Return to Video

მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?

  • 0:01 - 0:03
    რას ნიშნავს მშობელი?
  • 0:04 - 0:06
    რას ნიშნავს მშობელი?
  • 0:07 - 0:09
    ეს მარტივი კითხვა არ არის.
  • 0:10 - 0:12
    დღესდღეობით არსებობს შვილად აყვანა,
  • 0:12 - 0:14
    დედინაცვალ-მამინაცვლის ოჯახები,
  • 0:14 - 0:16
    სუროგატი დედები.
  • 0:16 - 0:19
    ბევრი მშობელი რთულ კითხვებსა
  • 0:19 - 0:22
    და რთულ გადაწყვეტილებებს აწყდება.
  • 0:22 - 0:26
    უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილებს სპერმის
    დონაციის შესახებ?
  • 0:27 - 0:29
    თუ ეს ასეა, მაშინ როდის?
  • 0:29 - 0:31
    რა სიტყვებით ვუთხრათ?
  • 0:32 - 0:37
    სპერმის დონორებს ხშირად
    "ბიოლოგიური მამებად" მოიხსენიებენ,
  • 0:37 - 0:41
    მაგრამ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ
    სიტყვა "მამა"?
  • 0:42 - 0:44
    როგორც ფილოსოფოსი და სოციალური მეცნიერი,
  • 0:44 - 0:48
    მშობლის ცნების შესახებ
    ამ კითხვებს ვიკვლევ.
  • 0:49 - 0:52
    დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ვისწავლე
  • 0:52 - 0:55
    მშობლებთან და ბავშვებთან საუბრის შედეგად.
  • 0:55 - 1:00
    გიჩვენებთ, რომ მათ იციან,
    თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში,
  • 1:00 - 1:03
    მიუხადავად იმისა,
    რომ მათი ოჯახები ცოტა განსხვავებულია.
  • 1:03 - 1:08
    გიჩვენებთ, მათ შემოქმედებით გზებს,
    თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ კითხვებს.
  • 1:09 - 1:13
    მაგრამ ასევე გიჩვენებთ მშობლების ეჭვებს.
  • 1:15 - 1:17
    ჩვენ გამოვკითხეთ წყვილები,
  • 1:17 - 1:21
    რომლებიც შვილოსნობაზე მკურნალობას, გენტის
    საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იტარებდნენ
  • 1:21 - 1:23
    დონორის სპერმის გამოყენებით.
  • 1:23 - 1:25
    ამ მკურნალობის პერიოდში,
  • 1:25 - 1:28
    ხედავთ ორ წერტილს,
    რა დროსაც გამოკითხვები ჩავატარეთ.
  • 1:29 - 1:32
    აქ შედიოდა ჰეტეროსექსუალი წყვილები,
  • 1:32 - 1:36
    სადაც კაცებს გარკვეული მიზეზების გამო
    არ ჰქონდათ კარგი ხარისხის სპერმა
  • 1:36 - 1:42
    და ლესბოსელი წყვილები, ვისაც ცხადია,
    სპერმის სხვაგან მოძიება სჭირდებოდათ.
  • 1:43 - 1:45
    ასევე ჩავრთეთ ბავშვებიც.
  • 1:47 - 1:48
    მინდოდა გამეგო,
  • 1:48 - 1:54
    როგორ განსაზღვრავენ ეს ბავშვები
    ისეთ ცნებებს, როგორიცაა მშობელი და ოჯახი.
  • 1:54 - 1:57
    ფაქტობრივად ესაა, რაც მათ ვკითხე,
  • 1:58 - 2:01
    უბრალოდ არა ასე,
  • 2:01 - 2:04
    არამედ ვაშლის ხე დავხატე.
  • 2:05 - 2:08
    ამ გზით აბსტრაქტული
    ფილოსოფიური კითხვები შემეძლო დამესვა,
  • 2:08 - 2:12
    ისე რომ არ დამეფრთხო ისინი.
  • 2:13 - 2:17
    როგორც ხედავთ, ვაშლის ხე ცარიელია.
  • 2:18 - 2:20
    ეს ჩემი კვლევის მიდგომას ასახავს.
  • 2:21 - 2:23
    მსგავსი ტექნიკების გამოყენებით,
  • 2:23 - 2:28
    შემიძლია, რაც შეიძლება მცირე მნიშვნელობა
    და შინაარსი შევიტანო ინტერვიუში,
  • 2:29 - 2:32
    რადგან ეს მათგან მინდა გავიგო.
  • 2:32 - 2:34
    მე ვკითხე,
  • 2:35 - 2:38
    როგორი იქნებოდა თქვენი ოჯახი
    ვაშლის ხე რომ ყოფილიყო?
  • 2:39 - 2:42
    და მათ ქაღალდის ვაშლი უნდა აეღოთ
    ყველასთვის, ვინც მათი შეხედულებით
  • 2:43 - 2:44
    მათი ოჯახის წევრი იყო,
  • 2:44 - 2:47
    დაეწერათ სახელი და ჩამოეკიდათ იქ,
    სადაც უნდოდათ
  • 2:47 - 2:50
    და მე დავუსვამდი კითხვებს.
  • 2:50 - 2:53
    უმეტესმა ბავშვმა მშობლით,
    ან დედმამიშვილით დაიწყო.
  • 2:54 - 2:56
    ერთმა დაიწყო "ბოქსერით",
  • 2:57 - 3:00
    მისი ბებიისა და ბაბუის მკვდარი ძაღლით.
  • 3:00 - 3:04
    ამ ეტაპზე, არცერთმა ბავშვმა
    არ ახსენა დონორი.
  • 3:04 - 3:09
    ასე რომ, ვკითხე მათი დაბადების ამბავი.
  • 3:09 - 3:11
    ვკითხე: "სანამ შენ დაიბადე,
  • 3:11 - 3:14
    მხოლოდ დედა და მამა იყო,
  • 3:14 - 3:15
    ან დედა და დედიკო.
  • 3:15 - 3:19
    შეგიძლია მითხრა როგორ გაჩნდი ოჯახში?"
  • 3:19 - 3:21
    და მათ ამიხსნეს.
  • 3:22 - 3:23
    ერთმა თქვა:
  • 3:24 - 3:27
    "ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ კარგი თესლები,
  • 3:27 - 3:31
    მაგრამ არსებობენ მეგობრული კაცები,
    ვისაც ზედმეტი თესლები აქვთ.
  • 3:31 - 3:36
    ისინი მათ ჰოსპიტალში მიიტანეს
    და დიდ ქილაში ჩადეს.
  • 3:36 - 3:41
    დედიკო იქ წავიდა და ქილიდან აიღო ორი:
  • 3:41 - 3:43
    ერთი ჩემთვის და ერთი ჩემი დისთვის.
  • 3:44 - 3:46
    მან ჩაიდო თესლები თავის მუცელში...
  • 3:46 - 3:48
    როგორღაც...
  • 3:48 - 3:51
    და მისი მუცელი ძალიან დიდი გაიზარდა
  • 3:51 - 3:52
    და იქ მე ვიყავი".
  • 3:53 - 3:54
    ჰმმ...
  • 3:56 - 4:00
    როდესაც დონორის ხსენება დაიწყეს,
  • 4:00 - 4:03
    მხოლოდ მაშინ დავსვი მასზე კითხვები,
    მათივე ენით.
  • 4:04 - 4:05
    მე ვუთხარი:
  • 4:05 - 4:10
    "ეს ვაშლი, თესლებიანი
    მეგობრული კაცი რომ ყოფილიყო,
  • 4:10 - 4:12
    რას უზამდი?
  • 4:12 - 4:14
    და ერთი ბიჭი, ვაშლით ხელში
  • 4:14 - 4:16
    მსჯელობდა.
  • 4:16 - 4:17
    მან თქვა:
  • 4:18 - 4:21
    "არ ჩამოვკიდებდი მას ხეზე,
    სხვებთან ერთად.
  • 4:21 - 4:24
    ის ჩემი ოჯახის ნაწილი არ არის,
  • 4:24 - 4:26
    მაგრამ არც მიწაზე დავდებდი.
  • 4:26 - 4:29
    ის მეტისმეტად ცივი და მაგარია.
  • 4:29 - 4:31
    ვფიქრობ ის ღეროზე უნდა იყოს,
  • 4:32 - 4:35
    რადგან მან, ჩვენი ოჯახი
    შესაძლებელი გადახა.
  • 4:35 - 4:37
    ეს რომ არ გაეკეთებინა,
  • 4:37 - 4:41
    ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა,
    რადგან ჩემი ოჯახი არ იარსებებდა
  • 4:41 - 4:44
    და მე არ ვიარსებებდი".
  • 4:46 - 4:49
    ასევე მშობლებმა შეთხზეს
    ზღაპარები ოჯახზე,
  • 4:49 - 4:52
    თავისი შვილებისთვის მოსაყოლად.
  • 4:53 - 4:56
    ერთმა წყვილმა მათი განაყოფიერების პროცესი,
  • 4:56 - 4:59
    ბავშვებს ფერმაში წაყვანით აუხსნა,
  • 4:59 - 5:03
    სადაც აჩვენა, თუ როგორ ანაყოფიერებდა
    ვეტერინარი ძროხებს.
  • 5:04 - 5:05
    რატომაც არა?
  • 5:05 - 5:07
    ეს მათი ახსნის მეთოდია.
  • 5:08 - 5:11
    მათეული "თვითნაკეთი" ოჯახის ისტორიაა.
  • 5:11 - 5:12
    თვითნაკეთობა.
  • 5:12 - 5:15
    ჩვენ გყვავდა სხვა წყვილი,
    რომელმაც წიგნები შეადგინა.
  • 5:15 - 5:17
    წიგნი თითოეული ბავშვისათვის.
  • 5:17 - 5:19
    ისინი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები იყო,
  • 5:19 - 5:20
    რომლებიც მკურნალობის განმავლობაში
  • 5:20 - 5:23
    წარმოქმნილ ფიქრებსა
    და გრძნობებს შეიცავდნენ.
  • 5:23 - 5:26
    მათ საავადმყოფოს პარკინგის ბილეთებიც კი,
    წიგნში ჰქონდათ შეტანილი.
  • 5:26 - 5:28
    ასე რომ, ეს თვითნაკეთობაა:
  • 5:28 - 5:30
    მეთოდების, სიტყვებისა და სურათების პოვნა,
  • 5:30 - 5:33
    რათა შენს ბავშვს, ოჯახის ამბავი მოუყვე.
  • 5:34 - 5:37
    ეს ისტორიები ძალიან მრავალფეროვანი იყო,
  • 5:37 - 5:40
    მაგრამ ყველას ერთი რამ ჰქონდა საერთო:
  • 5:42 - 5:45
    ეს იყო ბავშვისკენ ლტოლვის
  • 5:46 - 5:48
    და ამ ბავშვის ძიების ზღაპარი.
  • 5:48 - 5:53
    ზღაპარი იმაზე, თუ რამდენად განსაკუთრებული
    და საყვარელი იყო მათი ბავშვი.
  • 5:55 - 6:00
    კვლევა ჯერჯერობით გვიჩვენებს,
    რომ ეს ბავშვები მშვენივრად არიან.
  • 6:00 - 6:03
    მათ სხვა ბავშვებზე მეტი პრობლემა არ აქვთ.
  • 6:03 - 6:06
    მშობლებს ამ ზღაპრებით
  • 6:06 - 6:10
    თავიანთი გადაწყვეტილებების
    გაემართლებაც უნდოდათ.
  • 6:10 - 6:13
    ისინი იმედოვნებდნენ,
    რომ შვილები გაუგებდნენ,
  • 6:13 - 6:16
    თუ რატომ შექმნეს ოჯახი ამ გზით.
  • 6:16 - 6:20
    ამის მიზეზი იმის შიშია,
    რომ ბავშვებს შეიძლება გაემტყუნებინათ
  • 6:20 - 6:22
    და უარეყოთ არაბიოლოგიური მშობელი.
  • 6:23 - 6:25
    და ეს შიში გასაგებია,
  • 6:25 - 6:28
    რადგან ჩვენ ძალიან ჰეტერონორმატიულ
  • 6:28 - 6:30
    და გენეტიკიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
  • 6:30 - 6:33
    მსოფლიოში, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა,
  • 6:33 - 6:36
    რომ ნამდვილი ოჯახი შედგება
    ერთი დედის, ერთი მამის
  • 6:36 - 6:39
    და მათი გენეტიკური შვილებისგან.
  • 6:40 - 6:41
    ასეა...
  • 6:42 - 6:45
    მინდა თინეიჯერ ბიჭზე მოგიყვეთ.
  • 6:45 - 6:49
    ის დონორისგან ჩაისახა,
    მაგრამ ჩვენი კვლევის ნაწილი არ იყო.
  • 6:49 - 6:52
    ერთ დღეს მას მამასთან კამათი მოუვიდა
  • 6:52 - 6:53
    და დაუყვირა,
  • 6:53 - 6:55
    "შენ მასწავლი რა გავაკეთო?
  • 6:55 - 6:58
    შენ მამაჩემიც კი არ ხარ!"
  • 7:00 - 7:04
    ეს ზუსტად ის იყო, რისიც ჩვენ კვლევაში
    მონაწილე მშობლებს ეშინოდათ.
  • 7:04 - 7:08
    ბიჭმა თავი დამნაშავედ მალევე იგრძნო
    და ისინი შერიგდნენ,.
  • 7:08 - 7:11
    მაგრამ ყველაზე საინტერესო
    მამამისის რექციაა.
  • 7:12 - 7:13
    მან თქვა:
  • 7:14 - 7:20
    "ამ სიბრაზის გადმონთხევას
    არავითარი კავშირი არ აქვს გენეტიკასთან.
  • 7:20 - 7:22
    ეს გარდატეხის ასაკის ბრალი იყო.
  • 7:22 - 7:24
    ეს რთული ასაკია.
  • 7:24 - 7:27
    ამ დროს ასე იქცევიან.
  • 7:27 - 7:29
    გაივლის".
  • 7:29 - 7:31
    ამ კაცის ქცევა გვაჩვენებს,
  • 7:31 - 7:34
    რომ როდესაც რამე ისე არ არის,
  • 7:35 - 7:36
    მაშინვე არ უნდა ვიფიქროთ,
  • 7:36 - 7:39
    რომ ეს იმიტომ ხდება,
    რომ ოჯახი ცოტა განსხვავებულია.
  • 7:39 - 7:43
    ასეთი რამეები ყველა ოჯახში ხდება.
  • 7:44 - 7:46
    და ყველა მშობელმა
  • 7:46 - 7:48
    ყოველთვის შეიძლება გაიფიქროს:
  • 7:48 - 7:51
    "საკმარისად კარგი მშობელი ვარ?"
  • 7:51 - 7:53
    ეს მშობლებიც ასევე არიან.
  • 7:53 - 7:58
    მათ ხომ საბოლოოდ, საკუთარი ბავშვისთვის
    საუკეთესო უნდოდათ.
  • 7:58 - 8:00
    მაგრამ ესენი ზოგჯერ,
    ასევე იმასაც ფიქრობენ:
  • 8:00 - 8:02
    "მე ნამდვილი მშობელი ვარ?"
  • 8:02 - 8:04
    მათი თავდაუჯერებლობა,
    იმაზე დიდი ხნით ადრე არსებობდა,
  • 8:05 - 8:06
    სანამ მშობლები გახდებოდნენ.
  • 8:06 - 8:10
    მკურნალობის დასაწყისში,
    როცა ექიმი-კონსულტანტი პირველად ნახეს,
  • 8:10 - 8:13
    ისინი ყურადღებით უსმენდნენ მას,
  • 8:13 - 8:16
    რადგან მათ ყველაფერის სწორად
    გაკეთება უნდოდათ.
  • 8:16 - 8:18
    10 წლის შემდეგაც კი,
  • 8:18 - 8:22
    მათ ჯერ კიდევ ახსოვთ რჩევა,
    რომელიც მიიღეს.
  • 8:25 - 8:30
    როცა მათ ექიმი კონსულტანტი
    და მისი რჩევა გაიხსენეს,
  • 8:30 - 8:32
    ჩვენ ეს განვიხილეთ
  • 8:32 - 8:35
    ერთმა ლესბოსელმა წყვილმა თქვა:
  • 8:36 - 8:38
    "როდესაც ჩვენი ვაჟი გვეკითხება,
  • 8:38 - 8:41
    'მე მამა მყავს?'
  • 8:41 - 8:45
    ჩვენ ვეუბნებით 'არა, შენ მამა არ გყავს.'
  • 8:45 - 8:48
    ჩვენ მას მეტს არაფერს ვეუბნებით,
    თუ არ იკითხავს,
  • 8:48 - 8:50
    რადგან ის შეიძლება ამისთვის მზად არ იყოს.
  • 8:50 - 8:52
    კონსულტანტმა ასე თქვა".
  • 8:53 - 8:55
    არ ვიცი.
  • 8:55 - 8:57
    ეს საკმაოდ განსხვავდება იმისაგან,
  • 8:57 - 9:00
    თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენ
    ბავშვების კითხვებს.
  • 9:00 - 9:04
    მაგალითად: "რძე... ის ქარხანაში მზადდება?"
  • 9:04 - 9:07
    ჩვენ ვეტყოდით: "არა, ის ძროხისგან მოდის,"
  • 9:07 - 9:09
    შემდეგ ვისაუბრებდით ფერმერის შესახებ
  • 9:09 - 9:12
    და როგორ მიდის რძე მაღაზიამდე.
  • 9:12 - 9:13
    ჩვენ არ ვეტყოდით:
  • 9:14 - 9:18
    "არა, რძე არ მზადდება ქარხანაში."
  • 9:20 - 9:22
    ასე რომ, რაღაც უცნაური მოხდა აქ
  • 9:22 - 9:25
    და რა თქმა უნდა, ბავშვებმა ეს შეამჩნიეს.
  • 9:26 - 9:27
    ერთმა ბიჭმა თქვა:
  • 9:27 - 9:30
    "ჩემს მშობლებს ბევრი კითხვა დავუსვი,
  • 9:30 - 9:32
    მაგრამ ძალიან უცნაურად მოიქცნენ.
  • 9:33 - 9:37
    ამიტომ, მე მყავს მეგობარი სკოლაში,
    რომელიც ჩემნაირადაა გაჩენილი
  • 9:37 - 9:41
    და როცა კითხვა მაქვს,
    უბრალოდ მივდივარ და მას ვეკითხები".
  • 9:42 - 9:43
    ჭკვიანი ბიჭია.
  • 9:44 - 9:45
    პრობლემა გადაჭრილია.
  • 9:46 - 9:48
    მაგრამ მისმა მშობლებმა ვერ შენიშნეს
  • 9:49 - 9:51
    და, რასაკვირველია,
    ასეთი ჩანაფიქრი არც ჰქონდათ,
  • 9:51 - 9:54
    ასეთი ჩანაფიქრი არც კონსულტანტს ჰქონდა,
  • 9:54 - 9:57
    როდესაც განიხილავდნენ
    რამდენად მნიშვნელოვანია,
  • 9:57 - 10:00
    რომ ოჯახი ღია იყოს დისკუსიისთვის.
  • 10:00 - 10:03
    და ესაა უცნაური რჩევაში,
  • 10:03 - 10:06
    როდესაც ადამიანებს აბებს ვთავაზობთ,
    თავიდან მტკიცებულებას ვაგროვებთ.
  • 10:07 - 10:08
    ვატარებთ ტესტებს,
  • 10:08 - 10:10
    ვატარებთ განმეორებით კვლევებს.
  • 10:10 - 10:13
    გვინდა ვიცოდეთ, ეს აბი რას აკეთებს
  • 10:13 - 10:16
    და ადამაინების ცხოვრებაზე
    რა გავლენას ახდენს.
  • 10:16 - 10:17
    და რჩევა?
  • 10:19 - 10:23
    რჩევისათვის, ან პროფესიონალისთვის,
    რომრლიც რჩევას იძლევა საკმარისი არ არის,
  • 10:23 - 10:25
    რომ რჩევა მხოლოდ თეორიულად
    ჟღერდეს გამართულად,
  • 10:25 - 10:27
    ან კეთილი განზრახით იყოს მიცემული,
  • 10:27 - 10:31
    ეს უნდა იყოს რჩევა,
    რომლის მტკიცებულებაც არსებობს.
  • 10:31 - 10:36
    მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად
    აუმჯობესებს მშობლების ცხოვრებას.
  • 10:36 - 10:41
    ასე რომ, ფილისოფოსს ჩემში უნდა,
    რომ შემოგთავაზოთ პარადოქსი:
  • 10:42 - 10:46
    გირჩევთ, რომ შეწყვიტოთ
    რჩევის გათვალისწინება.
  • 10:48 - 10:49
    მაგრამ, დიახ.
  • 10:50 - 10:53
    (აპლოდისმენტები)
  • 10:55 - 10:57
    არ დავასრულებ იმით, რაც არ გამოვიდა;
  • 10:57 - 11:01
    ეს უსამართლობა იქნება იმ სითბოს მიმართ,
    რომელიც ამ ოჯახებში აღმოვაჩინეთ.
  • 11:03 - 11:06
    გახსოვთ წიგნები და მოგზაურობა ფერმერამდე?
  • 11:06 - 11:09
    როდესაც მშობლები აკეთებენ იმას,
    რაც მათთვის ამართლებს,
  • 11:10 - 11:12
    მათ შესანიშნავი რამეები გამოსდით.
  • 11:12 - 11:16
    მინდა დაიმახსოვროთ,
    როგორც ოჯახის წევრებმა,
  • 11:16 - 11:19
    რომ მნიშვნელობა არ აქვს
    რა ფორმით, ან სახით,
  • 11:19 - 11:24
    მაგრამ ის რაც ოჯახებს სჭირდება
    თბილი ურთიერთობებია.
  • 11:25 - 11:29
    და ამის შესაქმნელად
    პროფესიონალობა არ გვჭირდება.
  • 11:30 - 11:33
    უმეტესი ჩვენგანი კარგად ვუმკლავდებით,
  • 11:33 - 11:35
    თუმცა, ეს შეიძლება რთული საქმე იყოს
  • 11:35 - 11:38
    და დროდადრო შეიძლება რაღაც რჩევაც მივიღოთ.
  • 11:39 - 11:40
    ამ შემთხვევაში,
  • 11:41 - 11:43
    გაითვალისწინეთ სამი რამ.
  • 11:44 - 11:47
    იმოქმედეთ იმ რჩევის მიხედვით,
    რომელიც თქვენი ოჯახისთვის ამართლებს.
  • 11:48 - 11:53
    გახსოვდეთ, ექსპერტი თქვენ ხართ, რადგან
    თქვენ ცხოვრობთ თქვენი ოჯახის ცხოვრებით.
  • 11:55 - 11:56
    და ბოლოს,
  • 11:56 - 12:00
    გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობებისა
    და შემოქმედებითი უნარის,
  • 12:01 - 12:05
    იმიტომ რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს.
  • 12:05 - 12:06
    მადლობა.
  • 12:06 - 12:13
    (აპლოდისმენტები)
Title:
მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?
Speaker:
ვეერლე პროვუსტი
Description:

როგორ განვსაზღვრავთ მშობელს, ან ოჯახს? ბიოეთიკოსი ვეერლე პროვუსტი ამ კითხვებს იკვლევს არატრადიციული ოჯახების კონტექსტში, რომლებიც შვილად აყვანის, მეორე ქორწინების, სუროგატი დედების, ან სპერმის დონაციის შედეგად არიან ერთად. ამ საუბარში ის გვიზიარებს, თუ როგორ ქმნიან მშობლები და ბავშვები საკუთარი ოჯახების ისტორიებს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
12:26

Georgian subtitles

Revisions