Return to Video

როგორი შეიძლება ყოფილიყო უმძღოლო მსოფლიო?

  • 0:01 - 0:04
    ზოგიერთი ადამიანი
    გატაცებულია ფრანგული ღვინით,
  • 0:04 - 0:08
    ზოგს გოლფის თამაში უყვარს,
    ან ლიტერატურის გატაცებით კითხვა.
  • 0:08 - 0:11
    ჩემი ცხოვრების
    ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება,
  • 0:11 - 0:14
    უნდა ვაღიარო, ცოტათი განსაკუთრებულია.
  • 0:14 - 0:16
    ვერ აღგიწერთ, თუ რა სიამოვნებას მანიჭებს
  • 0:16 - 0:20
    ქალაქების ციდან, თვითმფრინავის
    ფანჯრიდან ყურება
  • 0:20 - 0:21
    ზოგიერთი ქალაქი
  • 0:21 - 0:23
    ინდუსტრიულია.
  • 0:23 - 0:25
    მაგალითად დუსელდორფი,
  • 0:25 - 0:27
    ან ლუივილი.
  • 0:27 - 0:30
    სხვები წარმოქმნიან ენერგიას,
  • 0:30 - 0:31
    რომელსაც ისინი რთულად აკონტროლებენ
  • 0:31 - 0:33
    მაგალითად, ნიუ-იორკი,
  • 0:33 - 0:34
    ან ჰონკონგი
  • 0:34 - 0:39
    და შემდეგ გვაქვს პარიზი, ან სტამბული
  • 0:39 - 0:42
    და მათი ისტორიით სავსე პატინა.
  • 0:42 - 0:45
    მე ქალაქებს,
    როგორც ცოცხალ არსებებს ისე აღვიქვამ
  • 0:45 - 0:47
    და როდესაც მათ ზემოდან აღმოვაჩენ,
  • 0:47 - 0:50
    მათი სტრუქტურის განმსაზღვრელი
    მთავარი ქუჩების
  • 0:50 - 0:52
    და გზატკეცილების პოვნა მიყვარს.
  • 0:52 - 0:55
    განსაკუთრებით ღამით, როცა მოძრაობა
  • 0:55 - 0:58
    ამ არტერიებს წითელად და ოქროსფრად აქცევს.
  • 0:59 - 1:01
    ქალაქის სისხლძარღვთა სისტემა
  • 1:01 - 1:05
    თავის სასიცოცხლო ფუნქციას
    თქვენს თვალწინ ასრულებს,
  • 1:05 - 1:12
    მაგრამ როცა მანქანაში ვზივარ
    ყოველდღე საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ,
  • 1:12 - 1:14
    ეს რეალობა ძალიან სხვანაირად გამოიყურება
  • 1:14 - 1:15
    (სიცილი)
  • 1:15 - 1:16
    არაფერი...
  • 1:16 - 1:18
    არც რადიო,
  • 1:18 - 1:19
    არც პოდკასტი
  • 1:19 - 1:20
    (სიცილი)
  • 1:20 - 1:22
    არც მედიტაცია ხდის
  • 1:22 - 1:24
    ამ დროს სიცოცხლეს ღირებულს
  • 1:24 - 1:26
    (სიცილი)
  • 1:26 - 1:27
    განა ეს აბსურდი არაა,
  • 1:27 - 1:31
    რომ ჩვენ ვქმნით მანქანებს,
    რომლებსაც შეუძლიათ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბონ
  • 1:31 - 1:37
    ჩვენ კი მათ იმავე სიჩქარით ვატარებთ,
    როგორც მე-19 საუკუნის ეტლებს?
  • 1:37 - 1:38
    (სიცილი)
  • 1:38 - 1:40
    მხოლოდ შეერთებულ შტატებში
  • 1:40 - 1:46
    2014 წელს 29.6 მილიარდი საათი
    მგზავრობაში გავატარეთ.
  • 1:46 - 1:48
    ამ დროის მონაკვეთში
  • 1:48 - 1:52
    ძველ ეგვიპტელებს შეეძლოთ
    26 გიზის პირამიდა აეშენებინათ.
  • 1:52 - 1:53
    (სიცილი)
  • 1:53 - 1:55
    ჩვენ ამას ერთ წელში ვაკეთებთ.
  • 1:55 - 1:59
    ეს არის უდიდესი დროის, ენერგიისა
    და ადამიანის პოტენციალის ფლანგვა
  • 2:00 - 2:01
    ათწლეულების განმავლობაში,
  • 2:01 - 2:04
    გზების გადატვირთულობის
    ჩვენეული წამალი მარტივი იყო:
  • 2:04 - 2:07
    ახალი გზების აშენება,
    ან არსებულების გაფართოება.
  • 2:07 - 2:11
    ამან იმუშავა,
    შესანიშნავად იმუშავა პარიზში.
  • 2:11 - 2:14
    როდესაც ქალაქმა
    ათასობით ისტორიული შენობა დაანგრია,
  • 2:14 - 2:18
    რათა 137 კმ სატრანსპორტო გზა შეექმნა
  • 2:18 - 2:22
    და დღეს, სწრაფად მზარდ ქალაქებში
    ის კვლავაც მუშაობს.
  • 2:22 - 2:25
    მაგრამ უფრო დიდ ურბანულ ცენტრებში,
  • 2:25 - 2:27
    სატრანსპორტო ქსელის
    მნიშვნელოვანი გაფართოება,
  • 2:27 - 2:29
    თითქმის შეუძლებელია:
  • 2:29 - 2:31
    დასახლება მეტისმეტად მჭიდროა
  • 2:31 - 2:33
    კერძო საკუთრება მეტისმეტად ძვირი
  • 2:33 - 2:35
    და დაფინანსება კი - არასაკმარისი.
  • 2:35 - 2:38
    ჩვენი ქალაქების სისხლღარღვთა სისტემა
  • 2:38 - 2:39
    იჭედება და ავადდება
  • 2:40 - 2:41
    და ყურადღება უნდა მივაქციოთ.
  • 2:41 - 2:44
    ჩვენი ამჟამინდელი ხედვები არ მუშაობს.
  • 2:44 - 2:46
    ჩვენი მოძრაობის გაადვილებისთვის,
  • 2:46 - 2:49
    ახალი შთაგონების წყარო გვჭირდება.
  • 2:50 - 2:53
    ასე რომ სატრანსპორტო სფეროში
    16 წლიანი მუშაობის შემდეგ,
  • 2:53 - 2:57
    ჩემი "აჰაა" მომენტი დადგა
    ბიოტექნიკ კლიენტთან საუბრის დროს.
  • 2:57 - 3:00
    ის მიყვებოდა, თუ როგორ აუმჯობესებდა
  • 3:00 - 3:03
    მისი მკურნალობის მეთოდი
    ჩვენს გულსისხლძარღვთა გარკვეულ ნაწილებს
  • 3:03 - 3:06
    "ვაუ", გავიფიქრე,
    "ჩვენი გულსისხლღარღვთა სისტემა,
  • 3:06 - 3:08
    ჩვენი ყველა ვენა და არტერია,
  • 3:08 - 3:12
    ჩვენ სხეულში ლოჯისტიკის სასწაულებს
    სჩადის ყოველდღიურად"
  • 3:12 - 3:15
    ამ მომენტში გავაცნობიერე,
  • 3:15 - 3:20
    რომ ბიოლოგია მილიარდობით წელია
    სატრანსპორტო საქმეშია.
  • 3:20 - 3:23
    ის უამრავ გადაწყვეტებს სცდიდა,
    რომ გადაეადგილებინა
  • 3:23 - 3:26
    საკვები პროდუქტები, გაზები და ცილები.
  • 3:26 - 3:27
    ის ნამდვილად არის
  • 3:27 - 3:31
    მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი
    ტრანსპორტირების ლაბორატორია.
  • 3:31 - 3:36
    მაშ, შეიძლება ჩვენი საგზაო პრობლემების
    გასაღები სწორედ ჩვენშია.
  • 3:37 - 3:40
    მინდოდა გამეგო:
  • 3:40 - 3:43
    რატომ არის, რომ სისხლი ჩვენ ვენებში
    მთელი ჩვენი ცხოვრება მიედინება,
  • 3:43 - 3:46
    მაშინ როცა ჩვენი დიდი ქალაქები
    ყოველდღიურად იჭედება?
  • 3:47 - 3:51
    საქმე ისაა, რომ თქვენ ორ განსხვავებულ
    ქსელს უყურებთ.
  • 3:52 - 3:54
    არ ვიცი, თუ აცნობიერებთ,
  • 3:54 - 3:58
    მაგრამ თითოეულ ჩვენგანს 100 000 კმ
    სისხლძარღვი აქვს ჩვენ სხეულში
  • 3:59 - 4:01
    100 000 კმ,
  • 4:01 - 4:05
    ეს ორ-ნახევარჯერ დედამიწის
    გარშემოწერილობაა თქვენში.
  • 4:05 - 4:09
    რაც გულისხმობს იმას, რომ სისხლის უჯრედები
    ჩვენ მთელ სხეულში არიან
  • 4:09 - 4:11
    და არა მხოლოდ ჩვენი კანის ქვეშ.
  • 4:11 - 4:13
    თუმცა, თუ შეხედავთ ჩვენს ქალაქებს
  • 4:13 - 4:16
    დიახ, ჩვენ გვაქვს მიწისქვეშა
    მეტროს რაღაც ქსელები,
  • 4:16 - 4:21
    გვირაბები და ხიდები და ვერტმფრენები ცაში,
  • 4:21 - 4:23
    მაგრამ ჩვენი საცობების დიდი უმრავლესობა,
  • 4:23 - 4:26
    ხმელთის ზედაპირზეა.
  • 4:26 - 4:27
    სხვა სიტყვებით,
  • 4:27 - 4:32
    მაშინ როცა ჩვენი სისხლძარღვთა სისტემა
    იყენებს სამ განზომილებას ჩვენში,
  • 4:32 - 4:35
    ჩვენი საქალაქო ტრანსპორტი
    ძირითადად ორგანზომილებიანია.
  • 4:35 - 4:39
    ამიტომ, ჩვენ ამ ვერტიკალურობის
    ათვისება გვჭირდება.
  • 4:39 - 4:41
    თუ ჩვენი ზედაპირის ქსელი გაჟღენთილია,
  • 4:41 - 4:44
    მოდით ავწიოთ ჩვენი ტრანსპორტი.
  • 4:44 - 4:46
    ეს ავტობუსის ჩინური კონცეფციაა,
  • 4:46 - 4:50
    რომელსაც შეუძლია საცობებში იაროს.
  • 4:50 - 4:53
    ეს ჩვენ ქალაქებში გზების, სივრცისა
  • 4:53 - 4:55
    და მოძრაობის სფეროში აღმოჩენა იყო.
  • 4:55 - 4:56
    ჩვენ უფრო მაღლა ასვლაც შეგვიძლია.
  • 4:56 - 4:58
    ჩვენი ტრანსპორტი ჩამოკიდება,
  • 4:58 - 5:01
    როგორც ჩვენი ელექტრული სისტემის
    შემთხვევაში გავაკეთეთ.
  • 5:01 - 5:04
    თელავივში და აბუდაბიში საუბრობენ
  • 5:04 - 5:09
    ჩამოკიდებული მაგნიტური ტრანსპორტის
    ფუტურისტული ქსელების გამოცდაზე
  • 5:09 - 5:13
    და ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ
    ცოცვა და ფრენა.
  • 5:13 - 5:15
    ის ფაქტი, რომ კომპანია, როგორიცაა ეარბასი
  • 5:15 - 5:18
    სერიოზულად მუშაობს
    მფრინავ საქალაქო ტაქსებზე,
  • 5:18 - 5:20
    მრვალისმთქმელია ჩვენთვის.
  • 5:20 - 5:25
    მფრინავი მანქანები, საბოლოოდ გადმოდიან
    სამეცნიერო ფანტასტიკის დეჟავუდან,
  • 5:25 - 5:28
    მიმზიდველი ბიზნეს სექტორის სფეროში.
  • 5:28 - 5:30
    და ეს მეტად ამაღელვებელი მომენტია
  • 5:30 - 5:33
    ასე რომ ამ სამგანზომილებიანი
    სატრანსპორტო ქესლის აშენება
  • 5:33 - 5:38
    არის საცობების პრობლემის შემსუბუქებისა
    და გადაჭრის ერთ-ერთ გზა.
  • 5:38 - 5:40
    მაგრამ ეს ერთადერთი გზა არაა.
  • 5:40 - 5:42
    ჩვენ სხვა ჩვენი ფუნდამენტური
    გადაწყვეტილებები
  • 5:42 - 5:44
    უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ.
  • 5:44 - 5:46
    მაგალითად, მანქანები, რომელსაც ვიყენებთ.
  • 5:46 - 5:49
    უბრალოდ წარმოიდგინეთ ძალიან ნაცნობი სცენა:
  • 5:49 - 5:51
    თქვენ მანქანას 42 წუთი ატარებთ.
  • 5:51 - 5:56
    ორი ბავშვი თქვენ უკან ვერ ისვენებს
    და თქვენ გაგვიანდებათ
  • 5:56 - 5:59
    ხედავთ ნელა მოსიარულე მანქანს თქვენ წინ?
  • 5:59 - 6:01
    ყოველთვის გეღობებათ,
    როცა გაგვიანდებათ, არაა?
  • 6:01 - 6:03
    (სიცილი)
  • 6:03 - 6:05
    ეს მძღოლი პარკინგის ადგილს ეძებს.
  • 6:05 - 6:07
    არც ერთი ადგილი არაა თავისუფალი,
  • 6:07 - 6:10
    მაგრამ მას საიდან უნდა სცოდნოდა?
  • 6:10 - 6:13
    დათვლილია, რომ ქალაქში
    საცობების 30 პროცენტამდე,
  • 6:13 - 6:17
    პარგინგის მაძებარი მძღოლები იწვევენ.
  • 6:17 - 6:19
    ხედავთ 100 მანქანას თქვენ გარშემო?
  • 6:19 - 6:22
    85 მათგანს მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავს.
  • 6:22 - 6:27
    ეს 85 მძღოლი, შეიძლება ერთ ლონდონის
    წითელ ავტობუსში ჩატეულიყო.
  • 6:27 - 6:28
    ასე რომ ისმის კითხვა:
  • 6:28 - 6:32
    რატომ ვფლანგავთ ამდენ სივრცეს,
    თუ ესაა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება
  • 6:32 - 6:34
    რატომ ვუკეთებთ ამას საკუთარ თავს?
  • 6:34 - 6:36
    ბიოლოგია ამას არასდროს იზამდა.
  • 6:36 - 6:39
    სივრცე ჩვენი არტერიების შიგნით
    მთლიანად გამოყენებულია.
  • 6:39 - 6:42
    ყოველ გულისცემაზე მაღალი სისხლის წნევა
  • 6:42 - 6:47
    მილიონობით წითელ სისხლის უჯრედებს
    ჟანგბადის მასიურ მატარებლად აქცევს,
  • 6:47 - 6:50
    რომელიც სწრაფად მიედინება ჩვენ სხეულში
  • 6:50 - 6:53
    და ჩვენი სისხლის
    წითელი უჯრედების შიგნით
  • 6:53 - 6:54
    მცირე სივრცეც კი არ იკარგება.
  • 6:54 - 6:57
    ჯანსაღ მდგომარეობაში,
  • 6:57 - 7:00
    მათი ჯანგბადის მოცულობის
    95%-ზე მეტი გამოყენებულია.
  • 7:00 - 7:03
    წარმოგიდგენიათ მაქნანები,
    რომლებსაც ჩვენ ქალაქებში ვიყენებთ,
  • 7:03 - 7:05
    95%-ით სავსე რომ ყოფილიყო,
  • 7:05 - 7:08
    რამდენიმე დამატებითი სივრცე გვექნებოდა,
    ფეხით და ველოსიპედით სასეირნოდ,
  • 7:08 - 7:10
    და ჩვენი ქალაქებისგან
    სიამოვნების მისაღებად?
  • 7:10 - 7:14
    მიზეზი, რის გამოც სისხლი ასეთი ეფექტურია,
  • 7:14 - 7:16
    არის ის, რომ სისხლის წითელი უჯრედები
  • 7:16 - 7:19
    არ არიან განაწილებულნი სპეციფიურ
    ორგანოებსა თუ ქსოვილებზე,
  • 7:19 - 7:22
    სხვაგვარად ალბათ საცობი გვექნებოდა
    ჩვენ ვენებში.
  • 7:22 - 7:24
    არა, ისინი საერთოა.
  • 7:24 - 7:27
    ისინი საერთო მოხმარებისაა,
    ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის.
  • 7:27 - 7:29
    და რადგან ჩვენი ქსელი ასეთი ვრცელია,
  • 7:29 - 7:33
    თითოეული ჩვენი 37 ტრილიონი უჯრედიდან,
    საკუთარ ჟანგბადის იღებს,
  • 7:33 - 7:36
    ზუსტად მაშინ, როცა სჭირდება.
  • 7:36 - 7:41
    სისხლი არის როგორც კოლექტიური,
    ასევე ინდივიდუალური ტრანსპორტიების ფორმა,
  • 7:41 - 7:43
    მაგრამ ჩვენი ქალაქების შემთხვევაში,
  • 7:43 - 7:44
    გაჭედილები ვართ.
  • 7:44 - 7:46
    ჩვენ დაუსრულებელ კამათში ვართ გაჭედილები,
  • 7:46 - 7:49
    შევქმნათ მანქანებზე
    ორიენტირებული საზოგადოება,
  • 7:49 - 7:52
    თუ ფართო მასობრივი სატრანზიტო სისტემები.
  • 7:52 - 7:54
    ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავცდეთ ამას.
  • 7:54 - 7:57
    ვფიქრობ, შეგვიძლია შევქმნათ
    სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აერთიანებს
  • 7:57 - 8:01
    მანქანების მოხერხებულობასა და
    მატარებლებისა, თუ ავტობუსების ეფექტურობას.
  • 8:01 - 8:03
    უბრალოდ წარმოიდგინეთ.
  • 8:03 - 8:07
    თქვენ კომფორტულად ზიხართ სწრაფ
    და მოსახერხებელ ქალაქის მატარებელში,
  • 8:07 - 8:10
    სხვა 1 200 მგზავრთან ერთად.
  • 8:10 - 8:13
    პრობლემა ქალაქის მატარებლებში ისაა,
  • 8:13 - 8:15
    რომ ზოგჯერ თქვენი დანიშნულების საბოლოო
  • 8:15 - 8:18
    ადგილამდე გაჩერება გიწევთ ხუთ,
    ათ, თხუთმეტჯერ.
  • 8:18 - 8:22
    რა იქნებოდა, რომ ამ მატარებელში
    თქვენ არ გიწევდეთ გაჩერება?
  • 8:22 - 8:25
    ამ მატარებელს ვაგონები,
    შეიძლება დინამიურად დაშორდნენ,
  • 8:25 - 8:27
    როდესაც თქვენ გადაადგლდებით
  • 8:27 - 8:29
    და სწრაფ უმძღოლო ავტობუსებად იქცნენ,
  • 8:29 - 8:33
    რომლებიც მეორადი გზის ქსელში იმოძრავებენ.
  • 8:33 - 8:37
    გაუჩერებლად, გრძელი ტრანფერის გარეშე.
    თქვენ ახლა ზიხართ ავტობუსში,
  • 8:37 - 8:39
    რომელიც მიეშურება თქვენი
    გარეუბნის მიმართულებით
  • 8:39 - 8:41
    და როდესაც მას მიუახლოვდებით,
  • 8:41 - 8:46
    სექცია რომელშიც ზიხართ,
    მოშორდება და თვითმართვის საშუალებით
  • 8:46 - 8:48
    ზუსტად თქვენი სახლის კარამდე მიგიყვანთ.
  • 8:48 - 8:52
    ეს არის კოლექტიურიც
    და ინდივიდუალურიც ერთდროულად.
  • 8:52 - 8:57
    ეს შეიძლება ერთი-ერთი საერთო, მოდულური
    უმძღოლო ტრანსპორტები იყოს მომავალში.
  • 8:57 - 8:59
    ახლა...
  • 8:59 - 9:02
    თითქოს სეირნობა ქალაქში, რომელიც
    ახმაურებულია უპილოტო თვითმფრინავებით,
  • 9:03 - 9:06
    მფრინავი ტაქსებით, მოდულარული ავტობუსებით
    და ჩამოკიდული მაგნეტური ტრანსპორტით
  • 9:06 - 9:09
    არ იყო საკმარისად ეგზოტიკური,
  • 9:09 - 9:11
    ვფიქრობ კიდევ ერთი ძალა არსებობს,
  • 9:11 - 9:14
    რომელიც ქალაქის საგზაო სისტემას
    გასაოცარს გახდის.
  • 9:14 - 9:16
    თუ დაფიქდრებით,
  • 9:16 - 9:21
    უმძღოლო მანქანების ახლანდელი თაობა,
    ადამიანების მიერ ადამიანებისთვის შექმნილ
  • 9:21 - 9:24
    საგზაო სისტემაში
    ცდილობს საკუთარი გზა იპოვოს.
  • 9:24 - 9:28
    ეს მანქანები ცდილობენ ისწავლონ
    შედარებით მარტივი მოძრაობის წესები
  • 9:28 - 9:31
    და გაუმკლავდნენ ადამიანურ
    არაპროგნოზირებადობას,
  • 9:31 - 9:33
    რომელიც უფრო რთულია.
  • 9:33 - 9:37
    მაგრამ რა მოხდება, როცა მთელ ქალაქებში
    მემანქანები მძღოლების გარეშე ივლიან?
  • 9:37 - 9:39
    დაგვჭირდებოდა შუქნიშნები?
  • 9:39 - 9:40
    დაგვჭირდებოდა სამანქანო ბილიკები?
  • 9:40 - 9:42
    სიჩქარის შეზღუდვა?
  • 9:42 - 9:45
    სისხლის წითელი უჯრედები
    არ მიედინებიან საქანქანო ბილიკებზე.
  • 9:45 - 9:47
    ისინი არასდროს ჩერდებიან წითელზე.
  • 9:47 - 9:49
    პირველ უმძღოლო ქალაქებში,
  • 9:49 - 9:52
    არ გექნებათ წითელი და ბილიკები.
  • 9:52 - 9:56
    და როდესაც ყველა მანქანა მძღოლის გარეშე
    და დაკავშირებული იქნება,
  • 9:56 - 9:59
    ყველაფერი პროგნოზირებადია
    და რეაქციის საჭირო დრო კი მინიმალური.
  • 9:59 - 10:01
    მათ შეუძლიათ გაცილებით სწრაფად იარონ
  • 10:01 - 10:04
    და შეუძლიათ სცადონ
    ნებისმიერი რაციონალური გზა,
  • 10:04 - 10:06
    რომელიც მათ,
    ან მათ გარშემო მანქანებს აასწრაფებს.
  • 10:06 - 10:09
    ასე რომ მკაცრი მოძრაობის წესების ნაცვლად
  • 10:09 - 10:11
    ნაკადი იქნება დარეგულირებული
  • 10:11 - 10:17
    დინამიური და მუდმივად
    თვითგაუმჯობესებადი ალგორითმებით.
  • 10:18 - 10:21
    შედეგად უცნაურ საგზაო მოძრაობას მივიღებთ,
  • 10:21 - 10:25
    რომელიც აერთიანებს
    სწრაფ და კომფორტულ გერმანულ ავტობანებსა
  • 10:25 - 10:29
    და კრეატიულ სიცოცხლისუნარიანობას
    მუმბაის გზაჯვარედინებზე.
  • 10:29 - 10:30
    (სიცილი)
  • 10:30 - 10:33
    საგზაო მოძრაობა ენერგიული იქნება.
  • 10:33 - 10:35
    ის იქნება სითხესავით, როგორც ჩვენი სისხლი
  • 10:35 - 10:37
    და უცნაური პარადოქსია,
  • 10:37 - 10:40
    მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება
    რობოტიზებული ჩვენი საგზაო სისტემა,
  • 10:40 - 10:43
    მით მეტად ორგანულად
    და ცოცხალად აღიქმება მისი მოძრაობა.
  • 10:43 - 10:44
    ასე რომ, დიახ,
  • 10:44 - 10:47
    ბიოლოგიას ყველა ატრიბუტი აქვს
    იმისთვის,
  • 10:47 - 10:49
    რომ დღევანდელი ტრანსპორტის გენია იყოს,
  • 10:49 - 10:51
    მაგრამ ამ პროცესს
    მილიარდობით წელი დასჭირდა
  • 10:51 - 10:55
    და ყველა ტიპის იტერაცია და მუტაცია გაიარა.
  • 10:55 - 10:59
    ჩვენ მიალიარობით წელი ჩვენი სატრანსპორტო
    სისტემის ევოლუციას ვერ დავუცდით.
  • 10:59 - 11:04
    ჩვენ ახლა გვაქვს ოცნებები, კონცეფცია
    და ტექნოლოგია
  • 11:04 - 11:07
    რომ სამგანზომილებიანი
    სატრანსპორტო ქსელი შევქმნათ,
  • 11:07 - 11:09
    ახალი სატრანსპორტო საშუალება გამოვიგონოთ
  • 11:09 - 11:11
    და შევცვალოთ დინება ჩვენ ქალაქებში.
  • 11:11 - 11:12
    მოდით გავაკეთოთ ეს
  • 11:12 - 11:13
    გმადლობთ.
  • 11:13 - 11:18
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორი შეიძლება ყოფილიყო უმძღოლო მსოფლიო?
Speaker:
უანის კაბაჟი
Description:

რა იქნებოდა, საგზაო მოძრაობა ისეთივე შეუფერხებელი და ეფექტური რომ ყოფილიყო, როგორც სისხლის დინება ჩვენ ძარღვებში? ტრანსპორტირების ექსპერტი უანის კაბაჟი ფიქრობს, რომ მომავლის სატრანზიტო სისტემების შემუშავებაშო, შესაძლოა შთაგონების წყაროდ ბიოლოგიის გენიალობა გამოგვადგეს. ამ მომავალზე ორიენტირებულ გამოსვლაში, ის აჯამებს კონცეფციებს როგორებიცაა: მოდულარული; დაშლადი ავტობუსები; მფრინავი ტაქსები და ჩამოკიდებული მაგნიტური სატრანსპორტო ქსელი, რომლებსაც შეუძლიათ დინამიური, უმძღოლო მანქანების შესახებ ოცნება რეალობად აქციონ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
11:31

Georgian subtitles

Revisions