Return to Video

ჯარისკაცებს ომისთვის ვწვრთნით. მოდით, ისინი შინ დასაბრუნებლადაც გავწვრთნათ

  • 0:01 - 0:02
    კარლოსი,
  • 0:02 - 0:04
    საზღვაო ფლოტის ვეტერანია,
  • 0:04 - 0:08
    რომელიც ვიეტნამის ომში მოხალისედ სამჯერ
    წავიდა და სამჯერვე დაჭრეს.
  • 0:09 - 0:11
    1971 წელს, სამედიცინო ცნობით
    პენსიაზე გავიდა,
  • 0:11 - 0:13
    რადგან იმდენი ტყვიის ნატეხი
    ჰქონდა სხეულში,
  • 0:13 - 0:16
    რომ მასზე მეტალის დეტექტორები
    რეაგირებდნენ.
  • 0:16 - 0:19
    მომდევნო 42 წლის განმავლობაში,
    კარლოსს კოშმარები ტანჯავდა,
  • 0:19 - 0:22
    საზოგადოებაში ყოფნისას შფოთვა ეწყებოდა
  • 0:22 - 0:24
    და იზოლაციასა და დეპრესიას განიცდიდა.
  • 0:24 - 0:26
    მან სამკურნალოდ ალკოჰოლს მიმართა.
  • 0:26 - 0:29
    სამჯერ დაქორწინდა და განქორწინდა.
  • 0:29 - 0:32
    კარლოსს პოსტ-ტრავმატული სტრესული
    აშლილობა(პტსა) ჰქონდა.
  • 0:32 - 0:36
    ფსიქოლოგი იმიტომ გავხდი, რომ
    ადამიანებისთვის ტანჯვა შემემსუბუქებინა.
  • 0:36 - 0:38
    ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი
    კვლევის მიზანი
  • 0:38 - 0:40
    პტსა-ით გამოწვეული ტანჯვის კვლევა იყო,
  • 0:40 - 0:43
    რომელსაც, კარლოსის მსგავსი
    ომის ვეტერანები განიცდიან.
  • 0:43 - 0:49
    უკანასნელ დრომდე
    ამ აშლილობის მეცნიერება არ არსებობდა.
  • 0:49 - 0:52
    ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვემკურნალა:
  • 0:52 - 0:54
    ზოგიერთ ომის ვეტერანს ძლიერი
    წამლები დავუნიშნეთ;
  • 0:54 - 0:57
    სხვებს - ჰოსპიტალში ჯგუფური თერაპია;
  • 0:57 - 0:59
    დანარჩენებს უბრალოდ ვუთხარით:
  • 0:59 - 1:03
    "წადით სახლში და ეცადეთ დაივიწყოთ
    თქვენი წარსული".
  • 1:04 - 1:07
    ახლახან, თერაპევტი ძაღლები და უდაბნოში
    განმარტოვების მეთოდი გამოვცადეთ...
  • 1:07 - 1:10
    ბევრი რამ, რასაც დროებით შეეძლო
    სტრესის შემსუბუქება.
  • 1:10 - 1:15
    თუმცა, აშლილობის სიმპტომებს ხანგრძლივად
    არცერთი მათგანი არ აღმოფხვრიდა,
  • 1:15 - 1:16
    მაგრამ რაღაცეები შეიცვალა
  • 1:16 - 1:20
    და მე აქ ვარ, რომ გითხრათ ჩვენ შეგვიძლია
    არამხოლოდ ვმართოთ
  • 1:20 - 1:24
    სტრესული აშლილობის სიმპტომები,
    არამედ ბევრი ომის ვეტერანის შემთხვევაში
  • 1:24 - 1:25
    დავამარცხოთ ის.
  • 1:25 - 1:28
    ახალმა სამეცნიერო კვლევამ
  • 1:28 - 1:30
    ობიექტურად, განმეორებითად აჩვენა,
  • 1:30 - 1:34
    მკურნალობის რა მეთოდები აგვაცილებს
    თავიდან აშლილობის სიმპტომებს და რა არა.
  • 1:34 - 1:36
    როგორც აღმოჩნდა,
  • 1:36 - 1:41
    საუკეთესო მკურნალობა ამ აშლილობისთვის,
    ბევრი იმავე პრინციპის გამოყენებაა,
  • 1:41 - 1:45
    რომელსაც არმია, ჯარისკაცების ომისთვის
    მომზადებაში იყენებს.
  • 1:46 - 1:48
    ომის წარმოება...
  • 1:48 - 1:51
    ეს კარგად გამოგვდის.
  • 1:51 - 1:55
    ჩვენ ვომობდით იმაზე ადრე, ვიდრე სრულყოფილ
    ადამიანებად ჩამოყვალიბდებოდით.
  • 1:56 - 1:59
    მას შემდეგ, ქვის და მშვილდის გამოყენებიდან
  • 1:59 - 2:04
    მეტად დახვეწილ და დამანგრეველ
    იარაღებამდე მივედით.
  • 2:04 - 2:06
    მეომრებს ამ იარაღების გამოყენება
    რომ ვასწავლოთ,
  • 2:06 - 2:09
    უახლესი წვრთნის მეთოდებს ვიყენებთ.
  • 2:09 - 2:11
    ადამიანებს კარგად გამოგვდის ომის წარმოება.
  • 2:11 - 2:14
    კარგად გამოგვდის ჩვენი მებრძოლების
    საბრძოლველად წრთვნაც.
  • 2:15 - 2:18
    თუმცა, როცა ვფიქრობთ თანამედროვე
    ვეტერანის გამოცდილებაზე,
  • 2:18 - 2:21
    ჩვენ ვხედავთ, რომ მათი
    შინ დასაბრუნებლად მომზადება
  • 2:21 - 2:23
    ისე კარგად არ გამოგვდის.
  • 2:23 - 2:25
    რატომ ხდება ასე?
  • 2:26 - 2:29
    ჩვენი წინაპრები
    მუდმივად კონფლიქტში ცხოვრობდნენ
  • 2:29 - 2:31
    და იბრძოდნენ ზუსტად იქ, სადაც ცხოვრობდნენ.
  • 2:32 - 2:35
    ამიტომ ჩვენი ევოლუციის ისტორიაში,
    ბოლო დრომდე,
  • 2:35 - 2:38
    ომიდან შინ დაბრუნებისთვის მომზადება
    არ გვჭირდებოდა,
  • 2:38 - 2:40
    რადგან სინამდვილეში არასდროს ვბრუნდებოდით.
  • 2:41 - 2:43
    დღესდღეობით კი, საბედნიეროდ
  • 2:43 - 2:46
    ადამიანების უმეტესი ნაწილი,
    მშვიდობიან საზოგადოებებში ცხოვრობს
  • 2:46 - 2:50
    და როდესაც ჩნდება კონფლიქტი,
    განსაკუთრებით ჩვენთან, აშშ-ში,
  • 2:50 - 2:53
    გვაქვს მებრძოლებისთვის
    გაძლიერებული წვრთნის,
  • 2:53 - 2:56
    საბრძოლვალად მსოფლიოს ნებისმიერ
    ნაწილში გადასროლის
  • 2:56 - 2:58
    და მისიის შესრულების შემდეგ,
  • 2:58 - 3:00
    ისევ მშვიდობიან გარემოში დაბრუნების
    შესაბამისი ტექნოლოგია.
  • 3:01 - 3:04
    მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ,
    ეს როგორი შეგრძნებაა.
  • 3:05 - 3:07
    მე ვესაუბრე ომის ვეტერანებს,
    რომლემბაც მითხრეს,
  • 3:07 - 3:10
    რომ ერთ დღეს, ისინი ავღანეთში
    სასტიკ ბრძოლაში არიან,
  • 3:10 - 3:14
    სადაც ხოცვა-ჟლეტასა და სიკვდილს ხედავენ
  • 3:14 - 3:16
    და სულ რაღაც სამი დღის შემდეგ,
  • 3:16 - 3:20
    ყინულიან მაცივარს ათრევენ
    შვილების ფეხბურთის მატჩისთვის.
  • 3:20 - 3:23
    "ტვინის გადატრიალება"
    ყველაზე გავრცელებული ტერმინია,
  • 3:23 - 3:25
    (სიცილი)
  • 3:25 - 3:28
    რომელიც ჯარისკაცების
    ამ განცდას აღწერს
  • 3:28 - 3:29
    და ზუსტად ასეა,
  • 3:29 - 3:33
    რადგან სანამ ჩვენი მებრძოლები უამრავ
    დროს ომისთვის მზადებაში ხარჯავენ,
  • 3:33 - 3:35
    ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას,
  • 3:35 - 3:39
    რომ ბევრს სამოქალაქო ცხოვრებაში
    დასაბრუნებლად სჭირდება მომზადება.
  • 3:39 - 3:41
    სხვა ტრენინგების მსგავსად,
  • 3:41 - 3:44
    სტრესული აშლილობის მკურნალობის
    მეთოდები განმეორებითობას მოითხოვს.
  • 3:44 - 3:44
    არმიაში,
  • 3:44 - 3:48
    ჯარისკაცებს ავტომატურ ყურბათმტყორცნ
    მარკ-19-ს ასე უბრალოდ არ ვაძლევთ
  • 3:48 - 3:52
    და არ ვეუბნებით: "აქ არის ჩახმახი,
    აქ არის ტყვიები და წარმატებას გისურვებთ"
  • 3:52 - 3:56
    არა. ჩვენ მათ ვწვრთნით დისტანციებზე
    და კონკრეტულ კონტექსტში
  • 3:56 - 3:58
    ისევ და ისევ,
  • 3:58 - 4:01
    სანამ იარაღის ხელში აღება და დამიზნება
  • 4:01 - 4:03
    იმდენად არ ექნებათ კუნეთბში გამჯდარი,
  • 4:03 - 4:05
    რომ ეს დაფიქრების გარეშე შეასრულონ,
  • 4:05 - 4:08
    წარმოუდგენლად სტრესულ პირობებშიც კი.
  • 4:09 - 4:12
    იგივეა წვრთნაზე დაფუძნელ მკურნალობებშიც:
  • 4:12 - 4:15
    პირველი მათგანი, კოგნიტური თერაპიაა.
  • 4:15 - 4:19
    ეს ერთგვარი მენტალური გადაწყობაა.
  • 4:19 - 4:21
    როდესაც მებრძოლები ომიდან ბრუნდებიან,
  • 4:21 - 4:23
    მსოფლიოს მათეული აღქმა,
  • 4:23 - 4:27
    მორგებულია ბევრად უფრო სახიფათო გარემოს.
  • 4:27 - 4:32
    ამიტომ, როდესაც ცდილობთ ეს წყობა
    მშვიდობიან გარემოს შეუსაბამოთ,
  • 4:32 - 4:33
    პრობლემები გექმნებათ.
  • 4:33 - 4:38
    იწყებთ შფოთვასა და წუხილს საფრთხეებზე,
    რომლებიც არ არსებობენ.
  • 4:38 - 4:42
    ნდობას კარგავთ ოჯახისა
    და მეგობრების მიმართ.
  • 4:42 - 4:47
    იმის თქმა, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში
    საფრთხე არ არსებობს მართალი არ იქნება.
  • 4:47 - 4:49
    უბრალოდ საფრთხის ალბათობა
  • 4:49 - 4:50
    ომთან შედარებით
  • 4:50 - 4:53
    ასტრონომიულად მცირეა.
  • 4:54 - 4:57
    ჩვენ არასდროს ვურჩევთ მეომრებს,
    მთლად დაივიწყონ სიფრთხილე.
  • 4:57 - 4:59
    ჩვენ ვწვრთნით მათ,
  • 4:59 - 5:02
    რომ ადგილსამყოფელის მიხედვით ცვალონ
    სიფრთხილის დონე.
  • 5:02 - 5:04
    თუ ცუდ უბანში მოხვდით,
  • 5:04 - 5:06
    უფრო ფრთხილად ხართ.
  • 5:06 - 5:08
    ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ სადილობთ?
  • 5:08 - 5:10
    თქვენ ნაკლებად ფრთხილი ხდებით.
  • 5:10 - 5:13
    მებრძოლებს ვწვრთნით,
    რათა მეტისმეტად რაციონალურები იყვნენ
  • 5:13 - 5:17
    და სისტემატურად შეაფასონ, მაგალითად,
    მშვიდობისას ამერიკაში
  • 5:17 - 5:21
    ასაფეთქებელი მოწყობილობის ნახვის
    ფაქტობრივი სტატისტიკური ალბათობა.
  • 5:21 - 5:27
    საკმარისი პრაქტიკის პირობებში,
    აზროვნების გადაწყობა ნარჩუნდება.
  • 5:27 - 5:30
    შემდეგი მკურნალობის მეთოდი
    ექსპოზიციის თერაპიაა.
  • 5:30 - 5:32
    ეს უფრო საველე სწავლებაა.
  • 5:32 - 5:36
    და დადასტურებულად ეფექტური მკურნალობებიდან
    ყველაზე სწრაფიც.
  • 5:36 - 5:38
    გახსოვთ კარლოსი?
  • 5:38 - 5:40
    ეს ის მკურნალობის მეთოდია,
    რომელიც მან აირჩია.
  • 5:40 - 5:43
    მკურნალობა დავწყეთ მისთვის რთული
    სავარჯიშოების მიცემით,
  • 5:43 - 5:45
    როგორიცაა:
    სურსათის მაღაზიაში;
  • 5:46 - 5:48
    სავაჭრო ცენტრში, ან რესტორანში წასვლა;
  • 5:48 - 5:51
    კარს მიყრდნობილი ჯდომა
  • 5:51 - 5:53
    და რაც ყველაზე მთავარია...
  • 5:53 - 5:55
    ამ გარემოებში დარჩენა.
  • 5:56 - 5:57
    თავიდან ის ძალიან შფოთავდა.
  • 5:57 - 6:00
    მას უნდოდა იქ დამჯდარიყო,
    საიდანაც მთელს ოთახს დაინახავდა,
  • 6:00 - 6:02
    სადაც გასაქცევი გზები შეეძლო დაეგეგმა,
  • 6:02 - 6:05
    სადაც თავდასაცავ რამე იარაღს მისწვდებოდა.
  • 6:05 - 6:08
    წასვლა უნდოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
  • 6:08 - 6:11
    კარლოსს გაახსენდა წვრთნები
    საზღვაო ფლოტის ნაწილში
  • 6:11 - 6:14
    და თავს აიძულა დისკომფორტი გადაელახა.
  • 6:14 - 6:17
    ყოველ ჯერზე, როცა ასე მოიქცა,
    მისი შფოთვა ცოტათი შემცირდა
  • 6:17 - 6:20
    მერე კიდევ, კიდევ უფრო...
  • 6:20 - 6:21
    სანამ საბოლოოდ,
  • 6:21 - 6:26
    წარმატებით ხელახლა არ ისწავლა,
    როგორ დამჯდარიყო საჯარო სივრცეში
  • 6:27 - 6:29
    და სიამოვნება მიეღო ამით.
  • 6:30 - 6:33
    მან ასევე მოუსმინა
    თავის საბრძოლო ჩანაწერებს
  • 6:33 - 6:35
    ძალიან ბევრჯერ.
  • 6:36 - 6:40
    იქამდე უსმინა, სანამ მოგონებებმა
    არ შეწყვიტეს მასში შფოთვის გამოწვევა.
  • 6:40 - 6:43
    მოგონებები იმდენად დაამუშავა,
  • 6:43 - 6:48
    რომ მისი გონება აღარ იხსენებდა ძილში მის
    წარსულ გამოცდილებას.
  • 6:48 - 6:52
    როცა მას მკურნალობის დასრულებიდან
    ერთი წლის შემდეგ ვესაუბრე,
  • 6:52 - 6:53
    მან მითხრა:
  • 6:53 - 6:58
    "დოკ, პირველად 43 წლის განმავლობაში
  • 6:58 - 7:01
    ღამის კოშმარები აღარ მაწუხებს".
  • 7:01 - 7:06
    ეს მეთოდი განსხვავდება
    მეხსიერების წაშლისგან.
  • 7:06 - 7:09
    ვეტერანებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი
    ტრავმული გამოცდილება,
  • 7:09 - 7:11
    მაგრამ საკმარისი პრაქტიკით,
  • 7:11 - 7:16
    ეს მოგონებები ისეთი ცოცხალი და
    მტკივნეული აღარ იქნებიან, როგორც ადრე.
  • 7:16 - 7:20
    ემოციურად ისინი აღარ იგრძნობენ,
    რომ თითქოს ეს გუშინ მოხდა
  • 7:20 - 7:24
    და იგრძნობენ, რომ გაცილებით უკეთეს
    ადგილას ვცხოვრობთ.
  • 7:26 - 7:28
    მაგრამ ეს ყველაფერი ხშირად რთულია
  • 7:28 - 7:31
    და ყველა ტრენინგის მსგავსად,
    ყველასთვის შეიძლება არ იმუშაოს.
  • 7:32 - 7:34
    არსებობს ნდობის ფაქტორიც.
  • 7:34 - 7:35
    ზოგჯერ მეკითხებიან:
  • 7:35 - 7:38
    "იქ ხომ არ ყოფილხართ დოკ,
    როგორ შეძლებთ ჩემს დახმარებას?
  • 7:38 - 7:40
    რაც გასაგებია,
  • 7:40 - 7:45
    მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებისას,
  • 7:45 - 7:48
    თქვენ არ გჭირდებათ ვიღაც, ვინც ომში იყო.
  • 7:48 - 7:51
    თქვენ არ გჭირდებათ
    საბრძოლო ოპერაციების ტრენინგი.
  • 7:51 - 7:56
    თქვენ გჭირდებათ ტრენინგი,
    თუ როგორ დაბრუნდეთ შინ.
  • 7:59 - 8:01
    ჩემი მუშაობის ბოლო 10 წლის განმავლობაში,
  • 8:01 - 8:04
    მე დეტალურად ვეცნობოდი
  • 8:04 - 8:07
    ჯარისკაცების წარმოუდგენლად საშინელ
    გამოცდილებებს
  • 8:07 - 8:08
    ყოველდღიურად.
  • 8:08 - 8:10
    ყოველთვის ადვილი სულაც არ იყო.
  • 8:10 - 8:13
    იყო შემთხვევები,
    როცა გული გახეთქვაზე მქონდა,
  • 8:13 - 8:16
    ან რომ უკვე მეტისმეტი იყო ჩემთვის.
  • 8:16 - 8:19
    მაგრამ ეს წვრთნაზე დაფუძნებული მეთოდები
    ისე კარგად მუშაობს,
  • 8:19 - 8:23
    რომ რასაც ეს სამუშაო მართმევს,
    უფრო მეტს ვიღებ სანაცვლოდ,
  • 8:23 - 8:26
    რადგან ვხედავ,
    რომ ადამიანები უკეთ ხდებიან
  • 8:27 - 8:30
    და ვხედავ ადამიანებს ცხოვრება ეცვლებათ.
  • 8:31 - 8:34
    კარლოსს ახლა შეუძლია დატკბეს
    შვილიშვილებთან გარეთ გატარებული დროით.
  • 8:34 - 8:37
    ეს ისაა, რაც მას ასევე არ შეეძლო.
  • 8:38 - 8:42
    და რაც მაოცებს ისაა,
    რომ 43 წლიანი ტანჯვის შემდეგ,
  • 8:42 - 8:44
    მას მხლოდ 10-კვირიანი
    ინტენსიური წვრთნა დასჭირდა,
  • 8:44 - 8:46
    რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.
  • 8:46 - 8:48
    როდესაც მას ვესაუბრე, მითხრა:
  • 8:48 - 8:52
    "ვიცი, განვლილ წლებს უკან ვერ დავიბრუნებ,
  • 8:53 - 8:58
    მაგრამ სულ მცირე, ჩემი სიცოცხლის
    დარჩენილი დღეები
  • 8:58 - 9:00
    შემიძლია მშვიდად გავატარო".
  • 9:01 - 9:05
    და დაამატა: "ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდა
    ვეტერანებს ლოდინი არ მოუწევთ
  • 9:05 - 9:07
    იმ დახმარების მისაღებად,
    რომელიც სჭირდებათ".
  • 9:07 - 9:08
    მეც ამას ვიმედოვნებ.
  • 9:09 - 9:10
    რადგან....
  • 9:11 - 9:12
    ეს ცხოვრება ხანმოკლეა
  • 9:13 - 9:17
    და თუ საკმარისად იღბლიანი ხართ
    და ომს ცოცხალი გადაურჩით,
  • 9:17 - 9:19
    ან რომელიმე სხვა ტრავმულ გამოცდილებას,
  • 9:19 - 9:23
    საკუთარ თავს უნდა უმადლოდეთ
    და იმსახურებთ, რომ კარგი ცხოვრება გქონდეთ.
  • 9:23 - 9:24
    ამისთვის კი,
  • 9:24 - 9:28
    საჭირო წვრთნის მიღებისთვის ლოდინი
    არ უნდა გიწევდეთ.
  • 9:29 - 9:34
    ომით გამოწვეული ადამიანების
    ტანჯვის დასრულების საუკეთესო საშუალება,
  • 9:35 - 9:37
    ომში არასდროს წასვლაა.
  • 9:37 - 9:40
    უბრალოდ ჯერ მანამდე
    არ ვართ მისულები, როგორც სახეობა.
  • 9:40 - 9:41
    სანამ მივალთ,
  • 9:41 - 9:47
    ფსიქიკური ტანჯვა, რომელსაც
    ჩვენს შვილებს ვუქმნით,
  • 9:47 - 9:49
    როდესაც მათ საბრძოლელად ვაგზავნით,
  • 9:49 - 9:51
    შეიძლება შემცირდეს.
  • 9:52 - 9:58
    ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათ
    ომში გაგზავნაში ჩართული მეცნიერება,
  • 9:58 - 10:01
    დახარჯული ენერგია და ამ გაგზავნის ფასი,
  • 10:01 - 10:04
    მათი შინ დასაბრუნებლად
    მომზადების შემთხვევაშიც,
  • 10:04 - 10:07
    სულ მცირე იგივე უნდა იყოს.
  • 10:08 - 10:10
    აი, ამდენი გვმართებს მათი.
  • 10:10 - 10:11
    მადლობა.
  • 10:11 - 10:18
    (აპლოდისმენტები)
Title:
ჯარისკაცებს ომისთვის ვწვრთნით. მოდით, ისინი შინ დასაბრუნებლადაც გავწვრთნათ
Speaker:
ჰეკტორ გარსია
Description:

"სანამ მეომრები საბრძოლველად გაიგზავნებიან, მათ წვრთნიან, თუ როგორ იარსებონ ძალიან სახიფათო გარემოში. თუმცა, მათ ასევე სჭირდებათ მომზადება, თუ როგორ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველიდან სამოქალაქო ცხოვრებას"-ამბობს ფსიქოლოგი ჰეკტორ გარსია. იმავე პრინციპების გათვალისწინებით, რომლითაც ჯარისკაცები ომისთვის ემზადებიან, გარსია ეხმარება ომის ვეტერანებს, რომლებიც პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
10:31

Georgian subtitles

Revisions