Return to Video

როგორ შეცვლის რადიკალურად "ბლოკჩეინი" ეკონომიკას

  • 0:01 - 0:06
    ეკონომისტები ასობით წლებია
    ხალხის ქცევას სწავლობენ:
  • 0:07 - 0:08
    როგორ ვიღებთ გადაწვეტილებებს,
  • 0:08 - 0:12
    როგორ ვიქცევით, მარტო
    და როგორ ვიქცევით ჯგუფში,
  • 0:12 - 0:14
    როგორ ვცვლით ღირებულებებს.
  • 0:15 - 0:18
    მათ შეისწავლეს ინსტიტუციები,
    რომლებიც გვიადვილებს ვაჭრობას,
  • 0:18 - 0:20
    მაგალითად სამართლებრივი სისტემა,
  • 0:20 - 0:21
    კორპორაციები,
  • 0:22 - 0:23
    ბაზრები.
  • 0:24 - 0:27
    თუმცა, ახალი ტექნოლოგიური
    ინსტიტუცია გამოჩნდა,
  • 0:27 - 0:31
    რომელიც მთლიანად შეცვლის
    ღირებულების გაცვლის გზას
  • 0:31 - 0:33
    და ეს არის "ბლოკჩეინი".
  • 0:34 - 0:37
    შეიძლება ეს ზედმეტად თამამად ჟღერდეს,
  • 0:37 - 0:40
    მაგრამ თუ ამ ლაპარაკიდან
    თქვენთვის საინტერესოს ვერაფერს გაიგებთ,
  • 0:40 - 0:42
    ერთი რამ მაინც დაიმახსოვრეთ:
  • 0:42 - 0:46
    მიუხედავად იმისა, რომ "ბლოკჩეინის"
    ტექნოლოგია შედარებით ახალია,
  • 0:46 - 0:50
    ეს ერთი ადამიანური ისტორიის გაგრძელებაა
  • 0:50 - 0:52
    და ისტორია შემდეგია.
  • 0:52 - 0:54
    ჩვენ, როგორც ადამიანები,
  • 0:54 - 0:57
    გაურკვევლობის შემცირების გზებს ვეძებთ,
  • 0:57 - 1:00
    იმისთვის რომ ღირებულებები გავცვალოთ.
  • 1:01 - 1:05
    ერთ-ერთი პირველი ადამიანი
    ვინც გადაწყვიტა,
  • 1:05 - 1:08
    რომ ინსტიტუციებისთვის შეეხედა
    როგორც საშუალებისთვის ეკონომიკაში,
  • 1:08 - 1:10
    რომელიც ერთმანეთის შესახებ
    გაურკვევლობას შეამცირებდა
  • 1:10 - 1:12
    და ვაჭრობის საშუალებას მოგვცემდა,
  • 1:12 - 1:15
    იყო ეკონომისტი,
    ნობელის პრემიის ლაურიატი, დუგლას ნორთი.
  • 1:16 - 1:18
    იგი 2015 წლის ბოლოს გარდაიცვალა,
  • 1:18 - 1:23
    თუმცა მან მოასწრო და წამოიწყო
    ე.წ."ახალი ინსტიტუციონალური ეკონომიკა".
  • 1:23 - 1:27
    ინსტიტუციებში კი იგი უბრალოდ გულისხმობდა
    ფორმალურ წესებს,
  • 1:27 - 1:29
    როგორიცაა კონსტიტუცია
  • 1:29 - 1:33
    და არაფორმალურ შეზღუდვებს,
    მაგალითად მექრთამეობას.
  • 1:33 - 1:36
    ეს ინსტიტუციები რეალურად არის ზეთი,
  • 1:36 - 1:39
    რომელიც ჩვენი ეკონომიკის ძრავს
    მუშაობის საშუალებას აძლევს.
  • 1:39 - 1:42
    ამას ჩვენ მთელი
    ისტორიის განმავლობაში ვხედავთ.
  • 1:43 - 1:44
    წარსულს თუ გადავხედავთ,
  • 1:44 - 1:47
    როცა მონადირე-შემგროვებლების
    ეკონომიკა გვქონდა
  • 1:47 - 1:50
    ჩვენ რეალურად საკუთარი სოფლის
    ფარგლებში ვვაჭრობდით.
  • 1:50 - 1:52
    ჩვენ გვქონდა რაღაც
    არაფორმალური შეზღუდვები,
  • 1:52 - 1:57
    ვვაჭრობდით აგრესიის,
    ან სოციალური წნეხის მოშველიებით.
  • 1:58 - 2:00
    როცა ჩვენი საზოგადოებები გაიზარდა
    და გართულდა,
  • 2:00 - 2:04
    ამასთან ერთად ჩვენი სავაჭრო
    მანძილებიც გაიზარდა.
  • 2:04 - 2:07
    ჩამოვაყალიბეთ ფორმალური ინსტიტუციები,
  • 2:07 - 2:10
    როგორიცაა ბანკი გაცვლითი კურსისთვის,
  • 2:10 - 2:13
    მთავრობა, კორპორაციები.
  • 2:13 - 2:15
    ეს დაწესებულებები ჩვენ
    დაგვეხმარა ვაჭრობის მართვაში,
  • 2:15 - 2:18
    როცა გაურკვევლობამ და სირთულემ იმატა
  • 2:18 - 2:21
    და ჩვენ მიერ პროცესის პირადი კონრტოლიც
    საგრძნობლად შემცირდა.
  • 2:22 - 2:24
    საბოლოოდ, ინტერნეტის შექმნასთან ერთად,
  • 2:24 - 2:27
    იგივე ინსტიტუციები
    ონლაინ სივრცეშიც გაჩნდა.
  • 2:27 - 2:31
    ჩვენ შევქმენით სავაჭრო პლატფორმები,
    როგორიცაა Amazon, eBay, Alibaba,
  • 2:31 - 2:35
    უფრო სწრაფი ინსტიტუციები,
    რომლებიც შუალედური რგოლია
  • 2:35 - 2:38
    და ადამიანის ეკონომიკურ
    აქტივობას ამარტივებს.
  • 2:40 - 2:42
    დუგლას ნორთის აზრით,
  • 2:42 - 2:46
    ინსტიტუცია არის საშუალება,
    შეამცირო გაურკვევლობა იმისთვის,
  • 2:46 - 2:51
    რომ საზოგადოების წევრები დავკავშირდეთ
    და გავცვალოთ ყველა სახის ღირებულება.
  • 2:51 - 2:55
    ვფიქრობ, ახლა გადავდივართ
    ჩვენი ურთიერთქმედების და ვაჭრობის,
  • 2:56 - 2:59
    მომდევნო, რადიკალური ევოლუციის ეტაპზე,
  • 2:59 - 3:02
    რადგან პირველად
    შეგვიძლია გაურკვევლობა შევამციროთ,
  • 3:02 - 3:06
    არა მხოლოდ პოლიტიკური
    და ეკონომიკური ინსტიტუციების მეშვეობით,
  • 3:06 - 3:10
    როგორიცაა ბანკი, კორპორაციები და მთავრობა,
  • 3:10 - 3:13
    არამედ მხოლოდ ტექნოლოგიის საშუალებით.
  • 3:14 - 3:16
    მაშ, რა არის "ბლოკჩეინი"?
  • 3:16 - 3:20
    "ბლოკჩეინის" ტექნოლოგია
    დეცენტრალიზებული ბაზაა,
  • 3:20 - 3:23
    რომელიც P2P ქსელში
  • 3:23 - 3:26
    აქტივებისა და ტრანზაქციების
    მონაცემებს ინახავს.
  • 3:26 - 3:29
    ფაქტიურად მფლობელების
    და მათი ტრანზაქციების
  • 3:29 - 3:31
    საჯარო რეესტრია
  • 3:32 - 3:35
    ტრანზაქციები კრიპტოგრაფიულადაა დაცული
  • 3:35 - 3:38
    და დროთა განმავლობაში
    ამ ტრანზაქციების ისტორია
  • 3:38 - 3:41
    მონაცემთა ბლოკში იკეტება,
  • 3:41 - 3:44
    რომლებიც კრიპტოგრაფიულიად უკავშირდება
    ერთმანეთს და ხდება დაცული.
  • 3:45 - 3:50
    ეს ყველაფერი,
    ამ ქსელში ყველა ტრანზაქციის,
  • 3:50 - 3:53
    უცვლელ და გაუტეხავ ჩანაწერს ქმნის.
  • 3:53 - 3:58
    შემდეგ ეს ჩანაწერი, დუბლირდება
    ყველა კომპიუტერზე, რომელიც ამ ქსელშია.
  • 3:59 - 4:00
    ეს არ არის აპლიკაცია.
  • 4:01 - 4:02
    ეს არ არის კომპანია.
  • 4:03 - 4:07
    აღწერით, მასთან ყველაზე ახლო
    ალბათ Wikipedia თუ იქნება.
  • 4:08 - 4:10
    ჩვენ ყველაფერს ვხედავთ Wikipedia-ზე,
  • 4:10 - 4:14
    ეს არის ნაწილების კომპოზიცია,
    რომელიც მუდმივად განახლებდი და ცვლადია.
  • 4:15 - 4:19
    Wikipedia-ზე ჩვენ შეგვიძლია
    ვნახოთ დროში ცვლილებების ისტორია.
  • 4:20 - 4:22
    შეგვიძლია საკუთარი Wiki-ები შევქმნათ,
  • 4:22 - 4:25
    რადგან ისინი საფუძველში,
    უბრალოდ მონაცმეთა ინფრასტრუქტურაა
  • 4:27 - 4:32
    Wikipedia ღია პლატფორმაა,
    რომელიც სიტყვებსა და სურათებს ინახავს
  • 4:32 - 4:35
    და მათ ცვლილებას დროში.
  • 4:36 - 4:37
    რაც შეეხება ბლოკჩეინს,
  • 4:37 - 4:40
    შეგიძლიათ ისე შეხედოთ,
    როგორც ღია ინფრასტრუქტურას,
  • 4:40 - 4:43
    რომელიც მრავალი სახის აქტივს ინახავს.
  • 4:44 - 4:46
    იქ ინახება მეურვეობის,
  • 4:47 - 4:49
    მფლობელობის და ადგილმდებარეობის ისტორია,
  • 4:49 - 4:52
    ისეთი აქტივებისთვის,
    როგორიცაა ელექტრონული ვალუტა ბიტკოინი,
  • 4:52 - 4:54
    ან სხვა ელექტრონული აქტივები.
  • 4:54 - 4:57
    მაგალითად, IP-ის მფლობელობა.
  • 4:58 - 5:02
    ეს შეიძლება იყოს მოწმობა, კონტრაქტი,
  • 5:02 - 5:03
    რეალური სამყაროს ნივთები,
  • 5:03 - 5:06
    პირადი საიდენთიფიკაციო ინფორმაციაც კი.
  • 5:07 - 5:11
    რა თქმა უნდა, ბლოკჩეინს
    სხვა უამრავი ტექნიკური დეტალი აქვს,
  • 5:11 - 5:13
    თუმცა ძირითადად ის ასე მუშაობს.
  • 5:13 - 5:17
    ეს არის საჯარო რეესტრი,
    რომელიც ქსელის ტრანზაქციებს ინახავს
  • 5:17 - 5:22
    და შემდეგ ამრავლებს,
    რომ იყოს დაცული და ძნელად შეღწევადი.
  • 5:23 - 5:25
    ამას მივყავარ ჩემ მთავარ აზრამდე,
  • 5:25 - 5:28
    თუ როგორ ამცირებს
    გაურკვევლობას "ბლოკჩეინი"
  • 5:28 - 5:33
    და შედეგად როგორ შეცვლის ის
    რადიკალურად ჩვენს ეკონომიკას.
  • 5:36 - 5:38
    გაურკვევლობა საკმაოდ ფართე ტერმინია
  • 5:38 - 5:40
    ეკონომიკაში,
  • 5:40 - 5:42
    თუმცა მე მინდა მის სამ სახეზე ვილაპარაკო,
  • 5:42 - 5:45
    რომელსაც თითქმის
    ყოველდღიურ ტრანზაქციებში ვაწყდებით
  • 5:45 - 5:47
    და რომელშიც ბლოკჩეინს
    შეუძლია თავისი როლი შეასრულოს.
  • 5:47 - 5:51
    გაურკვევლობა ჩნდება,
    როცა არ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.
  • 5:51 - 5:53
    როცა ვერ ვხედავთ ტრანზაქციას
  • 5:53 - 5:57
    და საქმის ცუდად წასვლის
    შემთხვევაში არ გვაქვს საჭირო რესურსი.
  • 5:58 - 6:01
    მოდით მივყვეთ პირველ მაგალითს,
    როცა არ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.
  • 6:02 - 6:05
    ვთქვათ, რომ მსურს მეორადი
    ტელეფონის ყიდვა eBay-ზე.
  • 6:06 - 6:09
    პირველი რასაც ვაკეთებ,
    შევამოწმებ თუ ვისგან ვყიდულობ ამ ტელეფონს.
  • 6:10 - 6:11
    გამოცდილი მომხმარებელია?
  • 6:11 - 6:16
    კარგი კომენტარები და შეფასებები აქვს,
    თუ საერთოდ არ აქვს პროფილი?
  • 6:17 - 6:20
    კომენტარები, შეფასებები, დახასიათებები:
  • 6:20 - 6:23
    ეს ყველაფერი ჩვენი იდენტობის
    დამადასტურებელი საშუალებებია,
  • 6:23 - 6:25
    რომლებსაც თავს ვუყრით
  • 6:25 - 6:28
    და ვიყენებთ იმის გასარკვევად,
    თუ ვისთან გვაქვს საქმე.
  • 6:30 - 6:33
    მაგრამ პრობლემა ისაა
    რომ ეს ინფორმაცია ძალიან დანაწევრებულია.
  • 6:33 - 6:36
    დაფიქრდით, რამდენი პროფილი არსებობს.
  • 6:37 - 6:42
    "ბლოკჩეინი" საშუალებას გვაძლევს,
    ღია, გლობალური პლატფორმა შევქმნათ,
  • 6:42 - 6:46
    რომელზეც შეგვიძლია შევინახოთ
    ნებისმიერი დოკუმენტი, ნებისმიერ ადამიანზე,
  • 6:46 - 6:48
    ნებისმიერი წყაროდან.
  • 6:48 - 6:52
    ამით საშუალება გვეძლევა
    შევქმნათ მომხმარებლის მიერ მართვადი
  • 6:52 - 6:54
    პორტაბელური იდენტობა.
  • 6:56 - 6:58
    უფრო მეტი ვიდრე პროფილი,
  • 6:58 - 7:01
    ეს იმას ნიშნავს, რომ სურვილისამებრ
  • 7:01 - 7:03
    შეგიძლიათ სხვადასხვა დეტალი
    წარადგინოთ თქვენს შესახებ,
  • 7:03 - 7:06
    რომელიც გაგიადვილებთ ვაჭრობას,
    და ურთიერთობას.
  • 7:06 - 7:07
    მაგალითად, სახელმწიფოს მიერ გაცემული
  • 7:07 - 7:09
    ID ბარათის არსებობა,
  • 7:09 - 7:11
    ან რომ 21 წელზე მეტის ხართ,
  • 7:11 - 7:14
    კრიპტოგრაფიული საბუთის წარდგენით,
  • 7:14 - 7:17
    რითიც დასტურდება ამ მონაცემების არსებობა.
  • 7:18 - 7:22
    ასეთი პორტაბელური იდენტობის ქონა
    ფიზიკურ და ციფრულ მსოფლიოში ნიშნავს,
  • 7:22 - 7:24
    რომ სრულიად ახლებურად შეგვიძლია
  • 7:24 - 7:28
    ვაწარმოოთ ყველა სახის ვაჭრობა,
  • 7:30 - 7:33
    უკვე ვილაპარაკე თუ როგორ
    ამცირებს გაურკვევლობას "ბლოკჩეინი",
  • 7:33 - 7:35
    იმასთან დაკავშირებით,
    თუ ვისთან გვაქვს საქმე.
  • 7:35 - 7:38
    შემდეგი გაურკვევლობა,
    რომელსაც ხშირად ვაწყდებით
  • 7:38 - 7:41
    არის ტრანზაქციების
    არასაკმარისი გამჭირვალობა.
  • 7:42 - 7:44
    ვთქვათ, გინდათ,
    რომ სმარტფონი ფოსტით გამომიგზვანოთ.
  • 7:44 - 7:46
    მე გარკვეული გამჭირვალობა მჭრიდება.
  • 7:46 - 7:50
    მინდა ვიცოდე, რომ პროდუქტი, რომელიც
    ფოსტით მომივა, სწორედ ისაა რაც ვიყიდე
  • 7:50 - 7:53
    და რომ არსებობს ჩანაწერები,
    თუ როგორ მოვიდა ის ჩემამდე.
  • 7:53 - 7:56
    ეს მხოლოდ სმარტფონებს
    და სხვა ელექრონულ მოწყობილობებს არ ეხება,
  • 7:56 - 7:59
    არამედ ნებისმიერ სხვა
    პროდუქტსა და მონაცემს.
  • 7:59 - 8:02
    მაგალითად, წამლებს, ფუფუნების საგნებს,
  • 8:02 - 8:06
    ნებმისმიერ მონაცემს, ან პროდუქტს,
    რომელსაც არ გვინდა რომ შეეხონ.
  • 8:07 - 8:09
    ბევრ კომპანიასთან, განსაკუთრებით ისეთთან,
  • 8:09 - 8:12
    რომელიც სმარტფონისნაირ
    რთულ პროდუქტებს აწარმოებს,
  • 8:12 - 8:15
    პრობლემა ისაა, რომ მათ
    საკუთარ მომარაგების ჰორიზონტალურ ქსელში,
  • 8:15 - 8:18
    საქმე ბევრ სხვადასხვა მწარმოებელთან აქვთ
  • 8:18 - 8:21
    ყველა იმ ადამიანს, რომელიც
    პროდუქტის კეთების პროცესშია ჩართული,
  • 8:21 - 8:23
    ერთი მონაცემთა ბაზა არ აქვს.
  • 8:23 - 8:25
    ისინი არ იყენებენ ერთ ინფრასტრუქტურას.
  • 8:25 - 8:30
    ასე რომ, ძალიან რთულია
    ცხადად დაინახოთ პროდუქტის შექმნის პროცესი.
  • 8:32 - 8:34
    "ბლოკჩეინის" გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია
  • 8:34 - 8:38
    არასანდო ერთეულებს შორის
    საზიარო რეალობა შევქმნათ.
  • 8:39 - 8:40
    იმას ვგულისხმობ,
  • 8:40 - 8:43
    რომ არ არის საჭირო ამ ქსელის
    კვანძებმა ერთმანეთის შესახებ იცოდნენ.
  • 8:43 - 8:45
    ან ერთმანეთს ენდობოდნენ,
  • 8:45 - 8:47
    რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა
  • 8:47 - 8:50
    თავისთვის აკონტროლონ და დაამოწმონ
    ჯაჭვის კვანძები.
  • 8:51 - 8:53
    დავუბრუნდეთ Wikipedia-ს.
  • 8:53 - 8:55
    ეს არის საზიარო მონაცემთა ბაზა
  • 8:55 - 8:58
    და მიუხედავად იმისა,
    რომ მას ერთდროულად
  • 8:58 - 9:00
    მრავალი მკითხველი და რედაქტორი ჰყავს,
  • 9:00 - 9:02
    მას გააჩნია ერთადერთი ჭეშმარიტება.
  • 9:03 - 9:05
    ასე რომ, იგივე შეგვიძლია
    "ბლოკჩეინით" შევქმნათ.
  • 9:05 - 9:08
    ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ
    დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა,
  • 9:08 - 9:11
    რომელიც მონოპოლიისნაირად ეფექტურია.
  • 9:11 - 9:14
    თუმცა, ცენტრალური ძალაუფლების გარეშე
  • 9:14 - 9:17
    შესაბამისად ყველა მწარმოებელს,
    ყველა სახის კომპანიას,
  • 9:17 - 9:22
    შეუძლია ერთი და იგივე ბაზის გამოყენებით
    ურთიერთნდობის გარეშე იურთიერთოს.
  • 9:22 - 9:26
    მომხმარებლისთვის ეს
    მეტ გამჭირვალობას ნიშნავს.
  • 9:26 - 9:28
    ნამდვილი საგნის ტრანსპორტირებისას,
  • 9:28 - 9:32
    მისი ელექტრონულ სერტიფიკატის, ან თოქენის,
    ბლოკჩეინში გადაადილებას ვხედავთ,
  • 9:32 - 9:35
    რომელსაც თან ღირებულება ემატება.
  • 9:36 - 9:40
    ხილვადობის მხრივ
    ეს სრულიად ახალი სამყაროა.
  • 9:42 - 9:46
    ვილაპარაკე თუ როგორ ამცირებს "ბლოკჩეინი"
    იდენტობასთან დაკავშირებულ გაურვევლობას
  • 9:47 - 9:50
    და როგორ აუმჯობესებს გამჭირვალობას.
  • 9:50 - 9:55
    დისტანციურ და რთულ ვაჭრობაში,
    როგორიც მომარაგების ჯაჭვია.
  • 9:56 - 9:58
    ბოლო გაურკვევლობა რასაც ვაწყდებით,
  • 9:58 - 10:01
    არის ვალდებულების
    შეუსრულებლობის შესაძლებლობა.
  • 10:01 - 10:03
    რა ვქნა სმარტფონი რომ არ გამომიგზავნონ?
  • 10:03 - 10:05
    ფულს დავიბრუნებ?
  • 10:06 - 10:09
    "ბლოკჩეინი" კოდების ჩაწერის,
  • 10:10 - 10:11
    ადამიანებს შორის
  • 10:11 - 10:13
    დამავალდებულებელი ხელშეკრულებების
  • 10:13 - 10:17
    და შემდეგ მესამე პირის ჩარევის გარეშე,
  • 10:17 - 10:20
    მათი შესრულების
    გარანტირების საშუალებას იძლევა.
  • 10:20 - 10:24
    ასე რომ, ტელეფონის მაგალითში
    ლაპარაკია გარკვეულ დეპოზიტზე,
  • 10:24 - 10:26
    რომელიც სმარტფონისთვის გაქვთ გამოყოფილი,
  • 10:26 - 10:28
    მაგრამ ფულს იქამდე არ აგზავნით,
  • 10:28 - 10:31
    სანამ პირობები სრულად
    არ იქნება დაკმაყოფილებული.
  • 10:31 - 10:34
    სანამ არ მიიღებთ ტელეფონს.
  • 10:34 - 10:37
    ჩემი აზრით, ეს "ბლოკჩეინის" მიერ
    გაურკვევლობის შემცირების
  • 10:37 - 10:39
    ერთ-ერთი შთამბეჭდავი გზაა,
  • 10:40 - 10:41
    რადგან ეს იმას ნიშნავს,
  • 10:41 - 10:45
    რომ რაღაც დონეზე შეგვიძლია
    ინსტიტუციები და მათი გავლენა დავანგრიოთ.
  • 10:48 - 10:50
    შესაბამისად, ბევრი ეკონომიკური აქტივობა
  • 10:50 - 10:55
    გახდება დაზღვეული და ავტომატური.
  • 10:55 - 10:59
    ადამიანური ჩარევა კი, მინიმუმამდე დავა.
  • 10:59 - 11:04
    მხოლოდ იქ, სადაც ინფრომაცია რეალური
    სამყაროდან ბლოკჩეინში გადადის.
  • 11:05 - 11:09
    ვფიქრობ დუგლას ნორთს
    ამ ტექნოლოგიაში ის გააოგნებდა,
  • 11:10 - 11:13
    რომ სწორედ ის რაც მას ამუშავებს,
  • 11:13 - 11:17
    რაც ბლოკჩეინს უსაფრთხოს
    და დამოწმებადს ხდის,
  • 11:17 - 11:20
    ჩვენი ურთიერთნდობის ნაკლებობაა.
  • 11:22 - 11:25
    იმის მაგივრად, რომ გაურკვევლობებმა
  • 11:25 - 11:26
    შეგვაყოვნონ
  • 11:26 - 11:29
    და გვაიძულონ მივმართოთ ინსტიტუციებს,
  • 11:29 - 11:33
    როგორიცაა ბანკი, ჩვენი მთავრობა,
    ჩვენი კომპანიები,
  • 11:33 - 11:38
    ჩვენ ეს კოლექტიური უნდობლობა
  • 11:38 - 11:43
    უფრო სწრაფი და ღია თანამშრომლობის
    და გაცვლისთვის უნდა გამოვიყენოთ
  • 11:45 - 11:47
    არ მინდა შეგექმნათ შთაბეჭდილობა,
  • 11:47 - 11:49
    თითქოს "ბლოკჩეინი"
    ჩვენი ყველა პრობლემის გადაწყვეტაა,
  • 11:49 - 11:51
    მიუხედევად იმისა,
    რომ მედიაში უკვე გაჟღერდა,
  • 11:51 - 11:55
    რომ "ბლოკჩეინი" მსოფლიო
    სიღარიბეს დაამარცხებს,
  • 11:56 - 11:59
    გადაჭრის წამლების გაყალბების პრობლემას
  • 11:59 - 12:01
    და პოტენციურად გადაარჩენს ტროპიკულ ტყეებს.
  • 12:02 - 12:06
    სინამდვილეში ეს ტექნოლოგია,
    ჯერ კიდევ ჩვილია,
  • 12:06 - 12:10
    უამრავი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს,
  • 12:10 - 12:11
    რომელთაგანაც ბევრი კრახით დასრულდება,
  • 12:11 - 12:14
    სანამ მის ყველა შესაძლო შედეგს ვნახავთ
  • 12:14 - 12:17
    ჩვენი ეკონომიკისთვის
  • 12:17 - 12:19
    უამრავი ადამიანი მუშაობს ამ საკითხზე,
  • 12:19 - 12:21
    ფინანსური დაწესებულებებიდან დაწყებული,
  • 12:21 - 12:23
    ტექნოლოგიური კომპანიებით, სტარტ აპებით
  • 12:23 - 12:25
    და უნივერსიტეტებით დამთავრებული.
  • 12:25 - 12:30
    ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ
    ეს მხოლოდ ეკონომიკური ევოლუცია არ არის,
  • 12:30 - 12:35
    ეს არის ინოვაცია
    კომპიუტერულ მეცნიერებებში.
  • 12:37 - 12:41
    "ბლოკჩეინი" გვაძლევს
    ტექნოლოგიურ შესაძლებლობას
  • 12:41 - 12:44
    გვქონდეს ინფორმაცია
    ადამიანებს შორის გაცვლაზე,
  • 12:44 - 12:46
    ვალუტის გაცვლაზე,
  • 12:47 - 12:50
    ნებისმიერ ციფრულ თუ ფიზიკურ აქტივზე,
  • 12:50 - 12:53
    პირად მახასიათებლებზეც კი
  • 12:53 - 12:55
    და ეს ყველაფერი სრულიად ახლებურად.
  • 12:56 - 12:57
    გარკვეულწილად
  • 12:57 - 13:00
    ის ტექნოლოგიური ინსტიტუციაა,
  • 13:00 - 13:02
    და მას უამრავი
    ისეთი დადებითი მხარე აქვს,
  • 13:02 - 13:05
    რომლის გამოყენებასაც ჩვეულებრივ
    ტრადიციულ ინსტიტუციებში მივეჩვიეთ,
  • 13:06 - 13:09
    თუმცა ეს ყველაფერი არაცენტრალიზებულია.
  • 13:10 - 13:15
    ეს ყველაფერი ჩვენი გაურკვევლობების
    გარკვევის ხარჯზე ხდება.
  • 13:16 - 13:20
    ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა მოვემზადოთ,
  • 13:20 - 13:23
    რადგან მალე ისეთი
    მსოფლიოს წინაშე ვიქნებით,
  • 13:23 - 13:26
    რომელშიც გადანაწილებულ,
    ავტონომიურ ინსტიტუციებს,
  • 13:26 - 13:28
    საკმაოდ დიდი გავლენა ექნებათ.
  • 13:29 - 13:30
    მადლობა.
  • 13:30 - 13:32
    (აპლოდისმენტები)
  • 13:38 - 13:41
    ბრუნო ჯუსანი: ბეტინა, მადლობა.
  • 13:41 - 13:45
    მგონი ვხვდები, რომ ის უკვე მოდის,
  • 13:45 - 13:46
    ძალიან დიდი პოტენციალი აქვს
  • 13:47 - 13:49
    და რთულია.
  • 13:49 - 13:54
    შენი აზრით, რა დრო დასჭირდება
    ამ ყველაფრის დანერგვას?
  • 13:54 - 13:57
    ბეტინა უორბურგი: ძალიან კარგი კითხვაა.
  • 13:57 - 13:59
    ჩემი ლაბორატორია
    ძირითადად კონცენტრირებულია
  • 13:59 - 14:03
    მრეწველობასა და მთავრობაზე,
  • 14:03 - 14:06
    რადგან "ბლოკჩეინი" რეალურად
    ძალიან რთული ტექნოლოგიაა.
  • 14:06 - 14:09
    რამდენ თქვენგანს ესმის სინამდვილეში
    როგორ მუშაობს ინტერნეტი?
  • 14:09 - 14:11
    მაგრამ მას ყოველდღე იყენებთ,
  • 14:11 - 14:15
    ასე რომ, ვფიქრობ, ჯონ სკალის
    აზრს ვაწყდებით,
  • 14:15 - 14:19
    რომ ტექნოლოგია ან უხილავი,
    ან მშვენიერი უნდა იყოს,
  • 14:19 - 14:22
    "ბლოკჩეინი" კი მოცემულ მომენტში
    არც ერთია და არც მეორე,
  • 14:22 - 14:25
    ამიტომ, ახლა უფრო შეეფერება
    ან ძალიან ადრეულ მიმდევარს,
  • 14:25 - 14:28
    ვისაც ესმის და უყვარს ჩაღრმავება,
  • 14:28 - 14:31
    ან იმას, კერძო გამოყენებისთვის,
  • 14:31 - 14:34
    მაგალითად პირადობის ან აქტივების
    დასადასტურებლად,
  • 14:34 - 14:36
    ან ე.წ. "ჭკვიან კონტრაქტებში",
    რომლებიც საწარმოების
  • 14:36 - 14:38
    ან მთავრობის დონეზე
    შეიძლება იქნას გამოყენებული
  • 14:39 - 14:41
    ბ.გ: მადლობა, მადლობა,
    რომ გვწევიე TED-ში.
  • 14:41 - 14:42
    ბვ: მადლობა.
  • 14:42 - 14:44
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ შეცვლის რადიკალურად "ბლოკჩეინი" ეკონომიკას
Speaker:
ბეტინა უორბურგი
Description:

მიესალმეთ დეცენტრალიზებულ ეკონომიკას - ცოტაც და "ბლოკჩეინი" ყველაფერს შეცვლის. ბეტინა უორბურგი გასაგებად აგვიხსნის რთულ (და დამაბნეველ) ტექნოლოგიას და იმას, თუ როგორ შეამცირებს ის ცენტრალიზებული ინსტიტუციების საჭიროებას, როგორიცაა ბანკი ან მთავრობა და ხელს შეუწყობს ვაჭრობას. "ბლოკჩეინი" ძველ საფინანსო და კომერციულ მოდელებს, ბევრად უფრო საინტერესო რამედ გადააქცევს: განაწილებულ, გამჭირვალე და ავტონომიურ გაცვლითი ოპერაციების სისტემად

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:57

Georgian subtitles

Revisions