იქნება თქვენთვის.
  • 8:20 - 8:22
    ამას მომავალ ვიდეოებში გავაკეთებთ.
  • 8:22 - 8:24
    12-ჯერ ნული არის 0.
  • 8:24 - 8:26
    ძალიან მარტივია! ნული.
  • 8:26 - 8:26
    12-ჯერ ერთი - 12.
  • 8:26 - 8:27
    ესეც მარტივია!
  • 8:27 - 8:28
    პასუხია 12.
  • 8:28 - 8:30
    ახლა საინტერესო ხდება.
  • 8:30 - 8:33
    ყოველ ჯერზე 12-ით გავზრდით.
  • 8:34 - 8:37
    12-ჯერ ორი არის 24.
  • 8:37 - 8:40
    12-ს პლუს 12 არის 24, ხომ ასეა?
  • 8:40 - 8:43
    12-ჯერ -- 22 არა,
  • 8:43 - 8:44
    გადავწერ,
  • 8:44 - 8:50
    12-ჯერ სამი იქნება 12-ს პლუს 12 პლუს 12,
  • 8:50 - 8:54
    ეს შეგვიძლია, დავწეროთ, როგორც 12-ჯერ ორი,
  • 8:54 - 8:56
    როგორც ხედავთ, ჩემმა ტვინმა აურია,
  • 8:56 - 9:01
    ეს შეგვიძლია, დავწეროთ,
    როგორც 12-ჯერ ორს პლუს 12,
  • 9:01 - 9:04
    ანუ, 24-ს პლუს 12.
  • 9:04 - 9:07
    ორივენაირად მივიღებთ 36-ს.
  • 9:07 - 9:10
    ეს არის ამას პლუს 12.
  • 9:10 - 9:12
    12-ჯერ ოთხი.
  • 9:12 - 9:17
    12-ჯერ ოთხი არის 48.
  • 9:17 - 9:21
    რამდენიმენაირად შეიძლება
    დავადგინოთ, რომ 11-ჯერ ოთხი უდრის 48-ს.
  • 9:21 - 9:30
    11-ჯერ ოთხი არის 44, დავუმატოთ
    ერთი ოთხიც და მივიღებთ 12-ჯერ ოთხს.
  • 9:30 - 9:37
    სამჯერ 12 არის 36 და შეგვიძლია,
    ამას მივუმატოთ 12 და მივიღოთ 48.
  • 9:37 - 9:40
    ორივე გზა მუშაობს, რადგან ორივე
    მეთოდით ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ.
  • 9:40 - 9:42
    განვაგრძოთ.
  • 9:42 - 9:48
    12-ჯერ ხუთი არის 60.
  • 9:48 - 9:52
    ათჯერ ხუთი არის 50, 11-ჯერ ხუთი არის 55,
  • 9:52 - 9:56
    12-ჯერ ხუთი არის 60!
  • 9:56 - 9:59
    რას უდრის 12-ჯერ ექვსი?
  • 9:59 - 10:03
    ეს იქნება ამაზე 12-ით მეტი,
    ანუ, ტოლი იქნება 72-ის.
  • 10:03 - 10:05
    12-ჯერ შვიდი.
  • 10:05 - 10:07
    ისევ 12-ით მეტი.
  • 10:07 - 10:10
    72-ზე 12-ით მეტი არის 84.
  • 10:10 - 10:13
    სერიოზულად გეუბნებით, მე, ალბათ,
    თქვენზე გაცილებით ასაკოვანი ვარ,
  • 10:13 - 10:21
    და 12-ზე გამრავლების შემოწმება
    გამრავლების ტაბულით ხშირად მიწევს.
  • 10:21 - 10:24
    მაგალითად, 12-ჯერ ხუთი -- და წარმოვიდგენ:
    მივუმატოთ კიდევ ერთი 12..
  • 10:24 - 10:26
    ჰო, ნამდვილად სწორია.
  • 10:26 - 10:29
    12-ჯერ ექვსი არის 72.
  • 10:29 - 10:31
    გადავიდეთ 12-ჯერ რვაზე.
  • 10:31 - 10:34
    დავუმატოთ 12 შვიდჯერ 12-ს,
  • 10:34 - 10:35
    ეს იქნება 96.
  • 10:35 - 10:39
    12-ჯერ ცხრა.
  • 10:39 - 10:43
    დავუმატოთ 12, მივიღებთ 108-ს.
  • 10:43 - 10:45
    108.
  • 10:45 - 10:47
    12-ჯერ 10.
  • 10:47 - 10:48
    ეს მარტივია!
  • 10:48 - 10:51
    12-ს ნულს მივუწერთ და გამოვა 120.
  • 10:51 - 10:54
    ან შეგვეძლო, 108-ისთვის
    12 დაგვემატებინა.
  • 10:54 - 10:56
    ორივენაირად შეიძლება.
  • 10:56 - 10:58
    12-ჯერ 11.
  • 10:58 - 10:59
    ეს უკვე გავაკეთეთ.
  • 10:59 - 11:02
    12 დავუმატოთ ამას და მივიღებთ 132-ს.
  • 11:02 - 11:05
    და ბოლოს, 12-ჯერ 12.
  • 11:05 - 11:09
    ეს უდრის 144-ს.
  • 11:09 - 11:10
    ეს ბევრგან ჩნდება --
  • 11:10 - 11:14
    რომ მქონდეს დუჟინაჯერ დუჟინა
    კვერცხები -- დუჟინა არის 12,
  • 11:14 - 11:17
    ან რომ მქონდეს..
  • 11:17 - 11:18
    -- რომ გვქონდეს 144 კვერცხი. --
  • 11:18 - 11:21
    ამ რიცხვს საკმაოდ ხშირად შეხვდებით,
  • 11:21 - 11:23
    უფრო ხშირად, ვიდრე მოელით.
  • 11:23 - 11:27
    ამ ვიდეოში დავასრულეთ გამრავლების ტაბულა.
  • 11:27 - 11:31
    გირჩევთ, რამდენჯერმე
    უყუროთ და კარგად დაიმახსოვროთ
  • 11:31 - 11:33
    მაგალითად, ბარათებზე დაწეროთ.
  • 11:33 - 11:37
    შეგიძლიათ, პროგრამა
    გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდიდან.
  • 11:37 - 11:39
    გირჩევთ, ცადოთ.
  • 11:39 - 11:42
    2009 წლის სექტემბრიდან მუშა პროგრამაა.
  • 11:42 - 11:45
    კარგა ხანია არ შევხებივარ,
    მაგრამ, ალბათ, მალე გადავაკეთებ.
  • 11:45 - 11:48
    ასე რომ, თუ ამ ვიდეოს
    უყურებთ ორიათას ორას რომელიმე წელს
  • 11:48 - 11:50
    -- მაგ დროს ალბათ აღარ ვიქნები --
  • 11:50 - 11:53
    მაგრამ იმედია, პროგრამის
    უკეთესი ვერსია იარსებებს.
  • 11:53 - 11:55
    უნდა ივარჯიშოთ ამაში.
  • 11:55 - 11:58
    შეგიძლიათ, მშობლებს დაასმევინოთ
    კითხვები, ან ბარათებზე დაწეროთ.
  • 11:58 - 12:01
    შეგიძლიათ, თქვენთვის ილაპარაკოთ
    სკოლის გზაზე სიარულისას:
  • 12:01 - 12:02
    რას უდრის 12-ჯერ ცხრა?
  • 12:02 - 12:04
    რამდენია 11-ჯერ 11?
  • 12:04 - 12:05
    შეგიძლიათ, ერთმანეთი გამოკითხოთ.
  • 12:05 - 12:09
    ტაბულას თუ დაიმახსოვრებთ,
    აუცილებლად გამოგადგებათ.
  • 12:09 - 12:11
    შემდეგ ვიდეომდე!
Title:
გამრავლება 3: 10-ზე, 11-სა და 12-ზე გამრავლების ტაბულა
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
12:11

Georgian subtitles

Revisions