Return to Video

შეგვიძლია ისე შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?

  • 0:01 - 0:03
    ვაპირებ იმ ინტუიციურ სისუსტეზე ვისაუბრო,
  • 0:03 - 0:05
    რომელიც ბევრ ჩვენგანს ახასიათებს.
  • 0:05 - 0:09
    ეს გარკვეული საფრთხის ამოცნობის უუნარობაა.
  • 0:09 - 0:11
    ვაპირებ აღვწერო სცენარი,
  • 0:11 - 0:14
    რომელიც ერთდროულად შემაძრწუნებელიცაა
  • 0:14 - 0:16
    და მოსალოდნელიც.
  • 0:17 - 0:18
    რაც, როგორც ირკვევა
  • 0:19 - 0:20
    არაა კარგი კომბინაცია.
  • 0:20 - 0:23
    მიუხედავად ამისა,
    საშიშის ნაცვლად უმეტესობა
  • 0:23 - 0:25
    სახალისოდ აღიქვამს იმას,
    რაზეც ვაპირებ ვისაუბრო.
  • 0:25 - 0:28
    ვაპირებ აღვწერო, თუ როგორ შეიძლება
  • 0:28 - 0:30
    ხელოვნური ინტელექტის სფეროში წინსვლამ
  • 0:30 - 0:32
    საბოლოოდ გაგვანადგუროს.
  • 0:32 - 0:34
    პრინციპში, ვფიქრობ,
    ძნელი წარმოსადგენიც კია,
  • 0:34 - 0:38
    როგორ შეიძლება არ გაგვანადგუროს,
    ან არ გვიბიძგოს თვითგანადგურებისკენ.
  • 0:38 - 0:39
    თუმცა, თუ თქვენც ჩემნაირი ხართ,
  • 0:39 - 0:42
    გეგონებათ, რომ ასეთ რამეებზე
    ფიქრი სახალისოა.
  • 0:42 - 0:45
    თავად ასეთი რეაქციაც პრობლემის ნაწილია.
  • 0:45 - 0:48
    ამ რეაქციამ უნდა შეგაწუხოთ.
  • 0:48 - 0:51
    ახლა, ამ საუბარში, თუ დაგაწრმუნებთ,
  • 0:51 - 0:54
    რომ კლიმატის ცვლილებით,
    ან სხვა რამე კატასტროფით გამოწვეული
  • 0:54 - 0:57
    გლობალური შიმშილობაა მოსალონდელი
  • 0:57 - 1:01
    და რომ თქვენმა შვილიშვილებმა,
    ან მათმა შვილიშვილებმა
  • 1:01 - 1:03
    დიდი შანსია ამ პირობებში იცხოვრონ,
  • 1:03 - 1:04
    თქვენ არ იფიქრებთ:
  • 1:05 - 1:07
    "საინტერესოა,
  • 1:07 - 1:09
    მომწონს ეს TED talk-ი"
  • 1:09 - 1:11
    შიმშილობა არაა სახალისო.
  • 1:12 - 1:15
    სამეცნიერო ფანტასტიკის ხელით სიკვდილი
    კი სახალისოა.
  • 1:15 - 1:19
    ერთ-ერთი, რაც ხელოვნური ინტელექტის
    შექმნასთან დაკავშირებით მაწუხებს ისაა,
  • 1:19 - 1:23
    რომ ჩვენ თითქოს არ შეგვწევს უნარი
    გვქონდეს ადექვატური ემოციური რეაქცია
  • 1:23 - 1:25
    მოსალოდნელ საფრთხეებზე.
  • 1:25 - 1:29
    არც მე ძალმიძს ამ რეაქიის გამომუშავება,
    თუმცა ამ თემაზე გამოვდივარ.
  • 1:30 - 1:33
    თითქოს ორი კარის წინ ვდგავართ.
  • 1:33 - 1:34
    პირველ კარს მიღმა,
  • 1:34 - 1:37
    ხელოვნური ინტელექტის განვითარების
    პროგრესი ჩერდება.
  • 1:37 - 1:41
    ჩვენი კოპიუტერების აპარატული და პროგრამული
    საშუალებები რატომღაც აღარ უმჯობესდება.
  • 1:41 - 1:45
    ერთი წამით დაფიქრდით,
    რატომ შეიძლება ეს მოხდეს.
  • 1:45 - 1:49
    იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასეულია
    მანქანური ინტელექტი და ავტომატიზაცია,
  • 1:49 - 1:53
    ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ
    ტექნოლოგიურ წინსვლას, თუ შეგვეძლება.
  • 1:53 - 1:56
    რამ შეიძლება ეს შეაჩეროს?
  • 1:56 - 1:58
    სრულმასშტაბიანმა ბირთვულმა ომმა?
  • 1:59 - 2:01
    გლობალურმა პანდემიამ?
  • 2:02 - 2:05
    ასტეროიდის დაჯახებამ?
  • 2:06 - 2:08
    ჯასტინ ბიბერის პრეზიდენტობამ?
  • 2:08 - 2:11
    (სიცილი)
  • 2:13 - 2:17
    მოკლედ, რაღაც ისეთი უნდა იყოს,
    რაც არსებულ ცივილიზაციას დაანგრევს.
  • 2:17 - 2:22
    წარმოიდგინეთ, რა ცუდი რამ უნდა იყოს,
  • 2:22 - 2:25
    რომ ტექნოლოგიური პროგრესი შეაჩეროს
  • 2:25 - 2:26
    სამუდამოდ,
  • 2:26 - 2:28
    თაობიდან თაობამდე.
  • 2:28 - 2:30
    განმარტებიდან გამომდინარე,
    ეს ყველაზე უარესი რამეა,
  • 2:30 - 2:33
    რაც კი ოდესმე მომხდარა
    კაცობრიობის ისტორიაში.
  • 2:33 - 2:34
    ამის ერთადერთი ალტერნატივა,
  • 2:34 - 2:36
    რომელიც მეორე კარს მიღმაა,
    არის რეალობა,
  • 2:36 - 2:39
    რომლის მიხედვით ჩვენ ვაგძელებთ
    გონიერი მანქანების გაუმჯობესებას
  • 2:39 - 2:41
    წლიდან წლამდე.
  • 2:42 - 2:46
    რაღაც მომენტში, ჩვენ შევქმნით მანქანებს,
    რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები იქნებიან
  • 2:46 - 2:48
    და რა დროსაც ეს მოხდება,
  • 2:48 - 2:51
    ისინი საკუთარი თავების
    გაუმჯობესებას შეუდგებიან
  • 2:51 - 2:53
    და დავდგებით, როგორც ამას
    ი. დ. გუდმა უწოდა,
  • 2:53 - 2:55
    "ინტელექტის აფეთქების" საფრთხის წინაშე,
  • 2:55 - 2:58
    რითიც შეიძლება
    პროცესები ხელიდან გაგვექცეს.
  • 2:58 - 3:01
    ხშირად ეს მსგავსი კარიკატურების
    სახითაა გამოსახული.
  • 3:01 - 3:04
    როგორც ბოროტი რობოტების არმიები,
  • 3:04 - 3:05
    რომლებიც თავს გვესხმიან,
  • 3:05 - 3:08
    მაგრამ ეს არაა ყველაზე სავარაუდო სცენარი.
  • 3:08 - 3:12
    ჩვენი მანქანები,
    მყისიერად კი არ გაბოროტდებიან.
  • 3:12 - 3:16
    სინამდვილეში წუხილი იმაზეა,
    რომ ჩვენ ისეთ მანქანებს შევქმნით,
  • 3:16 - 3:18
    რომლებიც ჩვენზე იმდენად უფრო
    კომპეტენტურები იქნებიან,
  • 3:18 - 3:22
    რომ ჩვენსა და მათ მიზნებს შორის
    მცირედმა უთანხმოებამაც კი
  • 3:22 - 3:24
    შეიძლება გაგვანადგუროს.
  • 3:24 - 3:26
    დაფიქრდით, რა აზრის ვართ ჭიანჭველებზე.
  • 3:27 - 3:28
    ჩვენ ისინი არ გვძულს.
  • 3:28 - 3:30
    ჩვენ მიზანი არაა მათ ვავნოთ.
  • 3:30 - 3:33
    პრინციპში ზოგჯერ ვცდილობთ კიდეც არ ვავნოთ.
  • 3:33 - 3:35
    ფეხს არ ვადგამთ ტროტუარზე.
  • 3:35 - 3:37
    მაგრამ როცა კი მათი არსებობა,
  • 3:37 - 3:39
    ჩვენს მიზნებს სერიოზულად ეწინააღმდეგება,
  • 3:39 - 3:42
    მაგალითად ამნაირი შენობის აგებისას,
  • 3:42 - 3:44
    ჩვენ ყოყმანის გარეშე ვანადგურებთ მათ.
  • 3:44 - 3:47
    მე ის მაწუხებს,
    რომ ერთ დღესაც ჩვენ შევქმნით მანქანებს,
  • 3:47 - 3:50
    რომელებიც, ცნობიერები იქნებიან თუ არა,
  • 3:50 - 3:53
    შეიძლება მსგავსი გულგრილობით მოგვეკიდონ.
  • 3:54 - 3:57
    ეჭვი მაქვს ბევრ თქვენგანს,
    ეს ზედმეტ გაზვიადებად ეჩვენება.
  • 3:57 - 4:02
    დარმწუნებული ვარ ზოგი თქვენგანი,
    ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნის
  • 4:02 - 4:05
    არათუ გარდაუვალობას, არამედ
    შესაძლებლობასაც კი ეჭვქვეშ აყენებს,
  • 4:05 - 4:09
    მაგრამ მაშინ თქვენ პრობლემა უნდა იპოვოთ
    შემდეგი დაშვებებიდან ერთ-ერთში.
  • 4:09 - 4:11
    სულ სამია ასეთი.
  • 4:12 - 4:17
    ინტელექტი ფიზიკურ სისტემებში
    ინფორმაციის დამუშავებას წარმოადგენს.
  • 4:17 - 4:20
    პრინციპში, ეს დაშვებაზე ცოტა უფრო მეტიცაა.
  • 4:20 - 4:23
    ჩვენ უკვე შევქმენით მანქანები
    ვიწრო ინტელექტით
  • 4:23 - 4:25
    და ბევრი მათქგანი მუშაობს კიდეც
  • 4:25 - 4:29
    ზეადამიანის შესაბამისი ინტელექტის დონეზე.
  • 4:29 - 4:31
    ასევე ვიცით, რომ მატერიას
  • 4:31 - 4:34
    შეუძლია წამოქმნას ე.წ. "ზოგადი ინტელექტი",
  • 4:34 - 4:38
    სხვადასხვა სფეროებაში
    მოქნილად აზროვნების უნარი,
  • 4:38 - 4:41
    რადგან ჩვენი ტვინები ახერხებენ ამას.
  • 4:41 - 4:45
    აქ ხომ მხოლოდ ატომებია
  • 4:45 - 4:49
    და თუ ატომებისგან შემდგარი
    ისეთი სისტემების შექმნას განვაგრძობთ,
  • 4:49 - 4:52
    რომლებიც სულ უფრო მეტ
    გონიერ საქციელს გამოავლენენ,
  • 4:52 - 4:55
    რაღაცამ თუ არ შეგვაჩერა,
  • 4:55 - 4:58
    საბოლოოდ ზოგადი ინტელექტის მქონე
  • 4:58 - 4:59
    მანქანებს შევქმნით.
  • 4:59 - 5:03
    მნიშვნელოვანია გავიაზროთ,
    რომ პროგრესის ტემპს არ აქვს მნიშვნელობა,
  • 5:03 - 5:06
    რადგან ნებისმიერი ტემპი საკმარისია,
    რომ ბოლოში გავიდეთ.
  • 5:06 - 5:10
    ჩვენ არ გვჭირდება მურის კანონი ამისთვის.
    არ გვჭირდება ექსპონენციალური პროგრესი.
  • 5:10 - 5:13
    ჩვენ მხოლოდ წინსვლა გვჭირდება.
  • 5:13 - 5:17
    მეორე დაშვება ისაა,
    რომ ჩვენ განვაგრძობთ პროგრესს.
  • 5:17 - 5:20
    განვაგრძობთ გონიერი მანქანების შექმნას.
  • 5:21 - 5:25
    თუ ინტელექტის ფასს გავითვალისწინებთ...
  • 5:25 - 5:28
    ინტელექტი, ან ყველაფერ იმის წყაროა
    რასაც ვაფასებთ,
  • 5:28 - 5:32
    ან გვჭირდება იმისთვის, რომ დავიცვათ
    ყველაფერი ის რასაც ვაფასებთ.
  • 5:32 - 5:34
    ის ჩვენი ყველაზე ფასეული რესურსია.
  • 5:34 - 5:36
    ამიტომ გვინდა ამის კეთება.
  • 5:36 - 5:39
    ჩვენ გვაქვს პრობლემები,
    რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია.
  • 5:39 - 5:43
    ჩვენ გვინდა ალცჰაიმერის და კიბოს მაგვარი
    დაავადებების განკურნება.
  • 5:43 - 5:47
    გვინდა ეკონომიკური სისტემებში გარკვევა.
    და კლიმატური მეცნიერების გაუმჯობესება.
  • 5:47 - 5:49
    ამიტომ თუ შევძელით,
    ამას აუცილებლად ვიზამთ.
  • 5:49 - 5:53
    მატარებელი უკვე დაიძრა
    და მას მუხრუჭი არ აქვს.
  • 5:54 - 5:59
    ბოლოს, ჩვენ არ წარმოვადგენთ
    ინტელექტის პიკს.
  • 5:59 - 6:02
    მასთან ახლოსაც კი არ ვართ.
  • 6:02 - 6:04
    ეს მართლაც საკვანძო აზრია.
  • 6:04 - 6:06
    ეს არის ის, რაც ჩვენს მდგომარეობას
    ასე არასაიმედოს
  • 6:06 - 6:11
    და რისკების მიმართ
    ჩვენს ინტუიციას, ასე არასანდოს ხდის.
  • 6:11 - 6:14
    განვიხილოთ ყველა დროის
    უჭკვიანესი ადამიანი.
  • 6:15 - 6:18
    ერთ-ერთ ასეთად თითქმის ყველა
    ჯონ ვან ნოიმანს დაასახელებს.
  • 6:18 - 6:21
    შთაბეჭდილება, რომელიც ვან ნოიმანმა
    მის გარშემომყოფებზე მოახდინა,
  • 6:21 - 6:25
    მისი თანამედროვე უდედესი მათემატიკოსების
    და ფიზიკოსების ჩათვლით,
  • 6:26 - 6:27
    კარგადაა დოკუმენტირებული.
  • 6:27 - 6:31
    ამ ისტორიების მხოლოდ ნახევარიც
    რომ იყოს ნახევრად მართალი,
  • 6:31 - 6:32
    ეჭვგარეშეა,
  • 6:33 - 6:35
    რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი
    უჭკვიანესი ადამიანი იყო.
  • 6:35 - 6:38
    განვიხილოთ ინტელექტის სპექტრი.
  • 6:38 - 6:41
    აქ არის ჯონ ვან ნოიმანი.
  • 6:42 - 6:43
    აქ კი, ვართ მე და თქვენ
  • 6:44 - 6:45
    და აქ კი - ქათამია.
  • 6:45 - 6:47
    (სიცილი)
  • 6:47 - 6:49
    უკაცრავად, ქათამი.
  • 6:49 - 6:50
    (სიცილი)
  • 6:50 - 6:54
    საჭირო არაა ეს საუბარი,
    კიდევ უფრო დეპრესიული გავხადოთ.
  • 6:54 - 6:55
    (სიცილი)
  • 6:56 - 7:00
    დიდად სავარაუდოა,
    რომ ინტელექტის სპექტრი,
  • 7:00 - 7:03
    ბევრად უფრო შორს მიდის,
    ვიდრე ჩვენ ამჟამად წარმოგვიდგენია
  • 7:04 - 7:07
    და თუ ჩვენ შევქმნით მანქანებს,
    რომლებსაც ჩვენზე დიდი ინტელექტი აქვთ,
  • 7:07 - 7:09
    დიდი ალბათობით ისინი ამ სპექტრის
  • 7:09 - 7:11
    ჩვენთვის წარმოუდგენელ სივრცეებს აითვისებენ
  • 7:11 - 7:15
    და ისე გვაჯობებენ,
    რომ ვერც კი წარმოვიდგენთ.
  • 7:15 - 7:19
    მნიშვნელოვანია ვხვდებოდეთ, რომ ეს ასეა
    მხოლოდ სისწრაფის შემთხვევაშიც კი.
  • 7:19 - 7:24
    წარმოიდგინეთ, რომ შევქმენით
    ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტი,
  • 7:24 - 7:28
    რომელიც სტენფორდის, ან MIT-ის
  • 7:28 - 7:30
    საშუალო დონის მკვლევართა ჯგუფზე
    ჭკვიანი არაა.
  • 7:30 - 7:34
    ელექტრონული სქემები დაახლოებით
    მილიონჯერ უფრო სწრაფად ფუნქციონირებენ,
  • 7:34 - 7:34
    ვიდრე ბიოქიმიური.
  • 7:35 - 7:38
    ამიტომ ეს მანქანა იაზროვნებს
    დაახლოებით მილიონჯერ სწრაფად,
  • 7:38 - 7:39
    ვიდრე ტვინები რომლებმაც ის შექმნეს.
  • 7:40 - 7:41
    თუ მას ერთი კვირა ვამუშვებთ,
  • 7:41 - 7:46
    ის შეასრულებს ადამიანის დონის
    20 000 წლის ინტელეტქუალურ სამუშაოს
  • 7:46 - 7:48
    კვირიდან კვირამდე.
  • 7:49 - 7:53
    ამის შემდეგ, არათუ როგორ შევზღუდავთ,
    არამედ როგორ გავუგებთ ტვინს,
  • 7:53 - 7:56
    რომელიც ასე პროგრესირებს?
  • 7:57 - 8:00
    კიდევ ერთი რამ,
    რაც გულწრფელად მაწუხებს ისაა
  • 8:00 - 8:03
    რომ საუკეთესო ვარიანტში,
  • 8:03 - 8:08
    წარმოიდგინეთ დავაპროექტეთ ისეთი
    ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტი,
  • 8:08 - 8:10
    რომელსაც უსაფრთხოების პრობლემა არ აქვს.
  • 8:10 - 8:13
    ჩვენ პირველივე ჯერზე
    გვაქვს იდეალური პროექტი.
  • 8:13 - 8:15
    თითქოს ზეციდან გვებოძა პროექტი,
  • 8:15 - 8:17
    რომელიც ისე მუშაობს როგორც ჩავიფიქრეთ.
  • 8:17 - 8:21
    ასეთი მანქანა იდეალური იქნებოდა
    შრომის შესამსუბუქებლად.
  • 8:21 - 8:24
    მან შეიძლება დააპროექტოს მანქანა,
    რომელიც შექმნის მანქანას,
  • 8:24 - 8:25
    რომელსაც შეუძლია
  • 8:25 - 8:28
    ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოს შესრულება
    მზის ენერგიით,
  • 8:28 - 8:30
    მეტ-ნაკლებად ნედლეულის ფასად.
  • 8:30 - 8:33
    ანუ ლაპარაკია ადამიანის დამქანცველი შრომის
    დასასრულზე.
  • 8:33 - 8:37
    ლაპარაკია ასევე უმეტესი
    ინტელექტულაური შრომის დასასრულზე.
  • 8:37 - 8:40
    მაშ, რას გააკეთებენ
    ჩვენნაირი პრიმატები ამ სიტუაციაში?
  • 8:40 - 8:45
    თავისუფლად შევძლებთ ვითამაშოთ
    ფრისბი და მასაჟი ვუკეთოთ ერთმანეთს.
  • 8:46 - 8:49
    დავამატოთ ცოტა LSD,
    ცოტა უცნაური ტანსაცმელი
  • 8:49 - 8:52
    და მთელი მსოფლიო "Burning Man"-ის
    ფესტივალს დაემსგავსება.
  • 8:52 - 8:53
    (სიცილი)
  • 8:54 - 8:57
    ეს შეიძლება მშვენივრად ჟღერდეს,
  • 8:57 - 9:00
    მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავებს,
  • 9:00 - 9:02
    რა მოხდება არსებულ ეკონომიკურ
    და პოლიტიკურ წყობაში?
  • 9:02 - 9:05
    სავარაუდოა, რომ მივიღოთ
  • 9:05 - 9:09
    უთანასწორობის და უმუშევრობის ისეთი დონე,
  • 9:09 - 9:11
    როგორიც არასდროს გვინახავს.
  • 9:11 - 9:14
    ამ ახალი სიმდიდრის
    მთელი კაცობირობის სასარგებლოდ
  • 9:14 - 9:16
    გაღების სურვილის არ ქონის პირობებში,
  • 9:16 - 9:19
    მილიარდელების მცირე ჯგუფი,
    დაამშვენებს ბიზნესჟურნალების გარეკანებს,
  • 9:19 - 9:22
    მაშინ როცა დანარჩენები იშიმშილებენ.
  • 9:22 - 9:25
    რას იზამენ რუსები, ან ჩინელები,
  • 9:25 - 9:27
    თუ გაიგებენ, რომ სილიკონის ველზე
    რომელიღაც კომპანია,
  • 9:27 - 9:30
    აპირებს ზეგონიერი
    ხელოვნური ინტელექტი აამუშაოს?
  • 9:30 - 9:33
    ამ მანქანას არნახული ძალით შეეძლება
  • 9:33 - 9:35
    აწარმოოს ომი,
  • 9:35 - 9:38
    როგორც სახმელეთო, ისე კიბერომი.
  • 9:38 - 9:41
    ეს ის სცენარია,
    რომელშიც გამარჯვებული იღებს ყველაფერს.
  • 9:41 - 9:44
    ამ შეჯიბრში 6 თვით წინ ყოფნა,
  • 9:44 - 9:47
    მინიმუმ 500 000 წლით წინ ყოფნას ნიშნავს.
  • 9:47 - 9:52
    ამიტომ, ასეთი გარღვევის შესახებ
    ჭირებმაც კი,
  • 9:52 - 9:55
    შეიძლება გადარიოს ჩვენი სახეობა.
  • 9:55 - 9:58
    ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამ,
  • 9:58 - 10:00
    ამჟამად, ჩემი აზრით
  • 10:00 - 10:05
    არის ის რასაც ხელოვნური ინტელექტის
    მკვლევარები ამბობენ,
  • 10:05 - 10:07
    როცა უნდათ, რომ იმედი მოგვცენ.
  • 10:07 - 10:10
    ყველაზე ხშირად ნათქვამი მიზეზი იმისა,
    რომ არ ვიღელვოთ, არის დრო.
  • 10:10 - 10:13
    ხომ იცით, იქამდე ჯერ კიდევ შორია.
  • 10:13 - 10:15
    სავარაუდოდ სადღაც 50 -100 წელია იქამდე.
  • 10:16 - 10:17
    ერთმა მკვლევარმა თქვა:
  • 10:17 - 10:19
    "ხელოვნურ ინტელექტზე ნერვიულობა,
  • 10:19 - 10:21
    იგივეა რაც ინერვიულოთ
    მარსის გადამეტდასახლებულობაზე"
  • 10:22 - 10:24
    ეს, "ამაზე ფიქრით ტვინს ნუ დაიღლით "-ის
  • 10:24 - 10:27
    სილიკონის ველისეული ვერსიაა
  • 10:27 - 10:27
    (სიცილი)
  • 10:28 - 10:29
    თითქოს ვერავინ ამჩნევს,
  • 10:29 - 10:32
    რომ დროითი ფაქტორის მოყვანა
  • 10:32 - 10:35
    სრულიად უადგილოა.
  • 10:35 - 10:38
    თუ ინტელექტი მხოლოდ
    ინფორმაციის დამუშავების ამბავია
  • 10:38 - 10:41
    და ჩვენ განვაგრძობთ
    მანქანების გაუმჯობესებას,
  • 10:41 - 10:44
    მაშინ მივიღებთ რაღაც ტიპის
    სუპერინტელექტს
  • 10:44 - 10:48
    და ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს,
    რა დრო დაგვჭირდება იმისთვის,
  • 10:48 - 10:51
    რომ მივიღოთ შესაბამისი
    უსაფრთხოების ზომები.
  • 10:52 - 10:53
    ნება მომეცით, კიდევ გავიმეორო.
  • 10:54 - 10:57
    ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს,
    რა დრო დაგვჭირდება იმისთვის,
  • 10:57 - 11:01
    რომ მივიღოთ შესაბამისი
    უსაფრთხოების ზომები.
  • 11:01 - 11:04
    თუ ვერ შეამჩნიეთ, გეტყვით,
    რომ ეს ის 50 წელი არ არის, რაც უწინ იყო.
  • 11:04 - 11:07
    ეს არის 50 წელი თვეებში.
  • 11:07 - 11:09
    ამდენი ხანია რაც აიფონები გვაქვს.
  • 11:09 - 11:12
    ამდენი ხანია რაც "სიმფსონები" გადის.
  • 11:13 - 11:15
    50 წელი არც ისე დიდი დროა იმისთვის,
  • 11:15 - 11:19
    რომ ჩვენი სახეობისთვის
    ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას შევეგებოთ.
  • 11:20 - 11:24
    კიდევ ერთხელ, თითქოს არ შეგვწევს უნარი
    გვქონდეს ადექვატური ემოციური რეაქცია,
  • 11:24 - 11:26
    იმის მიმართ, რაც აშკარად მოსალოდნელია.
  • 11:26 - 11:30
    კომპიუტერულმა მეცნიერმა სტიურატ რასელმა
    კარგი ანალოგია გააკეთა.
  • 11:30 - 11:35
    მან თქვა, წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი
    ცივილიზაციისგან მივიღეთ გზავნილი,
  • 11:35 - 11:37
    რომელიც ამბობს:
  • 11:37 - 11:39
    "დედამიწის მოსახლეობავ,
  • 11:39 - 11:42
    ჩვენ გეწვევით თქვენ პლანეტაზე
    50 წელიწადში.
  • 11:42 - 11:43
    მოემზადეთ"
  • 11:43 - 11:48
    და ამის შემდეგ თვეების თვლას დავიწყებთ,
    სანამ ხომალდი არ ჩამოვა?
  • 11:48 - 11:51
    ალბათ, ამაზე ცოტა უფრო მეტ
    გადაუდებლობას ვიგრძნობდით.
  • 11:52 - 11:54
    კიდევ ერთი მიზეზი,
    რასაც დასამშვიდებლად ამბობენ,
  • 11:54 - 11:58
    არის რომ ამ მანქანებს ჩვენი ფასეულობების
    გაზიარების გარდა სხვა გზა არ ექნებათ,
  • 11:58 - 12:00
    რადგან ისინი ჩვენი გაგრძელებები იქნებიან.
  • 12:00 - 12:02
    ისინი ჩვენს ტვინს მიუერთდებიან,
  • 12:02 - 12:05
    ჩვენ კი მათი ლიმბური სისტემა გავხდებით.
  • 12:05 - 12:07
    ერთი წამით დავფიქრდეთ,
  • 12:07 - 12:10
    რომ ყველაზე უსაფრთხო
    და ერთადერთი წინდახედული,
  • 12:10 - 12:11
    რეკომენდებული გზა,
  • 12:11 - 12:14
    არის ამ ტექნოლოგიების პირდაპირ
    ჩვენ ტვინში ჩანერგვა.
  • 12:15 - 12:18
    ეს შეიძლება მართლაც ყველაზე უსაფრთხო
    და ერთადერთი წინდახედული გზა იყოს,
  • 12:18 - 12:21
    მაგრამ როგორც წესი,
    ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე ზრუნვა,
  • 12:21 - 12:25
    მანამ უნდა იყოს დამთავრებული,
    სანამ მას თავში შევიტენით.
  • 12:25 - 12:27
    (სიცილი)
  • 12:27 - 12:32
    უფრო სიღრმისეული პრობლემა ისაა,
    რომ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნა,
  • 12:32 - 12:34
    თავისთავად უფრო მარტივი ჩანს,
  • 12:34 - 12:35
    ვიდრე მისი შექმნა
  • 12:35 - 12:38
    და შემდეგ ნეირომეცნიერების სრული შესწავლა,
  • 12:38 - 12:41
    რაც საშუალებას მოგვცემს
    მოვახდინოთ ჩვენ ტვინში მისი ინტეგრაცია.
  • 12:41 - 12:44
    იმის გათვალისწინებით,
    რომ კომპანიები და მთავრობები,
  • 12:44 - 12:48
    რომლებიც ამას აკეთებენ,
    თავს ყველა დანარჩენთან შეჯიბრში აღიქვამენ
  • 12:48 - 12:51
    და რომ ამ შეჯიბრის მოგება,
    მსოფლიოს მოგებას ნიშნავს,
  • 12:51 - 12:53
    თუ მეორე წამს ამ მსოფლიოს
    არ გაანადგურებენ,
  • 12:53 - 12:56
    მაშინ სავარაუდოა,
    რომ პირველ რიგში იმას გააკეთებენ,
  • 12:56 - 12:58
    რისი გაკეთებაც ყველაზე მარტივია.
  • 12:59 - 13:01
    სამწუხაროდ მე არ მაქვს
    ამ პრობლემაზე პასუხი,
  • 13:01 - 13:04
    გარდა რჩევისა, რომ უფრო მეტმა ჩვენგანმა
    იფიქროს ამაზე.
  • 13:04 - 13:07
    ვფიქრობ, რაღაც "მანჰეტენის პროექტის"
    მაგვარი გვჭირდება
  • 13:07 - 13:08
    ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
  • 13:08 - 13:11
    არა იმისთვის, რომ ის შევქმნათ,
    რადგან ვფიქრობ ეს გარდაუვლად მოხდება,
  • 13:11 - 13:15
    არამედ, რომ გავარკვიოთ,
    თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სამხედრო შეჯიბრი
  • 13:15 - 13:18
    და შევქმნათ ეს მანქანა ისე,
    რომ ის თანხვედრაში იყოს, ჩვენ ინტერესთან.
  • 13:18 - 13:20
    როცა ვლაპარაკობთ ზეგონიერ
    ხელოვნურ ინტელექტზე,
  • 13:20 - 13:23
    რომელსაც საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია,
  • 13:23 - 13:27
    მგონია, რომ ერთი შანსი გვაქვს,
    სწორ საწყის პირობებს მივაგნით
  • 13:27 - 13:29
    და ამ შემთხვევაშიც დაგვჭირდება,
  • 13:29 - 13:33
    რომ ამის პოლიტიკური და ეკონომიკური
    შედეგები გადავხარშოთ.
  • 13:34 - 13:36
    თუმცა, როგორც კი ვაღიარებთ,
  • 13:36 - 13:40
    რომ ინტელექტის წყარო
    ინფორმაციის დამუშავებაა,
  • 13:41 - 13:46
    რომ რაღაც შესაბამისი გამოთვლითი სისტემა
    წარმოდაგენს ინტელექტის ბაზისს,
  • 13:46 - 13:51
    ვაღიარებთ, რომ ჩვენ უწყვეტად
    გავაუმჯობესებთ ამ სისტემებს
  • 13:51 - 13:56
    და ვაღიარებთ, რომ გონებრივი შესაძლებლობის
    ჰორიზონტი იმაზე ბევრად უფრო შორს მიდის,
  • 13:56 - 13:58
    ვიდრე ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია,
  • 13:58 - 13:59
    მაშინ უნდა ვაღიაროთ,
  • 13:59 - 14:03
    რომ ჩვენ ვართ რაღაც ტიპის
    ღმერთის შექმნის პროცესში.
  • 14:03 - 14:06
    ახლა ის დროა, ვიზრუნოთ იმაზე,
    რომ ეს ისეთი ღმერთი იყოს,
  • 14:06 - 14:08
    რომელთანაც შევძლებთ თანაცხოვრებას.
  • 14:08 - 14:10
    დიდი მადლობა.
  • 14:10 - 14:15
    (აპლოდისმენტები)
Title:
შეგვიძლია ისე შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?
Speaker:
სემ ჰერისი
Description:

გეშინიათ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტის? ნეირომეცნიერი და ფილოსოფოსი სემ ჰერისი ამბობს, რომ უნდა გვეშინოდეს და არა მხოლოდ თეორიულად. ჩვენ სუპერ მანქანების აგების გზას ვადგავართ, მაგრამ ჯერ არ შევჭიდებივართ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი რამის შექმნასთან, რაც შეიძლება ისე მოგვეპყროს, როგორც ჩვენ ვეპყრობით ჭიანჭველებს, ამბობს ჰერისი.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:27

Georgian subtitles

Revisions Compare revisions