Return to Video

ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით

  • 0:01 - 0:05
    2012-ში, როცა მე
    ტუნისის სამხრეთით მდებარე
  • 0:05 - 0:08
    ჩემ მშობლიურ ქალაქ გაბესში
    ჯარას მეჩეთის მინარეთი მოვხატე,
  • 0:08 - 0:13
    ვერასდროს ვიფიქრებდი რომ გრაფიტი,
    ქალაქისკენ ასეთ ყურადღებას მიაპყობდა.
  • 0:13 - 0:17
    თავიდან მხოლოდ კედელს ვეძებდი
    ჩემ მშობლიურ ქალაქში
  • 0:17 - 0:20
    და ისე მოხდა, რომ მინარეთი 94-ში აშენდა
  • 0:21 - 0:26
    და 18 წლის მანძილზე,
    ეს 57 მეტრიანი ბეტონი ნაცრისფერი იყო.
  • 0:27 - 0:30
    როცა იმამს პირველად შევხვდი
    და ვუთხარი რისი გაკეთებაც მინდოდა,
  • 0:30 - 0:33
    მან მითხრა:
    "მადლობა ღმერთს როგორც იქნა მოხვედი"
  • 0:33 - 0:36
    და მითხრა, რომ წლების მანძილზე
    ელოდა რომ ვინმე მივიდოდა
  • 0:36 - 0:37
    და რამეს დახატავდა მასზე.
  • 0:37 - 0:42
    ამ იმამში ყველაზე საოცარი ის იყო,
    რომ მას ჩემთვის არაფერი უკითხავს.
  • 0:42 - 0:45
    არც მონახაზი,
    არც ის თუ რის დაწერას ვაპირებდი.
  • 0:46 - 0:49
    ყველა ჩემს ნამუშევარში
    რაღაც გზავნილს ვწერ.
  • 0:49 - 0:53
    კალიგრაფიტის ჩემ სტილში...
    კალიგრაფიის და გრაფიტის ნაზავში...
  • 0:54 - 0:55
    ციტატებს, ან პოეზიას ვიყენებ.
  • 0:56 - 0:59
    ვიფიქრე რომ მინარეთისთვის,
    ყველაზე შესაბამისი გზავნილი,
  • 0:59 - 1:02
    რომელიც მეჩეთში იქნებოდა
    ყურანიდან უნდა ყოფილიყო,
  • 1:02 - 1:03
    ამიტომ ავარჩიე შემდეგი სტროფი:
  • 1:03 - 1:06
    "ო, ხალხო, ჭეშმარიტად, ჩვენ შეგქმენით
    თქვენ მამრისა და მდედრისაგან
  • 1:06 - 1:10
    და გაქციეთ ერებად და ტომებად,
    რათა შეიცნოთ ერთმანეთი"
  • 1:10 - 1:13
    ეს იყო უნივერსალური მოწოდება მშვიდობის,
    ტოლერანტობის და მიმღებლობისკენ,
  • 1:13 - 1:17
    რომელიც მოდის იმათგან, ვინც ხშირად
    დადებითი კუთხით არ შუქდება მედიაში.
  • 1:18 - 1:21
    მე გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ როგორი
    რეაქცია ჰქონდათ ამაზე ადგილბრივებს
  • 1:21 - 1:26
    და როგორ ამაყობდნენ ისინი იმით,
    რომ მინარეთი ამხელა ყურადღებას იმსახურებდა
  • 1:26 - 1:28
    საერთაშორისო პრესისგან
    მთელი მსოფლიოდან.
  • 1:29 - 1:32
    იმამისთვის ეს მხოლოდ ნახატი არ იყო:
  • 1:32 - 1:33
    ეს რაღაც უფრო სიღრმისეული იყო.
  • 1:33 - 1:37
    მას იმედი ჰქონდა, რომ ეს მინარეთი
    ქალაქის მონუმენტი გახდებდა
  • 1:37 - 1:40
    და ხალხს მიიზიდავდა
    ტუნისის ამ დავიწყებული ადგილისკენ.
  • 1:41 - 1:43
    გზავნილის უნივერსალობა,
  • 1:43 - 1:45
    ამ დროის ტუნისის პოლიტიკური კონტექსტი
  • 1:45 - 1:49
    და ის, რომ მე ყურანს გრაფიტის სახით ვწერდი
  • 1:49 - 1:50
    არ იყო უმნიშვნელო.
  • 1:50 - 1:52
    მან თემი კვლავ გააერთიანა.
  • 1:54 - 1:57
    არაბული კალიგრაფიით,
  • 1:57 - 2:00
    ხალხის და მომავალი თაობების გაერთიანებაა
  • 2:00 - 2:01
    ის რასაც მე ვაკეთებ.
  • 2:01 - 2:04
    გზავნილის დაწერაა ჩემი შემოქმედების არსი.
  • 2:05 - 2:08
    საოცარია რომ არაბულენოვან ხალხსაც
  • 2:08 - 2:12
    დიდი კონცენტრირება სჭირდება,
    რომ გაშიფროს თუ რას ვწერ.
  • 2:13 - 2:16
    გზავნილის შეგრძნებისთვის
    შინაარსის გაგება არაა საჭირო.
  • 2:16 - 2:20
    მგონია რომ არაბული შრიფტი
    ჯერ სულში აღწევს და მერე თვალებამდე.
  • 2:20 - 2:23
    მასში ისეთი სილამაზეა,
    რომელსაც თარგმნა არ სჭირდება.
  • 2:24 - 2:26
    ვფიქრობ არაბული შრიფტი,
    ნებისმიერს ესაუბრება:
  • 2:26 - 2:29
    თქვენ, თქვენ, თქვენ, ნებისმიერს
  • 2:29 - 2:31
    და შემდეგ როცა შინაარს მიხვდებით
  • 2:31 - 2:33
    მასთან კავშირს გრძნობთ.
  • 2:33 - 2:36
    მე ყოველთვის ისეთ გზავნილებს ვწერ,
  • 2:36 - 2:38
    რომელიც იმ ადგილის შეესაბამება,
    სადაც ვხატავ,
  • 2:38 - 2:41
    მაგრამ ეს გზავნილები
    უნივერსალური განზომილებისაა,
  • 2:41 - 2:44
    ისეთი რომ მსოფლიოში ნებისმიერს
    შეეძლოს მათთან შეკავშირება.
  • 2:45 - 2:47
    მე დავიბადე და გავიზარდე საფრანგეთში,
    პარიზში
  • 2:47 - 2:51
    და არაბულად წერა-კითხვის სწავლა
    18 წლისამ დავიწყე.
  • 2:52 - 2:55
    დღეს-დღეობით გზავნილებს
    მხოლოდ არაბულდ ვწერ.
  • 2:55 - 2:58
    ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი
  • 2:58 - 3:02
    ის რეაქციებია, რასაც მე
    მთელი მსოფლიოდან ვღებულობ.
  • 3:04 - 3:08
    რიო დე ჟანეიროში გაბრიელა ტორეს ბარბოსას
  • 3:08 - 3:10
    ეს პორტუგალიური პოემა ვთარგმნე,
  • 3:10 - 3:13
    რომელიც აღაზევებს
    ფაველას ღარიბ მოსახლეობას
  • 3:13 - 3:15
    და ის სახურავზე დავხატე.
  • 3:15 - 3:18
    ადგილობრივი მოსახლეობა
    ძალიან დაინტერესდა თუ რას ვაკეთებდი
  • 3:18 - 3:22
    და როგორც კი
    კალიგრაფიის მნიშვნელობა გავაგებინე,
  • 3:22 - 3:25
    მათ მადლობა გადამიხადეს
    რადგან გზავნილთან კავშირი იგრძნეს.
  • 3:27 - 3:29
    სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში
  • 3:29 - 3:32
    ფილიპის ადგილობრივმა თემმა
  • 3:32 - 3:35
    ერთადერთი მიყრუებული
    ბეტონის კედელი შემომთავაზეს.
  • 3:35 - 3:37
    ეს სკოლა იყო და მე მასზე
  • 3:37 - 3:39
    ნელსონ მანდელას ციტატა დავწერე:
  • 3:39 - 3:41
    (არაბულად ამბობს)
  • 3:41 - 3:44
    რაც ნიშნავს: "შეიძლებლად მიგაჩნია
    სანამ არ გააკეთებ"
  • 3:44 - 3:48
    შემდეგ ტიპი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
    "ინგლისურად რატომ არ წერ?"
  • 3:48 - 3:52
    მე ვუპასუხე: "შენს წუხილს გავიგებდი,
    რომ გეკითხა
  • 3:52 - 3:54
    ზულუს ენაზე რატომ არ დავწერე"
  • 3:55 - 3:57
    პარიზში ერთხელ ღონისძიება იყო
  • 3:57 - 4:01
    და ერთმა საკუთარი კედელი მომცა მოსახატად
  • 4:02 - 4:04
    და როცა დაინახა რომ არაბულად ვწერდი,
  • 4:04 - 4:08
    ის გადაირია, პრინციპში ისტერიკაში იყო
    და მოითხოვა რომ წამეშალა.
  • 4:08 - 4:10
    მე გავბრაზდი და გულიც დამწყდა,
  • 4:10 - 4:14
    მაგრამ ერთი კვირის შემდეგ
    ორგანიზატორმა მთხოვა დავბრუნებულიყავი
  • 4:14 - 4:18
    და მითხრა რომ ამ ტიპის სახლის წინ
    კედელი იყო,
  • 4:18 - 4:19
    ამიტომ, ის...
  • 4:19 - 4:21
    (სიცილი)
  • 4:21 - 4:24
    იძულბული იყო ყოველდღე მისთვის ეყურებინა.
  • 4:24 - 4:27
    თაცვიდან ვაპირებდი დამეწერა:
    (არაბულად ამბობს)
  • 4:27 - 4:29
    რაც ნიშნავს: "ცხვირწინ", მაგრამ
  • 4:29 - 4:31
    (სიცილი)
  • 4:31 - 4:35
    მაგრამ გადავწყვიტე უფრო საზრიანი
    ვყოფილიყავი: (არაბულად ამბობს)
  • 4:35 - 4:36
    რაც ნიშნავს: "გააღე გულის კარი".
  • 4:37 - 4:40
    მე ვამაყობ ჩემი კულტურით
  • 4:40 - 4:46
    და ვცდილობ მისი ელჩი ვიყო
    ჩემი შემოქმედების საშუალებით.
  • 4:46 - 4:51
    ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ყველასთვის
    ცნობილი სტერეოტიპების დამსხვრევას
  • 4:51 - 4:52
    არაბული შრიფტის მშვენიერებით.
  • 4:53 - 4:59
    დღეს-დღეობით გზავნილების თარგმანს
    აღარ ვწერ კედელზე.
  • 4:59 - 5:03
    არ მინდა კალიგრაფიის პოეზია დავარღვიო.
  • 5:03 - 5:06
    ეს ხომ ხელოვნებაა და სიამოვნების მიღება
    მნიშვნელობის არცოდნისასაც შეიძლება.
  • 5:06 - 5:09
    ისევე როგორც სხვა ქვეყნების მუსიკისგან
    იღებთ სიამოვნებას.
  • 5:10 - 5:13
    ზოგიერთი ამას უარყოფად,
    ან დახურულ კარად აღიქვამს,
  • 5:13 - 5:16
    ჩემთვის კი ეს უფრო მოპატიჟებაა...
  • 5:16 - 5:19
    ჩემ ენაში, ჩემ კულტურაში,
    ჩემ ხელოვნებაში.
  • 5:19 - 5:20
    მადლობა.
  • 5:20 - 5:23
    (აპლოდისმენტები)
Title:
ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით
Speaker:
ელ სიდი
Description:

საფრანგეთში დაბადებული ელ სიდი, რომელსაც ტუნიზიელი მშობლები ჰყავს, სხვადასხვა კულტურების, ენების და იდენტობების აღრევით ტკბება. ეს უმეტესად მის შემოქმედებაში აისახება, რომელიც არაბულ პოეზიას ქუჩის ხელოვნებაში და გრაფიტიში წარმოაჩენს. ამ მგზნებარე გამოსვლაში მხატვარი და აღგვიწერს საკუთარ ამბიციას შექმნას ისეთი ლამაზი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თარგმანი არ დასჭირდება.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
05:39

Georgian subtitles

Revisions