Return to Video

მოდით ვასწავლოთ დახელოვნებისთვის -- არა გამოცდის ქულებისთვის

  • 0:01 - 0:04
    დღეს აქ ვარ, რომ ვისაუბრო
    იმ ორ იდეაზე, რომლებიც
  • 0:04 - 0:06
    (ყოველ შემთხვევაში ხანის
    აკადემიაზე დაკვირვებით)
  • 0:06 - 0:10
    ყველაზე მნიშვნელოვანია
    სწავლისთვის.
  • 0:10 - 0:12
    პირველი იდეაა დახელოვნება.
  • 0:12 - 0:14
    ხოლო მეორე იდეაა განწყობა.
  • 0:14 - 0:17
    ჩემს ბიძაშვილებს რომ
    ვასწავლიდი, მაშინ შევამჩნიე;
  • 0:17 - 0:19
    თავიდან ბევრ მათგანს
    უჭირდა მათემატიკა,
  • 0:19 - 0:22
    რადგან უამრავი ჩავარდნა
    დაუგროვდათ სწავლისას.
  • 0:22 - 0:25
    ამიტომ, ერთ დღესაც,
    მივიდნენ ალგებრის გაკვეთილზე
  • 0:25 - 0:29
    სადაც იმის გამო, რომ მყარად არ იცოდნენ
    რაღაც საკითხები პრეალგებრაში
  • 0:29 - 0:32
    იფიქრეს, რომ მათ არ
    ჰქონდათ მათემატიკის გენი.
  • 0:32 - 0:34
    ან მივიდნენ კალკულუსის გაკვეთილზე
  • 0:34 - 0:37
    როცა მყარად არ იცოდნენ ალგებრა.
  • 0:37 - 0:38
    ეს შევამჩნიე ძალიან ადრე
  • 0:38 - 0:42
    YouTube-ზე ვიდეოებს რომ ვტვირთავდი
    ჩემი ბიძაშვილებისათვის
  • 0:42 - 0:45
    და მივხვდი რომ ჩემი ბიძაშვილების გარდა
    სხვებიც უყურებდნენ ამ ვიდეოებს.
  • 0:45 - 0:47
    (სიცილი)
  • 0:47 - 0:51
    თავიდან, უბრალოდ სამადლობელ
    კომენტარებს წერდნენ.
  • 0:51 - 0:53
    მეგონა, რომ
    ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავდა.
  • 0:53 - 0:56
    არ ვიცი, თქვენ რამდენ
    დროს ატარებთ YouTube-ზე,
  • 0:56 - 0:58
    მაგრამ კომენტარების უმეტესობა
    არ არის ხოლმე „მადლობა.“
  • 0:58 - 0:59
    (სიცილი)
  • 0:59 - 1:01
    უფრო კვახეა ხოლმე.
  • 1:01 - 1:03
    მოგვიანებით უფრო
    ემოციური კომენტარებიც გამოჩნდა
  • 1:03 - 1:08
    მოსწავლეები მწერდნენ, რომ ბავშვობიდან
    მოყოლებული მათემატიკა არ უყვარდათ.
  • 1:08 - 1:11
    მათემატიკის რაც უფრო მაღალ საფეხურებზე
    გადადიოდნენ, მით უფრო ურთულდებოდათ.
  • 1:11 - 1:12
    როცა ალგებრის
    სწავლა უნდა დაეწყოთ,
  • 1:13 - 1:16
    ცოდნაში იმდენი ჩავარდნები
    ჰქონდათ, რომ ვერ იგებდნენ.
  • 1:16 - 1:18
    ასეთ დროს ფიქრობდნენ,
    ეტყობა მათემატიკის გენი არ გვაქვსო.
  • 1:18 - 1:19
    მაგრამ ცოტა რომ
    წამოიზარდნენ
  • 1:19 - 1:22
    გადაწყვიტეს, საკუთარ ხელში
    აეღოთ სწავლის პროცესი.
  • 1:22 - 1:24
    იპოვეს ისეთი რესურსები,
    როგორიცაა ხანის აკადემია.
  • 1:24 - 1:27
    და მოახერხეს, ამოევსოთ
    ჩავარდნები, დახელოვნებულიყვნენ,
  • 1:27 - 1:29
    და ასე განიმტკიცეს
    ზრდის მენტალიტეტი;
  • 1:29 - 1:33
    გაიაზრეს, რომ შესაძლებლობები
    უცვლელი არ იყო,
  • 1:33 - 1:37
    და რომ სინამდვილეში მათ
    შეეძლოთ, ესწავლათ მათემატიკა.
  • 1:37 - 1:39
    ხშირად ზუსტად ასე ვსწავლობთ
    სხვა რამეებსაც ცხოვრებაში.
  • 1:39 - 1:43
    ასე ისწავლიდით
    საბრძოლო ხელოვნებას.
  • 1:43 - 1:44
    იქ ჯერ ივარჯიშებდით თეთრი ქამრისთვის
    საჭირო ილეთების დახელოვნებაში
  • 1:44 - 1:46
    იმდენ ხანს რამდენ
    ხანსაც საჭირო იქნებოდა,
  • 1:46 - 1:48
    და მხოლოდ მაშინ გადახვიდოდით
    ყვითელი ქამრისთვის მომზადებაზე,
  • 1:48 - 1:50
    როცა დახელოვნდებოდით
    თეთრი ქამრის ილეთებში.
  • 1:50 - 1:52
    ასე ვსწავლობთ
    ინსტრუმენტზე დაკვრასაც:
  • 1:52 - 1:54
    ჯერ საბაზისო ნაწარმოებზე
    ვარჯიშობთ ბევრს
  • 1:54 - 1:55
    და მხოლოდ მაშინ
    როცა დახელოვნდებით,
  • 1:55 - 1:57
    გადადიხართ უფრო
    მაღალი დონის ნაწარმოებზე.
  • 1:57 - 2:01
    მაგრამ ხაზს ვუსვამ: ტრადიციული
    აკადემიური სწავლების სტრუქტურა
  • 2:01 - 2:05
    (იმ სწავლების, რომლის მიხედვითაც
    ჩვენ ყველანი გავიზარდეთ) ასეთი არაა.
  • 2:05 - 2:06
    ტრადიციულ აკადემიურ მოდელში,
  • 2:06 - 2:09
    მოსწავლეებს, როგოც წესი,
    ვაჯგუფებთ ასაკის მიხედვით,
  • 2:09 - 2:10
    და სადღაც საბაზო საფეხურზე,
  • 2:10 - 2:12
    ასაკისა და აღქმული
    შესაძლებლობების მიხედვით.
  • 2:12 - 2:14
    და ყველას ერთ ადგილას შევრეკავთ.
  • 2:15 - 2:16
    როგორც წესი, ხდება ის, რომ...
  • 2:16 - 2:19
    ვთქვათ, ვართ საშუალო სკოლის
    პრეალგებრის გაკვეთილზე,
  • 2:19 - 2:21
    რომლის თემაცაა ხარისხები,
  • 2:21 - 2:23
    მასწავლებელი ახსნის ხარისხებს
  • 2:23 - 2:25
    მერე წავალთ სახლში, გავაკეთებთ
    საშინაო დავალებას.
  • 2:25 - 2:27
    შემდეგ დილას გადავხედავთ დავალებას,
  • 2:27 - 2:30
    მერე ისევ: ლექცია – დავალება,
    ლექცია – დავალება
  • 2:30 - 2:32
    ეს გაგრძელდება ორი ან სამი კვირა,
  • 2:32 - 2:33
    და შემდეგ მოდის ტესტი.
  • 2:33 - 2:36
    ამ ტესტზე შეიძლება, ავიღო 75%,
  • 2:37 - 2:38
    და თქვენ აიღოთ 90%,
  • 2:38 - 2:40
    და თქვენ კიდევ 95%.
  • 2:40 - 2:43
    და ტესტმა კი დააფიქსირა ის
    ჩავარდნები, რაც ცოდნაში გვაქვს:
  • 2:43 - 2:45
    არ ვიცოდი მასალის 25%.
  • 2:45 - 2:48
    თუნდაც ათოსანისთვის,
    რა იყო ის 5%, რაც არ იცოდა?
  • 2:48 - 2:50
    ჩავარდნების არსებობის მიუხედავად,
  • 2:50 - 2:52
    მთელი კლასი გადავა შემდეგ საკითხზე,
  • 2:52 - 2:56
    ალბათ უფრო მაღალი დონის საკითხზე,
    რომელიც ამ ჩავარდნებზე „დაშენდება“.
  • 2:56 - 2:59
    შეიძლება, ეს იყოს ლოგარითმები,
    ან უარყოფითი ხარისხები.
  • 2:59 - 3:02
    ეს პროცესი ასე გრძელდება და
    თქვენ მაშინვე იაზრებთ
  • 3:02 - 3:03
    რომ ეს ძალიან უცნაურია.
  • 3:03 - 3:06
    არ ვიცოდი
    შედარებით საბაზისო საკითხის 25%,
  • 3:06 - 3:08
    ახლა კი მიბიძგებენ, უფრო მაღალი
    დონის რამ ვისწავლო.
  • 3:08 - 3:12
    ასე გაგრძელდება
    თვეები და წლები, იმ დრომდე
  • 3:12 - 3:15
    როცა ალგებრის ან ტრიგონომეტრიის
    გაკვეთილზე ვიქნები
  • 3:15 - 3:16
    და ჩიხს შევეჩეხები.
  • 3:16 - 3:19
    ასე იმიტომ არ მოხდება,
    რომ ალგებრა თავისი არსით ძნელია,
  • 3:19 - 3:23
    ან იმიტომ, რომ
    მოსწავლე ჭკვიანი არ არის.
  • 3:23 - 3:26
    ეს მოხდება იმიტომ, რომ საქმე მაქვს
    განტოლებასთან, რომელშიც ხარისხებია
  • 3:26 - 3:29
    და ის 30%, რაც არ ვიცოდი
    ზუსტად აქ გამოყოფს თავს.
  • 3:29 - 3:32
    და ნელ-ნელა კლასს ჩამოვრჩები.
  • 3:32 - 3:36
    კარგად რომ დაინახოთ,
    რაოდენ აბსურდულია ეს,
  • 3:36 - 3:39
    წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში სხვა
    რამეებსაც რომ ასე ვაკეთებდეთ.
  • 3:39 - 3:41
    აი, მაგალითად, სახლის შენება.
  • 3:41 - 3:43
    (სიცილი)
  • 3:45 - 3:48
    მოვიყვანთ მშენებელს და ვეუბნებით:
  • 3:48 - 3:51
    „გვითხრეს, რომ 2 კვირა გვაქვს
    საძირკვლის ასაშენებლად
  • 3:51 - 3:52
    „რასაც შეძლებ, გააკეთე.“
  • 3:52 - 3:55
    (სიცილი)
  • 3:55 - 3:57
    ისინიც აკეთებენ, რაც შეუძლიათ.
  • 3:57 - 3:58
    შეიძლება, იწვიმოს.
  • 3:58 - 4:00
    შეიძლება, მასალის ნაწილი არ მოიტანონ.
  • 4:00 - 4:03
    2 კვირის შემდეგ მოდის
    შემმოწმებელი, გახედ-გამოხედავს
  • 4:03 - 4:06
    და იტყვის:
    „კარგით, ბეტონი იქ ჯერ ისევ სველია,
  • 4:06 - 4:08
    „ეს ნაწილი მთლად
    სტანდარტის მიხედვით არაა...
  • 4:09 - 4:10
    „80%-ს დავუწერ.“
  • 4:10 - 4:11
    (სიცილი)
  • 4:11 - 4:14
    ეტყვით: „მაგარია! 8-იანი მივიღეთ.
    მოდი, 1-ლი სართული ავაშენოთ.“
  • 4:14 - 4:15
    (სიცილი)
  • 4:15 - 4:16
    იგივეა.
  • 4:16 - 4:20
    2 კვირა გვაქვს, რაც შეგიძლია გააკეთე;
    2 კვირაში მოდის შემმოწმებელი – 75%-ია.
  • 4:20 - 4:21
    მშვენიერი, 7-იანია.
  • 4:21 - 4:23
    მე-2 სართული, მე-3 სართული;
  • 4:23 - 4:25
    და უცებ, მე-3 სართულის შენებისას
  • 4:25 - 4:27
    მთელი სტრუქტურა ინგრევა.
  • 4:27 - 4:30
    და თუ შენი რეაქცია ისეთივეა,
    როგორიც განათლებაში მომუშავეების.
  • 4:30 - 4:31
    ან ზოგადად, სხვა (ბევრი) ადამიანის.
  • 4:31 - 4:34
    ალბათ, იტყოდით, ცუდი მშენებელი შეგვხვდა,
  • 4:34 - 4:37
    ან რომ გვჭირდებოდა უკეთესი შემოწმება,
    ან უფრო ხშირი შემოწმება.
  • 4:37 - 4:39
    მაგრამ სინამდვილეში
    პროცესი იყო გაფუჭებული.
  • 4:39 - 4:42
    ჩვენ ხელოვნურად შევზღუდეთ
    მუშაობის დრო,
  • 4:42 - 4:44
    ფაქტობრივად გარანტირებული
    გვქონდა არამდგრადი შედეგი,
  • 4:44 - 4:48
    თან დავხარჯეთ ენერგია შეფასებაზე და
    ჩავარდნების აღმოჩენაზე,
  • 4:48 - 4:50
    მაგრამ შემდეგ
    მაინც ზემოდან დავაშენეთ.
  • 4:50 - 4:53
    დახელოვნებაზე დაფუძნებული
    სწავლების იდეა კი ამის საპირისპიროა.
  • 4:53 - 4:55
    იმის მაგივრად,
    რომ ხელოვნურად შევზღუდოთ, როდის
  • 4:55 - 4:57
    და რამდენ ხანს
    იმუშავებთ კონკრეტულ საკითხზე;
  • 4:57 - 5:00
    რაც გარანტირებულად
    გვაძლევს არამდგრად შედეგს –
  • 5:00 - 5:01
    10, 9 , 8, 7, 6, 5
  • 5:02 - 5:03
    პირიქით გააკეთეთ.
  • 5:04 - 5:06
    ცვლადი გახადეთ ის, თუ
    როდის და რამდენ ხანს
  • 5:06 - 5:08
    იმუშავებენ მოსწავლეები კონკრეტულ თემაზე
  • 5:08 - 5:11
    და ფიქსირებული კი გახადეთ ის,
    რომ მათ ბოლომდე დაიხელოვნონ მასალა.
  • 5:11 - 5:13
    მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ
  • 5:13 - 5:16
    ეს დაეხმარება მოსწავლეებს
    არა მარტო ხარისხების უკეთ გააზრებაში,
  • 5:17 - 5:19
    არამედ განუმტკიცებს
    სწორი განწყობის „კუნთებს“.
  • 5:19 - 5:23
    გაიაზრებენ, რომ თუ რომელიმე
    დავალებაში 20% შეცდომით გაქვს,
  • 5:23 - 5:26
    ეს არ ნიშნავს, რომ
    შვიდიანების მიღება გენში გაქვს.
  • 5:26 - 5:29
    ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ
    ამაზე კიდევ სამუშაო გაქვს.
  • 5:29 - 5:31
    უნდა გქონდეს სიმტკიცე;
    უნდა იყო უდრეკი;
  • 5:31 - 5:33
    შენი სწავლა
    შენს ხელში უნდა აიღო.
  • 5:34 - 5:37
    ბევრმა სკეპტიკოსმა შეიძლება თქვას:
    ეს ყველაფერი მშვენიერია,
  • 5:37 - 5:40
    ფილოსოფიურად; მთელი ეს
    დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება
  • 5:40 - 5:41
    და მისი კავშირი განწყობასთან;
  • 5:41 - 5:43
    მოსწავლეები საკუთარ ხელში
    იღებენ განათლებას.
  • 5:43 - 5:46
    გონივრული იდეაა,
    მაგრამ არა პრაქტიკული.
  • 5:46 - 5:50
    ეს რომ მართლა მოვახერხოთ, ყველა
    მოსწავლეს საკუთარი კურსი უნდა ჰქონდეს.
  • 5:50 - 5:51
    პერსონიფიცირება იქნება საჭირო;
  • 5:51 - 5:55
    უნდა გყავდეს რეპეტიტორები და
    სამუშაო ფურცლები თითოეული მოსწავლისთვის.
  • 5:55 - 5:56
    და ეს არ არის ახალი იდეები --
  • 5:56 - 5:59
    100 წლის წინ
    ილინოისში ექსპერიმენტები ჩატარდა;
  • 5:59 - 6:02
    იყენებდნენ დახელოვნებაზე დაფუძნებულ
    სწავლებას და მშვენიერი შედეგი მიიღეს,
  • 6:02 - 6:05
    მაგრამ დაასკვნეს, რომ ფართო მასშტაბზე ვერ
    იზამდნენ ლოგისტიკური სირთულეების გამო.
  • 6:05 - 6:08
    მასწავლებელს თითოეული მოსწავლისათვის
    განსხვავებული სამუშაო ფურცლისა და
  • 6:08 - 6:09
    საჭიროებაზე მორგებული
    შეფასების სისტემის მომზადება დასჭირდებოდა.
  • 6:09 - 6:12
    მაგრამ დღეს, ეს
    უკვე აღარ არის არა პრაქტიკული.
  • 6:12 - 6:13
    გვაქვს საჭირო ხელსაწყოები
    ამის მისაღწევად.
  • 6:13 - 6:16
    მოსწავლეს დასჭირდება, რაიმე
    საკითხის ახსნა ნახოს?
  • 6:16 - 6:17
    ამისთვის საჭიროებაზე
    მორგებული ვიდეოები გვაქვს.
  • 6:17 - 6:19
    ვარჯიში სჭირდებათ; უკუკავშირი?
  • 6:19 - 6:24
    პერსონალიზებული სავარჯიშოები
    ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის.
  • 6:24 - 6:27
    ეს როცა ხდება,
    სხვა ბევრი საუცხოო რამ მოჰყვება.
  • 6:27 - 6:30
    ჯერ ერთი, მოსწავლეები ახერხებენ,
    მართლაც დახელოვნდნენ საკითხებში.
  • 6:30 - 6:32
    ამასთან ერთად
    ივითარებენ ზრდის განწყობას;
  • 6:32 - 6:34
    ივითარებენ სიმტკიცესა და უდრეკობას;
  • 6:34 - 6:36
    თვითონ მართავენ თავიანთ განათლებას.
  • 6:36 - 6:38
    და ბევრი გადასარევი რამ შეიძლება მოხდეს
  • 6:38 - 6:40
    საკლასო ოთახშიც.
  • 6:40 - 6:42
    „ლექციაზე“ ფოკუსირების მაგივრად,
  • 6:42 - 6:44
    მოსწავლეებს შეუძლიათ
    ერთმანეთთან ინტერაქცია.
  • 6:44 - 6:46
    შეუძლიათ, სიღრმისეულად
    დახელოვნდნენ თემაში.
  • 6:46 - 6:49
    შეუძლიათ, მოაწყონ სიმულაციები;
    სოკრატესეული დიალოგი.
  • 6:49 - 6:51
    უფრო რომ დააფასოთ, რაზეც ვსაუბრობთ
  • 6:51 - 6:55
    და გაიაზროთ
    დაკარგული პოტენციალის ტრაგედია,
  • 6:55 - 6:58
    მინდა, შემოგთავაზოთ
    გონებრივი ექსპერიმენტი.
  • 6:59 - 7:04
    ჩვენ რომ წავიდეთ 400 წლით უკან,
    დასავლეთ ევროპაში,
  • 7:04 - 7:07
    რომელიც მაშინაც კი პლანეტის
    ერთ-ერთი ყველაზე წიგნიერი ნაწილი იყო,
  • 7:07 - 7:11
    ნახავდით, რომ მოსახლეობის
    დაახლოებით 15%-ს შეეძლო კითხვა.
  • 7:12 - 7:15
    და ეჭვი მაქვს, რომელიმე კითხვის
    შემძლე ადამიანისთვის რომ გეკითხათ,
  • 7:15 - 7:17
    მაგალითად სამღვდელოების წევრისთვის,
  • 7:17 - 7:21
    „თქვენი აზრით, მოსახლეობის რა პროცენტს
    აქვს უნარი ისწავლოს კითხვა?“
  • 7:21 - 7:24
    შეიძლება ეთქვათ: „ნუ, კარგი
    განათლების სისტემის შემთხვევაში,
  • 7:24 - 7:27
    „ალბათ 20, ან 30%-ს.“
  • 7:27 - 7:29
    მაგრამ აწმყოში რომ დავბრუნდეთ,
  • 7:29 - 7:32
    ვიცით, რომ ეს წინასწარმეტყველება
    საოცრად პესიმისტური იქნებოდა;
  • 7:32 - 7:36
    რომ დღეს კაცობრიობის
    თითქმის 100%-ს შეუძლია კითხვა.
  • 7:36 - 7:39
    მაგრამ თქვენთვის
    რომ დამესვა მსგავსი კითხვა:
  • 7:39 - 7:43
    „მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეუძლია
  • 7:43 - 7:46
    „სიღრმისეულად დახელოვნდეს კალკულუსში,
  • 7:46 - 7:49
    „ან გაიაზროს ორგანული ქიმია,
  • 7:49 - 7:52
    „ან წვლილი შეიტანოს კიბოს კვლევაში?“
  • 7:52 - 7:55
    ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის: „ნუ, ძალიან
    კარგი განათლების სისტემის შემთხვევაში,
  • 7:55 - 7:57
    ალბათ 20, 30 პროცენტს."
  • 7:58 - 7:59
    მაგრამ იქნებ ეს შეფასება
  • 7:59 - 8:03
    უბრალოდ ჩვენს არა-დახელოვნებაზე
    დაფუძნებული გამოცდილების გამოა;
  • 8:03 - 8:05
    თქვენი პირადი გამოცდილება,
    ან თქვენი თანატოლების,
  • 8:05 - 8:08
    სადაც, განსაზღვრული ტემპით,
    ერთი კლასიდან მეორეში „მიგათრევენ“
  • 8:08 - 8:10
    და ცოდნაში ჩავარდნები გიგროვდება.
  • 8:10 - 8:11
    მაშინაც კი, როცა 95% მიიღეთ,
  • 8:11 - 8:13
    რა იყო ის 5%, რომელიც გამოგრჩათ?
  • 8:13 - 8:16
    და ეს ჩავარდნები გროვდება;
    შემდეგ კლასში რომ მოხვდებით,
  • 8:16 - 8:18
    უცებ ჩიხში მოექცევით და იფიქრებთ:
  • 8:18 - 8:20
    „კიბოს მკვლევრად არ გამოვდგები;
  • 8:20 - 8:23
    „ფიზიკოსად არ გამოვდგები;
    მათემატიკოსად არ გამოვდგები.“
  • 8:23 - 8:25
    ალბათ, ეს ასეც არის,
  • 8:25 - 8:29
    მაგრამ რომ გქონოდათ დახელოვნების
    მეთოდით სწავლის შესაძლებლობა;
  • 8:29 - 8:32
    რომ მართლაც შეგეძლოთ, აგეღოთ
    საკუთარი ხელში სწავლის სადავეები,
  • 8:32 - 8:34
    - და როცა რამე შეგეშლებოდათ,
  • 8:34 - 8:36
    მიგეღოთ ეს; დაგენახათ ეს მარცხი, როგორც
    სწავლის საშუალება -
  • 8:36 - 8:40
    ის რიცხვი, ეს პროცენტი, რომელსაც
    შეუძლია, დახელოვნდეს კალკულუსში
  • 8:40 - 8:42
    ან ორგანულ ქიმიაში,
  • 8:42 - 8:45
    100%-თან ბევრად
    უფრო ახლოს იქნებოდა.
  • 8:46 - 8:48
    ეს არ არის უბრალოდ
    „რატომაც არ გვქონდეს“ საკითხი.
  • 8:49 - 8:51
    ვფიქრობ, ეს სოციალური იმპერატივია.
  • 8:52 - 8:55
    ჩვენ „გამოვდივართ“
    ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული ხანიდან
  • 8:55 - 8:59
    და „შევდივართ“
    ინფორმაციული რევოლუციის ხანაში.
  • 9:00 - 9:02
    ნათელია, რომ რაღაცეები იცვლება.
  • 9:02 - 9:04
    ინდუსტრიულ ხანაში
    საზოგადოება პირამიდა იყო.
  • 9:04 - 9:09
    პირამიდის საძირკველში
    ფიზიკური შრომა გჭირდებოდა.
  • 9:09 - 9:12
    პირამიდის შუაში
    ინფორმაციის გადამუშავება გვქონდა;
  • 9:12 - 9:14
    ბიუროკრატიული ფენა.
  • 9:14 - 9:18
    პირამიდის თავზე
    კაპიტალის მფლობელები გვყავდა
  • 9:18 - 9:20
    და მეწარმეები;
  • 9:20 - 9:21
    და შემოქმედებითი ფენა.
  • 9:22 - 9:24
    მაგრამ ხო ვხედავთ, რა ხდება უკვე,
  • 9:24 - 9:26
    ინფორმაციული რევოლუციის
    დაწყებასთან ერთად.
  • 9:26 - 9:29
    პირამიდის ძირში
    ყველაფერი ავტომატიზირდება.
  • 9:29 - 9:31
    შუა ფენაც კი;
    ინფორმაციის გადამუშავება,
  • 9:31 - 9:33
    სწორედ ეს ეხერხებათ კომპიუტერებს.
  • 9:33 - 9:34
    ჩვენ, როგორც საზოგადოება,
    ერთი კითხვის წინაშე ვდგავართ:
  • 9:35 - 9:38
    მთელი ეს თანამედროვე პროდუქტიულობა
    ტექნოლოგიების დამსახურებაა,
  • 9:38 - 9:39
    მაგრამ ვინ იღებს მასში მონაწილეობას?
  • 9:39 - 9:42
    მხოლოდ პირამიდის წვერში მყოფი ფენა?
  • 9:42 - 9:44
    თუ ასეა, სხვა დანარჩენი რას აკეთებს?
  • 9:44 - 9:45
    სად მუშაობენ?
  • 9:45 - 9:47
    ან ხომ არ შევცვალოთ
    ეს სისტემა?
  • 9:48 - 9:51
    ხომ არ შეგვიძლია, ამოვაყირაოთ პირამიდა;
  • 9:51 - 9:53
    ისე, რომ დიდი შემოქმედი ფენა გვყავდეს,
  • 9:53 - 9:56
    სადაც თითქმის ყველა შეძლებს,
    თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მეწარმემ,
  • 9:56 - 9:58
    ხელოვანმა, მკვლევარმა?
  • 9:59 - 10:01
    არ ვფიქრობ, რომ ეს უტოპიურია.
  • 10:01 - 10:03
    მართლა მგონია, რომ
    ეს ყველაფერი ეფუძნება იმ იდეას,
  • 10:03 - 10:05
    რომ თუ ხალხს საშუალებას
    მივცემთ გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი
  • 10:05 - 10:07
    კონცეფციების დახელოვნებით;
  • 10:07 - 10:11
    საკუთარი განვითარების
    სადავეების ხელში აღებით,
  • 10:11 - 10:12
    მათ შეუძლიათ ამის მიღწევა.
  • 10:13 - 10:17
    როცა ამაზე ფიქრობ, როგორც
    სამყაროს უბრალოდ ერთ-ერთი მოქალაქე,
  • 10:17 - 10:18
    საკმაოდ ამაღელვებელია.
  • 10:18 - 10:21
    წარმოიდგინეთ, როგორი
    სამართლიანობა შეიძლება გვქონდეს,
  • 10:21 - 10:24
    და რა სიჩქარით
    შეძლებს ცივილიზაცია განვითარებას.
  • 10:24 - 10:27
    მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
  • 10:27 - 10:30
    ვფიქრობ, ძალიან
    საინტერესო დროში ვცხოვრობთ.
  • 10:30 - 10:31
    მადლობა.
  • 10:31 - 10:37
    (აპლოდისმენტები)
Title:
მოდით ვასწავლოთ დახელოვნებისთვის -- არა გამოცდის ქულებისთვის
Speaker:
სალმან ხან
Description:

დაუსრულებელ საძირკველზე სახლს ააშენებდით? რა თქმა უნდა არა. მაშინ, რატომ მივერეკებით მოსწავლეებს ერთი კლასიდან მეორეში როცა საფუძლვები არ აქვთ გათავისებული? კი, ეს რთული საკითხია, მაგრამ პედაგოგი სალ ხანი გვიზიარებს თავის გეგმას – როგორ გახდნენ „ჩამორჩენილი“ მოსწავლეები მეცნიერები, თუ დავეხმარებით კონცეფციების დაუფლებაში მათი საკუთარი ტემპით.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
10:49

Georgian subtitles

Revisions