Return to Video

როგორ გამოვიმუშავოთ თავისუფალი დროის კონტროლი

  • 0:00 - 0:04
    როდესაც ადამიანები იგებენ,
    რომ დროის მართვაზე ვწერ,
  • 0:05 - 0:06
    ორ რამეს ვარაუდობენ.
  • 0:08 - 0:11
    პირველი, რომ ყოველთვის პუნქტუალური ვარ,
  • 0:12 - 0:13
    რასაც ვერ დავეთანხმები.
  • 0:14 - 0:15
    ოთხი პატარა შვილი მყავს
  • 0:15 - 0:18
    და ჩემს პერიოდულ დაგვიანებებზე
    მათ დავადანაშაულებდი,
  • 0:18 - 0:20
    მაგრამ ზოგჯერ ეს მათი ბრალი არაა.
  • 0:20 - 0:24
    ერთხელ, საკუთარ სიტყვით გამოსვლაზე
    დავაგვიანე, რომელიც დროის მართვას ეხებოდა.
  • 0:24 - 0:26

    (სიცილი)
  • 0:26 - 0:29
    ყველას ერთად მოგვიწია
    შეგვეგრძნო ამ მომენტის ირონია.
  • 0:29 - 0:32
    მეორე რასაც ვარაუდობენ ისაა,
    რომ დროის აქა-იქ დაზოგვის
  • 0:32 - 0:34
    ბევრ ხრიკს და ხერხს ვფლობ.
  • 0:34 - 0:38
    ზოგჯერ ჟურნალებიდან მიკავშირდებიან,
    როცა ამ თემაზე წერენ,
  • 0:38 - 0:41
    როგორ დაეხმარონ თავიანთ მკითხველს,
    დამატებითი ერთი საათის გამონახვაში.
  • 0:41 - 0:44
    მათი იდეა ისაა, რომ ყოველდღიური
    აქტივობების დროს ცოტ-ცოტას ვაკლებთ,
  • 0:44 - 0:46
    ერთმანეთს ვუმატებთ
  • 0:46 - 0:48
    და კარგი რამეებისთვის დრო გვრჩება.
  • 0:48 - 0:51
    ეს აზრი საეჭვოდ მეჩვენება,
    თუმცა ყოველთვის ვინტერესდები რჩევებით,
  • 0:51 - 0:54
    რომლებიც ჩემთან დაკავშირებმდე აქვთ.
  • 0:54 - 0:56
    აი, ჩემი რჩეულებიც:
  • 0:56 - 0:59
    ისეთი დავალებების შესრულება, რომლებსაც
    მხოლოდ მარჯვნივ მობრუნება სჭირდება.
  • 0:59 - 1:00
    (სიცილი)
  • 1:00 - 1:02
    აზრიანად მოვიქცეთ ღუმელის გამოყენებისას:
  • 1:02 - 1:05
    თუ შეფუთვაზე მოსამაზდებლად
    3 - 3,5 წუთია მითითებული,
  • 1:05 - 1:07
    ეგრევე ქვედა ზღვარს ვირჩევთ.
  • 1:07 - 1:10
    და ჩემთვის ყველაზე გამორჩეული,
    რომელიც რაღაც დოზით გონივრულიცაა,
  • 1:10 - 1:13
    ჩაიწეროთ საყვარელი შოუები, რითაც
    რეკლამების გადახვევას შეძლებთ.
  • 1:13 - 1:15
    შედეგად ყოველ ნახევარ საათში
    რვა წუთს დაზოგავთ.
  • 1:15 - 1:18
    ანუ ტელევიზორის 2 საათით ყურებისას
  • 1:18 - 1:19
    ვარჯიშისთვის 32 წუთს გამონახავთ.
  • 1:19 - 1:20
    (სიცილი)
  • 1:20 - 1:21
    რაც სიმართლეა.
  • 1:23 - 1:25
    იცით სხვანაირად როგორ გამონახოთ
    32 წუთი ვარჯიშისთვის?
  • 1:26 - 1:28
    არ უყუროთ ტელევიზორს დღეში 2 საათი.
  • 1:28 - 1:29
    (სიცილი)
  • 1:29 - 1:32
    რაც არ უნდა იყოს
    მათი აზრით აქა-იქ დაზოგილი დროით,
  • 1:33 - 1:35
    ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ
    რაც გვსურს.
  • 1:35 - 1:38
    თუმცა, მას შემდეგ, რაც წარმატებული
    ადამიანების დროის გამოყენებისა
  • 1:38 - 1:41
    და საათობრივი განრიგის შესწავლა
    და მათზე დაკვირვება დავიწყე,
  • 1:41 - 1:44
    ვფიქრობ რჩევა აბსოლიტურად
    საპირისპირო უნდა იყოს.
  • 1:44 - 1:48
    დროის დაზოგვით კი ვერ მოვიწყობთ
    ისეთ ცხოვრებას როგორიც გვსურს,
  • 1:49 - 1:51
    არამედ სასურველი ცხოვრების მოწყობით,
  • 1:51 - 1:54
    დრო თავისით დაიზოგება.
  • 1:55 - 1:56
    აი, რას ვგულისხმობ.
  • 1:56 - 1:58
    ახლახან დროის დღიურის პროექტზე ვიმუშავე,
  • 1:58 - 2:02
    რომლის ფარგლებშიც ძალიან დაკავებული
    ქალების 1 001 დღეს დავაკვირდი.
  • 2:02 - 2:05
    მათ ძალიან რთული სამსახურები ჰქონდათ,
    ზოგს საკუთარი ბიზნესებიც,
  • 2:05 - 2:07
    ბავშები მოსავლელი და ზოგს მშობლებიც,
  • 2:07 - 2:09
    საზოგადოებრივი ვალდებულებები...
  • 2:09 - 2:11
    მოკლედ, ძალიან დაკავებული ხალხი.
  • 2:11 - 2:14
    ვთხოვე, კვირის განმავლობაში საკუთარი
    დროის განრიგზე თვალი ედევნებინათ,
  • 2:14 - 2:17
    რომ გამეგო ჯამში
    რამდენს მუშაობდნენ და რამდენი ეძინათ,
  • 2:17 - 2:19
    შემდეგ ჩემი წიგნისთვის
    მათი სტრატეგიების შესახებ ვკითხე.
  • 2:19 - 2:21
    ერთ-ერთი ქალი,
    რომლის განრიგი შევისწავლე,
  • 2:21 - 2:23
    ოთხშაბათს რაღაცაზე გადის სახლიდან.
  • 2:23 - 2:26
    დაბრუნებულს კი, წყლის გამათბობელი
    გაფუჭებული ხვდება
  • 2:26 - 2:28
    და მთელ სარდაფში წყალი დგას.
  • 2:28 - 2:31
    თუ ასეთი რამ დაგმართნიათ გეცოდინებათ,
  • 2:31 - 2:34
    რომ ეს დიდად დამაზარალებელი,
    საშიში და გამლუმპველი მოვლენაა.
  • 2:34 - 2:36
    ის მყისვე, იმ ღამესვე რეაგირებს,
  • 2:36 - 2:39
    მომდევნო დღისთვის
    უკვე სანტექნიკოსები მოდიან
  • 2:39 - 2:42
    და შემდეგ დღეს, დასუფთავების სამსახური
    გაფუჭებული ხალიჩის აღსადგენად.
  • 2:42 - 2:44
    ეს ყველაფერი კი, დროის დღიურში იწერება.
  • 2:44 - 2:46
    რაც საბოლოოდ მისი კვირის 7 საათს იკავებს.
  • 2:47 - 2:48
    7 საათი.
  • 2:49 - 2:52
    იგივეა რაც დღეში ერთი
    დამატებითი საათის გამოძებნა.
  • 2:53 - 2:56
    მაგრამ დარწმუნებული ვარ
    კვირის დასაწყისში მისთვის რომ გეკითხათ:
  • 2:56 - 2:59
    "გამოძებნი შვიდ საათს ტრიატლონისთვის"?
  • 3:00 - 3:04
    "გამოძებნი 7 საათს
    7 ღირსეული ადამიანის მენტორობისთვის?"
  • 3:04 - 3:07
    დარწმუნებული ვარ იმას გიპასუხებდათ,
    რასაც უმეტესი ჩვენგანი:
  • 3:07 - 3:11
    "არა, ვერ ხედავ როგორი დაკავებული ვარ?"
  • 3:11 - 3:13
    მაგრამ როცა მთელი მისი სარდაფი
    წყალში ცურავდა
  • 3:13 - 3:16
    იძულებული შეიქმნა
  • 3:16 - 3:19
    7 საათი გამოენახა.
  • 3:19 - 3:23
    რამაც დაგვანახა,
    რომ დრო ძალიან ელასტიურია.
  • 3:24 - 3:26
    ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ მეტ დროს,
  • 3:26 - 3:30
    მაგრამ ჩვენი არჩეული საქმეების
    მოსაგვარებლად დრო თავისით გაიწელება.
  • 3:30 - 3:33
    დროის მართვის გასაღებიც ეს არის,
  • 3:34 - 3:36
    ისე მივუდგეთ ჩვენს პრიორიტეტებს,
  • 3:36 - 3:39
    როგორც იმ გაფუჭებულ წყლის გამათბობელს.
  • 3:39 - 3:43
    ამაში რომ დავრწმუნდეთ, ერთ-ერთი ყველაზე
    დაკავებული ადამიანის სიტყვებს გამოვიყენებ
  • 3:43 - 3:45
    ვისაც კი გავსაუბრებივარ.
  • 3:45 - 3:47
    დაკავებულში ვგულისხმობ,
    რომ პატარა ბიზნესი ჰქონდა,
  • 3:47 - 3:49
    სადაც 12 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული,
  • 3:49 - 3:51
    თავისუფალ დროს კი 6 შვილთან ატარებდა.
  • 3:51 - 3:53
    ინტერვიუს ჩასაწერად ვუკავშირდებოდი ხოლმე
  • 3:53 - 3:56
    თემაზე: "ამ ყველაფერს როგორ ახერხებდა".
  • 3:56 - 3:58
    მახსოვს ხუთშაბათი დილა იყო,
  • 3:58 - 4:00
    მას კი ჩემთან სასაუბროდ არ ეცალა.
  • 4:00 - 4:01
    რა თქმა უნდა, არა?
  • 4:01 - 4:03
    თუმცა, ჩემთან სასაუბროდ
    იმიტომ არ ეცალა,
  • 4:03 - 4:05
    რომ ლაშქრობაზე იყო წასული,
  • 4:05 - 4:07
    რადგან გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო
  • 4:07 - 4:09
    და მას ლაშქრობაზე წასვლა მოუნდა.
  • 4:09 - 4:11
    რა თქმა უნდა ამან ძალიან დამაინტერესა,
  • 4:11 - 4:14
    და როცა საბოლოოდ გამოვიჭირე
    ეს შემდეგნაირად ამიხსნა:
  • 4:14 - 4:17
    "მისმინე ლაურა,
    ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ,
  • 4:18 - 4:21
    ყოველ წუთს, რომელსაც ვხარჯავ,
    ჩემი არჩევანია."
  • 4:22 - 4:23
    და იმის თქმის ნაცვლად, რომ:
  • 4:23 - 4:26
    "მე არ მაქვს დრო ამისთვის, იმისთვის"
  • 4:26 - 4:31
    მან მითხრა: "არ ვაკეთებ ამას და იმას,
    რადგან ჩემთვის არაა პრიორიტეტული"
  • 4:32 - 4:36
    "არ მაქვს დრო", უმეტესწილად ნიშნავს,
    რომ "ეს ჩემთვის პრიორიტეტული არაა."
  • 4:37 - 4:39
    თუ დაფიქრდებით,
    ეს ნამდვილად უფრო სწორი ფორმულირებაა.
  • 4:39 - 4:43
    მაგალითად, მე შეიძლება გითხრათ,
    რომ ჟალუზების გასაწმენდად დრო არ მაქვს,
  • 4:43 - 4:44
    მაგრამ ეს სიცრუე იქნება.
  • 4:44 - 4:46
    თუ მათ გაწმენდაში
    100 000 დოლარს შემომთავაზებთ,
  • 4:46 - 4:48
    ძალიან სწრაფადაც ვიზამდი ამას.
  • 4:48 - 4:49
    (სიცილი)
  • 4:49 - 4:51
    რადგან ეს არ მოხდება,
  • 4:51 - 4:53
    შემიძლია დავადასტურო,
    რომ ეს დროის ნაკლებობის პრობლემა არაა,
  • 4:53 - 4:56
    არამედ იმის, რომ ამის გაკეთება არ მინდა.
  • 4:56 - 4:58
    ეს სიტყვები გვამცნობს, რომ დრო არჩევანია.
  • 4:58 - 4:59
    ამიტომ მართალია,
  • 4:59 - 5:02
    ზოგ არჩევანს საშინელი შედეგები
    შეიძლება მოჰყვეს.
  • 5:02 - 5:04
    ამ აზრს ვეთანხმები,
  • 5:04 - 5:05
    მაგრამ ჩვენ გონიერი ხალხი ვართ
  • 5:05 - 5:07
    და გრძელვადიან პერსპექტივაში
  • 5:07 - 5:10
    ნამდვილად შეგვიძლია
    ჩვენი ცხოვრება ისე დავგეგმოთ,
  • 5:10 - 5:12
    როგორც შეგვეფერება.
  • 5:13 - 5:14
    მაშ, როგორ მოვახერხოთ ეს?
  • 5:15 - 5:17
    როგორ მივუდგეთ ჩვენს პრიორიტეტებს,
  • 5:17 - 5:19
    როგორც იმ გაფუჭებულ
    წყლის გაამთბობელს?
  • 5:20 - 5:22
    პირველ რიგში პრიორიტეტებში უნდა გავერკვეთ.
  • 5:22 - 5:25
    ამაზე ფიქრის ორ სტრატეგიას შემოგთავაზებთ.
  • 5:25 - 5:26
    პირველი, პროფესიული ნაწილი:
  • 5:26 - 5:29
    დარწმუნებული ვარ,
    წლის ბოლოსთვის ბევრი ადამიანი
  • 5:29 - 5:31
    ამზადებს, ან ღებულობს
    საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
  • 5:31 - 5:34
    გადახედავთ წლის მიღწევებს,
  • 5:34 - 5:36
    თქვენს "ზრდის შესაძლებლობებს".
  • 5:36 - 5:38
    ეს საკუთარ დანიშნულებას ასრულებს,
  • 5:38 - 5:42
    მაგრამ ჩემი აზრით უფრო ეფექტური იქნება,
    თუ ამას მომავლისთვის ვიზამთ.
  • 5:42 - 5:44
    ანუ წარმოიდგინეთ,
    რომ მომავალი წლის დასასრულია.
  • 5:44 - 5:47
    აკეთებთ თქვენი შედეგების ანალიზს.
  • 5:47 - 5:51
    ეს წელი თქვენთვის
    პროფესიულად შესანიშნავი იყო.
  • 5:52 - 5:58
    3-დან 5-მდე რა ისეთი საქმე გააკეთეთ,
    რომ წელი ასეთი შესანიშნავი გამოვიდა?
  • 5:59 - 6:03
    ანუ თქვენ შეგიძლიათ მომავალი წლის
    შედეგების მიმოხილვა ახლა დაწეროთ.
  • 6:03 - 6:05
    ამის გაკეთება პირად ცხოვრებაზეც შეგიძლიათ.
  • 6:05 - 6:07
    დარწმუნებული ვარ დეკემბრისთის
    ბევრი თქვენგანი, ჩემსავით
  • 6:07 - 6:11
    იღებს ფერად-ფერად ბარათებს,
  • 6:11 - 6:16
    რომლებზეც ჩვეულებისამებრ საოჯახო
    სადღესასწაულო მილოცვებია დაწერილი.
  • 6:16 - 6:18
    (სიცილი)
  • 6:18 - 6:21
    ეს იგივეა რაც უხარისხო ლიტერატურა,
  • 6:21 - 6:24
    რომელიც დაუსრულებლად გვიყვება,
    თუ როგორი საყვარელია ოჯახის ყველა წევრი,
  • 6:24 - 6:25
    ან უფრო მეტად სახალისო,
  • 6:25 - 6:27
    როგორი დაკავებულია ოჯახის ყველა წევრი.
  • 6:28 - 6:29
    თუმცა, ამ წერილების დანიშნულებაა,
  • 6:29 - 6:32
    თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოუყვეს
  • 6:32 - 6:35
    წლის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი,
    რაც თქვენს ცხოვრებაში ღირებული იყო.
  • 6:35 - 6:37
    მაშ, ეს წელი თითქმის დასრულდა,
  • 6:37 - 6:39
    მაგრამ მინდა წარმოიდგინოთ,
    რომ ეს მომდევნო წლის ბოლოა
  • 6:39 - 6:42
    და რომ ეს არაჩვეულებრივი წელი იყო
  • 6:42 - 6:45
    როგორც თქვენთვის
    ისე თქვენი ახლობლებისთვის.
  • 6:45 - 6:50
    3-დან 5-მდე რა ისეთი საქმე გააკეთეთ,
    რომ არაჩვეულებრივი წელი გამვიდა?
  • 6:51 - 6:55
    ანუ ახლავე შეგიძლიათ,
    მომდევნო წლის მისალოცი ბარათები დაწეროთ.
  • 6:56 - 6:57
    ოღონდ არ გააგზავნოთ.
  • 6:57 - 6:58
    (სიცილი)
  • 6:58 - 7:01
    გთხოვთ, არ გააგზავნოთ.
  • 7:01 - 7:02
    მაგრამ შეგიძლიათ დაწეროთ.
  • 7:02 - 7:06
    ახლა კი, შედეგების ანალიზსა
    და სადღესასწაულო ბარათებამდე
  • 7:06 - 7:09
    6-დან 10-მდე მიზანი გვაქვს,
    მომდევნო წლისთვის სამუშაოდ.
  • 7:09 - 7:12
    ისინი შესრულებად ბიჯებად უნდა დავყოთ.
  • 7:12 - 7:14
    შეიძლება ოჯახის ისტორიის დაწერა მოგინდეთ.
  • 7:15 - 7:17
    პირველ რიგში, სტილის გასაცნობად
  • 7:17 - 7:19
    სხვა ოჯახური ისტორიები
    შეგიძლიათ წაიკითხოთ.
  • 7:19 - 7:21
    შემდეგ შეიძლება იფიქროთ
    რა ჰკითხოთ ნათესავებს,
  • 7:21 - 7:23
    გასაუბრებისთვის შეხვედრები დანიშნოთ.
  • 7:23 - 7:25
    ან იქნებ 5 კმ გინდათ გაირბინოთ.
  • 7:25 - 7:28
    ამისათვის შეჯიბრების პოვნა,
    დარეგისტრირება, ვარჯიშის დაგეგმვა
  • 7:28 - 7:31
    და კარადის უკნიდან ფეხსაცმელების
    გამოღება დაგჭირდებათ.
  • 7:31 - 7:32
    ამის შემდეგ... ეს საკვანძოა...
  • 7:32 - 7:36
    ჩვენი პრიორიტეტების
    განრიგის წინა პლანზე წამოწევით,
  • 7:36 - 7:39
    მათ ისე ვუდგებით
    როგორც იმ გაფუჭებულ წყლის გამათბობელს.
  • 7:40 - 7:45
    ამას კი კვირების წინასწარი
    დაგეგმვით ვაკეთებთ
  • 7:45 - 7:48
    ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი დრო,
    პარასკევის მეორე ნახევარი მგონია.
  • 7:49 - 7:51
    პარასკევის ნაშუადღევს ეკონომისტები
  • 7:51 - 7:54
    "დაბალი ალტერნატიული დანახარჯის"
    დროს უწოდებენ.
  • 7:55 - 7:58
    უმეტესობა პარასკევ ნაშუადღევს
    არ ვამბობთ ხოლმე:
  • 7:58 - 8:00
    "ამ წუთას მოწადინებული ვარ
  • 8:00 - 8:01
    ჩემი პროფესიული
  • 8:01 - 8:03
    და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის."
  • 8:03 - 8:04
    (სიცილი)
  • 8:04 - 8:07
    თუმცა ჩვენ მზად ვართ დავფიქრდეთ
    ამ შესაძლებლობებზე.
  • 8:07 - 8:09
    ამიტომ პარასკევს ნაშუადღევს
    ცოტა დრო გამონახეთ,
  • 8:09 - 8:15
    ჩამოწერეთ პრიორიტეტების სამი კატეგორია:
    კარიერა, ურთიერთობები, საკუთარი თავი.
  • 8:16 - 8:20
    კატეგორიების ეს სია გვახსენებს,
  • 8:20 - 8:23
    რომ სამივე კატეგორიაში
    რაღაც უნდა მოვათავსოთ.
  • 8:23 - 8:24
    კარიერაზე ვფიქრობთ;
  • 8:24 - 8:26
    ურთიერთობებზე და საკუთარ თავზე
  • 8:26 - 8:27
    არც ისე.
  • 8:27 - 8:29
    ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ პატარა სია.
  • 8:29 - 8:31
    თითოეულში ორი, ან სამი ასპექტით.
  • 8:31 - 8:33
    შემდეგ მომდევნო კვირას დააკვირდით
  • 8:33 - 8:36
    და ნახეთ, თუ როდისთვის შეძლებთ
    მათ შესრულებას.
  • 8:36 - 8:38
    ეს კი თქვენზეა დამოკიდებული.
  • 8:38 - 8:42
    ზოგისთვის უფრო ძნელი იქნება,
    ზოგისთვის ნაკლებად.
  • 8:42 - 8:45
    ზოგის ცხოვრება ხომ
    სხვებისაზე უფრო რთულია.
  • 8:46 - 8:49
    პოეზიის გაკვეთილისთვის
    დროის გამონახვა გართულდება,
  • 8:49 - 8:52
    თუ რამდენიმე ბავშვს მარტო უვლით.
  • 8:52 - 8:53
    ეს მესმის
  • 8:53 - 8:55
    და ვინმეს ძალისხმევას
    სულაც არ ვაკნინებ,
  • 8:55 - 9:01
    მაგრამ მიმაჩნია რომ რიცხვები, რომელსაც
    ახლა გაგაცნობთ, ნამდვილად დამაიმედებელია.
  • 9:01 - 9:05
    კვირაში 168 საათია.
  • 9:06 - 9:11
    ოცდაოთხჯერ შვიდი 168-ის ტოლია.
  • 9:11 - 9:14
    ეს ძალიან დიდი დროა.
  • 9:15 - 9:18
    თუკი სრულ განაკვეთზე მუშაობთ,
    ანუ 40 საათს კვირაში
  • 9:18 - 9:21
    და ღამით 8 საათი გძინავთ,
    ანუ 56 საათი კვირაში,
  • 9:21 - 9:24
    მაშინ სხვა რამეებისთვის 72 საათი გრჩებათ.
  • 9:25 - 9:27
    ეს კი ძალიან დიდი დროა.
  • 9:27 - 9:29
    თუ კვირაში 50 საათს მუშაობთ,
  • 9:29 - 9:31
    შესაძლოა ძირითად
    და დამატებით სამუშაოზე,
  • 9:31 - 9:33
    ეს სხვა საქმეებისთის 62 საათს გიტოვებთ.
  • 9:33 - 9:35
    თუ 60 საათს მუშაობთ,
  • 9:35 - 9:38
    მაშინ 52 საათი გრჩებათ.
  • 9:38 - 9:40
    და თუ იტყვით,
    რომ 60 საათზე მეტს მუშაობთ.
  • 9:40 - 9:41
    უკაცრავად, დარწმუნებული ხართ?
  • 9:41 - 9:43
    (სიცილი)
  • 9:43 - 9:46
    ერთ კვლევაში ხალხის ნავარაუდევი
    სამუშაო საათების რაოდენობა,
  • 9:46 - 9:47
    სამუშაო დღიურებს შეადარეს.
  • 9:47 - 9:51
    აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც
    75 სთ-ზე მეტ სამუშაო საათს იბრალებდნენ,
  • 9:51 - 9:53
    დაახლოებით 25 საათით ცდებოდნენ.
  • 9:53 - 9:54
    (სიცილი)
  • 9:54 - 9:56
    მიხვდებით რომელ მხარეს ხომ?
  • 9:57 - 9:59
    ნებისმიერ შემთხვევაში, კვირაში 168 საათში
  • 9:59 - 10:03
    შეგვიძლია გამოვნახოთ დრო იმისათვის,
    რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
  • 10:03 - 10:05
    თუ თქვენ შვილებთან
    მეტი დროის გატარება გინდათ,
  • 10:05 - 10:08
    ამასთანავე გინდათ ტესტირებისთვის
    უფრო მეტად მოემზადოთ.
  • 10:08 - 10:11
    გინდათ ივარჯოშოთ სამი საათი
    და მოხალისეობას დაუთმოთ ორი,
  • 10:11 - 10:12
    თქვენ ამას შეძლებთ.
  • 10:12 - 10:16
    იმ შემთხვევაშიც კი,
    თუ სრულ განაკვეთზე ბევრად მეტს მუშაობთ.
  • 10:16 - 10:18
    მაშ, უამრავი დრო გვქონია,
    რაც ძალიან მაგარია,
  • 10:18 - 10:19
    და იცით რატომ?
  • 10:19 - 10:22
    ამდენი დრო არც კი გვჭირდება
    საოცარი რამეების გასაკეთებლად.
  • 10:22 - 10:26
    მაგრამ როცა უმეტესობა ცოტა დროს
    გამოვნახავთ როგორ ვიქცევით?
  • 10:26 - 10:27
    ვიღებთ ტელეფონს
  • 10:28 - 10:30
    და ფოსტის წაშლას ვიწყებთ, არა?
  • 10:30 - 10:32
    ან სახლში უაზროდ დავბოდიალობთ,
  • 10:32 - 10:34
    ან ტელევიზორს ვუყურებთ.
  • 10:34 - 10:37
    პატარა მომენტებს
    შეიძლება დიდი ძალა ჰქონდეს.
  • 10:38 - 10:40
    ცოტ-ცოტა დრო
  • 10:40 - 10:42
    შეგიძლიათ ცოტ-ცოტა
    სიამოვნებისთვის გამოიყენოთ.
  • 10:43 - 10:46
    შეიძლება ეს სამსახურამდე გზად
  • 10:46 - 10:48
    რამე საინტერესოს კითხვა იყოს.
  • 10:48 - 10:51
    როცა სამსახურამდე მისასვლელად
    ყოველ დილით, ორი ავტობუსის გამოცვლა
  • 10:51 - 10:52
    და მეტრო მჭირდებოდა,
  • 10:52 - 10:56
    შაბათ-კვირას ბიბლიოთეკაში საკითხავის
    წამოსაღებად შევივლიდი ხოლმე.
  • 10:56 - 10:59
    რაც ჩემს მგზავრობას,
    თითქმის სასიამოვნოს ხდიდა.
  • 11:00 - 11:03
    სამსახურის შესვენება შეიძლება
    მედიტაციის, ან ლოცვისთვის გამოიყენოთ.
  • 11:03 - 11:07
    თუკი გიჟური სამუშაო გრაფიკის გამო,
    გარეთ გიწევთ სადილობა,
  • 11:07 - 11:09
    ოჯახურმა საუზმემ ეს შეიძლება
    საუკეთესოდ ჩაანაცვლოს.
  • 11:10 - 11:13
    ამ გზით ადამიანი
    მთელს საკუთარ დროს უყურებს
  • 11:13 - 11:15
    და ხედავს სად ჩასვას სასიამოვნო რამეები.
  • 11:17 - 11:18
    ამის ნამდვილად მჯერა.
  • 11:19 - 11:22
    მაშინაც კი მოიძენება დრო,
  • 11:23 - 11:25
    როცა ძალიან დაკავებულები ვართ.
  • 11:25 - 11:27
    მნიშნელოვანი რამისთვის ყველას გვაქვს დრო
  • 11:28 - 11:30
    და როცა იმაზე ვკონცენტრირდებით
    რაც მნიშვნელოვანია,
  • 11:30 - 11:32
    შევძლებთ სასურველი ცხოვრების მოწყობას,
  • 11:33 - 11:34
    იმ დროში რაც გვაქვს.
  • 11:35 - 11:36
    მადლობა.
  • 11:36 - 11:41
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ გამოვიმუშავოთ თავისუფალი დროის კონტროლი
Speaker:
ლაურა ვანდერკამი
Description:

კვირაში 168 საათია. როგორ ვპოულობთ დროს იმისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია? დროის მართვის ექსპერტი ლაურა ვანდერკამი იკვლევს, თუ როგორ ატარებენ დაკავებული ადამიანები თავიანთ ცხოვრებას. მან აღმოაჩინა, რომ ბევრი ჩვენგანი გადაჭარბებით აფასებს საკუთარ ვალდებულებებს, მაშინ როცა საკმარისად ვერ აფასებს საკუთარი თავისთვის დათმობილ დროს. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის, მეტი დროის გამონახვის რამდენიმე პრაქტიკულ ხერხს გვთავაზობს, იმისთვის რომ შევძლოთ "სასურველი ცხოვრების მოწყობა, იმ დროში რაც გვაქვს."

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
11:54

Georgian subtitles

Revisions