Return to Video

რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები

  • 0:02 - 0:07
    მკვლელობა მოხდა დაახლოებით 21 წლის წინ,
  • 0:07 - 0:11
    1991 წლის 18 იანვარს,
  • 0:11 - 0:13
    პატარა გარეუბანში
  • 0:13 - 0:15
    ლინვუდში, კალიფორნიაში,
  • 0:15 - 0:18
    ლოს ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთით
  • 0:18 - 0:21
    რამდენიმე კმ-ის მანძილზე.
  • 0:21 - 0:24
    მამა გარეთ, საკუთარი თინეიჯერი ვაჟისთვის
  • 0:24 - 0:27
    და მისი 5 მეგობრისთვის
    იმის სათქმელად გავიდა,
  • 0:27 - 0:30
    რომ სახლის წინ მდელოზე თამაშის
  • 0:30 - 0:33
    შეწყვეტის დრო იყო.
  • 0:33 - 0:36
    შესულიყვნენ,
    დაესრულებინათ საშინაო დავალება
  • 0:36 - 0:38
    და მომზადებულიყვნენ დასაძინებლად.
  • 0:38 - 0:42
    როცა მამა მათ ამისკენ მოუწოდებდა,
  • 0:42 - 0:45
    გვერდით ნელა მოძრავმა მანქანამ ჩაიარა,
  • 0:45 - 0:48
    და როგორც კი გასცდა მამას და თინეიჯერებს,
  • 0:48 - 0:52
    წინა სავარძლის ფანჯრიდან
    ვიღაცამ ხელი გამოყო
  • 0:52 - 0:57
    და - "ბა, ბა!" - მამა მოკლეს.
  • 0:57 - 1:01
    მანქანამ ჩაიქროლა და გაქრა.
  • 1:01 - 1:02
    პოლიცია,
  • 1:02 - 1:06
    გამომძიებლები, გასაოცრად ქმედითები იყვნენ.
  • 1:06 - 1:09
    მათ ყველა შესაძლო დამნაშავე შეისწავლეს
  • 1:09 - 1:13
    და 24 საათზე ნაკლებ დროში,
    შეარჩიეს ეჭვმიტანილი.
  • 1:13 - 1:17
    ფრასცისკო კარილო, 17 წლის ბიჭი,
  • 1:17 - 1:19
    რომელიც 2-3 კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა
  • 1:19 - 1:22
    იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა.
  • 1:22 - 1:26
    იპოვეს მისი ფოტოები, მოამზადეს ამოსაცნობად
  • 1:26 - 1:30
    და სროლიდან მეორე დღეს,
  • 1:30 - 1:33
    აჩვენეს ერთ-ერთ თინეიჯერს.
  • 1:33 - 1:35
    მან თქვა, რომ: "ეს მისი სურათია.
  • 1:35 - 1:40
    ეს მსროლელი ვნახე, რომელმაც მამა მოკლა."
  • 1:40 - 1:43
    ეს წინასწარი მოსმენა
    საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლისთვის,
  • 1:43 - 1:48
    რომ კარილო, პირველი ხარისხის კვლელობაში
  • 1:48 - 1:51
    ბრალდებისთვის გაესამართლებინა.
  • 1:51 - 1:54
    ძირითად მოსმენამდე, გამოძიების ფარგლებში,
  • 1:54 - 1:57
    ხუთი თინეიჯერიდან თითოეულს ამოსაცნობად
  • 1:57 - 2:02
    იგივე ფოტოსერია აჩვენეს.
  • 2:02 - 2:04
    სავარაუდოდ, სურათი,
  • 2:04 - 2:07
    რომელიც იმ ფოტოსერიაში აჩვენეს,
  • 2:07 - 2:10
    არის ამ ფოტოების ქვედა მარცხენა კუთხეში.
  • 2:10 - 2:14
    დარწმუნებულები არ ვართ,
  • 2:14 - 2:18
    რადგან მართლმსაჯულების ჩვენ სისტემაში,
  • 2:18 - 2:20
    მტკიცებულებათა შენახვის წესია ასეთი,
  • 2:20 - 2:25
    თუმცა, ეს სრულებით სხვა
    TEDx talk-ის თემაა. (სიცილი)
  • 2:25 - 2:28
    ძირითადი სასამართლოს მოსმენაზე,
  • 2:28 - 2:31
    ექვსივე თინეიჯერმა მისცა ჩვენება
  • 2:31 - 2:35
    და დაადასტურა ამოცნობა
  • 2:35 - 2:38
    ფოტოსერიის მიხედვით.
  • 2:38 - 2:43
    ის ცნეს დამნაშავედ.
    უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
  • 2:43 - 2:49
    და გადაიყვანეს ფოლსომის ციხეში.
  • 2:49 - 2:51
    მაშ, რაშია პრობლემა?
  • 2:51 - 2:55
    ცხადი, სამართლიანი სასამართლო,
    სრული გამოძიება.
  • 2:55 - 2:59
    და ჰო, იარაღი ვერ იპოვეს.
  • 2:59 - 3:03
    ვერც იმ მანქანის იდენტიფიცირება მოხდა,
  • 3:03 - 3:06
    საიდანაც მსროლელმა ხელი გადმოყო
  • 3:06 - 3:10
    და მსროლელის მძღოლობისთვისაც ბრალი
  • 3:10 - 3:13
    არავისთვის წაუყენებიათ.
  • 3:13 - 3:17
    და ბ-ნი კარილოს ალიბი?
  • 3:17 - 3:22
    ამ ოთახში რომელი მშობელი არ მოიტყუება,
  • 3:22 - 3:25
    მათი შვილების ადგილსამყოფელზე
  • 3:25 - 3:30
    მკვლელობის გამოძიების საქმეში?
  • 3:31 - 3:34
    ციხეში მყოფი,
  • 3:34 - 3:37
    საკუთარ უდანაშაულობას
    უწყვეტად ამტკიცებდა,
  • 3:37 - 3:42
    21 წლის განმავლობაში.
  • 3:42 - 3:45
    მაშ, რაშია პრობლემა?
  • 3:45 - 3:48
    პრობლემებს ამ სახის საქმეში,
  • 3:48 - 3:52
    ბევრ შემთხვევაში,
    ადამიანის მეხსიერების სფეროში,
  • 3:52 - 3:56
    ათწლეულების სამეცნიერო
    კვლევები ადასტურებს.
  • 3:56 - 3:59
    პირველ რიგში, "უდანაშაულობის" პროექტიდან
  • 3:59 - 4:01
    მთელი სტატისტიკური ანალიზი გვაქვს,
  • 4:01 - 4:04
    საიდანაც ვიცით, რომ გვაქვს
  • 4:04 - 4:07
    250, 280 დოკუმენტურად დადასტურებული
    საქმე, სადაც ადამიანები
  • 4:07 - 4:11
    უსაფუძვლოდ ცნეს დამნაშავედ
    და შემდეგ გაამართლეს.
  • 4:11 - 4:18
    ზოგი სასიკვდილო განაჩენის მქონე,
    დნმ-ის მოგვიანებითი ანალიზის საფუძველზე.
  • 4:18 - 4:21
    ამ გამამართლებელი საქმეების 3/4-ში
  • 4:21 - 4:27
    სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნობა,
  • 4:27 - 4:31
    მხოლოდ თვითმხილველი
    მოწმის მიერ ამოცნობას ეფუძნებოდა.
  • 4:31 - 4:37
    ჩვენ ვიცით, რომ თვითმხილველ მოწმეთა მიერ
    ამოცნობა შეიძლება მცდარი იყოს.
  • 4:37 - 4:39
    მეორე პრობლემა, ადამიანის მეხსიერების
  • 4:39 - 4:42
    საინტერესო ასპექტიდან გამომდინარეობს
    და ტვინის სხვადასხვა ფუნქციებს ეხევა.
  • 4:42 - 4:45
    თუმცა, სიმოკლისთვის შემიძლია შევაჯამო
  • 4:45 - 4:47
    მარტივი ნათქვამით:
  • 4:47 - 4:52
    ტვინი ვერ იტანს ვაკუუმს!
  • 4:52 - 4:56
    დაკვირვების საუკეთესო პირობებში,
  • 4:56 - 4:57
    აბსოლუტურად საუკეთესოში,
  • 4:57 - 5:01
    ჩვენ მთლიანი გამოცდილების მხოლოდ ნაჭრებს
  • 5:01 - 5:05
    და ნაწყვეტებს ვავლენთ, ვშიფრავთ
    და ვიმახსოვრებთ ჩვენ ტვინში.
  • 5:05 - 5:07
    და ისინი ტვინის
    სხვადასხვა ნაწილში ინახება.
  • 5:07 - 5:11
    და როდესაც მნიშვნელოვანია გავიხსენოთ,
  • 5:11 - 5:14
    თუ რა გადაგვხდა თავს,
  • 5:14 - 5:20
    ჩვენ არასრული, ნაწილობრივი სურათი გვაქვს
  • 5:20 - 5:22
    და რა ხდება?
  • 5:22 - 5:25
    ქვეცნობიერად,
    ყველანაირი განზრახვის გარეშე
  • 5:25 - 5:30
    ტვინი ცარიელ ადგილებს
    იმ ინფორმაციით ავსებს,
  • 5:30 - 5:32
    რაც მასში არ იყო.
  • 5:32 - 5:35
    რაც თავდაპირველად ფიქრის,
  • 5:35 - 5:37
    ან მსჯელობის შედეგად არ იქნა შენახული
  • 5:37 - 5:40
    და თქვენთან, როგორც დამკვირვებელთან,
  • 5:40 - 5:43
    არ მოსულა რამე ინფორმაციის წყაროდან.
  • 5:43 - 5:45
    ეს ხდება გააზრების გარეშე.
  • 5:45 - 5:49
    თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ეს ხდება.
  • 5:49 - 5:51
    ამას რეკონსტრუქციული მეხსიერება ეწოდება.
  • 5:51 - 5:56
    ეს გვემართება ყოველთვის,
    ჩვენი სიცოცხლის ყველა ასპექტში.
  • 5:56 - 5:59
    ეს იყო ის ორი საკითხი, სხვებთან ერთად...
  • 5:59 - 6:03
    რეკონსტრუქციულმა მეხსიერებამ,
    თვითმხილველების არასანდოობამ...
  • 6:03 - 6:07
    რამაც ნაწილობრივ წააქეზა
  • 6:07 - 6:09
    გასაჩივრებაში მონაწილე ადვოკატთა ჯგუფი,
  • 6:09 - 6:12
    რომელსაც არაჩვეულებრივი ადვოკატი,
    ელენ ეგერსი უძღვებოდა,
  • 6:12 - 6:17
    გაეერთიანებინათ მათი გამოცდილება და ნიჭი,
  • 6:17 - 6:18
    და მიემართათ ზემდგომი სასამართლოსთვის
  • 6:18 - 6:23
    ფრანცისკო კარილოს საქმის
    გადასანჯვის მოთხოვნით.
  • 6:23 - 6:28
    მათ ექსპერტ ნეიროფიზიოლოგად,
    მე დამიქირავეს,
  • 6:28 - 6:30
    რადგან მე თვითმხილველ მოწმეთა
  • 6:30 - 6:32
    მეხსიერების შესწავლაში მქონდა
    გამოცდილება,
  • 6:32 - 6:35
    რაც აშრაკად მნიშვნელოვანია ამ საქმეში.
  • 6:35 - 6:39
    ამასთან ერთად,
    მაქვს ადამიანის ღამით ხედვის ბუნების
  • 6:39 - 6:43
    შესწავლის გამოცდილება.
  • 6:43 - 6:46
    ეს რაღა შუაშია?
  • 6:46 - 6:51
    როდესაც კარილოს
    საქმის მასალებს კითხულობთ,
  • 6:52 - 6:55
    ერთი რამ, რაც მაშინვე თვალში გეცემათ ისაა,
  • 6:55 - 6:58
    რომ გამომძიებლებმა თქვეს,
    დანაშაულის ადგილზე
  • 6:58 - 7:02
    სადაც სროლა მოხდა, განათება კარგი იყოო.
  • 7:02 - 7:05
    სასამართლო სხდომაზე
    ყველა თინეიჯერმა მისცა ჩვენება,
  • 7:05 - 7:09
    რომ ისინი ძალიან კარგად ხედავდნენ.
  • 7:09 - 7:12
    მაგრამ ეს იანვრის შუაში მოხდა,
  • 7:12 - 7:18
    ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, საღამოს 7 საათზე.
  • 7:18 - 7:21
    როცა მთვარის და მზის მონაცემების მიხედვით,
  • 7:21 - 7:23
    გამოთვლები ჩავატარე,
  • 7:23 - 7:26
    სროლის განხორციელებისას
  • 7:26 - 7:28
    შესაბამისი მდებარეობის და დროისთვის,
  • 7:28 - 7:31
    აღმოჩნდა, რომ შებინდების დასასრულს
    კარგა ხანი იყო გადაცილებული
  • 7:31 - 7:33
    და იმ ღამეს მთვარე არ ანათებდა.
  • 7:33 - 7:36
    ასე რომ, მზის და მთვარის
    მთელი სინათლე ამ არეალში
  • 7:36 - 7:38
    ისეთი იყო, რასაც ხედავთ ეკრანზე.
  • 7:38 - 7:41
    ამ ადგილსთვის ერთადერთი სინათლე
  • 7:41 - 7:44
    ხელოვნური წყაროებიდან უნდა მოსულიყო.
  • 7:44 - 7:47
    აქ გავედი და სცენის რეალური
    რეკონსტრუქცია გავაკეთე
  • 7:47 - 7:50
    ფოტომეტრებით,
    განათების სხვადასხვა გაზომვებით
  • 7:50 - 7:53
    და ფერის აღქმის სხვადასხვა გაზომვებით.
  • 7:53 - 7:56
    სპეციალური კამერებით
  • 7:56 - 7:58
    და მაღალი მგრძნოველობის მქონე ფირით.
  • 7:58 - 8:01
    ვიღებ ყველა გამოთვლებს და ვიწერ მათ.
  • 8:01 - 8:04
    შემდეგ ვიღებ ფოტოებს
    და აი როგორ გამოიყურებოდა სცენა
  • 8:04 - 8:05
    სროლის დროს
  • 8:05 - 8:07
    თინეიჯერების მდებარეობიდან,
  • 8:07 - 8:11
    როდესაც მანქანის ჩავლას
    და სროლას უყურებდნენ.
  • 8:11 - 8:13
    ეს არის პირდაპირ ქუჩის გადაღმა ყურებისას
  • 8:13 - 8:16
    იმ ადგილიდან, სადაც ისინი იდგნენ.
  • 8:16 - 8:18
    გაიხსენეთ, გამომძიებლების ანგარიშში ეწერა,
  • 8:18 - 8:20
    რომ განათება იყო კარგი.
  • 8:20 - 8:23
    თინეიჯერებმა თქვეს,
    რომ ძალიან კარგად ხედავდნენ.
  • 8:23 - 8:26
    ეს არის აღმოსავლეთით გახედვისას,
  • 8:26 - 8:30
    სადაც მანქანამ აუჩქარა
  • 8:30 - 8:35
    და აი, ეს კი არის სინათლე
  • 8:35 - 8:37
    უშუალოდ მამის და თინეიჯერების უკან.
  • 8:37 - 8:41
    როგორც ხედავთ, საუკეთესო ვარიანტში
    ეს ცუდი განათებაა.
  • 8:41 - 8:45
    არავინ უწოდებს ამას კარგად განათებულს,
    კარგ სინათლეს.
  • 8:45 - 8:48
    ხედავთ, რომ კარგი სურათებია.
  • 8:48 - 8:51
    ისინი იმიტომ გადავიღეთ, რომ ვიცოდი
    სასამართლოში მიმიწევდა ჩვენების მიცემა
  • 8:51 - 8:55
    და სურათი უფრო ღირებულია,
    ვიდრე ათასი სიტყვა,
  • 8:55 - 8:57
    როცა ციფრების ახსნას ცდილობთ,
  • 8:57 - 9:02
    ისეთი აბსტრატული კონცეფციების, როგორიცაა:
    ლუქსი, განათების საერთაშორისო ერთეული,
  • 9:02 - 9:05
    იშიჰარას ფერების აღქმის
    სატესტო მნიშვნელობები.
  • 9:05 - 9:09
    როდესაც მათ, ამ სფეროში
  • 9:09 - 9:12
    ნაკლებად გათვითცნობიერებულ
    ადამიანებს წარუდგენთ,
  • 9:12 - 9:15
    ისინი შუადღის მზეში მყოფი
    სალამანდრებივით უსიცოცხლოები ხდებიან.
  • 9:15 - 9:17
    ეს ხედვის კუთხის ტანგენსზე საუბარს ჰგავს.
  • 9:17 - 9:20
    მათ უბრალოდ თვალები უშეშდებათ.
  • 9:20 - 9:24
    კარგი სასამართლო ექსპერტი,
    ასევე კარგი პედაგოგიც უნდა იყოს,
  • 9:24 - 9:26
    კარგი გადმომცემი და ნაწილობრივ
  • 9:26 - 9:29
    ამიტომაც გდავიღეთ სურათები,
    რომ ვაჩვენოთ არა მხოლოდ
  • 9:29 - 9:31
    სად არის სინათლის წყაროები
    და როგორაა განაწილებული,
  • 9:31 - 9:34
    რასაც განფენას ვეძახით,
    არამედ ასევე იმისთვის,
  • 9:34 - 9:38
    რომ მსაჯული ადვილად ჩაწვდეს გარემოებებს.
  • 9:38 - 9:41
    ეს იმ სურათების ნაწილია,
  • 9:41 - 9:43
    რომლებიც ჩვენების მიცემისას გამოვიყენე.
  • 9:43 - 9:46
    თუმცა, ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის,
    უფრო მნიშვნელოვანი
  • 9:46 - 9:47
    ფოტომეტრის ის მონაცემები იყო,
  • 9:47 - 9:52
    რომლებიც რეალურ პროგნოზებში
    შემიძლია გადავიყვანო,
  • 9:52 - 9:55
    თუ რა ვიზუალური შესაძლებლობები
    გააჩნია ადამიანის თვალს,
  • 9:55 - 9:58
    იმ პირობებში,
  • 9:58 - 10:01
    და იმ მონაცემებიდან,
    რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩავიწერე,
  • 10:01 - 10:04
    იგივე მზის და მთვარის პირობებში,
  • 10:04 - 10:07
    იგივე დროს და ა.შ.
  • 10:07 - 10:08
    შემიძლია იმის პროგნოზირება,
  • 10:08 - 10:10
    რომ იქ ვერ იქნებოდა ფერების საიმედო აღქმა,
  • 10:10 - 10:12
    რაც აუცილებლია სახის შესაცნობად
  • 10:12 - 10:15
    და რომ იქ შეიძლება
    მხოლოდ ღამის მხედველობა ყოფილიყო,
  • 10:15 - 10:17
    რაც ძალიან მცირე გარჩევადობას გულისხმობს,
  • 10:17 - 10:20
    ეს არის, რასაც მხოლოდ კონტურების
    და ზღვრების გარჩევას ვეძახით.
  • 10:20 - 10:22
    უფრო მეტიც, რადგან თვალების გუგები
  • 10:22 - 10:25
    სრულად გაფართოებული იქნებოდა
    ამ სინათლეში და სიმკვეთრის ამ სიღრმეში,
  • 10:25 - 10:28
    მანძილი, რომელზეც ფოკუსირებას
    და დეტალების გარჩევას შეძლებდით,
  • 10:28 - 10:34
    ნახევარ მეტრზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.
  • 10:34 - 10:36
    მე ეს ჩვენება მივეცი სასამართლოს
  • 10:36 - 10:39
    და მართალია, მოსამართლე
    ძალიან ყურადღებით მისმენდა,
  • 10:39 - 10:42
    მაგარმ ეს საქმის გადასინჯვის
    მოთხოვნაზე პროცესი,
  • 10:42 - 10:46
    ძალიან, ძალიან გრძელი გამოდგა
  • 10:46 - 10:48
    და შევამჩნიე,
  • 10:48 - 10:52
    რომ შეიძლება მოსამართლეს
  • 10:52 - 10:54
    ცოტა მეტი ბიძგი სჭირდებოდა,
  • 10:54 - 10:56
    ვიდრე მხოლოდ ციფრები.
  • 10:56 - 10:59
    ამ დროს ცოტა გავკადნიერდი,
  • 10:59 - 11:00
    მივბრუნდი
  • 11:00 - 11:03
    და ვკითხე მოსამართლეს:
  • 11:03 - 11:05
    "თქვენო ღირსებავ, ვფიქრობ უნდა მიხვიდეთ
  • 11:05 - 11:08
    და თავად ნახოთ დანაშაულის ადგილი."
  • 11:08 - 11:11
    შესაძლოა უფრო გამოწვევის ტონი გამოვიყენე,
  • 11:11 - 11:13
    ვიდრე თხოვნის, (სიცილი)
  • 11:13 - 11:18
    თუმცა, ამის მიუხედაცად, ამ კაცის
    და მისი გამბედაობის სასახელოდ უნდა ითქვას,
  • 11:18 - 11:21
    რომ მან მიპასუხა: "კი, ვნახავ."
  • 11:21 - 11:25
    შოკი ამერიკულ იურისპრუდენციაში.
  • 11:25 - 11:28
    ამდენად, ჩვენ იდენტური პირობები შევქმენით
  • 11:28 - 11:30
    და დანაშაულის მთელი სცენა
    ხელახლა აღვადგინეთ.
  • 11:30 - 11:34
    ის შერიფების მთელი ბრიგადით მოვიდა,
  • 11:34 - 11:39
    რომლებიც ამ დასახლებაში,
    მას დასაცავად ახლდნენ? (სიცილი)
  • 11:39 - 11:44
    ჩვენ ის ცოტა ქუჩისკენ დავაყენეთ,
  • 11:44 - 11:47
    ამდენად მსროლელის მანქანასთან
    იმაზე უფრო ახლოს,
  • 11:47 - 11:50
    ვიდრე თინეიჯერები იყვნენ რეალურად.
  • 11:50 - 11:52
    მაშ, ის ტროტუარიდან
    ნახევარიოდე მეტრში იდგა,
  • 11:52 - 11:55
    სახით გზის შუა ნაწილისკენ.
  • 11:55 - 11:58
    ჩვენ ჩამოვატარეთ მანქანა,
  • 11:58 - 12:03
    თინეიჯერების მიერ აღწერილის
    იდენტური მანქანა.
  • 12:03 - 12:05
    მანქანაში იყვნენ მძღოლი და მგზავრი.
  • 12:05 - 12:08
    როდესაც მანქანამ მოსამართლეს ჩაუარა,
  • 12:08 - 12:12
    მგზავრმა გამოწია ხელი,
  • 12:12 - 12:16
    უკან მოსამართლეს ისე დაუმიზნა,
    რომ მანქანა სვლას აგრძელებდა,
  • 12:16 - 12:19
    ზუსტად ისე, როგორც თინეიჯერებმა აღწერეს.
  • 12:19 - 12:22
    მგზავრს არ ეჭირა რეალური იარაღი,
  • 12:22 - 12:24
    მას ეჭირა აღწერილი იარაღის მსგავსი.
  • 12:24 - 12:26
    შავი ფერის საგანი.
  • 12:26 - 12:29
    მგზავრმა დაუმიზნა
    და ეს დაინახა მოსამართლემ.
  • 12:29 - 12:36
    ეს მანქანა მოსმართლისგან
    9 მეტრის მანძილზეა.
  • 12:36 - 12:39
    მგზავრს ხელი აქვს გამოყოფილი
  • 12:39 - 12:41
    და უკან გიმიზნებთ.
  • 12:41 - 12:43
    ეს 9 მეტრის დაშორებითაა.
  • 12:43 - 12:45
    ზოგმა თინეიჯერმა ისიც კი თქვა,
  • 12:45 - 12:48
    რომ მანქანა გასროლისას
    4.5 მეტრის მანძილზე იყო.
  • 12:48 - 12:52
    მაშ, ეს არის 4.5 მეტრი.
  • 12:52 - 12:56
    ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ავღელდი.
  • 12:56 - 13:00
    ეს მოსამართლე ისეთი იყო,
    როგორთანაც პოკერის თამაშს არ ისურვებდით.
  • 13:00 - 13:05
    ის აბსოლუტური სტოიკოსი იყო.
    წარბი არ შეუხრია.
  • 13:05 - 13:08
    თავი არც კი გაუნძრევია.
  • 13:08 - 13:12
    წარმოდგენა არ მქონდა, რა რეაქცია ჰქონდა.
  • 13:12 - 13:15
    მას შემდეგ რაც მოვლენის
    რეკონსტრუიქციას უყურა,
  • 13:15 - 13:16
    მომიბრუნდა და მკითხა:
  • 13:16 - 13:19
    "არის კიდევ რამე, რაც გინდათ, რომ ვნახო?"
  • 13:19 - 13:23
    ვუპასუხე: "თქვენო ღირსებავ" და არ ვიცი
  • 13:23 - 13:26
    ჩემმა სამეცნიერო
    გაანგარიშებებმა გამათამამა,
  • 13:26 - 13:30
    რომელიც თან მქონდა და იმის ცოდნამ,
    რომ ეს გაანგარიშებები სწორი იყო,
  • 13:30 - 13:32
    ან შეიძლება ეს სრული უგუნურების გამო იყო,
  • 13:32 - 13:35
    რაც დაცვის ადვოკატებმა გაიფიქრეს, (სიცილი)
  • 13:35 - 13:37
    როდესაც ვუპასუხე:
  • 13:37 - 13:40
    "დიახ, თქვენო ღირსებავ,
    თუ შეიძლება დარჩეთ ადგილზე
  • 13:40 - 13:44
    და მინდა, რომ მანქანამ
    კვლავ შემოუაროს კვარტალს,
  • 13:44 - 13:47
    მოვიდეს და გაჩერდეს,
  • 13:47 - 13:51
    ზუსტად თქვენს წინ,
    დაახლოებოთ 1 მეტრის მანძილზე.
  • 13:51 - 13:55
    მინდა, რომ მგზავრმა ხელი გამოწიოს
  • 13:55 - 13:57
    რომლითაც იმ შავ საგანს დაგიმიზნებთ
  • 13:57 - 14:03
    და შეგიძლიათ დააკვირდეთ მას
    რამდენი ხანიც გნებავთ."
  • 14:03 - 14:07
    ეს იყო ის, რაც მან დაინახა. (სიცილი)
  • 14:07 - 14:11
    შეამჩნევთ და ეს ჩემ დასკვნაშიც იყო,
  • 14:11 - 14:14
    რომ ძირითადი განათება ჩრდილოეთიდანაა,
  • 14:14 - 14:15
    რაც იმას ნიშავს, რომ მსროლელის სახე
  • 14:15 - 14:18
    არ გამოჩნდებოდა.
    ის უკნიდან იქნებოდა განათებული.
  • 14:18 - 14:20
    უფრო მეტიც, მანქანის სახურავი
  • 14:20 - 14:24
    მანქანის შიგნით გამოიწვევდა იმას,
    რასაც ჩვენ ვეძახით - ჩრდილის ღრუბელს,
  • 14:24 - 14:27
    რაც მას კიდევ უფრო აბნელებს.
  • 14:27 - 14:32
    ეს ხდება დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე.
  • 14:32 - 14:35
    რატომ გავრისკე?
  • 14:35 - 14:39
    მე ვიცოდი, რომ სიმკვეთრის სიღრმე
    ნახევარ მეტრზე ნაკლები იყო.
  • 14:39 - 14:41
    1 მეტრის მანძილზე,
    იგივე წარმატებით გამოჩნდებოდა,
  • 14:41 - 14:45
    როგორც სტადიონს იქით.
  • 14:45 - 14:47
    ეს არის ის, რაც მან დაინახა.
  • 14:47 - 14:50
    მოსამართლე დაბრუნდა.
  • 14:50 - 14:53
    საქმის მოსმენა რამდენიმე დღე გაგრძელდა
  • 14:53 - 14:56
    ბოლოს, მან მიიღო გადაწყვეტილება,
    რომ დააკმაყოფილებდა
  • 14:56 - 14:59
    საქმის გადასინჯვის მოთხოვნას.
  • 14:59 - 15:02
    უფრო მეტიც, მან გაათავისუფლა ბ-ნი კარილო,
  • 15:02 - 15:05
    რომ საკუთარი დაცვის
    მომზადებას დახმარებოდა,
  • 15:05 - 15:10
    თუკი პროკურატურა
    საქმის ხელახლა აღძვრას გადაწყვეტდა.
  • 15:10 - 15:13
    რაც მათ გადაწყვიტეს არ გაეკეთებინათ.
  • 15:13 - 15:18
    ახლა ის თავისუფალია.
  • 15:18 - 15:22
    (აპლოდისმენტები)
  • 15:22 - 15:27
    აქ ჩანს როგორ ეხვევა მეუღლის ბებიას.
  • 15:27 - 15:31
    მისი შეყვარებული ორსულად იყო,
    როცა გაასამართლეს.
  • 15:31 - 15:35
    მას ეყოლა ვაჟიშვილი.
  • 15:35 - 15:38
    ახლა, ის და მისი ვაჟი, ორივე,
  • 15:38 - 15:41
    კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტ
    "ლონგ ბიჩში" სწავლობენ.
  • 15:41 - 15:44
    (აპლოდისმენტები)
  • 15:44 - 15:48
    და რას აჩვენებს ეს მაგალითი?
  • 15:48 - 15:52
    რა არის მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს?
  • 15:52 - 15:56
    პირველ რიგში, მეცნიერებას და სამართალს
  • 15:56 - 15:58
    ამერიკულ იურისპრუდენციაში
  • 15:58 - 16:01
    ანტიპათიის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
  • 16:01 - 16:04
    სასამართლო ექსპერტის
    ათწლეულობით გამოცდილებიდან,
  • 16:04 - 16:08
    რომელიც ცდილობს
    სხდომათა დარბაზში მეცნიერება შეიტანოს,
  • 16:08 - 16:13
    შემიძლია უვიცობის
    საშინელი ისტორიებით გაგიმასპინძლდეთ.
  • 16:13 - 16:18
    მეორე მხარე ყოველთვის
    ეწინააღმდეგება და ებრძვის ამას.
  • 16:18 - 16:21
    ერთი რჩევაა, რომ ჩვენ ყველამ
  • 16:21 - 16:24
    უფრო მეტად გავიაზროთ საჭიროება,
    პოლიტიკის გზით,
  • 16:24 - 16:26
    პროცედურების გზით,
  • 16:26 - 16:29
    რომ მეტი მეცნიერება შევიდეს
    სხდომათა დარბაზში.
  • 16:29 - 16:32
    ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით
    ერთი დიდი ნაბიჯი,
  • 16:32 - 16:34
    სამართლის სკოლებისადმი
    დიდი პატივისცემით,
  • 16:34 - 16:36
    არის მეტი მოთხოვნები,
  • 16:36 - 16:41
    მეცნიერების, ტექნოლოგიების,
    ინჟინერიის, მათემატიკის მიმართ
  • 16:41 - 16:43
    ყველასთვის, ვინც სამართალზე სწავლობს,
  • 16:43 - 16:47
    რადგან ისინი ხდებიან მოსამართლეები.
  • 16:47 - 16:50
    იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ვარჩევთ
    მოსამართლეებს ამ ქვეყანაში.
  • 16:50 - 16:53
    ეს სხვა კულტურათა უმეტესობისგან
    ძალიან განსხვავდება.
  • 16:53 - 16:55
    კიდევ ერთი რამ, რაც მინდა გირჩიოთ,
  • 16:55 - 16:58
    არის სიფრთხილე,
    რაც ყველამ უნდა გამოვიჩინოთ.
  • 16:58 - 17:00
    მე განუწყვეტლივ ვახსენებ საკუთარ თავს,
  • 17:00 - 17:03
    რამდენად ზუსტია მოგონებები,
  • 17:03 - 17:08
    რომლებიც სიმართლე გვგონია,
    რომლებისაც გვჯერა?
  • 17:08 - 17:12
    არსებობს ათწლეულების კვლევა,
  • 17:12 - 17:16
    ამ საქმის მსგავსი უამრავი მაგალითი,
  • 17:16 - 17:18
    სადაც ადამიანებს
  • 17:18 - 17:21
    ნამდვილად სჯერათ.
  • 17:21 - 17:23
    თინეიჯერებიდან ვინც ის ამოიცნო,
  • 17:23 - 17:26
    არცერთს არ უფიქრია,
    რომ სხვა ადამიანს დაადო ხელი.
  • 17:26 - 17:30
    არცერთს არ ეგონა,
    რომ დამნაშავის სახე ვერ დაინახეს.
  • 17:30 - 17:32
    ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად.
  • 17:32 - 17:35
    ჩვენი მეხსიერება
    რეკონსტრუქციული მეხსიერებაა.
  • 17:35 - 17:38
    ეს არის პროდუქტი იმისა,
    რაც თავდაპირველად განვიცადეთ
  • 17:38 - 17:41
    და ყველაფერი იმისა, რაც შემდგომ მოხდა.
  • 17:41 - 17:43
    მეხსიერება დინამიურია.
  • 17:43 - 17:45
    მეხსიერება დამყოლია, ცვალებადია.
  • 17:45 - 17:49
    შედეგად, ყველას უნდა გვახსოვდეს,
    რომ ფრთხილად ვიყოთ,
  • 17:49 - 17:52
    რადგან ჩვენი მეხსირების სიზუსტე
  • 17:52 - 17:56
    იმით არ იზომება, თუ რამდენად ნათელია ის
  • 17:56 - 18:01
    ან იმით, თუ რამდენად დარწმუნებული ვართ
    მის სისწორეში.
  • 18:01 - 20:30
    მადლობა. (აპლოდისმენტები)
Title:
რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები
Speaker:
სკოტ ფრეიზერი
Description:

სკოტ ფრეიზერი შეისწავლის როგორ იმახსოვრებენ ადამიანები დანაშაულს და გამოდიან მოწმეებად. მის ამ ძლიერ გამოსვლაში, რომელიც ფოკუსირებულია სასიკვდილო გასროლაზე მზის ჩასვლისას, ის გვთავაზობს მოსაზრებას, რომ დანაშაულის ახლოს მყოფ თვითმხილველ მოწმეებსად კი შეუძლიათ შექმნან იმგვარი "მოგონებები", რასაც ვერ ნახავდნენ. რატომ? რადგან ტვინს ვერ იტანს ვაკუუმს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
20:50

Georgian subtitles

Revisions