Return to Video

რატომ არ კეთდება საქმე სამსახურში

  • 0:00 - 0:02
    მინდა გესაუბროთ სამსახურის შესახებ
  • 0:02 - 0:04
    კონკრეტულად კი, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს
  • 0:04 - 0:06
    შეასრულონ საქმე სამსახურში,
  • 0:06 - 0:09
    ეს პრობლემა, მგონი, ყველას გვაერთიანებს...
  • 0:09 - 0:11
    მაგრამ, მოდით, თავიდან დავიწყოთ:
  • 0:11 - 0:14
    არსებობენ კომპანიები, არასამეწარმეო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ორგანიზაციები
  • 0:14 - 0:16
    და ყველა ამ ორგანიზაციას
  • 0:16 - 0:18
    ჰყავს თანამშრომლები
  • 0:18 - 0:20
    ან მოხალისეები..
  • 0:20 - 0:23
    და ისინი ელიან ამ თანამშრომლებისგან საქმის კეთებას მათთვის..
  • 0:23 - 0:25
    დიადი საქმის კეთებას--
  • 0:25 - 0:27
    იმედს ვიტოვებ მაინც, რომ ეს ასეა..
  • 0:27 - 0:29
    ჩვეულებრივად, კარგ საქმეს მაინც.
  • 0:29 - 0:31
    იყოს, ძალიან კარგი საქმე.
  • 0:31 - 0:33
    და რასაც ორგანიზაციები აკეთებენ, არის, რომ ისინი წყვეტენ
  • 0:33 - 0:35
    რომ ადამიანებს სჭირდებათ ერთ ადგილას თავმოყრა
  • 0:35 - 0:37
    იმისთვის, რომ გააკეთონ საქმე.
  • 0:37 - 0:40
    ასე რომ იქნება ეს საქველმოქმედო, კომერციული ან სხვა სახის ორგანიზაცია
  • 0:40 - 0:42
    ადამიანები, როგორც წესი, თუ აფრიკაში არ მუშაობთ,
  • 0:42 - 0:44
    და თუ იღბლიანი ხართ,
  • 0:44 - 0:46
    ძირითადად, ყოველ დღე დადიან სამსახურში (ოფისში).
  • 0:46 - 0:48
    ასე რომ, კომპანიები
  • 0:48 - 0:50
    აშენებენ ოფისებს
  • 0:50 - 0:53
    ისინი მიდიან, ყიდულობენ შენობას, ან ქირაობენ შენობას
  • 0:53 - 0:55
    ან იჯარით იღებენ ფართს,
  • 0:55 - 0:58
    და ავსებენ მათ სხვადასხვა საგნებით
  • 0:58 - 1:01
    მაგიდებით, მერხებით,
  • 1:01 - 1:03
    სკამებით, კომპიუტერული აღჭურვილობით
  • 1:03 - 1:05
    პროგრამებით,
  • 1:05 - 1:07
    ინტერნეტთან წვდომით,
  • 1:07 - 1:10
    შეიძლება მაცივრითაც, და რამდენიმე სხვა ნივთით,
  • 1:10 - 1:12
    და ელიან თანამშრომლებისგან, ან მოხალისეებისგან,
  • 1:12 - 1:15
    რომ მივიდნენ ყოველ დღე ამ ადგილას და მაგრად იმუშავონ.
  • 1:15 - 1:18
    თითქოს ამის თხოვნა აბსოლუტურად მიზანშეწონილია.
  • 1:18 - 1:20
    თუმცა, თუკი ადამიანებს ადამიანებს გულახდილად დაელაპარაკებით
  • 1:20 - 1:22
    და საკუთარ თავში ჩაიხედავთ
  • 1:22 - 1:24
    და შეეკითხებით:
  • 1:24 - 1:27
    სინამდვილეში სად მიგიწევს გული, როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი?
  • 1:27 - 1:29
    აღმოაჩენთ, რომ ადამიანები არ ამბობენ
  • 1:29 - 1:31
    იმას, რასაც ბიზნესმენები მოელიან მათგან.
  • 1:31 - 1:33
    თუ კითხავთ ადამიანებს: სინამდვილეში სად მიგიწევს გული
  • 1:33 - 1:35
    როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი?
  • 1:35 - 1:37
    როგორც წესი, სამ განსხვავებულ პასუხს მიიღებთ.
  • 1:37 - 1:40
    პირველი: რაიმე ადგილი ან ოთახი
  • 1:40 - 1:42
    მეორე: მოძრავი ობიექტი
  • 1:42 - 1:44
    და მესამე: არის დრო.
  • 1:44 - 1:46
    აი, მაგალითები:
  • 1:46 - 1:49
    როცა ვეკითხები ადამიანს - და მე ვეკითხები ადამიანებს ამ შეკითხვას 10 წლის განმავლობაში
  • 1:49 - 1:51
    ვეკითხები: სად მიგიწევს გული, როდესაც საქმე გაქვს გასაკეთებელი?
  • 1:51 - 1:54
    მეუბნებიან: აივანზე ან გემბანზე,
  • 1:54 - 1:56
    სამზარეულოში.
  • 1:56 - 1:58
    ან, სახლის რომელიმე დამატებით ოთახში,
  • 1:58 - 2:00
    სარდაფში,
  • 2:00 - 2:03
    ყავახანაში, ბიბლიოთეკაში
  • 2:03 - 2:06
    მერე ასევე გაიგებთ ისეთ პასუხებს, როგორიცაა: მატარებელი,
  • 2:06 - 2:09
    თვითმფრინავი, ავტომანქანა, ანუ, გადაადგილების საშუალებები.
  • 2:09 - 2:11
    მერე ასევე გაიგებთ:
  • 2:11 - 2:13
    ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ,
  • 2:13 - 2:16
    თუ მართლა დილით ადრე მიხდება საქმის კეთება, ან მაგალითად, ძალიან გვიან.. ან მაგ.: შაბათ-კვირას.
  • 2:16 - 2:19
    თითქმის არასდროს გეტვიან: ოფისშიო.
  • 2:19 - 2:22
    მაგრამ ბიზნესი ხარჯავს მთელ თანხებს ოფისებში.
  • 2:22 - 2:24
    და ხალხს აიძულებენ იარონ იქ ყოველდღიურად,
  • 2:24 - 2:27
    და ხალხი მაინც არ მუშაობს ამ ადგილას.
  • 2:27 - 2:29
    რა ხდება?
  • 2:29 - 2:31
    რატომ?
  • 2:31 - 2:34
    რატომ ხდება ასე?
  • 2:34 - 2:36
    რასაც მიხვდებით, არის, რომ თუ უფრო ჩაუღრმავდებით ამ საკითხს,
  • 2:36 - 2:38
    გამოარკვევთ, რომ ხალხი
  • 2:38 - 2:40
    აი რა ხდება --
  • 2:40 - 2:42
    ხალხი მიდის სამსახურში
  • 2:42 - 2:44
    და ისინი ძირითადად ჰყოფენ თავიანთ სამუშაო დღეს
  • 2:44 - 2:46
    სამუშაო მომენტების ნაწილებად.
  • 2:46 - 2:48
    აი რა ხდება ოფისში.
  • 2:48 - 2:50
    შენ აღარ გაქვს სამუშაო დღე. შენ გაქვს სამუშაო მომენტები.
  • 2:50 - 2:53
    თიქოს ოფისის შესასვლელი კარი ბლენდერი იყოს.
  • 2:53 - 2:55
    შედიხარ და შენი დღე იჭრება ნაწილებად,
  • 2:55 - 2:58
    იმიტომ, რომ გაქვს 15 წუთი აქ, 30 წუთი იქ,
  • 2:58 - 3:00
    მერე კიდე, რაღაც ხდება და უცბად, მოწყდები შენს საქმეს,
  • 3:00 - 3:03
    უცბად, რაღაც სხვა უნდა აკეთო, მერე ისევ 20 წუთი გაქვს, მერე ლანჩი,
  • 3:03 - 3:05
    მერე კიდევ სხვა რამე უნდა გააკეთო,
  • 3:05 - 3:08
    მერე ისევ 15 წუთი მუშაობ, და კვლავ: ვიღაც გაწყვეტინებს და გისვამს შეკითხვას.
  • 3:08 - 3:11
    და სანამ შენ მიხვდები, უკვე 5:00 საათია.
  • 3:11 - 3:13
    შეხედავ განვლილ დღეს და
  • 3:13 - 3:15
    მიხვდები, რომ დიდი არც არაფერი გაგიკეთებია,
  • 3:15 - 3:17
    ყველანი ვყოფილვართ ამ დღეში.
  • 3:17 - 3:19
    ალბათ გუშინაც,
  • 3:19 - 3:21
    ან გუშინწინ, ან უფრო ადრე.
  • 3:21 - 3:24
    უყურებ შენს განვლილ დღეს და, ამბობ: არც არაფერი გამიკეთებია დღეს მნიშვნელოვანი
  • 3:24 - 3:26
    ვიყავი რა სამსახურში.
  • 3:26 - 3:29
    ვიჯექი მაგიდასთან. გამოვიყენე ძვირადღირებული კომპიუტერი.
  • 3:29 - 3:31
    გამოვიყენე პროგრამა, რომელიც მითხრეს, რომ უნდა გამომეყენებინა.
  • 3:31 - 3:34
    ვიყავი შეხვედრებზე, რომლებზეც მთხოვეს, რომ წავსულიყავი.
  • 3:34 - 3:36
    ზარებიც გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე.
  • 3:36 - 3:39
    მაგრამ რეალურად არც არაფერი გამიკეთებია.
  • 3:39 - 3:41
    უბრალოდ, დავალებული საქმიანობები დავასრულე.
  • 3:41 - 3:43
    აზრიანი სამუშაო არ შემისრულებია.
  • 3:43 - 3:46
    სინამდვილეში, განსაკუთრებით შემოქმედებით ხალხს,
  • 3:46 - 3:48
    დიზაინერებს, პროგრამისტებს,
  • 3:48 - 3:50
    მწერლებს, ინჟინრებს,
  • 3:50 - 3:52
    მოაზროვნეებს,
  • 3:52 - 3:54
    და ხალხს, რომელსაც ნამდვილად სჭირდებათ
  • 3:54 - 3:57
    ხანგრძლივი დრო, რომ საქმე დაასრულონ.
  • 3:57 - 4:00
    ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომ იყოს შემოქმედებითი 15 წუთში
  • 4:00 - 4:02
    და იფიქროს პრობლემაზე.
  • 4:02 - 4:04
    შეიძლება გქონდეს უცაბედი იდეა,
  • 4:04 - 4:07
    მაგრამ იმისთვის რომ ჩაუღრმავდე რაიმე პრობლემას და გააანალიზო ის,
  • 4:07 - 4:10
    გჭირდება ხანგრძლივი, შეუწყვეტელი დრო.
  • 4:10 - 4:13
    და იმისდა მიუხედავად, რომ სამუშაო დღე როგორც წესი რვა საათია,
  • 4:13 - 4:16
    რამდენ ადამიანს ჰქონია რვა საათი სამუშაო ადგილას თავიანთთვის?
  • 4:16 - 4:18
    და შვიდი საათი?
  • 4:18 - 4:21
    ექვსი? ხუთი? იქნებ ოთხი?
  • 4:21 - 4:24
    როდის იყო ბოლოს სამი საათი გაატარეთ ოფისში შეწუხების გარეშე, მარტომ?
  • 4:24 - 4:26
    ორი საათი? ერთი, შეიძლება.
  • 4:26 - 4:28
    ძალიან, ძალიან ცოტა ადამიან აქვს
  • 4:28 - 4:31
    ნამდვილი ხანგრძლივი დრო შეწუხების გარეშე თავიანთ ოფისში.
  • 4:31 - 4:34
    ამიტომაც არის რომ ადამიანები საქმის გაკეთებას სახლებში ამჯობინებენ.
  • 4:34 - 4:36
    ან შეიძლება წავიდნენ სამსახურში,
  • 4:36 - 4:38
    მაგრამ ან ძალიან ადრე დილით,
  • 4:38 - 4:40
    ან გვიან ღამით, როცა ირგვლივ არავინაა,
  • 4:40 - 4:43
    ან რჩებიან გვიანობამდე, როცა ყველა წასულია, ან შაბათ-კვირას იყენებენ.
  • 4:43 - 4:45
    ან აკეთებენ საქმეს თვითმფრინავში,
  • 4:45 - 4:47
    ავტომანქანაში ან მატარებელში.
  • 4:47 - 4:49
    იმიტომ, რომ ასეთ ადგილებში ყურადღება არ ებნევათ.
  • 4:49 - 4:51
    კი, ასეთ ადგილებშიც გაგებნევა ყურადღება ოდნავ, მაგრამ
  • 4:51 - 4:53
    მართლა ცუდი სახის ყურადღების გამფანტველი რამ ასეთ ადგილებში არ შეგხვდება
  • 4:53 - 4:55
    ამაზე ვისაუბრებ სულ ერთ წუთში.
  • 4:55 - 4:57
    და ასეთი სახის ფენომენი
  • 4:57 - 4:59
    დროის პატარა ნაწილაკების ქონის სახით
  • 4:59 - 5:01
    მახსენებს სხვა რამეს:
  • 5:01 - 5:03
    რაც არ გამოდის როცა თქვენ ხელს გიშლიან,
  • 5:03 - 5:05
    ეს არის ძილი.
  • 5:05 - 5:07
    ვფიქრობ, ძილი და საქმე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
  • 5:07 - 5:09
    არ ვგულისხმობ, რომ ძილის დროს მუშაობა შეიძლება,
  • 5:09 - 5:11
    ან პირიქით, ძილი საქმის დროს.
  • 5:11 - 5:13
    ამას ნამდვილად არ ვგულისხმობ.
  • 5:13 - 5:15
    მე ვსაუბრობ კონკრეტულად ფაქტზე,
  • 5:15 - 5:17
    რომ ძილი და საქმე
  • 5:17 - 5:19
    ფაზებზე დაფუძნებული აქტივობებია
  • 5:19 - 5:21
    ან ეტაპებზე დაფუძნებული. (ეტაპობრივი)
  • 5:22 - 5:25
    ძილი გულისხმობს ძილის ეტაპებს,
  • 5:25 - 5:27
    სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად მოიხსენებს მათ,
  • 5:27 - 5:29
    გამოვყოფ ხუთ მათგანს:
  • 5:29 - 5:32
    იმისთვის რომ გქონდეთ ნამდვილად ღრმა, აზრიანი აქტივობები
  • 5:32 - 5:34
    უნდა გქონდეთ ადრეულად.
  • 5:34 - 5:36
    და თუ ხელს გიშლიან ამაში, ადრეული ფაზიდანვე,
  • 5:36 - 5:38
    ან საწოლში შეგაწუხებენ,
  • 5:38 - 5:41
    ან ხმა შეგაწუხებთ, ან რაიმე თუ მოხდება, რაც ძილში ხელს შეგიშლით,
  • 5:41 - 5:43
    უბრალოდ ვერ გააგრძელებთ ძილს იქიდან, სადაც დატოვეთ,
  • 5:43 - 5:45
    თუ ძილი შეგაწყვეტინეს და გაგაღვიძეს,
  • 5:45 - 5:47
    თავიდან უნდა დაიწყოთ.
  • 5:47 - 5:50
    ასე რომ, უნდა გადახვიდეთ რამდენიმე ფაზით უკან და თავიდან დაიწყოთ.
  • 5:50 - 5:52
    და რაც ხდება - ზოგჯერ შეიძლება ასეთი დღები გქონდეთ,
  • 5:52 - 5:54
    როცა გაიღვიძებ რვა საათზე დილით, ან შვიდზე
  • 5:54 - 5:56
    როცა იღვიძებთ, და დგებით,
  • 5:56 - 5:58
    ფიქრობთ, აუ, კარგად არ მეძინა.
  • 5:58 - 6:01
    უბრალოდ ძილი იყო რა, წავედი საწოლში, ვიწექი,
  • 6:01 - 6:03
    მაგრამ რეალურად არ მეძინა
  • 6:03 - 6:06
    ამბობენ, რომ იძინებ,
  • 6:06 - 6:08
    მაგრამ კი არ იძინებ, მიდიხარ ძილისკენ
  • 6:08 - 6:11
    უბრალოდ, რაღაც დრო სჭირდება, რომ ეს ძილის ფაზები გაიარო
  • 6:11 - 6:13
    თუ შეგაწყვეტინებენ კიდევ, კარგად არ გძინავს.
  • 6:13 - 6:15
    ასე რომ, ვფიქრობთ რომ კარგად გვძინავს,
  • 6:15 - 6:17
    როცა მთელი ღამის განმავლობაში ხელს გვიშლიან?
  • 6:17 - 6:19
    არა მგონია ვინმემ მიპასუხოს დადებითად (კი)
  • 6:19 - 6:21
    და რატომ ველოდებით მაშინ, რომ ადამიანი იმუშავებს კარგად,
  • 6:21 - 6:23
    თუ მთელი დღის განმავლობაში ხელს უშლიან და აწყვეტინებენ?
  • 6:23 - 6:26
    როგორ შეგვიძლია მოვთხოვოთ ადამიანებს საქმის კეთება,
  • 6:26 - 6:28
    თუ მიდიან ოფისში, რომ ხელი შეუშალონ
  • 6:28 - 6:31
    აშკარად აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, ჩემთვის.
  • 6:31 - 6:33
    ხოდა რა არის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები რომლებიც ხდება სამუშაო ადგილებზე?
  • 6:33 - 6:35
    რაც არ ხდება სხვა ადგილებში?
  • 6:35 - 6:37
    სხვა ადგილებში კი გაქვს ხელისშემშლელი ფაქტორები ირგვლივ,
  • 6:37 - 6:39
    როგორიც არის, მაგალითად, ტელევიზორი
  • 6:39 - 6:41
    ან, წახვიდოდი სასეირნოდ,
  • 6:41 - 6:43
    ან, მაცივარია ქვემოთ
  • 6:43 - 6:46
    ან გაქვს შენი კუთვნილი სავარძელი, ან რასაც გინდა გააკეთებ სხვას, საქმის გარდა.
  • 6:46 - 6:48
    და თუ გაესაუბრებით კონკრეტულ მენეჯერებს,
  • 6:48 - 6:51
    ისინი გეტყვიან, რომ არ უნდათ, რომ მათმა თანამშრომლებმა სახლში იმუშაონ
  • 6:51 - 6:53
    ხელის შემშლელი ფაქტორების გამო.
  • 6:53 - 6:55
    ისინი ასევე ამბობენ:
  • 6:55 - 6:57
    ზოგჯერ ისინი ასევე იტყვიან, რომ
  • 6:57 - 6:59
    თუ არ შემიძლია დავინახო ადამიანი, როგორ გავიგო ის ნამდვილად მუშაობს თუ არა?
  • 6:59 - 7:02
    რაც სასაცილოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რასაც მენეჯერები იყენებენ გასამართლებლად.
  • 7:02 - 7:04
    მეც ერთ-ერთი ვარ ამ მენეჯერთაგან
  • 7:04 - 7:06
    მე მესმის, ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი
  • 7:06 - 7:08
    ჩვენ ყველამ უნდა გავაუმჯობესოთ ეს საქმე
  • 7:08 - 7:10
    ხშირად ჩამოგვითვლიან ყურადღების გამბნევ მიზეზებს,
  • 7:10 - 7:12
    მე ვერ მივცემ უფლებას მას, იმუშაოს სახლში.
  • 7:12 - 7:14
    ისინი უყურებენ ტელევიზორს, სხვა რაღაცეებს გააკეთებენ,
  • 7:14 - 7:17
    მაგრამ, როგორც ჩანს, ესენი არ არიან რეალურად ყურადღების გამაბნეველი მიზეზები..
  • 7:17 - 7:19
    იმიტომ რომ ეს მიზეზები ნებაყოფლობითია.
  • 7:19 - 7:21
    შენ წყვეტ, როდის გინდა რომ უყურო ტელევიზორს,
  • 7:21 - 7:23
    შენ წყვეტ, როდის გინდა ჩართო და გამორთო.
  • 7:23 - 7:26
    შენ წყვეტ, როდის გინდა ქვევით ჩახვიდე ან სასეირნოდ წახვიდე..
  • 7:26 - 7:28
    ოფისში კი ძირითადი ყურადღების გამფანტველი მიზეზები და ხელისშემშლელი ფაქტორები
  • 7:28 - 7:30
    რომლებიც ნამდვილად უშლის ხელს ხალხის მიერ სამუშაოს შესრულებას
  • 7:30 - 7:32
    არის იძულებითი.
  • 7:32 - 7:35
    ხოდა, მოდით გავიაროთ ახლა ზოგიერთი მათგანი.
  • 7:35 - 7:37
    მენეჯერები და უფროსები
  • 7:37 - 7:40
    ხშირად გაფიქრებინებენ, რომ ნამდვილი ხელისშემშლელი სამუშაოს შესრულების დროს
  • 7:40 - 7:43
    არის ან Facebook–ი ან Twitter–ი
  • 7:43 - 7:46
    youtube–ი და სხვა საიტები.
  • 7:46 - 7:48
    და ისინი იქამდე მიდიან, რომ
  • 7:48 - 7:50
    კრძალავენ ამ საიტებს სამსახურში.
  • 7:50 - 7:53
    ზოგიერთი თქვენთაგანი შეიძლება მუშაობს კიდეც ისეთ ადგილას, სადაც ზოგიერთი საიტი ჩართული არ არის..
  • 7:53 - 7:56
    ჩინეთში ხომ არ ვართ? რა ხდება ჩვენს თავს?
  • 7:56 - 7:58
    ვებსაიტზე ვერ შედიხარ სამსახურში,
  • 7:58 - 8:00
    და ეს არის პრობლემა, რომლის გამოც ხალხი საქმეს არ აკეთებს?
  • 8:00 - 8:02
    იმიტომ რომ Facebook-ით და Twitter-ით არიან გართულნი?
  • 8:02 - 8:05
    ეს სასაცილოა. ეს აბსოლუტური ტყუილია.
  • 8:07 - 8:09
    დღეს Facebook–ი და Twitter–ი, ისევე როგორც Youtube–ი
  • 8:09 - 8:12
    არის, მხოლოდ, თანამედროვეობის სიგარეტის მწეველთა შესვენებები.
  • 8:12 - 8:14
    არავის აინტერესებდა ადამიანი სამუშაო დროის 15 წუთს სიგარეტის მოწევისთვის თუ გამოიყენებდა
  • 8:14 - 8:16
    ათი წლის წინ,
  • 8:16 - 8:18
    მაშინ რატომაა დღეს ასეთი დაინტერესებული შევა თუ არა ხელქვეითი Facebook–ზე ან რომელიმე სხვა საიტზე,
  • 8:18 - 8:20
    Twitter–ზე ან Youtube–ზე?
  • 8:20 - 8:23
    ეს არ არის რეალური პრობლემები ოფისში.
  • 8:23 - 8:25
    ნამდვილი პრობლემები მდგომარეობს იმაში, რასაც მე ვუწოდებ
  • 8:25 - 8:27
    "მ და მ" -ს
  • 8:27 - 8:29
    მენეჯერები და მითინგები.
  • 8:29 - 8:32
    აი ნამდვილი პრობლემები თანამედროვე ოფისებში დღეს.
  • 8:32 - 8:35
    აი რატომ ვერ სრულდება სამუშაო სამსახურში.
  • 8:35 - 8:37
    იმიტომ რომ მ და მ უშლის ხელს.
  • 8:37 - 8:39
    აი საინტერესო რა არის:
  • 8:39 - 8:42
    თუ გადახედავთ ყველა იმ ადგილს, სადაც ხალხს ურჩევნია მუშაობა,
  • 8:42 - 8:44
    მაგ.: სახლში, ავტომობილში, თვითმფრინავში,
  • 8:44 - 8:46
    ან გვიან ღამე, ან დილით ადრე,
  • 8:46 - 8:48
    თქვენ ვერ ნახავთ ამ ადგილებში მენეჯერს ან შეხვედრას;
  • 8:48 - 8:51
    ნახავთ ბევრ სხვა ყურადღების გამაბნეველ ფაქტორს, მაგრამ არა მენეჯერს და მითინგს.
  • 8:51 - 8:54
    მოკლედ, მ და მ-ები არ შეგხვდებათ სხვა ადგილებში.
  • 8:54 - 8:57
    მაგრამ შეგხვდებათ ოფისებში.
  • 8:57 - 8:59
    და მენეჯერები ძირითადად ისინი არიან,
  • 8:59 - 9:01
    ვინც ხალხს სამუშაოს გაკეთებაში ხელს უშლიან.
  • 9:01 - 9:04
    პრინციპში, მენეჯერები ამისთვის არიან. იმისთვის რომ ხალხს ხელი შეუშალონ. შეაწყვეტინონ.
  • 9:04 - 9:06
    მართლა საქმეს კი არ აკეთებენ,
  • 9:06 - 9:09
    უბრალოდ, უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველა სხვა ადამიანი მუშაობს, რაც თავის მხრივ, ხელის შეშლას გულისხმობს.
  • 9:09 - 9:11
    ჩვენ ძალიან ბევრი მენეჯერი გვყავს.
  • 9:11 - 9:13
    მსოფლიოშიც უამრავი ადამიანია.
  • 9:13 - 9:15
    შესაბამისად, ბევრი ხელის შემშლელი - მენეჯერების სახით.
  • 9:15 - 9:17
    ისინი შემოდიან, გეკითხებიან: "როგორ მიდის საქმეები?"
  • 9:17 - 9:19
    "მანახე რა ხდება" და ამგვარი რამეები.
  • 9:19 - 9:21
    და განაგრძობენ ხელის შეშლას ცუდ დროს,
  • 9:21 - 9:24
    როცა შენ რეალურად ცდილობ გააკეთო ის, რაშიც ფულს გიხდიან,
  • 9:24 - 9:26
    ისინი მიისწრაფვიან ხელის შეშლისკენ.
  • 9:26 - 9:28
    რაც, ცოტა არ იყოს, ცუდია.
  • 9:28 - 9:31
    მაგრამ, რაც კიდე უფრო უარესია, არის ის რასაც მენეჯერები ყველაზე მეტად სჩადიან:
  • 9:31 - 9:33
    მითინგები.
  • 9:33 - 9:35
    მითინგები, კი, უბრალოდ, მომწამვლელია,
  • 9:35 - 9:38
    საშინელი, მომწამვლელი რაღაც,
  • 9:38 - 9:40
    სამუშაო დღის განმავლობაში.
  • 9:40 - 9:43
    ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა.
  • 9:43 - 9:45
    და თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩვეულებრივი თანამშრომლის მიერ მოწვეულ სპონტანურ შეხვედრას;
  • 9:45 - 9:47
    ასე არ ხდება.
  • 9:47 - 9:49
    მენეჯერი აწყობს მითინგებს,
  • 9:49 - 9:51
    იმისთვის, რომ თანამშრომლები ერთად შეიკრიბოს
  • 9:51 - 9:53
    და აი რაც უსაღვროდ უშლის ხალხს ხელს: --
  • 9:53 - 9:55
    როცა ამბობენ, "აი შეხედეთ,
  • 9:55 - 9:58
    შევკრებთ 10 ადამიანს ერთად ახლავე და გვექნება შეხვედრა.
  • 9:58 - 10:00
    არ მაინტერესებს, რას აკეთებთ.
  • 10:00 - 10:03
    უბრალოდ, შენ უნდა შეწყვიტო შენი საქმე, იმისთვის რომ დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას.
  • 10:03 - 10:06
    მაგრამ, იმის ალბათობა რამდენია, რომ ეს 10 ადამიანი მზადაა, შეწყვიტოს თავიანთი საქმე?
  • 10:06 - 10:08
    იქნებ რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობენ ამ მომენტში?
  • 10:08 - 10:10
    იქნებ რამე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ?
  • 10:10 - 10:12
    უცბად რომ ეუბნებით, რომ უნდა შეწყვიტონ საქმე და
  • 10:12 - 10:14
    რაღაც სხვა გააკეთონ.
  • 10:14 - 10:17
    ხოდა მიდიან შეხვედრების ოთახში, შეიკრიბებიან,
  • 10:17 - 10:20
    და საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც რეალურად არც არის მნიშვნელოვანი.
  • 10:20 - 10:22
    იმიტომ რომ შეხვედრა სამუშაო არ არის.
  • 10:22 - 10:25
    შეხვედრები გულისხმობს ადგილს, სადაც წახვალ და ისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც მომავალში უნდა გააკეთო.
  • 10:25 - 10:27
    მაგრამ შეხვედრები ასევე წარმოშობს სხვა შეხვედრებს.
  • 10:27 - 10:29
    ერთი გადადის სხვა შეხვედრაში
  • 10:29 - 10:31
    და კიდე სხვა შეხვედრაში.
  • 10:31 - 10:33
    ძირითადად ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე მითინგებზე,
  • 10:33 - 10:36
    და ისინი არიან ძალიან ძვირადღირებულნი ორგანიზაციისათვის.
  • 10:36 - 10:39
    კომპანიები ხშირად ფიქრობენ, რომ ერთ საათიანი შეხვედრა მართლაც ერთ საათიანია,
  • 10:39 - 10:42
    მაგრამ ეს სიმართლე არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კაცია.
  • 10:42 - 10:45
    თუ შეხვედრაზე 10 კაცია, ეს გულისხმობს 10 საათიან შეხვედრას და არა 1 საათიანს.
  • 10:45 - 10:48
    პროდუქტიულობის 10 საათი, რომელიც აკლდება ორაგნიზაციას,
  • 10:48 - 10:50
    ამ ერთ საათიანი შეხვედრის ჩატარება,
  • 10:50 - 10:53
    რომელიც სავარაუდოდ უნდა ჩატარდეს ორი ან სამი ადამიანის მიერ,
  • 10:53 - 10:55
    რამოდენიმე წუთიანი საუბრებით.
  • 10:55 - 10:57
    ამის მაგივრად, ტარდება გრძელვადიანი შეხვედრა,
  • 10:57 - 11:00
    იმიტომ რომ შეხვედრა ტარდება იმ სახით, რა სახითაც კომპ. პროგრამა მუშაობს,
  • 11:00 - 11:03
    15, 30 ან ერთ საათიანი შეყოვნებებით.
  • 11:03 - 11:05
    თქვენ ვერ დაგეგმავთ 8 საათიან შეხვედრას აუთლუქით.
  • 11:05 - 11:07
    უბრალოდ, ვერც შეძლებთ. არც ვიცი შეგიძლიათ თუ არა.
  • 11:07 - 11:10
    შეგიძლიათ დაიშნოთ 15, 30, ან 45 წუთიანი ან ერთ საათიანი.
  • 11:10 - 11:12
    ასე რომ ჩვენ გვინდა შევავსოთ ეს დრო
  • 11:12 - 11:14
    როცა საქმე მართლა სწრაფად უნდა წავიდეს.
  • 11:14 - 11:17
    ასე რომ, მითინგები და მენეჯერები არის ორი უდიდესი პრობლემა ბიზნესში დღეს.
  • 11:17 - 11:19
    განსაკუთრებით, ოფისებში.
  • 11:19 - 11:22
    რომლებიც არ შეგხვდებათ ოფისების გარეთ.
  • 11:22 - 11:24
    ასე რომ მაქვს რამოდენიმე შემოთავაზება
  • 11:24 - 11:27
    იმისთვის, რომ გამოასწოროთ ეს სიტუაცია.
  • 11:27 - 11:29
    რა შეუძლიათ მენეჯერებს გააკეთონ --
  • 11:29 - 11:31
    ჭკვიანმა მენეჯერებმა, იმედია--
  • 11:31 - 11:34
    რაც შეუძლიათ, არის ის, რომ ოფისი გადააქციონ ადამიანებისთვის სამუშაოდ უკეთეს ადგილად.
  • 11:34 - 11:37
    ისე, რომ ოფისი არ იყოს ადგილი, სადაც უარეს შემთხვევაში წახვალ, არამედ ის უნდა იყოს ადგილი,
  • 11:37 - 11:39
    სადაც ადამიანი პირველ რიგში წავა სამუშაოდ და იტყვის:
  • 11:39 - 11:41
    "როცა მართლა მინდა საქმე გავაკეთო, მე მივდივარ ჩემს ოფისში."
  • 11:41 - 11:43
    იმიტომ რომ ეს ადგილი არის კარგად აღჭურვილი,
  • 11:43 - 11:45
    ყველაფერი უნდა იყოს იქ მათთვის, რომ სამუშაო შეასრულონ,
  • 11:45 - 11:48
    მაგრამ დღეს მათ იქ წასვლა არ უნდათ, ხოდა როგორ შევცვალოთ აღნიშნული სიტუაცია?
  • 11:48 - 11:50
    მე მაქვს სამი შემოთავაზება, რომელთაც ახლავე გაგიზიარებთ.
  • 11:50 - 11:53
    დაახლოებით 3 წუთი დამრჩა, რაც კარგად მეყოფა.
  • 11:53 - 11:56
    ჩვენ ყველას გვსმენია ჩვეული პარასკევის ამბავი.
  • 11:56 - 11:58
    არ ვიცი ხალხი ისევ თუ აკეთებს ამას
  • 11:58 - 12:01
    მაგრამ რას იტყვით, მაგალითად, ხუთშაბათს - "არა-ლაპარაკის"- დღეზე?
  • 12:01 - 12:03
    ან მაგალითად--
  • 12:03 - 12:05
    აირჩიეთ ერთი ხუთშაბათი მხოლოდ ერთხელ თვეში
  • 12:05 - 12:08
    და გაყავით ეს დღე ორად და თქვით სათამოს -- აი ძალიან ადვილია,
  • 12:08 - 12:10
    მარტო საღამოს, თვეში ერთ ხუთშაბათს.
  • 12:10 - 12:12
    პირველ ხუთშაბათს - მხოლოდ საღამოს
  • 12:12 - 12:14
    არავინ ისაუბრებს ერთმანეთთან ოფისში.
  • 12:14 - 12:16
    მხოლოდ სიჩუმე. სულ ეს არის.
  • 12:16 - 12:18
    და თქვენ აღმოაჩენთ, რომ
  • 12:18 - 12:20
    საქმის უშველებელი ნაწილი კეთდება
  • 12:20 - 12:22
    მაშინ, როცა არავინ საუბრობს ერთმანეთთან.
  • 12:22 - 12:24
    აი როდის აკეთებს ხალხი საქმეს,
  • 12:24 - 12:26
    როცა არავინ აწუხებს მათ, როცა არავინ ხელს არ უშლის.
  • 12:26 - 12:29
    თუკი მისცემთ ვინმეს, მაგალითად, 4 საათს ხელშეუშლელი დროისა,
  • 12:29 - 12:31
    არის საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ მისცეთ ადამიანს მუშაობისას.
  • 12:31 - 12:33
    ეს კომპიუტერზე უკეთესიც კი არის.
  • 12:33 - 12:36
    ახალ მონიტორზე, ახალ პროგრამაზე და
  • 12:36 - 12:38
    ნებისმიერ სხვა საგანზე უკეთესი, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ.
  • 12:38 - 12:40
    4 საათი ჩუმი დრო
  • 12:40 - 12:42
    იქნება საოცრად ღირებული.
  • 12:42 - 12:44
    თუ ამას გამოცდით, მიხვდებით, რომ მართალი ვარ.
  • 12:44 - 12:46
    და სავარაუდოდ, ამას უფრო ხშირადაც გააკეთებთ.
  • 12:46 - 12:48
    მერე შეიძლება ყოველ მეორე კვირას,
  • 12:48 - 12:50
    ან ყოველ კვირას, კვირაში ერთხელ,
  • 12:50 - 12:52
    საღამოობით ერთმანეთთან საუბარს აკრძალავთ.
  • 12:52 - 12:55
    ასე აღმოაჩენთ, რომ ეს ის არის, რაც ნამდვილად მუშაობს.
  • 12:55 - 12:57
    კიდევ სხვა, რაც შეგიძლიათ სცადოთ,
  • 12:57 - 12:59
    არის აქტიური კომუნიკაციიდან
  • 12:59 - 13:01
    და თანამშრომლობიდან
  • 13:01 - 13:03
    რაც პირისპირ თანამშრომლობას გულისხმობს,
  • 13:03 - 13:06
    მხარზე ხელის დარტყმა, გამარჯობის თქმა, შეხვედრები,
  • 13:06 - 13:08
    ნაკლებად აქტიურ კომუნიკაციაზე გადასვლა
  • 13:08 - 13:11
    მაგალითად, იმეილით და მესინჯერით კონტაქტი
  • 13:11 - 13:14
    სხვა ასეთი საშუალებით კონტაქტი - და ასეთი რამეები.
  • 13:14 - 13:17
    ზოგი ადამიანი იტყვის, რომ მაგ. იმეილი მართლა ყურადღებას ფანტავს,
  • 13:17 - 13:19
    ასევე, მესინჯერიც.
  • 13:19 - 13:21
    და სხვა ასეთი საშუალებები.
  • 13:21 - 13:24
    მაგრამ ისინი ყურადღებას იქცევენ თქვენი საკუთარი არჩევანის შესაბამისად
  • 13:24 - 13:27
    შეგიძლიათ გამორთოთ იმეილის აპლიკაცია, მაგრამ თქვენს ბოსს ვერ გაექცევით,
  • 13:27 - 13:29
    მესინჯერსაც გამორთავთ,
  • 13:29 - 13:31
    მაგრამ თქვენს მენეჯერს ვერ დაემალებით.
  • 13:31 - 13:33
    შეგიძლიათ გადადოთ ეს საშუალებები გვერდზე
  • 13:33 - 13:36
    და შეგიძლიათ ხელის შეშლის დრო თქვენ თვითონ დააწესოთ, როცა მოგინდებათ,მაშინ
  • 13:36 - 13:38
    როცა მოიცლით, როცა მზად ხართ, რომ ისევ გააგრძელოთ ძველი საქმე
  • 13:38 - 13:41
    იმიტომ, რომ საქმე, ისევე როგორც ძილი მიმდინარეობს ფაზების მიხედვით.
  • 13:41 - 13:43
    ასე რომ თქვენ შეიძლება დაიწყოთ საქმე,
  • 13:43 - 13:45
    შემდეგ რაღაც მონაკვეთში გაწყვიტოთ ის რასაც აკეთებთ,
  • 13:45 - 13:47
    და მოიცალოთ იმეილის და მესინჯერის შესამოწმებლად.
  • 13:47 - 13:50
    და საერთოდ, ძალიან ცოტა საქმეა, რაც საჩქაროა,
  • 13:50 - 13:53
    რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რასაც იმ წამსვე უნდა უპასუხოთ.
  • 13:53 - 13:55
    ასე რომ, თუ თქვენი მენეჯერი,
  • 13:55 - 13:57
    მოუწოდებს ხალხს რომ გამოიყენოს მესინჯერი და იმეილი
  • 13:57 - 13:59
    და სხვა საშუალებები, რაც სხვამ შეიძლება გადადოს გვერდზე,
  • 13:59 - 14:01
    და დაუბრუნდეს მას თავისი გეგმის მიხედვით.
  • 14:01 - 14:04
    და ბოლო შემოთავაზება:
  • 14:04 - 14:07
    თუ თქვენ გაქვთ შეხვედრა,
  • 14:07 - 14:09
    და ასევე გაქვთ უფლება
  • 14:09 - 14:12
    უბრალოდ გააუქმეთ, გააუქმეთ შემდეგი შეხვედრა.
  • 14:13 - 14:15
    დღეს პარასკევია - ხოდა აი ორშაბათს, როგორც ყოველთვის ხშირია შეხვედრები
  • 14:15 - 14:17
    უბრალოდ გააუქმეთ.
  • 14:17 - 14:19
    მე არ ვგულისხმობ გადადებას,
  • 14:19 - 14:21
    უბრალოდ, ამოშალეთ თქვენი მეხსიერებიდან. გააქრეთ.
  • 14:21 - 14:24
    და აღმოაჩენთ რომ ყველაფერი, უბრალოდ, არაჩვეულებრივადაა.
  • 14:24 - 14:26
    ყველა ის დისკუსია და გადაწყვეტილება რასაც ფიქრობთ, რომ უნდა გაგეკეთებინათ,
  • 14:26 - 14:28
    ორშაბათს დილის 9 საათზე,
  • 14:28 - 14:30
    უბრალოდ, დაივიწყეთ, და ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება.
  • 14:30 - 14:33
    ხალხს ექნება უფრო თავისუფალი დილა, ფიქრის დრო ექნებათ..
  • 14:33 - 14:35
    და აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი, რაც უნდა გაგეკეთებინათ,
  • 14:35 - 14:37
    სინამდვილეში არ უნდა გააკეთოთ.
  • 14:37 - 14:39
    მოკლედ, აი ეს არის ის სამი შემოთავაზება, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა.
  • 14:39 - 14:41
    იფიქრეთ ამაზე.
  • 14:41 - 14:43
    და იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი ამ იდეათაგანი
  • 14:43 - 14:45
    იყო საკმარისად პროვოკაციული იმისთვის,
  • 14:45 - 14:47
    რომ მენეჯერები და ბოსები და ბიზნესის მფლობელები
  • 14:47 - 14:50
    და ის ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ,
  • 14:50 - 14:52
    დაფიქრდნენ, რომ ცოტა უნდა შეჩერდნენ
  • 14:52 - 14:54
    და მისცენ ხალხს ცოტა უფრო მეტი დრო, რომ საქმე გააკეთონ.
  • 14:54 - 14:56
    მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ კარგად დაფასდება.
  • 14:56 - 14:58
    დიდი მადლობა ყურადღებისთვის,
  • 14:58 - 15:00
    (აპლოდისმენტები)
Title:
რატომ არ კეთდება საქმე სამსახურში
Speaker:
Jason Fried
Description:

ჯეისონ ფრიდს მუშაობაზე რადიკალური თეორია აქვს: რომ ოფისი ამისთვს შესაბამისი ადგილი არ არის. ის გვაცნობს მთავარ პრობლემებს ამასთან დაკავშირებით და გვთავაზობს სამი გადაწყვეტის საშუალებას, თუ როგორ უნდა გააკეთო საქმე სამუშაო ადგილას.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:00
Retired user added a translation

Georgian subtitles

Revisions