Return to Video

როგორ სინამდვილეს იქმნით თქვენთვის?

  • 0:01 - 0:03
    პატარაობისას დოროთი,
  • 0:03 - 0:05
    თავის ოქროს თევზზე გიჟდებოდა.
  • 0:05 - 0:08
    მამამ აუხსნა, რომ თევზები წყალში
  • 0:08 - 0:10
    კუდის სწრაფი ქნევით გადაადგილდებიან.
  • 0:10 - 0:13
    მან კი ყოყმანის გარეშე უპასუხა:
  • 0:13 - 0:16
    "დიახ, მამა, უკუღმა კი
    თავის ქნევით ცურავენ."
  • 0:16 - 0:18
    (სიცილი)
  • 0:18 - 0:21
    მის გონებაში, ეს ისეთივე ჭეშმარიტება იყო,
    როგორც ნებისმიერი სხვა.
  • 0:21 - 0:23
    მას სჯეროდა,
  • 0:23 - 0:26
    რომ თევზები უკუღმა თავის სწრაფი
    ქნევით ცურავენ.
  • 0:26 - 0:28
    ჩვენი ცხოვრება სავსეა
    უკუღმა მოცურავე თევზებით.
  • 0:28 - 0:31
    ვვარაუდობთ და არასწორი ლოგიკური
    დასკვნები გამოგვაქვს.
  • 0:31 - 0:32
    ვართ მიკერძოებულები.
  • 0:32 - 0:35
    დარწმუნებულები ვართ,
    რომ ჩვენ მართლები ვართ, სხვები კი ცდებიან.
  • 0:35 - 0:37
    ყველაზე უარესის გვეშინია.
  • 0:37 - 0:39
    ვიბრძვით მიუღწეველი სრულყოფილებისთვის.
  • 0:39 - 0:42
    საკუთარ თავებს ვუწესებთ
    რა შეგვიძლია და რა - არა.
  • 0:42 - 0:45
    არადა ვერც კი ვამჩნევთ,
    რომ ჩვენ გონებაში
  • 0:45 - 0:48
    თევზები უკუღმა
    თავის გაშმაგებული ქნევით ცურავენ.
  • 0:48 - 0:51
    ჩემ შესახებ 5 ფაქტს გეტყვით,
  • 0:51 - 0:54
    რომელთაგან ერთი სიცრუეა.
  • 0:54 - 0:59
    პირველი: 19 წლისამ წარჩინებით დავამთავრე
    ჰარვარდის მათემათიკის ფაკულტეტი.
  • 1:00 - 1:04
    მეორე: ამჟამად ვფლობ
    სამშენებლო კომპანიას ორლანდოში.
  • 1:05 - 1:09
    მესამე: ვმონაწილეობდი
    კომედიურ ტელესერიალში.
  • 1:09 - 1:14
    მეოთხე: თვალის იშვიათი გენეტიკური
    დაავადებით მხედველობა დავკარგე.
  • 1:15 - 1:19
    მეხუთე: აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ორ
    მოსამართლესთან იურიდიულ მდივნად ვმუშაობდი.
  • 1:20 - 1:22
    ამათგან რომელია მცდარი?
  • 1:24 - 1:26
    სინამდვილეში ყველა სიმართლეა.
  • 1:26 - 1:28
    დიახ, ყველა სიმართლეა.
  • 1:29 - 1:31
    (აპლოდისმენტები)
  • 1:33 - 1:36
    ამ დროს ადამიანთა უმეტესობა
    მხოლოდ ტელეშოუთი ინტერესდება.
  • 1:36 - 1:38
    (სიცილი)
  • 1:40 - 1:41
    ეს გამოცდილებიდან ვიცი.
  • 1:42 - 1:46
    მოკლედ, ეს იყო "ენ ბი სი"-ს შოუ
    "ზარით გადარჩენილები: ახალი კლასი"
  • 1:46 - 1:50
    და მე ვიზელ ვაიზელის როლს ვთამაშობდი,
  • 1:50 - 1:54
    რომელიც შოუს სულელი
    და მოსაწყენი პერსონაჟი იყო,
  • 1:54 - 1:58
    რომლის თამაშიც, 13 წლის ბიჭისთვის,
  • 1:58 - 2:00
    საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.
  • 2:00 - 2:02
    (სიცილი)
  • 2:02 - 2:08
    ჩემს სიბრმავეში შეგეპარათ ეჭვი?
    რატომ მაინცდამაინც ამაში?
  • 2:08 - 2:11
    ეს იმიტომ რომ ე.წ. უნარშეზღუდულებზე
  • 2:11 - 2:14
    რაღაცეებს ვვარაუდობთ ხოლმე.
  • 2:14 - 2:16
    მე როგორც ბრმა ადამიანი,
    ყოველდღიურად ვაწყდები
  • 2:16 - 2:19
    ვარაუდებს ჩემ უნარშეზღუდულობაზე.
  • 2:19 - 2:22
    თუმცა, მე დღეს არა ჩემ სიბრმავეზე,
  • 2:22 - 2:24
    არამედ ჩემ ხედვაზე ვისაუბრებ.
  • 2:24 - 2:28
    სიბრმავემ ფართოდ გახელილი
    თვალებით ცხოვრება
  • 2:28 - 2:31
    და ჩვენივე გამოგონილი
  • 2:31 - 2:33
    უკუღმა მცურავი თევზების შემჩნევა მასწავლა.
  • 2:33 - 2:35
    სიბრავემ ეს ყველაფერი ფოკუსში მოაქცია.
  • 2:35 - 2:37
    რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა ხედავთ?
  • 2:37 - 2:41
    ის მყისიერი და პასიურია.
  • 2:41 - 2:43
    ახელთ თვალებს და ხედავთ სამყაროს.
  • 2:43 - 2:45
    დანახვა რწმენაა,
    მხედველობა კი ჭეშმარიტება.
  • 2:45 - 2:47
    არა?
  • 2:47 - 2:49
    სწორედ, რომ ასე ვფიქრობდი.
  • 2:50 - 2:54
    შემდეგ, 12-დან 25 წლამდე თვალის ბადურა
    უფრო და უფრო დამიზიანდა.
  • 2:55 - 2:58
    მხედველობა სულ უფრო მეტად ანომალიური გახდა
  • 2:58 - 3:01
    და სარკეებიან სიცილის ოთახს დაემსგავსა.
  • 3:01 - 3:04
    გამყიდველი, რომლის მაღაზიაში
    შემჩნევა შვებას მგვრიდა,
  • 3:04 - 3:06
    სინამდვილეში მანეკენი აღმოჩნდებოდა.
  • 3:06 - 3:08
    ხელების დასაბანად რომ ვიხრებოდი,
  • 3:08 - 3:11
    შეხებისას ფორმის მიხედვით ვხვდებოდი,
  • 3:11 - 3:13
    რომ ნიჟარის ნაცვლად პისუარს ვეხებოდი.
  • 3:13 - 3:16
    ფოტოსურათს, რომელიც ხელში მეჭირა
    მეგობარი აღმიწერდა,
  • 3:16 - 3:18
    და მხოლოდ ამის შემდეგ
    შემეძლო მისი დანახვა.
  • 3:19 - 3:23
    ჩემ სინამდვილეში საგნები ჩნდებოდა,
    იცვლებოდა და ქრებოდა.
  • 3:24 - 3:27
    რაც დასანახად რთული და დამქანცველი იყო.
  • 3:28 - 3:31
    ფრაგმენტულ გამოსახულებებს
    ერთმანეთს ვუერთებდი
  • 3:31 - 3:33
    და ვაანალიზებდი მინიშნებებს.
  • 3:33 - 3:37
    ჩემ დაბზარულ კალეიდოსკოპში
    ლოგიკის პოვნას ვცდილობდი,
  • 3:37 - 3:39
    სანამ საბოლოოდ არ დავბრმავდი.
  • 3:39 - 3:41
    მივხვდი, რომ ის რასაც ვხედავთ
  • 3:41 - 3:44
    ერთადერთი ჭეშმარიტება არაა.
  • 3:44 - 3:47
    ეს არ არის ობიექტური სინამდვილე.
  • 3:48 - 3:53
    რასაც ვხედავთ, ეს არის უნიკალური,
    პირადი, ვირტუალური სინამდვილე,
  • 3:53 - 3:55
    რომლსაც ჩვენი ტვინი
    ოსტატურად აფორმირებს.
  • 3:56 - 3:58
    მოდით ეს ცოტაოდენი
    ნეირომეცნიერებით ავხსნათ.
  • 3:58 - 4:02
    თქვენი მხედველობის ქერქი
    ტვინის დაახლოებით 30 % იკავებს.
  • 4:02 - 4:04
    ეს შევადაროთ მგრძნობელობის
    დაახლოებით 8 %-იან უბანს
  • 4:04 - 4:07
    და სმენის 2-3%-იანს.
  • 4:07 - 4:11
    ყოველ წამს, თქვენს თვალებს ტვინისთვის
  • 4:11 - 4:14
    2 მილიარდი ინფორმაციული ერთეულის
    მიწოდება შეუძლია.
  • 4:14 - 4:18
    სხეულის დანარჩენ ნაწილს კი,
    მხოლოდ დამატებითი მილიარდის.
  • 4:19 - 4:23
    ანუ მხედველობა მოცულობით,
    ტვინის 1/3 იკავებს
  • 4:23 - 4:26
    და თქვენი ტვინის სამუშაო
    რესურსების 2/3 იყენებს.
  • 4:26 - 4:29
    შესაბამისად გასაკვირი არაა,
  • 4:29 - 4:31
    რომ ოპტიკური ილუზია
    ასეთი დაუძლეველია.
  • 4:31 - 4:34
    თუმცა, არ შეცდეთ:
    მხედველობა არის კიდეც ილუზია.
  • 4:34 - 4:36
    ყველაზე საინტერესო ისაა,
  • 4:36 - 4:38
    რომ მხედველობის განცდის შესაქმნელად,
  • 4:38 - 4:42
    თქვენი ტვინი იხმობს და აკავშირებს,
    სამყაროს თქვენეულ კონცეპტუალურ აღქმას.
  • 4:42 - 4:45
    ასევე ცოდნას, მოგონებებს, მოსაზრებებს,
    ემოციებსა და ინტერესებს.
  • 4:46 - 4:50
    თქვენ ტვინში ეს და ბევრი სხვა
    რაღაც დაკავშირებულია მხედველობასთან.
  • 4:51 - 4:54
    ეს კავშირები ორმხრივია
    და ჩვეულებრივ ქვეცნობიერად ვლინდება.
  • 4:54 - 4:56
    ასე მაგალითად:
  • 4:56 - 4:59
    ის რასაც ხედავთ,
    თქვენს შეგრძნებებზე მოქმედებს,
  • 4:59 - 5:02
    თქვენმა გრძნობებმა კი, შეიძლება
    რეალურად შეცვალოს ის რასაც ხედავთ.
  • 5:02 - 5:04
    ამას უამრავი კვლევა ადასტურებს.
  • 5:04 - 5:06
    მაგალითად, თუკი ვინმე ვიდეოში
  • 5:06 - 5:10
    მოსიარულე მამაკაცის
    სიჩქარის შეფასებას გთხოვთ,
  • 5:10 - 5:12
    თქვენი პასუხი განსხვავებული იქნება
    იმის მიხედვით
  • 5:12 - 5:15
    ამ დროს ავაზაზე დაგაფიქრებენ, თუ კუზე.
  • 5:15 - 5:18
    თუ ეს-ესაა ივარჯიშეთ
    მაღლობი უფრო ციცაბოდ გამოჩნდება
  • 5:18 - 5:21
    და თუკი მძიმე ჩანთას ატარებთ,
  • 5:21 - 5:23
    დანიშნულების ადგილი
    უფრო შორს მოგეჩვენებათ.
  • 5:24 - 5:27
    ჩვენ ფუნდამენტურ შეუსაბამობამდე მივედით.
  • 5:28 - 5:33
    რასაც ხედავთ, ეს თქვენი ტვინის მიერ
    შექმნილი სინამდვილეა,
  • 5:33 - 5:35
    მაგრამ თქვენ ამას,
    თქვენ გარშემო არსებული სამყაროს
  • 5:35 - 5:37
    პირდაპირ გამოხატულებად აღიქვამთ.
  • 5:38 - 5:40
    თქვენ იქმნით საკუთარ სინამდვილეს
    და შემდეგ იჯერებთ.
  • 5:41 - 5:44
    მეც მჯეროდა ჩემი სინამდვილის,
    სანამ არ დაიმსხვრა.
  • 5:45 - 5:48
    მხედველობის გაუარესებამ
    ილუზიები დამიმსხვრია.
  • 5:48 - 5:50
    იცით, მხედველობა
  • 5:50 - 5:53
    ჩვენი სინამდვილის შექმნის
    მხოლოდ ერთ-ერთი გზაა.
  • 5:53 - 5:57
    თუმცა რელობას, ბევრი სხვა გზებითაც ვქმნით.
  • 5:57 - 6:00
    მაგალითისთვის შიში ავიღოთ.
  • 6:01 - 6:04
    შიშები გიმახინჯებთ სინამდვილეს.
  • 6:06 - 6:10
    შიშის დამახინჯებული ლოგიკით,
    გაურკვევლობას ნებისმიერი რამ სჯობს.
  • 6:10 - 6:12
    შიში სიცარიელეს ავსებს,
  • 6:12 - 6:15
    იმას რისიც გეშინიათ,
    თქვენ ცოდნად გასაღებთ.
  • 6:15 - 6:17
    გაურკვევლობის ნაცვლად,
    ყველაზე უარესს გაჩვენებთ.
  • 6:18 - 6:20
    ვარაუდებს მიზეზებად გიქცევთ.
  • 6:20 - 6:24
    ფსიქოლოგებმა მშვენიერი ტერმინი მოუფიქრეს:
    კოშმარიზება (awfulizing).
  • 6:24 - 6:25
    (სიცილი)
  • 6:25 - 6:26
    არა?
  • 6:26 - 6:29
    შიში უცნობ მოვლენებს,
    კოშმარით ანაცვლებს.
  • 6:29 - 6:32
    შიში თვითრეალიზებულია.
  • 6:32 - 6:36
    როცა საჭიროა, რომ საკუთარ თავს
    გარედან კრიტიკულად შეხედოთ,
  • 6:37 - 6:39
    შიში ღრმად აღწევს თქვენ გონებაში,
  • 6:39 - 6:41
    ავიწროვებს
    და ამახინჯებს თქვენს ხედვას.
  • 6:41 - 6:43
    თქვენი კრიტიკული აზროვნების უნარს
  • 6:43 - 6:46
    დამანგრეველი ემოციების ნიაღვარში ძირავს.
  • 6:46 - 6:49
    როდესაც მოქმედებისთვის საუკეთესო
    შესაძლებლობებს ხედავთ,
  • 6:49 - 6:51
    შიში უმოქმედობისკენ გიბიძგებთ
  • 6:51 - 6:56
    და გაიძულებთ პასიურად უყუროთ,
    როგორ სრულდება მისი წინასწარმეტყველებები.
  • 6:57 - 7:00
    როდესაც დაბრმავების დიაგნოზი დამისვეს,
  • 7:00 - 7:03
    ვიცოდი რომ ეს,
    ჩემს ცხოვრებას გაანადგურებდა.
  • 7:04 - 7:07
    სიბრმავე ჩემი დამოუკიდებლობის
    სასიკვდილო განაჩენი იყო.
  • 7:07 - 7:10
    ეს ჩემთვის წარმატებების დასასრული იყო.
  • 7:11 - 7:14
    სიბრმავე ნიშნავდა,
  • 7:14 - 7:17
    რომ უინტერესო ცხოვრება მელოდა,
  • 7:17 - 7:19
    საბრალო და სევდიანი
    და სავარაუდოდ მარტო.
  • 7:19 - 7:21
    მე ეს ვიცოდი.
  • 7:21 - 7:25
    ეს ჩემი შიშებისგან იყო შეთხზული,
    მაგრამ მე ამის მჯეროდა.
  • 7:25 - 7:27
    ეს იყო სიცრუე, თუმცა ჩემი სინამდვილე.
  • 7:27 - 7:31
    ისევე როგორც დოროთის გონებაში
    უკუღმა მცურავი თევზები.
  • 7:31 - 7:34
    თუ ჩემს შიშების სინამდვილეს
    არ შევებრძოლებოდი,
  • 7:34 - 7:36
    მასში ცხოვრება მომიწევდა.
  • 7:36 - 7:38
    ამაში დარწმუნებული ვარ.
  • 7:40 - 7:43
    მაშ, როგორ უნდა ვიცხოვროთ
    ფართოდ გახელილი თვალებით?
  • 7:43 - 7:45
    ამას შესწავლა სჭირდება.
  • 7:46 - 7:48
    ამის სწავლება და გამოყენება შესაძლებელია.
  • 7:49 - 7:50
    ძალიან მოკლედ შევაჯამებ.
  • 7:51 - 7:53
    ყველაფერში,
  • 7:53 - 7:56
    ყოველ გაფიქრებასა, თუ ყოველ წამში
  • 7:56 - 7:58
    იგრძენით პასუხისმგებლობა.
  • 7:58 - 8:00
    გაიხედეთ შიშის იქით.
  • 8:00 - 8:02
    ამოიცანით თქვენი ვარაუდები.
  • 8:02 - 8:04
    გამოიყენეთ შინაგანი ძალა.
  • 8:04 - 8:06
    დაახშვეთ შინაგანი კრიტიკა.
  • 8:06 - 8:09
    შეიცვალეთ არასწორი შეხედულებები
    იღბალსა და წარმატებაზე
  • 8:09 - 8:13
    მიიღეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები
    და დაინახეთ განსხვავებები.
  • 8:14 - 8:15
    გული გაუღეთ
  • 8:15 - 8:17
    ღვთის გულუხვ წყალობას.
  • 8:17 - 8:20
    თქვენი შიშები, თქვენი კრიტიკოსები,
  • 8:20 - 8:22
    თქვენი გმირები და არამზადები,
  • 8:22 - 8:25
    ყველაფერი გამოგონილი საბაბია,
  • 8:25 - 8:27
    თავის მართლებები, მარტივი გზის ძიება
  • 8:27 - 8:29
    და დანებებაა.
  • 8:30 - 8:33
    ეს ფიქციაა, რომელსაც სინამდვილედ აღიქვამთ.
  • 8:33 - 8:36
    განიზრახეთ მათ მიღმა დანახვა.
  • 8:36 - 8:38
    განოზრახეთ მათგან გათავისუფლება.
  • 8:38 - 8:42
    თქვენ ხართ საკუთარი
    სინამდვილის შემქმნელები
  • 8:42 - 8:46
    და ამ უფლებასთან ერთად,
    პასუხისმგებლობაც გეკისრებათ.
  • 8:46 - 8:52
    მე ვარჩიე შიშის გვირაბიდან დაუდგენელ
    და ბუნდოვან ტერიტორიაზე გადმობიჯება.
  • 8:52 - 8:55
    გადავწყვიტე იქ ამეწყო ბედნიერი ცხოვრება.
  • 8:55 - 8:57
    შორს ვარ მარტოობისგან,
  • 8:57 - 8:59
    ჩემს ლამაზ ცხოვრებას ვატარებ დოროთისთან,
  • 8:59 - 9:01
    ჩემ მშვენიერ ცოლთან და სამ ტყუპთან,
  • 9:01 - 9:04
    რომლებსაც "თრიფსკის" ვეძახით
  • 9:04 - 9:07
    და ოჯახის ყველაზე ბოლო გამოშვებასთან,
  • 9:08 - 9:11
    უსაყვარლეს კლემენტაინთან.
  • 9:11 - 9:13
    თქვენ რისი გეშინიათ?
  • 9:14 - 9:16
    თქვენ რითი იტყუებთ თავს?
  • 9:17 - 9:19
    როგორ ილამაზებთ სინამდვილეს
    და იგონებთ თხზულებებს?
  • 9:20 - 9:23
    როგორ სინამდვილეს იქმნით თქვენთვის?
  • 9:23 - 9:26
    თქვენს კარიერასა და პირად ცხოვრებაში,
    ასევე ურთიერთობებში
  • 9:27 - 9:29
    და თქვენს სულსა და გულში
  • 9:29 - 9:32
    უკუღმა მცურავი თევზები
    დიდ ზიანს გაყენებთ.
  • 9:33 - 9:36
    ისინი გაზღვევინებენ გაშვებულ შანსებს
    და გამოუყენებელ შესაძლებლობებს
  • 9:36 - 9:39
    და უმწეობას და უნდობლობას ბადებენ თქვენში,
  • 9:39 - 9:43
    როცა თვითრეალიზებისა
    და კავშირებისთვის იღწვით.
  • 9:44 - 9:47
    მოგიწოდებთ მიაკვლიოთ მათ.
  • 9:47 - 9:52
    ჰელენ კელერმა თქვა,
    რომ ერთადერთი რამ, რაც სიბრმავეზე უარესია,
  • 9:52 - 9:55
    მხედველობა, მაგრამ ხედვის არ ქონაა.
  • 9:55 - 9:59
    ჩემთვის დაბრმავება დიდი წყალობა აღმოჩნდა,
  • 9:59 - 10:01
    რადგან სიბრმავემ ხედვა შემძინა.
  • 10:02 - 10:04
    ვიმედოვნებ თქვენც ხედავთ იმას რასაც მე.
  • 10:04 - 10:05
    გმადლობთ.
  • 10:06 - 10:08
    (აპლოდისმენტები)
  • 10:21 - 10:24
    ბრუნო ჯუსანი: ისააკ, ერთი კითხვა
    ვიდრე სცენას დატოვებდე.
  • 10:24 - 10:28
    ეს აუდიტორია მეწარმეების, საქმოსნების
    და ინოვატორებისგან შედგება.
  • 10:28 - 10:31
    შენ ფლორიდაში კომპანიის
    გენერალური დირექტორი ხარ
  • 10:31 - 10:34
    და ალბათ ბევრს აინტერესებს
  • 10:34 - 10:36
    როგორია ბრმა გენერალურ დირექტორად ყოფნა?
  • 10:36 - 10:40
    რა სახის სირთულეებს აწყდები
    და რანაირად ართმევ თავს?
  • 10:40 - 10:43
    ისააკ ლიდსკი: ყველაზე დიდი სირთულე
    წყალობად მექცა.
  • 10:43 - 10:45
    მე მათ რეაქციებს ვერ ვხედავ.
  • 10:46 - 10:48
    (სიცილი)
  • 10:48 - 10:50
    ბ.ჯ: რა აყალმაყალია?
    ი.ლ: აჰა.
  • 10:50 - 10:54
    მაგალითად მმართველების გუნდის შეხვედრებზე,
  • 10:54 - 10:57
    მათ გამომეტყველებებს
    და ჟესტებს ვერ ვხედავ.
  • 10:58 - 11:01
    ამიტომ უფრო მეტი ვერბალური
    რეაქციის მოთხოვნა ვისწავლე.
  • 11:01 - 11:05
    ადამიანებს ვაიძულებ
    გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.
  • 11:06 - 11:08
    და სწორედ ამის გამო აღვნიშნე,
  • 11:08 - 11:12
    რომ სიბრმავე ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის
    ნამდვილ წყალობად იქცა,
  • 11:12 - 11:15
    რადგან ჩვენ გაცილებით უფრო
    სიღმისეულად ვკონტაქტობთ.
  • 11:15 - 11:18
    თავს ვარიდებთ ორაზროვნებას
  • 11:18 - 11:24
    და რაც ყველაზე მთავარია, ჩემმა გუნდმა იცის
    რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია.
  • 11:26 - 11:29
    ბ.ჯ: ისააკ, მადლობა TED-ში სტუმრობისთვის.
    ი.ლ: მადლობა ბრუნო.
  • 11:29 - 11:33
    (აპლოდისმენტები)
Title:
როგორ სინამდვილეს იქმნით თქვენთვის?
Speaker:
ისააკ ლიდსკი
Description:

სინამდვილე ის კი არ არის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, არამედ ის რასაც ჩვენივე გონებით ვქმნით. ისააკ ლიდსკიმ ეს პირად მაგალითზე გამოსცადა, როდესაც მის ცხოვრებაში მომხდარმა გაუთვალიწინებელმა გარემოებებმა, ის მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიიყვანეს. ამ თვითრეფლექსიით გამსჭვალულ პირად საუბარში, იგი მოგვიწოდებს მოვიშოროთ გამართლებები, შიშები და ვარაუდები, რათა საკუთარ თავს დავაკისროთ ის ურთულესი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ჩვენ ვართ საკუთარი სინამდვილის შემქმნელები.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
11:46

Georgian subtitles

Revisions